ძებნის რეზულტატი:

G7-ის ქვეყნებმა შესაძლოა, ბელარუსიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედონ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბელარუსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული საგარეო საქმეთა მინისტრები მოითხოვენ დაკავებულების უპირობოდ გათავისუფლებას და აღნიშნავენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები აამოქმედონ. „ჩვენ,„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უკიდურესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი თანამგზავრის, სოფია საპეგას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელიც მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ განხორციელდა. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე სერიოზულ თავდასხმას. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩის, ასევე ყველა სხვა ჟურნალისტისა და პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, მათ შორის შემდგომი სანქციების მეშვეობით, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ბელარუსისთვის შესაძლო ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, ბელარუსის მოქალაქეების მიმართ სანქციების ახალ რაუნდზე მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ დეტალებზე მას არ უსაუბრია. სანქციების ამ პაკეტზე ევროკავშირის ლიდერები ორშაბათს შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

ვლადიმერ პუტინმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალპერინის თანამდებობიდან გაათავისუფლების შესახებ. ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა სახელმწიფო სათათბიროს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი, რომლის თანახმად, გენერალური პროკურატურა წარმოადგენს რუსეთს ევროსასამართლოში. პუტინმა მიხეილ ვინოგრადოვი დანიშნა გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მთავარი დეპარტამენტის უფროსად. ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურა გეგმავს იუსტიციის სამინისტროს შეცვლას, როგორც ECHR– ში რუსეთის წარმომადგენელი, მარტის დასაწყისში გავრცელდა.

პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის და პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი - მეთაურის ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესაებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც თბილისში, პოლონეთის საელჩოში გაიმართა, ანჯეი დუდამ ილია დარჩიაშვილს პოლონურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალ ეტაპზე გადაყვანაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის რანგში მონაწილეობდა ორმხრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებაში. ამაყად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები არ იქნებოდა ასეთ სიმაღლეზე და არ იქნებოდა ისეთი დონის, რომ არა წლების მანძილზე ილია დარჩიაშვილის ასეთი აქტიური მოღვაწეობა. ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად ვიცნობთ ვარშავიდან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და ერთგვარი ნიშანია, რომ ის ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მუშაობს. ეს არის ერთის მხრივ მისი პერსონალური ღირსებების, ღირებულებების და პოლიტიკური გამოცდილებისა და პოლონეთში მოღვაწეობისას მის მიერ გაწეული შრომის შედეგების დაფასება. დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლონეთი საქართველოს მეგობარია და ეს ამ ეფექტური მუშაობის დამსახურებაა. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. დაე, იყოს ეს ჯილდო, ერთის მხრივ თქვენს მიერ პოლონეთში გატარებული წლების სამახსოვრო და ასევე სამადლობელი პოლონელი ერისა და პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან, პოლონურ-ქართული ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადაყვანისთვის”, -განაცხადა ანჯეი დუდამ. ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს დაფასებისა და უმაღლესი ჯილდოს გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის მსგავსი მაღალი დონის სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა ადამიანს, რომლებიც წლების მანძილზე აშენებენ პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს და სწორედ ამ ხალხის მონდომება გახდა ჩემი შრომის ინსპირაციის წყარო. მჯერა, მეც შევიტანე ჩემი მოკრძალებული წვლილი პოლონურ-ქართული ურთიერთობების აღმშენებლობაში. როდესაც პოლონეთში პირველად ჩავედი, უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო გმირების სამშობლო, რომლებიც დაუღალავად და უწყვეტად იბრძოდნენ პოლონეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, ისევე, როგორც იბრძოდა ჩემი სამშობლო. ვნახე აწ განსვენებული პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამშობლო, რომელმაც საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვას და თავისუფლების ხელყოფას გადაარჩინა. ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვარ და ვამაყობ პოლონეთში გატარებული ყოველი დღით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება, მოიტანს შედეგს და საქართველო გახდება ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი“,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე, 2017 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს. ამის შესახებ ვრცელ განმარტებას ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავად ავრცელებს. გუშინ, საჯაროდ პირველად წარვადგინე რეკომენდაციები ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც სხვა პარლამენტარებმა მტკიცედ დაუჭირეს მხარი. ევროპარლამენტის მიერ ადრე მიღებული რეზოლუციების საფუძველზე მომზადებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ჩვენ გთავაზობთ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ჩვენი შეთავაზება ორ აუცილებელ ამოცანას ემყარება - როგორ შევაჩეროთ კრემლის შიდა და გარე აგრესია და როგორ გავაძლიეროთ ურთიერთობა რუს ხალხთან, რომელთაც სურთ, შექმნან განსხვავებული, დემოკრატიული რუსეთი და რომელიც სასარგებლო იქნება არამხოლოდ მთელი ევროპის კონტინენტისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც. ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი. ამიტომ ვთავაზობთ ახალ სტრატეგიას, რომელიც დაეფუძნება ფორმულას „დაკავება და ჩართულობა“. ინფორმაციის გამჟღავნება ასევე ნიშნავს რუსეთში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიისგან კრემლის შეკავებას. გვჯერა, რომ დემოკრატია შესაძლებელია რუსეთში, ისევე როგორც უკრაინაში ან ბელარუსში. ამიტომ, ჩართულობაზე საუბრისას ვგულისხმობთ არამხოლოდ ურთიერთობებს რუსეთის ხელისუფლებასთან, არამედ სტრატეგიულ ურთიერთობებსაც რუსულ დემოკრატიულ საზოგადოებასთან. რუსეთთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე საჭიროა მჭიდრო ტრანსატლანტიკური კოალიციის წარმოდგენა, განსაკუთრებით პრეზიდენტების, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის დროს. მეორეც, ჩვენი პოლიტიკის განხორციელებისას უნდა განვსაზღვროთ მკაფიო სტრატეგიული პრიორიტეტები - როგორ შევამციროთ მნიშვნელოვნად ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობმომარაგებაზე. არამხოლოდ Nord Stream 2-ს ეხება, არამედ სტრატეგიულად უნდა ვეძიოთ ევროკავშირის „მწვანე კურსის“ განხორციელების გზები, რასაც დიდი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში და ეს გულისხმობს ევროკავშირში გაზის იმპორტის შემცირებას 60-70-ით პროცენტით. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებით, ჩვენ ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ შევაჩეროთ კრემლის შიდა აგრესია მომავალ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების წინ - სიტუაცია შეიძლება სწრაფად გამწვავდეს და მზად უნდა ვიყოთ, რომ არჩევნები მოიპარონ, როგორც მოიპარეს ბელარუსში. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუს ხალხს, თუ რა ურთიერთობების შეთავაზებისთვის ვართ მზად ევროკავშირსა და დემოკრატიულ რუსეთს (როდესაც ის გახდება) შორის. თავისუფალი ვაჭრობით დაწყებული და სტრატეგიული პარტნიორობით დასრულებული, რუსეთის მოდერნიზაციისთვის“, - აღნიშნავს კუბილიუსი. მისივე თქმით, ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) მნიშვნელოვანია რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგიისთვის, რადგან ასეთი წარმატება შთააგონებს რუს ხალხს იგივე დემოკრატიული ცვლილებებისკენ რუსეთში. როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენებზე, კრემლს ძალიან ეშინია ევროკავშირის პოლიტიკის, რომელიც რუს ხალხს შთააგონებს ევროპული გზისკენ. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს ინსპირაცია. ამისათვის საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგია და მე მჯერა, რომ ევროპარლამენტი დადებით როლს შეასრულებს ამ სტრატეგიის შემდგომ შემუშავებაში. გასული წლის განმავლობაში, რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების მთავარ წარმომადგენლებთან, ევროპელი მეგობრების ფორუმის არაფორმალურ შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ მრავალი ასეთი წინადადება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე კოლეგებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოხატეს მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე კვირის წინ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტებს Facebook-ი აღარ წაშლის

CNN-ის ინფორმაციით, კომპანია Facebook-ი აცხადებს, რომ თავისი პლატფორმიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტებს აღარ წაშლის. კომპანიამ თებერვალში განცხადება გაავრცელა, რომ ჯანდაცვის წამყვან ორგანიზაციებთან, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი შინაარსის პოსტები წაეშალა. „კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფონზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვეტილება მივიღეთ, არ წავშალოთ ჩვენი აპლიკაციებიდან კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ პოსტები“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, 26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა. „დღეის მდგომარეობით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ორი სავარაუდო სცენარის გარშემოა გაერთიანებული, მაგრამ ამ საკითხზე საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პაატა იმნაძე: Sinovac-ი ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ უახლესი კვლევებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-ი ადამიანს სასიკვდილო გართულებებისგან 100%-მდე იცავს. ამის შესახებ იმნაძემ Facebook live-ის დროს განაცხადა. მისი თქმით, უახლესი კვლევევით აღნიშნული ვაქცინა მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის 84%-მდე დაცულობას უზრუნველყოფს. უახლესია. „ოფიციალური მონაცემებით, ყველა კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ Sinovac-ი მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან იცავს 84%-მდე, ხოლო სასიკვდილო გართულებებისგან თითქმის 100%-მდე. ეს არის მთავარი და ძირითადი ამ ეტაპზე ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ ინფექციის შედეგები და თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ცნობისთვის, საქართველოში ჩინური Sinovac-ით ვაქცინაცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

საქართველში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ,,მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორია კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულების მდგომარეობა - NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, როგორია კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირებულების მდგომარეობა. ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ,,მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით. ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია. ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა.

ამირან გამყრელიძე ინდურ შტამზე: ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა

საქართველოში 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, დღეს დადასტურდა ინდური შტამი, რომელმაც ბოლო პერიოდში ყურადღება მიიქცია. ინფიციცრებული 5 მოქალაქიდან, საქართველოს ორი მოქალაქეა, სამმა უცხოელმა უკვე დატოვა ქვეყანა. რაც შეეხება ინფიცირებულ ორ მოქალაქეს, მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება და ისინი სახლში მკურნალობენ. კონტაქტები გამოვლენილია და იზოლაციაში არიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სპეციფიური PCR ტესტით დგინდება ინდური შტამი, თუმცა საბოლოოდ გენომის სეკვენირებით დასტურდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების სიმძიმეში სხვა შტამებთან შედარებით განსხვავება არ არის. „ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მათ შორის იყო მსუბუქი და მუტაცია, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა. მათზე მეტი დაკვირვება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალსტებს გამყრელიძემ. მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ შედარებით მარტივად ვრცელდება ინდური შტამი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობაში . „ინდოეთში, სადაც ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო ვითარება იყო, იქ წამყვანი იყო ბრუტანული შტამი და არა ინდური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ცნობილია, რომ ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინა ეფექტურია. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ინდური შტამის დაფიქსირების გამო რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ინდური შმატი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი: ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია Covid-19-ის ყველა ცნობილი შტამის წინააღმდეგ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია - კომპანიის დირექტორი Pfizer-ი და AstraZeneca კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია - კვლევა WHO-ს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი - COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება

ამირან გამყრელიძე: პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვიხსნით

„პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლოობაში ვერ მოვიხსნით, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის, პირბადე, დისტანციის დაცვა და აცრები, ასევე თავის არიდება თავყრილობებისთვის, ყველა შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი იარაღი არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, დღეს დადასტურდა ინდური შტამი, რომელმაც ბოლო პერიოდში ყურადღება მიიქცია. ინფიციცრებული 5 მოქალაქიდან, საქართველოს ორი მოქალაქეა, სამმა უცხოელმა დატოვა ქვეყანა. რაც შეეხება ინფიცირებულ ორ მოქალაქეს, მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება და ისინი სახლში მკურნალობენ. კონტაქტები გამოვლენილია და იზოლაციაში არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, სპეციფიური PCR ტესტით დგინდება ინდური შტამი, თუმცა საბოლოოდ გენომის სეკვენირებით დასტურდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების სიმძიმეში სხვა შტამებთან შედარებით განსხვავება არ არის. „ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მათ შორის იყო მსუბუქი და მუტაცია, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა. მათზე მეტი დაკვირვება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალსტებს გამყრელიძემ. მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ შედარებით მარტივად ვრცელდება ინდური შტამი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობაში . „ინდოეთში, სადაც ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო ვითარება იყო, იქ წამყვანი იყო ბრუტანული შტამი და არა ინდური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ცნობილია, რომ ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინა ეფექტურია. ინდური შმატი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. ამირან გამყრელიძე ინდურ შტამზე: ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა.

ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები დადასტურდა. რით განსხვავდება ეს შტამი უკვე არსებულისგან და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime-თან იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე საუბრობს. ,,დღეისათვის ვირუსის 7 მუტაციაა ცნობილი, რომელთაც კლინიკური მნიშვნელობა აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, არის თუ არა ეს შტამი უფრო მეტად გადამდები და არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური. ჯერჯერობით, ის ინფორმაცია, რომელიც ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობს, ადასტურებს, რომ უფრო მეტად გადამდები შტამია ორიგინალ ვარიანტთან შედარებით, იგივე ბრიტანულ შტამთან შედარებითაც, ცოტა ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს. ინფორმაცია, არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ოქტომბერშია აღმოჩენილი, ამ შტამის ინტენსიური შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მარტში, ინდოეთში, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დაკავშირებული ინდურ შტამთან. დღეისათვის ინდური შტამი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში არის აღმოჩენილი, მაგრამ ის არცერთ ქვეყანაში არ არის დომინანტი შტამი. საქართველოში სულ რამდენიმე, 5 შემთხევევა არის დაფიქსირებული, ქვეყანაში მათგან დარჩენილია 2 ადამიანი, მათი კონტაქტები ცნობილია, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ის გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბრიტანული შტამით არის გამოწვეული", - აცხადებს ივანე ჩხაიძე. რამდენად საშიშია ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით ინდური შტამი, ივანე ჩხაიძის თქმით, რომ ვირუსის ამ შტამისთვის დამახასიათებელია სწრაფად გადამდებლობა. ,,ჯანმოს კლასიფიკაციით, მეორე შეფასება აქვს ინდურ შტამს, თავიდან სხვა შეფასება ჰქონდა, მაგრამ ორგანიზაცია ახლა მას განიხილავს, როგორც ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებია. ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ინდური შტამით, უფრო იოლად ასნებოვნებს ჯანმრთელ ადამიანებს, ეს არის ძირითადი მიზეზი - უფრო მეტი გადამდებლობა, ეს განიხილება, როგორც ამ შტამის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება. ასევე არის გარკვეული მონაცემები ლოკალური, რომ ეს შეიძლება უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში იყოს გავრცელებული, თუმცა ეს ერთ-ერთი კვლევაა, ფართომასშტაბიანი კვლევით არ დასტურდება, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან. ის რომ, უფრო მეტად გადამდებია, არის სწორედ ის, რასაც ჯანმო განიხილავს ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებობა ნიშნავს, უფრო მეტ ინფიცირებულს, აქედან გამომდინარე, შეფასება - ,,შეშფოთების საფუძველი“ სავსებით რეალურია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ასევე გასცემს რეკომდენდაციას და აღნიშნავს, რომ ინდურ შტამის საქართველში დაფიქსირება ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ოთხივე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამზე. ,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა. ისეთ შემთხვევაში, როდესაც აშშ-ში პირველად გავრცელდა ბრიტანული შტამი, იყო რეკომენდაცია ორი ნიღბის ტარებისა, რაც აუცილებელია, თუ ჩვენ საქმე გვაქვს შტამთან, რომლის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია. ამიტომ ნიღბის გამოყენება, დისტანცირება, ვაქცინაცია, ეს არის ის ღონისძიებები, რაც ახლა მაინც უნდა იყოს აქცენტირებული. ჩვენ არ ვამბობთ და არც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ინდური შტამი გახდება დომინანტური, ანუ ის ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვიდეს ამ შტამით დასნებოვნებული. ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა აკრძალული გვაქვს, თუმცა შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები, ეს არ ეხება ბრიტანულ შტამს, რომელიც უფრო ადვილად შემოვიდა ქვეყნაში, ვინაიდან ევროპასთან გაცილებით ინტენსიურია ჩვენი მიმოსვლა. არ არის მოლოდინი, რომ ინდურმა შტამმა შესაძლოა, ბრიტანული ჩაანაცვლოს და გახდეს წამყვანი საქართველოში, თეორიულად დასაშვებია, პრატიკულად არა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ. ამ შტამის უფრო მეტად გავრცელების ალბათობა ნამდვილად არსებობს, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის

ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში

,,ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში", - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის აღნიშნული შტამისთვის დამახასიათებელია სწრაფად გადამდებობა. ,,დღეისათვის ვირუსის 7 მუტაციაა ცნობილი, რომელთაც კლინიკური მნიშვნელობა გააჩნიათ. მათი კლინიკური მნიშვნელობა პირველ რიგში გამოიხატება იმაში, არის თუ არა ეს შტამი უფრო მეტად გადამდები და არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური. ჯერჯერობით ის ინფორმაცია, რომელიც ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობს, ადასტურებს იმას, რომ უფრო მეტად გადამდები შტამია ორიგინალ ვარიანტთან შედარებით, იგივე ბრიტანულ შტამთან შედარებითაც, ცოტა ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს. ინფორმაცია არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მიუხედავად იმისა,რომ 2020 წლის ოქტომბერშია აღმოჩენილი, ამ შტამის ინტენსიური შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მარტში, ინდოეთში, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დაკავშირებული ინდურ შტამთან. დღეისათვის ინდური შტამი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში არის აღმოჩენილი, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ არის დომინანტი შტამი. საქართველოში სულ რამდენიმე, 5 შემთხევევა არის დაფიქსირებული, ქვეყანაში მათღგან დარჩენილია 2 ადამიანი, მათი კონტაქტები ცნობილია, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ის გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით დაინფიცირების შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბრიტანული შტამით არის გამოწვეული", - ამბობს ჩხაიძე. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ამბიციური ეკონომიკური გეგმით, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს

„ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა გადამწყვეტია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია რეფორმების გატარებისას ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მოტანა. სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი და საჭირო პარტნიორია ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე: „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“. „ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს სამოქალაქო საზოგადოება უმთავრეს როლს თამაშობს ორ ასპექტში: პირდაპირი მხარდაჭერა ადგილობრივ საზოგადოებას; მთავრობისთვის სანდო თანამოსაუბრე პოლიტიკის წარმოებისას. ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს. წინ იყურეთ. ჩვენ გვჯერა, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასა და ხალხს შორის კავშირის გაძლიერება, ისევე როგორც მთავრობასთან, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე“, - აღნიშნა ევროკომისარმა. მისი თქმით, პანდემიამ ყველა დააზარალა და საქართველო არ არის გამონაკლისი. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს გადარჩენაში, სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის ვაქცინების მიწოდებით. ჩვენ უკვე გამოვყავით დახმარება საქართველოს ეკონომიკის აღდგენისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას, ამბიციური ეკონომიკური გეგმით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ მოქნილ პროექტს, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, სასამართლოს რეფორის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. „მე მოვუწოდებ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას, ერთად იმუშაონ პროგრესის მისაღწევად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება ამბიციურ ასოცირების ხელშეკრულებას. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომ მოქალაქეებმა ამ სიკეთეებით ისარგებლონ“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

შსს: მოვუწოდებთ გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ცნობისთვის, სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა. აქტივისტები ბარიკადებს მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ მათ არ მისცა. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება მოყვა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის ორი მონაწილე. ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამასთან, შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება მოუწოდებს გუმათში შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

ივანე ჩხაიძე: საქართველოში ინდური შტამის დადასტურება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას

საქართველოში ინდური შტამის დადასტურება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას - ამის შესახებ Europetime-ს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი 4-ვე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ამ ახალ შტამზე, რომელიც საქართველოში დღეს დაფიქსირდა. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა. ისეთ შემთხვევაში, როდესაც აშშ-ში პირველად გავრცელდა ბრიტანული შტამი, იყო რეკომენდაცია ორი ნიღბის ტარებისა, რაც აუცილებელია, თუ ჩვენ საქმე გვაქვს შტამთან, რომლის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია. ამიტომ ნიღბის გამოყენება, დისტანცირება, ვაქცინაცია, ეს არის ის ღონისძიებები, რაც ახლა მაინც უნდა იყოს აქცენტირებული. ჩვენ არ ვამბობთ და არც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ინდური შტამი გახდება დომინანტური, ანუ ის ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვიდეს ამ შტამით დასნებოვნებული. ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა აკრძალული გვაქვს, თუმცა შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები, ეს არ ეხება ბრიტანულ შტამს, რომელიც უფრო ადვილად შემოვიდა ქვეყნაში, ვინაიდან ევროპასთან გაცილებით ინტენსიურია ჩვენი მიმოსვლა. მოლოდინი, რომ ინდურმა შტამმა შესაძლოა, ბრიტანული ჩაანაცვლოს და გახდეს წამყვანი საქართველოში, არ არის, თუმცა დასაშვებია, მაგრამ ალბათ მარტო თეორიულად, პრატიკულად არა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ. ამ შტამის უფრო მეტად გავრცელების ალბათობა ნამდვილად არსებობს", - აღნიშნავს ჩხაიძე ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია ივანე ჩხაიძე: ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინდური შტამი გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევაში, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ლინგვისტი, ფრანგი ქართველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ბერნარ უტიე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერნარ უტიეს თავდადებული საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ მან ძალიან დიდი ამაგი დასდო განსაკუთრებით, ძველი ქართული ლიტერატურისა და ენის კვლევას და შეაგროვა ძალიან მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა. „სამწუხაროდ, საფრანგეთში ძალიან ცოტანი არიან ფრანგი ქართველოლოგები. ფრანგს ვამბობ, მაგრამ ვიტყოდი, რომ იგი დღეიდან უკვე მთლიანად ქართველია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მეძლევა საშუალება აღვნიშნო თქვენი ღვაწლი. ძალიან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდით ჩვენს მეგობართან, ლაშა ოთხმეზურთან და თამილა მგალობლიშვილთან ერთად, რომელსაც ვიხსენებთ დღეს და რომელმაც ისე დაგვტოვა, რომ ქართული კულტურის მიმართ მისი უდიდესი ღვაწლის აღიარების საშუალება არ მოგვეცა. მე ვერ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც თქვენს საქმიანობას მოიცავს, მაგალითად „ახალი აღთქმის“ ქართულენოვანი თარგმანების წარმომავლობების დადგენის დასახელებაც კმარა, რომლითაც შეხვედით ქართული კულტურის ისტორიაში. მადლობას გიხდით თქვენ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდეს მეგობარსა და თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის ერთგვარ ელჩს საზღვარგარეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ბერნარ უტიემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მისი საქმიანობის დაფასებისათვის და პატივისცემით გაიხსენა საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ლევან ზურაბიშვილი, პირველი ქართველი, რომელიც საფრანგეთში იმ დღეს გაიცნო, როდესაც ძველი ქართული ენის შესწავლა გადაწყვიტა. „შეუძლებელია დღევანდელ დღეს არ გავიხსენო პირველ ქართველი, რომელიც საფრანგეთში გავიცანი იმ დღეს, როდესაც ძველი ქართული ენის შესწავლა გადავწყვიტე. ეს იყო საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ლევან ზურაბიშვილი, თქვენი მამა, რომელმაც მე, როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო. კურთხეულ იყოს მისი სახელი! განვლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე საქართველოში ბევრი გამოჩენილი მეცნიერი გავიცანი. იმედი მაქვს, რომ ელენე მეტრეველი, თამილა მგალობლიშვილი, ვახტანგ ბერიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ზურაბ სარჯველაძე, თამაზ გამყრელიძე და ბევრი სხვა დღეს სამოთხიდან გადმოგვყურებენ. მათ მიერ თქვენი მონა მორჩილისადმი გამოჩენილი გულთბილობა და ყურადღება წმინდა ქართული თვისებაა. დაე, მუდამ ასე დარჩეს. ოქროს საწმისი უძველესი მითია, რომელიც ანტიკური ეპოქიდან შეისისხლხორცა ბერძნულმა მითოლოგიამ. ალბათ, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს გარეშე ევროპა ევროპა არ არის. საოცარია, რომ მე-15 საუკუნეში ბურგუნდიის მთავარმა საფრანგეთში ოქროს საწმისის ორდენი დაარსა. ზუსტად იმ კუთხის ბურგუნდიაში, სადაც ჩემი კავკასიური ბიბლიოთეკაა დღეს. ქართველებმა მაშინ სთხოვეს საფრანგეთის მეფესა და ბურგუნდიის მთავარს თურქების წინააღმდეგ დახმარება. როგორც ვიცით, ქართველებმა მაშინ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს. იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა. პოლიტიკა ბევრად უფრო სწრაფწარმავალია, ვიდრე კულტურა და ფაქტი, რომ დღეს ოქროს საწმისს იღებს არა პოლიტიკოსი, არამედ ქართული კულტურის ქომაგი ადამიანი კიდევ მავსებს სიხარულით. ნეტავ უფრო ფართო იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში. ყველამ ერთად ვიმუშაოთ ამ დარგში, რადგან ქართული კულტურა მთელი სამყაროს განძია“, - განაცხადა ბერნარ უტიემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისრაცია ავრცელებს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ქართული იდენტობის, ქართული კულტურის შენარჩუნება - განვითარების საქმეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, აღვნიშნო სწორედ ისეთი ადამიანების ღვაწლი რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, სწორედ ასე იქმნება ქართული კულტურის დიდი ბირთვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა აივაზიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. შესაბამისი ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა Facebook გვერდზე დაადასტურა. აივაზიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანი საზღვარზე, სადაც ვითარება დაძაბულია, საერთაშორისო დამკვირვებლები განლაგდნენ. შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 12 მაისიდან ვითარება დაძაბულია. სომხეთში ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და ამ დრომდე რჩებიან სომხეთის ტერიტორიაზე გეღარქუნიკისა და სიუნიქის რაიონში. აზერბაიჯანში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 27 მაისს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებული ექვსი სომეხი სამხედრო, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდნენ და დივერსიას გეგმავდნენ. საპასუხოდ სომხეთში განაცხადეს, რომ ჯარისკაცები სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ისინი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაიტაცეს.

ადამ კინზინგერი: ვამაყობ იმით, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს ვუჭერ

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩვენს ქართველ მეგობრებს და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვულოცავ. ვამაყობ იმით, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და მდგრადი დემოკრატიის ჩამოყალიბების ძალისხმევას მხარს ვუჭერ. აშშ აფასებს საქართველოსთან მეგობრობას“, - წერს Tweeter-ზე კინზინგერი..

სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „მოვუწოდებთ ორივე მხარეს, დაუყოვნებლივ და მშვიდობიანად გადაჭრან ინციდენტი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები, და ჩვენ შევახსენებთ აზერბაიჯანს მის ვალდებულებებს, რომლებიც მას ნაკისრი აქვს ჰუმანიტარული სამართლით, რომ მოეპყროს ყველა დაკავებულს ადამიანურად“, – ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის არადემარკირებულ ნაწილში ნებისმიერ გადაადგილებას განიხილავს პროვოკაციულად. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას საზღვრის დემარკაციისთვის და მოვუწოდეთ ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს და შეწყვიტონ არადემარკირებულ საზღვარზე სამხედრო გამაგრება და ნაღმების განთავსება. სპეციფიკურად მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ სომხეთს გადაიყვანოს ძალები 11 მაისამდე პოზიციებზე და მივესალმებით განცხადებებს, რომელშიც ამაზეა საუბარი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის მიზნით მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა. აშშ-ში მზადყოფნას გამოთქვამენ, დახმარება გაუწიონ მხარეებს ამ ძალისხმევაში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში მოუწოდებენ მხარეებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება მოხდეს.