ძებნის რეზულტატი:
ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს შუა დერეფანში - ელჩი დანიგანი
ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. „კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდაა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ მე ეკონომიკური ოფიცერი ვარ და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას მივუძღვენი. გასულ წელს ჩვენს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ ისტორიულ ნიშნულს, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მეტის გაკეთება მსურს. ჩვენ აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი გვაქვს, რათა საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში დავეხმაროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო, კერძო პარტნიორობას, რათა აქ მუშები იმ უნარებისთვის მოემზადონ, რომლებიც მათ სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისთვის სჭირდებათ. ივნისში მე აშშ-ში ქართული კომპანიების დელეგაციას ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ „SelectUSA“-ში, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. საქართველოდან წასვლისას, მე მინდა იმის თქმა შევძლო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იმაზე მეტი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ასევე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ნაწილში მე „შუა დერეფანში“ საქართველოს როლს მხარს დავუჭერ. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რგოლის, შესაძლებლობას ზრდის. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რომ შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
აშშ-საქართველოს პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, არჩევნები, ქვეყნის სუვერენიტეტი - ელჩ დანიგანის გზავნილები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარდგა. მის სიტყვას Europetime პუნქტობრივად, სრულად გთავაზობთ: საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა. ამერიკის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც შტატებმა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გაიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეს მოწვევისა და ამ შესაძლებლობისთვის, აგრეთვე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მე მქონდა პატივი, ბევრ თქვენგანთან ცალ-ცალკე შეხვედრისა და საუბრის. და, უნდა ვთქვა, რომ ამ პატივსაცემ კომიტეტთან ერთად ამ ისტორიულ შენობაში ყოფნა ნამდვილად დიდი პატივია. მადლობას გიხდით ამისთვის. მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის ციტატით დავიწყო. ეს არის ციტატა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პრეზიდენტი ამბობს: `ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა მათთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს.“ ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათი ახირების გამო, ვინც არ იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფალი, ღია, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს შესახებ. ამ სტრატეგიაში, პრეზიდენტი ბაიდენი ასევე იღებს ვალდებულებას, იმუშაოს ჩვენი ალიანსებისა და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებაზე. და სწორედ ამის გაკეთება მთხოვა, როდესაც საქართველოში მოვდიოდი - გამეღრმავებინა ჩვენი ისედაც ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა. ქართველებსა და ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სათავეს იღებს თავისუფლების მიმართ სიყვარულისგან. ის ასევე ემყარება რწმენას, რომ თუ ჩვენ გვექნება თავისუფლება, შრომისმოყვარეობისა და თავდადების გზით, ჩვენ შეგვიძლია, სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ ჩვენი შვილებისთვის. ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის მთავარი პრიორიტეტია ამ განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავება. მაგრამ ნება მომეცით, ვიდრე მომავალზე ვისაუბრებდე, უკან მოვიხედო და გავაანალიზო, თუ რას ნიშნავს ჩვენი პარტნიორობა ბოლო 32 წლის განმავლობაში. ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან ვაფასებ თქვენს სიტყვებს ამ პარტნიორობის შესახებ. კვირას იყო საბჭოთა ოკუპაციის დღე, გავიხსენეთ დღე, როდესაც წითელმა არმიამ ტრაგიკულად მოახდინა საქართველოს ანექსია. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან შემდგომ წლებში, მე გარწმუნებთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია. ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ საქართველოს, მაგრამ ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას. გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი და რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად. მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში. აშშ-ის მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში. გასული 32 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი - და ჩვენ გავაგრძელებთ ამას. გასულ პარასკევს, მე მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას, პრემიერ-მინისტრთან ჩემს პირველ შეხვედრაზე, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ. ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მე კიდევ ერთხელ ვუთხარი პრემიერ-მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე ჩემი ვალდებულების შესახებ. და მე გამოვკვეთე ჩემი, როგორც ელჩის მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების გაგრძელება - რაც ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია, ასევე ჩვენი კულტურული კავშირების განმტკიცება. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ელჩის შეფასებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა ვთქვა თითოეულ ამ პრიორიტეტზე. პირველი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის და მისი სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მე ვიცი, რომ ამ ოთახში ბევრი თქვენგანი მუშაობდა ძალიან, ძალიან ბევრს ამ ეტაპის მისაღწევად და ვიცი, რომ თქვენ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომდევნო თვეებსა და წლებში, კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება კონსენსუსი და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში. მან ხაზი გაუსვა რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. „ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბრიუსელში, უკან გამგზავრება იყო, რათა ევროკავშირთან მესაუბრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს დახმარება. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა გამოვკვეთოთ, როგორ არის შესაძლებელი საუკეთესო მხარდაჭერა ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად. ძალიან გამეხარდა, როდესაც შევიტყე, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად საქართველოს კანდიდატობის განსახილველად. ასევე, გამეხარდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა NATO-ს ელჩებთან, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს მისწრაფებები - რასაც ჩვენც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თქვენ ყველას წინ ძალიან დატვირთული წელი გელოდებათ, რადგან წინ ბევრი სამუშაოა აუცილებელი ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ევროატლანტიკური გზის წინსვლისთვის და ასევე არჩევნებისთვის.“ არჩევნები რობინ დანიგანი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: მე პირადად ვესაუბრე ზოგიერთ თქვენგანს არჩევნების შესახებ და ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, თქვენს პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმა ფარულია და პროცესი თავისუფალი და სამართლიანია.“ შუა დერეფანი ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ ჩემი სპეციალობა ეკონომიკაა და კარიერის უმეტესი ნაწილი გავატარე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაზე. გასულ წელს ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2 მილიარდ დოლარს. მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მე მინდა, მეტი გავაკეთოთ. ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს. „ჩვენ გვაქვს აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი, საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტის მხარდასაჭერად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო კერძო პარტნიორობას, რათა სამუშაო ძალის იმ უნარებით აღჭურვისთვის, რომლებიც მათ სჭირდებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებისთვის. ივნისში მე ვუხელმძღვანელებ ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ში მონაწილეობისთვის, რაც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. და იმ დროისთვის, როცა ამ ქვეყანას დავტოვებ, მსურს, შემეძლოს ვთქვა, რომ უფრო მეტი ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციაა [ჩვენს ქვეყნებს შორის], ვიდრე ოდესმე.“ „ჩვენი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მე ასევე მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს შუა დერეფანში. OPIC-მა, რომელიც იყო განვითარების საფინანსო კორპორპორაციის DFC-ის წინამორბედი, 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა შავ ზღვაზე ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის როლი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ლოგისტიკური ცენტრის მხარდასაჭერად.“ საქართთველოს სუვერენიტეტი რობინ დანიგანმა NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროებისა და ქართველ ჯარისკაცების ურთიერთქმედებას გაუსვა ხაზი. კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც დღეს მსურს, ვისაუბრო, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით და შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად, რასაც მივყავართ ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე. ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები. მათ ერთად შეუწყეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების NATO-სთან თავსებადობას. ისინი ერთად იწვრთნებოდნენ და სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ვიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს ამ პარტნიორობამ არამხოლოდ გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალები, არამედ, გააძლიერა ჩვენიც. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში. სიტყვის ბოლოს ელჩმა აღნიშნა, „ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დახმარებაში." და ბოლოს, მინდა აღვნიშნო აშშ-ის ერთგულება, დაეხმაროს საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნების ძალისხმევას, რათა მომავალმა თაობებმა ყოველთვის იცოდნენ საქართველოს მდიდარი კულტურის ისტორია. ეს მოიცავს დადიანების სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს, სამუზეუმო გამოფენას, რომელიც პატივს მიაგებს ქართველ მწერლებსა და სხვა ქართველ კულტურის მოღვაწეებს, და მუშაობას რომაული მოზაიკის გათხრებისა შენარჩუნებისთვის საქართველოს ევროპული ისტორიიდან. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, ვიყო ელჩი საქართველოში. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქმრის ცოლი უკვე 31 წელი და ჩვენი ორი შვილის დედა. პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პატივია. ასე რომ, მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის და მზად ვარ, თქვენგან მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, ნორვეგიაში NATO-ს წვრთნები დაიწყო
Joint Warrior, რომელიც ნორვეგიაში დაიწყო, მრავალმხრივი სწავლებაა, რომელიც აერთიანებს მიწისზედა, საჰაერო და სახმელეთო სცენარებს და რომლებიც უზრუნველყოფს ერთობლივ წვრთნას მრავალ საფრთხის გარემოში, NATO-ს ქვედანაყოფებისთვის. მისი მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს ალიანსისა და მოკავშირეთა ძალების თავსებადობა და მზადყოფნა. წვრთნები მოიცავს 20 000-ზე მეტ სამხედროს, 30 ხომალდს, 4 წყალქვეშა ნავს და მრავალ თვითმფრინავს. სწავლებაში მონაწილეობენ კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს ეწვევა
„უკრაინის კრიზისის“ მოგვარების პოლიტიკური გზების მოსაძიებლად ჩინეთის მთავრობა სპეციალურ წარმომადგენელს აგზავნის რუსეთში, უკრაინასა და ევროკავშირში. ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. პეკინის ცნობით, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი საშუამავლო დიპლომატიის მეორე რაუნდის ფარგლებში, 2 მარტიდან ეწვევა რუსეთს, ევროკავშირის შტაბ-ბინას(ბრიუსელი), პოლონეთს, უკრაინას, გერმანიას და საფრანგეთს. ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ლი ჰუი უკრაინაში, რუსეთსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში 2023 წელსაც იმყოფებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ნეიტრალურია. პეკინს რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ამასთან, ჩინეთმა დასავლეთის მიერ სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობა გაზარდა და აწვდის ისეთ საქონელსაც, რომელსაც რუსეთი სამხედრო მრეწველობაში იყენებს.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ექვს ბულგარელს წაუყენეს ბრალი
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბულგარეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაადანაშაულეს. დიდ ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ექვს ბულგარელს წაუყენეს ბრალი. ბრიტანული გამოძიების თანახმად, შუამავლის ცენტრალური როლი მოსკოვსა და ბულგარეთის მოქალაქეთა ჯგუფს შორის ფინანსური კომპანია Wirecard-ის ყოფილმა ოპერაციულმა დირექტორმა იან მარსალეკმა შეასრულა, რომელიც გერმანიის მართლმსაჯულებას ემალება. გამოძიება თვლის, რომ მარსალეკი გერმანიიდან გაფრენის შემდეგ ჯაშუშურ საქმიანობაში იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, ის ახლა რუსეთში იმყოფება, სადაც FSB-ის მიერ უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაცვა მიიღო.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ხმის მიცემას 17 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ვერ შეძლებენ, ნათქვამია თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის განცხადებაში. „აგვისტოს ომის“ და დიპლომატიურო ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს არ ჰქონიათ მათ ქვეყანაში გამართულ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოსთან ყველაზე ახლოს საარჩევნო უბნები სომხეთში, ერევანში რუსეთის საელჩოსა და გიუმრის საკონსულოში, ასევე თურქეთში გაიხსნება. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა. რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.
საფრანგეთმა განმარტა მაკრონის წინადადება „უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ“
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, უკრაინაში თეორიული გაგზავნის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით იყო შემოთავაზებული ემანუელ მაკრონის მიერ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პარლამენტში საუბრისას განმარტა, რომ პარიზმა „უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.“ „მათ უნდა დააკმაყოფილონ ძალიან კონკრეტული საჭიროებები, ვგულისხმობ, კერძოდ, ნაღმების გაწმენდას, კიბერთავდაცვას, იარაღის წარმოებას ადგილობრივად, უკრაინის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ასეთი ქმედება შეიძლება, მოითხოვდეს ყოფნას უკრაინის ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების ხაზის გადაკვეთის გარეშე," - განაცხადა მინისტრმა. ბევრი ევროპელი კოლეგა საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ჯარების უკრაინაში შესვლას. ასეთი განცხადებები გაკეთდა გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, შვედეთსა და უნგრეთში. იმავდროულად, კრემლმა რუსეთსა და ნატოს შორის ომი "გარდაუვალი" უწოდა, თუ დასავლეთის ქვეყნები გადაწყვეტენ თავიანთი ჯარების გაგზავნას უკრაინაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება
პაპუაშვილი: აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაითარგმნოს უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაითარგმნოს ეკონომიკურ, ხალხთაშორის ურთიერთობაში, უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში. მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „ამერიკას ბევრ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ ჰგონია, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით მიგრაციული კუთხით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს.“ როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გამოსვლას არ დასწრებია, თუმცა, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საჭიროა. „რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ის 32-წლიანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამერიკელი ხალხისგან, რომელსაც საქართველო მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან გრძნობს, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომ გვერდში გვედგა ყველა ძნელბედობის ჟამს იმისთვის, რომ საქართველოს ქარტეხილები გაევლო, რომელიც ჩვენი 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაღრმავება, განსაკუთრებით, ეს ეხება ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობებს. პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, ამ ურთიერთობების გაღრმავების ხედვა ძალიან ცხადი და აშკარაა, ჩვენი სურვილია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ამდენწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში, ამ ყველაფერს წახალისება სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ. პირველი, ჩვენთან ხელშემწყობი საინვესტიციო გარემოა იმისთვის, რომ მათ შორის, ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. მეორე, საქართველო ყველანაირად მოწყობილია ისე, უსაფრთხოება დაცული იყოს და უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში საფრთხე არ იყოს, რომ საქართველოდან შეიძლება ისეთი ადამიანები შევიდნენ, რომლებიც არასასურველი იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც, ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან ყველანაირი მზაობაა ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს, თუ ქართულ ავიაკომპანიებს. ამ სამივე ნაბიჯზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმაა საჭირო - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თუ ინვესტიციების წახალისება იმისთვის, რომ ის საქართველოში მოხვდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლისთვის, მხოლოდ ამ ქვეყნის ნებაა საჭირო. „ამერიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო რეჟიმი აქვთ, ჩვენი მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია. ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნებაა საჭირო, რომ ვიზა მოიხსნას. სწორია, მართალია, ამერიკას ბევრ ქვეყანასთან არ აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანის მკვიდრებს აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო მიგრაციული კუთხით თავისი 3,5 მლნ მოსახლეობით რამე საფრთხეს წარმოადგენდეს. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, აქაც ჩვენი მხრივ აბსოლუტური მზაობაა ხელი შეეწყოს ნებისმიერს - ამერიკული ავიაკომპანია იქნება, თუ სხვა, რომ ფრენები მოხდეს. ჩვენი მხრიდან თუკი, რამე დახმარება იქნება საჭირო, დავეხმარებით. შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც გარკვეული ბიძგები, ან წახალისება მოხდეს ავიაკომპანიების, რომ ეს რეისები დაინიშნოს. იცით, რომ საკმაოდ მაღალია მგზავრთა ნაკადი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამიტომ ამ მხრივ დატვირთულობა გარანტირებული იქნება. ამ ყველა ინსტრუმენტის კომბინაციით - უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისთავად წაახალისებს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობას, ასევე ეკონომიკურ ურთიერთობას, ასევე შეიქმნება გარემო იმისთვის, რომ ამერიკული ინვესტიციები მოხვდეს საქართველოში. ასე ხდება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ძალისხმევას საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისგან,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. აშშ-საქართველოს პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, არჩევნები, ქვეყნის სუვერენიტეტი - ელჩ დანიგანის გზავნილები
18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, 4 მიმართულებით იმოძრავებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2 მარტიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით მარშრუტებზე ივლის. მისი განმარტებით, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც დიდი მგზავრთნაკადია. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შეძენილია 160 ცალი 18- მეტრიანი ავტობუსი, აქედან 50 უკვე თბილისშია, დანარჩენი კი, ეტაპობრივად შემოვა. „60 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია და ეტაპობრივად შემოდის. აქედან 50 ერთეული უკვე თბილისშია. დავიწყეთ კონკრეტულ ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა. 2 მარტიდან ვიწყებთ სხვადასხვა ხაზზე 18-მეტრიანი ავტობუსების ეტაპობრივად გაშვებას. შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314. ამასთან, როგორც მთავრობის დღევანდელ სხდოომაზე კახა კალაძემ განაცხადა, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება
კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ფოთის სასამართლომ კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. უწყების ცნობით, გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2000 ლარამდე შეადგინა. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მუხლი 58 პრიმა 2, მე-7 ნაწილი) საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა," - ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას თქმით, მიმდინარე წელს, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვის დაბინძურების უკვე 2 ფაქტია გამოვლენილი. „საქართველოს პარლამენტი განიხილავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადებულ საკაონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმის 100 ათას ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ზღვის დაბინძურების პრევენცია, შავი ზღვის ქვეყნებთან ამ მიმართულებით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზება და ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაა,“ - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის პანაშვიდი პირველ მარტს მოსკოვში, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, ნავალნის მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა. მანამდე ნავალნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოსკოვში ვერ პოულობდნენ გამოსამშვიდობებელი პანაშვიდისთვის ადგილს, სარიტუალო სააგენტოების მიერ სივრცის გამოყოფაზე უარის გამო. რუსი ოპოზიციონერმ პოლიტიკოსის, ჩრდილოეთ ციმბირში კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სიკვდილდის შესახებ ცნობა 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა გაარცელა. „მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს,“ იტყობინებოდა სამსახური. ნავალნის პრესმდივანმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია აცხადებს, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.
რუსეთი საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას არ წარმოადგენს - ელჩი დანიგანი
ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი ნამდვილად არ არის ძალა, რომელსაც საქართველოსთვის ან რომელიმე დემოკრატიისთვის რაიმე დადებითის მოტანა შეუძლია. ელჩის თქმით, არსებობს დეზინფორმაციის საფრთხე და შესაბამისად, აშშ-სგან არის მზაობა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან და ოპოზიციასთან საიმისოდ, რომ არსებობდეს ნდობა არჩევნებისადმი. „არ მჯერა იმის, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ან პოზიტიური გავლენის ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის. აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და ქართველებმა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიდიან, ისინი ხმას ფარულად აძლევენ და მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა რობინ დანიგანმა მედიასთან.
ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან
ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, რომელშიც “ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი.“ ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით. „ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტი და გარკვირვებული ვარ, რომ მან ასეთი ყურადღება მიიპყრო. რეალურად, ეს არის ის იმისთვის, რომ დაეხმარონ სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს, იყვნენ უფრო ინკლუზიურები. ამას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვარ ჩემი შვილების ამაყი დედა, ამაყო მეუღლე, ამაყო და, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვეცადოთ, გამოვიყენოთ ისეთი ენა, რომელიც სხვების მიმართ პატივისცემით მოპყრობას გულისხმობს. ქართულ ენას ასევე არ აქვს გენდერული სხვაობა ნაცვალსახელში, (როგორც ინგლისურში He, She), რაც ვფიქრობ საინტერესოა. ყველა უნდა ვცდილობდეთ, ვისარგებლოთ ენით, რომელიც პატივს სცემს სხვებს,“ განაცხადა ელჩმა მედიასთან, საქართველოში USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. „მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. შევუერთდი საქართველოს მთავრობას და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რათა აღვნიშნოთ USAID-ის ძალიან წარმატებული პროგრამის დახურვა აქ, საქართველოში. ეს ხუთწლიანი და 27 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა იყო ძალიან ეფექტური საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ აშშ-ის პარტნიორობაზე საქართველოსთან. 32 წლის განმავლობაში ჩვენ ექვსი მილიარდი დოლარი გადავეცით საქართველოს და ეს პროგრამა არის ჩვენი დახმარების სახე. ამ პროგრამამ შექმნა 6 000 ახალი სამუშაო ადგილი, დაეხმარა 100 000-მდე ქართველს, გაეზარდათ თავიანთი შემოსავალი და ნამდვილად გააძლიერა სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში. ასე რომ, ნამდვილად სიამოვნებაა ამ წარმატებული პროგრამის დასრულების აღნიშვნა,“ – განაცხადა ელჩმა დანიგანმა.
FT: გაჟონილი დოკუმეტები, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს ავლენს
Financial Times (FT) - ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები ასახავს რუსეთის დოქტრინას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მათ შორის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მინიმალური კრიტერიუმების ჩათვლით. FT-ს ცნობით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენების ზედა ზღვარი იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე ეს საჯაროდ აქვთ გაცხადებული. როგორც გამოცრემა წერს, რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი შექმნილია ევროპისა და აზიის ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად და აქვს უფრო შეზღუდული დიაპაზონი იმ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელმაც შეიძლება, შეერთებულ შტატებს მიაღწიოს. Financial Times-ს ცნობით, სამი ან მეტი დიდი ზედაპირული ხომალდის, სამი აეროდრომის, მისი ატომური დამრტყმელი წყალქვეშა ნავების 30% ან „ერთდროული დარტყმა მთავარ და სარეზერვო სანაპირო სამეთაურო ცენტრებზე“ ასევე ჩამოთვლილია, როგორც ბირთვული დარტყმის პოტენციურ პირობებში. სხვა სცენარები, როცა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს არის: ბალისტიკური რაკეტების მზიდი წყალქვეშა ნავების 20%-ის განადგურება, ბირთვული ძრავის მქონე წყალქვეშა ნავების 30%-ის განადგურება, სამი ან მეტი კრეიზერის განადგურება, სამი აეროდრომის განადგურება, მთავარი და სარეზერვო სამეთაურო ცენტრებზე დარტყმა. დოკუმენტები ასევე მიუთითებს ჩინეთის მიმართ უნდობლობაზე, მოსკოვსა და პეკინს შორის მზარდი კავშირების მიუხედავად. მასალებში მითითებულია, რომ რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქი ატარებდა წვრთნებს, რომელიც ჩინეთის ჰიპოთეტური თავდასხმის სცენარს ითვალისწინებდა. კერძოდ, რუსეთის გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები ადასტურებს, რომ წვრთნების დროს ვარჯიშობდნენ მსოფლიო ძალასთან ომის საწყის ეტაპზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში. FT-ს ცნობით, დოკუმენტები მოიცავს 29 საიდუმლო სამხედრო ფაილს, რომლებიც შედგენილია 2008-2014 წლებში და განხილულია ომის თამაშების სახის წვრთნების სცენარები და საზღვაო ოფიცრებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციები, რომლებშიც ბირთვული იარაღის გამოყენების პრინციპებზეა საუბარი. FT-ს მიხედვით, მოწინააღმდეგეზე რუსეთის პოტენციური ბირთვული პასუხი იქნება სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ მათი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავების 20%-ის გაანადგურებენ. გამოცენის ცნობით, რუსეთს აქვს სიღრმისეული ეჭვები ჩინეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი გაფორმდა და ჯერ კიდევ 2001 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პირველი ბირთული იერიშის მიტანას კრძალავს.
თბილისში ახალგაზრდა გოგო მოკლეს
თბილისში, ლილოს დასახლებაში, ახალგაზრდა გოგო მოკლეს. შემთხვევა დღეს, 28 თებერვალს, დილით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 25 209-მა მოქალაქემ ითხოვა
2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნათა რიცხვი 18 პროცენტით გაიზარდა და 1,14 მილიონს მიაღწია, რაც 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამას ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები მოწმობს. საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველა ხშირად გერმანიაში (36%) და საფრანგეთში (29%) ითხოვენ. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით, 12 პროცენტით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალ ნიშნულად ითვლება. ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს. საუბარია 9 000-ზე მეტ განაცხადზე. შემდეგ მოდის საფრანგეთი, სადაც 2023 წელს თავშესაფარს საქართველოს 7 000-ზე მეტი მოქალაქე ითხოვდა, იტალიაში კი – 3 000-ზე მეტი მოქალაქე. მომდევნო ადგილებს შემდეგი ქვეყნები იკავებენ: იტალია - 12%საბერძნეთი - 5%ბელგია - 4%ირლანდია - 4%ესპანეთი - 3%შვეიცარია - 2%ავსტრია - 1%ნიდერლანდები - 1%შვედეთი - 1% EUAA-ს მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტნი სირიელები და ავღანელი არიან. თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც 2023 წელს 82%-ით მეტი განცხადება შეიტანეს, ვიდრე წინა წელს, თავშესაფრის მაძიებელთა სიდიდით მესამე ჯგუფს შეადგენენ. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოში შედიოდა ქვეყნების ათეულში (სირია, ავღანეთი, თურქეთი, ვენესუელა, კოლუმბია, პაკისტანი, ბანგლადეში, საქართველო, უკრაინა, ერაყი), საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავდნენ თავშესაფრის თხოვნით. 2022 წელს საქართველოდან მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში, ვიდრე ომში მყოფი უკრაინიდან (28 318 განაცხადი). თუმცა ეს აიხსნება იმით, რომ უკრაინიდან წასული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. EUAA-ს ცნობით, თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა, ბანგლადეშელებმა და ქართველებმა ყველაზე მეტი განაცხადი გააკეთეს მინიმუმ 2008 წლიდან.
ლაიენი: დროა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინისთვის გამოვიყენოთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის სამხედრო მარაგების შეძენა.მან მოუწოდა ევროკავშირს, თავდაცვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად მეტი გააკეთოს. „დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად. ვერ იქნება უფრო ძლიერი სიმბოლო და ვერ გამოვიყენებთ ამ ფულს უფრო დიდი მიზნებისთვის, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევაა," - განაცხადა ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ნიკა გვარამია "მთავარ არხში" თანამდებობას და წილებს თმობს
ნიკა გვარამია ტელეკომპანია "მთავარ არხში" წილებსა და გენერალური დირექტორის თანამდებობას თმობს. დოკუმენტები ამ ცვლილებების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში გუშინ, 27 თებერვალს შევიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი დაარეგისტრებს ამ ცვლილებებს, არხის გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია გახდება. ის ნიკა გვარამიას დაპატიმრების დღიდან გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. "მთავარ არხს" გენერალური დირექტორის გარდა ეყოლება ორი დირექტორი. ტელეკომპანიის მეწილეების გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას დაიკავებენ - გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია. საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ "მთავარ არხში" 12-პროცენტიან წილს ნიკა გვარამია გადასცემს ცოლს, სოფო ლილუაშვილს.
ფინეთის მახლობლად რუსული თვითმფრინავის გამოჩენის გამო, გერმანიისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები გააქტიურდნენ
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მახლობლად რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის, Il 20-ის გამოჩენის გამო, ჰაერში გერმანიისა და საფრანგეთის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. მათ რუსულ თვითმფრინავს გზა ბალტიის ზღვის თავზე ჩაუჭრეს. საფრანგეთის ბაზებიდან Mirage 2000-5 ის ტიპის თვითმფრინავები „ბალტიელი მოკავშირეების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით“ აფრინდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ NATO-ს საჰაერო პატრულირება გაძლიერდა.
ნიდერლანდები უკრაინისთვის ცხრა თვითმავალ ჰაუბიცას შეისყიდის
ნიდერლანდებმა ჩეხეთის რესპუბლიკიდან DITA-ს ცხრა თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინაში გადატანის მიზნით შეუკვეთა. DITA თვითმავალი ჰაუბიცა უახლესი ცეცხლსასროლი იარაღის მხარდაჭერის სისტემაა, რომელსაც სამიზნეების დარტყმა ათეულ კილომეტრ მანძილზე შეუძლია. „ნიდერლანდებმა გამოაცხადა შესყიდვის ხელშეკრულება ჩეხეთის რესპუბლიკასთან უკრაინას მოწინავე თვითმავალი საარტილერიო სისტემების მიწოდების შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც DITA,“ - ნათქვამია მოხსენებაში.