ძებნის რეზულტატი:
TIMES: ბრიტანეთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ ახალი კანონის დასამტკიცებლად ემზადება
The Times ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ემზადება ახალი კანონის დასამტკიცებლად, რომელიც გულისხმობს მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ პირს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში სხვა ქვეყნების სახელით მუშაობს, დარეგისტრირება მოუწევთ. ამ მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. კანონპროექტს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 11 მაისს წარადგენს. როგორც ცნობილია, ჯონსონი ამ ზომების მიღებას რუსეთისა და ჩინეთის ქმედებების გამო აპირებს. რუსეთისა და ჩინეთის ქმედებები გამო, ბრიტანეთი ახალი კანონის დასამტკიცებლად ემზადება
პრეზიდენტი გარკვეული პირობების სანაცვლოდ გიორგი რურუას შეიწყალებს
პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმრისა, არც ერთი ნიშნით – იქნება ეს ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, რომ თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ზურაბ ჯაფარიძე შეთანხმების დოკუმენტის შარლ მიშელის ახალ ვერსიას ხელს მოაწერს
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ახალ ვერსიას ხელს მოაწერს. ამის შესახებ განცხადება, რამდენიმე წუთის წინ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ „facebook-ში გამოაქვეყნა. „ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს სამი რამის გამო: 1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები; 2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს; 3. არის შანსი, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა; – არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა. – არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება. – არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო. – არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე. – არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში. – არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ. რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს. ასევე ჩემი ეს გადაწყვეტილება, იმედი მაქვს, მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე. ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში. და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში. განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია, ბოლომდე გვქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ", - წერია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაში.
პრეზიდენტი: გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებით, ჩემს სახელს, ჩემი ნებართვის გარეშე იყენებენ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება. პრეზიდენტის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ "ქართულ ოცნებას" არ ექნება კრიტიკული პოზიცია, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. „გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს ამ საკითხებში, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რამე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, თუ მმართველი პარტიისგან, ან სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს. თუმცა, ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემ თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
არჩილ თალაკვაძე: თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, კრიტიკული პოზიცია არ გვექნება
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს, მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება. ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "საზოგადოებისთის ცნობილია, თუ რას წარმოადგენს გიორგი რურუას საქმე. ის არ არის პოლიტიკოსი, არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ ან სააღცევნო პროცესებზე. მიუხედავად ამისა მმართველ პარტიას კრიტიკული პოზიცია არ ექნება, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს. ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც საზოგადოებამ უკვე იცის", - განაცხადა ბრიფინგზე თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისთვის უმთავრესია თანამოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ყველაზე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალა. „ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, 8 მარტის დოკუმენტით შეთანხმდა და ასახულია კონსტიტუციაში. სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არა აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი. დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ კიდეც ნდობის 40%-იანი ზღვრის 43%-მდე გაზრდა. “ქართული ოცნება“ მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით. მეტი კორექტირება აღარ მოხდება - ჩვენ რაიმე შინაარსობრივ დამატებას არ დავეთანხმებით, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირობებზე მოლაპარაკება ამით დასრულებულია. ოპოზიციას პასუხისმგებლიანი ნაბიჯებისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა “ქართული ოცნების“ მზაობა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს მოაწერონ ხელი. “ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს იმ მოცემულობით, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ეს ასახულია ეუთო/ოდირის დასკვნაში და რისთვისაც, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს ვიწვევთ, ჩაერთონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების პროცესში პარლამენტში. იმ აუცილებელი პირობით, რომ მომავალში გამოირიცხება ოპოზიციის მხრიდან რომელიმე სისხლის სამართლებრივი საქმის გადასაწყვეტად პოლიტიკური ჩარევა და ნებისმიერ სადავო საქმეს მიეცემა მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები, რისთვისაც ვიწვევთ საერთაშორისო სამართლებრივ ექსპერტებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დმიტრო კულება: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციები უნდა დააწესოს. „დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე კოლეგებს შევატყობინე რუსეთის იმ სახიფათო კურსზე, რომელიც სიტუაციის გამწვავებაზეა მიმართული. მოქმედების ეტაპობრივი გეგმა შევთავაზე რუსეთის შემდგომი ესკალაციის შეკავების მიზნით. სექტორალური სანქციების ახალი პაკეტის მომზადება ამ გეგმის მავარი ელემენტია. პერსონალური სანქციები საკმარისი აღარ არის“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი შექმნა, რომლის მიზანი იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობის განსაზღვრაა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, აცრისთვის წინასწარ გაიაროს რეგისტრაცია და თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ვაქცინა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. „მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა „დათანხმება“-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პორტალის ამოქმედების მიზანი ვაქცინებთან დაკავშირებით მოქალაქეების ინტერესებისა და მოლოდინის შეფასებაა. ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალის მისამართია: https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome
ცნობილია, ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, რომელში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება 4-11 მაისს საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები. დადგენილება არ გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტებიდან, ვისზე არ გავრცელდება მთავრობის 16 აპრილის დადგენილება. უქმე დღეები არც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გავრცელდება. თავად საჯარო უწყებებს კი დადგენილებით განესაზღვრათ მოთხოვნა, შეიქმნას იმ პირთა ნუსხა, რომლებიც ე.წ. "უქმე დღეების" პერიოდშიც გააგრძელებენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებას. „უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება, არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე. ასევე, საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას”,- ნათქვამია დადგენილებაში. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებს ან/და საქმიანობებს, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.
ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდებიან
ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ხვდებიან. ელჩებთან შეხვედრაზე მივიდნენ თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და აკო მინაშვილი. შეხვედრა მას შემდეგ, დაინიშნა რაც ნიკა მელიამ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა და რიყეზე ოპოზიციის აქცია მოეწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადეგენლმა ზაალ უდუმშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ შედგება ვადამდელი აღჩვენების დაპოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტის გარეშე. "ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ შევდივართ ელჩებთან დამატებითი კონსულტაციებისთვის,"- აღნიშნა შეხვედრის დაწყების წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა. აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ახალ ვერსიაზე ხელმოწერის მზაობა გამოთქვა, როგორც "ქართულმა ოცნებამ" , ასევე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ: "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", ზურა ჯაფარიძის ახალმა პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლებამ". "ევროპული საქართველო" და "ნაცონალური მოძრაობა" აცხადებს რომ გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.
მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ოპოზიციას, იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში
"მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა Twitter-ში წერს. ევროპარლამენტარი ხელისუფლებას დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობის გამო აქებს. "ცნობილია, რომ მე ხშირად მკაცრი ვარ საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან მსურს, რომ საქართველო ევროკავშირთან ახლოს იყოს, თუმცა ამჯერად უნდა შევაქო ისინი შეთანხმების ხელმოწერაზე სურვილის გამო და მოვუწოდებ ოპოზიციას, განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იყოს კონსტრუქციული და დაეხმაროს საქართველოს სწრაფად ნორმალიზებაში", - წერს გრეგოროვა.
არასამთავრობო ორგანიზაციები: მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ კომპრომისულ წინადადებას
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე და ხელი მოაწერონ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ 18 აპრილს წარდგენილ განახლებულ დოკუმენტს. როგორც არასამტავრობო ოარგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, პარტიების ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ახალი, კომპრომისული წინადადება შესთავაზა. წინადადება ითვალისწინებს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს და მათი განხორციელების ვადებს. შესაძლოა, დოკუმენტი ბოლომდე არ ასახავდეს ჩართული მხარეების ყველა მოთხოვნასა და ინტერესს, თუმცა კომპრომისი სწორედ ასეთ შეუთანხმებელ საკითხებზე დათმობასა და კონსესუსის მიღწევას გულისხმობს. მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული. საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა. დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
21-24 აპრილს რიკოთის გვირაბში, "კომენდანტის საათის" დროს, მოძრაობა აიკრძალება
21-24 აპრილს 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 21, 22, 23 და 24 აპრილს 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. "აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია განცხადებაში
ჟოზეპ ბორელი: ყველა მხარეს მოვუწოდებ კომპრომისს მიაღწიონ და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მხარეები შარლ მიშელის ახალ წინადადებას მიიღებენ და ხელს მოაწერენ. „ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ბორელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. მას ხელი „გირჩმა“ მოაწერა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპელი მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს „ლელოც“ მოაწერს. შეთანხმების ხელმოწერის შესახებ „ქართულ ოცნებაშიც“ განაცხადეს. ევროპელი მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს ზურაბ ჯაფარიძეც მოაწერს.
ვიოლა ფონ კრამონი: სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო
"კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო", - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ იწონებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. "საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას! მინდა შევაქო "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას. კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან" - წერს კრამონი.
კარლ ჰარცელი: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მატარებელი მოძრაობს, რაც კარგია, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
საქართველოში ძლიერ ქარსა და სეტყვას ელოდებიან - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია
„ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას“, - ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი ამ ნაბიჯებს რუსეთის მორიგი პროვოკაციების წინააღმდეგ დასავლეთის პრევენციულ ქმედებად განიხილავს. როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რა იქნებოდა აშშ-ის უფრო ქმედითი ნაბიჯები რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ; როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსულ დეზინფორმაციულ გავლენას და ანაკლიის პროექტის განხორციელება იქნებოდა თუ არა კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილ მეთაურს, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგეს, ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში სიტუაცია დღითიდღე მწვავდება, რა რეაგირებაა საჭირო, რუსეთის მორიგ პროვოკაციებთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმოქმედონ უკრაინამ და დასავლეთმა? მე ვხედავ სამ რამეს, რაც ახლა უნდა მოხდეს გამოცხადებული სანქციებისა და მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერის (ტერნინგები და აღჭურვილობა) გარდა. 1. ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს მოკავშირეებთან (განსაკუთრებით გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან) კოორდინაციით, ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ რუსეთის შემდგომი თავდასხმები მიუღებელია და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. გერმანიას და საფრანგეთის ჯერჯერობით საკმარისად მკაცრად არ დაუგმიათ კრემლის მოქმედებები, ამიტომ, ბაიდენის ადმინისტრაციას ამ მხრივ, ბევრი სამუშაო აქვს. 2. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა განაგრძოს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერა ეკონომიკური და სამხედრო დახმარებებით და გაზარდოს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, ამავე დროს, ხელი შეუწყოს უკრაინის მთავრობას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული არაეფექტურობის და კორუფციის აღმოსაფხვრელად, რათა ამგვარად, მთავრობამ უკრაინელი ხალხის ნდობა მოიპოვოს და საზოგადოების მდგრადობა გააძლიეროს, რაც აუცილებელია კრემლის დეზინფორმაციული მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. აქვე დავამატებდი, რომ რადამ უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტის კონტროლი და სრული გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს. 3. ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს მდგრად და მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ დახმარებებს, ასევე, სამხედრო მხარდაჭერას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ყველა ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და საზოგადოების მდგრადობის განვითარების მიზნით. ეს მოიცავს საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას და უკრაინისთვის MAP–ის მინიჭებას. _ჩვენ მოვისმინეთ მკაცრი შეფასებები და განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პირველი პირის მხრიდანაც რუსეთთან მიმართებით, რა იქნებოდა უფრო ქმედითი ნაბიჯები ამ ვითარებასა და სიტუაციაში, რაც ახლა შექმნილია რეგიონში, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შავი ზღვის ქვეყნების ირგვლივ? 1. გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ კრემლზე ზეწოლის მოსახდენად, რათა მან შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულებები ეუთოსთან მიმართებით და სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით. 2. საჯაროდ დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს პირადი პასუხისმგებლობა ბატონი ნავალნის ჯანმრთელობაზე. 3. გაზრდილი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აშშ-ს, უკრაინას, რუმინეთსა და საქართველოს შორის. 4. შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის გაზრდილი პრიორიტეტულობა, რაც თავისთავად გულისხმობს გაზრდილ რესურსებსაც, განსაკუთრებით აშშ-ის საზღვაო ძალების სტაბილურ ყოფნას შავ ზღვაში, მონტროს კონვენციის პარამეტრების შესაბამისად. 5. გამოცხადდეს ყოველწლიური სამხედრო სწავლებების პროგრამა, რომელიც გააერთიანებს საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და სპეციალური ძალების წვრთნებს რეგიონში. _ჩვენს გამოცემასთან საუბარშიც არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ესმის და ის არ გავაღიზიანოთ ლოზუნგი, თუნდაც NATO-ში არ მიღების ხარჯზე საქართველო-უკრაინის - და ასე შემდეგ მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქმედება იქნება. ჩვენ ისიც ვიცით, როგორ ახალისებს რუსეთი ამ ქვეყნების შიდა დაპირისპირებებს და პოლიტიკურ კრიზისებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ყველა გამოკითხვის მიხედვით, სურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მიისწრაფვის ამისკენ. მაგრამ, სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანია, ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, უკრაინაში ახლა მიმდინარე პროცესები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხომ არ მოვიდა დრო განცხადებების მიღმა უფრო ქმედითი ნაბიჯების, მაგალითად, NATO-ს გაფართოების საკითხის დასმით? ვფიქრობ, დროა, რომ საქართველოს ხალხმა და საქართველოს მთავრობამ თავად გადაწყვიტონ, რა სურთ სინამდვილეში. ძლიერი და მოქნილი საზოგადოების შექმნა, რომელიც ენდობა საკუთარ მედიას, მთავრობას და მის იურიდიულ ინსტიტუტებს, ასევე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც სრულ თავისუფლებას მისცემს შესანიშნავი ქართველი ახალგაზრდების ნიჭსა და პოტენციალს, არის ის, რაც შეაძლებინებს საქართველოს გაუმკლავდეს რუსულ დეზინფორმაციულ და კორუფციულ გავლენას. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს გზების მოძიებას საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, აკეთებს თუ არა მათი მთავრობა ყველაფერს, რომ ეს შესაძლებელი გახადოს; ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ არა. მსხვილი ბიზნესები თავს შეიკავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების ჩადებისგან, თუ ისინი არ იქნებიან დარწმუნებულნი კომერციული საქმიანობის გამჭვირვალობასა და მათ საქმიანობაში ჩარევის აღკვეთაში, კრემლის ან, თუნდაც შიდა დამანგრეველი გავლენის გამო. _თურქეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის საკითხს, მანამდე, ასეთი განცხადება საქართველოსთან მიმართებითაც გააკეთა, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მოკავშირეობა რეგიონში, თურქეთისთვის თურქეთის როლის გაზრდა, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის. შესაძლებელია თუ არა აქ ინტერესთა თანხვედრის პოვნა და თანამშრომლობის გაღრმავება? ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა თურქეთსა და აშშ-ს შორის, ანუ აღვადგინოთ ნდობა და არ დაუშვათ ჩვენი ურთიერთობის განსაზღვრა S400 გადაწყვეტილებით. თურქეთისთვის შეცდომა იყო S400-ის ყიდვა და მე ამას არ ვამართლებ. მაგრამ თურქეთი არის დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, რომელიც კარგად ხვდება და გრძნობს, რომ დასავლეთი ან შეერთებული შტატები მას არ აფასებს და პატივს არ სცემს. თურქეთი საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც NATO-სთვის, ასევე აშშ-სთვის. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის უნდა გულისხმობდეს ამ სტრატეგიული ურთიერთობის დარეგულირებას. დროა, თურქეთი-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატის განახლების, თუმცა თურქეთსაც უნდა სურდეს იგივე. _ამერიკა რეგიონში, ევროპასთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს. სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზეც შეაფასეს და მხარი დაუჭირეს ევროპის ძალისხმევას შარლ მიშელის მეთაურობით, საქართველოში კრიზისის განსამუხტად. ბატონო გენერალო, არის თუ არა კრიზისების მხოლოდ განმუხტვა კრიზისის გადაჭრის გზა? თუ საჭიროა უფრო საგნობრივი და შინაარსობრივი გადაჭრის მექანიზმები? მით უფრო, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთი ყოველთვის მოიაზრება ყველა შიდა დაპირისპირების ინსპირატორად ან ძალად, რომელიც სარგებლობს ამით... დასავლეთ ევროპელები უკვე მერამდენედ ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობა დააკისრონ კრემლს საერთაშორისო სამართლის რუტინული დარღვევებისთვის, იმისთვის, რომ ის უარს ამბობს სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობაზე და არ აძლევს უფლებას ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, თავისი საქმე შეასრულოს უკრაინაში. კრემლს ხშირად ადანაშაულებენ მკვლელობასა და ჯაშუშობაში დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ბიზნეს ინტერესები უფრო მეტად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას ბერლინსა და პარიზში, ვიდრე კრემლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვიდრე ეს არ შეწყდება და პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ არ შეწყდება, კრემლი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ამ ხარვეზებსა და სისუსტეებს დასავლეთზე რეაგირებისას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს მიაჩნია, აშშ ამას მარტო ვერ გააკეთებს, რადგან ყოველი შემდგომი ადმინისტრაცია ჩინეთზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული, ვიდრე რუსეთზე. _თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში კვლავ ანაკლიის პროექტის განხორციელება? იქნება თუ არა ეს კონკრეტული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოზიციონირების? ეს არის კარგი მაგალითი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ამბობს საქართველოს მთავრობა, რომ მას სურს დასავლური განვითარება და ინვესტიციები ქვეყანაში, თუმცა სინამდვილეში ცოტა რამ გააკეთა ამის განსახორციელებლად. ანაკლიის პროექტი იქნებოდა თამაშის წესების შემცვლელი მთელი რეგიონისთვის, გაიხსნებოდა რა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკური დერეფანი ევროპასა და ევრაზიას შორის. იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საკითხს ისევ დღის წესრიგში დააბრუნებს, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის. მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობაც დააყენებს მოცემულ საკითხს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, ვფიქრობ, რომ კრემლის გავლენამ შეანელა ეს პროექტი, რადგანაც მას არ სურს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, და რომ აქ გაიაროს ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელმა მარშრუტმა, რომელიც არ გადის რუსეთის გავლით. მე ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოს შიგნით არსებულ ძალებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ბიზნეს გავლენით, არ სურთ ამ პროექტის განხორციელება, რადგან ის ფოთის ან ბათუმის კონკურენტი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ვიწრო აზროვნებაა. საქართველომ სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რომ მთელი ქვეყანა გახდეს პორტალი ევროპასა და ევრაზიას შორის და მიიზიდოს ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (პორტები, რკინიგზა, მილსადენები, ტელეკომუნიკაციები და გზები), რათა შეძლოს ამის განხორციელება. _გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი და უკვე 11 სექტემბერს ამერიკის სამხედრო კონტინგენტი მთლიანად დატოვებს ავღანეთს. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად. მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს.
დღეს საღამოს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა
დღეს საღამოს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 20:30 საათზე დაიწყება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ხლმოსაწერად დოკუმენტის ახალი ვერსია შესთავაზა.კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კვლავ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს. ოპოზიციიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე მზაობას გამოთქვამს "სტრატეგია აღმაშენებლი" , "ლელო", ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩი". "ევროპული საქართველო" და "ნაცონალური მოძრაობა" აცხადებს რომ გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. დღეს რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. როგორც აქციზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცახადა, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“. რამდენიმე საათის წინ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აშშ-ს და ევროკავშირს ელჩებს შეხვდნენ. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პოლიტსაბჭოს სხომა გამართეს, რის შემდეგაც პარტიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მატარებელი მოძრაობს, რაც კარგია, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტარი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ იწონებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. "საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას! მინდა შევაქო "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას.კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან" - წერს კრამონი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მხარეები შარლ მიშელის ახალ წინადადებას მიიღებენ და ხელს მოაწერენ. „ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირის ოფისში ოპოზიციის და "ქართული ოცნების" შეხვედრა დაიწყო
ამ წუთებში „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 20:30 საათზე დაიწყება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ხლმოსაწერად დოკუმენტის ახალი ვერსია შესთავაზა.კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს. პრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კვლავ მზადაა, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ხელი მოაწეროს. ოპოზიციიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე მზაობას გამოთქვამს "სტრატეგია აღმაშენებლი" , "ლელო", ზურაბ ჯაფარიძის პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება", პარტია "გირჩი". "ევროპული საქართველო" და "ნაცონალური მოძრაობა" აცხადებს რომ გადაწყვეტილებას შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. დღეს რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. როგორც აქციზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცახადა, ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც „მიიღებენ ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეებს და გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“. რამდენიმე საათის წინ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აშშ-ს და ევროკავშირს ელჩებს შეხვდნენ. ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პოლიტსაბჭოს სხომა გამართეს, რის შემდეგაც პარტიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. „ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მატარებელი მოძრაობს, რაც კარგია, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტარი "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციურ პარტიების გადაწყვეტილებას შეთანხმების ხელმოწერის შესახებ იწონებს და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს. "საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას! მინდა შევაქო "ქართული ოცნება" და ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საქართველოს ინტერესს წინ აყენებენ და ხვალ ხელს მოაწერენ შეთანხმებას.კრიზისულ პერიოდში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო! ევროპარლამენტის სახელით ველოდები მუშაობას საქართველოს პარლამენტთან" - წერს კრამონი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ მხარეები შარლ მიშელის ახალ წინადადებას მიიღებენ და ხელს მოაწერენ. „ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, - აღნიშნა ბორელმა.
სუს-ი: პრევენციული ღონისძიებების შედეგად ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა
"პრევენციული ღონისძიებების შედეგად ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს მიერ ტერორიზმისა და ექსტერმიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში. „საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებდა, რაც სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა საერთაშორისო ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას, ტერორიზმის საწინააღმდეგო პრევენციული სახის აქტივობებს, ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების გაუმჯობესებას. საქართველოს მიერ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების კუთხით წამყვანი უწყება, კარგად აღჭურვილი და მომზადებულია. დოკუმენტში აღნიშნულია ტერორიზმის შემთხვევებზე სახელმწიფოს ეფექტურად რეაგირების, გამოვლენისა და შეკავების შესაძლებლობები. ქვეყნის კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად არის შეფასებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო სათანადო ყურადღებას უთმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, საქართველო, ტერორიზმის ზეგავლენის კუთხით, კვლავ ძალიან დაბალი რისკის ქვეყნებს შორის მოხვდა, სახელმწიფოს მიერ შესაბამის სიაში დაკავებული პოზიცია, 2019 წელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუმჯობესდა“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა „დაეშის“ ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის უკრაინაში დაკავება და მისი ექსტრადირება. ტოხოსაშვილს საქართველოს სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ექსტრემისტული იდეოლოგიის აქტიური გავრცელება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, რის შედეგადაც, ექსტრემისტული იდეოლოგიის პროპაგანდაში შემჩნეულმა უცხო ქვეყნის არაერთმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი. 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობდა სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიებას. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც ახალგამოვლენილი დანაშაულის ფაქტებზე, ასევე გასულ წლებში დაწყებულ საქმეებზე“ – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.