ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი: ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. „ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს! მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს. ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს წინ, თუმცა მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის მეშვეობით დავძლევთ ამ კრიზისს. ვაქცინა დაამარცხებს ვირუსს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი

დღეიდან სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებს

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები, შაბათ-კვირასაც იმუშავებს. 15 მარტიდან კი ფიტნეს ცენტრებიც გაიხსნება. ინფექციონისტები რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ბიზნეს სექტორს მოუწოდებენ მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანი იყო როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვისაც. "ჩვენ ვაგრძელებთ იმ დაგეგმილ შემსუბუქებებს, რაც აქამდე განვაცხადეთ. კერძოდ დღეიდან უკვე შაბათ-კვირას იმუშავებენ შოპინგ მოლები არასასურსათო ვაჭრობის ობიექტები ბაზრობების ჩათვლით რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ეს გაზრდის როგორც ვაჭრობის შემოსავლებს, მოქალაქეებისთვისაც კარგი შესაძლებლობაა, რომ ნივთები შევიძინოთ ჩვენთვის მისაღებ და სასურველ დროს, - აცხადებს ნათია თურნავა. რაც შეეხება შეზღუდვების შემდგომ ეტაპს 15 მარტიდან სტუდენტები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ აუდიტორიებში. ასევე გაიხენება სპორტული დარბაზებიც, თუმცა ეს უნდა მოხვდეს შესაბამისი რეგულაციების დაცვით. უცვლელი რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ოფიციალური მინსკის საპასუხოდ, პოლონეთმა ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

პოლონეთმა ორი ბელარუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და 48 საათის განმავლობაში პოლონეთის დატოვება მოსთხოვა. პოლონეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, 11 მარტს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პოლონეთს საკონსულოს ორი თანამშრომლის ბელორუსიდან გაძევების მოთხოვნის შესახებ. "პოლონეთის მხრიდან „წრეგადასული, ასიმეტრიული და დესტრუქციული“ ნაბიჯების პასუხად, ბელორუსი 48 საათის განმავლობაში ქვეყნიდან გააძევებს ქალაქ გროდნოში მდებარე პოლონეთის საკონსულოს ორ თანამშრომელს", - აღნიშნული იყო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც 28 თებერვალს ბრესტში გაიმართა ე.წ. წყეული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემი ცერემონია. ოფიციალური მინსკის განცხადებით აღნიშნული დანაყოფი ბელორუსის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარებს ებრძოდა და ბელორუსელ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა. ამიტომ მათთვის მიუღებელია მათი ხსოვნის დღის აღნიშვნა. 9 მარტს ბელორუსიდან გააძევეს ბრესტში პოლონეთის კონსული, იეჟი ტიმოფეიუკი, რომელიც თებერვალში გამართულ ხსოვნის ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას. ბელარუსის ხელისუფლება პოლონეთს ასევე ადანაშაულებს თავის შიდა საქმეებში ჩერევასა და 9 აგვისტოს შემდეგ, ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში. ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.

მარტვილში საფლავები გაქურდეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში 11-მდე საფლავი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ძირითადად ალუმინისგან დამზადებული ნაკეთობები - სხვადასხვა ფიგურები და კარები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის (177-ე) ქურდობის მუხლით.

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც გორში  ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა. ამის შესახებ ინფორმაციას შიანგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. "სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა. პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას",

აქცია ბათუმში - მოქალაქეები ბულვარში სასტურმოს მშენელობას აპროტესტებენ

"არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმში ბულვარის დამცველების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რეკრეაციულ სივრცეში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს ბულვარში მიმდინარე 16 სართულიანი კორპუსის უკანონო მშენებლობა.

თბილისში მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-16 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანა გულისხმობს.

კარლ ჰარცელი: ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, COVAX პლატფორმის საშუალებით, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა

"ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, COVAX პლატფორმის საშუალებით, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა", - ასე გამოეხმაურა ევროკავშრისი ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის ჩამოტანას. მისი თქმით, საქართველოსთვის გამოყოფილი მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. "მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები COVAX-ის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოჯისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება. პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

12 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Johnson&Johnson-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგ, შესაძლოა, Johnson & Johnson-ის ვაქცინა COVAX-ის პლატფორმამ ვაქცინების მსოფლიო გადანაწილების პროგრამაში ჩართოს. ჯანმოს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ნებართვის საფუძველზე, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ფართო კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ზრდასრულ მოსახლეობაში ეფექტიანია. ამასთანავე Jonson&Jonson-ით იმუნიზაციისთვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისია.

კარლ ჰარცელი: პანდემიის შემდეგ საქართველომ EU-სგან ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება მიიღო

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიის შემდეგ საქართველომ EU-სგან ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება მიიღო. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. "მიუხედავად იმისა, რომ ვიმყოფები ძალზე ინტენსიური პოლიტიკური მედიაციის პროცესში კრისტიან დანიელსონთან ერთად, ვულოცავ საქართველოს, 43 000 ვაქცინის დოზის მიღებას COVAX-ის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირი და ევროპის გუნდში შემავალი პარტნიორები COVAX-ის ყველაზე მსხვილი ფინანსური მხარდამჭერები არიან. მათ 2.2 მილიარდი ევრო გამოყვეს ვაქცინების სამართლიანად გავრცელების მიზნით. ვამაყობ, რომ ისეთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ როგორიც საქართველოა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ვაქცინა ამ პლატფორმის საშუალებით. შემდეგი ნაბიჯი ვაქცინაციის დაწყებაა. ასევე ვამაყობ, რომ ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს მთავრობას ტრენინგის, რჩევების და ლოჯისტიკური მხარდაჭერით იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მიწოდება მათთვის, ვისაც ის ყველაზე უფრო სჭირდება. პანდემიის დასაწყისიდანვე, ევროკავშირი და ევროპის გუნდი საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერები არიან და ფინანსურად ეხმარებიან როგორც მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ისე უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ ინიციატივებს და კერძო სექტორის ძალისხმევას. საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით. ეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმედს გვისახავს. ევროკავშირი კვლავაც გვერდში უდგას საქართველოს ვირუსთან ბრძოლის გზაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დავით მრელაშვილი: ვაქცინაციის დაწყება არის პანდემიის დასრულების დასაწყისი

ვაქცინაციის დაწყება არის პანდემიის დასრულების დასაწყისი - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაძე ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. თავის განცხადებაში, ტელენევროლოგი საუბრობს იმ მითებზე, რომელიც ვაქცინის გარშემო არსებობს. მისი თქმით, "ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება". "მითი #1: „ასტრაზენეკა ცუდი ვაქცინაა, ევროპამ მისი გამოყენება შეაჩერა“ - მტკნარი ტყუილი (და სოციალურ ქსელში არსებული ახალი ამბების დეფორმირებული და მცდარი ინტერპრეტაცია). პრეპარატის ან ვაქცინის დროებით დაპაუზება აბსოლუტურად ჩვეულებრივი პრაქტიკაა რაც ნებისმიერი წამლის გამოყენებისას ხდება პრაქტიკაში, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანას ამისთვის განკუთვნილი კანონმდებლობა განსხვავებული აქვს (და ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანასაც კი საკმაოდ მოძველებული და ხისტი აქვს ეს კანონმდებლობა). ზოგი აჩერებს, ზოგი მიმდინარედ აკვირდება, და ასე შემდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი - ვაქცინაციის შეჩერება უფრო მეტი სიცოცხლე დაგვიჯდება (ის თრომბოზის სავარაუდო შემთხვევები მართალიც რომ გამომდგარიყო უარეს შემთხვევაში), თუ ვაქცინაციის გაგრძელება და შედეგად გადარჩენილი სიცოცხლეების რაოდენობა. მინდა ასევე გითხრათ რომ მე პირადად, ერთ ექიმს, უფრო მეტი თრომბოზული გართულება მაქვს ნანახი თვითონ კოვიდისგან, ვიდრე ასტრაზენეკას ვაქცინით მილიონობით აცრილ ადამიანში ჯამში აღწერეილი „სავარაუდო შემთხვევები“ (რომელიც ბოლოს დამტკიცდა რომ არ ყოფილა კავშირში). დარწმუნებული ვარ ასევეა არაერთი ჩემი კოლეგა საქართველოშიც ვინც კოვიდიან პაციენტებს ნახულობს. ასე რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ გაცილებით მეტი თრომბოზი გგველის კოვიდისგან, ვიდრე ვაქცინისგან. მითი #2 - ვაქცინა კლავს, ბევრი ცუდი გართულება აქვს, მათ შორის სიცოცხლესთან საშიში ალერგია პენიცილინი - რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს მიღებული, ახასიათებს ანაფილაქსია 10,000 ადამიანში 2-დან 5 შემთხვევამდე (https://bit.ly/3ezpZMx ). ის ალერგიული რეაქცია რომელიც ვაქცინებს აქვს მილიონში 2-5-მდე.ანუ პენიცილინს 100-ჯერ უფრო ხშირი გართულება აქვს ვაქცინის ყველაზე ცუდი გართულებაზე!!! ყოველ წელს პენიცილინის უეცარი ალერგია 500 ადამიანს კლავს აშშ-ში. რატომ ვაგრძელებთ მის გამოყენებას? და რატოა პეინიცილინი გასული საუკუნის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა მედიცინაში? იმიტომ რომ ყოველ წელს 500 უიღბლოს თუ კლავს - მილიონობით ადამიანს გადაარჩენს ინფექციებისგან. ანალგინი - რომელიც ასევე თითქმის ყველას გვაქვს „ნაყლაპი“ (უკაცრავად ჟარგონზე) ჩემი ჩათვლით, ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ უფრო ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება აგრანულოციტოზი (ძვლის ტვინის ფუნქციის დაკარგვა) https://bit.ly/3ewDjS1 , რის გამოც იგი წლებია აკრძალულია (და არა 2 კვირით დაპაუზებულია) აშშ-ში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ავსტრალიაში, იაპონიაში და ასე შემდეგ. ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვენი სააფთიაქო ყუთიდან ამოიღოთ ანალგინი, დახედეთ რამოდენიმე წამი, და შემდეგ გადაწყვიტეთ რომლის მიღება გირჩევნიათ - ანალგინის თუ ვაქცინის. ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ მათთვის ვისაც ეს მათემატიკა და „ნულიანები“ აბნევს. ამაზონის ჯუნგლებში ან აფრიკის საჰარაში თუ მოგზაურობთ რკინის გისოსებით გადახურულ „ჯიპით“, შეიძლება მძღოლი ხეს დაეჯახოს და ამის შედეგად ხალხი დაიღუპოს. ალტერნატივაა ფეხით იაროთ (ხეს სასიკვდილედ ვერ დაეჯახებით ფეხით მოსიარულე), თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით დიდი შანსია ლომის ან სხვა რომელიმე მტაცებლის სადილი გახდეთ ხო? აქედან გამომდინარე რკინის გისოსებიან ჯიპს ირჩევს ნებისმიერი ჭკვათმყოფელი. ჰოდა აქ ჯიპი ვაქცინაა, და უვაქცინობა ფეხით სიარული კოვიდის პანდემიის ჯუნგლებში მითი #3 ვაქცინა სულ რაღაც თვეების შექმნილია, და არავინ იცის რა გართულებები ექნება მომავალში. უკაცრავად, ჯერ ერთი კორონავირუსიც სულ ახალი ვირუსია, და მისი დამართვის შედეგადაც (თუ არ მოკვდი) არავინ არ იცის რა გართულებებს დატოვებს შორეულ მომავალში... უფრო სწორედ ვიცით - ის ნამდვილად ტოვებს პოსტ-კოვიდურ გართლებებს. უახლესი გამოქვეყნებული კვლევის შედეგად ლანცეტში (https://bit.ly/2Q1gg7G ) ინფექციიდან 6 თვის მერეც კი 76%-ს ანუ ოთხიდან სამ ადამიანს (უმეტესობას!) მინიმუმ ერთი დარჩენილი სიმპტომი ჰქონდა, მათ შორის ორგანული დაზიანებები გულში, ფილტვში, ტვინში, ზოგიერთი კონკრეტული სიმპტომები იყო დაღლილობა და სისუსტე - 63%, უძილობა - 26%, დეპრესია და შფოთვა 23%, თმის ცვენა 22%, და ასე შემდეგ. ვაქცინაციას არ ახასიათებს ასეთი გვერდითი ეფექტები. 6 თვეზე მეტი გავიდა რაც ათიათასობით ადამიანი აიცრა საწყის კვლევებში, და ეს ფაქტია რომ ასეა, და არა ვარაუდი ან იმედი. რაც შეეხება იმას თუ „წლების მერე რას დატოვებს“ ვაქცინა. ისევ და ისევ - ამაზე ნერვიულობს ძირითადად ის ხალხი ვინც არ იცის იმუნოლოგია და ფიზიოლოგია. საქმე იმაშია რომ ვაქცინა თავის მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, რამოდენიმე თვეში უკვე ახალს არაფერს ჰმატებს ორგანიზმს, ანუ თუ რამე „მოსახდენი იყო აქამდე მოხდებოდა“ 99.99% შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ რომ ეს კვლევები რომ ჩატარდა და დასრულდა 2020-ში, საკმარისია რომ უსაფრთხოდ ავცრათ მოსახლეობა. რა თქმა უნდა სიტყვა „უსაფრთხო“ ფარდობითა, და თქვენ თვითონ ნახეთ პენიცილინის და ანალგინის მაგალითი, მაგრამ ერთ რამ რაც მსოფლიო მედიცინას შეუძლია თქვას ამ ეტაპზე არსებული ცოდნით, რომ დამტკიცებული და ხარისხიანი კოვიდის ვაქცინა პენიცილნზე და ანალგინზე უსაფრთხოა გინდ გართულებებით, გინდ სიკვდილიანობით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი გაქვთ - გთხოვთ ფაქტებით მესაუბროთ, და არა ემოციებით და შამანების პოსტების გაზიარებით, " - წერს დავით მრელაშვილი.

რეგიონებში Astra Zeneca-ს ვაქცინის განსაზღვრული დოზები ჩაიტანეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ, დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი ვაქცინის 14,080 დოზა უკვე მიიღო. როგორც ცნობილია, 5,550 დოზა იმერეთის რეგიონისათვისაა გათვალისწინებული. დღეს Astra Zeneca-ს ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებშიც გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში Astra Zeneca-ს ვაქცინის 400, აჭარაში კი 3 980 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს. Astra Zeneca-ს ვაქცინა უკვე მიიღო კახეთმაც. კახეთში ვაქცინის 1,900 დოზა ჩაიტანეს. რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც Astra Zeneca სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა, ორშაბათიდან კი იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალით დაიწყება და ეტაპობრივად სხვა კლინიკებსაც მოიცავს. იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო. მან დოჰას ღია პირველობის ფინალში ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.

ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 4 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავის An-26-ის ჩამოვარდნის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ”წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - ნათქვამია ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის განცხადებაში. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა კატასტროფა დაშვების დროს განიცადა და ალმათის აეროპორტთან ჩამოვარდა. ის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან მოფრინავდა.

„ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილმა წევრებმა, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ მღვდელმსახურს და ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ საკუთარი გადაწყვეტილება

„გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ მღვდელმსახურს და ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ საკუთარი გადაწყვეტილება. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. „ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, ჰმართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ. მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. აქვე თანდართულია „სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშები“: „სინანულის ფურცელი (განცხადება) მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია – ბიბლიურ თავისუფლებაში“ სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას. შენდობის ფურცელი შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საპატრიარქოს განცხადებით, „სინანულისა და შენდობის ფურცლებს“ ეპისკოპოსის ან მღვდლის ხელმოწერა უნდა ახლდეს.

სომხეთში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

სომხეთში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა რეზიდენციაში შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რადგან პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შენობაში არ შესულიყო. როგორც ცნობილია, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ არმენ სარქსიანს შეხვდა. პრეზიდენტის მცდელობა, ერთად შეეკრიბა მთავრობის მეთაური და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, უშედეგო აღმოჩნდა, რის შემდეგაც არმენ სარქსიანმა მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრა დაგეგმა. როგორც მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ფაშინიანმა და სარქსიანმა განიხილეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და შიდაპოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები. აღნიშნულ კონტექსტში განხილული იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვარიანტი.

ევროპის წამლების სააგენტო:  AstraZeneca-ს ვაქცინის თრომბებთან კავშირზე არაფერი მიუთითებს

"AstraZeneca-ს ვაქცინის თრომბებთან კავშირზე არაფერი მიუთითებს", - ასე ეხმიანება ევროპის წამლების სააგენტო (EMA) გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ვაქცინა თრომს იწვევს. ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ 11 მარტს განაცხადა, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტა, რადგან ზოგიერთ ადამიანს, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თრომბი განუვითარდა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აცრილ პოპულაციაში თრომბების განვითარების შემთხვევები იმაზე მაღალი არაა, ვიდრე - ზოგად მოსახლეობაში. როგორც სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი, 2021 წლის 9 მარტის მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში, AstraZeneca-თი ვაქცინირებულ 3 მილიონ ადამიანში თრომბოემბოლიური მოვლენების 22 შემთხვევა დაფიქსირდა. "არაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ვაქცინამ შეიძლება რაიმე ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც გვერდით ეფექტად არაა მითითებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთში აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთში აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ძლიერი აფეთქება ჰერათის პროვინციაში მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთების შედეგად დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა. პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვენენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ქრთამის აღების ფაქტზე შუახევის მერიის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე 2 ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა. "დაპირებისამებრ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გატანილ იქნა აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვალ ისევ შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლობის ოფისი დატოვეს. მათი მედიატორობით პოლიტიკურ მხარეებთან დღეს დაგეგმილი ყველა შეხვედრა უკვე დასრულდა. შეხვედრები ხვალ, დილის 9 საათიდან უნდა განახლდეს. კრისტიან დანიელსონი ცალ-ცალკე უკვე შეხვდა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.