ძებნის რეზულტატი:
უფროსკურსელთა გადამზადებული სამედიცინო რეზერვი, 2 ნოემბრისთვის მზად იქნება
განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტების და სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელთა გადამზადება დაწყებულია. მინისტრის თქმით, სტუდენტები გადიან სპეციალურ სწრაფ კურსს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარონ კოვიდ-19-თან ბრძოლაში. როგორც ჩხენკელი ამბობს, 2 ნოემბრისთვის უფროსკურსელთა სარეზერვო სამედიცინო ბაზა უკვე მზად იქნება. „კურსი არის სწრაფი. მიმართულებების იდენტიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება. აქ საუბარია, რომ მათ ექიმებს გაუწიონ ასისტენტობა, კოვიდ სასტუმროში, ან საკარანტინე სივრცეებში განთავსდნენ, ან ქოლ-ცენტრებში იმუშაონ და ა.შ.“, - განაცხადა ჩხენკელმა. მინისტრის თქმით, გავლილი კურსი და მიღებული გამოცდილება მათივე ცოდნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
კელი დეგნანი: გვსურს, დაგეხმაროთ უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია
ელჩი კელი დეგნანი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა. <blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">“Georgians deserve to be able to cast their votes in free and fair elections this year.” - Amb Degnan <a href="https://t.co/7tu8ITzQH6">pic.twitter.com/7tu8ITzQH6</a></p>— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) <a href="https://twitter.com/usingeo/status/1321398805833699328?ref_src=twsrc%5Etfw">October 28, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script> აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საუბარი ხშირად დასმულ შეკითხვებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენას შეეხებოდა. „საქართველომ, ისევე, როგორ ამერიკამ, იბრძოლა თავისი თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას, ბევრი ქართველი გავიცანი, რომელიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც – ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო ან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, მან ვალდებულება აიღო, დაიცვას ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც ნატო-სა და ნატო-საქართველოს კომისიასთან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ და შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“, - აცხადებს კელი დეგნანი.
ამირან გამყრელიძე: როცა ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტისთვის მიიღებს ორჯერად დოზას
როცა ვაქცინა დამტკიცდება, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20% ორჯერად დოზას მიიღებს, რისი მთლიანი ღირებულებაც 16-დან 17 მილიონამდეა. პირველი ტრანში სადღაც 3-4 მილიონამდე კი საქართველომ უკვე გადარიცხა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. „საქართველო ჩართულია Covax პლატფორმაში, რაც ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერაა შექმნილი. საქართველომ დაახლოებით 700,000 ადამიანის პირველი ტრანში უკვე გადარიცხა. როცა ვაქცინა დამტკიცდება მარეგულირებლების მიერ, საქართველო მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტისთვის მიიღებს ორჯერად დოზას, რისი მთელი ღირებულებაც 16-დან 17 მილიონამდეა. პირველი ტრანში სადღაც 3-4 მილიონამდე კი საქართველომ უკვე გადარიცხა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა 1731 ახალი შემთხვევა.ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
"დატკბით ცხოვრებით და დაოჯახდით" - ანტვერპენის ეკლესიაში 1941 წელს დამალული წერილი იპოვეს
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, წმინდა ჯეიმსის ეკლესიაში, სარემონტო სამუშაოებისას მუშებმა 1941 წელს დამალული წერილი იპოვეს. წერილს ოთხი მშენებელი, ჯონ იანსენი, იულ გისელინგი, ლუი შანტრეინი და იულ ვან ჰემელდონკი აწერენ ხელს, რომლებიც 80 წლის წინ ეკლესიის რესტავრაციაზე მუშაობდნენ. მეგობრებმა მომავალ თაობას რჩევა დაუტოვეს. დაკეცილი ქაღალდები ასანთის კოლოფში იდო. "26 მეტრის სიმაღლეზე ეკლესიის ჭერი შევაკეთეთ, მომდევნო ასეთი რესტავრაცია რომ დასჭირდებათ, ჩვენ დიდი ხნის გარდაცვლილები ვიქნებით. მომდევნო თაობებს გვინდა, ვუთხრათ, რომ ბედნიერები არ ვყოფილვართ. ორი ომი გამოვიარეთ, ერთი 1914 წელს, მეორე 1940 წელს. მშივრები ვმუშაობთ, თითქმის არაფერს გვიხდიან. მინდა, რჩევა მივცეთ მომდევნო თაობებს - თუ გადარჩენა გსურთ, ომის დაწყების წინ მოიმარაგეთ ბრინჯი, ყავა, ფქვილი, თამბაქო, მარცვლეული, ხორბალი. დატკბით ცხოვრებით და დაოჯახდით, ვისაც ცოლი გყავთ, გაუფრთხილდით. გემშვიდობებით"! – წერია 1941 წლის წერილში.
ქუთაისში კორონავირუსისგან ერთი თვის პაციენტი განიკურნა
ერთი თვის ჩვილი, რომელიც კლინიკაში ორი კვირის წინ მიიღეს, კორონავირუსისგან განიკურნა. მისი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრი იყო. პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა 1731 ახალი შემთხვევა.ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ლავროვი COVID ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაშია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი Covid ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია 27 ოქტომბერს რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა. ლავროვმა დაგეგმილი შეხვედრები გადადო. 27 ოქტომბრიდან რუსეთში როსპოტრებნადზორმა თითქმის ყველა საჯარო ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო გახადა. რუსეთში, ასევე, რესტორნები და ბარები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიკეტება. 27 ოქტომბერს რუსეთში 16 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 320 პაციენტი. ჯამში დადასტურდა 1 547 774 შემთხვევა და გარდაიცვალა 26 589 ადამიანი.
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით იკლო, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ყველაზე მაღალია
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ გუშინდელთან შედარებით იკლო, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ყველაზე მაღალია. საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დადასტურდა სულ 1731 ახალი შემთვევა. გუშინდელთან შედარებით ეს რიცხვი 93-ით ნაკლებია. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
კელი დეგნანი: ვისურვებდი, რომ ინდივიდების პოლიტიკა დასრულდეს
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი საარჩევნო გარემოზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა. „ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ქართული საზოგადოების პოლარიზაციას იწვევს და ქვეყანაში რუსეთის მიერ დაპირისპირებისა და დაბნეულობის დათესვას უხსნის გზას. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, - აცხადებს კელი დეგნანი. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ის ხალხმა ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არის ადგილი ისეთი ფაქტებისთვის, როგორებიცაა ამომრჩევლის დაშინების, ხმების ყიდვის, ამომრჩევლის იძულება ფოტო გადაუღონ ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, თუ ხმას არ მისცემენ ერთ პარტიას, ან დაწინაურების პირობა, თუ ხმას მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღების დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. იმიტომ რომ ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“, - განაცხადა ელჩმა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.
კელი დეგნანი: უცხოური ჩარევებისგან დასაცავად ცესკოს ვეხმარებით
საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა. მან ცესკოსთან თანამშრომლობის შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით ვიმუშავეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა კოვიდპანდემიის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს ამომრჩეველი და მისი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან, ასევე ვეხმარებით ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.
კელი დეგნანი: ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მისცენ ხმა
"ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. „საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებიც ისევე სცემს პატივს ხმის უფლებას, როგორც ამერიკელები. როდესაც საქართველო შეუერთდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო, ან ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მან ვალდებულება აიღო, დაეცვა ეს ღირებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ღირებულებები და სტანდარტები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში გაწვიანებისთვის, რაც ნატო-სა და საქართველო-ნატოს კომისიათან ჩვენი პარტნიორობის ქვაკუთხედია. ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში. ეს პირობა საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ამომავალი წერტილია“,-განაცხადა დეკნანმა. ელჩის განმარტებით, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესებს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო. ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას“,-განაცხადა დეგნანმა. ელჩის თქმით, ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. „ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა დავინახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში“,-განაცხადა დეგნანმა.
მამუკა მდინარაძე: არჩევნების დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობისთვის ემზადება
„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან იკრიბება. როგორც მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით გეგმავენ და აანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაანონსება ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში და ზუსტად იციან, დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ. „ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა, საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი, სრულფასოვანი ინტეგრირება და მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას. მივიდეთ არჩევნებზე და დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ხალხთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც მათ „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ, პროფესიონალ ძალებს გაუხსნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის - თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებენ. „ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს მოლოდინაშვილი.
პოლ გობლი: რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურების საკითხზე Europetime-ს ესაუბრა. პოლ გობლი საარჩევნო მექანიზმების შექმნას გამორიცხავს და რუსეთის მიერ არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას ვარაუდობს. „ჩემი აზრით, რუსეთი წინასაარჩევნოდ, საქართველოში უკვე არსებული გავლენის რესურსების გამოყენებას შეეცდება, (როგორიცაა: დეზინფორმაცია,პროპაგანდა) ვიდრე აამოქმედებს საარჩევნო მექანიზმებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას მისცენ ბიძგი. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ამის სჯერათ, სხვები ამ იდეის პოპულარიზასიისთვის ამა თუ იმ გზით არიან წახალისებულნი“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე დღეს კიდევ ერთხელ მიანიშნა. ის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ ეხმარება საქართველოს/ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად. საქართველო რომ რუსეთისგან არჩევნებში ჩარევას უნდა ელოდოს, ამის შესახება ელჩმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს იმართება.
პუტინი საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიასთან შედარების აკრძალვის იდეას ემხრობა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოიწონა იდეა ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის შედარება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს. რია ნოვოსტის ცნობით, კანონის გამკაცრების ინიციატივით დუმის სათათბირო კომიტეტის ხელძღვანელი კულტურის დარგში, ელენა იამპოლსკაია გამოვიდა. მისი აზრით, როცა ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზეა საუბარი, რუსეთს კანონის გამკაცრების მორალური უფლება აქვს. "ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული, ღმერთი თავადაც ისურვებდა, ჩვენი უახლესი წარსული შესაბამისი მექანიზმებით დაგვეცვა", - განაცხადა პუტინმა. ინიციატივის ავტორის, ელენა იამპოლსკაიას თქმით, რუსეთში იბეჭდება და ახალგაზრდებს შორის პოპულარულია წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებების შედარება ხდება. მისივე თქმით, ის შესაბამის კანონპროექტს უკვე ამზადებს, რასაც პუტინმა მხარი დაუჭირა.
პომპეომ მალდივის კუნძულებზე აშშ-ს საელჩოს გახსნა დააანონსა
28 ოქტომბერს აშშ-ს საგარეო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი პირველად მალდივის კუნძულებზე საელჩოს გახსნის. პომპეოს ამჟამად ხუთ-დღიანი ტურნეთი იმყოფება ინდო-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში რეგიონში ჩინეთის ბალანსის მიზნით. "ამ შენობის გახსნა ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, თუმცა ეს ამად ღირს". - განაცხადა პომპეომ მალდივის კუნძულებზე პრესკონფერენციაზე. "ეს სწორია. თქვენი როლი ინდო-წყნარი ოკეანეთის და საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია". - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. პომპეომ ინდოეთში, შრი-ლანკაში, მალდივის კუნძულებებზე და ინდონეზიაში ტურნე 25 ოქტომბერ დაიწყო. ტურნეს დაწყებამდე მან მოლოდინი გამოთქვა, რომ შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს თუ "როგორ უნდა იმუშაონ თავისუფალმა ქვეყნებმა ერთად, რათა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავიდან აირიდონ". ინდოეთში ვიზიტისას მან თქვა, რომ აშშ-მ და ინდოეთმა ერთად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზე, რათა შეეწინააღმდეგონ ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეს. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს სამხედრო შეთანხმებას, რაც ინდოეთს მისცემს წვდომას აშშ-ს მოწინავე სატელიტსა და რუკის მონაცემებზე. შეგახსებენთ, რომ ინდოეთი Quad-ის წევრია. ჩინეთისგან მომავალი მზარდ საფრთხესთან ერთად ბოლო დროს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ შორეულ აღმსავლეთში აშშ-ს ლიდერობით სამომავლოდ NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე. ვაშინგტონი აღმოსავლეთის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარდაჭერას ელის, თუმცა, მეორე მხრივ, მათ პეკინთან ურთიერთობის გაუარესებას თავს არიდებენ ეკონომიკური კავშირების გამო. 2019 წელს ავსტრალიის საექსპორტო მთავარი მიმართულება ჩინეთი იყო, ჩინეთი იაპონიისთვის მეორე მთავარი მიმართულება იყო, ხოლო ინდოეთისთვის - მესამე. თუმცა, შესაძლოა, ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში შეიცვალა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.
ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ის, წარმოუდგენელია დანაშაულის მთელ ჯარზე განვრცობა - პრეზიდენტი
ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ მიმართვაში აცხადებს. პრეზიდენტის შეფასებით, მიუღებელია, დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. “მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ. ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ევროკავშირი - მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება მიუღებელია
ევროკავშირისთვის მიუღებელია, რომ რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის სამი შეთანხმების მიუხედავად მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და მათი სამიზნე სულ უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ხდება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისა და მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს. „ევროკავშირი კონფლიქტის მხარეებს ახსენებს მათ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ არსებით მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ - ენტონი ფაუჩი
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან დარწმუნებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება", ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ. ”თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას",- აღნიშნა მან. ამასთან, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური დანაკარგების შიშმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ქმედებებზე. "რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ”,- დასძინა მან. მისივე თქმით, ნიღბების ტარების გამო ხალხს დასცინოდნენ. ფაუჩის განცხადებით, მტკივნეულია იმის ყურება, როგორი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებმა.
საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა. ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები "არ არის საკმარისი". ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები. ამასთან სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება. მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.
პრემიერი: ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს
პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. „ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. მისი თქმით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, განსაკუთრებით, ეს სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც სამწუხაროდ იზრდება ინფიცირების შემთხვევები. „თუმცა, ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში ვართ და რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოვუწოდო, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და მოვუწოდოთ მათ, ვატაროთ პირბადე. ყველას მოგეხსენებათ, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, ეს არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - მინდა გითხრათ, რომ, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები. ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, კოვიდის პირობებში როგორ შეგვიძლია დემოკრატიული და ღია არჩევების ჩატარება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.