ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირის ელჩი: მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს გუნდის უდიდედი წარმატება მიულოცა. „მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ამოცნობის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ოჯახებს ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული,“ - წერია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გავრცელებულ განცხადებაში. 2010 წლიდან, საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ბოლო მონაცემებით, ჯერაც დაკარგულად ითვლება 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთობლივად, ასევე, განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული,“ - აღნიშნა ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ან მონტავონმა.
ბაიდენმა პუტინს გიჟი SOB-ის და ყაჩაღის შემდეგ, ჯალათი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა. ბაიდენმა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 8,2%-დან 25%-მდე გაზრდის ინიციატივა განიხილა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შედეგად, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვა იქნება შესაძლებელი. „წარმოიდგინეთ, ამით რის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ ფედერალური დეფიციტის ფუნდამენტურად შემცირებას შევძლებთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრის დროს გააკეთა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია. შეგახსენებთ, საჯარო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
კობახიძე: ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა
ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომლებიც იყვნენ გამოძახებულნი ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.
შვეიცარიის ბანკები ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსებს ანგარიშებს უხურავენ - მედია
შვეიცარიის ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო ანგარიშების დახურვა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ერთდროულად აქვთ შვეიცარიული და რუსული პასპორტები. ამის შესახებ Leolex-ის იურიდიული ბიუროს მმართველმა პარტნიორმა რომან კუდინოვმა Vedomosti-თან ინტერვიუში ისაუბრა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე UBS-ისა და Credit Suisse-ის რამდენიმე კლიენტს შეექმნა პრობლემა, ამბობს კუდინოვი: ისინი ყველა იხდიან გადასახადებს შვეიცარიაში, მაგრამ რუსეთში ისინი არ იღებენ შემოსავალს და არ იხდიან გადასახადებს. კომპანიების ჯგუფის ITSWM–ს წარმომადგენელი ეკატერინა პოპოვა აცხადებს, რომ „ახლა შვეიცარიული ბანკები მათი ნებისმიერი მომხმარებლის რუსეთთან კავშირს აკვირდებიან.“ დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს ურაინაში წარმოებული ომის გამო, რაც ასევე მოიცავს სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს. ცდილობენ, მესამე ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები არ დაუშვან.
NATO-ს ახალი წევრი შვედეთი მიიჩნევს, რომ ალიანსმა რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ NATO-მ რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერება უნდა იყოს. მისივე თქმით, ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ. ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს.“ „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ,“ - განაცხადა ტობიას ბილსტრომმა. შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი მიმდინარე წლის მარტში გახდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ორი აგენტი დააკავა
უკრაინაში დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი, რომლებიც აგროვებდნენ სამ რეგიონში სამხედრო ნაწილებსა და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის საჭირო მონაცემებს. ამ შინაარსის ოფიციალური განცხადება დღეს, 27 მარტს, გამოაქვეყნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია კიევსა და ოდესაში ჩატარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არიან 24 წლის კიეველი კაცი და ოდესის ერთ-ერთი საწარმოს ინჟინერ-ტექნოლოგი, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის განყოფილების თანამშრომელმა „დისტანციურად გადაიბირა“ 2024 წლის იანვარში. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს საომარი მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო ღალატის მუხლით, რომელიც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის აგენტების განსაკუთრებული ყურადღების სფეროში იყვნენ საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც გენერალურ შტაბს იცავენ, პოლტავის ოლქში უკრაინის არმიის ნაწილები და კიევის სატელევიზიო ანძა და თბოელექტროსადგური. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აგენტების ამოცანა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო შეტევებისთვის შესაბამისი კოორდინატების განსაზღვრა. გამოძიების თანახმად, მონაცემების ფარულად მოპოვების მიზნით, ერთი აგენტი ექსპედიტორად დასაქმდა ოდესის კომპანიაში, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს სურსათით ამარაგებს, მეორე კი კიევში აგროვებდა ინფორმაციას სატელევიზიო ანძის და თბოელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ.
დიალოგის გასაძლიერებლად 27 წევრ სახელმწიფოდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება - ევროკავშირის ელჩი
ევროკავშირი გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესშია, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ეს ისტორიული ნაბიჯი. გადაწყვეტილება ერთხმად იყო მიღებული 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ, თუმცა სრულუფლებიანი წევრობისთვის საქართველოს სჭირდება ცვლილებები და ეს ცვლილებები უნდა იყოს ტრანსფორმაცია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მზად იყოს, გახდეს ევროკავშირის წევრ. ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ გვჭირდება რეფორმები, ზოგიერთი მათგანი არ არის მარტივი, სჭირდება ბევრი ძალისხმევა და ყველას ჩართულობა. გზამკვლევის უზრუნველყოფისთვის, კანდიდატის სტატუსთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს არის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლისთვის. ჩვენ შევაფასებთ გასული წლის ოქტომბრიდან ამ წლის ოქტომბრამდე პროგრესს. მუშაობა გრძელდება, ძალიან ბევრი პოზიტიური ელემენტია. ჩვენ ვხედავთ ვალდებულებას, თავდადებას, საკანონმდებლო ინიციატივებს. ამავდროულად, რჩება ღია საკითხები, სადაც გვჭირდება დასხდომა, განხილვა და საუბარი,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს კონტაქტების ინტენსიურობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. „ვაპირებთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და 27 წევრ სახელმწიფოს, დიალოგის გასაძლიერებლად. რატომ? რადგან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ეს ძვირფასი დროა. ჩვენ უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, ევროკომისიისგან რეკომენდაციებით, წავიწიოთ წინ შემდეგი ნაბიჯისკენ თუ მოვიცადოთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება,“ – აღნიშნა ჰერჩინსკიმ. კითხვაზე, რა იგულისხმება ღია საკითხებში, ჰერჩინსკიმ განცხადა, რომ ღია საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი გულწრფელია. მისივე თქმით, ცხრა ნაბიჯი მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის, სენსიტიურ სფეროებში. „რა თქმა უნდა, არსებობს ღია საკითხები და ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ მათ შესახებ. ეს ბუნებრივია. თუ გადახედავთ ცხრა ნაბიჯს, ის მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის ძალიან სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის, მართლსამსაჯულების რეფორმებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება საუბარი, ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა და რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირს სურს , რომ საქართველო გახდეს მისი წევრი და ასევე პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არსებობს ნება, დარწმუნებული ვარ, გამოსავალიც იქნება,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია. პაველ ჰერჩინსკიმ ცესკოს დაკომპლექტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. „თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე,“ – განაცხადა ელჩმა. ჰერჩინსკის თქმით, ვენეციის კომისია მკაფიო იყო რეკომენდაციებში. „კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი: ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით
„სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა, ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში, ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია. „ეს არის ასევე ერთ-ერთი ცხრა ნაბიჯიდან. თუ გადახედავთ, გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გასულ წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, ვხედავთ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას, ეს უნდა მოხდეს უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, რა პროცესი უნდა იყოს, ამის განხილვა საჭიროა ქართველ კოლეგებთან ერთად. მზად ვართ ყველა საჭირო დახმარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ევროკომისიას უკვე აქვს სხვა ქვეყნებთან მუშაობის პერიოდიდან, რომლებიც გაფართოების გზაზე არიან. მიზანი სრულად პროფესიონალური, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ქონაა საქართველოში, რათა საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატია,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ირაკლი კობახიძე: ველოდებით არგუმენტებს, რომ ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს
გიორგი ბაჩიაშვილი: გრძელდება უსამართლო პროცესი, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი ბრალდების საქმეს საფუძვლად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ქართული სასამართლო სისტემისთვის სამარცხვინოა, რადგან მისი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. „მხოლოდ ერთს ვიტყვი, დღეს ქართული მართლმსაჯულებისთვის მორიგი მძიმე და სამარცხვინო დღეა, რადგან ის უსამართლო პროცესი გრძელდება, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო და რომელსაც საფუძვლად მხოლოდ ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს. ეს ქართული სამართლის სისტემისთვის არის სამარცხვინო. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არც ერთ დასავლურ ქვეყანაში მსგავსი საქმე არც კი იქნებოდა განხილვაში მიღებული," - განაცხადა ბაჩიაშვილმა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
ირანი ე.წ. 3+3 ფორმატში შეხვედრას აანონსებს და „საქართველოს მონაწილეობის იმედს“ კვლავ ინარჩუნებს
ირანის ელჩმა რუსეთში კაზემ ჯალალიმ განაცხადა, რომ "3+3"-ის საკონსულტაციო პლატფორმის ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ, წელს გაიმართება. მან ამ შეხვედრაზე საქართველოს დასწრების იმედი გამოთქვა. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს ფორმატი ყველაზე ეფექტიანია სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მან ასევე „გამოხატა შიში“ სხვა სახელმწიფოების ჩარევის შესახებ, რაც, მისი აზრით, „მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში.“ 2023 წლის 23 ოქტომბერს, თეირანში, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, ირანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „3+3“ ფორმატში. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის (პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, ტრანზიტის, ენერგეტიკის და ა.შ.) განვითარება. „3+3“ ფორმატში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რეგიონული პრობლემების მოგვარება რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი. აღსანიშნავია, რომ პირველი შეხვედრა „3+3“ ფორმატში 2022 წელს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე, საქართველოს მონაწილეობის გარეშე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უარს ამბობს ამ ფორმატში მონაწილეობაზე, მისი მონაწილეები პლატფორმას მაინც „3+3“-ს უწოდებენ. რუსეთი და ირანი კვლავ იმედოვნებენ, რომ საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატს შეუერთდება აშშ რუსეთს და ირანს არასანდო პარტნიორებად მიიჩნევს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 23 ოქტომბერს, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. თბილისის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა შეუძლებელია. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან გეოპოლიტიკურ პროექტში. საქართველოს მიზანია რეგიონში მიმდინარე პროექტებში დასავლელი პარტნიორების ჩართვა, რომ რუსეთისთვის ცარიელი სივრცე არ დარჩეს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. გარდა ამისა, აშშ-ის შეფასებით, ვიდრე რაიმე ფორმატზე დაიწყებს საუბარს, რუსეთმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთს საქართველოდან შეახსენა. სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. 3+3 ფორმატის ირანში გამართვაზე: ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად
შუა დერეფანი შესაძლოა, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის - აზერბაიჯანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, შუა დერეფანი, შეიძლება, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა Global Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ ჩინეთ-აზერბაიჯანის პარტნიორობას, როგორც მნიშვნელოვანს Belt and Road Initiative-ის (BRI) (ერთი სარტყელი ერთი გზა) ფარგლებში, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. შუა დერეფანი შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა. ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვის გასწვრივ მდებარეობენ, შეიძლება, ძლიერი პარტნიორობა დაამყაროს. „ეს კარგად შეესაბამება BRI-ს და ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის," აღნიშნავს ჰაჯიევი. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში სტაბილურ ზრდას ხედავს. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
ვარშავაში უკრაინისთვის "ჯავშანტექნიკის კოალიცია" შეიქმნა
ვარშავაში 26 მარტს უკრაინის მხარდამჭერი "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ვარშავაში უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ივან გავრილიუკი ხელმძღვანელობდა. „ჯავშანტექნიკის კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკის გაძლიერებას, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ჯარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა უზრუნველყოს აღჭურვილობისა და იარაღის ეფექტური ოპერაცია, ტექნიკური მომსახურება და შეკეთება. ჩვენი მოკავშირეების მიერ მოწოდებული“, - ხაზგასმით აღნიშნა გავრილუკმა. გრძელვადიან პერსპექტივაში, "სატანკო კოალიციის" და "ჯავშანტექნიკის კოალიციის" მონაწილე ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალი ჯავშანფლოტის შექმნას და ინოვაციური სამრეწველო პარტნიორობის დამყარებას უკრაინასთან. "ჯავშანტექნიკის კოალიციის" შექმნა პოლონეთისა და გერმანიის ინიცირებული იყო და მხარს უჭერდნენ დიდმა ბრიტანეთი, შვედეთი და იტალია. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი, ლატვიასთან ერთად, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო „დრონების კოალიციას“ ხელმძღვანელობს.
მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა
მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო ავრცელებს. „80 დაშავებული, მათ შორის 6 ბავშვი, საავადმყოფოებში რჩება. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს,“ - განაცხადა მიხაილ მურაშკომ. მისი თქმით, 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რის დამტკიცებას ცდილობს კრემლის პროპაგანდა და რას უქადის რუსეთს ტერაქტში უკრაინის დადანაშაულება - ISW-ს ანალიზი
Samsung Pay რუსულ Mir-თან თანამშრომლობას წყვეტს
Samsung Pay დასავლეთის სანქციების გამო, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. სამი აპრილიდან რუსულ Mir-თან თანამშრომლობას წყვეტს. „Samsung Pay-ის სმარტფონების გამოყენებით უკონტაქტო გადახდის სერვისი 3 აპრილიდან შეწყვეტს მუშაობას. ამ დღიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ, გამოიყენონ ან დაამატონ ბარათები რუსული გადახდის სისტემიდან Samsung Pay-ში,“ ნათქვამია Samsung-ის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უკრაინა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა 100 მილიონი ევროს (108 მილიონი აშშ დოლარი) სესხი გამოყო უკრაინელებისთვის საცხოვრებლის აღსადგენად, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 27 მარტს. კერძოდ, თანხები მოხმარდება პირდაპირი დახმარების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც, საბოლოო ბენეფიციარები, მათ შორის. მებრძოლები, ინვალიდები და მრავალშვილიანი ოჯახები, კომპენსაციას საომარი მოქმედებების და ტერორისტული თავდასხმების შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლებისთვის მიიღებენ. დაახლოებით 5700 უკრაინელს საშუალება ექნება, მიიღოს კომპენსაცია დანგრეული საცხოვრებლისთვის. პროექტი უკრაინის მასშტაბით განხორციელდება.
ჩეხეთმა კრემლის მომხრე ოლიგარქს სანქციები დაუწესა
27 მარტს გამართულ შეხვედრაზე ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიაში დაამატა კრემლის მომხრე ოლიგარქი, ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, ასევე, უკრაინელი პროპაგანდისტი არტემ მარჩევსკი და პროკრემლისტური მემარჯვენე ვებგვერდი „ევროპის ხმა.“ როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სანქციების ეროვნულ სიას ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაემატა. როგორც ფიალამ განმარტა, ეს სანქციები მიზნად ისახავს დარტყმას პრორუსულ ქსელზე, რომელიც ცდილობდა, განევითარებინა გავლენის ოპერაცია მის ქვეყანაში, რამაც „შეიძლება, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩეხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.“ შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა ჩეხეთმა თავისი განზრახვა, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების სიის გარდა, შეადგინოს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერთა სია. ჩეხეთის მთავრობის სიაში უკვე შედიან რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი და მისი ვაჟი ფელიქს ევტუშენკოვი.
მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი - ილია II
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული,“ ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.
ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის ცნობით, საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის მატჩები 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.
ბრიტანული კომპანია უკრაინისთვის დრონების განახლებაზე მუშაობს
Reuters-ის ცნობით, Evolve Dynamics-ის ინჟინრები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც დაეხმარება უკრაინულ სადაზვერვო თვითმფრინავებს, უფრო დიდხანს დარჩნენ ცაში, მაშინაც კი, თუ რუსეთი მათ ელექტრონულად დაბლოკვას შეეცდება. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს არის უკრაინის მოკავშირეების საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი უპილოტო თვითმფრინავების პროგრამის მხარდასაჭერად. „ათობით ქვეყანაში, კომპანიებმა უკრაინას უკვე მიაწოდეს თვითმფრინავები და დრონების ნაწილები. ზოგიერთი, როგორიცაა Evolve Dynamics, ასევე, ტექნოლოგიურ ფოკუსირებას ახდენს, ის შექმნილია რუსეთის მძლავრი ელექტრონული ომის (EW) შესაძლებლობებთან დასაპირისპირებლად," - წერს Reuters-ი. ალტერნატიული რადიოკავშირის ალგორითმების შემუშავებით, კომპანია მიზნად ისახავს, გაართულოს რუსეთის შესაძლებლობა, დაბლოკოს სიგნალები მისი სადაზვერვო თვითმფრინავებიდან. ორივე მხარემ გააძლიერა EW სისტემების განლაგება, რამაც შეიძლება, შეაფერხოს ოპერატორიდან თვითმფრინავებზე ბრძანებების გადაცემის სიხშირეები. „ეს არის მუდმივი პინგ-პონგის თამაში მოწინააღმდეგეებს შორის," - აღნიშნა მაიკ დიუჰირსტმა, Evolve Dynamics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში Sky Mantis-ის ტიპის თვითმფრინავებზე 85 განახლება მოდის. კომპანიამ თავისი დეველოპერები უკვე გაგზავნა უკრაინაში. Evolve Dynamics-ს ამჟამად ჰყავს 100-მდე Sky Mantis სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლებიც დაფრინავენ უკრაინაში. გასულ თვეში უკრაინელმა სამხედრო ნაწილმა სთხოვა Evolve Dynamics-ს ცვლილებები შეეტანა ტექნოლოგიაში, რათა ის უფრო უსაფრთხო ყოფილიყო ოპერატორისთვის.