ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თემას წამოწევს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ვაშინგტონი არ აპირებს „უმოქმედოდ ყოფნას“, როდესაც პუტინი ადამიანის უფლებებს არღვევს. „პრეზიდენტ პუტინს რამდენიმე კვირაში ჟენევაში შევხვდები და მკაფიოდ განვუმარტავ, რომ ჩვენ არ ვიქნებით უმოქმედოდ, არ მივცემთ მას უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება. შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარეა. ბაიდენი პუტინს ტელეფონით 13 აპრილს ესაუბრა და რუსეთის სამხედროების უკრაინის საზღვრებთან მობილიზაციის გამო შეშფოთება გამოთქვა

თუშეთში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და რეგიონის შემდგომი განვითარება“, საქართველოში რიგით მეორე ბიოსფერული რეზერვატის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამინისტრო, მიხეილ ზუკოვის ფონდთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) პარტნიორობით, ასევე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „თუშეთის ბიოსფერული რეზერვატის დაარსება აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატურად მოწყვლად რეგიონში, კახეთში - დოკუმენტის მომზადება ნომინაციისთვის“. „საქართველოში იქმნება ბიოსფერული რეზერვატები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების საფუძველია და საშუალებას იძლევა, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების პოტენციალი მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ. ეს ყოველივე კი, აისახება ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია. საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. სოფელ ბაბანეურში გამართულ სიმპოზიუმზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრებს ბიოსფერული რეზერვატების შესახებ მომზადებული ინფორმაცია წარუდგინეს. დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობაც. „მოხარული ვარ, რომ, პანდემიის მიუხედავად, შევძელით ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარება. ჩვენ შევაგროვეთ ხელმოწერები UNESCO-ში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის მხარდასაჭერ წერილზე. ის, რომ საქართველოში ორი ტერიტორია მიიღებს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს, მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატის მაგალითები გვაჩვენებს, თუ რა სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით”, - განაცხადა მიხეულ ზუკოვის ფონდის წარმომადგენელმა, ანია ზელცერმა.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები გახანგრძლივდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის ვადები 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. პირს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდება: 1. თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს. 2. თუ იგი უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეუწყდა საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება. პირს აღუდგება საქრთველოს მოქალაქეობა: - თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მოთხოვნით, ამისათვის მან ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი უნდა ჩააბაროს. - საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შესაძლებელია არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი აღიდგენს საქართველოს მოქალაქეობას. პირს სპეციალური წესით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა: რომელსაც არ დაუდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ დაბადებულია საქართველოში, შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. აღნიშნულმა პირმა ტესტირება უნდა გაიაროს - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში. საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდება 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, თუ: - 1975 წლის 31 მარტამდე დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის და მანამდე 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; - 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაიბადა, 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; - საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ცვლილებები მოქალაქეებისთვის შესაბამისი პროცედურების გამარტივებას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქეთა მაღალმა მიმართვიანობამ განაპირობა. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით ჯამში 7123-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 360 ადამიანს დაუდასტურდა, 1 195 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 626 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა - 43, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 6, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 060, აჭარაში - 400, იმერეთში - 503. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 403, აჭარაში - 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 16, იმერეთში - 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 801 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 922 პირი, აჭარაში - 2 138, იმერეთში - 1 432.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა

„ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა“, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგონავამ Europetime-თან საუბრისას. „ვიეტნამში აღმოჩენილ ახალ შტამზე ზოგადი ინფორმაცია არსებობს, ახალი შტამის გაჩენა ბუნებრივია, რაც უფრო დიდხანს იქნება კორონავირუსი, უფრო დიდი რისკებია, რომ ახალ-ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამისგან პრევენციის ერთადერთი საშუალება სწრაფი მასობრივი ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში. ვაქცინა შეამცირებს კორონავირუსის ცირკულაციას და ახალი შტამები არ გაჩნდება. ამაში პანიკის საფუძველი არ არის. ვირუსის მუტაცია ბუნებრივი მოვლენაა. ვიეტნამში აღმოჩენილი შტამი რამდენად აგრესიულია, რა თვისებებით ხასიადება, რამდენად სწრაფად ვცრელდება, ამ ტიპის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა და შესაბამისად ინფორმაცია ჯერ არ არის", - გაანცხადა ალექსანდე გოგინავამ. ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ინდოეთში ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მდგომარეობა

„ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა“, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგონავამ Europetime-თან საუბრისას. „მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კლინიკური მიმდინარეობით, ინდური შტამი მისი წინამორბედი შტამებისგან არ განსხვავდება. ბრიტანული შტამისგან განსხვავებით, ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით", - აღნიშნა ინფექციონისტმა Europetime-თან. რაც შეეხება დაცვის საშუალებებს, რეკომენდაციები იგივეა, ორმეტრიანი დისტანცია და პირბადის გამოყენება. იმ სივრცეებში, სადაც დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა ვერ ხერხდება, დახურული სივრცეების განიავება საკმარისია. „თუ დახურულ სივრცეში ახლო კონტაქტი გვაქვს და 2,5 მეტრიან დისტანციას ვერ ვიცავთ, ორმაგი პირბადის ტარება გამართლებულია, მაგრამ ღია სივრცეში ამის აუცილებლობა არ არის. ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ინდოეთის ვითარება გამოწვეული იყო ცუდი ეპიდსიტუაციით და არა ინდური შტამის „მძიმე ხასიათით“. „ინდოეთში არსებული მდგომარეობა გამოწვეული იყო არა იმით, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, არამედ იმით, რომ ინფიცირების დღიური შემთხვევები იყო ძალიან გაზრდილი, ვერ ტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო სერვისები და ამიტომ დამძიმდა მათი მდგომარეობა. როცა ასეთი რამ ხდება, ნებისმიერი შტამისგან შეიძლება მსგავსი სიტუაცია შეიქმნას. ეს ვირუსის სიმძიმით არ იყო გამოწვეული, ეს იყო გამოწვეული ცუდი ეპიდსიტუაციით. ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს ვერ აუდიოდა". ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ახალი შტამები გასაკვირი არ არის. მათი პრევენციის ერთადერთი საშუალება მასობრივი ვაქცინაციაა ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა: ინდური შტამისგან რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

საქსტატი: აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდაშემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი დადასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა.კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში. საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოებისბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არმოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

ვახტანგ გომელაური: მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერას

„მინდა ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „დღევანდელ ღონისძიებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ესწრებიან. მინდა მათ ქართული პოლიციის სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამინისტროს მხარდაჭერისთვის, ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პანდემიის პერიოდში ჩვენთვის აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც NATO-ს საიმედო პარტნიორი, საქართველო აქტიურად არის ჩართული შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან. ევროპარლამენტის რეზოლუციით, დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით.სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რომლებიც წლების განმავლობაში ხელს უწყობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა

„ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს“, - განაცცხადა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია. ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს, ვზრუნავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია

„მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან - დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „გილოცავთ პოლიციელის პროფესიულ დღეს! ყველა თანამშრომელს მადლობას გიხდით ღირსეული და თავდაუზოგავი შრომისთვის. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს იყო პოლიციელი და ვიცი, როგორი რთულია ებრძოლო დანაშაულს, ემსახურო მოქალაქეებს და ამასთან ერთად, არ დაარღვიო ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლება. სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა, კრიმინალთან ბრძოლა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ფუნქცია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამას წარმატებით ასრულებთ, დღეს ჩვენ გვყავს აპოლიტიკური და მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია.დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელი ხართ, თუმცა, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას.მადლიერების სიტყვები ეკუთვნის თითოეულ პოლიციელს საზოგადოებისგან და ჩემგან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისგან!“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აღმოჩენილია ხსნარები, რომლებსაც სადეზინფექციო საშუალებებად ასაღებდნენ - საგამოძიებო სამსახური

სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ. გამოძიებით დადგინდა, რადგან მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანსა და თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებებს ამზადებდნენ და რეალიზაციას ახდენდნენ. ამ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 (1) მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად თორიამ Europetime-ს დაუდასტურა. ,,გიდასტურებთ, დღეს დილას, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე თანამდებობა", - განაცხადა თორიამ. მან სხვა შეკითხვებს არ უპასუხა. მალხაზ თორია გუბერნატორის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაინიშნა, მანამდე ის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის

„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თოთოეულ პოლიციელს, გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს გმირ პოლიციელებს. მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ყველზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24 საათიანი სამსახური ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით თქვენ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. თამარ კორძაიამ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. „პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გადატარებლად. ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. მე სადაც ვიყავი, იქ ვარ, „რესპუბლიკურ პარტიაში", - განაცხადა კორძაიამ. მან მანდატი „ნაციონალური მოძრაობა“ - ძალა ერთობაშიას" სიით მოიპოვა. ​„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის.

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ

სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სამწუხაროდ, ბევრი თქვენგანი შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. მე ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც, ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის დროს, თავი გაწირა ღირსეულად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენს გვერდით დგას. ვიცი რა თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მე მინდა გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის მსახურება. სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციის და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, თქვენი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თქვენი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. დღეს, პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს, ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის, მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმაურება. „ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. შეთანხმება ემსახურება უკეთეს სასამართლო სისტემას და უფრო სამართლიან პარლამენტს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია”, - წერს კრამონი Twitter-ზე. კრამონი პარტიის გადაწყვეტილებამდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის.

Guardian-ი: ჯო ბაიდენი ავსტრალიაში ელჩის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ჯონ კენედის ქალიშვილის კანდიდატურას განიხილავს

Guardian-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავსტრალიაში ელჩის პოზიციაზე, სავარაუდოდ, ჯონ კენედის ქალიშვილს, ქეროლინ კენედის კანდიდატურას განიხილავს. ქეროლინ კენედის დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2013-2017 წლებში, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ქეროლინ იაპონიაში შეერთებული შტატების ელჩის პოსტს უკვე იკავებდა.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება

„რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში, რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და კვლავ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, არ შევალთ, დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გონივრულ ვადაში არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. „გარდა ამისა, თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერცერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დახევა და დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს “. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შედის.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რიონის ხეობაში საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რიონის ხეობაში თუ საჭირო გახდება სიტუაციის განსამუხტად სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რაც შეეხება „ნამახვანჰესს“, უკვე რამდენიმე თვეა ადგილზე დგანან პოლიციელები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს ამ დრომდე ნამდვილად არ მომხდარა, იცავდნენ აქციის მონაწილეები დისტანციას და იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ დაბალი ჯებირი, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება [ყველაფერს გამოვიყენებთ]. იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ [კომპანიას], მოხდა შეხლა-შემოხლა, მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალქეები. სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან კრაკოვში მიფრინავდა, ბერლინში დაუგეგმავად დაეშვა

Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საგანგებოდ დაეშვა. ბერლინის პოლიციის სპიკერის თქმით, ოფიცრებმა დაასრულეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმება, მაგრამ საფრთხე ვერ აღმოაჩინეს. „ბორტის მგზავრები პოლონეთის მიმართულებით ფრენას სხვა თვითმფრინავით განაგრძობენ“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. Bild-ის ცნობით, თვითმფრინავის მოულოდნელი გადამისამართება ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება, თუმცა პოლიციამ კომენტარი არ გააკეთა ოპერაციის დეტალებზე.