ძებნის რეზულტატი:
უკრაინელების 70% კიევის საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს - კვლევა
უკრაინელების ორ მესამედზე მეტი (70,1%) უკრაინის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს. რაზუმკოვის ცენტრის მიერ 2024 წლის 19-25 იანვარს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები ანალიტიკური ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის უფროსმა ანდრი ბიჩენკომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. მან დასძინა, რომ უკრაინელებმა ხუთბალიან სისტემაში, 3-4 ქულით შეაფასეს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ეფექტიანობა რუსული აგრესიის მოგერიებაში. საერთაშორისო მოვლენებს შორის, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა უკრაინაზე, გამოკითხულებმა პირველი ადგილი მიაკუთვნეს (4,3 ქულა ხუთბალიანი სკალაზე) უნგრეთის მიერ უკრაინისადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების და ზოგადად, მისი ევროინტეგრაციის დაბლოკვას, ასევე, შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას, რაც აფერხებს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. პირისპირ გამოკითხვა რაზუმკოვის ცენტრის მიერ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარდა. გამოკითხვა მოიცავდა უკრაინის ყველა რეგიონს, რომელსაც აკონტროლებს მთავრობა, სადაც გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 2000 რესპონდენტი. ცდომილება არ აღემატება 2,3%-ს.
პრეზიდენტი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც თავად იღებს და შეუძლებელია ამაზე გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა ზეწოლით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალექსეი ნავალნი არ არის. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება სააკაშვილი. ის დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტი არაა, ის ნავალნი არ არის. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც თავისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ისეთი რამ ჰქონდა, რასაც არ ვიცი, რა დავარქვა. რასაც ახლა ვხედავთ, რაც სხვადასხვა რეჟიმში გვინახავს, ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმების ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევების ტენდენცია - ეს ყველაფერი გვინახავს და სააკაშვილის მმართველობის დროს ამაში გვიცხოვრია. ასე რომ, ის ციხეში რეალური მიზეზების გამოა. ეს არ ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იყოს დაცული და პატივცემული, მე ძალიან ახლოდან ვაკვირდებოდი იმას, თუ რა ემართება მას ციხეში. კითხვა, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს და გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მხრივ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ სადმე სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის მისაღები გადაწყვეტილებაა. ბევრი გზებია, რითაც სხვა ქვეყნებს ეს პრობლემები მოუგვარებიათ - შინა პატიმრობა, ექსტრადიცია, რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ ის მზად არის, ექსტრადიციისთვის, თუმცა არ ვიცი, [მოთხოვნა] ფორმალურად თუ მოხდა. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს. ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთი შესაძლებლობა მაქვს, რომელზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მცირე კომენტარს ვაკეთებ ხოლმე ქვეყანაში, ვინაიდან, ბევრი სხვა ადამიანია, რომელიც შეწყალების შესაძლებლობას ელის და ახსნას ან გამართლებას თუ დაიწყებ - ეს ძალიან არასამართლიანია სხვა ადამიანებისთვის. ასე რომ, კომენტარს არ ვაკეთებ. ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავი წინაშე ვაგებ, და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც გავლენაც შეიძლება, მოახდინო საგარეო ზეწოლით ან შიდა ზეწოლით”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი: ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასავლელი პარტნიორებისგან მეტი ჩართულობა გვჭირდება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა, ჩინეთი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მეტი ჩართულობა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არსებითი მნიშნველობა აქვს, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება გლობალურად ყველას ეხება. „ჩინეთი უფრო აქტიური ხდება საქართველოში. ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მე ნუ მკითხავთ. ჩვენ, ასევე, გუშინ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ. გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებებს, მაგრამ ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართულები. ალბათ, მეტი ჩართულობა გვჭირდება დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ - ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვის უსაფრთხოება არის საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველას გვეხება სამომავლოდ. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე, და ა.შ.” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოსთვის საუკეთესოა პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია - პრეზიდენტი
„საქართველოს არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა, რომ ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.“ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში კითხვებზე პასუხისას განაცხადა. “[საქართველოს] არაფორმალური ძალაც გარკვეულწილად შეიცვალა, ვინაიდან არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას - საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ასე რომ, არჩევნების დროს ეს მოხდება, ეს იქნება საზოგადოებისთვის პასუხების გაცემა რიტორიკაზე, გადაწყვეტილებებზე, წარმატებაზე, იმ გზაზე, რომელიც ქართველ ამომრჩეველს სურს… 30 წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმში და ყველა ერთნაირად ასრულებს, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ეს ხდება, როდესაც ძალიან დიდხანს რჩები ხელისუფლებაში ერთი პარტიით. ასე რომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს [საქართველოსთვის] - არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად, პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი: ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისასა განაცხადა, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზის გაგრძელებაში ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი. „საქართველოსთვის ამ [ევროპული] გზის გაგრძელებაში, ევროპულ ოჯახში ხელახლა, სრულფასოვან წევრად ინტეგრაციაში, ამ ჰორიზონტამდე სიარულში, რომ ეს რეალობა გახდეს, ქვეყანა შეიცვალოს და იყოს არა პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა, როგორც უყვართ ხოლმე ჯერ კიდევ თქმა ზოგიერთ გამოცემაში, არამედ, რეალური ევროპული წევრი, ამ ყველაფრისთვის ერთი უზარმაზარი გამოწვევაა - რუსეთი.“ და რუსეთია, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. კი, ვიცოდით, გამოცდილება გვაქვს და ბევრი რამის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა, რას ნიშნავს შენთან ისევ და ისევ ხდებოდეს რუსეთის სხვადასხვა ფორმებისა და რეჟიმების შემოჭრა, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. ამ [ევროპულ] გზაზე საქართველოს დახმარების საშუალება არ არსებობს, თუ პირველ რიგში უკრაინას არ დავეხმარებით. და ეს არის ყველა ევროპელის, ყველა დასავლური ძალის საერთო მცდელობები, მათ შორის ამერიკელების. ეს მთავარი მიზანია ყველასთვის, ვინაიდან, თუ რუსეთი არ აღიარებს იმას, თუ რას ნიშნავს იყო ერთი ერი, სხვა ერების საერთაშორისო საზოგადოებაში, თუ გააგრძელებს იმაზე ფიქრს, რომ გაფართოება შეუძლია, როდესაც რამე სისუსტეს იგრძნობს ან თუნდაც არ იგრძნოს და უბრალოდ გაფართოებას მოისურვებს, ვინაიდან, ეს მის ღრმა ბუნებაშია, მაშინ სტაბილურობა არ იქნება, მშვიდობა არ იქნება,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი: კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიისას დასმულ შეკითხვაზე პასუხის დროს განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა. „არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში. დარწმუნების გარეშე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ სანამ გრძელდება, მინდა აღვნიშნო და მხარი დავუჭირო ამას, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან [მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი] და ეს ამ გადაწყვეტილებების საოცრებაა, მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა. იმის გარდა, რომ საქართველოში, მთელ სპექტრზე, ყველა სრულიად პროევროპული გახდა, ახლა ყველა ამბობს, რომ ის იყო მთავარი ფაქტორი. რაც კარგია. ეს ერთია. ამ გადაწყვეტილებიდან და პრემიერ-მინისტრის ცვლილებიდან, ჩვენ ძალიან უცნაურ რაღაცებს ვხედავთ. კვლავ, არ მთხოვოთ ავხსნა, შემიძლია, ის გითხრათ, თუ რას ვხედავ და როგორ ვახდენ ინტერპრეტაციას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორი ახსნა მაქვს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის თქმით, ახალ პრემიერ-მინისტრს „ყველაზე ანტიდასავლური პროპაგანდისტული“ რიტორიკა ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა. „ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, ის ადამიანი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი უარყო, რომელსაც ყველაზე ანტი-დასავლური პროპაგანდისტული რიტორიკა ჰქონდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. და მოულოდნელად, როგორც ახალი პრემიერ-მინისტრი, ის პირველ რიგში ბრიუსელში მიდის და ამტკიცებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბრიუსელი პირველი ვიზიტის ადგილი იყოს. თითქმის ყოველდღიურად ევროპელ ელჩებს იღებს, რათა თქვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ 9 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. იღებს ამერიკელ ელჩს, რათა თქვას, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობები უნდა გავაღრმაოთ. თუ ეს არის ევროპული გადაწყვეტილების შედეგი, ვფიქრობ ამ ცვლილებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და იმავე მიმართულებით გავაგრძელოთ. ასე რომ, ძალიან კარგია, რომ ამ ძალიან ნათელ პოზიციაზე ხარ,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აშშ-ის ელჩი: ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში
ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. შტატების დაფინანსებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. „1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.“ რობინ დანიგანმა NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროებისა და ქართველ ჯარისკაცების ურთიერთქმედებას გაუსვა ხაზი. „კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით და შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად, რასაც მივყავართ ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე. ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები. მათ ერთად შეუწყეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების NATO-სთან თავსებადობას. ისინი ერთად იწვრთნებოდნენ და სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ვიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს ამ პარტნიორობამ არამხოლოდ გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალები, არამედ, გააძლიერა ჩვენიც. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში,“ აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
აშშ-ის ელჩი: გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა
აშშ-ის ელჩის განცხადებით, არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია. რობინ დანიგანის თქმით, ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ საქართველოს, მაგრამ ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას. „გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი და რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად. მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში. აშშ-ის მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.“
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ
28 თებერალს ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში საუდის არაბეთიდან ჩავიდა და სხვათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ბალკანეთის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მონაწილეები მან გააფრთხილა საშიშროების შესახებ, რომელიც მათ ემუქრებათ, თუ რუსეთს არ გააჩერებენ. ზელენსკიმ ტირანაში განაცხადა, რომ ისინი ყველა იმსახურებენ NATO-სა და ევროკავშირის წევრობას. მან ინტერესები გამოთქვა შეიარაღების სფეროში ბალკანეთის ქვეყნებში მომწოდებლებთან თანამშრომლობის შესახებ, რადგან უკრაინის არმიას იარაღის დეფიციტი აქვს. ზელენსკი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მონტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში მიმდინარე სამიტზე შეეცადა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებას. უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. „სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის. ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.
რუსეთი იტალიის წინააღმდეგ, არჩევნების წინ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - იტალიის დაზვერვა
იტალიის სადაზვერვო სააგენტოებმა ოთხშაბათს პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დაწერეს, რომ რუსეთი აწარმოებს „ჰიბრიდულ“ ომს იტალიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, კიბერშეტევებისა და მიგრაციის ექსპლუატაციის გზით. ამის შესახებ ANSA იტყობინება. „ეს ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირის მომავალ არჩევნებზე ზემოქმედებისკენ,“ ნათქვამია ანგარიშში. „რუსეთი არის ყველაზე აქტიური მოთამაშე ჰიბრიდულ კამპანიებში იტალიისა და მთელი დასავლეთის საზიანოდ,“ - აცხადებენ დაზვერვის ანალიტიკოსები. მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ალფრედო მანტოვანომ განმარტა, რომ რუსული დეზინფორმაციის ბოლო ეპიზოდი ფერმერების პროტესტი იყო. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება
რუსეთი საფრთხეს უქმნის ყველა სახელმწიფოს, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იყო - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ყველა სახელმწიფოს, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იყო. ამის შესახებ მან უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის შემდეგ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი გამოაქვს დასკვნები უკრაინის ტერიტორიაზე დაშვებული შეცდომებიდან. და ისინი მოახდენენ დასავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, თუ მათ შესვენების უფლება მიეცემათ. „თუ მათ შესთავაზებენ გადარჩენის შესაძლებლობას ჩვენს წინააღმდეგ აგრესიაში, შემდეგ ისინი გავლენას მოახდენენ იმ ქვეყნებზე, სადაც მათ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ მიიღონ წარმატების ეფექტი, რაც ეხება პატარა ქვეყნებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები, ყველგან, სადაც საბჭოთა კავშირი იყო, საფრთხის ქვეშ არიან,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ალბანეთი კიევში საელჩოს განათავსებს
ალბანეთი მალე აპირებს კიევში საელჩოს გახსნას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომელმაც ეს სიახლე თავის ალბანელ კოლეგასთან, იგლი ჰასანთან მოლაპარაკების შემდეგ, X-ით გაავრცელა. კულებას თქმით, ალბანეთში პირველი ვიზიტის დროს მან და მისმა კოლეგამ გამოავლინეს თავდაცვის თანამშრომლობის გაძლიერების გზები საარტილერიო საბრძოლო მასალაზე განსაკუთრებული აქცენტით.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დონეცკის ერთ-ერთ ქალაქზე კონტროლი აღადგინეს
მე-3 ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ განაცხადა, რომ უკრაინის დონეცკის ოლქში, კრასნოგორივკაზე მტერს მიაყენა დიდი დანაკარგი და აღადგინა კონტროლი დასახლებაზე. „მტერმა შეძლო სწრაფად მოემზადებინა ხანგრძლივი თავდაცვისთვის, მაგრამ, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა და სასტიკი ბრძოლისა, ბრიგადის თავდასხმის ჯგუფებმა მტერს გამოუსწორებელი ზარალი მიაყენეს - დაახლოებით 100 დამპყრობელი დაიღუპა ან დაიჭრა,“ - იტყობინება ბრიგადა. ასევე აღნიშნულია, რომ რუსებმა უარი თქვეს ჩაბარებაზე, რის გამოც ისინი ლიკვიდირებულნი იყვნენ იმ შენობებში, რომლებიც მათ ხელში ჩაიგდეს. „წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოგორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. მტრისთვის ფეხის მოკიდების საშუალების წართმევის მიზნით, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ნაწილებმა, 1-ლი და მე-2 მოიერიშე ბატალიონების სამხედროებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის ძალებისგან გასაწმენდად," - აღნიშნულია განცხადებაში. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის €50 მილიარდიანი დაფინანსება საბოლოოდ დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ სამი საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომლებსაც 2021-2027 წლის გრძელვადიან საფინანსო გეგმაში ცვლილებები შეაქვს და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. პაკეტი მთლიანობაში 64.6 მილიარდ ევროს მოიცავს, რომლიდანაც 50 მილიარდი უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის არის გათვალისწინებული. სხვა საჭიროებებთან ერთად, თანხა მიგრაციისა და საზღვრის კონტროლსა და EU-სა თუ მსოფლიოში ბუნებრივი და ჰუმანიტარული კატასტროფებისთვის გამოყოფილ დახმარებას მოხმარდება. 27 თებერვალს აღნიშნული მაკროსაფინანსო პაკეტი ევროპარლამენტმა დაამტკიცა. ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის 2021-2027 წლის გრძელვადიანი საფინანსო ჩარჩო 2020 წლის დეკემბერში მიიღო. უკრაინა დახმარების პირველ ნაწილს მარტში მიიღებს. ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის
ზელენსკი ვუჩიჩს შეხვდა
უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის სერბ კოლეგას ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. „სახელმწიფოს მეთაურმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვუჩიჩს ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებისთვის, ასევე, რუსეთის აგრესიის გამო სერბეთში გაქცეული უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის. ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე „ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის მონაწილეობის მნიშვნელობა უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვუჩიჩს ბრძოლის ველზე ვითარება გააცნო. მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევები.
იაპონია უკრაინას ხიდების, კაშხლებისა და გზების აღდგენაში დაეხმარება
უკრაინის ინფრასტრუქტურისა რეკონსტრუქციისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტომ იაპონელ პარტნიორებთან დაზიანებული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენაში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლობა გულისხმობს უკრაინაში დაზიანებული ან დანგრეული დასახლებებისა და კაშხლების აღდგენას, ასევე, მოდულური პონტონური ხიდის დამონტაჟებას M-15 მაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის. ამან უნდა გააუმჯობესოს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონების კავშირი ევროპასთან (მათ შორის, დროებითი ხიდი მაიაკიში, ხიდი მდინარე დუნაისზე უკრაინასა და რუმინეთს შორის და ხიდი დნესტრის შესართავზე). „იაპონელ პარტნიორებთან - იაპონიის ურბანული აღორძინების სააგენტოს, იაპონიის წყლის მართვის სააგენტოსა და IHI Corporation-ის სოციალური ინფრასტრუქტურის ბიზნეს ხაზის ხელმძღვანელებთან გაფორმდა სამი მემორანდუმი," - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს
ტირანაში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ტალატ ჯაფერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ერთობლივმა დეკლარაციამ ასევე დაადასტურა ყოვლისმომცველი დახმარების გაგრძელება ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისთვის ბრძოლაში. ასევე, მხარეებმა აღიარეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა. დოკუმენტში უკრაინის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაურმა დაგმეს რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტების, სკოლების, საავადმყოფოების და საცხოვრებელი კორპუსების მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიიდან ყველა რუსული ჯარის დაუყოვნებელი და სრული გაყვანის აუცილებლობას. „დოკუმენტში აღნიშნულია ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერა უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ჩვენი ქვეყნის NATO-ში მოწვევა შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში," - წერია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრმა დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულების, მათ შორის აგრესიის დანაშაულის გამოძიების და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა. ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, განავითარონ ორმხრივი კავშირები და გააღრმაონ თანამშრომლობის პოტენციალი სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
ბრიტანელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს 200-ზე მეტი კომპანია, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს
ბრიტანული ორგანიზაციის Conflict Armament Research (CAR) დირექტორის მოადგილემ დემიენ სპლიტერსმა აშშ-ის სენატში მოსმენების დროს განაცხადა, რომ ბრიტანელმა ექსპერტებმა 200-ზე მეტი კომპანია აღმოაჩინეს, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. სპლიტერსის თქმით, მონაცემები ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული იარაღის ასობით ნიმუშის კვლევისას შეგროვდა. ექსპერტებმა დააფიქსირეს 10 000-ზე მეტი ნახევარგამტარი და დაადგინეს დასავლეთში წარმოებული ელექტრონული ელემენტების 250-ზე მეტი სახეობა. „ამჟამად ჩვენ კონფიდენციალურად დავადგინეთ 200-ზე მეტი კომპანია, რომელთა მიმართ სანქციები არ დაწესებულა და რომლებიც ინტერესს იწვევს. მათი ნახევარი რუსული არ არის,“ - განაცხადა ექსპერტმა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა გამოვლენილი კომპანია დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ქარხნებისთვის ნახევარგამტარების შეძენასთან ან გადაცემასთან. ბრიტანეთის ერთობლივი თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) წარმომადგენელმა ჯეიმს ბერნმა განაცხადა, რომ რუსეთი შესყიდვების ქსელებს ელექტრონიკისა და სხვა პროდუქტების სანქციების გვერდის ავლით აფართოებს, რათა უკრაინაში ომისთვის იარაღი აწარმოოს. რისთვისაც ის აქტიურად იყენებს საზღვარგარეთ დაზვერვის ოფიცრებს და ქრთამს. "რამდენიმე ბოლოდროინდელი შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აჩვენებს, რომ რუსული შესყიდვების ქსელები აგრძელებენ აქტიურობას ჩვენს ქვეყნებში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში," - განაცხადა ექსპერტმა. ბერნის თქმით, ბოლო გამოძიების დროს, RUSI-მ ჰოლანდიურ და გერმანულ მედიასთან ერთად აღმოაჩინა უკანონო შესყიდვების ქსელები, რომლებიც გერმანიაში, ლიეტუვასა და ჰონკონგში მოქმედებდნენ. "ზოგჯერ ამ ქსელებს მართავენ გაწვრთნილი რუსული დაზვერვის ოფიცრები, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მათ სახელით. სხვა შემთხვევაში, ეს არის წმინდა ფინანსური მოტივაციით ვაჭრობა სინდისის გარეშე ადამიანების მხრიდან." RUSI-მ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის პირველი ანგარიში 2022 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.
ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“. ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა.
რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს - ბუდანოვი
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს. მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს. „ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება," - აღნიშნა ბუდანოვმა. მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ. „იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ომი უნდა დასრულდეს არამხოლოდ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებით, არამედ, რუსეთის სრული დაშლით, რაც მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი. „უკრაინის სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეიცვალოს დროის, გარემოებების, ტექნიკური და სამობილიზაციო შესაძლებლობების მიხედვით. „სწორედ ასეთ „პირობებში“ უკრაინის არმია მოიპოვებს უპირატესობას ბრძოლის ველზე, შემდეგ კი, უფრო მძლავრი პოზიციები ექნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დაიწყება. ასეთი მოლაპარაკებების დაწყების მთავარი და უპირობო პირობა უნდა იყოს 2014 წლის მარტის შემდეგ მიტაცებული უკრაინის აბსოლუტურად მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“, - მიიჩნევს ბუდანოვი.