ძებნის რეზულტატი:
ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს, პრეზიდენტის სასახლეში მოაწერს. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ წუთებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება. ჯერჯერობით უცნობია, დოკუმენტს, ოპოზიცია სრულად აწერს ხელს, თუ მხოლოდ ის პარტიები, რომლებმაც დღეს თანხმობა განაცახადეს. შეხვედრამდე ცნობილი იყო იმ პარტიების ვინაობა, რომლებმაც უკვე მზაობა გამოთქვეს შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ესენი არიან: "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება", "გირჩი", და "ლელო". ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ.
"ნაციონალური მოძრაობა: ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება
"ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი განიხილა. „ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე იყო საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები, რადგან აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს. „თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილი: გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია
"გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებლად მიაჩნია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო, რადგან აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. „თავისთავად დოკუმენტი ტოვებს დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ეს აზრთა სხავადასხვაობა ბუნებრივია. გაგრძელდება პოლიტსაბჭოს სხდომა და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ, თუმცა უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა, უბრალოდ ამ განხილვებს უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ეს განცხადება სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან გააკეთა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება. ამასთან, დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აცხადებდნენ, რომ დოკუმენტზე პარტიის სახელით ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი. „პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოძრაობა დოკუმენტის ხელმოწერიდან თავს შეიკავებს, ვიდრე ნიკა მელია რჩება პატიმრობაში. თუმცა ასევე პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით, მე გადავწყვიტე ინდივიდუალურად მოვაწერო ხელი დოკუმენტს“,- განაცხადა სამადაშვილმა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება. მანამდე, შეხვედრა მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.
შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს
,, საქართველოს გაუმარჯოს", - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევასა და მის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტის ხელმოწერას. როგორც მიშელი აცხადებს, პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყნის ინტერესები დააყენა პირველ ადგილზე. ის მადლობას უხდის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ,,საქართველოში შეთანხმება შედგა.საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს კრიზისის გადაჭრის მიზნით ამ შეთანხმების ხელის მოწერას. თქვენ ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ", - წერს მიშელი Tweeter-ზე. ცნობისთვის, ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელს აწერენ:,,ქართული ოცნება", ,ლელო", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,სამოქალაქო მოძრაობა", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელს აწერს სალომე სამადაშვილი და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.
კელი დეგნანი: ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი
მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლი მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელი ეწერება. ელჩი მხარეებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ რთული მუშაობა გავწიეთ. აშშ-ის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ისევე, როგორც მოგილოცოთ საქართველოს ეს წარმატება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს აყვავებული და საქართველოს ჰქონდა ის პოლიტიკური გამბედაობა, რომ ამ პროცესში ჩაბმულიყო. მთავრობას და პარტიებს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ხელი მოაწერეს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებულ შეთანხმებას, რომელიც კომპრომისზე იყო დამყარებული. ეს არის საქართველოს დემოკრატიის განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. აშშ-ის სახელით მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“, – განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელს აწერენ:,,ქართული ოცნება", ,ლელო", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,სამოქალაქო მოძრაობა", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელს აწერს სალომე სამადაშვილი და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.
კარლ ჰარცელი: შეთანხმების ხელმოწერით იწყება ახალი თავი, რომელიც პარლამენტში გაგრძელდება
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, ეს ჩემთვის ემოციებით სავსე დღეა, რადგან ოთხი თვის განმავლობაში ფალიტაციის პროცესში ვიყავით ჩართული და შემდეგ მედიაციის პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და მისი პერსონალური წარმომადგენლის, დანიელსონის ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიები შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერენ. ელჩის თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. „დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერით ეს პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი ჩვენი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი ამ საკითხში, მინდა, ეს ხაზგასმით აღვნიშნო. დღეს აქ ვინც ვართ შეკრებილნი, უმრავლესობა მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვქონდა“, – განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის, ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელს აწერენ:,,ქართული ოცნება", ,ლელო", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,სამოქალაქო მოძრაობა", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელს აწერს სალომე სამადაშვილი და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი დავით ბაქრაძე.
გიორგი ვაშაძე: დღევანდელ დღეს არ ყავს დამარცხებული, დღეს ყველა გამარჯვებული ვართ რადგან სახელმწიფოს ინტერესებმა გაიმარჯვა
" დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული. დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, რადგან გამარჯვებულია ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები", - ამის შესახებ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. "დღეს ჩვენ ვაჩვენეთ რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ", - განაცხადა პრეზიდენტის სასახლეში ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, დღეს ხელი მოაწერა.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია პირადაპირ ეთერში გაიმართა და ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი. ოპოზიციური პარტებიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა" პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
არჩილ თალაკვაძე: ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში
"დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელი დოკუმენტზე ხელის მოწერისას განაცხადა. მისი თქმით, ის ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რომელთა გატარებაც საზოგადოებასა და პარტნიორებთან ერთად მოხდა, იძლევა საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი. „ეს შეთანხმება სწორედ ამას ემსახურება და ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ, გაკეთდა მნიშვნელოვანი განმარტებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიც არის პატიმრების საქმეები, როგორიც არის 43% -იანი ნდობის ზღვრის გამოყენება თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე 2/3-იანი კვორუმების პრინციპების გამოყენება, რომელთან ერთად არსებობს შეთანხმება, რომ ჩვენ შემოვიღებთ და კანონში გავწერთ, ასევე, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან. მსურს მადლობა გადავუხადო მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, რაც მთავარია ჩვენს თანამოქალაქეებს იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია პირადაპირ ეთერში გაიმართა. ოპოზიციური პარტებიდა დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა. პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
20 აპრილს შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა. მანამდე, პრეზიდენტის რეზიდენციში ოპოზიციის ნაწილმა და ქართული ოცნების წარმომადგენბლებმა ხელი მოაწერეს განახლებულ დოკუმენტს. მის განაცხადს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ. "ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა", - თქვა შარლ მიშელმა.
პრეზიდენტი შარლ მიშელს: შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას
"ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს", - ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართ. . როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მას დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან სწრაფად დაიწყებენ ამაზე მუშაობას. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილურობა და დემოკრატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა. პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ზურაბ ჯაფარიძე: ამ საყოველთაო ნიჰილიზმში, ადამიანებს იმედი აქვთ, რომ დოკუმენტის ხელმოწერით ქვეყანა პოზიტიურისკენ შეიცვლება
"ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება", - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მისი თქმით, მთელი ეს გზა, ძალიან რთული პროცესი იყო და უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს. "ვიმედოვნებ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტი იმუშავებს. ძალიან რთული პროცესი იყო. ვიცი, რომ უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებს, ამ საყოველთაო ნიჰილიზმში და სასოწარკვეთაში იმედი აქვთ ადამიანებს, რომ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ და ქვეყანაში რაღაც პოზიტიურისკენ შეიცვლება. რთულია ამ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი იმედის ქონა, მაგრამ მეც იმის იმედად, რომ ეს დოკუმენტი მართლა იმუშავებს, ხელს ვაწერ. მადლობა ყველას“, - აცხადებს ჯაფარიძე. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა. პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
დავით ბაქრაძე: ინდივიდუალურად ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან საქართველოს ევროპულ მომავალს სჭირდება
„მე, როგორც პარლამენტის ინდივიდუალური წევრი ხელს ვაწერ ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს შეთანხმება სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს", - ამის შესახებ, ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება, რომ პრეზიდენტმა მიშელმა, ჩვენმა მეგობრებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს. "ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ უკანონოდ, უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ“, - თქვა დავით ბაქრაძემ. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა" პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ხატია დეკანოიძე: პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია
"პოლიტიკური კრიზისის დასრულება შორს არის სანამ ეს რეჟიმია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, მათ შორის მათ, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნიკა მელიას გარეშე, მისი დაჭერის შემდეგ მოლაპარაკებებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მიეღო. "არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, ან ჩვენი პარტნიორების არ მჯერა ან პოლიტიკური კომპრომისი არ მესმის, არამედ გულწრფელად მჯერა - ეს იქნებოდა ენმ-ის ყველაზე პრინციპული და უკეთესი პოზიცია. დღეს განსაკუთრებით.ახლაც ამ აზრზე ვარ: პარტიის თავჯდომარე თუ ციხეშია ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილება სრულფასოვანი და მორალურად გამართლებული. ასევე ვერასდროს გავიგებ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის სტუმრობას", აცხადებს ხატია დეკანოიძე. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელომწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა" პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს. „ხელოვნური კრიზისი დასრულებულია! მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს! ეს საქართველოს გამარჯვებაა! კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით! განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე. დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაზე ონლაინ ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც, რომლის პირადი მედიაციით დაიწყო დიალოგი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიციური პარტიებიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შემდეგმა პარტიებმა. "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩმა", "ლელომ", რესპუბლიკელებმა, "მოქალაქეებმა" პარტიის სახელით დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა "ნაციონალურმა მოძრაობა" და "ევროპულმა საქართველომ", თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, როგორც სადეპუტატო მანდატის მფლობელმა. ინდივიდუალურად მოაწერა ხელი "ევროპული საქართველოს" ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებაზე ხელმოწერით, დღეს საქართველო გამარჯვებულია. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის პრეზიდენტ შარლ მიშელს, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებს ფასილიტაციისათვის და პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის. ,, დღეს საქართველო გამარჯვებულია.ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას. დემოკრატიამ და დიალოგმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა", - წერს ღარიბაშვილი tweeter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადებების პაკეტს ხელი მოაწერა:,,ქართულმა ოცნებამ", ,ლელომ", ,,რესპუბლიკურმა პარტიამ", ,,სტრატეგია აღმაშენებელმა", ,,სამოქალაქო მოძრაობამ", ასევე ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა და ,,ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა დავით ბაქრაძემ.
გიორგი ბარამიძე: სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენს
"სალომე სამადაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ წარმოადგენს და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, დღეს პარტიისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. ბარამიძე სოციალურ ქსელში ასევე აღნიშნავს, რომ სამადაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს დააყენებს. თუმცა დასძენს, რომ სამადაშვილის აღნიშნული ნაბიჯი, თავისთავად პარტიიდან წასვლას ნიშნავს. "საქართველოს პარლამენტი, სადაც პოლიტიკური პარტიების წევრები შევლენ, ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.ენმ-ის ბევრი წევრი და მხარდამჭერი გვეკითხება, სალომე სამადაშვილი ახლა ვისი სახელით დგას ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის სასახლეში? მინდა, გარკვევით ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა (ქალბატონმა სამადაშვილმა თვითონაც განმარტა), რომ ის არ წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ეს ნაბიჯი არ გამოხატავს იმ სულისკვეთებასა და პოზიციას, რაც აქვს ენმ-ის პოლიტიკურ საბჭოსა და წევრთა და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრს. სადაც ეს ხალხი შედის, ვინც იქ დგას, ის არაა საქართველოს პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას, არამედ ეს ორგანო არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ, გაყალბებისა და ძალადობის გზით, ხელისუფლების უზურპაციის ინსტრუმენტი. სანამ პოლიტპატიმრები (ნიკა მელია, გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, სანამ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება (მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ავთო წერეთელი და სხვები) პოლიტიკოსებისა და მედია მფლობელების მიმართ, სანამ არ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, რომლის პირობებში არჩევნების გაუყალბებლად ჩატარების საფუძვლიანი იმედი შეიძლება გვქონდეს, იქამდე ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა უზურპატორი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“, - წერს ბარამიძე.
სალომე სამადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს
სალომე სამადაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან, სოციალურ ქსელ facebook-ზე გაავრცელა. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველას ინტერესებში იყო. " სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია- მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები," - წერს სამადაშვილი. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ასევე აცნობა საკუთარი გადაწყვეტილება ინდივიდუალურად ხელმოწერის შესახებ. „მიმაჩნია, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს საერთაშორისო ასპარეზზე არის შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ამ პროცესში ახლავე წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. თქვენ იცით, რომ ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიაზე ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ ჩვენ წარმოდგენილი, შესაბამისად, დღევანდელი ხელმოწერა ვფიქრობ, იყო ყველას ინტერესებში. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვუწოდე პარტიას, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს, ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ მე ვგეგმავ, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს.რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენადაც მესმის, მათი გადაწყვეტილება არის, რომ ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერისთვის ჯერჯერობით არის ღია. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, პარლამეტში მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად.ამ კანონის თანამხმად, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მათ შორის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოურთდება დანარჩენ ოპოზიციას, მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ჯერ პარლამენტში საქმიანობა ჩვენ არ დაგვიწყია. დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს თავისი პირობები, ეს პირობები უნდა შესრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და „ნაციონალური მოძრაობა“, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი ასევე პარლამენტში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პ ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, დღევანდელმა დღემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის საქართველოს ევროპული მომავლის მიმართულება. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, ხვალ პრეზიდენტი მიშელი ჩამოვა საქართველოში მორიგი ვიზიტით და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს, ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო. თქვენ იცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება იქნება ის პირველი კანონპროექტი, რომელსაც მხარს დაუჭერს მათ შორის პარლამენტში შესული ოპოზიცია, რის შედეგადაც ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
კელი დეგნანი: ისეთი ამაყი ვარ საქართველოთი, ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს
„ისეთი ამაყი ვარ საქართველოთი ამაღამ, ამაყი ვარ იმ პოლიტიკური ლიდერებით, რომლებმაც ძალიან მძიმე შრომა გასწიეს ამ ექვსი თვის განმავლობაში, ეს იყო რთული, ხანგრძლივი პროცესი", - აღნიშნული განცხადებით, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ მიშელის, რომელიც ჩაერთო მედიაციის პროცესში, ასევ პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ამ ცერემონიის მასპინძლობისთვის და ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც შეთანხმების მიღწევაში ითამაშა", - აცხადებს დიპლომატი. კელი დეგნანის თქმით, ეს შეთანხმება ღია რჩება პარლამენტის ინდივიდუალური წევრებისთვის ხელმოსაწერად. „ჩვენი სურვილია ეს იყოს ფართო თანხმობის დოკუმენტი, იმისთვის რომ ჩანდეს, საქართველომ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მისი დემოკრატული მომავლისთვის, მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. ამიტომაც მე ძალიან ამაყი ვარ, როგორც ამერიკელი ელჩი. და გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატებს სურს წარმატებული საქართველოს ხილვა, საქართველოს წარმატების გარანტია სტაბილური აყვავებული დემოკრატია. გილოცავთ და დიდი მადლობა საქართველოს ხალხს იმ მოთმინებისთვის რომელიც ამ პროცესის განმავლობაში იჩენდა. ეს ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, ნელ-ნელა დარწმუნებული ვარ ეს ქვეყანა განაგრძობს წინსვლას, ახლა მას აქვს სრულად ფუნქციური პარლამენტი და ვიმედოვნებ ყველა ვინც ოქტომბრის არჩევნებში აირჩიეს მივა პარლამენტში და გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუციებს, ეს არის საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების გზა, რასაც საქართველო ასრულებს რეგიონში", - აღნიშნავს დეგნანი.