ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: $200 მლნ-ის ინვესტიცია და ათასობით მოქალაქის დასაქმება - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მისაბაძი პროექტი გახდება

200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. „ჩემთვის სასიხარულოა, დღეს, ამ ისტორიულ უბანში, ამ უნიკალურ ადგილას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე დასწრება. ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორის მხრიდან ასეთი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა მართლაც მისაბაძი და დასაფასებელია. 200 მლნ დოლარის ინვესტიცია, 100-მდე ქვეკონტრაქტორი კომპანიის და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს შეემატება. როგორც ჩვენ ინვესტორისგან მოვისმინეთ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ გახდება მისაბაძი პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. ასე რომ, სულ მალე კომპლექსის მობინადრეებს სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების, სწავლის, დასვენებისა და გართობის ყველა საშუალება ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს უმაღლესი სტანდარტის კომპლექსი საუკეთესო შენაძენი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ზოგად საინვესტიციო გარემოზე, გაზრდის გარე ინვესტორების ინტერესს, რაც, საბოლო ჯამში, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, პანდემიას ებრძვის და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გზებს ვეძებთ. „მოგეხსენებათ, ახლანდელი მსოფლიო კრიზისი, სხვა ინდუსტრიებთან ერთად, დეველოპერული სექტორისთვის აღმოჩნდა ძალიან დიდი გამოწვევა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცდა პროგრამა, რამაც, ბიზნესის მხარდაჭერის სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა აღნიშნულ სექტორს. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტია დღეს. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, რომ ყველაზე რთულ პირობებშიც კი, ჩვენ მხოლოდ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორის მხრიდან გამოჩენილი ეს გაბედული გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისათვის, კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ დააარსა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიცვა. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის მიხედვით, კომპანია დაასაქმებს 100-მდე ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რაც მოიცავს წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის დასაქმებას. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნაწილს ქართული კომპანია „დომუს ქონსტრაქშენი“ განახორციელებს, სადაც თითო ფაზის მშენებლობაზე ასობით ადამიანი დასაქმდება.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები: Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბელარუსიელი ჟურნალისტის დაკავების საქმეს ეხმაურება. მათი შეფასებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა „ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეს. NATO-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას.კანონმდებლები NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა ასევე მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა.

Ryanair - ის აღმასრულებელი დირექტორი: სავარაუდოდ, KGB-ის აგენტები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც კვირას მინსკში იძულებით დასვეს

Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბელარუსის KGB-ის აგენტები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც კვირას მინსკში „გადაამისამართეს“. მაიკლ ო’ლირიმ თქვა, რომ ”როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები პირის მოშორება. მან თვითმფრინავის ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. Ryanair-ის ხელმძღვანელმა განმარტა,რომ პილოტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა რეისი უსაფრთხოდ დასრულებულიყო. მისივე თქმით, „აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანი იყო ჟურნალისტისა და მისი თანმხლები ქალის დაკავება“. ის ასევე მიიჩნევს, რომ თვითმფრინავში ბელარუსის KGB-აგენტები იმყოფებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ბელარუსიელი ჟურნალისტის დაკავების საქმეს ეხმაურება. მათი შეფასებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. „ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეს. NATO-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყონებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას.კანონმდებლები NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა ასევე მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა.

ნათია თურნავას თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა „ნამახვანჰესზე“ სიმართლეს ვერ გაიგებს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. ნათია თურნავას თქმით, მეგაფონის მეშვეობით და კარვების გაშლით მოსახლეობა პროექტის შესახებ სიმართლეს ვერ გაიგებს და ეს არ არის სწორი ფორმა. „ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, ბევრი მითი და ჩვენ ვცდილობთ და თავად ინვესტორი კომპანია, რომ ეს მითები გააქარწყლოს. ამიტომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე და სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. გარდა ამისა, შევქმენით რამდენიმე კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მოვუწოდებთ მათ, ჩაერთონ კონსტრუქციულ რეჟიმში და კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის საკითხის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ულტიმატუმებს, რადიკალიზაციას ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი რაც შეეხება პროექტს. ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია, ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია და საზოგადოების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელი არის სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ პარალიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, პროექტი არის ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე, თუმცა, როცა საუბარია ასეთი მასშტაბის დიდ ჰიდროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების საგანი - სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები. „აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. თუმცა, როცა საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, ჩართულობით და არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამირან გამყრელიძე: თბილისში კაბინეტები დაემატება, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრას

თბილისში კაბინეტები დაემატება, რომ უფრო მეტი ადამიანი აიცრას, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა 70% თბილისშია.

სალომე ზურაბიშვილი Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვებაზე: დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულვებელყოფაც შეუძლებელია

„მიუღებელია Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. „მიუღებელია Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულვებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს პრეზიდენტი. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის მინსკში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ევროპული ქვეყნები და აშშ მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. მანამდე ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სივრცის დაკეტვა მოითხოვეს.

მედია: AirBaltic-ი თბილისში დაგეგმილ რეისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შეასრულებს

ლატვიის ავიაკომპანია airBaltic-მა ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენა შეწყვიტა. ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ Telegram-ის არხ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შემდეგ მიიღეს. თავის მხრივ, კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, თბილისსა და ოდესაში დაგეგმილი რეისების მარშრუტი უკვე შეცვალეს და ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შესრულდება.

პაატა იმნაძე: საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა

საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა. ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია“, - განაცხადა პაატა იმნაძე. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება.

ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა - რა ცვლილებები შეიტანა პრეზიდენტმა კანონში

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო Belta-ს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და მასობრივი ღონისძიებების გამართვის კანონში ცვლილებები შეიტანა. ლუკაშენკომ არასანქცირებული მიტინგების პირდაპირ ეთერში გაშუქება აკრძალა. Belta-ს ინფორმაციითვე, ლუკაშენკოს მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მასობრივი ღონისძიებების გამართვა დაშვებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი მთავრობის თანხმობით. როგორც კანონშია განმარტებული, ეს აკრძალვა გამორიცხავს უკანონო შეკრებების პოპულარიზაციას და პროპაგანდას. ამავე კანონით, ჟურნალისტებს ეკრძალებათ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება ან მიტინგებში მონაწილეობა. როგორც სააგენტო წერს, პრეზიდენტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები ელექტრონული კავშირების შესახებ კანონში, რაც შესაძლებლობას მისცემს ბელარუსის მთავრობას, დაბლოკოს სატელეკომუნიკაციო ქსელების მუშაობა, თუ არსებობს სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ადგილობრივი ხელისუფლება და შინაგან საქმეთა ორგანოები უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ ინფრასტრუქტურის (სავაჭრო ობიექტები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი, ბაზრობები, საკუთრების ყველა ფორმის ორგანიზაცია) საქმიანობა იმ ადგილებში, სადაც ტარდება საზოგადოებრივი ღონისძიებები და მათი მონაწილეების მარშრუტების გასწვრივ. კანონის ძირითადი დებულებები მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება

Astrazeneca-ს და Sinopharm-ის ვაქცინების დამატებით დოზებს საქართველო ივნისში მიიღებს

ივნისის შუა რიცხვებში საქართველო Сovax პლატფორმის საშუალებით Astrazeneca-ს 43 ათას დოზას მიიღებს. ამასთან, ქვეყანაში ნახევარ მილიონი დოზა Sinopharm-ი ივნისის მეორე ნახევარში შემოვა, ყველაზე გვიან, ივლისის პირველი რიცხვები“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა. Сovax პლატფორმის საშუალებით მესამე და მეოთხე კვარტალში საქართველო ასევე მიიღებს 1 400 000-მდე დოზა ვაქცინას. „ასევე, საერთაშორისო წითელი ჯვარი გვაჩუქებს 100 ათას დოზა Sinopharm-ს“, თუმცა აქ თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ეს ზაფხულში განხორციელდება. მოლაპარაკება მიმდინარეობს მილიონ დოზა Pfizer-ზე და უკვე კონტრაქტი ფორმდება, სადაც საუბარია მესამე კვარტალში მილიონი დოზის მიღებაზე. ამიტომ მესამე კვარტალში, დიდი ალბათობით, Сovax -ი მოგვაწვდის საკმაო რაოდენობა ვაქცინებს“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, Сovax პლატფორმაზე განთავსდება ასევე Johnson&Johnson-ი და Novavax-ი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-სთან. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 798-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 113 000-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 337 961 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 319 956, გარდაიცვალა 4 639 პაციენტი. საქართველოში ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პროდუქციით 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უპრეცედენტო საფრთხე რეჟიმის მხრიდან, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავი გაიტაცა, დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Ryanair-ისთვის მიმართულების შეცვლას რეჟიმის მხრიდან უპრეცედენტო საფრთხედ აფასებს და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. „უპრეცედენტო საფრთხე რეჟიმის მხრიდან, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავი გაიტაცა მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას. დღეს ჩვენ ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად კიდევ ცალსახა ზომებზე ვიმსჯელებთ“, - წერს ლანდსბერგისი. ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი, 24-25 მაისს, ბრიუსელში იმართება. ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების განცხადებით, Ryanair-ის თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა. რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია მედია: AirBaltic-ი თბილისში დაგეგმილ რეისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შეასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს შეხვედრას სთავაზობს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართონ. "ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა და შემოგვთავაზა შეხვედრა. ჩვენ შეგვიძლია პარლამენტისკენ დავიძრათ, სადაც თუ ექნება ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი თავმჯდომარეს, გამობრძანდეს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პოლიციასთან ერთად მშვიდობიან შეხვედრას თავმჯდომარესთან. მშვიდობიანად დავდგეთ ყველა ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ არ გამოვლენ ამ შეხვედრაზე, ჩვენ თანახმა ვართ, შევიდეთ რამდენიმე ადამიანი მედიასთან ერთად და დაველაპარაკოთ. მათთან არანაირ დიალოგში არ შევდივართ, მაგრამ რადგან მათი მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ რაღაც აქვთ სათქმელი, ხომ არ მივიდეთ და მოვისმინოთ, რა სათქმელი აქვთ მათ... დღეს გარკვეული მსვლელობა იქნება ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილებისა, ჩვენ ყველაგან ვართ ხელებაწეული, ეს უნდა იცოდეს ყველამ," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ მისი კარი "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთათვის ყოველთვის ღიაა. მისივე თქმით, ის ფორმატი, რომელიც აქციის მონაწილეებმა შესთავაზე, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. „ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, სიამოვნებით გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ტელევიზიით იქნება ლაივი თუ სოციალური ქსელებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქციის მონაწილეებს მისი აპარატიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა შესთავაზეს. „მარტივი მიზეზის გამო , რომ გამეცნო და მომესმინა, რამდენად ხედავენ ისინი დისკუსიაში პარლამენტის ჩართვის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და რაც შეიძლება, მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციების დაახლოება და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო. ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში ანუ ფიზიკურად შეუძლებელია, საკითხები განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან“,- განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში, მას ამ ტიპის შეხვედრების მედიაციის წარმატებული პრაქტიკა ჰქონდა. „პირველი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ნდობა გაჩნდეს, თუ რამდენად აქვთ სურვილი, ამ ფორმატით გააგრძელონ დისკუსია იმ საკითხებზე, რაც მათ აწუხებთ. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ის ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით უკვე გავაგრძელებდით სრულიად გამჭვირვალედ ამ პროცესში ყველა ჩართული მხარის მონაწილეობას, ნებისმიერი ფორმით - ლაივი იქნება ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი შეთავაზება ძალაშია, პირველი შეხვედრა შედგეს და თუ იქნება მათი მხრიდან ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ, ვთვლი, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც უნდა ჩაერთოს და ამაზეც უნდა ვისაუბროთ მათთან ერთად, შევთანხმდეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა რაც შეიძლება მოკლე ვადებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა არ იყოს მხოლოდ ფორმალური შეხვედრა და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკითხების მოკლე ვადებში განხილვას შეძლებს.

ნათია თურნავა ახალ მოადგილეზე: მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინოფრმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილის დანიშვნაზე აცხადებს, რომ ის სამინისტროში ტურიზმის მიმართულებით მოქმედ გუნდს გააძლიერებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ის მიმართულებები დაასახელა, რაზეც ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და არჩევნების შემდეგ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი მინისტრის მოადგილის პოზიციაზე იმუშავებს. "ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ გუნდს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ. ის თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით ტურიზმის მიმართულებით ჩვენი საყრდენი იქნება, იმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე, იმიტომ რომ პანდემიის შემდეგ განახლებული პოლიტიკა გვჭირდება, ახალ პროექტებზე და ტურიზმის აღდგენაზე. ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც დღეს ტურიზმის მიმართულებით მუშაობს და მომავალში სიახლეებსაც მოგახსენებთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA).

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

24-25 მაისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ზარიფი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ 24 მაისს ზარიფი აზერბაიჯანში ჩაფრინდება და მოლაპარაკებებს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გამართავს. პრესსპიკერის თქმით, მოგზაურობის მიზნებია კონსულტაცია და მოსაზრებების გაცვლა უახლესი მოვლენების შესახებ, ორმხრივი ურთიერთობები და ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ბაქოში ვიზიტის შემდეგ ირანის პირველი დიპლომატი ერევანში გაემგზავრება. სომხური მედიის ინფორმაციით კი, ზარიფის ვიზიტის მიზეზი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილს ბაია კვიციანი ჩაანაცვლებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში მისი ადგილმონაცვლე, სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი დაიკავებს. თავად მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ის ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

მარია ზახაროვა: შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელარუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ შემთხვევას "შოკისმომგვრელს" უწოდებს

შოკისმომგვრელია, რომ დასავლეთი ბელორუსის საჰაერო სივრცეში მომხდარ ინციდენტს "შოკისმომგვრლად" უწოდებს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერი მარია ზახაროვა Facebook-ში წერს. მისი თქმით, "ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების” ცხოვრება ტრაექტორიის "quod licet Iovi, non licet bovi" (რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არაა ნებადართული ხარისთვის) გასწვრივ, უკვე კარგა ხანია აღარ არის აქტუალური, რადგან ოდესღაც წამყვანი ლიდერების თვისებები დაკარგეს. როგორც მან აღნიშნა, შოკისმომგვრელი უნდა იყოს ისიც, რომ აშშ-ის მოთხოვნით ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავს ავსტრიის ტერიტორიაზე დაჯდომა აიძულეს, ხოლო უკრაინაში ბელარუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც „ანტიმაიდანის“ აქტივისტი იმყოფებოდა, აფრენიდან 11 წუთში დასვეს. "შოკისმომგვრელი უნდა იყოს ყველაფერი ან სხვების ანალოგიური საქციელი არ უნდა გაგდებდეს შოკში. საინფორმაციო-პოლიტიკური კამპანიის გამოყენება მედიასაშუალებებით შესაბამისი აღქმის ფორმირებისთვის სათანადო ეფექტს აღარ იძლევა. ქსელს ახსოვს ძალისმიერი გატაცებისა და თვითმფრინავის იძულების წესით დასმის, უკანონო დაკავების ყველა შემთხვევა, რომელიც „წესებისა და მორალის დამცველებმა“ განახორციელეს", - წერს ზახაროვა. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

იუსტიციის სახლს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი წარადგინა. უწყების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ოთარ ჩახუნაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ოთარ ჩახუნაშვილს აქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, რომ სწორად წარმართოს იუსტიციის სახლის სამომავლო განვითარების პროცესი. "ოთარ ჩახუნაშვილის ხელმძღვანელობით, იუსტიციის სახლი განაგრძობს მომხმარებლისთვის ინოვაციური და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მომხმარებლისთვის სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. იუსტიციის სახლის ახალი აღმასრულებელი დირექტორი საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე 2014 წლიდან საქმიანოს. ოთარ ჩახუნაშვილი 2019-2020 წლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საჯარო და კერძო სექტორზე ზედახმედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2020-2021 წლებში კი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა შემთხვევაში უჭერს მხარს ICAO საჰაერო სივრცის დაბლოკვას და გამოძიების დაწყებას - ბელარუსის მაგალითი

საერთაშორისო საზოგადოება Ryanair - ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ბელარუსს მეკობრეობასა და ტერორიზმში ადანაშაულებს. ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. რიგი გავლენიანი პოლიტიკოსები კი ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვას მოითხოვენ საერთაშორისო ფრენებისთვის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იძულებით დაშვებას და ჟურნალისტის დაკავებას სერიოზული და საშიში ინციდენტი უწოდა, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას. „მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენდესი, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, გერმანელ, ირლანდიელ პოლონელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს./p> განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დასრულებამდე ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლა უნდა აიკრძალოს, რადგან მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია პატივს არ სცემს მოქალაქეების უსაფრთხოებას. კანონმდებლები NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა ასევე მოითხოვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩსმა. რას და როგორ წყვეტს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ეს დეტალები Europetime-მა მოიძია. კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნო უფლებამოსილია, რომ მხარი დაუჭიროს შეთანხმებას საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ საერთაშორისო გამოძიებას, საჰაერო სივრცის ბლოკადას და ასე შემდეგ, თუ შესაბამის წინადადებას და შეთანხმებას დიპლომატიური არხებით მიაღწევენ დაინტერესებული ქვეყნები, როგორც ეს სხვა საკითხებთან მიმართებით ხდება. გამოძიების საკითხზე ICAO ელოდება დიპლომატიურ შეტყობინებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც თანამშრომლობენ ICAO- ს საშუალებით და იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ საკითხებზე. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მიიღება 36 წარმომადგენლის და ელჩის მიერ, რომლებიც ამჟამად ემსახურებიან თავიანთ ქვეყნებს, როგორც ICAO- ს არჩეული საბჭოს წევრები. Ryanair - ის აღმასრულებელი დირექტორი: სავარაუდოდ, KGB-ის აგენტები იმყოფებოდნენ თვითმფრინავში, რომელიც კვირას მინსკში იძულებით დასვეს ლიეტუვის პრეზიდენტი ბელარუსისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს მედია: AirBaltic-ი თბილისში დაგეგმილ რეისს ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის გარეშე შეასრულებს საბჭოს შემდეგი სხდომები 7-დან 25 ივნისამდეა დაგეგმილი. 7 ივნისამდე შეხვედრის მოწვევის შემთხვევაში, ICAO შესაბამის გადაწყვეტილებებს ჩვეულ ფორმტაში მიიღებს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) 1947 წლის 4 აპრილს დაარსდა. საბჭოს აქვს მრავალი ფუნქცია, რომელთაგან აღსანიშნავია ასამბლეის წლიური ანგარიშების წარდგენა; ასრულებს ასამბლეის მითითებებს; და ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც მას ეკისრება ჩიკაგოს კონვენციით (1944). ის ასევე ახდენს ICAO– ს ფინანსების ადმინისტრირებას, ნიშნავს და განსაზღვრავს საჰაერო ტრანსპორტის კომიტეტის ვალდებულებებს, აგრეთვე საჰაერო სანავიგაციო მომსახურების ერთობლივი კომიტეტის, ფინანსთა კომიტეტის, უკანონო ჩარევის კომიტეტის, ტექნიკური თანამშრომლობის კომიტეტისა და ადამიანური რესურსების კომიტეტის მოვალეობებს. ის ნიშნავს საჰაერო ნავიგაციის კომისიის წევრებს და ირჩევს ედვარდ უორნერის პრემიის კომიტეტის წევრებს. „მოვუწოდებთ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს გამოძიება ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შემქნის ფაქტზე“ გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უპრეცედენტო საფრთხე რეჟიმის მხრიდან, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავი გაიტაცა, დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს ზოგჯერ, საბჭოს შეუძლია არბიტრის როლი შეასრულოს წევრ სახელმწიფოებს შორის საავიაციო საკითხებზე და კონვენციის დებულებების შესრულებისას გამოიძიოს ნებისმიერი ვითარება, რომლის მიზანია საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციის განვითარებისთვის დაბრკოლებების თავიდან აცილება. ზოგადად, ICAO-ს შეუძლია, მიიღოს აუცილებელი ზომები საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და კანონზომიერების შესანარჩუნებლად. გაეროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ICAO- მ გუშინ განაცხადა, რომ შეშფოთებულია „აშკარა იძულებითი დაშვებით”, რომელიც შეიძლება „ეწინააღმდეგებოდეს ჩიკაგოს კონვენციას”, რომელიც ადგენს საჰაერო სივრცისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების წესებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენების შეჩერების მოთხოვნით განაცხადი მიიღო, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. ცნობისთვის, 23 მაისს, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თუმცა მიმართულება შეიცვალა. ის მინსკში ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. მედიაში გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა.

ევროკავშირში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის მოთხოვნით ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო სანინომ ბელარუსის ელჩი ევროკავშირში, ალექსანდრ მიხნევიჩი დაიბარა. "ელჩი მიხვენვიჩი ინფორმირებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ბელარუსის ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედების დაგმობის შესახებ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს" - ნათქვამია განცხადებაში. გენერალურმა მდივანმა სანინომ ელჩს გააცნო ევროკავშირის პოზიცია, რომ ეს ქმედება ოპოზიციური ხმის ჩახშობის მორიგი უხეში მცდელობაა და ევროკავშირის მოთხოვნაა გათავისუფლდეს რომან პროტასევიჩი. ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას ევროპული საბჭო დღეს, 24 მაისს შეხვედრისას განიხილავს. ევროკავშირი განიხილავს ამ შემთხვევაზე საპასუხო მოქმედებებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომების მიღებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა. რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსი დატოვონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით, დატოვონ ქვეყანა. ამის შესახენ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ბელარუსის მმართველი რეჟიმი "მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის". "მოვუწოდებთ ლიეტუვის მოქალაქეებს, უარი თქვან ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრებისგან და ასევე მოვუწოდებთ ყველა ლიეტუველს ბელარუსუში დატოვონ ეს ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.