ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის საელჩომ საჩხერის მუნიციპალიტეტს $20 000 ღირებულების ავტობუსი გადასცა

20 მაისს აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტს $20,000 დოლარის ღირებულების ავტობუსი გადასცა. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალებას მუნიციპალიტეტი ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრისთვის გამოიყენებს, რომელსაც ხანდაზმულთა, ომში დაკარგულ ადამიანთა ოჯახების, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახთათვის, სოციალურად დაუცველ ადამიანთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განაგებს. აღნიშნული დახმარება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისების აღმოჩენაში ვუჭერთ მხარს.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები, მოთხოვნების შესრულებამდე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპირებენ

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას თავისუფლების მოედანზე მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერტმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აპირებენ. "დავიძრათ მეგობრებო და დავკეტოთ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია", - ამ სიტყვებით მიმართა აქციის მონაწილეებს ვარლამ გოლეთიანმა. მან თანამოქალაქეებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა. "მეტი ერთობა გჭირდება. გთხოვთ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით დედაქალქის მოსახლეობას, რომ დავდგეთ ერთად ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად. გთხოვთ, ყველანი ჩავებათ ამ ბრძოლაში. გავაგრძელოთ ბრძოლა; რადგან ჩვენ სცენა რესპუბლიკის მოედანზე გვაქვს და იქ არის ჩვენი კარვები, ბუნებრივია, იმ ადგილს ვერ დავტოვებთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ; დღეს ჩვენ მიერ რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება. ამავდროულად ახლოს ვიქნებით იმ ძირითადად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი. იქ ყველაფერი იქამდე გადაიკეტება, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და 26 მაისს, დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, მთელი დედაქალაქი ჩვენს გვერდით დადგება... ესაა მთელი ქვეყნის პრობლემა და ესაა თითოეული ჩვენგანის ბრძოლა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. როგორც გოლეთეანმა აღნიშნა, ისინი აპირებენ მეტროს მიმდებარე ტერიტორიას გადაკეტავენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტს დაუჭირა

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიულმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც დეპუტატმა შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. განხილვის პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. ორი საკანონმდებლო ინიციატივიდან ერთი - „ქართულ ოცნებას“, მეორე საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. „ქართული ოცნების" პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და უარს არ აცხადებს, მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ოპოზიციის პროექტით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები თავისუფლდებიან, ნასამართლეობის მოხსნით. ოპოზიციის პროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებულის თანხმობას.

კახა კუჭავა Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებას Twitter-ში გამოეხმაურა. მისი თქმით, სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია. "სამოქალაქო რეისის იძულებითი შეწყვეტა და დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ Ryanair- ის ეკიპაჟმა და მგზავრთა უმეტესობამ უსაფრთხოდ მიაღწიეს ვილნიუსამდე", - აცხადებს პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის მინსკში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ისინი "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. "ვიკრებთ ძალებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად ვიზრდებით და ვფიქრობთ, ეს ზრდა გაგრძელდება, ჩვენ ვრჩებით, როგორც გუშინ დავრჩით, "რესპუბლიკის მოედანზე" და ვკეტავთ აქაურობას. ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. როგორც არ უნდა დავიღალოთ, მთავარია, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ლოკაციებს, რომლის პიკეტირებასაც ხვალ აპირებენ, სპეციალურად არ ასახელებენ.

ლიეტუვამ ​იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ

ლიეტუვის მთავრობამ იმ თვითმფრინავების მიღება აკრძალა, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცეს კვეთენ. ამის შესახენ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "თვითმფრინავის გატაცების ოპერაციის" საპასუხოდ მიიღეს. გარდა შემოსვლისა, ლიეტუვის აეროპორტებიდან იმ თვითმფრინავებსაც აეკრძალა გაფრენა, რომლებსაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აქვთ დაგეგმილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 25 მაისს, UTC 00:00 საათზე (ვილნიუსის დროით 03:00 საათზე) შევა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიბაძონ მას. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

ესპანეთი უსახლკარო ადამიანების ვაქცინაციას იწყებს

Euronews-ის ინფორმაციით, ესპანეთში დაიწყო COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში უსახლკარო მოსახლეობას აცრიან. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 000-მდე უსახლკარო უნდა აიცრას. ვაქცინა უკვე 300-მდე უსახლკაროთა საცხოვრებელს მიეწოდა. საკმაოდ დიდი მოთხოვნა და რიგი იყო ვაქცინაზე სან ისიდროს ცენტრში. "ძალიან მიხარია, რომ დღეს ვაქცინა გავიკეთე, მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას და ყველა იმ ექიმს, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს" - აღნიშნა ერთ-ერთმა უსახლკარომ, 67 წლის ანგელა ალფონსამ. ამ პროგრამას უსახლკარო მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა საკმაოდ შეამსუბუქა, რადგან მათთვის თავისთავად ჰიგიენის ნორმების დაცვა და ნიღბის ტარება ძალიან რთული იყო. ცნობისთვის, ესპანეთის მოსახლეობის 20% კოვიდის მიმართ უკვე სრულიად იმუნიზირებულია, 90 პროცენტს კი პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.

შარლ მიშელი: ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია, საჭიროა ძლიერი პასუხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მინსკში მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სკანდალია. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. "ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი“, - წერს შარლ მიშელი. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

ენტონი ფაუჩის არ არის დარწმუნებული, რომ კორონავირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩის "არ არის დარწმუნებული", რომ კორონავირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და ვირუსის წარმოშობის საჯარო გამოძიებას ითხოვს. "Covid-19-ის წარმოშობა ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია. ამიტომ, მინდოდა მეკითხა, კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ ის ბუნებრივად განვითარდა?" – "პოლიტფაქტის" წარმომადგენელმა, ქეიტი სანდერსმა ეს კითხვა ენტონი ფაუჩის ონლაინ ღონისძიებაზე დაუსვა. "სინამდვილეში არა. ამაში არ ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში. გამოძიება უნდა გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, თუ რა მოხდა. უდავოდ, ადამიანები, რომლებიც ამას იკვლევდნენ, ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა, რის შემდეგაც ადამიანები დაინფიცირდნენ. მაგრამ, ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაც სხვა და ჩვენ ამის გარკვევა გვჭირდება. მე სრულებით ვეთანხმები ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმომავლობას შეისწავლის" - უპასუხა ფაუჩიმ.

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესამსახურში Europetime-ს განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე თემები განიხილეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრის ძირითადი თემა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვა იყო. „როგორც ევროკავშის ელჩმა თავად განმარტა, შეხვედრა შეეხებოდა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვას. ეს კანონი მნიშვნელოვანია კიბერუსაფთხოების სფეროსთვის. ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა", - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება. პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს ამცნობს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა. აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს.

თეთრი სახლი: ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მუდმივ შევიწროებასა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას

თეთრი სახლი ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება. "ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მუდმივ შევიწროებას და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებას, უბრალოდ მათი საქმის შესრულებისთვის", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას TheHill-ი ავრცელებს. მისი თქმით, ეს იყო "შოკისმომგვრელი ქმედება". "ეს წარმოადგენს რეჟიმის მიერ საერთაშორისო თავისუფლებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების შეურაცხყოფას. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, საერთაშორისო, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ინციდენტის შესახებ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

კელი დეგნანი „ნამახვანჰესზე“, სასამართლო რეფორმასა და პოლიტიკურ შეთანხმებაზე

ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს "ნამახვანჰესზე“ „მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს გადაწყვეტისთვის. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და დიფერენციაციასთან მიმართებით, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ უწევდეთ ბევრის გადახდა ელექტროენერგიისთვის. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა. სასამართლო რეფორმაზე ეს საკითხი მრავალი წლის განმავლობაში იყო სადებატო თემა და ცხადია, ეს იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანი წლები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დაინტერესება, რომ არ მოხდეს სასამართლო რეფორმა და არ იყოს მიღწეული უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში. გასაკვირი არ არის, რომ სასამართლო რეფორმის საკითხი მრავალი წლის განმავლობაში იყო სადებატო თემა და ცხადია, ეს იყო 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვფიქრობ, ქართველებს ახსოვთ 1990-იანი წლები, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი დაინტერესება, რომ არ მოხდეს სასამართლო რეფორმა და არ იყოს მიღწეული უფრო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საქართველოში. აშშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან მართლმსაჯულების გასაძლიერებლად, რომ გამხდარიყო მეტად დამოუკიდებელი. არის ბევრი პროკურორი და მოსამართლე, რომელსაც სურს, მიუკერძოებლად აღასრულოს კანონი, პოლიტიკური ჩარევის გარეშე და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული პროგრესი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო რეფორმის პირველ და მეორე ეტაპზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები მესამე და მეოთხე ეტაპზე, რომლებიც არ იყო გაწერილი საბოლოო ვერსიაში, რაც იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ ვხედავთ დაინტერესებას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების მიმართ, რომელიც მიღწეულია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ, რათა გააუმჯობესონ და გახადონ სისტემა უფრო დამოუკიდებელი. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. საქართველო ამაზე 20 წელია მუშაობს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ძალისხმევას, რათა განაგრძოს მართლმსაჯულების გაძლიერება და გახადოს უფრო დამოუკიდებელი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს. „დანიშვნის პროცედურა, იქნება ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თუ უზენაესი სასამართლო, არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას, სადაც მხარეები შეთანხმდნენ განეხორციელებინათ არსებითი და მნიშვნელოვანი რეფორმები უზენაესი სასამართლოს უმაღლეს საბჭოში, შერჩევის, დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში. ეს დანიშვნები უნდა მოხდეს ახალი, რეფორმირებული და ძლიერი სისტემით, რომელიც მხარეებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ინკლუზიური დებატების შედეგია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით საბჭოს, გადაედო შეხვედრა, მისი გადადება ივლისამდეა შესაძლებელი. იქამდე ბევრი დროა, რაც რეფორმის გატარების საშუალებას იძლევა და რაც მართლმსაჯულებას უფრო ძლიერს და დამოუკიდებელს გახდის. სწორედ ამას მოვუწოდებდით და ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ საბჭო ამას გაითვალისწინებს და გადაავადებს შერჩევის პროცესს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. პოლიტიკურ შეთანხმებაზე ნიკა მელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ „გვსურს, ვიხილოთ, როგორ მუშაობს ამომრჩევლის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია ერთად პარლამენტში. ძალიან კარგი სამუშაოა შესრულებული მათ მიერ, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, შევიდა საკანონმდებლო ორგანოში და უზრუნველყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირება, ერთად მუშაობენ სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პარლამენტი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მალე ასევე შეუერთდება საკუთარ დეპუტატ კოლეგებს პარლამენტში, ერთად იმუშავებენ საქართველოს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გასამკლავებლად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი „ნამახვანჰესზე“: მოვუწოდებ დიალოგის დაწყების და პლატფორმის შექმნისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას დიალოგის დაწყებისკენ და პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა. „მოვუწოდებ დიალოგის დაწყების, პლატფორმის შექმნისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშრებით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე. ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად შეფასდა. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი ინკლუზიური გზით წასვლისკენ“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.

ევროკომისიის პრეზიდენტი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე: ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებით სანქციებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებას Twitter- ში გამოემხაურა. მისი თქმით, ევროკომისიაში "ყურადღებას გაამახვილებენ ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის მიუღებელ გატაცებაზე". "ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. ლიდერები განიხილავენ დამატებითი სანქციების ვარიანტებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტი განმარტავს, რა ტიპის სანქციები მოჰყვება ბელარუსის ხელისუფლების მიერ Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებას და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრებას. "სანქციები შეეხება თვითმფრინავის გატაცებაში ჩართულ პირებს, რეჟიმის დამფინანსებელ ბიზნესკომპანიებს, ავიაციის სექტორს. გავაგრძელებთ რეჟიმზე ზეწოლას იქამდე, ვიდრე ის არ სცემს პატივს მედიის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას. რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ელჩს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილზეც ჰკითხეს. „როგორც ყველამ ვიცით, 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლო რეფორმის საკითხი იყო განსაკუთრებით ხაზგასმული. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ორივე საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა ჩატარდება ისე, რომ საბოლოოდ გავლენას მოახდენს საკითხებზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, გამიხარდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელშიც არსებობს განზრახვა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს სხვადასხვა საკითხის განხილვა. ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ დავწერეთ წერილი, არის ის, რომ საბოლოოდ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა გაძლიერდეს - ეს არის ძირითადი მიზანი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართოს. „გეგმის მიხედვით, ორი ტიპის დანიშვნა უნდა მოხდეს, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება, ვიდრე სწრაფად გავლა, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, რა გაკეთდება შემდგომ. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, უკვე არსებობს ევროკავშირის პირობა მიკროსაფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე დიდი ხანია, ვმუშაობთ. ჩვენ შევჯერდით ვენეციის კომისიის ღია მოსაზრებაზე, რომელსაც ეს პროცესი მიჰყავს სანდოობასა და ინკლუზიურობამდე. ახლა უკვე ახალი პარლამენტის შემადგენლობით ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხი აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი მხედველობაში მიღება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს. აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესამსახურში Europetime-ს განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე თემები განიხილეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურის ცნობით კი, შეხვედრის ძირითადი თემა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვა იყო. „როგორც ევროკავშის ელჩმა თავად განმარტა, შეხვედრა შეეხებოდა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის“ განხილვას. ეს კანონი მნიშვნელოვანია კიბერუსაფთხოების სფეროსთვის. ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემა", - განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, 22 მაისს ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და ევროპის საბჭოს აპარატის უფროსმა, ნატალია ვუტოვამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი მისწერეს. ტექსტი მედიაში არაოფიციალურად გავრცელდა, რომლის მიხედვითაც დიპლომატებმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ელჩების საპასუხო წერილში წერს, რომ პარლამენტი უფლებამოსილი არაა, გადაავადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში დანიშვნები არ შეჩერდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალ კვირას იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სასამართლო რეფორმაზე მუშაობის დასაგეგმად, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენლობა.

ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოამზადოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა მოამზადოს გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელორუსს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი , ენერგეტიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პრეზიდენტის აპარატის უფროსების მოადგილეები. მხარეებმა გაანალიზეს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავთან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც 23 მაისს იძულებული გახდა დაეშვა მინსკის აეროპორტში. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას შემუშავებულიყო გადაწყვეტილება უკრაინისა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტისა და ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.

აშშ-ში ვაქცინაციისთვის განკუთვნილ უახლოეს ლოკაციას მოქალაქეები საფოსტო კოდის გაგზავნით შეარჩევენ

აშშ-ში ვაქცინაციისთვის განკუთვნილ ლოკაციას მოქალაქეები საფოტსო კოდის გაგზავნით შეარჩევენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ COVID19-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს. „აკრიფეთ საფოსტო კოდი და გაგზავნეთ ნომერზე, რათა იპოვოთ უახლოესი ლოკაცია და გაიკეთოთ ვაქცინა დღესვე“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 39.79% (130,615,797) სრულად არის ვაქცინირებული აშშ-ში. დაფიქსირდა 12,853 ახალი შემთხვევა. 190 გარდაიცვალა. რეკორდული - 300,310 შემთხვევა იყო 2 იანვარს, გარდაცვალების - 12 იანვარს, 4,475

ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა

დიდმა ბრიტანეთმა Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისა და რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი, გრანტ შეფსი Twitter-ში წერს. შეფსის თქმით, ავიაციის უწყებას ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდების განკარგულება მისცა. მან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაავალა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ, რათა მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყონ. ევროპული ქვეყნები და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. მანამდე ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სივრცის დაკეტვა მოითხოვეს.

ავიაკომპანია Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse-ი Twitter-ზე ავრცელებს. „არსებული ვითარების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამ დროისთვის ვაჩერებთ მუშაობას ბელარუსის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადეს კომპანიაში. ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით, მინსკში საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა უკვე მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

ბელარუსის მთავრობა აცხადებს, რომ  Ryanair-ის ბორტზე "ჰამასის" ბომბის არსებობის შესახებ აცნობეს

ბელორუსის მთავრობა აცხადებს, რომ Ryanair-ის ბორტზე "ჰამასის" ბომბის არსებობის შესახებ აცნობეს, რის გამოც სამოქალაქო თვითმფრინავი მინსკში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მინსკში, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბელარუსი მოქმედებდა საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად. სპეციალურ პრესკონფერენციაზე ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ განაცხადა, რომ 2021 წლის 23 მაისს მინსკის აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე ინგლისურენოვანი წერილი მოვიდა, სადაც ეწერა: "ჩვენ, ჰამასის სამხედროები, ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა აღარ დაუჭიროს ისრაელს ამ ომში მხარი. როგორც ცნობილია, Delfi Economic Forum-ის წევრები ბრუნდებიან სახლში რეისით FR497. ამ თვითმფრინავში განთავსებულია ბომბი. თუ თქვენ არ შეასრულებთ ჩვენს მოთხოვნებს, ბომბი აფეთქდება 23 მაისს, ვილნიუსის ცაზე". "ჰამასის" დაჯგუფების სპიკერმა აღნიშნულთან კავშირი უარყო. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ.