ძებნის რეზულტატი:
ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის. „უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ, ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან - ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 21 თებერვალს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისამდე არ იქნებოდა მზად, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.
ევროკავშირმა უკრაინის უსაფრთხოების ძალებს 50 მანქანა გადასცა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ეროვნულ პოლიციას (NPU) და უკრაინის გენერალურ პროკურატურას (OGP) ევროკავშირის მიერ მოწოდებული 50 მანქანა გადასცა. მანქანები დეოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო დანაშაულების გამოძიებისთვის გამოიყენება. „ეს მანქანები აქ არის მალევე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინას მიაწოდა ნაღმების გაწმენდის თანამედროვე მანქანა. ამ აღჭურვილობით ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას დეოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების აღდგენაში," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 19,9 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 18 მილიონი ევრო უზრუნველყოფილია ევროკომისიის მიერ, ხოლო 1,9 მილიონი ევრო გერმანიის მიერ. ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს კიევში იმყოფება. სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავზე, კიევში კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერები ჩავიდნენ. კიევშია ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.
უკრაინა არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე, გარდა, დროებით ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებისა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უკრაინა დიდი ხანია, მოკავშირეებისგან შორი რადიუსის იარაღის მიღებას ითხოვს. „უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს უფლება და არასოდეს გამოიყენებს თავისი პარტნიორების იარაღს სხვა ტერიტორიებზე, გარდა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიისა," განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ. უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
დიდი ბრიტანეთი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას $10 მილიონზე მეტით გაზრდის
გაერთიანებული სამეფო თავის ჰუმანიტარული დაფინანსებას უკრაინაში 8,5 მილიონი ფუნტით (10,8 მილიონი აშშ დოლარი), გაზრდის. შესაბამისი განცხადება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე გაკეთდა. „უკრაინელები მამაცურად იცავენ თავიანთ მიწას რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო ორი წლის ომმა ტრაგიკული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანზე უკრაინაში. ოჯახები დაშორდნენ. ქალაქები და სოფლები, სასიცოცხლო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა,” - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონის წერილობით განცხადებაში. უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ. უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლოსთვის 170,000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულბა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მარტის ბოლოს, ევროკავშირი უკრაინას თითქმის 170,000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. „ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია საარტილერიო ჭურვები. მარტის ბოლოს, ევროკავშირი გეგმავს უკრაინისთვის თითქმის 170,000 ჭურვის მიწოდებას და მუშაობს მარაგის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით,” - აღნიშნა კულებამ. ამჟამად უკრაინელი სამხედროები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს შეერთებული შტატების მარაგის პრობლემების გამო განიცდიან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმ ავდიივკიდან უკან დაიხიეს. ამასთან, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინას ჭურვებით დაეხმარება. დაგეგმილი იყო, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინას ერთი მილიონ ჭურვს 2024 წლის მარტამდე მიაწვდიდნენ. თუმცა ევროკავშირმა ვადა ვერ შეასრულა, ამიტომ, ის ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ახლახან, სამხედრო დახმარების პაკეტები, რომელშიც საარტილერიო ჭურვები შედის, დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმა გამოაცხადეს. უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე დღეს, 24 თებერვალს კანადის, იტალიის, ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდნენ. უკრაინამ ამ ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა. უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების პირველ შეთანხმებას ევროპის მიღმა მდებარე სახელმწიფოსთან. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს დანიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ზელენსკი: ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს. „გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს,” - წერს ზელენსკი Twitter-ზე. შეგასენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერ შეძლო უკრაინისა და უკრაინელების სიმტკიცის გატეხა. „რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„მნიშვნელოვანი გამოწვევები გადაჭრას საჭიროებს“ - NDI წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა - დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. 19-25 თებერვალს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია იმყოფებოდა. აღნიშნული დელეგაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაგეგმილი ორი წინასაარჩევნო მისიიდან პირველს წარმოადგენდა. მისია მიზნად ისახავდა ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებასა და მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას; აგრეთვე, უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა. ამავდროულად, არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები. „ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პირველი არჩევნებია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, დაამტკიცოს ერთგულება ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული არჩევნებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ,” განაცხადა პერ ეკლუნდმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, „არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფასა და გლობალური დემოკრატიული სტანდარტების დაცვაში.” „2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმარისი დრო არის დარჩენილი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არჩევნებისთვის ხელსაყრელი გარემო, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე,” - განაცხადა ევა ბუშამ, დელეგაციის წევრმა და NDI ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე გაიმართა, რაც ხაზს უსვამს არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობისათვის საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო სამზადისის მნიშვნელობას. თბილისში გამართული ვიზიტისას, დელეგაციის წევრები მთავრობის წარმომადგენლებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარეს შეხვდნენ, მათ შორის: ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ მისიებსა და დონორ ორგანიზაციებს. დელეგაციამ სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის და მისი თანმდევი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელთა ქცევის კოდექსის, არჩევნების საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების (მათ შორის ვენეციის კომისიის მოსაზრებების) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოა. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს NDI-ის მეორე წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეწვევა და არჩევნებამდე რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს. დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ იყო დაფინანსებული.
თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, ეგოიზმი კი, საფუძველია ყველა სხვა ვნების - მეუფე შიო
,,მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს... ეს არის სიყვარული... თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს... ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში..." ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ იგავში უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველაზე საჭირო რამეს გვეუბნება ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ვინ იყო ის ორი ადამიანი, რომლებიც შევიდნენ ტაძარში სალოცავად? - ერთი იყო მეზვერე, მეორე - ფარისეველი. მეზვერეები იყვნენ გადასახადების ამკრეფნი რომის იმპერიისთვის, მაშასადამე, დამპყრობელი სახელმწიფოსთვის; მაგრამ, ამავე დროს, ისინი გადასახადს იღებდნენ იუდეის სახელმწიფოსთვისაც და მინიჭებული ჰქონდათ უფლება, იმდენი ფული გამოერთმიათ, რამდენსაც თავად ჩათვლიდნენ საჭიროდ. ამიტომ ისინი ართმევდნენ სახელმწიფოსთვისაც და პირადად თავიანთათვისაც. ამიტომ მათი უმეტესობა ძალიან მალე მდიდრდებოდა, ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით, უსამართლობით და ხალხს ძალიან არ უყვარდა ისინი. ტაძარში შედის ფარისეველიც. ჩვენ მიჩვეული ვართ ფარისევლების ადვილად განკითხვას და მათდამი სიძულვილს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ფარისევლები ძალიან მოღვაწე ადამიანები იყვნენ. დღევანდელი იგავიდანაც ჩანს, რომ ისინი კვირაში ორჯერაც მარხულობდნენ თავიანთი მოშურნეობის გამო, იმიტომ რომ სულაც არ იყო სავალდებულო კვირაში ორჯერ მარხვა ებრაელთათვის, ეს მხოლოდ ტრადიცია იყო. გარდა ამისა, თავიანთი შემოსავლის საკმაო ნაწილს გლახაკებსაც ურიგებდნენ, ე.ი. ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ღვთის წინაშე ფასს კარგავდა იმის გამო, რომ ისინი თავიანთ შრომას ძალიან ძვირად აფასებდნენ და დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე, თავიანთ ღვაწლზე და საკუთარი თავი მართალი ეგონათ. ეს ფარისეველიც ლოცულობს, მაგრამ მის ლოცვას შეიძლება, ლოცვაც არ ეწოდოს, იმიტომ, რომ იგი უფრო საკუთარ თავს იქებს, საკუთარ სიკეთეებზე საუბრობს და ასე ამბობს: „გმადლობთ, უფალო, აი, მე როგორი კარგი ვარ, კვირაში ორჯერაც ვმარხულობ, მეათედსაც დროულად შევწირავ, არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები, ცოდვილი, არ ვარ მემრუშე, არ ვარ მტაცებელი და ა.შ. ესე იგი ის თავის ცოდვებზე საერთოდ არ ფიქრობს, არაფერს ინანიებს, არამედ, მეტიც, პირიქით, გაიხედავს უკან, დაინახავს მეზვერეს და იტყვის: ,,აი, უფალო, ანდა როგორც ეს მეზვერე, ისეთი არა ვარ მე, რომელიც ახლა უკან დგას, მკერდში ხელს იცემს და ლოცულობს." ამრიგად, ფარისეველმა ლოცვის დროს მეზვერე თავის გულში განიკითხა, დაამდაბლა და დაამცირა. ხოლო მეზვერე როგორ ლოცულობს? მან იცის, რომ ძალიან ცოდვილია, იცის, რომ არ იმსახურებს იგი ღვთის წყალობას, იცის, რომ ტაძარში დგომასაც კი არ იმსახურებს თავისი ცოდვების გამო და ამიტომ ძალიან უბრალოდ ლოცულობს: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“. ე.ი. უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი. და იესო ქრისტე ბრძანებს, რომ ეს ცოდვილი მეზვერე უფრო გამართლებული გადის ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით ასრულებდა რელიგიურ წესებს და ყველას მართალი ეგონა. მაშასადამე, ამ ლოცვის დროს მეზვერე თავს იმდაბლებდა, ხოლო ფარისეველი თავს იმაღლებდა და ამპარტავნობდა. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რას გვასწავლის ჩვენ დღევანდელი იგავი? რას გვასწავლის ჩვენ უფალი იესო ქრისტე ამ იგავით? გვასწავლის სიმდაბლეს. მაცხოვრის სახარება - ეს არის სიმდაბლის სახარება, მთელი მისი ცხოვრება, მისი ჯვარზე სიკვდილიც - ეს არის სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, სიმდაბლის სათნოება, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავად უფალი ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძვლად გვიდებს მას? - იმიტომ, რომ მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების. მაშასადამე, თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც აღმოფხვრის. ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი, მას განსწმენდს, აღამაღლებს და მიამსგავსებს თავად ღმერთს, მიამსგავსებს იესო ქრისტეს. და როგორც მოგახსენეთ, ასე იხსნება და ვლინდება ჩვენში ხატება და მსგავსება ღვთისა და თანდათან, უფრო და უფრო ქმედითი ხდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულში.“
ბუდანოვი: რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა. „კიდევ ერთი A-50 "ჩამოვარდება" და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს," - აღნიშნა ბუდანოვმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ოკუპირებულ ყირიმში რუს ოკუპანტებს ახალი სიურპრიზები ელოდებათ. ბუდანოვი მშვიდობიან მოსახლეობას ქერჩის ხიდის გამოყენებას არ ურჩევს. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო არა ორი წლის წინ, არამედ, ათი წლის წინ - უკრაინული ყირიმის ოკუპაციასთან ერთად. თუმცა არც უკრაინის სახელმწიფო და არც უკრაინელები არ დათანხმდნენ აგრესორის უფლების აღიარებას ყირიმის მიწაზე," - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, ოკუპანტების მიმართ ადგილობრივი უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგობა ერთი წუთითაც არ ცხრება. „წარმატებული თავდაცვისა და კონტრშეტევისთვის ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ შავი ზღვა და ვიყოთ ყირიმის ნახევარკუნძულზე. დაკისრებული ამოცანები შესრულებულია. დაგპირდით, რომ 2023 წელს უკრაინული სპეცრაზმი ყირიმში იქნებოდა და ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ. მტერს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ ყირიმის ხიდის გამოყენებას არ ვურჩევ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. უკრაინელებმა რუსული A-50 ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები
სუნაკი: დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერაში მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერაში უფრო გაბედული უნდა იყოს, რათა ქვეყანას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, დრონები და საბრძოლო მასალა მიაწოდოს და რუსული სამხედრო წინსვლა აღკვეთოს. სუნაკის თქმით, მისი ქვეყანა და დასავლელი დემოკრატიული მოკავშირეები არ უნდა დამორჩილდნენ მზარდ პესიმიზმს, რომელიც არსებობს მოსკოვის დამარცხებაში კიევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. „როგორც ჩანს, მოდად იქცა იმის გამოცხადება, რომ უკრაინა, რატომღაც, განწირულია წაგებისთვის, მაგრამ ეს უბრალოდ არასწორია. დიახ, უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ არასოდეს არ დავუჭიროთ მხარი მარცხის მიმღებლობას, რაც მხოლოდ პუტინის მიზნებს ემსახურება,“ - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, დასავლეთმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი გაბედულება რუსული აქტივების ჩამორთმევის კუთხით. „პუტინის რუსეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნას. ეს ომი აჩენს ფუნდამენტურ კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა დასავლეთი მზად, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად,“ - წერს სუნაკი ბრიტანულ The Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ბერბოკს უკრაინაში, მიკოლაივში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ანალენა ბერბოკი სამხრეთ უკრაინის ქალაქს სტუმრობდა, როდესაც საჰაერო განგაში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა. ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა. ბერბოკი და მისი დელეგაცია ჯავშანტექნიკის დახმარებით, შემთხვევის ადგილიდან დიდი სიჩქარით გამოიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის მცხოვრებლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ უახლოეს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა. მიკოლაივი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის ომის ფრონტის ხაზთან ახლოს არის, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბერბოკი ამბობს, რომ მიკოლაივი უკრაინული წინააღმდეგობის ურღვეობის სიმბოლოა.
ზელენსკიმ ომში უკრაინის დანაკარგებზე პირველად ისაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თითოეული დანაკარგი, დიდი ტრაგედიაა. „თითოეული ადამიანი ჩვენთვის დიდი დანაკლისია. 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ამ ომში. არა 300 ათასი ან 150 ათასი, როგორც პუტინი ავრცელებს ტყუილებს. მაგრამ თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი ზარალია,“ აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის გენშტაბი: ორ წელიწადში რუსეთმა 409 ათას სამხედრო მოსამსახურეზე მეტი დაკარგა
ლუკაშენკო 2025 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილ არჩევნებში ის კიდევ ერთი ვადით იყრის კენჭს. კითხვას, გეგმავს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მან დადებითად უპასუხა. ლუკაშენკო 1994 წლიდან ხელისუფლებაშია. მის რეჟიმს არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპოზიციის ხმის ჩახშობაში. ბოლო არჩევნების დროს, 2020 წელს, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ჩართული იყო საარჩევნო გაყალბებაში, რათა ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ევროკავშირი მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.
“5%-იანი საარჩევნო ბარიერი რისკებს შეიცავს“ - NDI-ის 10 რეკომენდაცია
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომელიც 19 თებერვალს დაიწყო, კვირას, 25 თებერვალს დასრულდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა. NDI-ი აცხადებს, რომ არსებობს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს: პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში წერია, რომ კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა დაგანსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. მისივე თანახმად, საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი. ამასთან, პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს. „საქართველოში ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ლიდერების დისკრედიტაციის განგრძობადი მცდელობები ხელს უშლის მათ, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც დემოკრატიულ პროცესებზე დაკვირვების, ასევე სერვისების მიწოდების თუ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია წინასაარჩევნო კონტექსტში. კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები კრიტიკისა და განსხვავებული მოსაზრებებისადმი მიმღებლობის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამასთან, დელეგაცია მიესალმება პოლიტიკური აქტორების გონივრულ გადაწყვეტილებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დემოკრატიული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მხოლოდ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობის პირობებშია შესაძლებელი. სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფებს მონიტორინგის განხორციელება პირადი თუ საჯარო მუქარებისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეეძლოთ. პოლიტიკოსების მხრიდან იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჯარო კრიტიკა, რომლებიც გაეროს მიერ ადამიანის უფლებების დამცველებად არიან აღიარებულნი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მიერ ღია საარჩევნო გარემოს შექმნის გაცხადებულ მიზანს,“ - აღნიშნულია ანგარიშში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. „ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკას უნდობლობა, პარტიების მმართველ წრეებში არსებული, პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია და პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების შემთხვევები ახასიათებს. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სურვილი გვერდით გადადონ პიროვნული განსხვავებები და კონსტრუქციულად, ერთიანი ძალებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს. შედეგად, არ ხდება მოსახლეობის უფლებებსა და საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება. ეს არჩევნები ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, დაადასტურონ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, საქართველო გამჭვირვალე და პლურალისტური დემოკრატიის გზაზე წინსვლას აგრძელებს. ყველა პარტიას და განსაკუთრებით, მმართველ გუნდს, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არჩევნების წარმართვასა და პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობის გამყარებაში. შესაბამისად, წინასაარჩევნო პროცესებში პარტიების კონსტრუქციული ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კონკრეტულ პიროვნებებზე ფოკუსირებული პოლიტიკის და მზარდი პოლარიზაციის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. ამისათვის, საჭიროა ერთიანი ძალისხმევით შეიცვალოს კამპანიის წარმოების ისეთი პრაქტიკა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა ხდებოდა. ასეთ საკითხებზე პარტიებს შორის საჯარო დისკუსიები დღემდე თითქმის არ გამართულა. შედეგად, მოქალაქეებს უჭირთ ისეთი პარტიის იდენტიფიცირება, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. NDI-ის მიერ 2023 წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. უმეტესობა არ ასახავს მოქალაქეთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები გამოთქვამენ მოქალაქეთა ინტერესების უკეთ საპასუხოდ გაერთიანების სურვილს, მცირეა ძალაუფლების ინდივიდუალური ინტერესების გვერდზე გადადების ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და იმედოვნებს, რომ პარტიები აწარმოებენ საკითხებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კამპანიებს და თავს შეიკავებენ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისა და პერსონალური თავდასხმებისგან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს. ანგარიშს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. „წინა არჩევნების მსგავსად, გავრცელებულია შეხედულება, რომ ხელისუფლებამ, არჩევნებში უპირატესობის მოსაპოვებლად, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს. აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება. ძირითადი სამაუწყებლო მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს. თუ არ ჩავთვლით ონლაინ მედია საშუალებებს, სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემო შეიქმნას და 2024 წლის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს,“ -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. NDI-ის დელეგაცია ქართულ პოლიტიკურ ველში დადებითი და უარყოფითი ტენდენციების მიმოხილვის შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს - ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას - 10 სამოქმედო მიმართულებას სთავაზობს: პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ საჯაროდ ცნოს სხვა აქტორების, მათ შორის განსხვავებული ხედვების მქონე მხარეთა, ლეგიტიმურობა და პროაქტიულად აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ. საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები, მიგნებები და რეკომენდაციები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება. პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი+ თემის, წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში და მონაწილეობას მიიღებენ კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია. სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს არ შეესაბამება - NDI-ის მისია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, „არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.“ ამასთან, ცვლილებებმა, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო 2024 წლის 20 თებერვალს, შესაძლოა, ცესკოს მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეამციროს. NDI-ის ექსპერტები რამდენიმე გარემოებაზე საუბრობენ, რაც, მათი შეფასებით, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს: „საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად. გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა“. ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა.
ზელენსკი: მომავალი თვეები რთული იქნება, მაგრამ უკრაინას აქვს გეგმა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას "რთული დრო" ექნება. „მომავალ თვეებში გაგვიჭირდება, რადგან შეერთებულ შტატებში არსებული რყევები გავლენას ახდენს ზოგიერთ სახელმწიფოზე...მარტ-აპრილში ჩვენ სხვადასხვა ტალღის პერიოდს გავივლით: პოლიტიკურს, ფინანსურს და სხვადასხვა ზეწოლას. რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან მაისის ბოლოს, თუ მათ შეძლიებენ,“... აღნიშნა ზელენსკიმ. „ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები გარდამტეხი იქნება და ჩვენ გავიგებთ, რა იქნება ამის შემდეგ. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ [მშვიდობის] პირველი სამიტის ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვამზადოთ პირველი დოკუმენტი მსოფლიოსთვის, რომელსაც შეუძლია ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს, რომელიც უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
NATO საზღვაო წვრთნებს იწყებს
NATO-ს საზღვაო სწავლება Dynamic Manta დღეს იწყება. წვრთნები სამხრეთ იტალიის მახლობლად ჩატარდება. ყოველწლიურ ორკვირიან წვრთნებში, მოკავშირეები თურქეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მონაწილეობენ. სწავლების მიზანი იქნება საზღვაო ამოცანების შესრულების უნარის გაძლიერება, მათ შორის, საზღვაო კონტროლისა და საზღვაო აკრძალვის ჩათვლით, NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.
ზელენსკი: პუტინს შევთავაზებთ პლატფორმას, სადაც დამარცხებას აღიარებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც ოპონენტების მკვლელი უწოდა. „განა შეიძლება, ლაპარაკი ყრუსთან? შეიძლება, ლაპარაკი ადამიანთან, რომელიც თავის ოპონენტებს კლავს? ჩვენ შევთავაზებთ [პუტინს] პლატფორმას, რომელზეც მას შეუძლია, დაგვეთანხმოს, რომ წააგო ეს ომი და რომ ეს იყო შეცდომა. დიდი შეცდომა, რომელიც მისთვის მცირეა, ჩვენთვის კი ტრაგედიაა,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისათვის რთული იქნება მარტ-აპრილი, რომლის დროსაც ადგილი ექნება სხვადასხვა სახის ზეწოლას და ასევე პოლიტიკურ და ფინანსურ ტალღებს. „რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა-რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ, რომელსაც ამ გეგმის დეტალებზე აღარ უსაუბრია.
ბორელი: უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. ბორელის თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის.“
NYT: უილიამ ბერნსი უკრაინას საიდუმლო ვიზიტით ეწვია
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი უკრაინას 15 თებერვალს ფარულად ეწვია, რათა დაემშვიდებინა ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ფინანსური დახმარების ახალ ოდენობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს ბერნსის მეათე ვიზიტია უკრაინაში ორი წლის განმავლობაში. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და უკრაინის სპეცსამსახურებს შორის მჭიდრო კონტაქტები 2014 წლიდან არსებობს. გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა უკრაინელმა დაზვერვის ოფიცერმა ამერიკელ კოლეგებს ჰკითხა, მიატოვებდა თუ არა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მათ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. „ეს ადრე მოხდა ავღანეთში, ახლა კი, მოხდება უკრაინაში,“ - ციტრებს გამოცემა ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს. ამ კომენტარის საპასუხოდ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ვაჩვენეთ მკაფიო ვალდებულება უკრაინის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში და ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იმისა, რომ აშშ-ის ვალდებულება გაგრძელდება.“ CIA-ს ხელმძღვანელი კიევში გასულ კვირაში იმყოფებოდა. The New York Times-ი წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) უკრაინაში, რუსეთთან საზღვართან 12 საიდუმლო ბაზას ინარჩუნებს. The New York Times-ის მასალა ეფუძნება 200-ზე მეტ ინტერვიუს ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებთან უკრაინაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.