ძებნის რეზულტატი:

ბელორუსი უკრაინის საზღვართან სპეციალური ოპერაციების ბრიგადას ქმნის

ბელორუსის სპეციალური ოპერაციების ძალები უკრაინის მოსაზღვრე გომელის რეგიონში ახალ საჰაერო-სადესანტო-სადესანტო ბრიგადას ქმნის. ამის შესახებ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა, იუწყება BelTA. „დღეს, სპეციალური ოპერაციების ძალებს საზენიტო-სარაკეტო პოლკი შეუერთდა. ამჟამად ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ და წელს სარაკეტო არტილერიის პოლკიც შეიქმნება; ის უკვე 70 პროცენტით მზადაა. ამჟამად სამეთაურო ბრიგადის შექმნის ამოცანა მუშავდება,“ - განაცხადა დენისენკომ. „გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება სამხრეთ სექტორის გაძლიერების შესახებ. დღეს ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე პრობლემური მიმართულებაა, რომელიც ყველას კარგ ფორმაში გვამყოფებს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება იქ ცალკე საჰაერო-სადესანტო-სადესანტო ბრიგადის შექმნის შესახებ. დღეს ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ბრიგადის ფორმირება; ერთ-ერთი ბატალიონი უკვე ჩამოყალიბებულია,“ -  აღნიშნა დენისენკომ.  

თურქეთმა, იტალიამ და ლიბიამ სტამბოლში, თანამშრომლობის სამიტი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს, პირველ აგვისტოს, სტამბოლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და ლიბიის პრემიერ-მინისტრ აბდულ-ჰამიდ დბეიბაჰს უმასპინძლა სამიტზე, რომელიც მიგრაციის საკითხებზე, თანამშრომლობის გაძლიერებასა და ლიბიის პოლიტიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. შესაბამის ინფორმაციას AP ავრცელებს. დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომის შემდეგ, მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამივე მხარემ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის, მიგრაციული ნაკადების მართვის მიმართულება. „მელონიმ შეაქო თურქეთთან მიგრაციის კონტროლის სფეროში თანამშრომლობით მიღწეული „შესანიშნავი შედეგები“ და აღნიშნა, რომ ანკარასთან თანამშრომლობით მიღებული გაკვეთილები, გამოყენებული უნდა იყოს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ერდოღანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზის აღმოსაფხვრელად საჭიროა „გრძელვადიანი და მდგრადი“ გადაწყვეტილებები, ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. ლიბია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ომსა და სიღარიბეს გამოქცეული მიგრანტებისთვის დომინანტური სატრანზიტო პუნქტია. ქვეყნის სანაპიროსთან დაღუპვის შემთხვევები ხშირია. დეკემბერში, ლიბიის დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე 61 მიგრანტი დაიხრჩო, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც იყვნენ.  ცნობისთვის, ამ შეხვედრამდე, ერდოღანმა და მელონიმ სატელეფონო საუბრები გამართეს. ერდოღანი ბოლოს რომს აპრილის ბოლოს ეწვია ორ ქვეყანას შორის მეოთხე სამთავრობათაშორისო სამიტზე. მან და მელონიმ გეოპოლიტიკური კრიზისები, ასევე, ლიბიის მომავალი განიხილეს.  

თურქეთი: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის სისტემები ადგილობრივი წარმოების დრონებში ინტეგრირდება

თურქულმა კომპანიებმა Titra-მ და Buyutech-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერის სისტემები ადგილობრივი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებში ინტეგრირდება. ამის შესახებ კომპანიებმა სტამბოლში გამართულ თავდაცვის გამოფენაზე IDEF 2025 განაცხადეს. შეთანხმების თანახმად, Buyutech შეიმუშავებს, აწარმოებს და დაამონტაჟებს მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციის სისტემებს რამდენიმე Titra-ს უპილოტო საფრენი აპარატისთვის, მათ შორის, Alpin-ისა და Alpin-2-ის უპილოტო ვერტმფრენებისთვის, Deli-ს კამიკაძე დრონისთვის, Pars-ის დამკვირვებელი დრონისთვის და Merkut FPV პლატფორმებისთვის, რომლებიც შემუშავებულია Titra-ს თავდაცვის შვილობილი კომპანია SAVX-ის მიერ. „Buyutech“-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ომერ ორკუნ დუზტაშმა განაცხადა, რომ კომპანია სამოქალაქო სექტორის გამოცდილებას ეროვნული უსაფრთხოების ხელშესაწყობად იყენებს.  

ტრამპმა რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანება გასცა

მედვედევის „სულელური და პროვოკაციული განცხადებების“ შემდეგ, ტრამპმა რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანება გასცა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის მახლობლად მდებარე რეგიონებში,ორი ატომური წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მუქარის საპასუხოდ, რომელმაც ხუთშაბათს განაცხადა, რომ ტრამპს უნდა ახსოვდეს, რომ საბჭოთა ეპოქის ატომური დარტყმის შესაძლებლობები ჰქონდა. „რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებებიდან გამომდინარე, მე შესაბამის რეგიონებში ორ ბირთვული წყალქვეშა ნავის გადაადგილების ბრძანება გავეცი, იმ შემთხვევისთვის, თუ გამაღიზიანებელი და სულელური განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე - სიტყვები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეიძლება, მან გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება,“ წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპი მედვედევს აფრთხილებს  

Reuters: NATO და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ

NATO და აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების ახალ მექანიზმზე მუშაობენ. ამის შესახებ Reuters-ი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო საჭიროებების სიას, ე.წ. პრიორიტეტული მოთხოვნების სიას უკრაინისთვის. თითოეული ასეთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ დოლარია. მექანიზმი უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდებას ისახავს მიზნად, თუმცა ვადები გაურკვეველია. NATO-ს მაღალჩინოსანმა ინიციატივა შეაფასა, როგორც „NATO-ს მიერ კოორდინირებული ნებაყოფლობითი ძალისხმევა, რომელშიც ყველა მოკავშირეს მოუწოდებენ მონაწილეობის მისაღებად.“  

კატარი სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას დააფინანსებს

აშშ-ის ელჩმა კატარს სირიისთვის გაზის შესყიდვის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. კატარის ინიციატივა ყოველდღიურად ელექტროენერგიის მიწოდებას 40%-ით გააუმჯობესებს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ასევე, კომერციული და სამრეწველო ზონებისთვის. ამ პროექტით, კატარის განვითარების ფონდის მთლიანი წვლილი სირიის ელექტროენერგეტიკულ სექტორში 760 მილიონს გადააჭარბებს. ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა 2 მილიონიდან 3.4 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.  „გულწრფელი მადლობა კატარს სირიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაზის ინიციატივის სრულად დაფინანსებისთვის," - დაწერა X-ზე ტომ ბარაკმა, აშშ-ის ელჩმა თურქეთში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხებში.  აზერბაიჯანი თურქეთის კილისის მილსადენით, სირიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას იწყებს  

სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

სომხეთი სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო სწავლება Eagle Partner 2025-ს უმასპინძლებს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს,“ - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მიზანს სამშვიდობო ოპერაციებისთვის, კერძოდ, სამედიცინო ევაკუაციის პროცედურებისთვის მომზადება წარმოადგენს. წვრთნის მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების ურთიერთქმედების გაძლიერება, კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის მზადყოფნის გაუმჯობესება.  საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადებული დანაყოფები, მსგავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებაში, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობენ. სომხეთ-აშშ-ის ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2025 სომხეთში 12-20 აგვისტოს გაიმართება.  

ტრამპი: ბირთვული წყალქვეშა ნავები უფრო ახლოს არიან რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი "უფრო ახლოს არის რუსეთთან". ამით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ.  „მედვედევს ეს არ უნდა ეთქვა. მას უხეში ენა აქვს. მას მსგავსი რამ ადრეც აქვს ნათქვამი. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ გავაგზავნე რეგიონში ორი ატომური წყალქვეშა ნავი. მე უბრალოდ მინდა, დავრწმუნდე, რომ მედვედევის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი,“ – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ვადაში, ანუ 8 აგვისტომდე თუ შეთანხმება არ შედგება, მაშინ ვაშინგტონი რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მანამდე ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დმიტრი მედვედევის "ძალზე პროვოკაციული განცხადებებიდან" გამომდინარე შესაბამის რეგიონში "ორ ბირთვულ წყალქვეშა ნავს გადაადგილების ბრძანება" გასცა.  

Reuters: რუსეთს ბენზინის დეფიციტი ემუქრება

Reuters-ის ცნობით, რუსეთს, ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, აგვისტოში შესაძლოა, ბენზინის დეფიციტი შეექმნას, რადგან შიდა მარაგების დაბალი დონე, სეზონური პიკური მოთხოვნა და შიდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში სარემონტო სამუშაო, ბაზარზე გავლენას ახდენს. ორშაბათს დაწესებული აკრძალვა, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება, რუსეთის ბაზრის სტაბილიზაციას და სოციალურად მგრძნობიარე საავტომობილო საწვავის ფასების ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. თუმცა ტრეიდერები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ბაზრის დაბალანსებისთვის საკმარისი არ იქნება, რადგან ბენზინის ექსპორტის მოცულობა გაცილებით მცირეა, ვიდრე შიდა მოხმარება და მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს, მაშინაც კი, თუ ის ადგილობრივ ბაზარზე გადამისამართდება. „ამჟამად, ბენზინის წარმოება ზაფხულისთვის ნორმალურ დონეზეა. გაყიდვებიც მოლოდინების ფარგლებშია. თუმცა, კერძო ტრეიდერებს მარაგი არ აქვთ,“ - განაცხადა მსხვილი ნავთობკომპანიის წყარომ. „რუსეთის აეროპორტებში ფრენების ხშირმა დაგვიანებამ, ასევე გამოიწვია ბენზინის მოხმარების ზრდა, რადგან მგზავრები ავტომობილებზე გადადიან,“ განაცხადეს წყაროებმა. ბაზრის მონაწილეები და ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბენზინის დეფიციტი, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გაგრძელდება, თუმცა ფასები შესაძლოა, ოქტომბერში შემცირდეს, როდესაც ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაასრულებენ რემონტს, ხოლო მოთხოვნა სეზონური პიკი გადაივლის.  

სირიაში, თურქეთისა და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო

2 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ კილისიში, აზერბაიჯანული გაზის სირიაში ტრანსპორტირების დაწყება აღინიშნა. Trend-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, კატარის მთავრობების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი თურქეთის გავლით მოკლე დროში დაიწყო. გაზის ექსპორტი ხორციელდება თურქეთის გავლით, ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთში მიწოდება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline – SCP) მეშვეობით. საქართველოს როლი ტრანზიტულია — გაზი ბაქოდან შემოდის საქართველოში, გაივლის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ მიეწოდება თურქეთს. სწორედ თურქეთის სამხრეთით ხდება ბუნებრივი აირის გადაცემა სირიაში, კერძოდ კი, ქალაქ კილისის მონაკვეთის მეშვეობით, საიდანაც ის სირიის ენერგოსექტორს მიეწოდება. კატარი სირიისთვის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვას დააფინანსებს  

NATO-ში აშშ-ის ელჩის თქმით, მეორადი სანქციები რუსეთს ომის დაფინანსების შესაძლებლობას წაართმევს

NATO-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დიპლომატიური გზებით დასასრულებლად და შესაძლოა, რუსეთისთვის საომარი ძალისხმევის დაფინანსების შესაძლებლობის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს. უიტაკერი ამბობს, რომ თუ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატები მომავალ კვირას მკაცრ სანქციებს დააწესებს რუსეთისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მასთან ვაჭრობას გააგრძელებენ. „მთავარი ის არის, რომ პუტინს ნავთობის გაყიდვა ესაჭიროება, ჩინეთში, ინდოეთსა და ბრაზილიაში. ეს ქვეყნები ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ მოექცევიან რუსეთთან ბიზნეს საქმიანობისთვის. რუსეთს აღარ ეყოლება მეგობრები ან სავაჭრო პარტნიორები. მათ ომის დაფინანსების უნარი აღარ ექნებათ. ეს ზეწოლა საბოლოოდ რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს,“ განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.  

ბუდანოვი: პუტინის წასვლის შემდეგ, რუსეთში არაფერი შეიცვლება, ეს სისტემაა

კრემლში ხელმძღვანელობის ცვლილება რუსეთის საერთო მიმართულებაზე გავლენას არ მოახდენს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის წასვლა არაფერს შეცვლის. მათ შექმნეს სისტემა, რომელშიც ნებისმიერი მემკვიდრე, სულ მცირე, იმავე პარადიგმაში დარჩება,“ - აღნიშნა ბუდანოვმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურა სრულად კონსოლიდირებულია და პუტინის ნებისმიერი მომავალი მემკვიდრე, სავარაუდოდ, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს. რუსეთში გაიზარდა ადამიანების მთელი თაობა, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის დროს დაიბადნენ და ცხოვრობდნენ - და ბევრი უკვე მოკვდა მისთვის. მათ სხვა რეალობა ვერ წარმოუდგენიათ. სამწუხაროდ, იქ სისტემა საკმაოდ ფესვგადგმულია,“ - განაცხადა ბუდანოვმა. მანამდე ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი NATO-სთან პოტენციური ომისთვის მოსამზადებლად, გადაიარაღებაზე დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო მძიმე ავადმყოფობის შესახებ დაუდასტურებელი ცნობები, დიდი ხანნია, ვრცელდება. ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინი, სავარაუდოდ, საჯარო გამოჩენებს ერიდება და მის ნაცვლად დუბლიორებს იყენებენ. უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა, ადრე განაცხადა, რომ პუტინს ჰყავს არანაკლებ სამი დუბლიორი, რომლებმაც პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეს, რათა მას უფრო მეტად დამსგავსებოდნენ.  

მედია: ისრაელი და აშშ „ჰამასისთვის“ ულტიმატუმს ამზადებენ

წყარო - ისრაელის მე-12 არხი: ისრაელი და აშშ „ჰამასისთვის“ ულტიმატუმზე მუშაობენ ღაზის სექტორის განიარაღება ყველა მძევლის გათავისუფლება ღაზაში აშშ-ის ხელმძღვანელობით დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა უარის თქმის შემთხვევაში, ისრაელი „ჰამასის“ დასაშლელად სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიას დაიწყებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 2 აგვისტოს, თელ ავივში ისრაელელი ტყვეების ოჯახებს შეხვდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა ისრაელი და აშშ „ჰამასისთვის“ წარსადგენი ულტიმატუმის შემუშავებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოთხოვნები ღაზის სექტორის დემილიტარიზაციას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზის სექტორში აშშ-ის ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობის შექმნას მოიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის მოთხოვნებზე, ისრაელი, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.  ისრაელის პოლიტიკური წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის მიღწეული. წყარომ განმარტა, რომ ისრაელსა და აშშ-ს შორის იქმნება შეთანხმება, რომ „ჰამასის უარის“ გათვალისწინებით, ისინი მძევლების ნაწილის გათავისუფლების გეგმიდან, ყველა მძევლის გათავისუფლების, „ჰამასის“ განიარაღების და ღაზის სექტორის დემილიტარიზაციის გეგმაზე უნდა გადავიდნენ. მაღალი თანამდებობის პირების ცნობით, „ნაწილობრივი შეთანხმებები აღარ იქნება.“ მანამდე, ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა მოუწოდა ისრაელის თავდაცვის ძალებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ღაზის სექტორის სრული ოკუპაციისთვის: „გაანადგურეთ ყველა ტერორისტი, გაანადგურეთ ყველა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა, და დაამყარეთ სამხედრო მმართველობა სექტორში.“ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ განაცხადა, რომ არ განიარაღდება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნამდე.  

თურქული Roketsan-ი ფრთოსან რაკეტებს ადგილობრივი წარმოების ძრავებით შექნის

თურქულმა თავდაცვის მწარმოებელმა კომპანია Roketsan-მა სტამბოლში დაფუძნებულ კომპანია Kale Jet Engines-თან ხელშეკრულება გააფორმა. ფრთოსანი რაკეტები ადგილობრივი წარმოების ტურბორეაქტიული ძრავებით აღიჭურვება, რაც საწვავის ხარჯებს შეამცირებს. ანკარა ამ ნაბიჯს სრულიად დამოუკიდებელი ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ Anadolu წერს. შეთანხმებას სტამბოლში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერა ხელი. თურქული მედია წერს, რომ KTJ-3700 მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ ეფექტიანობას. KTJ-3200 ასევე გამოირჩევა, როგორც თურქეთის პირველი ექსპორტირებული ადგილობრივი ტურბორეაქტიული ძრავა, რომელიც ამჟამად ბრაზილია-ემირატების MANSUP-ER ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პროგრამაში გამოიყენება. ეს პარტნიორობა თურქეთის უფრო ფართო მცდელობის ნაწილია, რომელიც უცხოეთზე დამოკიდებულების მინიმიზაციას და ამავდროულად, ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.  

უკრაინა დღეს საჰაერო ძალების დღეს აღნიშნავს

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დღეა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გააზიარა. ეს დღე, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, 2007 წლის 27 ივნისიდან აღინიშნება. დღეს უკრაინის საჰაერო ძალები მოიცავს არა მხოლოდ საჰაერო კომპონენტებს, არამედ ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტებსაც, კერძოდ, ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და რადიოტექნიკურ ჯარებს, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმებს.  

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალპარსლან ბაირაქთარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დღეს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსის ექსპორტი ზანგეზურის დერეფნით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების თურქეთში ექსპორტთან, მათ შორის ნავთობის, ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის, ბაქოსთან ერთობლივად განხორციელდება. „ამ მიმართულებით მიღწეულია პროგრესი. პროექტების მაგალითად, რომელთა რეალიზაციაც დღემდე ხდება, შემიძლია, გამოვყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ასევე, ინტერკონექტორი ნახიჩევანი-თურქეთი. დღეს ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში ხორციელდება საქართველოს გავლით, მაგრამ უახლოეს ხანში ყველა ენერგორესურსისა და სხვა ლოგისტიკური გადაწყვეტილებების თურქეთში მიწოდება მოხდება ზანგეზურის დერეფნით. ამასთან, ენერგორესურსები და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ცენტრალურ აზიაში იქნება მიწოდებული თურქეთში აზერბაიჯანის გავლით, ხოლო თურქეთის გავლით – ევროპაში,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.  

ტრამპი აბრაამის შეთანხმებებში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ჩართვას ცდილობს - მედია

წყარო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აბრაამის შეთანხმებებში აბრაამის შეთანხმებებში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ჩართვასთან დაკავშირებით. ტრამპის სამშვიდობო მისიების სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, მარტში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრა, რათა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვედროდა. სამი წყაროს ცნობით, ვიტკოფის ერთ-ერთი მთავარი თანაშემწე, არიე ლაითსტოუნი, გაზაფხულზე ალიევს შეხვდა, ნაწილობრივ სწორედ აბრაამის შეთანხმებების განსახილველად. „აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას უკვე აქვთ დიდი ხნის ურთიერთობები ისრაელთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებების გაფართოება მათთან ერთად დიდწილად სიმბოლური იქნება და ფოკუსირებული იქნება კავშირების გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ვაჭრობა და სამხედრო თანამშრომლობა,“ განაცხადეს წყაროებმა ანონიმურობის დაცვის პირობით. ამ წყაროების ცნობით, დისკუსიების ფარგლებში, აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ცენტრალური აზიის ქვეყნების დაუკავშირდნენ, მათ შორის, მეზობელი ყაზახეთის ოფიციალურ პირებს, რათა აბრაამის შეთანხმებების უფრო გაფართოების მიმართ მათი ინტერესი შეეფასებინათ. ჯერ გაურკვეველია, ცენტრალური აზიის რომელ ქვეყნებთან შედგა ეს კომუნიკაცია. სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც კომენტარის გაკეთება სთხოვეს, კონკრეტული ქვეყნები არ განუხილავს, მაგრამ უწყებაში განაცხადეს, რომ შეთანხმებების გაფართოება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. „ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტი ქვეყანა შეუერთდეს მათ,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. აზერბაიჯანის მთავრობამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. თეთრმა სახლმა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყაზახეთის საელჩომ ვაშინგტონში კომენტარის გაკეთების თხოვნას ასევე არ უპასუხეს.  ცნობისთვის, 2020 წლის სექტემბერში, ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯია.  

აშშ-დან ევროკავშირში ენერგორესურსების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზრდება - ახალი შეთანხმება

წყარო ოთხშაბათს, 30 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ბლოკი აშშ-დან ენერგორესურსების იმპორტს 2.5-ჯერ გაზრდის, 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ენერგეტიკულ პროდუქტებს შეისყიდის და აშშ-ის ეკონომიკაში 600 მილიარდ დოლარს ჩადებს. თეთრმა სახლმა შეთანხმებას ტრანსატლანტიკური ეკონომიკური კავშირების „ისტორიული გადაწყობა“ უწოდა. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი წელიწადში, სავარაუდოდ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, აშშ-დან ენერგიის იმპორტზე საშუალოდ, 250 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლისთვის, რუსული მილსადენებით გაზის ექსპორტი ევროკავშირში 80%-ზე მეტით შემცირდა. Anadolu-სთან საუბრისას, Moody’s Analytics-ის მთავარმა ეკონომისტმა მარკ ზანდიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ევროკავშირს ენერგორესურსების დივერსიფიკაციისკენ უბიძგა.  

NATO ესტონეთში გერმანულ-ნიდერლანდური კორპუსის განლაგებას გეგმავს

თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკური თქმით, NATO თავისი გერმანულ-ჰოლანდიური კორპუსის ესტონეთში განლაგების საკითხს განიხილავს. თუ ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება, სამხედროები სავარაუდოდ,  ქალაქ პერნუში განლაგდებიან. მინისტრის განცხადებით, სამხედრო კორპუსს დაახლოებით, 100-დან 200-მდე პერსონალისთვის განკუთვნილი ბაზის კომპლექსი, მათ შორის, შტაბბინის შენობები და დამხმარე ობიექტები და ინფრასტრუქტურა დასჭირდება. ბაზის შექმნისთვის ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 მილიონი ევრო გამოყო. ესტონეთში ძალების განლაგების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღება.  

ესტონეთი რუსეთთან მოსაზღვრე ტერირორიაზე ბარიერებს აღმართავს

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე წინაღობების აღმართვა დაიწყო. ამის შესახებ ესტონეთის სატელევიზიო არხი ERR-ი წერს. ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყანას რუსეთის ივანგოროდთან აკავშირებს, რკინის მასიური კონსტრუქცია დაამონტაჟეს.  მეტალის წინაღობა ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს. სამომავლოდ კი, მსგავსი წინაღობის აღმართვა იგეგმება საფეხმავლო ნაწილზეც. იუწყებიან ასევე მოძრავი ბარიერების აღმართვის გეგმაზე, რაც შესაძლებელს გახდის გზის გადაკეტვას არამხოლოდ სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე, არამედ, პუნქტის გავლის შემდეგაც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მშენებლობაა „მშვიდობის ხიდის“ რუსეთის ნაწილშიც. იქ ახალ სატრანსპორტო სასაზღვრო პუნტქს აშენებენ. ERR-ს ინფორმაციით, 2025 წლის შემოდგომიდან, ესტონეთი იზრუნებს, მთელ სიგრძეზე გაამაგროს საზღვარი რუსეთთან.