ძებნის რეზულტატი:
რუსთაველის მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთაველის თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც მსახიობები ამბობენ, აქციის მონაწილეებმა რობერ სტურუაზე განაცხადეს, რომ არის მოძალადე და რეპეტიციაზე შეურაცხყოფას აყენებს ქალებს, რაც მოგონილი და ჭორია. მსახიობი გოგა ბარბაქაძის განმარტებით, მათი გაღიზიანება აქციის მონაწილეების მხრიდან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს მოჰყვა. მისივე თქმით, ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა უკვე გააკეთა. ,,ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს მან წაახალისა ბესო ზანგური. მოხსნილის ეს კაცი ყველა სპექტაკლიდან, იურიდიულად რაც შეუძლია გააკეთოს თეატრმა, უკვე გააკეთა. თუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და ეს კაცი დამნაშავედ გამოცხადდება, რუსთაველის თეატრი მიიღებს კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას. სოლიდარობას ვუცხადებთ ნინუცა მაყაშვილს ჩვენც და მთელი თეატრიც, ვგმობთ ძალადობას. რობერტ სტურუას ბესო ზანგურისთვის სოლიდარობა არ გამოუცხადებია და არ გაუმართლებია მისი საქციელი, ბატონმა რობერტმა თქვა, რომ თუ დამნაშავე ნაპოვნი არ არის, რატომ დავსაჯოთ ადამიანი. ამაზე გამოვიდნენ და თქვეს, რომ ახალისებს ბესო ზანგურს, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. სანამ ეს აქცია დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ რობერტ სტურუა არის ბოროტება, შეურაცხყოფას აყენებს ქალებს და ამცირებს. თუ რეპეტიციაზე ნამყოფი არ არიან, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? თეატრში 61 ადამიანი მუშაობს, მათ შორის ქალებიც, არავინ არაფერს არ ამბობს და ეს არაფერს არ ნიშნავს?”, - აღნიშნა გოგა ბარბაქაძემ.
ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დაკავებულ მონაწილეებს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სპორტსმენები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ასევე თამაზ, ირაკლი, თორნიკე და გელა ჭელიძეები რიონის ხეობის დაცვის აქციაზე 12 აპრილს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალად უყენებს, სს კოდექსის 25-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ბრალდებულების საზოგადოებრივი დამცველის გელა სიორდიას განცხადებით, დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი და განჩინებას გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში: „მე სამ ბრალდებულს ვიცავ და სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ არცერთი ნასამართლევი არ არის, ისინი არიან სპორტსმენები და საქართველო არაერთხელ ასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე“. სამ ბრალდებულს იცავს ადვოკატი ნესტან ბაგათელიაც, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ბრალს არ აღიარებენ. - „ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა შერჩეულიყო დასაცავი პირების მიმართ ისეთი მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, როგორიცაა პატიმრობა, განჩინებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 აპრილს საღამოს 5 საათზე დაწყებული პროცესი 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა. სასამართლომ პროცესის დაწყებისას დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა და ექვსივე ბრალდებულმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შემდეგ სასამართლომ აჭარიდან „ნამახვანჰესის“ პროტესტს შემოერთებული პირებისთვის სახაზინო ადვოკატები გამოიძახა. სამოქალაქო მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის არ იცნობს ავთანდილ ახვლედიანს, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულია და გამოძიების ვერსიით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ბრალდებულებმა. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, აჭარის რეგიონიდან ჩასულმა დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 16 აპრილს ქუთაისში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან, სადაც დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულები ჰყავდათ, მათი მხარდამჭერი აქცია გამართეს.
ჯო ბაიდენი: აშშ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ პირობას დებს, რომ იაპონიას ჩინეთისგან ბირთვული იარაღით დაიცავს აღნიშნული განცხადება, ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან იოშიჰიდე სუგასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში პირადად მიიღო. იაპონიის და ამერიკის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ „წინააღმდეგობას გაუწევენ ჩინეთის მცდელობას ძალისმიერ გზით შეცვალოს სტატუს-კვო“. .შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აშშ მტკიცედ ასრულებს ვალდებულებას, დაიცვას იაპონია ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის არის ბირთვული პოტენციალი“. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ეხება „ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, რაც ძირს გამოუთხრის კუნძულ სენკაკუზე იაპონიის კონტროლს“. აღნიშნული დაუსახლებელი კუნძულები ამჟამად იაპონიის მმართველობის ქვეშ არის, თუმცა ჩინეთში არქიპელაგს მათ ტერიტორიად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში ამ კუნძულებთან ჩინური ხომალდები სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან. აშშ-ისა და იაპონიის ლიდერების განცხადებით, ისინი არ შეეგუებიან ჩინეთის მხრიდან რეგიონის ქვეყნების დაშინებას.
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ვასილ პოკოტილო, უკრაინის კონსულის დაკავების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "ჩვენ არ ვიღებთ წარდგენილ ბრალდებებს. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების პროვოკაცია", - თქვა მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომელმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში, პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი, ოლექსანდერ სოსონიუკი, დააკავეს. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის განცხადებით, ის დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.
მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა და ნობელის ლაურეატებმა პუტინს ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით მიმართეს
მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს, სადაც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან, ექიმების შეშვებას ითხოვენ. წერილს ხელს აწერს 70-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი. „მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რის უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით. როგორც პირს, რომელმაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში. პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სათანადო მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევენ. საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმა, ზურგის და ფეხების არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება მოითხოვა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს
"სომხეთის უსაფრთხოების სისტემა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ემყარება", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, "სომხეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს" "ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სომხეთ-რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს ემყარება. წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან გვაქვს ერთიანი სამხედრო ჯგუფი, საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემა კავკასიის რეგიონში. ამ შეთანხმების ლოგიკა შემდეგია: სომხეთზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ აქ უსაფრთხოების საერთო სისტემა გვაქვს", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. .
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს
"ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ უნდა იქნეს მიღწეული", – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო twitter-ში წერს. „ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინსვლის ერთადერთი გზა“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს. დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი.
ზიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით
"მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზიგიმანტას პავილიონისი, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას Twitter-ში ეხმაურება. "მივესალმები პოზიტიურ სიგნალებს თბილისიდან - კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ერთიანობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, - წერს პავილიონისი.
Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა
Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. dაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, აღდგომის დღეებში ვაქცინაცია შეჩერდება. "გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია გაცხადებაში.
რუსეთმა უკრაინის კონსული პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 5 დღიანი ვადა მისცა
რუსეთმა სანქტ-პეტერბურგში დაკავებული უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსანიუკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად ვადა 22 აპრილამდე მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. უკრაინის კონსული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა დღეს, რამდენიმე საათით დააკავა. უწყების განცხადებით, ის დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია შეჩერდება
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია შეჩერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04 - 3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა. ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია გაცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა
ბოლო ორ კვირაში კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 მილიონზე მეტი ქონება გაყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 300 მილიონის ღირებულების 150-მდე ქონება გამოიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აუქუციონი დღეს გაიმართა. სახელმწიფო ქონების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონი, აუქციონით განსაზღვრულ საწყის ღირებულებას 50 პროცენტით აღემატება. პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები. ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს. მინისტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი 150 ქონებიდან ნახევარზე მეტი სრულიად ახალი ობიექტია, რომელიც პირველად გამოდის გასაყიდად, დანარჩენი - აქამდეც იყო შეთავაზებული აუქციონზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საბაზრო რეალობა, ახლა ძალიან სოლიდური ფასდაკლებით - განახლებული ფასებით არის გამოტანილი. პროგრამას ამ ეტაპზე, კიდევ 50 სხვადასხვა ტიპის საბადო დაემატა. „ჩვენი ამოცანაა, რომ ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, რეგიონებში შეიქმნას, ამიტომ ყველა რეგიონში გვაქვს შესაბამისი ქონება, საკმაოდ დიდი ოდენობით წარმოდგენილი. ამ ქონების ნაწილი არის საინვესტიციო ვალდებულებით, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ტურიზმისთვის, ნაწილი თავისუფალია და მყიდველს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, რა განავითაროს“ - განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის გაჯანსაღებაში ბიზნესის როლი და აღნიშნა, რომ პოსტპანდემიურ ვითარებაში სწორედ კერძო ბიზნესმა, კერძო ინვესტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის გაჯანსაღების ლოკომოტივის როლი.
ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდამსხმელის სახელი გაასაჯაროვა
ირანმა იმ ადამიანის სახელი გაასაჯაროვა, რომელსაც ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმაში ედება ბრალი. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის დაკვეთით, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე თავდახმა, 11 აპრილს, ირანელმა 43 წლის რეზა კარიმმა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით პროვინცია ქაშანის მკვიდრმა რეზა კარიმმა ირანის ტერიტორია უკვე დატოვა. თეირანმა მომხდარს ბირთვული ტერორიზმი უწოდა და ისრაელს დასდო ბრალი. ნათანზის მიწისქვეშა ბირთვული რეაქტორი ირანის მიერ ურანის გამდიდრების პროგრამაში საკვანძო როლს ასრულებს და მას მეთვალყურეობას უწევს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ნათანზის რეაქტორში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ირანის მთავრობამ საბოტაჟის მცდელობად შეაფასა.
ექიმთა ალიანსი: ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს
ექიმთა ალიანსის პროფკავშირის განცხადებით, საპატიმროში მყოფ ალექსეი ნავალნის მხედველობა უარესდება და ამავე დროს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება. როგორც reuters-ს ექიმთა ალიანსის წარმომადგენელმა განუცხადა, ნავალნის ანალიზების პასუხები ნავალნის ადვოკატების საშუალებით მოიპოვეს. ”მისი მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია. ჩვენ ვნახეთ ანალიზები და ისინი ძალიან, ძალიან ცუდია. კალიუმის დონე და სხვა მაჩვენებლებიც მაღალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მას მალე თირკმლის უკმარისობა დაემართოს. ეს გამოიწვევს მწვავე პათოლოგიას და შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება," - განუცხადა reuters-ს ზახაროვამ. მსოფლიოში აღიარებულმა კინოვარსკვლავებმა, მუსიკოსებმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერლებმად დღეს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს, სადაც საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან, ექიმების შეშვებას ითხოვენ. წერილს ხელს აწერს 70-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ხელოვანი. „მოგიწოდებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რომ უზრუნველყოთ ალექსეი ნავალნისათვის გადაუდებელი მკურნალობა და მოვლა, რასაც იგი საჭიროებს და რის უფლებაც მას რუსეთის კანონმდებლობით. როგორც პირს, რომელმაც კანონის დაცვის ფიცი გაქვთ დადებული, თქვენ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ“, - წერია მიმართვაში. პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის სათანადო მკურნალობის შესაძლებლობას არ აძლევენ. საპატიმროში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმა, ზურგის და ფეხების არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა და კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება მოითხოვა. კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს.
კრემლის საპასუხოდ, უკრაინა კიევში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს
კრემლის საპასუხოდ, უკრაინა კიევში რუსეთის საელჩოს უფროს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. რუს დიპლომატს უკრაინის დასატოვებლად 72 საათი მისცეს. რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული ალექსანდრ სოსონიუკ დააკავა, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადა და მისი რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა სოსონიუკს ბრალი დასდო დიპლომატის სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობა - დაფარული ინფორმაციის მიღება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სოსონიუკი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მოქალაქისგან იღებდა სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზის შემცველ ინფორმაციას. „რუსეთის ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი უხეშად არღვევს ვენის 1961 წლის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და ვენის 1963 წლის კონვენციას საკონსულო ურთიერთოების შესახებ და კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის მიერ უკარინასთან შემდგომი დაძაბულობისკენ აღებულ კურსს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მარტის ბოლოდან რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება დაიძავა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა, რასაც დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსული სამხედრო ფორმირებები დონბასში ყოველდღე არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
პანდემიის გამო, პრინც ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრო
სამეფო ოჯახმა პრინცი ფილიპე უკანასკნელ გზაზე გააცილა. ედინბურგის ჰერცოგი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს. კოვიდ შეზღუდვების გამო ცერემონიალს 800 ადამიანის ნაცვლად 30 პირი დაესწრო. მათი დიდი ნაწილი პრინცის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იყვენენ. დაკრძალვის პროცესიის დაწყებამდე სამხედრო აღლუმი გაიმართა, რაშიც 730 სამხედრო მონაწილეობდა. ცერემონია დიდი ბრიტანეთში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩემი და ჩემი შვილის მკვლელობის დაგეგმვისთვის დაჯგუფება დააკავეს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, მისი და მისი შვილის მკვლელობის მიზნით თავდასხმა იგეგმებოდა. ლუკაშენსკოს თქმით, დაჯგუფების წევრები პოლიციამ უკვე დააკავა, რომლებიც მასზე და მის ოჯახზე თავდასხმას გეგმავდნენ. ბელორუსის პრეზიდენტის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროს ყურადღება მისი მკვლელობის დაგეგმვის საკითხზეც გაამახვილა. "მათ აჩვენეს, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. შემდეგ აღმოვაჩინეთ უცხოური სპეცსამსახურების მუშაობა, სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ან გამოძიების ფედერალური ბიუროს - არ ვიცი ამერიკელებიდან იქ რომელი მუშაობდა. მათ სურდათ მინსკში დაბრუნება და პრეზიდენტსა და მის შვილებზე თავდასხმის ორგანიზება. მიკვირს, რატომ იქცევიან ამერიკელები ასე? გახსოვდეთ, რომ მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გარდა, ვერავინ დააყენებს პრეზიდენტის მოშორების ამოცანას. მხოლოდ ისინი და არა სპეცსამსახურები. რატომ ვდუმდი - არ მიყვას საკუთარ თავზე, ოჯახზე და შვილებზე საუბარი. მაგრამ მათ შვილები ამოიღეს მიზანში. გეგმაში ჰქონდათ ერთი, მეორე ბავშვის გატაცება, როგორც მოუხერხდებოდათ. მიწურში ჩაგდება. სხვათა შორის, მათ გომელის ოლქში ჰქონდათ მომოზადებული მიწური. ამის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ აშკარად უცოხეთის სპეცსამსახურების ნამოქმედარი. ალბათ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო, არ ვიცი, თუ იქ ამერიკელთაგან ვინ მუშაობდა.“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ბელარუსის რეჟიმი თავდასხმის სამზადისთან კავშირში ადანაშაულებს ამჟამად პატიმრობაში მყოფ იურას ზიანკოვიჩს, ვიგორ კასტუსევსა და ჟურნალისტ ალექსანდრ ფიადუცს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის სპეცსსამხურების დახმარებით. "მეტს გეტყვით. მადლობელი ვარ პუტინის, როდესაც ის ბაიდენს ესაუბრა, ეს კითხვა დაუსვა, მან კი პასუხი არ გასცა. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დამირეკა და ამის შესახებ მითხრა, როდესაც აზერბაიჯანიდან ჩამოვედი,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
ჟიგიმანტას პავილიონისი: მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან, ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით
"მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით" - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი twitter-ზე წერს. „მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომელსაც შეუძლია მოიტანოს ერთობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისს ეწვია და ხელისუფლების მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს. დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება. როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, საქართველოს გულისთვის ოპოზიციამ ასევე უნდა მიბაძოს ხელისუფლების მაგალითს და დოკუმენტს ხელი მოაწეროს. „კარგია, რომ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მზაობას კომპრომისისთვის. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება ბევრი დეტალი, რომელიც შესამუშავებელია. ევროკავშირი კვლავ მზად არის ამაში დასახმარებლად“, – წერს twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონი.
კრემლმა აშშ-ს რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს რუსეთში შესვლა აუკრძალა
რუსეთმა აშშ-ის რამდენიმე მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.. ოფიციალური ვაშინგტონის სანქციების საპასუხოდ, კრემლის სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდნენ: შშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, კრისტოფერ რეი, გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი,საპატიმროების ფედერალური ბიუროს დირექტორი, მაიკლ კარვახალი,შიდა უსაფრთხოების მინისტრი, ალეხანდრო მაიორკასი,შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი და გაეროში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, სიუზან რაისიეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე, ჯონ ბოლტონიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რობერტ ვულსი. 15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო. ამას გარდა, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ათ ამერიკელ დიპლომატს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, იმ მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.
მივესალმებით ურთიერთობის განახლებას - აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების ერთობლივი განცხადება
საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას. „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ 5 პუნქტიან დოკუმენტს, ხელი მოაწერა, თუმცა ოპოზიცია დოკუმენტის ხელმოწერაზე კვლავ უარს აცხადებს. დღეს, დანიელსონის დოკუმენტზე სამსჯელოდ ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, 19 აპრილს მორიგი შეხვედრა გაიმართება.