ძებნის რეზულტატი:
მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. „სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს. „არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.
ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის. „საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს,“ წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.
ამერიკის ელჩი: ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი მსოფლიოში არ არსებობს
ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. „საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა
ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet საქართველოდან ფრენებს იწყებს
ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც მგზავრებს თბილისში გაფრენას სთავაზობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს აცნობს. ფრენები 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტის მიმართულებით ასევე კვირაში ორი სიხშირით.
Microsoft: რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს
Microsoft-ის ახალი კვლევის თანახმად, რუსული პროპაგანდისტული ჯგუფი კამალა ჰარისზე ყალბ ცნობებს ავრცელებს. Microsoft-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსი ტროლები გააქტიურდნენ აგვისტოს ბოლოს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჰარისის სასარგებლოდ წინასაარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. კომპანია მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, კრემლის მომხრე როგორც ძველი, ისე ახალი "ტროლების ფაბრიკები" განაგრძობენ დადგმული ვიდეოების გავრცელებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. Microsoft-ის ანგარიშში ასევე ნახსენებია "ტროლების ფაბრიკების" მსგავსი საქმიანობა ირანსა და ჩინეთში. ტროლების დაჯგუფება Storm-1516-მა შექმნა და გაავრცელა ორი ფეიკვიდეო, რომელთაგან თითოეულმა მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. პირველ ვიდეორგოლში, თანმხლები ტექსტის თანახმად, „ჰარისის მომხრეები მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგში მონაწილეებს ესხმიან თავს“. მეორე დადგმულ ვიდეორგოლში კი, ერთ-ერთი გმირი ქალი ამტკიცებს, რომ 2011 წელს მას მანქანით დაეჯახა ჰარისი, რის შედეგადაც ის პარალიზებული იქნა. ფეიკვიდეოები კი, ტროლებმა გამოაქვეყნეს მასმედიის სახელს ამოფარებულ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინაა შექმნილი. 59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო. კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქვეყნის ხუთი მოქალაქისა და მთიანი ყარაბაღის ორი ყოფილი მცხოვრების მიმართ. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე გაიარეს წვრთნა. გამომძიებლები ამბობენ, რომ ჯგუფს რუსეთში ჰყავდა თანამზრახველები, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მოსკოვს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ვინაობა არ სახელდება. სასამართლომ სამი მათგანი დააკავა, ოთხი კი, ძებნილად გამოცხადდა. გამომძიებლების თქმით, ისინი ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ იარაღის გამოყენებით. გავრცელებული ცნობით, ბრალდებულებმა დაიქირავეს სომხეთის მოქალაქეები და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები თითოეულისთვის თვეში 220 ათასი რუბლის საფასურად. დაქირავებულები სამთვიან შეკრებაზე გაგზავნეს დონის როსტოვში თითქოს ახალი ტიპის მძიმე იარაღის მართვის შესასწავლად. იქ მათ სიცრუის დეტექტორზე ჩაუტარეს ტესტი. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უმოქმედობის გამო, რამაც, მისი აზრით, აჩვენა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) არაეფექტიანობა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს მონაწილეობას ბლოკის საქმიანობაში. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა „სომხეთის მოსახლეობას ღიად მოუწოდა ხელისუფლების დამხობისკენ“ და თქვა, რომ „მოსკოვიდან არ წყდება მის წინააღმდეგ პროპაგანდა“. ფაშინიანის პოლიტიკურ ოპონენტებს ბევრ პუბლიკაციაში უწოდებენ ყარაბაღის კლანს. 90-იან და 2000-იან წლებში სომხეთში ძალაუფლებას აკონტროლებდნენ ელიტები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ არაღიარებულ რესპუბლიკასთან ან მისი დამოუკიდებლობისთვის ომთან. ოპოზიცია ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის დაკარგვაში, რომელიც, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყოველთვის აზერბაიჯანს ეკუთვნოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,“ წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს
ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა
„ერევანმა გააყინა მონაწილეობა CSTO-ში (ОДКБ) მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა CSTO-ში არამხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის შემდგომ არსებობას, მის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, სრულად აღადგინოს მონაწილეობა ორგანიზაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი მიიღებს კონკრეტულ, ზუსტ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ფაშინიანმა 25 მარტს განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), მაგრამ არ ბლოკავს მის გადაწყვეტილებებს. 13 ივნისს, ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა, რომ ერევნის შემდეგი „ლოგიკური ნაბიჯი“ იქნება CSTO-დან გამოსვლა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე საქართველოსა და თურქეთთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მზადაა, ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს. „საიდუმლო არ არის, რომ სომხეთში ჩემი განცხადების შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა: ოფიციალურად უნდა აიღოს თუ არა სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება. მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი ან თუნდაც ორმხრივი ქმედება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პრობლემების ფორმულირებაში, რათა არ შევქმნათ შემდგომი იმედგაცრუება ჩვენს ხალხში ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ასევე აუცილებელია, ფიზიკურად წარმოვიდგინოთ სომხეთის გაწევრიანება ევროკავშირში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება
ჩეხური კომპანია შუა დერეფნის მარშრუტზე საპილოტე პროექტს ახორციელებს
ჩეხური საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია MALBI-trans-ი ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (შუა დერეფანი) საპილოტე პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლილიანა კრუტონოგმა განუცხადა. „ჩვენი მიზანია, ავითვისოთ სრული მარშრუტი რუმინეთის პორტ კონსტანცის გავლით. ჩვენი წინა გადაზიდვები არ იყო ამ პორტის გავლით. წელს ვგეგმავთ ტრანსპორტირებას კონსტანცის გავლით. ჩვენ ვაპირებთ, კვირაში დაახლოებით ერთი რეისის შესრულებას. ამჟამად ვიკვლევთ შესაძლო საკითხებს,“ - აღნიშნა კრუტონოგმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
ჯაფაროვი: ბაქო-თბილისი-ყარსი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის
ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი არის ჰაბი ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტებისთვის. ამის შესახებ ლოგისტიკური კომპანია Alliance Multimodal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ჯაფაროვმა განაცხადა. ჯაფაროვმა ეს განცხადება შავი და კასპიის ზღვების საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების სესიაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ BTK როგორც სტრატეგიული სატრანსპორტო კერა, პოზიციის განმტკიცებას აგრძელებს. „ის უკვე არის ყაზახეთისა და თურქმენეთის საზღვაო პორტების ცენტრი. BTK სარკინიგზო მარშრუტი წარმოადგენს ცენტრალურ აზიას, კავკასიასა და ევროპას შორის ტვირთების ტრანზიტის მთავარ რგოლს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი არის მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვის მთავარ პორტებს გლობალურ ბაზრებთან,“ - აღნიშნა ჯაფაროვმა. 20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. BTK ამოქმედდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. სარკინიგზო ხაზის ქართული ნაწილის შეკეთების შედეგად, იგეგმება ტვირთის გადაზიდვის გაზრდა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე, რითაც სარკინიგზო ხაზი გახდება შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი
DB Cargo Eurasia შუა დერეფნის განვითარებაში ჩართვას აანონსებს
წამყვანი სატვირთო სარკინიგზო ოპერატორი აზიასა და ევროპაში DB Cargo Eurasia შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს და მზად არის, დაეხმაროს მის აქტიურად პოპულარიზაციას. ამის შესახებ DB Cargo Eurasia-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ინან იაომ ბაქოში გამართულ შავ ზღვა-კასპიის ლოგისტიკურ ფორუმზე განაცხადა. „ჩვენი კომპანია აპირებს, მხარი დაუჭიროს ამ მარშრუტის განვითარებას და ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან, რომლებიც იცავენ მაღალი ხარისხისა და საიმედოობის სტანდარტებს,“ - აღნიშნა იაომ. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს არ გამორიცხავს
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა მომავალში. „ჩვენ ვახორციელებთ გაზის იმპორტს რუსეთიდან, ასევე შემოგვაქვს გაზი ირანიდან,“ - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის გლობალურ სამიტზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში გაკეთდა განცხადებები, რომ სამომავლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთს შეეძლო აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანა. თუ წარმოვიდგენთ სატრანზიტო მილსადენს, რომელიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, ნახჭევანისა და თურქეთის მიმართულებით, ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს
თბილისში, კესარია აბრამიძე მოკლეს
თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია კესარია აბრამიძე. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის იმ დროს აიყვანეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე და დაახლოებით, 15 წუთში როგორ ტოვებს სადარბაზოს. მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი მოკლული იპოვა. მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს შორის „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება“ წარუდგინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.“ „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 19 სექტემბერს, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი დოკუმენტი დუმის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. მას თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ ამ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით.“ რუსეთის და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „მთავრობებმა“ ეს „ხელშეკრულება“ 2023 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში გააფორმეს. საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ თავს „რუსული სამყაროს ნაწილად“ გრძნობენ და ყოველთვის მიისწრაფოდნენ „რუსეთთან ერთად ყოფნისკენ.“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომლის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ აღიარა, რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხე ბაზაა განთავსებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანის მისი ძალები საქართველოდან.
FBI: ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს
აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს. ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია. FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა. ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომის ახალი ფაზა იწყება
ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. "რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში," - აღნიშნა გალანტმა. მანამდე, გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ. „სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით,“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. ისრაელმა „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული. ზელენსკის განმარტებით, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადაიყვანს, არ არსებობს და არ შეიძლება, იყოს მშვიდობის ალტერნატივა. „დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული - ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 16 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვების გეგმა 90%-ით იყო მზად. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.
ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება, განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ, სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს,“ - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში. კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას - Reuters
Reuters-ის ცნობით, ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელის ვაჭრობა არ შეუჩერებია. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს,“ ამბობენ წყაროები, რასაც საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს. ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები. ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან უკრაინას, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს თხოვნას ოფიციალურ კომენტარზე, რომლითაც მათ Reuters-მა მიმართა.