ძებნის რეზულტატი:

ალბანეთმა და უკრაინამ "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება“ გააფორმეს

ალბანეთმა და უკრაინამ  "მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას" მოაწერეს ხელი. ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ტირანაში ვიზიტის დროს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე განაცხადა. ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ხელმოწერილი შეთანხმება დაეხმარება ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ალბანეთთან და უკრაინის პოზიციებთან ბალკანეთში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის ვაჭრობა, კულტურა, განათლება, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, მედია, სპორტი და ტურიზმი. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ალბანეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, კონტრაბანდისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან და რამამ განიხილეს უკრაინის მუდმივი თავდაცვის საჭიროებები და „იარაღის ერთობლივი წარმოება.“  

რა დოკუმენტი გაეგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალს - უწყების განმარტება

როგორ განმარტავს სახელმწიფო დეპარტამენტი გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ მემორანდუმს, რომელიც მდივანმა ბლინკენმა პერსონალს გაუგზავნა. ტრადიციულ ბრიფინგზე სპიკერ მეთიუ მილერს 20 თებერვალს ჰკითხეს: „იყო გარკვეული კრიტიკა იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც მდივანმა რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა პერსონალს გენდერული იდენტობის შესახებ და მოუწოდებდა პერსონალს, გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური ენა, შეძლებისდაგვარად და მოერიდონ ტერმინებს, როგორიცაა - „ქალბატონებო და ბატონებო. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი მემორანდუმი საჭირო?“ მეთიუ მილერმა უპასუხა: „ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრდა. ეს არარანაირად არ ნიშნავს თავად მდივნის მემორანდუმს. თუ გადახედავთ ამ მემორანდუმს, როგორც მე ეს უკვე გავაკეთე, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, რომლითაც უბრალოდ ცდილობ, წაახალისო ადამიანები, პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად იგრძნობენ თავს და ისე ესაუბრონ ხალხს, როგორც მათ სურთ, რომ მათ მიმართონ და მეტი არაფერი.“ ელჩი დანიგანი: გაკვირვებული ვარ ყურადღების მიპყრობით სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა დოკუმენტზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან ცნობისთვის, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები.“ თანამშრომლებს ასევე სთხოვენ, რომ შეხვედრებისას ან ელექტრონული მიმოწერის დროს დაასახელონ თავიანთი ნაცვალსახელები (მაგალითად, He/Him, ის/მას – კაცი, She/Her ის/მას – ქალი და ა.შ.), თუმცა იმავეს გაკეთებას არავის ავალდებულებენ. დოკუმენტის თანახმად, უმჯობესია, არ იყოს გამოყენებული გავრცელებული ტერმინები, როგორიცაა „დედა/მამა, ვაჟიშვილი/ქალიშვილი, ქალბატონებო და ბატონები“ და ა.შ. და ისინი ჩანაცვლდეს ისეთი სიტყვებით, რომლებიც არ ასახავს ადამიანის გენდერს. „ეს [ადამიანის] პირადი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ,“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამერიკული მედიასაშუალებების - New York Post-ისა და Fox News-ის ცნობით.  

ვინ და რამდენს ხარჯავს Meta-ს პლატფორმებზე რეკლამებში - ISFED-ის კვლევა

Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და „ინსტაგრამის“ პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 56%-ით აღემატება წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 69%-ით მეტი წინა კვარტალის დანახარჯებზე.  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) რეკლამების რაოდენობის, მათი განმათავსებლებისა და დანახარჯების კვარტალურ მიმოხილვას აქვეყნებს. ISFED-ის ცნობით, ყველაზე დიდი დანახარჯების მქონე გვედრები იყო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, TV იმედი და სხვა.  

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6606 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6562 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8780 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8820 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში: პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ალექსეი ნავალნის და მეზობელ ქვეყანას გაუკეთა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია,“ - განაცხადა იულია ნავალნაიამ. დღეს, ევროპარლამენტში ნავალნის გარდაცვალების შესახებ რეზოლუციის პროექტზე დებატები დაიწყო. პროექტის ტექსტში ევროპარლამენტარები რუსი ოპოზიციონერის სიკვდილს მკვლელობას. ალექსეი ნავალნის პირველ მარტს მოსკოვში დაკრძალავენ.  

უკრაინაში მოკავშირეთა ჯარების გაგზავნის იდეა განხილვას იმსახურებს - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგის შეფასებით, უკრაინაში მოკავშირეების სახმელეთო ჯარების განლაგების იდეა განხილვის ღირსია. „ევროპის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება. ასეთ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საჭიროა პოლიტიკური ლიდერობა, ამბიცია და არატრადიციულად აზროვნება. პარიზში გუშინდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივა იმსახურებს ყურადღებას,“ – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. FT: დასავლური სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფება შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.  

ამერიკული და რუსული კოსმოსური ხომალდები ერთმანეთს სახიფათოდ მიუახლოვდებიან - NASA

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი NASA-ს კოსმოსურ ხომალდს (TIMED) და რუსულ თანამგზავრს - Cosmos 2221-ს აკვირდება. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ რამდენად მიუახლოვდება კოსმოსური ხომალდი ერთმანეთს. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, კოსმოსური ხომალდები, სავარაუდოდ, ერთმანეთს მიუახლოვდებიან, თუმცა განცხადებაში დეტალები დაკონკრეტებული არ არის. NASA-მ განაცხადა, რომ ორი თანამგზავრი, რომლებსაც მანევრირება არ შეუძლია, ერთმანეთს დაახლოებით 1:30 საათზე, EST (0630 GMT) დაახლოებით 373 მილის (600 კმ) სიმაღლეზე მიუახლოვდებიან. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ხომალდებს შორის შეჯახებას არ ელოდება.  

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატებმა” რუსეთის სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს მიმართეს და “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში დნესტრისპირეთის დაცვის ზომების შესახებ” სთხოვეს. კიშინიოვმა საბაჟო პრივილეგიების მოხსნით დნესტრისპირეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ომი” დაიწყო და მიზანმიმართულად ბლოკავს ტირასპოლთან მოლაპარაკებებს. ტირასპოლის შეხვედრა გაიმართა რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის წინა დღით. რეზოლუციაში არ არის მოწოდება რუსეთისადმი ამ რეგიონის ანექსიისკენ. ოკუპირებული რეგიონის “დეპიტატები”, ასევე, მიმართავენ ეუთოს, დსთ-ს, ევროპარლამენტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაერო-ს გენერალურ მდივანს თხოვნით, “გავლენა იქონიონ მოლდოვის მთავრობაზე ადეკვატური დიალოგისკენ დასაბრუნებლად.” მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.  

ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

ბულგარეთმა უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გამოუცხადა. ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის თოდორ თაგარევის განცხადებით, ბულგარეთის დახმარება უკვე 47 მილიონ ევროს შეადგენს. მისი თქმით, ამჟამად უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდება მიმდინარეობს. ”უკრაინის APC-ები ჯერ კიდევ სოფიაშია. ისინი გაიგზავნება რამდენიმე დღეში,“ ამბობს თაგარევი. დეკემბერში ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის უფასო მიწოდებას. თუმცა, მოგვიანებით ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პრეზიდენტ რადევის ვეტო გადალახა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბულგარეთი აჭიანურებს უკრაინაში 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდებას, რადგან თავდაცვის სამინისტრომ NATO-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა სთხოვა.  

უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან $760 მილიონი მიიღო

უკრაინამ იაპონიისგან და ნორვეგიისგან მსოფლიო ბანკის PEACE პროექტის მეშვეობით, 760 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხები მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ხარჯების კომპენსაციას, რომლებიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებთან. როგორც ცნობილია, 2024 წელს უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით $1,2 მილიარდი გარე ფინანსური დახმარება დონორებისგან მსოფლიო ბანკის პროექტების მეშვეობით, ამ თანხების თითქმის 75% გრანტების სახით გამოიყოფა.  

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: მეზობლებზე რუსეთის გავლენა შემცირდა

უკრაინის წინააღმდეგ ომმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებას ხელი შეუწყო. 2022 წლის თებერვლიდან, ქვეყნებს შორის განსხვავებების მიუხედავად, რუსეთის საყოველთაო გავლენა მის ახლომდებარე მეზობლებზე, შემცირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი თითქმის აგრძელებს ამ ქვეყნებში გავლენის შენარჩუნებას, „საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის ფარგლებში, რომელიც გადამწყვეტია შიდა უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის.“ ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყოფილი რესურსების წარუმატებლობამ მიაღწია სამხედრო გარღვევას, რამაც რუსეთის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების გარანტის ტრადიციული პოზიცია, ეჭვქვეშ დააყენა. რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევამ გაზარდა თავად რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების საფრთხის ალბათობა. რუსეთის ეკონომიკის დაცემამ და მეორადი სანქციების რისკმა, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ შეშფოთება გაამძაფრა. ამ ტენდენციების საპასუხოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებმა გააძლიერეს ძალისხმევა ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის, რათა შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება რუსეთზე. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ყოფნას რეგიონში, როგორც აშკარად, ისე ფარულად, კრემლის უნარი, მიაღწიოს თავის მიზნებს და ამოცანებს, თითქმის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო ორი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ. შეგახსენებთ, რომ კრემლის ერთ-ერთი ბოლო წარუმატებლობა იყო ის, რომ სომხეთმა გააყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), სადაც რუსეთი დომინანტურ როლს ასრულებს. ერევანმა რუსეთზე უსაფრთხოების სფეროში დამოკიდებულებას შეცდომა უწოდა.  

ლიეტუვა და ლატვია ჯარის უკრაინაში გაგზავნას არ ეწინააღმდეგებიან

ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მოკავშირეების შეთანხმება იქნება, ლატვია მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს. თავის მხრივ, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთლიანად ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ. ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მოგვიანებით, საფრანგეთმა განმარტა, რომ დასავლეთის ქვეყნების ჯარები, უკრაინაში თეორიული გაგზავნის შემთხვევაში, რომელიც წინა დღით იყო შემოთავაზებული ემანუელ მაკრონის მიერ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პარლამენტში საუბრისას განმარტა, რომ პარიზმა „უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ქმედებები უნდა განიხილოს.“  

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს, რის შედეგადაც მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა. „ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის,” - წერს დე კროო.  

ОДКБ სომხეთს უსაფრთხოების პრობლემებს უქმნის - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) საფრთხეს უქმნის ერევანს. „CSTO, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის წინაშე, პირიქით, ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს. და ეს პოზიცია, მე გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ - ციტირებს სომხური საინფორმაციო სააგენტო ფაშინიანს. „ჩვენ დავუსვით შეკითხვა CSTO-ს და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. და ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა, ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვა ძალიან მარტივია: რა არის CSTO-ს პასუხისმგებლობის სფერო სომხეთის რესპუბლიკაში? და ეს კითხვა გაჩნდა 2021 წლის მაისის, 2021 წლის ნოემბრის, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, CSTO, მიუხედავად თავისი ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც, მას ადეკვატური პოზიცია და პასუხი უნდა ჰქონოდა, აკეთებს ზუსტად საპირისპიროს. ახლა კი დე ფაქტო გავყინეთ და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დე იურე უნდა გავყინოთ (წევრობა). კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს? - განაცხადა ფაშინიანმა. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა. მან რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.  

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში „ოფიციალურ ვალუტად“ რუბლის მიღებას აპირებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა პირველ მოსმენით დაუჭირეს მხარი კანონპროექტი, რომელიც ადგენს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსული რუბლი იქნება, ხოლო ყველა სხვა სახის ვალუტა კლასიფიცირებულია, როგორც უცხოური. დოკუმენტს მხარი 26-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგ წავიდა. ე.წ. დეპუტატმა ბესლან ხალვაშმა აღნიშნა, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მეორე მოსმენით განხილვისას.  

მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გაზრდას პროგნოზირებს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, შუა დერეფანი) სარკინიგზო მიმოსვლის მთლიანი მოცულობა გაიზრდება, იუწყება აზერბაიჯანული მედი მსოფლიო ბანკის (WB) პროგნოზებზე დაყრდნობით. მოსალოდნელია, რომ სარკინიგზო სეგმენტის გასწვრივ ტრანსპორტის მთლიანი მოცულობა 30 პროცენტით გაიზრდება. განმარტავენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. „TITR-ის ქვეყნებისთვის დერეფნის განვითარებას შეუძლია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს უწყვეტი და საიმედო ლოგისტიკური ჯაჭვების უზრუნველსაყოფად, ასევე, ექსპორტის დივერსიფიკაციისა და სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების განვითარების სტიმულირებაში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკმა. აღსანიშნავია, რომ TITR წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. გასულ წელს რკინიგზით შუა დერეფანში 2,75 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი ოთხ მილიონ ტონას მიაღწევს. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში  

CNN: პენტაგონი განიხილავს $4 მილიარდის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის დახმარების გაცემა კონგრესში რამდენიმე თვეა შეჩერებულია, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო მსჯელობა, აქვს თუ არა „ფინანსური რეზერვი,“ რათა შეძლოს იარაღის გადატანა კიევში. ამის შესახებ СNN წყაროზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ პენტაგონი განიხილავს 4 მილიარდი დოლარის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად. CNN-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამავდროულად, შეერთებული შტატები უკვე იწყებს განხილვას კიევისთვის სამხედრო დახმარების პოტენციური შემდეგი პაკეტის შინაარსის შესახებ და ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეიცავს "კრიტიკულ საბრძოლო მასალას." როგორც გამოცემა იუწყება, თავდაცვის დეპარტამენტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან იარაღი გააგზავნოს, თუმცა დეპარტამენტს არ აქვს სახსრები, რომ გაგზავნილი იარაღი ახალით ჩააანაცვლოს. ასევე, პენტაგონს არ აქვს რაიმე გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ოთხ მილიარდს გამოიყენებს, შემდეგში კონგრესი შეავსებს მას. CNN-ის წყაროს თქმით, პენტაგონში ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ და სად განთავსდეს სამხედრო ტექნიკა, რათა ის უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს დამატებითი დაფინანსების წყაროების აღმოჩენის შემდეგ. კიევისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 27 დეკემბერს გამოცხადდა. ამავდროულად, გარკვეული ამერიკული იარაღი, რომლებიც მწარმოებლებს გრძელვადიანი კონტრაქტებით შეუკვეთეს და წინა პაკეტებში იყო გამოცხადებული, კვლავ შედის უკრაინაში.  

ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს სტამბოლში მოლაპარაკება კვლავ შესთავაზა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალბანეთში გამართული უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, კიდევ ერთხელ უზრუნველყოს პლატფორმა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის. ვიდეომიმართვა თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ჩვენ ფუნდამენტურად ვუჭერთ მხარს [უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ] ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივების წარმატების აუცილებელი პირობაა მოლაპარაკებებში ორივე მხარის [რუსეთისა და უკრაინის] მონაწილეობა. ჩვენ მზად ვართ, კვლავ შევთავაზოთ მაგიდა მოლაპარაკებებისთვის,  - განაცხადა ერდოღანმა. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტი მარტის შუა რიცხვებში, რუსეთში საპრეზიდენტო "არჩევნების" შემდეგ შედგება. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ეფუძნება უკრაინიდან რუსეთის ჯარის სრულ გაყვანას, სამხედრო დამნაშავეების რეპარაციას და დასჯას, ასევე უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას და მათ დაბრუნებას. უკრაინა ორ წელზე მეტია, თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან  

ფინეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას არ უკრძალავს

ფინეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აწესებენ რაიმე შეზღუდვას ფინეთის სამხედრო დახმარებაზე და უკრაინას შეუძლია, იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს. ამის შესახებ ფინური მაუწყებლის Yle-ის სტატიაშია ნათქვამი. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰიაკკანენის თქმით, უკრაინისთვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები ეხება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებს, რომლებმაც მას დიდი დისტანციის იარაღის სისტემები მიაწოდეს. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ ასევე დაადასტურა, რომ ჰელსინკი არ აწესებს შეზღუდვებს კიევისთვის, იარაღის გამოყენებაზე და „უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.“ ამავდროულად, კომიტეტში კოპრას მოადგილემ, დეპუტატმა მიკო სავოლამ აღნიშნა, რომ ფინეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიაპაზონი მცირეა. დღესვე, ფინეთმა მოუწოდა გერმანიას, „სერიოზულად განიხილოს“ Taurus-ის შორის დისტანციის რაკეტების გაგზავნა უკრაინაში.