ძებნის რეზულტატი:
საფრანგეთი რამდენიმე ქვეყნიდან ჩამსვლელებისთვის კარანტინს აწესებს
France 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამსვლელთათვის 10-დღიან სავალდებულო კარანტინი ამოქმედდება. როგორც ცნობილია, ვინც რეგულაციას არ დაემორჩილება, დაჯარიმდება. საფრანგეთის მთავრობა განმარტავს, რომ ბრაზილიის მიმართულებით და უკან ფრენები კორონავირუსის ახალი, ბრაზილიური შტამის გამო შეწყვიტეს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ქვეყანას - იქ გავრცელებული სხვა შტამები ისეთი საშიში არაა, როგორც ბრაზილიური ვარიანტი.
რომის პაპი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
რომის პაპი ფრანცისკე აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის შემცირების მოწოდებით გამოვიდა და სამხედრო ძალების ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა და სამხედრო აქტივობის ზრდას შეშფოთებით ადევნებს თვალს. „აქ საჭიროა ჟესტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივ ნდობას, ხელს უწყობენ შერიგებასა და მშვიდობას, რომელიც საჭირო და სასურველია. მოდით, გულწრფელად გავითვალისწინოთ ის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც თავს დაატყდა იქ მყოფ ხალხს, ვისთანაც სიახლოვეს გამოვხატავ და ვისთვისაც ლოცვისკენ მოგიწოდებთ. მოდით, ერთად ვილოცოთ“, – განაცხადა რომის პაპმა.
ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ეგვიპტეში სარკინიგზო ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, სამგზავრო მატარებელი ქვეყნის დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთით კალიუბიის პროვინციაში რელსებიდან გადავიდა. მატარებელი ქალაქ ალ-მანსურიდან კაიროში მიდიოდა. რელსებიდან გადასვლის შემდეგ, შემადგენლობის ექვსი ვაგონი გადატრიალდა.
შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ წინადადებებს სთავაზობს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებული ახალი დეტალური წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ოფიცილურ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს. ახალ დოკუმენტში წერია: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებასაქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და შეთანხმების მიღწევისთვის, ხელმომწერებმა შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. მეტიც, პარლამენტმა პოლიტიკურად აღქმული საკითხები უნდა განიხილოს საკანონმდებლო დონეზე და პარლამენტის რეგლამენტში საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტის მხარდაჭერა. ვადები: შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, მიღებულ იქნას საჭირო ზომები. ამის შემდეგ ყველა ხელმომწერი უნდა შევიდეს პარლამენტში, რათა ხმა მისცეს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან; პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით: ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ; ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი; საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3; საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი; ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიონალი წევრების არჩევის "ჩიხში შესვლის საწინააღმდეგო" მექანიზმი შეიქმნება შემდეგნაირად:პირველი ორი მცდელობის დროს საჭირო იქნება უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერა. მესამე მცდელობისას მოთხოვნილ იქნება უმრავლესობის 3/5-ის მხარდაჭერა. შემდგომ მცდელობებს დასჭირდება უბრალო უმრავლესობა.კენჭისყრის პროცედურებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვირისა. ყველა დანიშვნა, რომელიც "ჩიხის საწინააღმდეგო" პროცედურით განხორციელდება და მიღებულ იქნება უმრავლესობის 2/3-ზე ნაკლების მხარდაჭერით, უნდა იყოს დროებითი - 6 თვის ვადით, რა დროსაც უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა. უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება; ცესკოს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა; ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს. ვადები: საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ;შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად;ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი;საგარეო საქმეთა კომიტეტი.პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება] პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის" ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან. ვადები: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე. ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით, "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება". პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას. ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, - წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა". როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი მიშელი ახალ წინადებებს ორივე მხარისთვის დაბალანსებულად და რეალისტურად თვლის. ,,ახალი წინადადებები უკვე გამოქვეყნებულია და ეს არის ის წინადადებები, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ისე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის. ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისათვის, რათა ეს ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო, ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პოლიტიკური პარტიები უკან იმისათვის, რომ თავიანთი გადაწვეტილება გვამცნონ და ამ პოლიტიკურ კრიზის საქართველოში ქონდეს დასასრული",- განაცხადა ჰარცელმა.
კარლ ჰარცელი: ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები, რათა თავიანთი გადაწყვეტილებები გვამცნონ
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, შარლ მიშელის ახალი წინადადებების შემდეგ, ფასილიტატორები დაელოდებიან პარტიების გადაწყვეტილებებს. როგორც კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა,ახალი წინადადებების გამოქვეყნებამდე წინადადებების პაკეტი ,,ქართულ ოცნებასაც" და ოპოზიციასაც წინასწარ გადაეგზავთან და შეხვედრამდე გარკვეულმა პარტიებმა დრო ითხოვეს კონსულტაციებისთვის. ,,დღეს თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატებისა სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამდა თუ რამდენად სერიოზულად იღებს, როგორც ევროკავშირი, ისე აშშ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ეს განცხადება ასევე აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტი შარლ მიშელი აპირებდა პარტიებისთვის ახალი წინადადების გამოქვენებას. ახალი წინადადებები უკვე გამოქვეყნებულია და ეს არის ის წინადადებები, რომელსაც პრეზიდენტი თვლის, როგორც დაბალანსებულად, ისე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც ,,ქართული ოცნებისთვის", ისე ოპოზიციისთვის. ვიდრე შეხვედრა გაიმართებოდა რამდენიმე პარტიამ ითხოვა დრო კონსულტაციებისათვის, რათა ეს ახალი წინადადება განეხილათ და ჩვენ ეს ყურადღებაში მივიღეთ. დღევანდელი შეხვედრა შედარებით მოკლე იყო, ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პოლიტიკური პარტიები უკან იმისათვის, რომ თავიანთი გადაწვეტილება გვამცნონ, რათა ამ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში ქონდეს დასასრული",- განაცხადა ჰარცელმა.
"2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს მიიღებს"
2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „მხარეები ითვალისწინებენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება“. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია“, – ნათქვამია დოკუმენტის მეხუთე პუნქტში.
შარლ მიშელი: ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში მხარეები პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევას განიხილავენ
შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ან ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების განსახორციელებლად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ან ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რაც ექვივალენტურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციების ფარგლებში ყველა დარღვევასა და საბრალდებო განაჩენზე ამნისტიის კანონის ინიცირებას მოახდენს. უფრო მეტიც, პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა უნდა გადაჭრას კანონმდებლობასა და საჭიროების შემთხვევაში, რეგლამენტში ცვლილებების შეტანით და საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნისთვის უბრალო უმრავლესობაზე უფრო დიდი ბარიერი მოითხოვოს“, - ნათქვამია შარლ მიშელის წინადადება
იმედი მაქვს, ბოლო შეთავაზება მიღებული იქნება, ქართველები იმსახურებენ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს - კრამონი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფასილიტაროების ჩართულობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებას და შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ეხმაურება. ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას ამჯერად მაინც შეძლებენ. "მესამე ცდა! იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის, ევროსაბჭოების პრეზიდენტ მიშელის გულწრფელი, სამართლიანი და ბოლო შემოთავაზება მიღებულ იქნება ყველა მხარის მიერ. კომპრომისებზე წასვლა საქართველოს გულისთვის არის სიძლიერე. ქართველები იმსახურებენ სრულ პარლამენტს, რომელიც მათთვის იმუშავებს," - წერს Tweeter-ზე კრამონი.
ენტონი ბლინკენი: აშშ-მ ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადართოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონმა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთზე და მსოფლიო დღის წესრიგის სხვა საკითხებზე უნდა გადართოს. როგორც ბლინკენმა ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ტერორისტულმა საფრთხემ სხვა ადგილებში გადაინაცვლა და ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია. „ჩვენ ახლა მსოფლიოს ვუყურებთ და უნდა დავინახოთ 2021 წლის პრიზმაში და არა 2001 წლის. ავღანეთიდან, ალ-ქაიდას მხრიდან აშშ-ის მიმართ საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ წავედით ავღანეთში 20 წლის წინ და წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. წავედით იმ პირების წინააღმდეგ, ვინც თავს დაგვესხა და დავრწმუნდით, რომ ავღანეთი აღარ გახდებოდა ტერორიზმის თავშესაფარი მიმართული შეერთებული შტატების, ან ჩვენი რომელიმე მოკავშირისა და პარტნიორების მიმართ. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლის მიღწევაც მანამდე დავისახეთ“, – განაცხადა ბლინკენმა.
დღეიდან, უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდა
დღეიდან, დედაქალაქში უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს, 320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. "ერთი საათის განმავლობაში, საბაგირო ცალმხრივი მოძრაობისას 600 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, მგზავრობის ხანგრძლივობა კი ოთხ წუთს არ აღემატება. ახალი საბაგირო ხაზით სარგებლობას მოსახლეობა დღეიდან, ყოველ დღე, 08:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეძლებს. მგზავრობის ღირებულება ერთ ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სამგზავრო და საბანკო ბარათებით არის შესაძლებელი. საბაგირო ხაზით მგზავრობა სტუდენტებისთვის უფასო იქნება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან
დღეიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან და 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმდებიან. ამავდროულად, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციას გამართავენ, რა დროსაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის, მოხდება ბოლო მოვლენებისა და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა. ვიდეოკონფერენციაზე მოხდება საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებული ბოლო მოვლენების, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განხილვა. ამასთან, ევროკავშირის მინისტრები ვიდოკონფერენციის რეჟიმში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.
ჯეიკ სალივანი: აშშ-ის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას "შედეგები მოჰყვება"
"აშშ-ის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას "შედეგები მოჰყვება", - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ რუსეთის მთავრობას განვუცხადეთ, რომ ის, რაც მათ პატიმრობაში მყოფ ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით ხდება, მათი პასუხისმგებლობაა და ისინი პასუხს აგებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომები, რა "ფასის" გადახდაც შეიძლება დაეკისროს რუსეთს, მაგრამ კონკრეტულ ზომებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ. მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ ბატონი ნავალნი მოკვდება, ამას შედეგები მოჰყვება", - განაცხადა სალივანმა. რუსი ოპოზიციონერის ექიმი ამბობს, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.ალექსეი ნავალნი მესამე კვირაა, შიმშილობს და სათანადო სამედიცინო დახმარებას ითხოვს. ნავალნის ექიმების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე, რუსი ოპოზიციონერი შესაძლოა, დაიღუპოს.
ავღანეთიდან ჯარების გაყვანის თარიღის გადაწევის გამო, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აკრიტიკებს
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ახალ ლიდერს ჯო ბაიდენს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო აკრიტიკებს. როგორც ტრამპის განცხადებაშია აღნიშნული ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა უფრო ადრეა შესაძლებელი და ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯარისკაცები სამშობლოში 11 სექტემბრამდე უნდა დააბრუნოს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკელებისთვის 2001 წლის 11 სექტემბერი ნიუ-იორკში და ვაშინგტონში დაღუპული ადამიანების ხსოვნის და მწუხარების დღედ უნდა დარჩეს. 2020 წელს, ყატარში, აშშ-მა და ავღანურმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ავღანეთიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანას 14 თვეში ითვალისწინებს, რის შემდეგაც შიდა ავღანური დიალოგი უნდა დაიწყოს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 578 ადამიანს დაუდასტურდა, 659 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 281 574-მდე. ვირუსს ჯამში 3 949 ინფიცირებული ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.58%. ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან 321 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 57, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 7, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. მძიმე პაციენტია: 563 , მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 89, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7.სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 456 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 577 პირი, აჭარაში - 2 098, იმერეთში - 1 189.
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დიპლომატებმა ქვეყანა დღეს, 19 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვონ. რუსეთის საგარეო უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარეს. ელჩს მწვავე პროტესტი გამოუცხადეს ჩეხეთის ხელისუფლების არაკეთილგანწყობილ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც პრაღაში რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის წინააღმდეგ გამოავლინეს და აცნობეს, რომ მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს ოცი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ელჩს შესაბამისი ნოტა გადაეცა. ცნობისთვის, 17 აპრილს, ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა.
აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი Facebook-ში ავრცელებს. "სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს", - წერს მამულაშვილი. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ. მამულაშვილის თქმით, ქართველი მებრძოლი დონბასში სამხედრო დავალების შესრულების დროს რუსული "ჰიბრიდული ძალების" მხრიდან დივერსანტის მიერ ნასროლი ნაღმსატყორცნის ჭურვით დაიღუპა.
ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას. „ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუშვას მასთან სამედიცინო სპეციალისტები, რომლებსაც ის ენდობა. რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.
ბიძინა კულუმბეგოვი: ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს ჩინურ ვაქცინას
"ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა "იმედის დილაში" განაცხადა. "ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან კორონავირუსის ვაქცინაც, რომელიც ჩინეთში დამზადდა, მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება და 200 მილიონამდე დოზაა გამოყენებული. 26-27 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება Sinopharm-თნ დაკავშირებით. ეს თარიღი უკვე დათქმულია. რადგანაც ჩვენ უკვე გვაქვს ეს ვაქცინა და საწყობში გვიდევს, სიკვდილობისგან თითქმის 100%-ით გვიცავს სიკვდილობისგან და მძიმე დაავადებისგან. გვაქვს 50 ათასი დოზა ვაქცინა და ეს ნიშნავს, რომ ამავე რაოდენობის დაცვა და 500 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მსოფლიოში არცერთი ვაქცინა არაა 100%-იანი, ყველას აქვს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 30 209 ადამიანმა გაიკეთა
19 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ჯამში 30 209 ადამიანმა გაიკეთა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 025-მა პირმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფრომაციაში.