ძებნის რეზულტატი:
რას წერს უცხოური მედია 15 აგვისტოს სამიტთან დაკავშირებით
The Washington Post-ის ცნობით, რომელიც წყაროს ეყრდნობა, კრემლის ელიტა უკრაინის ომით დაიღალა, კრემლში ადამიანების უმეტესობა ომის წინააღმდეგია, მაგრამ ეშინიათ, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უთხრან. კრემლთან დაახლოებული კიდევ ერთი წყაროს თქმით, რუსული ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ომი „სირცხვილია.“ წყაროს თქმით, პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის 15 აგვისტოს ანკორიჯში დაგეგმილი სამიტი პუტინისთვის „ოქროს შესაძლებლობაა“ და „რეალური შანსია, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“ და კრემლის ლიდერმა ელიტები დაამშვიდოს. „ალასკაში ნაჩქარევად დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც 2007 წლის შემდეგ, პუტინისთვის პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევით, სავარაუდოდ, მხოლოდ მცდელობაა, შეაჩეროს დონალდ ტრამპის სანქციები,“ - განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა ბორის ბონდარევმა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემა. The Guardian-ის წყაროები, რომლებიც სიტუაციას იცნობენ, ასევე თვლიან, რომ შეხვედრიდან ხელშესახები შედეგების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. „ეს არ არის საბოლოო სამიტი, სადაც გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი,“ - განუცხადა გამოცემას პუტინის კონსულტაციებში ჩართულმა საგარეო პოლიტიკის წყარომ. „საკმარისი მოსამზადებელი სამუშაო არ ჩატარებულა. თუმცა ეს იშვიათი შანსია, რომ ტრამპი რუსეთის მხარეს გადაიბირონ.“ The Guardian-ის წყაროების ცნობით, „პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები სრულად დათმოს და აშშ-მ აღიაროს მათი ანექსია. პუტინი არ გეგმავს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე პრეტენზიებზე უარის თქმას, თუმცა შესაძლოა, სიმბოლურად, კიევს სუმისა და ხარკოვის ოლქების მცირე ტერიტორიები დაუბრუნოს, რომლებსაც ამჟამად რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ,“ განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა. BBC წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა ზეწოლის ქვეშაა. ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი, მცირდება. თუ ეკონომიკური პრობლემები პუტინს ომის დასრულებისკენ უბიძგებს, კრემლი შესაძლოა, კომპრომისზე წავიდეს. ამ ეტაპზე ამის არანაირი ნიშანი არ არსებობს.
აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა
15 აგვისტოს, აზერბაიჯანმა სუმგაიტის ტექნოლოგიური პარკიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით განკუთვნილი ელექტრომოწყობილობებისა და მარაგების ახალი პარტია გაგზავნა. დახმარებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოცემული ბრძანებულების შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს. პარტია მოიცავს თითქმის 90 000 მეტრ ელექტრო კაბელსა და მავთულს, ასევე, 25 გენერატორს და ტრანსფორმატორების 7 კომპლექტს. ეს ნივთები განკუთვნილია უკრაინის მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მხარდასაჭერად. აღჭურვილობის პირველი პარტია 10 სატვირთო მანქანის კოლონით გაიგზავნა. დამატებითი ტვირთების გაგზავნა მომდევნო დღეებში იგეგმება. აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების საერთო რაოდენობამ, მათ შორის, რეკონსტრუქციისა და აღდგენის მხარდაჭერამ, 44 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
აშშ-მ რუსული კრიპტობირჟა დაასანქცირა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს რუსული კრიპტოვალუტის ბირჟის, Garantex-ისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადეს. ამერიკამ ასევე გამოაცხადა 6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც „შავ სიაში“ შეყვანილი ფიზიკური პირების დაკავებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ Garantex-ს, სავარაუდოდ, კიბერდამნაშავეები იყენებენ ფულის გასათეთრებლად. ბირჟამ 2019 წლის აპრილიდან 2025 წლის მარტამდე მინიმუმ 96 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ტრანზაქციები დაამუშავა.
ალასკის სამიტამდე, ტრამპი ლუკაშენკოს ესაუბრა
ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ბელორუსის ლიდერს, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს ალექსანდრე ლუკაშენკოს, იტყობინება ბელორუსის სახელმწიფო მედია. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს რომ, სატელეფონო ზარის მიზანი იყო ის, რომ ლუკაშენკოსთვის მადლობა გადაეხადა 16 პატიმრის გათავისუფლების გამო. ამასთან, 1300 პატიმრის გათავისუფლებაზეც იყო საუბარი. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალში ლუკაშენკოსთან შეხვედრას ელოდება. „შესანიშნავი საუბარი მქონდა ბელორუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ძალიან კარგი საუბარი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ალასკაზე პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი. მომავალში მე ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას,“ წერს დონალდ ტრამპი. რას წერს უცხოური მედია 15 აგვისტოს სამიტთან დაკავშირებით
ზელენსკი: მოლაპარაკებების დღეს რუსები ხალხს კლავენ, ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალასკაში მოლაპარაკებების დღესაც კი, რუსული ძალები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ არსებობს ნიშანი, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს. „ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას ჩვენი დაზვერვისა და დიპლომატიური არხებიდან, ალასკაში შეხვედრის მომზადების შესახებ – რას გეგმავს პუტინი, რა მესიჯებით მიდის ის. ასევე ვიღებთ ცნობებს უკრაინის რეგიონებში რუსული დარტყმების შემდეგ. სუმში – რუსული იერიში ცენტრალურ ბაზარზე. დნიპროში – იერიშები ქალაქებსა და საწარმოებზე. ზაპოროჟიის, ხერსონის, დონეცკის რეგიონები – შეგნებული, მიზანმიმართული დარტყმები. ომი მძვინვარებს და გრძელდება სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს არამხოლოდ ბრძანება, არამედ, სიგნალები მოსკოვიდან – ომის დასრულებისთვის მომზადების შესახებ. მოლაპარაკებების დღესაც კი, ისინი კლავენ. და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. წინა დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან – რა შეიძლება, რეალურად ამოქმედდეს. ყველას სჭირდება სამართლიანი დასასრული ამ ომისთვის. უკრაინა მზადაა, მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს ომის დასასრულებლად. ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს,“ განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს სერიოზულად.
ტრამპი და პუტინი ალასკის სამხედრო აეროდრომზე შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებებს მართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ალასკაზე, ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო აეროდრომზე დახვდა. Reuters-ი წერს, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით შეხვედრაზე კიევის ოფიციალური პირები არ იმყოფებიან. სააგენტო მიუთითებს, რომ ტრამპს პარასკევსვე ცეცხლის შეწყვეტა სურს, თუმცა მან ასევე მეორე შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. კრემლმა განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ექვს ან შვიდ საათს გაგრძელდეს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ამერიკის იმედი აქვს. Reuters-ი ასევე წერს, რომ პუტინს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ახალ შეთანხმებაზე წინადადება აქვს. თეთრი სახლის პრესმდივნის კეროლაინ ლევიტის თქმით, სამი-სამზე - შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი. რას წერს უცხოური მედია 15 აგვისტოს სამიტთან დაკავშირებით
ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „შეთანხმება არ არსებობს“, მაგრამ პროგრესი მიღწეულია
ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „საბოლოო ჯამში“ მათზეა დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ. პუტინი კვლევ იმეორებს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად „ძირითადი მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. პრესკონფერენციაზე ღიად დარჩა საკითხი, მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა, ალასკაში მოლაპარაკებების შემდეგ დაახლოებით 10-წუთიანი ბრიფინგი გამართეს. მანამდე, ტრამპთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი, იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები თითქმის სამი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. მხარეებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს. მედიასთან განცხადება პირველმა პუტინმა გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრას „დიდი ხნის დაგვიანებული“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ დღევანდელმა საუბარმა კონსტრუქციულად ჩაიარა. ის აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის რამდენიმე წლის განმავლობაში სამიტი არ ჩატარებულა და ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები „ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.“ პუტინი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი, „მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკეანე ჰყოფთ, ახლო მეზობლები არიან.“ ის აღნიშნავს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების არსებობას აშშ-ის შტატში და ამბობს: „დარწმუნებული ვარ, ეს მემკვიდრეობა დაგვეხმარება ორმხრივად სასარგებლო და თანასწორი კავშირების აღდგენასა და განმტკიცებაში.“ პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინელები და ევროპელები გადაწყვეტენ, „არ ჩაშალონ“ სამშვიდობო პროცესი. „მინდა, მადლობა გადავუხადო ტრამპს კეთილი სურვილებისთვის,“ - ამბობს პუტინი და აღნიშნავს რომ „ორივე მხარე შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს“. „ტრამპს აშკარად აინტერესებს თავისი ერის კეთილდღეობა. თუმცა ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს,“ - ამბობს პუტინი. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია. ტრამპმა საკუთარი სიტყვის ბოლოს განაცხადა, რომ პუტინს კიდევ ერთხელ მოკლე ვადაში შეხვდებოდა, რაზეც პუტინმა უპასუხა: „შემდეგ ჯერზე - მოსკოვში." აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ძალიან პროდუქტიული“ მოლაპარაკებების შემდეგ, შემდგომი პროგრესის მიღწევა შესაძლებელია. „მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან,“ ამბობს ტრამპი და პუტინთან შეხვედრას „უკიდურესად პროდუქტიულს“ უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „საბოლოო ჯამში“ მათზეა {შეთანხმება} დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ. „ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. NATO-ს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს," - განაცხადა ტრამპმა. ტრამპი და პუტინი ბრიფინგის ადგილას, გვერდიგვერდ დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. ორივემ აღნიშნა, რომ მათი კერძო მოლაპარაკებების დროს პროგრესი იყო მიღწეული, თუმცა შეხვედრა მყარი შეთანხმების გარეშე დასრულდა. პუტინი შეხვედრას კონფლიქტის „მოგვარების საწყის წერტილად“ ახასიათებს. ის ტრამპთან ურთიერთობას „საქმიანს“ უწოდებს და ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ომი არ დაიწყებოდა, თუ ის თანამდებობაზე 2020 წლის არჩევნების შემდეგაც დარჩებოდა. ტრამპი ამბობს, რომ „ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“, მაგრამ „რამდენიმე“ რჩება. ის დაკონკრეტების გარეშე მიუთითებს, რომ „ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.“ ზელენსკი: მოლაპარაკებების დღეს რუსები ხალხს კლავენ, ამერიკის ძლიერი პოზიციის იმედი გვაქვს
პუტინი იგივე პროპაგანდას იმეორებს, პრობლემა რუსული იმპერიალიზმია - ლიპავსკი
„პუტინმა გაიმეორა იგივე პროპაგანდა „კონფლიქტის ფესვების“ შესახებ, რასაც მისი სახელმწიფო ტელევიზია გამუდმებით იმეორებს,“ - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ალასკის სამიტის შემდეგ განაცხადა. „პრობლემა რუსული იმპერიალიზმია და არა უკრაინის სურვილი, იცხოვროს თავისუფლად“. არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ სიტყვებში იმალება პუტინის ამბიცია, დაუბრუნდეს 1997 წლის უსაფრთხოების არქიტექტურას - იმ დროს, როდესაც ჩეხეთი ჯერ არ იყო NATO-ს ნაწილი. ჩვენი ეგზისტენციალური ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი სცენარები. პუტინი რომ სერიოზულად ეკიდებოდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რუსეთი დღეს მთელი დღე არ დაესხმებოდა თავს უკრაინას.“ ამბობს ჩეხი მინისტრი.
პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. „იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გზას გაგვიკაფავს უკრაინაში მშვიდობისკენ,“ განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, საჭიროა რუსეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა. პუტინის მტკიცებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს. „ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით უკრაინელ ერს - ეს არაერთხელ მითქვამს - მოძმედ - როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთი ფუძე და ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და მძიმე ტკივილია. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა გულწრფელადაა დაინტერესებული ამ ყველაფრის დასრულებით. მაგრამ ამასთან ერთად, იმისთვის, რომ უკრაინის დარეგულირება მდგრადი და ხანგრძლივი იყოს, საჭიროა კრიზისის ძირეული მიზეზების ამოძირკვა, რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება, უნდა აღდგეს სამართლიანი ბალანსი უსაფრთხოების სფეროში ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ განაცხადა პუტინმა. პუტინი კვლევ იმეორებს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად „ძირითადი მიზეზები“ უნდა აღმოიფხვრას. პრესკონფერენციაზე ღიად დარჩა საკითხი, მოლაპრაკებებზე გამოიკვეთა თუ არა კონკრეტული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისთვის. ტრამპი ამბობს, რომ დაურეკავს NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება „საბოლოო ჯამში“ მათზეა დამოკიდებული და ისინი უნდა შეთანხმდნენ ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „შეთანხმება არ არსებობს“, მაგრამ პროგრესი მიღწეულია
ზელენსკი: ორშაბათს ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები
ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ალასკის სამიტის შემდეგ აცხადებს. „პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. ვიდრე ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპმა მას, სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერეს გავლენა ჰქონდეს სიტუაციის განვითარებაზე. „ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. „მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება,“ წერს ზელენსკი X-ზე. თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, რის შემდეგაც ის ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.
მელანია ტრამპმა პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა. Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი. უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი გატაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული. კიევმა მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლო. უკრაინაში ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია.
რუბიოს თქმით, უკრაინას ტერიტორიების დათმობას არავინ აიძულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არავინ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები. „უკრაინელები არ არიან მზად, ამის [ტერიტორიების] დასათმობად და არც არავინ აიძულებს მათ, რომ დათმონ ეს, ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ასეთი სახის არ იქნება. მაგრამ პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს და მართლაც ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები არ ემხრობიან, რის დათმობასაც ჩვენ მათ არ ვაიძულებთ და უკრაინელებიც ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსეთი არ დათმობს. მან დღეს კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთიც და უკრაინაც „დათმობებზე უნდა წავიდნენ“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის. რუბიომ NBC news-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა პოტენციურ ახალ სანქციებზე. „არ მგონია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში „პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა „დიდი უთანხმოება კვლავ არსებობს.“
რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა
კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს. რუსეთი ოდესას დრონებით ესხმის თავს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. იბომბება ხარკოვიც. გარდა ამისა, რუსული რაკეტა სუმის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაეცა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების ტალღა 17 აგვისტოს გვიან ღამით წამოიწყო, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
ზელენსკი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. უკრანის პრეზიდენტი მანამდე, ბრიუსელში შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს. ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების მიზანია ომის „სწრაფად და საიმედოდ“ დასრულება და რომ მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს. „ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. მშვიდობა კი, ხანგრძლივი უნდა იყოს. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა, ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - დაეთმო, პუტინმა კი, ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც უკრაინას 1994 წელს „უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამან არ იმუშავა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, „რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო.“ როგორც ცნობილია, ვაშინგტონში ასევე ჩავლენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ უკრაინას რუსეთთან ომის დასრულება თითქმის მყისიერად შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია, ბრძოლა გააგრძელოს. „გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა NATO-ში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“- აცხადებს ტრამპი. მისი თქმით, ხვალ თეთრ სახლში, სადაც ევროპელ ლიდერებს მასპინძლობენ, დიდი დღეა. „ხვალ თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. დიდი პატივია მათი მასპინძლობა!!!“- წერს ტრამპი. დასავლური მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის მოითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან და ამის სანაცვლოდ, მზადაა დარჩენილი ფრონტის ხაზის ნაწილი გაყინოს. 17 აგვისტოს, “მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. „ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში. ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი განცხადებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით. „მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ხსენებული განცხადება კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმ, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
„მსურველთა კოალიცია“ მზადაა, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე უკრაინაში ძალები განალაგოს
“მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, უკრაინაში მხარდაჭერის ძალები საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. შესაბამისი განცხადება კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. „ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში. ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი განცხადებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით. „მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპი: თეთრ სახლში დიდი დღეა, ამდენი ევროპელი ლიდერი აქ არასდროს გვყოლია
დღეს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. გავრცელებული ცნობით, ევროპული ქვეყნების ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება. დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. უფრო ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, 18 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი; ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი; ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დაესწრებიან. ეს ცნობა თავად ევროპელი ლიდერების ოფისებში დაადასტურეს.
ფაშინიანი: 8 აგვისტოს შემდეგ, სრულიად სხვა სამხრეთ კავკასიაში ვცხოვრობთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართული სამიტი გარდამტეხი მომენტია სამხრეთ კავკასიისთვის. მან გაიხსენა, თუ რა დოკუმენტებს მოეწერა ხელი ვაშინგტონში, 8 აგვისტოს. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება მოხდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. 8 აგვისტოს შემდეგ, ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის ახალ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ. მშვიდობა ჩვენთვის უცნობი რეალობა და უცხო ცხოვრებაა; ნუ დავაკნინებთ ამ რეალობას. ნულიდან უნდა ვისწავლოთ, რას ნიშნავს მშვიდობიანად ცხოვრება, როგორია მშვიდობა,“ - განაცხადა ფაშინიანმა ერისადმი მიმართვისას. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
სიიარტო: ნავთობსადენზე თავდასხმის შედეგად, უნგრეთს რუსული ნავთობის მიწოდება შეუწყდა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად, რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. სიიარტო აცხადებს, რომ „ეს აღმაშფოთებელი და მიუღებელია.“ როგორც უნგრელი დიპლომატი აღნიშნავს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა მას აცნობა, რომ ექსპერტები მუშაობენ მილსადენის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტრანსფორმატორის სადგურის აღდგენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ თქვან, როდის განახლდება მიწოდება. „უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი [უკრაინის] ქვეყნის ენერგომომარაგებაში,“ - აღნიშნა სიიარტომ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის ბრალდების საპასუხოდ აცხადებს, როს „ეს რუსეთი, და არა უკრაინა, ვინც ომი დაიწყო და მის დასრულებაზე უარს ამბობს.“ სიბიჰას თქმით, უკრაინა წლების განმავლობაში ეუბნებოდა უნგრეთს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია. მიუხედავად ამისა, „ბუდაპეშტი ყველაფერს აკეთებდა, რომ შეენარჩუნებინა დამოკიდებულება რუსეთზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.“ „ახლა, თქვენი საჩივრები და მუქარები, შეგიძლიათ, გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს, რუსეთში,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც კრემლის საომარი მანქანისთვის საჭირო ფულის გამომუშავების მთავარ არხს წარმოადგენს, ნავთობისა და გაზის გაყიდვები კი, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მეოთხედს შეადგენს.
მელონი: ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, რომელიც ვაშინგტონში, თეთრ სახლში დღევანდელ სამიტზე დასასწრებად იმყოფება, აცხადებს, რომ დასავლეთი „მშვიდობის აღსადგენად და სამართლიანობის გარანტიის“ ინსტრუმენტია. ჯორჯია მელონი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკვე თეთრ სახლში იმყოფება. „ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვან სამუშაოს შევასრულებთ,“ - განაცხადა ჯორჯია მელონიმ. მელონი „მოხარულია, რომ უკრაინისთვის NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების წინადადება, რომელიც პირველად იტალიამ წამოაყენა, დღევანდელი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იქნება.“ ტრამპი: თეთრ სახლში დიდი დღეა, ამდენი ევროპელი ლიდერი აქ არასდროს გვყოლია
ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრაზე: უკრაინას ძალიან კარგი უსაფრთხოებით უზრუნველვყოფთ
„ჩვენ გვიყვარს ისინი,“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ მედიას, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა იყო მისი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის. ტრამპი ზელენსკის თეთრ სახლში მასპინძლობს. BBC წერს, რომ ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპი და ზელენსკი ყველაფერს აკეთებენ, რომ კონფრონტაციული ტონი არ აჩვენონ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ტრამპს ჰკითხეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და NATO-ს მსგავსი დაცვის მექანიზმის მიცემის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ არ განხილულა. „მაგრამ ჩვენ მათ ძალიანი კარგი დაცვით, ძალიან კარგი უსაფრთხოებით უზრუნველვყოფთ,“ პასუხობს აშშ-ის ლიდერი. გაგზავნის თუ არა აშშ „ამერიკელ სამშვიდობოებს“ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. დონალდ ტრამპმა მედიის ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან“, რათა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა „ძალიან გრძელვადიანი“ იყოს. „აშშ იმუშავებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, რათა „დარწმუნდეს, რომ ის იმუშავებს,“ დასძენს ის. „თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, ვიცი, რომ ის იმუშავებს. ამაში ეჭვი არ მეპარება,“ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის დღეს აშშ-ში ყოფნისთვის და განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების კუთხით „პროგრესი მიიღწევა.“ მისი თქმით, პუტინთან „ძალიან კარგი“ შეხვედრა ჰქონდა და „დიდი ალბათობით, აქედან რაღაც გამოვა.“ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ის დედაქალაქში შვიდი მსოფლიო ლიდერიც იმყოფება და ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ, მათთან ისაუბრებს. რეპორტიორი ტრამპს ასევე ეკითხება მის წინა განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ზელენსკის შეუძლია ომის დაუყოვნებლივ დასრულება, თუ მას ეს სურს. ტრამპი ამბობს, რომ მისი აზრით, ეს სიმართლეა და რომ რუსეთი, უკრაინა და აშშ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც ომის დასრულების „კარგი შანსი“ იქნება. ტრამპი ამბობს, რომ გასულ კვირას „ბევრი ადამიანი“ დაიღუპა. ის ამბობს, რომ მას და ზელენსკის სურთ, რომ ეს დასრულდეს და რომ იგივეს ფიქრობს პუტინის შესახებ. ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რომელ მხარეს, რუსეთს თუ უკრაინას, აქვს უკეთესი კარტები. აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ არ სურს, ეს თქვას და რომ „ეს მისი ომი არ არის.“ ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამბობს, რომ მას სურს, რომ ეს ყველასთვის კარგად დასრულდეს. სამმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკი მადლობას უხდის ტრამპს მიწვევისა და ომის შესაჩერებლად მისი „პირადი ძალისხმევისთვის.“ ის ასევე მადლობას უხდის აშშ-ის პირველ ლედის მელანია ტრამპს ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ წერილის გაგზავნისთვის. ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას წერილი გადასცა, რომელიც მისივე განმარტებით, მელანია ტრამპისთვის არის განკუთვნილი. ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტრამპის „დიპლომატიური გადაწყვეტის“ გეგმებს. უკრაინის პრეზიდენტს მედიამ ჰკითხა, განიხილავს თუ არა ის ტერიტორიის დათმობას. უკრაინის ლიდერი პასუხობს, რომ „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი.“ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები ძლიერები არიან და რომ ისინი მხარს უჭერენ ტრამპის გეგმებს, დაასრულოს ომი „დიპლომატიური გზით.“ ის ამბობს, რომ სურს, სამმხრივი შეხვედრა ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.