ძებნის რეზულტატი:
ჯერი კონოლი: ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას. კმაყოფილი ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მიზნისთვის ძალისხმევა გაწია
"კმაყოფილი ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", იგივე გააკეთონ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი სენატორი ჯერი კონოლი Twitter-ში წერს. "ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გარშემო. კმაყოფილი ვარ, რომ "ქართულმა ოცნებამ"“ ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გაწია, მოვუწოდებ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იგივე გააკეთონ",- წერს სენატორი.
NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს
NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს. ამის შესახებ NATO-ს განცხადებაშია რომელიც ალიანსის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Twitter-ზე გაავრცელა. როგორც პრესამსამსახურის წარმომადგენელი წერს, "რუსეთი გეგმავს შავი ზღვისა და ქერშის სრუტის ნაწილებზე შესვლის შეზღუდვას, რაც გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება და წარმოადგენს დესტაბილიზაციის უფრო ფართო ნიმუშის. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, დაუშვას ნავიგაციის თავისუფლება. NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ ყირიმის უკანონო ანექსიას". "მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებთან და თავისუფალი ნავიგაცია. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა ნახევარკუნძულზე და მის გარეშემო. რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის გაგრძელება არის უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მუქარის გაგრძელება და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო ვალდებულებებს", -ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.
ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი თქმით, 693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომანქანები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს-ს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40 ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 10-ის გადაცემა 2020 წლის ნოემბერში უკვე განხორციელდა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირებისა და რეაგირების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით, „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”. “ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. მათი განმარტებით, უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე, მოჰყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას
კარლ ჰარცელი: საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ
"საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. "ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას", განაცხადა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 219 ადამიანს დაუდასტურდა, 301 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 754 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 292 PCR ტესტით. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 294 540 ადამიანს დაუდასტრდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280 132-მდე გაიზარდა, ვირუსს ჯამში 3 925 ადამიანი ემსხვერპლა. დადებითობის მაჩვენებელი: 16 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.58 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.91%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.26%. ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევიდან 676 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 126, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 55, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მიმდინარე აქტიური შემთხვევა 10 457, საიდანაც: 2 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 471, აჭარაში - 398, იმერეთში - 369. მძიმე პაციენტი 494, მათ შორის, თბილისში - 247, აჭარაში - 70, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 89, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 7, იმერეთში - 8. 427 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 225 - თბილისში, 188 - აჭარაში. 7 182 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 335 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 253, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 16 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 417 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 987 პირი, აჭარაში - 2 475, იმერეთში - 1 137.
პოლიციამ 7 და 16 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 63 წლის კაცი დააკავა
პოლიციამ 1958 წელს დაბადებული თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ, 7 წლის ლ.ბ.-ის მიმართ. ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა ლ.ბ.-მ ქუჩაში დაინახა თ.ს., შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა. გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2021 წლის იანვარში, თ.ს.-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა ლ.ბ.-ის მეგობრის, მისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ, მ.ზ.-ის მიმართ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა თ.ს. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო: ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის
"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორი იქნება მიღწეული", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო Twitter-ში წერს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა. "ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორი იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია“, - ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.
პრინც ფილიპს დღეს დაკრძალავენ
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპს დღეს უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში დაკრძალავენ. ცერემონიალს მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება, ძირითადად, სამეფო ოჯახის წევრები. სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. ცერემონიალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, ჯაიდენის ამ გადაწყვეტილებამ ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი "დემოკრატი" კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია. კრიტიკის მომატებასთან ერთად, თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს. ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის თებერვალში პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა 62 500-მდე გაზრდიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ლტოლვილთა მიღების პროგრამა განსხვავდება მიგრანტთა თავშესაფრის სისტემისგან. ლტოლვილების შემოწმება ჯერ კიდევ საზღვარგარეთ უნდა მოხდეს, განსხვავებით მიგრანტებისგან, რომლებიც შემოდიან აშშ-ის საზღვარზე და შემდეგ ითხოვენ თავშესაფარს.
რუსეთმა 5 პოლონელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
მოსკოვი, ვარშავის ქმედებების საპასუხოდ, ხუთ პოლონელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, თუ რა სწრაფად შეუერთდა ვარშავა აშშ-ის ადმინისტრაციას და მოითხოვა, რომ სამ რუს დიპლომატს პოლონეთი დაეტოვებინა. თავის მხრივ, ხუთი პოლონელი დიპლომატი რუსეთიდან იქნება გაძევებული,“- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. პოლონეთში რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს. ვარშავამ თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი "ამ პირთა მიერ დიპლომატიური სტატუსის პირობების დარღვევა და პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ ზომების ჩატარება" იყო. .
19-22 აპრილს, საქართველოს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. საელჩოს ცნობით, ამ მიზნით, 19-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიკაელა მარკსოვა-ტომინოვა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა და მათი გუნდის წევრები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგებთან და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ადგილზე გაეცნობა ჩეხეთის მხარის დახმარებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს. 19 აპრილს სააგენტოს დელეგაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს გააფორმებს. მემორანდუმები გულისხმობს თანამშრომლობას ორ პროექტთან, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოში: „გზა სახლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოზარდთა განვითარების ალტერნატიულ სოციალურ სერვისის შექმნას (მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 780 000 ევრო) და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის გაძლიერება საქართველოში (მთლიანი ბიუჯეტი 1 233 000 ევრო). ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე დაესწრება მეფუტკრეობის მულტიფუნქციონალური რეგიონული ცენტრის გახსნის ცერემონიას და ეწვევა რუხისა და ბათუმის საავადმყოფოებს აჭარაში. რუხისა და ბათუმის ახალაშენებული საავადმყოფოები თანამედროვე ტექნიკით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აღიჭურვა. დელეგაცია ასევე ეწვევა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ აშენდა და აღიჭურვა. დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. მემორანდუმი ითვალისწინებს ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებასა და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაციისთვის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობას.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 27 654 ადამიანმა გაიკეთა
17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აქცია ჯამში 27 654-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 237 ადამიანი აიცრა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
რუსეთში უკრაინელი დიპლომატი დააკავეს
რუსეთში, პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი, ოლექსანდერ სოსონიუკი, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს. „16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი - სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, - აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში. უშიშროების სამსახურის განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს, რაც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, ქვეყანაში ყოფნის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ირანმა რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინის 60 მლნ დოზა შეიძინა
ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, Sputnik V-ის 60 მილიონი დოზის შესაძენად. რუსეთთან გარიგება დაასრულა. რუსეთში ირანის ელჩი, კაზე ჯალალი აცხადებს, რომ გარიგების შედეგად, ირანი მიიღებს 30 მილიონი ადამიანის სრული იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობას. მისივე თქმით, ირანი ვაქცინებს წლის ბოლოს მიიღებს.
მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და დოკუმენტს მოაწერეთ ხელი
"მთელი გულით მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა და ხელი მოაწერა კომპრომისულ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით იყო მიღებული, რაც მიმართულია არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებისკენ", – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი Twitter-ში წერს. მარინა კალიურანდი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიმამაცე და ხელი მოაწერონ დოკუმენტს. "დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისული დოკუმენტი სთავაზობს მხარეებს, ბალანსირებულ გამოსავალს და ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღების ცენტრში პირველ რიგში იყო მმართველი პარტია. ახლა, როდესაც ამ უკანასკნელმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს გასულ შემოდგომას გამართული არჩევნების შემდეგ, გამოიჩინეთ ანალოგიური სიმამაცე და კეთილსინდისიერება და აგრეთვე მოაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ისტორიამ ბევრ მაგალითზე გვასწავლა, რომ დიდმა პატრიოტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებმა იციან, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არაპოპულარული მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი მათი ქვეყნისთვის საუკეთესოს მისაღწევად", – წერს ევროპარლამენტარი.
სალომე ზურაბიშვილი კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილის, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრას მართავენ
ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრას მართავენ. ეს ხელისუფლების ოპონენტების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, ამ თემასთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. ოპოზიცია ამ ეტაპზე დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს, ვინაიდან დოკუმენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩანაწერი მკაფიო არ არის.
7 და 16 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 63 წლის კაცს ბრალდება წარუდგინეს
პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე 63 წლის კაცს, თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე თ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ს.-მ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი გოგონების მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. სამართალდამცველებმა თ.ს. 2021 წლის 15 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და „ზ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ და 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნდონბის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს
NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ შავ ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის შეზღუდვა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება, რაც რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევის ნაწილს წარმოადგენს.
კუბაზე კასტროების მმართველობა სრულდება - რაულ კასტრო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს
89 წლის რაულ კასტრომ პარასკევს განაცხადა, რომ კუბის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგება და ამით დასრულება მისი და მისი ძმის, ფიდელ კასტროს ოფიციალური ხელმძღვანელობის ხანა, რომელიც დაიწყო 1959 წლის რევოლუციით. ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday ავრცელებს. როგორც რაულ კასტრომ აღნიშნა მან "შეასრულა თავისი მისია". კასტროს არ უთქვამს, ვის დაუჭერს მხარს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის უფლებამონაცვლედ. სავარაუდოდ, პარტიის სათავეში მას კუბის მოქმედი პრეზიდენტი, 60 წლის მიგელ დიას-კანელი ჩაანაცვლებს. შესაბამისად, სრულდება რევოლუციონერი ძმების, ფიდელ და რაულ კასტროების მმართველობის ეპოქა, რომელიც 1959 წელს დაიწყო.