ძებნის რეზულტატი:

პაპუაშვილი: მოვუწოდებთ ცივილიზებულ სამყაროს, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

ორი წელია, მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე.“ „ორი წელია მსოფლიო თვალს ადევნებს ევროპის შუაგულში მიმდინარე სასტიკ ომს, რომელმაც ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა მოიტანა. უკრაინელი ხალხის თავდადება საკუთარი თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის დიადი ბრძოლის მაგალითია. საქართველო მხარში უდგას უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო ომში. სწორედ ამიტომ, ამ საშინელი ომის დაწყებისთანავე საქართველომ ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე უპირობოდ მხარი დაუჭირა უკრაინას, მიუხედავად იმ რისკებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა და აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ხმას ვიმაღლებთ უკრაინელი ხალხის დასაცავად და ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის მიწაზე. გვინდა, მოვუწოდოთ ცივილიზებულ სამყაროს, მათ ვისაც შესწევს ძალა გავლენა იქონიოს ამ სისხლისმღვრელი დაპირისპირების შეჩერებაზე, არ დაიშურონ ძალები და იმოქმედონ უკრაინის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, - წერს შალვა პაპუაშვილი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში - ნაუსედა უკრაინელებს

„ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში," ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს X-ზე ეხმაურება. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

პუტინს უფლებას არ მივცემთ, უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას - გერმანია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ტირანია ვერასდროს იზეიმებს, ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით - რიში სუნაკი

„ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ორი წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან: ევროპელი ლიდერების გზავნილები

ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებენ. „ფინეთი უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა და უკრაინელები სამართლიან და მდგრად მშვიდობას იმსახურებენ, - ნათქვამია ფინეთის მთავრობის განცხადებაში. ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას სრული მხარდაჭერა სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მხარდაჭერის შესაძლებლობა და რესურსები გვაქვს. თავდაცვის წარმოება სწრაფად უნდა გავზარდოთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. „ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა. ნიდერლანდები ყოველ ნაბიჯზე თქვენს გვერდითაა,“ - აღნიშნა თავის მხრივ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდები უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს. „ეს პუტინი იყო, რომელმაც რუსეთის უკანონო აგრესიული ომი დაიწყო და ახლა სწორედ პუტინმა უნდა შეწყვიტოს იგი,“ - ნათქვამია ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „ტირანია ვერასდროს იზეიმებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გამარჯვებამდე მხარს დაუჭერს," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. "დადგა მომენტი, ვაჩვენოთ, რომ ტირანია ვერასდროს იზეიმებს და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით დღესაც, ხვალაც. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. ორი წლის წინ, როდესაც პუტინმა დაიწყო უკანონო შეჭრა, თავისუფალი სამყარო იყო ერთიანი რეაგირებაში. ჩვენ ერთად დავუჭირეთ მხარი უკრაინას. ამ სასტიკ თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ ჩვენი სიმტკიცე," - აღნიშნა სუნაკმა. „ძვირფასო უკრაინელო ძმებო და დებო, ამ საშინელი ომის 2 წლისთავზე მოგმართავთ უდიდესი პატივისცემით. თქვენ დაუმარცხებლობისა და გაუტეხლობის დიდებული მაგალითი უჩვენეთ მსოფლიოს. თქვენი სიმტკიცე და წინააღმდეგობა ყველა ლიეტუველისთვის ანათებს, როგორც იმედის შუქურა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და არასოდეს დაგტოვებთ მარტო ამ ბრძოლაში," ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავს X-ზე ეხმაურება. „ორი წლის 23 თებერვლის საღამოს, კიევს ვტოვებდი. მე იქ ვიყავი უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. პოლონეთი მხარს უჭერდა, უჭერს და გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის თავისუფლებისთვის,“ ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავს ეხმაურება. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. მასალა განახლდება „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე, მისი მეუღლე იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის - ეს სატანიზმია." მისი თქმით, გამომძიებლების ქმედებების უკან, რომლებიც ნავალნის ცხედრის გადაცემაზე უარს ამბობენ, ვლადიმირ პუტინი დგას. „დღეს 9 დღე გავიდა ჩემი ქმრის გარდაცვალებიდან. 9 დღე მას შემდეგ, რაც პუტინმა მოკლა ალექსეი ნავალნი. მაგრამ მკვლელობა არ იყო საკმარისი პუტინისთვის, ახლა მას მძევლად ჰყავს აყვანილი მისი ცხედარი, დასცინის დედას, აიძულებს, დათანხმდეს ფარულ დაკრძალვას... ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა. რასაც პუტინი ახლა აკეთებს - ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა - ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს? მომეცი ჩემი ქმრის ცხედარი. ჩვენ გვინდა, რომ მას პანაშვიდი ჰქონდეს და შემდეგ ადამიანურად, მიწაში დაკრძალონ, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია მიღებული. დაგვითმეთ ალექსი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. შენ ის ცოცხლად აწამე და ახლა მკვდარზეც იგივეს აგრძელებ. თქვენ დასცინით გარდაცვლილის ნეშტს. შეუძლებელია უფრო დიდი ეშმაკის წარმოდგენა... თქვენ არღვევთ ყველა კანონს: ადამიანურსაც და ღვთაებრივსაც," - აცხადებს იულია ნავალნაია. ნავალნის დედა: ჩემი შვილის ცხედარი მანახეს - მუქარები დაიწყეს, საიდუმლოდ, გამომშვიდობების გარეშე დაკრძალვას ითხოვენ

ბორის ჯონსონი კიევშია

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. „პუტინის შემოჭრის ამ მძიმე მეორე წლისთავზე, ჩემი აქ, უკრაინაში ყოფნა პატივია. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელები თავიანთი შეუპოვარი გამბედაობით პუტინის ჯარებს დაამარცხებენ და განდევნიან - იმ პირობით, რომ ჩვენ მათ საჭირო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ,“ - წერს ბორის ჯონსონი X-ზე. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი პირველი დასავლელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე კიევში ჩავიდა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

სტოლტენბერგი უკრაინას: მეტი დახმარება გზაშია

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ორი წლის წინ უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. „ბრძოლის ველზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.პრეზიდენტი პუტინის მიზანი არ შეცვლილა. მაგრამ უკრაინამ კვლავ და ისევ აჩვენა შესანიშნავი უნარი და მტკიცე მონდომება. უკრაინა რამდენიმე კვირაში არ ჩამოიშალა, როგორც ამას ბევრი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი. უკან დახიეთ რუსეთი შავი ზღვის დიდი ნაწილიდან. და დიდი ზარალი მიაყენეთ რუსეთის ჯარებს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ინარჩუნებს თავის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ეს შესაძლებელი გახდა თქვენი გამბედაობისა და გადაწყვეტილების წყალობით. შესაძლებელი გახდა NATO-ს მოკავშირეების ძირითადი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით. ბოლო დღეებსა და კვირებში NATO-ს მოკავშირეებმა გამოაცხადეს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტები. ეს მოიცავს ძირითად შესაძლებლობებს, როგორიცაა, საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო კატარღები. ასევე F-16-ის აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები, დრონები და განაღმვის აღჭურვილობა. მეტი მხარდაჭერა გზაშია. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი იმიტომ დაიწყო, რომ  NATO-ს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება.მაგრამ მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია: უკრაინა ახლა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე. უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებთ რა ამ დღისთვის, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნავს სტოლტენბერგი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა სიაშია 55 პირი და 37 ორგანიზაცია. ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში. სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ობიექტებს, ასევე, მასმედიის წარმომადგენლებს.  

ზელენსკი: ჩვენი ქვეყნის დასრულებას არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინის პრეზიდენტი ჰოსტომელში - იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „კიევის სამ დღეში აღება" უნდა დაწყებულიყო. „სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო "კიევისა და უკრაინის 3 დღეში აღება." ორი წლის წინ, სწორედ აქ, ცეცხლით დავხვდით მტრის დესანტს. ორი წლის შემდეგ, აქ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს ვხვდებით. დიდებული ქვეყნის დიდებული ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ომის დასრულება ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს სურს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასრულებას არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს. ამიტომ, ომის დასრულების შესახებ სიტყვებს ჩვენ ყოველთვის ვამატებთ: ჩვენი პირობებით. ამიტომ, სიტყვა მშვიდობის გვერდით ყოველთვის ჟღერს: სამართლიანი. ამიტომ, მომავალში სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო დღეს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰოსტომელში იგი ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია გაჩერდება

მთავრობა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ პროცესს აჩერებს. რეორგანიზაცია გაჩერდება მთლიანად, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, ბუნებრივია, მომზადდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდეს ახალი სამედიცინო დაწესებულება, საავადმყოფოს წინა ტერიტორია კი საინვესტიციოდ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გამოიყენონ. „უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიტიკური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაო, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავარია, რომ მან მუშაობა სრული დატვირთვით გააგრძელოს. „რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ლებედევი. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. „კომერსანტის“ ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადებაა. რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პიოტრ სერკოვი შეასრულებს. ვიაჩესლავ ლებედევი მოსამართლედ მუშაობდა 1970 წლიდან. 1977 წელს ის დაინიშნა მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის სახალხო სასამართლოს ხელმძღვანელად. 1986-1989 წლებში იყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 1989 წლის ივლისში ხელმძღვანელობდა რსფსრ უზენაეს სასამართლოს, 1991 წლიდან კი, რუსეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ვიაჩესლავ ლებედევის თავმჯდომარეობის დროს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო და აკრძალა არარსებული ორგანიზაცია - „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა", ასევე, სამართლებრივად გააფორმა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაცია.  

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელს ასე არ დაესხმებოდა თავს - მელონი

რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ასეთ თავდასხმას არ განახორციელებდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიურ გაზეთ Il Giornale-თან ინტერვიუში განაცხადა. „გარდაუვალი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ასეთ სერიოზულ დარღვევას, უფრო მეტიც, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთიდან ბალკანეთამდე და აფრიკამდე, გადამდები შედეგები მოჰყვებოდა,“ - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ. როგორც ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ინტერესებშია. „ეს არის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ და უნდა გვესმოდეს, რომ თუ უკრაინაში საერთაშორისო სამართალი არ აღდგება, კონფლიქტების აფეთქებები მოიმატებს,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ჯორჯია მელონი დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს უხელმძღვანელებს.  

ზელენსკი: სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია, პუტინი უნდა დამარცხდეს

„პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დასავლელ ლიდერებთან ერთად, ჰოსტომელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ერთად ნებისმიერი სახის გეოპოლიტიკაზე უფრო ძლიერები ვართ. სახალხო ერთობას ნებისმიერ დიქტატორზე მეტის მიღწევა შეუძლია. და სიმამაცეს, უბრალო ხალხის სიმამაცეს, ისტორიის ისეთი ფურცლების გადაშლა შეუძლია, რომელიც ჩანდა, რომ არასდროს დასრულდებოდა. მე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას ვაფასებ. მადლობას გიხდით ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ომი სამართლიან დასასრულამდე მივიყვანოთ. პუტინი აბსოლუტურად ყველაფერში უნდა დამარცხდეს, ისევე როგორც აქ, ჰოსტომელში. მხოლოდ ამ გზით დადგება მშვიდობა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი: ჩვენი ქვეყნის დასრულებას არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს  იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ აეროდრომს მოსკოვის წარუმატებლობისა და უკრაინის სიამაყის სიმბოლო უწოდა. "ადამიანების გმირულმა საქციელმა შეცვალა ისტორიის გეზი. 24 თებერვალს ორი წლის წინ ერთი მათგანი აქ მოხდა,“ - აღნიშნა მელონიმ. უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის, იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „კიევი გადარჩა. თქვენი გამბედაობა წინ გადაეღობა პუტინის გზას. თქვენ არ შედრკით და არ გაიქეცით. უკრაინელი გმირების მცირე რაზმმა ბოლო ტყვიამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე რომ იბრძოდა, დამპყრობელი უკუაგდო. თქვენ შეძელით რუსეთის შეტევის შეჩერება უკრაინის გულში. თქვენ გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, თქვენ გადაარჩინე მთელი ევროპა,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკურის შენობის მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, დანგრევის რისკი არ არსებობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი იქამდე არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. პრემიერმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საავადმყოფო უახლოესი 3 წლის განმავლობაში, იგივე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. „რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით - ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რასაც ყველა ადასტურებს. ჩვენ ვეცდებით, რომ თუნდაც, სამუშაო შუალედურ პერიოდში - 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახლა შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვა, ტყუილი აღმოჩნდა თუ არა, ჯანდაცვის სამინისტროს ნათქვამი, რომ შენობას მდგრადობის პრობლემა ჰქონდა, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს. „არა, მდგრადობაზე არაა საუბარი, ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობდა, რაც შეეხება მდგრადობას, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება, შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე ისაუბრა ტერიტორიის პრივატიზებაზეც. „საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, თუ როგორ განხორციელდება უშუალოდ, რა ფორმით, ეს იქნება კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული. საავადმყოფოს შენობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სწორედ ამის გამო იმიჯნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიწის ნაკვეთი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, რათა ჭარბი ტვირთი არ დაწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს, მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც საუბარი გვაქვს,“ - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, დაახლოებით, 3 წელში, მშენებლობა დასრულებული იქნება. „პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი ჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას ჭირდებოდა დაახლოებით, 3 წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით, 3 წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება, ანუ 3-წლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული,“ - განაცხადა კობახიძემ.  

ყაზახეთს სურს, შუა დერეფნის ფარგლებში მთავარი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი გახდეს - მინისტრი

ყაზახეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში საერთაშორისო სატრანზიტო კერად გარდაქმნას ცდილობს. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა განაცხადა. მან ეს განცხადება ტრანსპორტის სამინისტროში გაფართოებული საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდა. „დღეს მთავარი ამოცანაა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ყაზახეთის საერთაშორისო სატრანზიტო ქვეყნად გარდაქმნა. გასულ წელთან შედარებით, ამ დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტირების მოცულობა 65 პროცენტით გაიზარდა და 2,8 მილიონი ტონა შეადგინა. 2022 – 1,7 მლნ ტონა). კერძოდ, 2,5-ჯერ გაიზარდა ყაზახური პროდუქციის ექსპორტი TITR-ის საშუალებით,“ აღნიშნა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ექსპორტთან ერთად, იზრდება იმპორტის ტვირთბრუნვაც. „ეს, თავის მხრივ, აჩვენებს ევროპული კომპანიების ინტერესს TITR-ის მარშრუტით. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან და კომპანიებთან ექსპორტის მოზიდვის მიზნით TITR მარშრუტზე, მათ შორის, ამ ტრანსპორტის სამთავრობო მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ,“აღნიშნა მინისტრმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე. ეს არის რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რის გამოც ქვეყნები ალტერნატიულ გზებს ეძებენ. კატარის კომპანიებმა შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება უნდა განიხილონ - თოყაევი ყაზახეთი მოუწოდებს ნიდერლანდებსა და ბელგიას, ერთობლივად განავითარონ შუა დერეფანი ყაზახეთმა ევროპელ ინვესტორებს პორტებისა და აეროპორტების მართვა შესთავაზა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა - ნავალნის პრესმდივანი

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ცხედარი დღეს, 24 თებერვალს დედას გადაეცა. „ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება მათ განხორციელებაში ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი კი ხელმისაწვდომი გახდება,“ - აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს. რასაც ახლა პუტინი აკეთებს, სიძულვილიც კი არ არის, ეს სატანიზმია - ნავალნის მეუღლე  

თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა

„ირწმუნე უკრაინის!“ - ამ მოწოდებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელებმა მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები რუსთაველის ძეგლიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ და შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რა ფასად არის მოპოვებული ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი და მთელი ცივილიზებული სამყაროს სიმშვიდე,“ - ამბობენ მსვლელობის მონაწილეები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაცია ქართულ-უკრაინული პლატფორმაა. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება კიდევ სამ სახელმწიფოსთან გააფორმა

უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან და ბელგიასთანაც გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა  

ზელენსკი: რუსული თვითმფრინავების განადგურება უკრაინისა და პარტნიორების ალიანსის შედეგია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 23 თებერვალს რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდება, ისევე როგორც მტრის სხვა თვითმფრინავების განადგურება, უკრაინისა და მისი პარტნიორების მუშაობის შედეგია. „რაც შეეხება A-50-ებს და ჩვენი მტრების სხვა თვითმფრინავებს - ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კავშირის, უკრაინისა და პარტნიორების კავშირის შედეგია. ამ კავშირის გარეშე ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ზოგიერთი მიმართულებით კი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს დაცვა… ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ერისა და ყველა ჩვენი პარტნიორის,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა პარტნიორებისგან მიღებული იარაღის უკრაინის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენებაზე. „უკრაინას შესაძლებლობა არ აქვს და უფლება არ აქვს, და ეს არასდროს არ მოხდება, რომ უკრაინამ პარტნიორების იარაღი სხვა ტერიტორიებზე გამოიყენოს, გარდა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე,” - განაცხადა ზელენსკიმ. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან