ძებნის რეზულტატი:

რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ტრამპმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული პირადი ძალისხმევისთვის. უკრაინა სრულად უჭერს მხარს მკვლელობების შეჩერების აუცილებლობას. ეს საკითხი განხილვის ცენტრში იყო.  ლიდერებმა შეათანხმეს პოზიციები და გაცვალეს სიტუაციის შეფასებები. დონალდ ტრამპი ინფორმირებულია რუსული დარტყმების რაოდენობის ზრდის, ასევე, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და თემებზე თავდასხმების შესახებ. „უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. რუსეთის ეკონომიკა აგრძელებს კლებას, სწორედ ამიტომ არის მოსკოვი ასეთი მგრძნობიარე მკაცრი სანქციების პერსპექტივისა და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ ევროპულ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუწყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. ნიდერლანდებმა, შვედეთმა, ნორვეგიამ და დანიამ უკვე გამოყვეს 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოფა ამერიკული იარაღის შესაძენად. NATO-ს ქვეყნებთან ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი. უკრაინა მზადაა, დოკუმენტი დეტალურად განიხილოს და ხელი მოაწეროს მას. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს სიცოცხლის დაცვაში მხარდაჭერისთვის,“ წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „პროდუქტიული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, საკვანძო ფოკუსით, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაზე. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ ყველა ძალისხმევისთვის. ნამდვილად აუცილებელია მკვლელობების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება და სრულად ვუჭერთ მხარს. უკვე ბევრი თვე შესაძლოა, გასულიყო ომის გარეშე, რუსეთი რომ არ აგრძელებდეს მას. დღეს ჩვენი პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ - უკრაინისა და შეერთებული შტატების. ჩვენი შეფასებები ვითარების შესახებ გავცვალეთ: რუსეთი თავისი თავდასხმების სისასტიკეს აძლიერებს. პრეზიდენტი ტრამპი სრულად ინფორმირებულია კიევზე, სხვა ქალაქებსა და სოფლებზე რუსული თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ვისაუბრეთ. მათი ეკონომიკა დაცემას აგრძელებს და მოსკოვი სწორედ ამიტომ არის ასე მგრძნობიარე ამ პერსპექტივაზე და პრეზიდენტ ტრამპის გაბედულობაზე. ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან მან ასევე განიხილა ევროპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის თავდაცვას ეხმარება. ზელენსკის თქმით, ამერიკასთან დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი კიევმა უკვე მოამზადა და მზად არის დეტალურად განიხილოს და გააფორმოს.  

რუსეთი განიხილავს ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, თუმცა ცეცხლის სრულ შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება - Bloomberg

კრემლი განიხილავს წინადადებას უკრაინაში გრძელვადიანი დარტყმების შეჩერების შესახებ, როგორც პოტენციურ დათმობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ ერთგული რჩება ომის გაგრძელების მიმართ, იტყობინება Bloomberg 5 აგვისტოს, საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ოფიციალური პირები ვარიანტებს, აშშ-ის ელჩის სტივ ვიტკოფის მოსკოვურ ვიზიტამდე განიხილავენ. ერთ-ერთი შესაძლო შეთავაზება, რომელიც განიხილება, ლიმიტირებული „საჰაერო ზავია“, რომელიც დრონებისა და სარაკეტო დარტყმების შეჩერებას გულისხმობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაც იგივეს გააკეთებს. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა რაიმე კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე. ტრამპმა 3 აგვისტოს დაადასტურა, რომ ვიტკოფი შესაძლოა რუსეთში 6 ან 7 აგვისტოს გაემგზავროს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან 5 აგვისტოს ტრამპთან „პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი გამართა, მათ შორის სანქციებსა და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ბოლოდროინდელ საჰაერო დარტყმებზე. 8 აგვისტოს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.  

სომხური მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება

ერევანი ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხუთშაბათს და პარასკევს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფაშინიანი სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ასევე, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომლის მიზანიც რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. Washington Post-ის ცნობით, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ. ალიევი და ფაშინიანი 8 აგვისტოს, თეთრ სახლში შეხვდებიან - მედია

ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მოსკოვშია. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ უიტკოფს სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი და პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.  აშშ-ის პრეზიდენტმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6 ან 7 აგვისტოს ჩავიდოდა. 4 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კვირაში პრეზიდენტ პუტინის და უიტკოფის შეხვედრა გამორიცხული არ არის. 5 აგვისტოს დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ უიტკოფი პუტინს 6 აგვისტოს შეხვდება. 8 აგვისტოს იწურება ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი ახალი სანქციების ამოქმედებას გეგმავს.  ტრამპი: ენერგომატარებლებზე ფასები თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ტრამპმა რუსეთი განიხილავს ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, თუმცა ცეცხლის სრულ შეწყვეტას კვლავ არ თანხმდება - Bloomberg  

რუსეთი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან შემოსავლების შემცირების შესახებ იუწყება

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ივლისში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 27%-ით შემცირდა და ჯამში 787.3 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 9.8 მილიარდი დოლარი) შეადგინა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ იანვარ-ივლისის პერიოდში, შემოსავლებმა 5.52 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.5%-ით ნაკლებია. სამინისტროს ცნობით, ივლისში შემოსავლები 2024 წლის ივლისთან შედარებით, 27%-ით შემცირდა, რაც თვის საწყის პროგნოზს აღემატება. 16 ივლისს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ნავთობის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირდა და 211 მილიონ ტონას მიაღწია, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 3%-ით შემცირდა და 290 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.  

რუსეთში ლიკვიდირებულმა კომპანიების რიცხვმა, ახლად რეგისტრირებულის რაოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა

2025 წლის პირველ ნახევარში, რუსეთში ლიკვიდირებული კომპანიების რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა ახლად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობას. ამის შესახებ „იზვესტია“ „როსსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.  ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის 141 ათასი იურიდიული პირი აჩერებს მუშაობას, ხოლო მხოლოდ დაახლოებით 95 ათასი გაიხსნ.  გამოცემა წერს, რომ დახურვის სასარგებლოდ ასეთი დისბალანსი 2022 წლის შემდეგ პირველად ფიქსირდება. ლიკვიდაციის ყველაზე დიდი რაოდენობა ვაჭრობაში, მშენებლობასა და წარმოებაში დაფიქსირდა - ინდუსტრიებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზარდი ხარჯებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირების მიმართ. დეველოპერებს შორის გაკოტრების ტალღა დაფიქსირდა რიგ რეგიონში. მაგალითად, ეკატერინბურგში, PIK Stroyproekt Group-ის ყოფილი გენერალური კონტრაქტორი გაკოტრების პირას იყო, ხოლო დონის როსტოვში SK Donstroy გაკოტრებულად გამოცხადდა. მათ შორის, ვინც ფუნქციონირება შეწყვიტა, იყვნენ რუსული მოდის ბრენდები ME და I AM Studio. უცხოურმა კომპანიებმა, რომლებმაც 2022 წელს რუსული ბაზრიდან წასვლაზე განაცხადეს, (მათ შორის, H&M და Microsoft) ასევე დაიწყეს ლიკვიდაცია.  

პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს

პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, რუსეთის დავალებით დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება. დონალდ ტუსკის განცხადებით, „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები აშკარა მიზეზების გამო, რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ რეკრუტირებისგან განსაკუთრებით დაუცველები არიან.” „როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანის დეპორტაცია უკვე განვახორციელეთ. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ ან მათი დეპორტაცია მოხდება,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.  

მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი. დაცვის მხარე ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს.“  

ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობისთვის საზღვაო მარშრუტის კვლევა დაიწყო

ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის შექმნის მიზნით, ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობისთვის საზღვაო მარშრუტის კვლევა დაიწყო, რომელიც ხსენებული დერეფნის შექმნისთვის, „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის ძირითადი კომპონენტია. კვლევა მოიცავს სანაპირო ზოლის ანალიზს და ზღვის ფსკერის დეტალურ შესწავლას. კვლევა ამ სტრატეგიული პროექტის მშენებლობისთვის უმოკლესი, უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი მარშრუტი განსაზღვრას შეუწყობს ხელს. საზღვაო მარშრუტის კვლევა, რომელიც ერთდროულად დაიწყო აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, სავარაუდოდ, ოთხ კვირამდე გაგრძელდება. „საზღვაო მარშრუტის კვლევის დაწყებით, ჩვენ ახლა მშენებლობის ძირითად ფაზაში შევდივართ. პროექტის ამ ეტაპის განსახორციელებლად, ჩართულია უახლესი ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც გააძლიერებს რეგიონულ ციფრულ კავშირს და კასპიის ზღვას გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილად წარმოაჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აზერბაიჯანის, ასევე, ყაზახეთის მხარეს სამუშაო წარმატებით და დროულად დასრულდება,“ - განაცხადა „აზერტელეკომის“ საბჭოს თავმჯდომარემ ემილ მასიმოვმა. ტრანსკასპიური ბოჭკოვანი კაბელის პროექტის ფარგლებში, კასპიის ზღვის ფსკერზე 380 კმ სიგრძის ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელი გაივლის, რომელიც სუმგაითს (აზერბაიჯანი) და აქტაუს (ყაზახეთი) დააკავშირებს. 400 ტბიტ/წმ-მდე დაგეგმილი სიმძლავრით, ეს წყალქვეშა საკომუნიკაციო ხაზი ხელს შეუწყობს დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემას. მშენებლობის დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტს აზერბაიჯანიდან AzerTelecom და ყაზახეთიდან Kazakhtelecom ახორციელებს. ტექნიკურ ზედამხედველობას და საკონსულტაციო მხარდაჭერას აშშ-ში დაფუძნებული კომპანია „Pioneer Consulting“ უზრუნველყოფს. ტრანსკასპიური ბოჭკოვანი კაბელი „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია - ციფრული სატელეკომუნიკაციო დერეფანი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქმენეთში გაივლის. ეს ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მონაცემთა გადაცემისთვის მაღალ გამტარობასა და დაბალ შეყოვნებას უზრუნველყოფს, ყველაზე ეფექტიანი და პირდაპირი მარშრუტის ფუნქციას შეასრულებს, რაც რეგიონულ თანამშრომლობას გააძლიერებს და სხვადასხვა ქვეყანაში მდგრად განვითარებას მხარს დაუჭერს. პროექტი, კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების გაყვანას გულისხმობს და მისი მიზანია აზერბაიჯანის გავლით ევროპასა და აზიას შორის ციფრული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბება მაგისტრალური საკაბელო ხაზების გაყვანით, რაც კასპიის ზღვის ფსკერზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის საშუალებას იძლევა.  

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.  

ყაზახეთი ყირგიზეთის საზღვართან პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს

ყაზახეთი ალმატის რეგიონში, სოფელ ულკენთან ახლოს, ყირგიზეთის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. The Caspian Post-ის ცნობით, კაპჩაგაის წყალსაცავის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ობიექტი ყირგიზეთის ჩუის რეგიონის მახლობლად მდებარეობს, რაც რეგიონის ყურადღებას იპყრობს. ინიციატივამ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დებატები გამოიწვია როგორც ყაზახეთში, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც ქვეყნის ბირთვული ენერგიისკენ სწრაფვის შესახებ მრავალფეროვან შეხედულებებს ასახავს.  

რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო, ტრამპმა ინდოეთს დამატებითი, 25%-იანი ტარიფები დაუწესა

რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ტრამპმა ინდოეთს დამატებითი 25%-იანი ტარიფები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას თეთრი სახლი ავრცელებს. ტარიფების აღნიშნული დონე შეეხება საქონელს, რომელიც აშშ-ის ბაზრობაზე განკარგულების გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ შუადღის 12:01 საათიდან აღმოჩნდება. აშშ-ის პრეზიდენტი იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც დაუდგინდებათ, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ ყიდულობენ რუსულ ნავთობს. რუსული ნავთობის შესყიდვის გამო, ტრამპი ინდოეთს ტარიფებს „მნიშვნელოვნად უზრდის“  

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაღუპულა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჰელსინკში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ამიშ შესახებ მუნიციპალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა მცირდება, 2024 წელს კი, ეს მაჩვენებელი 3 პროცენტით შემცირდა, ტრაგიკული შედეგებით გამოწვეული ავარიები მეტროპოლიტენის არეალში კვლავ ხშირია. 2023 წელს, ევროკავშირის ქალაქებში საგზაო შემთხვევების შედეგად 7,807 ევროპელი დაიღუპა. გასულ წელს ბერლინში საგზაო შემთხვევების შედეგად, 55 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში, ბრიუსელის რეგიონში მომხდარი შეჯახების შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ჰელსინკი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, მისი მოსახლეობა 690 000-ზე ოდნავ ნაკლებია, მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოძრაობს. ქალაქის ურბანული გარემოს დეპარტამენტის საგზაო ინჟინერმა, რონი უტრიაინენმა, ფინურ პრესას განუცხადა, რომ ეს მიღწევა განპირობებულია „მრავალი ფაქტორით... მაგრამ სიჩქარის შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.“ ქალაქის ოფიციალურმა პირებმა 2021 წელს, ჰელსინკის საცხოვრებელი უბნების უმეტესობასა და ქალაქის ცენტრში, სიჩქარის დაბალი ზღვარი დააწესეს.  აღსრულება 70 ახალი სიჩქარის კამერით და ეროვნული „ხედვის ნულოვანი“ პოლიტიკის საფუძველზე შექმნილი საპოლიციო სტრატეგიით მოხდა, რომლის მიზანიც იყო საგზაო მოძრაობისას დაზიანებების ან სიკვდილიანობის ნულოვანი დონის მიღწევა. ფინეთის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს, Liikenneturva-ს მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ჰელსინკში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა მას შემდეგ მცირდება. ქალაქის ბევრ ნაწილში გზები შევიწროვდა და ხეები დაირგო იმ მიზნით, რომ მძღოლებისთვის დისკომფორტი შეექმნათ - მიზეზი ის იყო, რომ რთული ურბანული ლანდშაფტები მძღოლებს დასახლებულ ადგილებში უფრო ფრთხილად გადაადგილებისკენ უბიძგებს. ასევე ინვესტიცია ჩაიდო ველობილიკების მოწყობაში. დეკარბონიზებული და თვითმართვადი ავტობუსებით გაძლიერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი და ახალი ტრამვაის ხაზის შექმნა ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსა. უტრიაინენმა განაცხადა, რომ განახლებებმა ხელი შეუწყო „მანქანების გამოყენების შემცირებას და, მასთან ერთად, სერიოზული ავარიების რაოდენობის კლებას“.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2003-დან 2023 წლამდე ქალაქში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული დაზიანებების რაოდენობა 727-დან მხოლოდ 14-მდე შემცირდა.  

დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს შეთანხმებას

დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. „დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ვიხსენებთ მათ, ვინც ამ ომს შეეწირა და ასევე ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამ აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც მე დავიწყე ჩემი საქმიანობა როგორც მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში. ამ პერიოდში ვეწვიე სოფელ ერგნეთს, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხრეთ ოსეთში, ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს, რომელიც რიონზე გადადის აფხაზეთის მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა უბრალოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან, ქალ ელჩებთან მშვიდობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ასევე ახალგაზრდებთან გალის რეგიონიდან. საკუთარი თვალით ვიხილე ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოების გავლენა, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უკვე 30 წელიწადზე მეტია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ერთად მუშაობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით. დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს წარმატებული, ერთიანი საქართველო, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების პარტნიორების თავისუფლად არჩევა. ვწუხვართ, როდესაც საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში. დიდი ბრიტანეთი მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი,“ – განაცხადა ელჩმა.

ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის გავლით ტვირთის მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა

ჩინეთიდან თურქეთში შუა დერეფნის მარშრუტით ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების მიწოდების დრო 15 დღემდე შემცირდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ენვერ ისკურტმა, სტამბოლში გამართულ შეხვედრასა და ევროპაში მატარებლების გაგზავნის ცერემონიაზე განაცხადა. ჩინეთიდან ჩასული ორი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან პოლონეთის (ლოძი) და უნგრეთის (ბუდაპეშტი) მიმართულებით გაემგზავრა. „ერთ-ერთი მატარებელი ჩენდუდან დაიძრა, რომელმაც სინძიანის ალატავის უღელტეხილის გავლით, „შუა დერეფნის“ მარშრუტით 508 ტონა ტვირთი გადაიტანა და თურქეთში, ყარსში ჩავიდა. დროის 15 დღემდე შემცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩინეთის, თურქეთისა და ევროპისთვის,“ – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მანვე  ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი მიზანია ალატავიდან ყარსამდე მგზავრობის დროის 10 დღემდე შემცირება. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თურქეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, შუა დერეფნის პროექტი ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივასთან კოორდინირებული იქნებოდა. შუა დერეფანი არის მულტიმოდალური მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.  შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან ევროპაში მე-20 000 მატარებელი გაემგზავრა  

ევროკავშირი: ჩვენი ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია

ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. „ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ იტანჯება ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, როგორიცაა „ბორდერიზაცია“, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვა და უკანონო დაკავებები. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით, ყველა დაზარალებულისთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ლტოლვილთა და დევნილთა უფლები კვლავ გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ მათ უფლებას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს. ევროკავშირი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ კონფლიქტების მოგვარებაში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე მუშაობის საშუალებით. ეს მექანიზმი ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით და 2026 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებული მანდატით, კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში, რადგან ის ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და ასევე 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგული რჩება,“ - წერია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.  

ალიევი ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. Report-ის ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ერთობლივ ბაზაზე, ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე, ოფიციალური პირები დახვდნენ. ტრამპი პარასკევს ფაშინიანს შეხვდება, შემდეგ კი - ალიევს. გარდა ამისა, იმავე დღეს იგეგმება სამი სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი სამმხრივი განცხადების გამოქვეყნება. სომხური მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება  

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს - Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ხვალ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლებს და შეხვედრაზე მხარეები შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის“ და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სატრანზიტო საკითხის მოგვარებას ისახავს შექმნას. აზერბაიჯანმა მოითხოვა სატრანსპორტო დერეფნის გაყვანა სომხეთის გავლით, რომელიც მისი ტერიტორიის დიდ ნაწილს ნახიჩევანთან, აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს და რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი გეგმავს, რომ აშშ-ს, სატრანზიტო დერეფნის განვითარების გრძელვადიანი ექსკლუზიური უფლება მიანიჭოს, რომლის სახელიც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) იქნება. „ეს ნაბიჯი, თავისი კომერციული საშუალებებით, რეგიონს გახსნის და მომავალი სამხედრო დაპირისპირებების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს,“ - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა. ოფიციალური პირების თქმით, მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება, ხოლო აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მარშრუტის მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ოფიციალური პირების თქმით, სომეხი და აზერბაიჯანელი ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლებიც მოითხოვენ მინსკის ჯგუფის დაშლას, რომელსაც 1992 წელს კონფლიქტის შუამავლობის მიზნით საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები თანათავმჯდომარეობენ. სომხური მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება  

ტრამპი: ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს „ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე“ უმასპინძლებს, რომლის მიზანიც ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულებაა. The Guardian-ი წერს, რომ ორმა ქვეყანამ მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მოლაპარაკებები გამართა, მათ შორის, გასულ თვეში - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თუმცა გარღვევის მიღწევა ვერ მოხერხდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად“, რამაც შეიძლება, სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი სრულად გახსნას. „ველოდები, რომ 8 აგვისტოს ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში გამართულ ისტორიულ სამშვიდობო სამიტზე. ეს ორი ერი მრავალი წელია, ომში იმყოფება, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მრავალმა ლიდერმა სცადა ომის დასრულება, მაგრამ წარუმატებლად, ვიდრე ეს დრო დადგებოდა, "ტრამპის" დამსახურებით. უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი ადმინისტრაცია ჩართული იყო ორივე მხარესთან.  პრეზიდენტი ალიევი და პრემიერი ფაშინიანი თეთრ სახლში შემომიერთდებიან სამშვიდობო {შეთანხმებაზე} ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვავლინოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი. ძალიან ამაყი ვარ ამ ორი მამაცი ლიდერით, მათი სწორი ქმედებების გამო, სომხეთისა და აზერბაიჯანის დიდებული ხალხისთვის. ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის,“ წერს ტრამპი. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს - Reuters  

The Wall Street Journal-ი: უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში, რუსეთის შეტევის მთავარი პრობლემაა

The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინის არმიის წარმატება სუმის ოლქში, რუსეთის შეტევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გამოცემა წერს, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის ზაფხულის შეტევა სუმის ოლქში შეაჩერეს, დაიბრუნეს ტერიტორიის ნაწილი, რაც მოსკოვის წარუმატებლობას ავლენს გადამწყვეტი საბრძოლო ოპერაციების წარმოებაში. „შედეგად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას, მოლაპარაკებებზე ბრძოლის ველზე გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე ჩავა,“ - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცენის ცნობით, ივლისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა თითქმის შეწყვიტა შეტევა ამ ტერიტორიაზე და ბოლო კვირების განმავლობაში, ოფიცრები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ 10-დან 15 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია და ორი სოფელი დაიბრუნა.