ძებნის რეზულტატი:

რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ

ჩეხეთის მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ. საუბარია 2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ჩეხეთში ამტკიცებენ, ამუნიცია ბულგარეთში ტრანსპორტირების შემდეგ უნდა აფეთქებულიყო. გამოძიება ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალა ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა, რომელიც 2015 წელს მოწამლეს, თუმცა გადარჩა. ჩეხური მედიის ცნობით, გებრევს საბრძოლო მასალა კონფლიქტურ ზონებში შეჰქონდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებული იარაღი უკრაინაში ან სირიაში უნდა შეეტანათ. ჩეხეთის პოლიცია ეჭვობს, რომ საბრძოლო მასალის აფეთქებასთან დაკავშირებულები არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც ჩეხეთში მოლდოვისა და ტაჯიკეთის პასპორტებით მოხვდნენ. ცნობისთვის,მიშკინი და ჩეპიგა ასევე ბრალდებულები არიან ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში. ჩეხური მედიის ცნობით, საქმის დეტალებს უახლოეს ხანში გაეცნობიან ჩეხეთის მთავრობის წევრები. ეს თემა დღესვე განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც.

"ქართული ოცნება":  მზად ვართ, განახლებული დოკუმენტის განსახილველად - ხელმოწერის შემდეგ, რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით

"მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას", - ამის შესახენ "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად. ასევე გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით - ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს. ამ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროკავშირთან და პრეზიდენტ მიშელთან ერთად, რომელთაც მადლობას ვუხდით პოლიტიკური ვითარების გასაჯანსაღებლად გადადგმული ნაბიჯების და ძალისხმევისთვის, იმ მოცემულობით, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნება გაცხადებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების შესახებ, რაც ასახულია ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში და რისთვისაც ევროსტრუქტურები ჩაერთვებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით შექმნილ კომისიაში. ასევე, ჩვენი გადაწყვეტილება პატიმრებთან დაკავშირებით, რომელთა გათავისუფლებას ითხოვს ოპოზიცია, ეფუძნება იმ აუცილებელ პირობას, რომ მომავალში გამოირიცხება ნებისმიერ სისხლისსამართლებრივ საქმეში პოლიტიკური ჩარევა. ვინაიდან, არის ორი სხვა მიმდინარე საქმე - ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის და ნ. გვარამიას საქმეები, სადაც ერთ შემთხვევაში პირებმა, რომელთა მიმართაც ჩატარდა გამოძიება და მიმდინარეობს სამართალწარმოება, გამოძიების დაწყების შემდეგ შექმნეს პოლიტიკური პარტია და თავი შეაფარეს პოლიტიკურ სტატუსს, ხოლო მეორე შემთხვევაში, პირმა, რომლის მიმართაც ასევე მიმდინარეობს სამართალწარმოება (ის წინა ხელისუფლების პირობებში, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ), დააფუძნა ტელევიზია და ჟურნალისტური საქმიანობით ცდილობს იმუნიტეტის მოპოვებას - ამ საქმეების შეფასება უნდა მოხდეს სამართლის სფეროში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა გამოირიცხოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკური გადაწყვეტის შესაძლებლობა და მათი შეფასება მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი სტანდარტებით. ვთვლით, რომ ამით გამოირიცხება ყველანაირი სუბიექტური აღქმა ჩვენს საზოგადოებაში, არის თუ არა ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული. ვთვლით, რომ ამ წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოსა და პროკურატურაზე, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და თვისობრივად გაუმჯობესდა ვითარება, ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული მედიის მხრიდან ხდებოდა არაობიექტური და მოტივირებული შეტევა მისი დისკრედიტაციის მიზნით. ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებლობის და სამართლიანობის კუთხით მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, რასაც მსოფლიო ბანკის და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომელშიც საქართველოს სასამართლო სისტემა ევროპის საუკეთესო ოცეულში შედის და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ხოლო „IPSOS France“-ის კვლევით, საქართველოს მოსახლეობაში სასამართლოს მიმართ ნდობა 50%-ზე მაღალია, რაც ევროკავშირის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელთან ახლოს დგას. რასაკვირველია, შეთანხმების დოკუმენტში მოცემული 2/3-ის პრინციპი უნდა დაზუსტდეს და გაიწეროს ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ისე, რომ არ მოხდეს პროცესში პოლიტიკური ჩარევა ან მისი ბლოკირება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირის ეგიდით წარდგენილ პირველ დოკუმენტსაც და მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას. ჩვენი მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია და მოვუწოდებთ ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ“ - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

"ქართული ოცნება": ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

"ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში. "გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გ. რურუასთან დაკავშირებით - ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი. ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქართული ოცნება": მზად ვართ, ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა

"მზად ვართ, ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა", - ამის შესახებ "ქართული ცონების" განცხადებაშია ნათქვამი. „მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით, ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40% იანი მაჩვენებლის გაზრდაზე, რომელიც კონსტიტუციით და საარჩევნო კანონმდებლობით გახლდათ იგივე ოპოზიციის მხარდაჭერით განსაზღვრული, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში. "ქართული ოცნება": მზად ვართ, განახლებული დოკუმენტის განსახილველად - ხელმოწერის შემდეგ, რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით "ქართული ოცნება": ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

"გირჩმა" შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა

"გირჩის" სამმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ამსახველი ფოტო, სოციალურ ქსელში განათავსეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა. „ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება და ამ ხალხის გვერდზე დგომა, თუ უნდა, რომ ფეხებზე დაიკიდოს ეს ხალხი და საერთოდ ეს ყველაფერი. მოდით, ჩვენ რაღაცნაირი მაგალითი მივცეთ იმის, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა. შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ წინადადებებს სთავაზობს ახალი დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად: პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს; პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14-დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენურ ტესტირებას. პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის B, C, D და E ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებული არიან, შეავსონ ელექტრონული ფორმულარი. უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები. იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

"გირჩის" წევრები პარლამენტში მივიდნენ

"გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. "გირჩის" წევრების თქმით, მათი პარლამენტში ვიზიტი ტექნიკური ხასიათის იქნება, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან. "ჩვენ ვაპირებთ ადამიანების გაცნობას და ამ პოლიტიკაში არა ჩხუბის, არამედ ადამიანური ურთიერთობების, ემოციების დამკვიდრებას. რას შევძლებთ, ამას მომავალი გვაჩვენებს,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია: კეთილი იყოს "გირჩის" ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში

კეთილი იყოს "გირჩის" ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში,- ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხვიჩიამ განმარტა, პარლამენტში "გირჩის" გზის აღსასრულებლად შევიდნენ. "ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით "გირჩის" იმ გზის აღსასრულებლად, რაც დაახლოებით 10 დღის წინ გამოვაქვეყნეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ, რათა ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც გვაწუხებს. 7 საკითხი, რაც "გირჩს" აწუხებს, იქნება მთავარი, რაზეც "გირჩი" ამ შენობაში იბრძოლებს. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვიცით, რომ ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება, ეს იქნება პრობლემა ამ ქვეყნისთვის. ასევე, ეს იქნება იმედგაცრუება დასავლელი პარტნიორებისთვის. აქედან გამომდინარე, სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით პირველ რიგში ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ასევე, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ კულუარებში ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს ჩატარდება

სირიის სახალხო ასამბლეამ (პარლამენტმა) საპარლამენტო არჩევნები 26 მაისს ჩანიშნა, - ამის შესახებ Anadolu ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. კანდიდატებს უმაღლეს საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადების წარდგენა დღეიდან 28 აპრილამდე შეუძლიათ. არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის, პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის, ოპოზიციასა და რეჟიმს შორის მოლაპარაკებების ჩავარდნისა და 10 მილიონზე მეტი სირიელის იძულებით გადაადგილების ფონზე მიიღეს. მეტიც, ამჟამად ქვეყნის დაახლოებით 40% რეჟიმის კონტროლს არ ექვემდებარება. სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.

ვახტანგ მეგრელიშვილი: პარლამენტი იქნება „გირჩის“ სამეფო

"პარლამენტი იქნება "გირჩის" სამეფო - ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში მისვლის შემდეგ განაცხადა. "ეს ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმაა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ და მეორე - აგერ, რამდენიმე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენ ამის არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი. ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალი არჩევნებისთვის, როგორც ჩვენს პლაცდარმს. ეს იქნება "გირჩის" სამეფო", - განაცხადა მეგრელიშვილმა. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, სხვა დეპუტატებთან "ადამიანური ურთიერთობის დამყარებას" ეცდება. "სახლშიც დავპატიჟებთ, მწვადს შევწვავთ, ყავაზე დავპატიჟებთ კაფეში, ფეხბურთის მატჩზე წავალ მათთან ერთად, მათ ბავშვებს გავიცნობ... ბევრ რამეს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დავამყარო", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებელი": ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს

"სტრატეგია აღმაშენებელი", როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, წარმოდგენილი 5- პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური. „სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად. ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა: ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს „ქართული ოცნების“ სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის. მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან. მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ „ქართულ ოცნებასთან“, როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები. ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი; ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად; ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა; ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა; დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა. მეგობრებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე, შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება, მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები. დიახ, მეგობრებო დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

"ლელო" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს

"ლელო-საქართველოსთვის" მედიატორის მიერ შედგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად ეთანხმება. ის მხარს უჭერს ხელმოწერას და პროცესების გადატვირთვას. "ლელო პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. ცხადია მასში არის გარკვეული საკითხები, რაც პრაქტიკაში არის მნიშვნელოვანი რომ უნდა დაზუსტდეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველა პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ და ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნისთვის, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური შეთანხმება და ლელო, აი ამ შეთანხმების სულისკვეთებით, მხარს უჭერს ხელმოწერას".- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს

"უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრილიუს ლანდსბერგისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს Twitter-ზე გამოეხმაურა. "ჩვენი პირადი რწმენაა, რომ დოკუმენტი, რომელიც წარდგენილი იყო ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისგან და რომელსაც შესაძლოა ხელი მოაწეროს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა, არის ძალიან ძლიერი გზავნილი წუხილისა და მხარდაჭერის. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს. მოგვიანებით კი, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დოკუმენტში გაწერილი პირობები შესრულდება",- თქვა ლანდსბერგისმა.

საფრანგეთის ელჩი: შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს

"შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს", - საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი შარლ მიშელის ახალ წინადადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. „შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა“, - წერს კოლასი.

ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 100 მილიონი დოზა შეიძინა. როგორც გამოცემა წერს, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 600 მილიონ დოზას მიიღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

არჩილ თალაკვაძე უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ტელეფნით ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. "არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობასა და განსაკუთრებულ მეგობრობას. მან გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული მილიტარიზაციის გამო, რაც ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. არჩილ თალკვაძის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინასა და მის საზღვრებთან განხორციელებული ქმედებები იმეორებს 2008 წლის სცენარს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა სამხედრო წვრთნების მიზნით მობილიზებული სამხედროები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ამიტომ საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა. არჩილ თალაკვაძემ გამოხატა საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების მიმართ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღავრის გაზრდა 43%-მდე - "ქართული ოცნება" მორიგ განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება" დღეს უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს მედიატორების შეთავაზებუკლ საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, პარტია მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხმებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით. "ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით", - ნათქვამია განცხადებაში.

რიყეზე ოპოზიციის აქცია დაიწყო, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეფორმებს ითხოვს

რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. როგორც აქციზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილმა განაცახადა, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“. "ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა და ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნილები იარსებებენ. განცდა, სადაც ხელისუფლების ყველაფერი შეიძლება, სხვებისთვის კი არაფერი. სწორედ ამიტომ ყველანი 15 მაისს რუსთაველის გამზირზრ უნდა შევიკრიბოთ. აქ არის ის ხალხი შეკრებილი, ვინც 15 მაისის აქციის ორგანიზაციაში ჩართული. რამდენიმე დღეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ვართ გასულები, რათა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მათ , რატომ არის 15 მაისს შეკრება აუცილებელი", - განაცხადა უდუმაშვილმა. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს, ორი პუქნტის გამო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ შეთანხმების დოკუმენტის ახალი ვერსია წარადგინა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კვლავ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს. ოპოზიციიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე მზაობას გამოთქვამს "სტრატეგია აღმაშეენებლი" , ლელო ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩი".

ნიკა მელია: ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ!

"ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ში წერს. "მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის - ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება, შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. "ოცნებამ" კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება", - წერს ნიკა მელია.

ნათია თურნავა: ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ

"მოხარული ვარ, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღადგინა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ქუჩებში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ. "დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, Wizzair-მა - ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში", - განაცხადა თურნავა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მაისიდან იგეგმება კიდევ რამდენიმე მიმართულების აღდგენა - მათ შორის, რიგიდან და დორტმუნდიდან და ეტაპობრივად სხვა მიმართულებებიც აღდგება.