ძებნის რეზულტატი:
ნათია თურნავა: ENKA ვალდებულია ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში პროექტში ცვლილებები შეიტანოს
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ENKA ვალდებულია ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში პროექტში ცვლილებები შეიტანოს. ამის შესახებ მან გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა. კომპანია ENKA Renewables-სა და მთავრობას შორის შეთანხმებით, "ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ ექსპერტების მიერ პროექტის შექმნისთვის გამოყენებული კვლევების გადამოწმება არ მოხდება. თურნავას განცხადებით, თუკი კვლევების შედეგად გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ ინვესტორმა პროექტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, ENKA Renewables-ს ამის ვალდებულება ექნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღწეული შეთანხმების შედეგად,ასევე შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო. "გადავადებინეთ ინვესტორს ყველაზე უფრო კრიტიკული ნაწილი, რაც წარმოადგენს 105-მეტრიანი კაშხალი და 530 ჰექტარის ფართობის წყალსაცავის შექმნა, რაც არის ტექნიკურად ყველაზე რთული ნაგებობა. გადავადებინეთ და ვთქვით - კლიმატის, სეისმიკის, მეწყერების და კაშხლის მდგრადობის მიმართულებით ჩავატაროთ კიდევ ერთი კვლევა. ამ ნაწილში ჩვენ ვიქირავებთ ყველა მხარის მიერ ნდობით აღჭურვილ ადგილობრივ სამეცნიერო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და NGO-ებს, რათა გადაამოწმონ. კითხვა იყო თუ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ პროექტში რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს ამაზე რას იზამს ინვესტორი? თუ ამ გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც პროექტი შედგა არ არის ბოლომდე სრულყოფილი, რაღაც ნიუანსებს ბოლომდე არ ითვალისწინებს ეს არის ინვესტორის რისკი. ინვესტორს შეიძლება ამით გაუძვირდეს პროექტი, მაგრამ ეს არის მისი რისკი და ვალდებულები არიან ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში რაღაცეები შეცვალონ,"- გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, კომპანიაში ქართველი დირექტორის დანიშვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება იმისთვის, რათა პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებასა და ინვესტორს შორის კომუნიკაციის ხარისხი გაუმჯობესდეს. "რატომ მაინც და მაინც ქართველი დირექტორი? - იმიტომ რომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა გვქონდა და დღემდე გვაქვს ეს პრობლემა. თუმცა, ხედავთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ მის გამოსწორებას და ის გადაწყვეტილებებიც რაც მივიღეთ არის კომუნიკაციების შედეგი. ქართველი დირექტორის საკითხიც არის იმ წუხილის ერთ-ერთი ნაწილი, ეს თავად კომპანიამ შემოგვთავაზა, რადგან თქვეს, რომ “რაღაცას ეტყობა ისე არ ვაკეთებდით”, რაც ეხებოდა კომუნიკაციის ნაკლებობას,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთში პოლიციამ ოპოზიციის კონფერენცია ჩაშალა - დაკავებულია 200 ადამიანი
რუსეთის პოლიციამ ოპოზიციის კონფერენცია ჩაშალა და 200 ადამიანი დააკავა, მათ შორის გახმაურებული ოპოზიციური ფიგურები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შაბათ-კვირის ფორუმი ახალი დაწყებული იყო, როცა პოლიცია შევიდა სასტუმროში და კონფერენციის ყველა მონაწილე დააკავა. მთელი რუსეთის მასშტაბით მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლეები კონფერენციაზე შეიკრიბნენ, სადაც განიხილავდნენ სექტემბრის ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების სტრატეგიას. პოლიციის ინფორმაციით, ფორუმისას კორონავირუსის წესები დაირღვა. ამავდრულად, ღონისძიება მოაწყო "არასასურველმა ორგანიზაციამ" - "ღია რუსეთმა". მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი პივოვაროვი, ასევე პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი და ევგენი როიზმანი, მუნიციპალური დეპუტატი იულია გალიამინა, ილია იაშინი და სხვები.
ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, 17 მარტს გაიკეთებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. `ოთხშაბათს 16:50 წუთიდან ვიღებ მილოცვებს”, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინა გუშინ შემოვიდა. ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება
ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, წინსვლის გზის მოძებნა სცადონ - კრისტიან დანიელსონი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ვგრძნობ, რომ ყველა პარტიის მხრიდან არის მზადყოფნა, შეეცადონ, მოძებნონ წინსვლის გზა. სწორედ ეს არის, რის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან“, - განუცხადა კრისტიან დანიელსონმა „პირველ არხს“. „ქართული ოცნებიდან“ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსი 268 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 233, გარდაიცვალა -5. დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 1.02 %. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 399 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 012 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 387 PCR ტესტით. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში გამოვლენილია 141 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 46, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. აქტიური შემთხვევა: 3 078, საიდანაც: 1 338 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 682, აჭარაში - 140, იმერეთში - 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 272 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 23, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 6. 136 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 104 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 604 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 251 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 632 პირი. ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაშია 5 499 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 548 პირი, აჭარაში - 492, იმერეთში - 647.
ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენთვის სამართლიანობა წითელი ხაზია
„სამართლიანობა არის ერთადერთი წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. ჩვენ გვაქვს მთავარი კრიტერიუმი, რომ შეთანხმება რომელიც შედგება, სამართლიანი უნდა იყოს და ჩვენ, ბუნებრივია, ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით - რასაც ჩავთვლით სამართლიანად, იმას მოვაწერთ ხელს. წითელი ხაზია სამართლიანობა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მიმდინარე დიალოგი წარმატებით დასრულდება. „ამის წინაპირობა არის ის, რომ რაღაც მომენტში ერთად უნდა დავსხდეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, პოლარიზაცია და რადიკალიზაცია არის ის, რაც იმ მხარის ინტერესშია, რომელიც არ არის კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ. „ვინ უწყობს ხელს პოლარიზაციას და რადიკალიზაციას, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კრისტიან დანიელსონის მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან გაგრძელდება, მანამდე კი, ევროპელი დიპლომატი ისევ ოპოზიციას ხვდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ ლიდერებს ისევ შეხვდება, დღეს რიგით მეორე შეხვედრა შედგა, თუმცა მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან სავარაუდოდ დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მანამდე, ამავე შენობაში, „ქართული ოცნების“ შემდეგ, ევროპელი დიპლომატი კვლავ ოპოზიციას შეხვდება. მმართველი გუნდის ოპონენტებთან შეხვედრის დაწყებამდე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა და აცხადებდა, რომ თუ ოპოზიცია სამართლიანობის და რეალობის გადმოსახედიდან შეხედავს შეთანხმების შესაძლო პირობებს, შეთანხმება მიღწევადია. „ქართული ოცნება“ სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის მზადაა. ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობა, რომლებმაც პანდემიის მიუხედავად მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ორმა მილიონმა მისცა ხმას სხვადასხვა პარტიას. ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და გვსურს ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული რეფორმები გაატარა და რასაკვირველია, თუ ვინმეს სურს, პირველ რიგში ჩვენ გვსურს, ამ დემოკრატიულმა რეფორმებმა მოიტანოს სტაბილური და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი, ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მშვიდობიანი განაწილება საქმის იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში მოგვეცა როგორც ხელისუფლებას მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ ერთხელ დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ არის ცალსახა - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია კი შეხვედრის დაწყებამდე დააფიქსირა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს საუბარი შეუძლიათ,. ვადამდელი არჩევნები; ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. მიგვაჩნია, რომ ქვეყანას, კრიზისიდან გამოსასვლელად, სჭირდება ვადამდელი არჩევნები. შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია, ვისაუბროთ, არის ის, თუ როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე. ცხადია, პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილოს კრიზისის გამწვავება“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების რესურსი არ არსებობს, სრულიად ბუნებრივია, რომ ხალხს მივმართოთ - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი დღე და დღეს გამოჩნდება, მოახერხებს თუ არა ქართული პოლიტიკური კლასი, ქვეყანა გამოიყვანოს ძალიან ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“. დავით ბაქრაძის თქმით, ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში გვეცოდინება, რომელი მხარე რა პასუხისმგებლობას და რა ტვირთს იღებს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. რაც შეეხება პლებისციტს, მისი თქმით, არიან ოპოზიციური პარტიები, ვისთვისაც პლებისციტის იდეა მიუღებელია, მათ რიცხვს კი თავად არ მიეკუთვნება. „მიმაჩნია, რომ როცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების რესურსი არ არსებობს და როცა სამომავლო გზაზე ვერ თანხმდებიან, სრულიად ბუნებრივია, მივმართოთ ხალხს და გავიგოთ მათი აზრი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ ვიჩქართებთ. ჯერჯერობით არც პლებისციტის საკითხი არ დგას მოლაპარაკებებში, ამიტომ შევხედოთ, დაველოდოთ. დღეს არის გადამწყვეტი დღე, ამიტომ, წინასწარ ვერანაირ კომპრომისს ვერ გეტყვით, რა იქნება და როგორ იქნება, მათ შორის ძალიან მნშვნელოვანია, რა წინადადებებით მოვლენ ჩვენი მეგობრები თავისი მხრიდან, რადგან მედიაცია და შუამავლობა გულისხმობს სწორედ იმას, რომ მათი მხირდანაც იქნება წინადადებები, რომლებსაც ისინი ხედავენ როგორც მხარეებს შორის კომპრომისს, ამიტომ დაველოდოთ მათ წინადადებებსაც, დაველოდოთ იმასაც, რაზე ისაუბრა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. მინდა, რომ დაგიდასტუროთ 2 რამ: პირველ რიგში, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არის ის განწყობა და ის მზადყოფნა, რომ მოლაპარაკებების დროს გადაწყდეს კრიზისი და ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალურ ვითარებაში და მე-2, დიდი იმედი მაქვს, რომ ის რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან წითელი ხაზების მოხსნაზე, არ არის საზოგადოების მოტყუება და ის სიტყვები აისახება კონკრეტულ მოქმედებებში მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. თავის მხრივ, „რესპუბლიკელების“ წევრმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხარეები ისევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არის იმის მოლოდინი, რომ ასეთი შეხვედრა დღის განმავლობაში გაიმართება, დღეს კი, წინ გადაიდგა ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტულ წინადადებებზე ისაუბრეს. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ამავე თემაზე: კრისტიან დანიელსონის მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან გაგრძელდება, მანამდე კი, ევროპელი დიპლომატი ისევ ოპოზიციას ხვდება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. „უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. „უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.
პატრიარქი შენდობის წესს სამების ტაძარში 18:00 საათზე აღავლენს
დღეს, 18:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს. მამა იოანემ აღნიშნა, რომ შენდობის წესი ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს სრულდება. „17:00 საათზე დაიწყება მსახურება, 18:00 საათზე ველოდებით მის უწმინდესობას და იქნება შენდობის წესი. ტრადიციულად დიდმარხვის წინა დღეს, ადრე მონასტრებში შენდობას სთხოვდნენ ხოლმე ერთმანეთს და უდაბნოში სალოცავად მიდიოდნენ, ამ ტრადიციიდან გამომდინარე, მისი უწმინდესობაც ყოველ დიდმარხვის წინა დღეს მობრძანდება და შეასრულებს ამ შენდობის წესს“, - აღნიშნა მამა იოანემ.
დანიელსონთან შეხვედრაზე ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე არჩევნების სხვადასხვა თარიღზე ისაუბრა
,,გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებამდე და ღრმა კრიზისის განმუხტვისთვის ცოტა დრო დარჩა. როგორც დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება, ამიტომაც მას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ,,ოპოზიციიდან ამ ჯგუფში ყველას აქვს გათვითცნობიერებეული, რომ კომპრომისები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე მხრიდან და ასევე ყველას აქვს გაცნობიერებული, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ სანამ ეს ადამიანი იქნება ჩამოსული შევძლებთ და მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ამ ღრმაკრიზის. ცხადია, სხვა დეტალებს ამჯერად ვერ მოგიყვებით, იმიტომ რომ ეს არ იყო ბოლო შეხვედრა. დღეს შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში ეს შეხვედრები შეთანხმებით დასრულდება", - განაცხადა ჯაფარიძემ. ,,ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით კი, შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისის განმუხტვისკენ მიდიან. „ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბატონმა დანიელსონმა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა. იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს მივიღებთ. თქვენ იცით, რომ, გარდა სხვა მოთხოვნებისა, ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე - თუ როგორი ფორმითა და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ბატონმა დანიელსონმა ბატონი შარლ მიშელის 6-პუნქტიანი დოკუმენტი უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადააქცია“ - განაცხადა ხაზარაძემ. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც და განაცხადა, რომ გარკვეული პროგრესის არსებობა მას პოზიტიურად განაწყობს. „დღის ბოლომდე კიდევ იქნება შეხვედრა, რაღაც საკითხები დაზუსტდება და შესაძლოა, მხარეების პოზიცია კიდევ დაახლოვდეს. ყველას უნდა გვქონდეს რაციონალური პოზიცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, იმ საკითხებზე, რაც დარჩა, ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა - დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ-ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
ხვალიდან საქართველოში კოვიდვაქცინაცია იწყება
ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ხვალიდან იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ვიზიტი მედპერსონალებს უკვე აქვს დაჯავშნილი. „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ) თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. დღეის მდგომარეობით, სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1 449 მედპერსონალს. ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება. აცრა ნებაყოფლობითია! COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო.
თამარ გაბუნია: 29 სამედიცინო დაწესებულება არის მომზადებული ვაქცინაციის დასაწყებად
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 29 სამედიცინო დაწესებულება არის მზად, რომ სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციისთვის მიიღოს. გაბუნია მედპერსონალს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან. „ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგისტრაციის პროცესი, რიგში ჩაწერა შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდის მეშვეობით და ყველა ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ბმულზე. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ნახავთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. 29 სამედიცინო დაწესებულება არის მომზადებული იმისთვის, რომ ხვალ მიიღოს სამედიცინო პერსონალი, ვინც უკვე ჩაწერილია რიგში. დილის მდგომარეობით 1 700-მდე ადამიანი უკვე იყო რეგისტრირებული სისტემაში. ეს პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად. ამდენად, მე მინდა ვთხოვო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყონ პირი, ვინც დაეხმარება თანამშრომლებს რეგისტრაციაში და რიგის დაჯავშნაში, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად და მარტივად მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის განხორციელება. დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ ამ დაწესებულებებში, რომ საბოლოოდ შეამოწმონ ყველა ის დეტალი, რაც ვაქცინაციის პროგრამის დასაწყებად არის საჭირო. 17 მარტიდან კიდევ დაემატება 35 დაწესებულება და შემდეგ 18 მარტიდან დაემატება 23 დაწესებულება რეგიონების და რაიონების დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია ქუთაისში დასრულდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომავალი საპროტესტო აქცია დედაქალაქში გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო ტალღა დედაქალაქში გადაინაცვლებს. ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ. „მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ნუ ეცდებიან საკუთარი მოსახლეობის დისკრედიტაციას, და ნუ გააკეთებენ დაცინვას, რომ აქ ვინმე არის ჰომოფობი. ბატონებო, ნუ გააღრმავებთ უფსკრულს, რომელიც უკვე ისედაც არის. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, დამოუკიდებელი ხალხი ვართ. ხელისუფლებას შევახსენებთ – თუ თქვენ არ გვემსახურებით, მაშინ გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვემსახურება”, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა. მოთხოვნასა და გამართულ აქციაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გამოეხმაურა. „უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
British Airways ითხოვს, კორონავირუსზე აცრილმა ადამიანებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ
ავიაკომპანია British Airways-ი ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანია ასევე ითხოვს, რომ მგზავრობისას არავაქცინირებულებმა ადამიანემბმა კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ. ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ დოილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების მთავრობებთან, რათა გაიხსნას საზღვრები ვაქცინაციის შედეგად. „ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებსაც აცრა გაუკეთდათ, უნდა შეეძლოთ შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა. ხოლო მათ, ვინც არ აცრილა, უნდა შეეძლოთ მოგზაურობა ტესტის ნეგატიური პასუხით“, – განაცხადა დოილმა.
პირველ კოვიდვაქცინას ხვალ პირდაპირ ეთერში პაატა იმნაძე გაიკეთებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იქნება პირველი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ჩაიტარეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე აიცრება. ასევე, ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ხვალ ინფექციურ საავადმყოფოში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე. 11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე. პირდაპირ ეთერში აიცრებიან დილის 10:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და ექიმი ილია ნაკაშიძე. ექიმები საჯაროდ აიცრებიან ქუთაისსა და თელავში. დღეს, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუბეგოვმაც განაცხადა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, 17 მარტს ჩაიტარებს. შეგახსენებთ, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, 15 მარტინად კი ვაქცინაცია იწყება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში, ანგარიშით 25-19 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან ლელოს დადება თორნიკე ჯალაღონიამ, აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ მოახერხეს. 10 ქულა გუნდის 10-მა ნომერმა, თედო აბჟანდაძემ მოიპოვა. საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაზე ორი თამაშიდან ორი გამარჯვება დაუგროვდა. ცნობისთვის, წინა ტურში ქართველებმა პორტუგალიელებს ბონუს ქულით, ანგარიშით 16-29 სძლიეს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.
თენგიზ ცერცვაძე: AstraZeneca თავისი ხარისხით არანაკლებ ფასობს Pfizer-ზე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომ რიგ შემთხვევებში ვაქცინირებულ ადამიანში გამოვლენილი გართულებები დაკავშირებული არ იყო AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებასთან. „პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ავსტრიაში, შემდეგ დანიაში, იყო შემთხვევები იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა AstraZeneca-ს გამოყენება, თუმცა მხოლოდ იმის გარკვევამდე, სანამ სპეციალური კომისია გაარკვევდა თრომბოემბოლიის და გარდაცვალების შემთხვევები დაკავშირებული იყო თუ არა ვაქცინასთან. ამაზე ინტენსიურად იმუშავა ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და კიდევ არაერთმა ორგანიზაციამ. მათ უკვე გამოაქვეყნეს ოფიციალური დასკვნა. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ გართულებები დაკავშირებული იყო AstraZeneca ვაქცინის მიღებასთან. გარდა იმისა, რომ ეს არ იყო დაკავშირებული პრეპარატთან, რაოდენობრივადაც მეტი არ იყო, ვიდრე არავაქცინირებულ მოსახლეობაში თრომბოემბოლიის შემთხვევები. ძალიან არ მომწონს ტენდენცია, რომ ზოგიერთები შეგნებულად ამბობენ, ვინაიდან პირველი „ფაიზერი“ უნდა შემოსულიყო, ჩვენ გვინდა Pfizer, არ გვინდა AstraZeneca. ეს არის სუფთა სპეკულაცია, რადგან მსოფლიოში AstraZeneca თავისი ხარისხით არანაკლებ ფასობს Pfizer და ის მეორე ვაქცინაციის შემდეგ 90%-იან დაცვას იძლევა კოვიდისგან, ხოლო პირველი დოზის შემდეგ 60%-იან დაცვა“, – განაცხადა ცერცვაძემ
თენგიზ ცერცვაძე: შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარება 70%-დან 43%-მდე შემცირდა
საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა და საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. „შეზღუდვების შემსუბუქება არის რისკი, რა თქმა უნდა. ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ დავიწყეთ ვაქცინაცია. იმუნიზაცია, ყველა ქვეყანაში, შედეგს იღებს სულ ცოტა 2-3 თვის შემდეგ. აშშ-მა, ინგლისმა, გერმანიამ, ისრაელმა ვაქცინაცია დაიწყო დეკემბერში და დღეს მათ გაცილებით უარესი მდგომარეობა აქვთ, ვიდრე საქართველოს, სადაც ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. ისრაელმა 90% აცრა მოსახლეობის და ჯერ ხელშესახები შედეგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენც ნუ გვექნება ასე მალე მოლოდინი. ამას დრო უნდა, იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. იქამდე, ვიდრე ეს იქნება, პირბადეები უნდა გამოვიყენოთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარება, ნუ ვიზამთ ამას, ნუ დავიღუპავთ თავს, არის დიდი შანსი მესამე ტალღის გავრცელების. ევროპამ, სხვადასხვა ქვეყნებმა გაახანგრძლივეს ლოკდაუნი, რადგან შეიძლება შემობრუნდეს სიტუაციაა“,- განაცხადა ცერცვაძემ.