ძებნის რეზულტატი:

ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამავდროულად ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ან ლინდე სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებასა და მათი ქვეყანაში დაბრუნების საკითხს ეხმაურება. „მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას, რომელიც განაღმვას შეუწყობს ხელს. ეს ეუთო-ს მნიშვნელობას აჩვენებს. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ეს ზომები ხელს შეუწყობს „მინსკის ჯგუფის“ თანა-თავმჯდომარეების ეგიდით მოლაპარაკებების ატმოსფეროს შექმნას. ბედნიერი ვარ საქართველოსთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მუშაობით“, – აცხადებს ან ლინდე. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი NATO-ს სამიტზე სათანადოდ შეფასდება

NATO-ს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული. „ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის რაც არის განსაზღვრული წინა NATO-ს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ საქართველომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისევ შეასრულოს შუამავლის როლი

ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ ერთი თვის წინ, როდესაც მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერთან, პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ ფაშინიანთან. გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლა უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტატორის როლი იკისრა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული შეთანხმება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. „შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იყვნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, სომხეთის მხრიდან იქნა აზერბაიჯანისთვის გადაცემული ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს. ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ. მე პირადად ვიყავი ჩართული 24-საათიან რეჟიმში, ორივე ქვეყნის ლიდერთან მქონდა სატელეფონო საუბრები, მანამდე შეხვედრები იყო. ჩვენს სტრატეგიული პარტნიორთან ერთად ვიყავით მჭიდრო კოორდინაციაში. ეს ძალისხმევა დასრულდა კონკრეტული შედეგით. ჩვენ ასევე მზადყოფნას ვადასტურებთ, რომ ამ პროცესში საქართველომ ისევ შეასრულოს შუამავლის, მედიატორის როლი. მე სრული მზადყოფნა დავუფიქსირე ორივე ქვეყნის ლიდერს. დიდი იმედი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება საერთო მშვიდობით და სტაბილურობის მიღწევით რეგიონში. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 425-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 206 742-მა მოქალაქე აიცრა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, 1 074 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

კახა კალაძე: 13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება

ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში „აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ. 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდში დადგომოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა“,-განაცხადა კალაძემ. მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით რიგი პროექტები განხორციელდა. „დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, რითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ხეობაში 2 ცხაული, რომელიც არის შემაკავებელი, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ განმეორდება ანალოგიური შემთხვევა, ეს იქნება შემაკავებელი. გარდა ამისა, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერეს ხეობის გასამაგრებლად. ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული ადგილები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც იყო მითითებული ექსპერტების მხრიდან, ყველა სამუშაო განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისი დიდი ტრაგედიაა, რომელსაც შეეწირა არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა საზოგადოება

13 ივნისი არის დიდი ტრაგედია, რომელსაც შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ეს დღე ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ. მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ​მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, კარგად გახსოვთ, რომ ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ეს დღე გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ მუდამ მობილიზებული, ყოველთვის უნდა ვიყოთ მზრუნველი. ჩვენ, მთავრობამ ​ამ ოჯახების მიმართ, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო იმ დროს. კიდევ ერთხელ მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ეწვევა

14-16 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ,,2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახაბერ კუჭავასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან. საქართველოში ყოფნისას, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთს და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ციცაგიანთკარში, წყლის მომარაგების პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ჩინეთის ქალაქ შაიანში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის ქალაქ შაიანში, დასახლებულ ზონაში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 37 პირი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად ჩამოინგრა მიმდებარე ტერიტორიაზე განთვასებული ბაზრის ნაგებობა. ტერიტორიიდან 144 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები მოსახლეობას დაზარალებულთა დასახმარებლად, სისხლის დონაციისკენ მოუწოდებენ.

სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელისა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო როგორც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გარშემო შექმნილ ვითარებას, ისე ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხს. „ჩვენი, საპატრიარქოს ინიციატივით შედგა დღევანდელი შეხვედრა. მოწვეულნი იყვნენ ევროკავშირის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, რომლებსაც ეხებათ ბავშვთა უფლებები – იუნისეფი, „ვორლდ ვიჟენი“. ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იქნას გათვალისწინებული. ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია. მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა, ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ყველა ჩვენგანმა, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება, არ მოხდეს რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რათა ბავშვის ინტერესები არ გადაიფაროს რაიმე სხვა ინტერესებით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. კითხვაზე, დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის. „დახურვაზე არ არის საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებთან მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

კარლ ჰარცელი: საპატრიარქოში დღევანდელი დისკუსიისას ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საპატრიარქოში დღევანდელი დისკუსიისას ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. „დღეს საპატრიარქომ მიგვიწვია შეხვედრაზე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან UNICEF-თან, World vision-თან“ და ევროკავშირთან ერთად. ჩვენ, ყველა, ბავშვთა დაცვის საკითხებზე ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, დღევანდელი დისკუსია ნინოწმინდაში არსებულ ვითარებას ეხებოდა და ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა, როდესაც საქმე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს ეხება. ყველასთვის, ვინც დარჩა პანსიონატში და ვინც დატოვა ეს ადგილი, დარწმუნებულები ვართ, ფსიქოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს დისკუსია იყო უფრო ფართო, რადგან საკითხი უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ნინოწმინდის თემა. დისკუსიის დროს გვქონდა ურთიერთგაგება იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. საერთო ჯამში, ვხედავ, რომ ეს შეიძლება იყო ძალიან კარგი საწყისი წერტილი და საერთო მიზანი იქნას მიღწეული. ამავდორულად, ბევრი საქმე არის გასაკეთებელი პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით და ამჟმად მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ გავიმეორებ, რომ ვარ ბედნიერი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის გამო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს

ღასან ხალილი: ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელის, ღასან ხალილის განცხადებით, ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის ნინოწმინდიდან, ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ მან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხალილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვებს ოჯახები არ ჰყავთ მათთვის უნდა იქნას მოძიებული ისეთი ოჯახები, რომლებიც მათ იშვილებენ. „გადაწყვეტილება იყო უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის. ამას ადასტურებენ სამინისტროც, საპატრიარქოც, UNICEF-იც და Worled Vision-იც. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო. ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ნინოწმინდიდან ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, მაშინ უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით, სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია. თუმცა, მნიშვნელოვანია UNICEF-სთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსტიტუციაზე არ გაჩერდეს, ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ ოჯახი ქვაკუთხედად მიიჩნიოს“, – აღნიშნა ​ღასან ხალილმა. სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს

„World Vision - საქართველოს“ დირექტორი: ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს, საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას

ძალიან კარგი შეხვედრა იყო საპატრიარქოში. საპატრიარქომ გამოთქვა მზაობა და ღიაობა, რომ მოისმენენ ჩვენს რჩევებს, გაითვალისწინებენ იმ საუკეთესო პრაქტიკას და სტანდარტებს, რაც არსებობს ბავშვთა დაცვის სფეროში, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, World Vision-საქართველოს დირექტორმა, ეკა გურგენიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს. „ნინოწმინდის პანსიონს რაც შეეხება და არამხოლოდ მას, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამ თემაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას, ყველა პანსიონზეა საუბარი და არა მხოლოდ ნინოწმინდაზე. მარტივი პროცესი არ არის. მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ იქ მომუშავე სოციალური მუშაკები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. სახალხო დამცველზეც იყო საუბარი და საპატრიარქომ განაცხადა რომ, მხარს უჭერს სახალხო დამცველის შეშვებას, მაგრამ როდის მოხდება, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა გურგენიძემ. სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე ისაუბრეს

სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ და მზად არის ამ კუთხით ჩართულობისთვის. ამის შესახებ ზურაბიშვილმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვარ ყველგან, სადაც ჩემი ყოფნა საჭიროა. პრეზიდენტის მოვალეობაა ხელი შეუწყოს ქართული კულტურის, სპორტისა და ბიზნესის განვითარებას ქვეყნის გარეთ. მე მზად ვარ ამ პროცესებში ჩართულობისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის ჩართულობა პოპულარიზაციის პროცესს კიდევ ერთ განზომილებას მატებს, რომელიც არ არის წმინდად კომერციული. ამ მხრივ ჩემი კონტაქტების გამოყენება არის არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოვალეობა. ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, წარმოვადგინო ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნაწილები. გეთანხმებით, რომ მაღალი დონის სამთავრობო ორგანოების მხარდაჭერა ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.მივმართავ ქართულ ბიზნესს - სადაც მათ დასჭირდებათ, იქ ვიქნები"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კარლ ჰარცელის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „დღეს, 2021 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაერო-ს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ. მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს. „ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, მიღწეულია ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საკითხი ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. „ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის, პირველ რიგში, ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით“, – დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო და რომელმაც 15 დაკავებული სომეხის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა გამოიწვია. ბაქოსა და ერევნის მხრიდან, ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ნდობის გამჩენი ჟესტები, რომლებიც, იმედია, მხარეებს გზას გაუხსნის შემდგომი თანამშრომლობისკენ, ასევე, ყველა დაკავებული სომეხის საბოლოოდ გათავისუფლებისკენ და დანაღმული ტერიტორიების ყველა არსებული რუკის გადაცემისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებით, ევროკავშირმა და სხვა საერთაშორისო აქტორებმა აქტიურად წაახალისეს ნაბიჯები და ჩვენ გსურს პროცესში მონაწილე მხარეების შემდგომი თანამშრომლობა. ჩვენ გავაგრძელებთ კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის, სადაც ეს შესაძლებელია - სტაბილიზაციის, პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მხარდაჭერით. გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დასთანხმდნენ არსებით მოლაპარაკებებს - ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით“, - აღნიშნულია განცხადებაში. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად

G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ღარიბი ქვეყნებისთვის კოვიდვაქცინების განაწილებაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ღარიბ ქვეყნებს კოვიდვაქცინების მილიარდ დოზას გადასცემენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯონსონის თქმით, ვაქცინების ნაწილს სახელმწიფოები COVAX-პლატფორმით, ნაწილს კი პირდაპირი წესით მიიღებენ. ბრიტანეთი ამ ინიციატივას 100 მილიონი დოზით უზრუნველყოფს. პრემიერის თქმით, ეს „კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მსოფლიოს ვაქცინაციისკენ“. მან ასევე ამ პროცესში ბრიტანული AstraZeneca-ს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმით მიწოდებული ვაქცინების 96%-ს სწორედ AstraZeneca წარმოადგენს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, 15-16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ესტუმრება. როგორც ცნობილია, ქალაქ შუშაში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. ვიზიტისას განიხილება თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთანამშრომლობის ყველა ასპექტი და მათი შემდგომი გაღრმავება. საუბარი ასევე შეეხება ყარაბაღის თემასაც მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ალიევთან ერთად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი EURO 2020 ჯგუფური ეტაპის მატჩს უყურებენ.

ხვალ ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება

ხვალ, 14 ივნისს ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიმართება. დღის წესრიგი უკვე ცნობილია. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა. „ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაძლიეროთ NATO, როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირის სიმბოლო. გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ NATO 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს. რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, – ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი, კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ დაფასდება. „ველოდებით, რომ სათანადოდ შეფასდება და დაფასდება ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, ის, რაც არის განსაზღვრული წინა NATO-ს სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში - ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ვიცე-პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან პოზიტიური მოლოდინები აქვთ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სამიტზე NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნება არამხოლოდ საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციის პროცესებიდან მომდინარე საკითხებზეც, რომლებსაც პარტნიორები NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში ასახავენ. ,,უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს NATO-ს უახლოესი სამიტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობა არის გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან იმისათვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით იყოს შესაბამისად ასახული ალიანსის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში. აქტიური კომუნიკაციის შედეგად, უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი უკვე არის NATO-ს სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, არამედ არის ხანმოკლე სამიტი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი არის 2022 წლის დიდი სამიტის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება და ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ ,,წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი". ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ის პროგრესი, რომელიც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან დაკავშირებით და ოკუპაციის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნება ასევე ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აქტიურად ასახული NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში", - განაცხადა ზალკალიანმა. NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა. საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს. NATO მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბრიუსელში მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ერთობლივ განცხადებას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ამის შესახებ Europetime-ს ექსკლუზიურად NATO-ში განუცხადეს. ,,ჩვენ მივესალმებით NATO-სთან დაკავშირებულ დეკლარაციაზე სხვადასხვა პარტიის ხელმოწერას. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს",- აღნიშნავენ Europetime-თან საუბრისას .

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან, პირბადეები უნდა ვატაროთ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურისტული სეზონი პირბადის ტარებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისივე თქმით, პირბადეები აუცილებლად უნდა ვატაროთ. ამის შესახებ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2"-ს განუცხადა. "ტურისტული სეზონი არ მოდის წინააღმდეგობაში პირბადეებთან. ტურისტული სეზონი გაიხსნა უცხოეთის რიგ ქვეყნებში, სადაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ჩვენ ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი. პირბადეები უნდა ვატაროთ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, 1 074 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა

კომპანია Amazon-ის დამაარსებელთან, ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა. „ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონში მონაწილე 107-ე ნომერმა $28 მილიონად იყიდა“, - განაცხადა აუქციონის წამყვანმა. ამ დრომდე არაა დაზუსტებული, თუ ვის აქვს შანსი, რომ ორბიტაზე Amazon-ის მფლობელთან ერთად გავდეს. Blue Origin-ის ცნობით ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება. ამერიკული კორპორაცია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში 20 ივლისს გაემგზავრება. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა Instagram-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.