ძებნის რეზულტატი:

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. ორშაბათიდან რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე: 1. მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები; 2. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში; 3.განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა; 4. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით პირველი აპრილიდან შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან. 8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტები და საბაგიერობი, რესტორნებს შიდა სივრცეებს სტუმრების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო ბაზრობებმა და სავაჭრო ცენტრებმა შაბათ-კვირას მუშაობა განაახლეს.

ჯო ბაიდენი: თეთრ სახლში მოსვლის დღიდან მსოფლიო ლიდერებისადმი ჩემი გზავნიალია - ამერიკა დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მას მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას ჰქონდა მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა დაბრუნდა. თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ აპირებს აღადგინოს საერთაშორისო ალიანსები. ,,თეთრ სახლში მოსვლის დღიდან მსოფლიო ლიდერებისადმი ჩემი გზავნიალია - ამერიკა დაბრუნდა. ჩვენ ვაპირებთ, აღვადგინოთ ჩვენი საერთაშორისო ალიანსები და გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს", - ნათქვამია Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ბრიუსელში პრემიერის ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება

პარტია ,,ქართული ოცნების" თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიალოგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება. „გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“, – განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა ,,ქართული ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

სავსე ხელებით ჩავდივართ ბრიუსელში, ცარიელი ხელებით დარჩა ოპოზიცია – კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მსხვილი პაკეტით მიემგზავრება და ოპოზიცია ცარიელი ხელებით დარჩა. მისი თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირთან დაახლოების უპრეცედენტო პროგრესი აქვს. „პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ,,გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე არის გაკეთებული. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით მხარდამჭერების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელი არის მხოლოდ სამართლიან პირობებზე“,- განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დარჩა საკითხები, რომლებიც პოზიციების დახლოებას საჭიროებს. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის და ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დღეს დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები მაშინ, როდესაც რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, ცვლილებები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს და როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ზუსტად ამ ამოცანების გარშემო და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება. ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა.

ილია მეორე: როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და თავის ცოდვებს იმძიმებს

განკითხვა დამღუპველია, როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და თავის ცოდვებს იმძიმებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. „დღეს არის დღე, რომლის დროს ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერად, უნდა დატოვოს განკითხვა და შეუდგეს სულიერ აღმავლობას. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება – ლოცვა, მარხვა, კეთილი საქმეები, ქველმოქმედება, ყველაფერ ამას ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არა საკმარისად. ღმერთო, მოგვანიჭე ჩვენ განცდა ჩვენთა ცოდვათა და არა განკითხვა ჩვენისა ძმისა. ამდენი წელია, ჩვენ ვლაპარაკობთ ამის შესახებ, ამდენი წელია, მე გიქადაგებთ, რომ განკითხვა დამღუპველია, განკითხვა ღუპავს ადამიანს. როცა ადამიანი განიკითხავს სხვას, იმის ცოდვებს თავის თავზე იღებს და იმძიმებს თავის ცოდვებს. წმინდანებს ეკითხებიან, რა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ? წმინდა მამები პასუხობენ – ილოცე და იშრომე. ჩვენც უნდა შევასრულოთ, უნდა დავინახოთ გაჭირვებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიყვარული სუფევდეს ჩვენს გარშემო, ჩვენს ოჯახებში, სამსახურში, ჩვენს ხალხში… მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. მათ შორის, სასულიერო პირებიც, მეც მათ შორის. მე მითქვამს თქვენთვის, რომ ცოდვები, რაც ხალხს ახასიათებს, ის მახასიათებს მეც. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმე ცოდვად, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა, მაგრამ ადამიანი არ შეიძლება, იყოს უცოდველი. ადამიანს გონებაში ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს მას განცდა, თვისთა ცოდვათა, ღმერთი პატიობს ამ ცოდვებს, ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მინდა, გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, მადლობა უფალს, რომ გვაძლევს სულიერებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს არ ესმით, თავის თავს თვლიან წმინდანად და სხვებს – ცოდვილად. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, დავინახოთ ჩვენი თავი, ცოდვები და ავიდეთ სრულყოფის კიბეზე“, – განაცხადა ილია მეორემ.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ახანგრძლივებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის თბილისში ხვალაც დარჩება. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესს მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც გამოთქვამს იმედს, რომ ხვალ კონკრეტული შედეგის გამოცხადება შეეძლება. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

კრისტიან დანიელსონი: დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედი

ვიმედოვნებ, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ თბილისში რჩება და შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს. „ეს პროცესი არის რთული და უფრო მეტი დრო სჭირდება. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები შეძლებენ, პარტიები შეძლებენ უფრო დაახლოებას, ზუსტად იმისთვის ვმუშაობთ და ხვალაც გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემეძლება, ხვალ გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით და ამას მეტი დროს სჭირდება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

კოსოვომ იერუსალიმში საელჩო გახსნა

კოსოვომ იერუსალიმში საელჩო გახსნა. ინფორმაციას Aljazeera-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც პირველ თებერვალს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გაცხადდა და სექტემბერში თეთრ სახლში კოსოვო-სერბეთის სამიტი გაიმართა. ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ წინ წაწეულიყო სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით. თუმცა სამიტი დიდწილად გადაფარა თეთრი სახლის განცხადებამ, რომ კოსოვო დათანხმდა ისრაელის აღიარებას. იმ შეხვედრაზე ბელგრადმაც განაცხადა თანხმობა ისრაელში მისი საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე, თუმცა ეს ნაბიჯი მას ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

ხვალ ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

ხვალ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე ვაქცინაციას ჩაიტარეს. როგორც ცნობილია, გამყრელიძე 10:15 საათზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში გაიკეთებს კოვიდვაქცინას. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, 15 მარტინად კი ვაქცინაცია იწყება. ხვალ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იქნება პირველი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ჩაიტარეს. ასევე, ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ინფექციურ საავადმყოფოში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა მისცა, შვიდგზის ლოცვები წაიკითხოს, სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე აკურთხონ

პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა, მისცა შვიდგზის ლოცვები წაიკითხონ და სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე შეასრულონ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შესრულების შემდგ განაცხადა. „რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში – გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს მცირე აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი ერსა თვისსა და აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, - ბრძანა პატრიარქმა.

დღეიდან თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო ხდება

დღეიდან თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო ხდება. ანკეტის შევსება კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება. სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტისა და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი. როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. თუ აღმოჩნდება, რომ ანკეტა არ არის შევსებული ან მოქალაქემ მცდარი ინფორმაცია მიუთითა, მაშინ მოგზაურს შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს.

პაატა იმნაძემ კოვიდვაქცინა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე არის პირველი მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარა. ,,დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი იწყება. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ თუ გვინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ვაქცინაცია", - განაცხადა იმნაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ასევე, ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. დღესვე ამირან გამყრელიძეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში გაიკეთებს. ინფექციურ საავადმყოფოში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე. 11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო15 მარტინად ვაქცინაცია დაიწყო.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე – ნატო-ში. პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს. 16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია. 17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატოში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. რეგულაციები მოიხსნება შემდეგ შეზღუდვებზე: 1. მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები; 2. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში; 3.განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა; 4. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით პირველი აპრილიდან შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველ მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება. ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან. 8 მარტიდან გაიხსნა სამთო კურორტები და საბაგიერობი, რესტორნებს შიდა სივრცეებს სტუმრების მიღების უფლება მიეცათ, ხოლო ბაზრობებმა და სავაჭრო ცენტრებმა შაბათ-კვირას მუშაობა განაახლეს.

AstraZeneca: თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია AstraZeneca განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მონაცემების განხილვის შედეგად, ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბის გაზრდილი რისკის შესახებ მტკიცებულება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოვლენილა. კომპანიის განმარტებით, ტარდება დამატებითი ტესტირება, როგორც მათ მიერ, ასევე ევროპის ჯანდაცვის უწყებების მიერ და ამ შემოწმების შედეგად, შეშფოთების არანაირი მიზეზი არ გამოვლენილა. ,,თრომბოზული მოვლენების შესახებ ბოლოდროინდელი გავრცელებული ინფორმაციების გამო, AstraZeneca- ს სურს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ COVID-19 ვაქცინა უსაფრთხოა ნათელი მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე. უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და კომპანია მუდმივად აკონტროლებს ვაქცინის უსაფრთხოებას. ევროკავშირსა და ბრიტანეთში ვაქცინირებული 17 მილიონი ადამიანის უსაფრთხოების მონაცემების ყურადღებით განხილვამ აჩვენა, რომ ფილტვის ემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის გაზრდილი რისკის მტკიცებულება არ არსებობს. ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ჯერჯერობით დაფიქსირებულია DVT– ის 15 შემთხვევა და ფილტვის ემბოლიის 22 მოვლენა დაფიქსირდა ვაქცინაში ჩატარებულ შემთხვევებში, რაც კომპანიამ მიიღო 8 მარტის მონაცემებით. ეს გაცილებით დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რომ ბუნებრივად მოხდებოდა ამ ზომის მოსახლეობაში და მსგავსია სხვა COVID-19 ლიცენზირებული ვაქცინებისთვის. გარდა ამისა, კლინიკურ კვლევებში, მიუხედავად იმისა, რომ თრომბოზული მოვლენების რაოდენობა მცირე იყო, ვაქცინირებულ ჯგუფში ეს უფრო დაბალი იყო. ასევე არ დაფიქსირებულა სისხლდენის მომატების დადასტურება. ხარისხის თვალსაზრისით, ასევე არ არის დადასტურებული საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენი ვაქცინის ერთ პარტიას, რომელიც გამოიყენება მთელს ევროპაში ან დანარჩენ მსოფლიოში. დამატებით ტესტირებას ვატარებთ ჩვენ და დამოუკიდებლად ევროპის ჯანდაცვის ორგანოები და არცერთმა ამ ხელახალმა ტესტმა არ აჩვენა შეშფოთების მიზეზი. ვაქცინის წარმოების დროს 60 – ზე მეტი ხარისხის ტესტი ტარდება AstraZeneca– ს. ყველა ტესტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის კონტროლის მკაცრ კრიტერიუმებს და ეს მონაცემები წარედგინება მარეგულირებელ ორგანოებს თითოეული ქვეყნის ან რეგიონის დამოუკიდებლად განხილვისთვის. საზოგადოების უსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება. კომპანია ამ საკითხს ყურადღებით განიხილავს, მაგრამ არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს ვაქცინის მიზეზს. პანდემიის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მიიღონ ვაქცინა, როდესაც ამის გაკეთება მოწვეულია", - ნათქვამა განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე - წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 65%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუკი წლის ბოლომდე ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65% აიცრება, მაშინ ქვეყანა შეძლებს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. გამყრელიძის თქმით, მედიცინის მუშაკებმა ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა ამ პანდემიიდან ​მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს. „მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიცინის მუშაკებს, რომლებიც პირველ ხაზზე იყვნენ ამ ერთი წლის განმავლობაში და დღესაც პირველ ხაზზე არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, იმუნიზაციის დაწყების პროცესში. ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, ვინც მუშაობენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დაზიანებით ამ პანდემიიდან. დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65 პროცენტი. ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები. მე დღეს მოვედი ჩემს ალმა-მატერში, ამ საავადმყოფოში დავიწყე ჩემი საექიმო მოღვაწეობა, აქ ჩამოვყალიბდი როგორც ექიმი, პედაგოგი, მეცნიერი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოსვლა. ეს არის ყველაზე დიდი ტრადიციების საავადმყოფო და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს კარგად გაართმევს თავს. მშვენივრად არის ორგანიზებული სამი აცრის კაბინეტი. ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის აუცილებელი. კერძოდ, ასაცრელი ადამიანის შესაბამისი გამოკითხვა, მისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანა და ასე შემდეგ. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს 1 600 000 - 1 700 000 ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.

ენერგეტიკის ექსპერტი: ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს

"თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს", - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა. ენერგეტიკის ექსპერტის განცხადებით, დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, რაც მისი თქმით ასეთ პროექტებზე არ არის სწორი მიდგომა. "როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში. დღევანდელი მონაცემულობით, კი ბატონო, შეიძლება ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს", - აღნიშნა Europetime-სთან პაატა ცინცაძემ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობასთან უთანხმოების გამო, საქართველოში 100-ზე მეტი ჰესის პროექტია გაჩერებული. ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე კი აღნიშნავს, რომ წლების წინ ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, სამი ქვეყნიდან 1.5 მილიარდამდე ელექტროენერგიას შეისყიდის, მათ შორის რუსეთიდან. რაც იმას ნიშნავას რომ ყოვეწლიურად, საქართველო რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. მისივე თქმით, დიდი ჰესების აშენების გარეშე, ქვეყანა ენერგო დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს, როცა საქართველოს ჰიდრო რესურსის ათვისების უზარმაზარი პოტენციალი აქვს - 40 მილიარდ კილოვატ საათის წარმოება წელიწადში. ქვეყანას შეუძლია არამარტო შიდა მოთხოვნაა დააკმაყოფილოს (12 მილიარდ კილოვატ საათი), ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც იქცეს. 14 მარტს ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა. ახალი შეთანხმებით, "ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება. თუმცა აქციის მონაწილეები, ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა სრულად შეჩერებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე, თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს, ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა გაუქმდეს და უცხოური კომპანიას 99 წლიანი იჯარით გადაცემული მიწა ჩამოერთვას.

ექსპერტი: მესტიაჭალაჰესზე და  შუახევჰესზე მომხდარი ავარიები, პროექტების არასათანადო ექსპერტიზის გამო მოხდა

"როგორ შეიძლება ჰესების ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით- ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა. როგორც ენერგეტიკის ექსპერტი Europetime-თან საუბრისას აღნიშნავს, მესტიაჭალაჰესის, შუახევჰესის პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში. " თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს. ენერგეტიკის ექსპერტის განცხადებით, დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, რაც მისი თქმით ასეთ პროექტებზე არ არის სწორი მიდგომა. დღევანდელი მონაცემულობით, კი ბატონო, შეიძლება ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს", - აღნიშნა Europetime-სთან პაატა ცინცაძემ. მისივე თქმით, საქართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის საკმარისი კადრები არ ჰყავს. "ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ, როცა გავაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა 1987 წელს და გახარებულები ვიყავით ამით, ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი მიღწევა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხუდონის მშენებლობა იცით როგორ იყო დაგეგმილი? ენგურჰესის მშენებლობა 1983 წელს დამთავრდა. ენგურჰესზე ჩამოყალიბდა ჰიდროტექნიკური მშენებლობის უზარმაზარი სკოლა. 15-18 წელი შენდებოდა ენგურჰესი და ინჟინრების, მშნებლების და ტექნიკური პერსონალის მთელი თაობები გაიზარდა. ამის გარდა, გაჩნდა უზარმაზარი სამშენებლო ბაზა და ტექნიკა. ხუდონჰესის გაჩერებასთან ერთად ეს ყველაფერი ჩვენ მოვკალით. ჩვენი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი. ისეთი საქმე გავაკეთეთ, მტერს რომ მოესურვებინა ის ვერ დაგვიშავებდა ამდენს", - აცხადებს ენერგეტიკის აკადემიის წევრს პაატა ცინცაძე. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობასთან უთანხმოების გამო, საქართველოში 100-ზე მეტი ჰესის პროექტია გაჩერებული. ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე კი აღნიშნავს, რომ წლების წინ ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო, სამი ქვეყნიდან 1.5 მილიარდამდე ელექტროენერგიას შეისყიდის, მათ შორის რუსეთიდან. რაც იმას ნიშნავას რომ ყოვეწლიურად, საქართველო რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული ხდება. მისივე თქმით, დიდი ჰესების აშენების გარეშე, ქვეყანა ენერგო დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს, როცა საქართველოს ჰიდრო რესურსის ათვისების უზარმაზარი პოტენციალი აქვს - 40 მილიარდ კილოვატ საათის წარმოება წელიწადში. ქვეყანას შეუძლია არამარტო შიდა მოთხოვნაა დააკმაყოფილოს (12 მილიარდ კილოვატ საათი), ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც იქცეს. 14 მარტს ქუთაისში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. პირველი ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდა. ახალი შეთანხმებით, "ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება. თუმცა აქციის მონაწილეები, ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა სრულად შეჩერებას მოითხოვენ. მათი მოთხოვნაა ასევე, თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ რიონის ხეობა დატოვოს, ხეობაში ჰესის მშენებლობის ნებართვა გაუქმდეს და უცხოური კომპანიას 99 წლიანი იჯარით გადაცემული მიწა ჩამოერთვას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე აიცრნენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე აიცრნენ. მათთან ერთად აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ასევე დავით გადელია და ვაქცინაციაზე პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.