ძებნის რეზულტატი:
იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ
„NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გზავნილი NATO-ს მიმართ და დადასტურებული ერთგულება ალიანსისადმი. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ. მოსკოვის აგრესიული ქმედებები აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და ალიანსის მიდგომას ისევ გაუსვა ხაზი, რომელიც ასევე გულისხმობს დიალოგს.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
NATO-ს სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა. „ჩვენ ერთგული ვართ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის ამ პროცესის ინტეგრირებული ნაწილი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში განათავსა მათი თანხმობის გარეშე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას და ვგმობთ მის დროებით ოკუპაციას. რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სამხედრო განლაგება და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები უკრაინასა და მის გარშემო, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და აზიანებს უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება; შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონებში მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი განცალკევების მცდელობები, ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნის გზით; ასევე დაასრულოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურების შესაბამისად შეფასდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარეშე ჩარევის გარეშე. როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, რაც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზაზე და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ერთგული ვრჩებით NATO-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენებისა, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რეფორმებს, რომლებიც საქართველომ გაატარა და რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ეს დაეხმარა საქართველოს ალიანსთან თავდაცვისუნარიანობის და ურთიერთთავსებადობის განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს, რაც აუცილებელია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში. იენს სტოლტენბერგი: დღეს NATO-ს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპს ვიწყებთ NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს
აუდიტი: 4 დიდი ქალაქის ბაღებში ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ნივთებზე ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავენ
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარზე ბიუჯეტის თანხის 1 პროცენტზე ნაკლები იხარჯება. აუდიტის სამსახურმა 2014-2019 წლის მონაცემები შეისწავლა. "ბავშვების ინტელექტუალური უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოები და სხვადასხვა ტიპის წიგნები, რომლებიც მათ ეხმარება შეიცნონ სამყარო. აღნიშნული ტიპის ინვენტარი უმნიშვნელოვანესია აღმზრდელობითი ფუნქციის შესასრულებლად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014-2019 წლებში ქუთაისის ბაღებში, 5 წლის განმავლობაში, შეძენილია მხოლოდ 19.1 ათასი ლარის ღირებულების სათამაშოები და საბავშვო წიგნები, რაც მთლიანი ხარჯის 0.04%-ია, რუსთავში ეს ხარჯი 215.6 ათასი ლარია, მთლიანი ხარჯის − 0.7%, ხოლო ფოთში დახარჯულია 20.7 ათასი ლარი, მთლიანი გადასახდელების −0.2%. სათამაშოებისა და საბავშვო წიგნების შეძენაში ყველაზე დიდი თანხა, 475.6 ათასი ლარიდახარჯულია თბილისის ბაღებში, თუმცა ბაღების ჯამურ დაფინანსებაში მისი წილი მცირეა და 0.08%-ს შეადგენს", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში. როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, მონაცემებიდან ჩანს, რომ საბავშვო ბაღები არ ახორციელებენ ისეთი მნიშვნელოვანი ინვენტარის შეძენასა და განახლებას, როგორებიცაა, სათამაშოები და საბავშვო წიგნები. "აღნიშნული ტიპის აქტივებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისათვის, ასევე ბაღების გადასვლა მოვლის პრინციპიდან − აღმზრდელობით საქმიანობაზე, შეუძლებელია შესაბამისი ინვენტარის გარეშე სათანადოდ განხორციელდეს", - ნათქვამია ანგარიშში. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების დანახარჯების სტრუქტურის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას. "აღნიშნული ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯები, ბაღების მთლიან გადასახდელებში 0.04%-დან 0.7%-მდე მერყეობს. საბავშვო წიგნების, დამხმარე ინვენტარის და სათამაშოების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია სააღმზრდელო საქმიანობის ნორმალურად წარმართვისა და ბავშვის სკოლამდელი მზაობის უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად ამისა, ბაღებში აღნიშნული ინვენტარის შეძენას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და მასზე თანხები პრაქტიკულად არ იხარჯება" ,- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
კახა კუჭავამ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მშეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს. "საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს. მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს. შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა", - ნათვქამია ინფორმაციაში.
ნათია თურნავამ და რუმინეთის ელჩმა ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გაზრდის საკითხი განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ვნობით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ნათია თურნავამ და რუმინეთის ელჩმა „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი" განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ვნობით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო გადაზიდვებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან გაიზრდება 12-17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. „ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს და ის ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ასევე უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ამგვარი დანაშაულები წლების განმავლობაში მატულობს, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების კლებაც არ შეინიშნება. ამიტომ, ვფიქრობ, მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი გამკაცრდეს. ჩანს რომ მოქმედი კანონი არ არის საკმარისი ამ დანაშაულების შესამცირებლად“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას, მხარი უმრავლესობით დაუჭირა.
რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას
საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლატეანი წერილით მიმართავს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობა ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენ, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრები, ხაზს ვუსვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციის. ჩვენი კომიტეტი სრულად ეთანხმება და ახდენს აღნიშნული დეკლარაციის რატიფიკაციას. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი“, - ნათქვამია წერილში. რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. „მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისათვის. NATO-ს მიზანი, „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია წერილში. რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ამბიციური რეფორმების განხორციელებისკენ, რათა მოხდეს დემოკრატიული კონსოლიდაცია და კანონის უზენაესობა. „იმედი გვაქვს, რომ NATO-ს ბრუსელის სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ურთიერთთავსებადობა ნატოსა და საქართველოს შორის და გავუხსნათ საქართველოს გზა ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ“, - აღნიშნულია წერილში.
საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ NATO-ს სამიტს, რომელზეც მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით. "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ "საქართველო გახდება NATO-ს წევრი" და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის". მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან. საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადეკვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა "ძალადობრივი" მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია NATO-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისაკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე. საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს NATO-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი. მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც განიხილეს. მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. NATO-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება NATO-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება NATO-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა", - ნათქვამია სამინისტროს განცახადებაში. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.
დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე
NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის" , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანის თქმით, კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ "საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში". "საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. „მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამიტის დასკვნით დოკუმენტში NATO-ს წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ; „საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ადგილზე არსებული ვითარების ძალიან სწორ და მკვეთრ შეფასებას. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროვება; ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე; ასევე საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; მოკავშირეები მიესალმებიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ ყველა მხარეს სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული შეთანხმება; მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით იმართებოდა, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად NATO-სთვის, ასევე საქართველოსთვის“, - აღნიშნა ზალკალიანმა. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.
ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, მას "ძალიან კარგი შეხვედრა" ჰქონდა თურქ კოლეგასთან. NATO-ს შტაბ-ბინაში პირისპირ შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი შეხვედრა იყო. ერდოღანის თქმით, ბაიდენთან გაიმართა "ნაყოფიერი და გულწრფელი" მოლაპარაკებები. ბაიდენთან შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტი სამიტის განმავლობაში ასევე შეხვდა მსოფლიოს სხვა ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს
ირაკლი კობახიძე შიდა დისკუსიებზე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა, გახარია შს მინისტრობიდან გადამდგარიყო
ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შიდა დისკუსიების დროს, იყო მოსაზრება, რომ 20 ივნისის შემდეგ უმჯობესი იქნებოდა, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობდა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ივნისის მოვლენების შემდეგ გუნდში გახარიას გადაყენების აზრი "მომწიფებული" იყო, თუმცა გარე ფაქტორებმა იმოქმედა და შეცვალეს დამოკიდებულება. "შემიძლია, გარკვეული დეტალებიც გაგიმხილოთ შიდა დისკუსიების, 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შეცვალა. ვერ ვიტყვი რამ, თუმცა, ამის დროც მოვა. რაღაც გარე ფაქტორი იყო. მასთან (გახარიასთან) იყო დაკავშირებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, 20 ივნისის ოპერაცია "აბსოლუტურად გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ". "რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოოდ, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას: ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი, რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა – ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს", - აცხადებს კობახიძე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპერაციაზე თავად გახარია იყო პასუხისმგებელი და მას ასრულებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. მისი თქმით, ეს მოადგილე კახაბერ საბანაძე იყო. "პირველი კითხვის ნიშანი რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როცა უნდა ყოფილიყო შიგნით და რატომ არ იქნა გამოყენებული წლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიის გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ოდენობა არ იყო, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და რომ გამოყენებულიყო რბილი საშუალებები ამ შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული უფრო რთული გაგრძელება. ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები. თუმცა, შეიძლება არც იყო შეცდომები. არ მინდა, შეთქმულებებში შევიდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანგელა მერკელი: NATO-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ლიდერებს შორის გამართული დისკუსიის დროს, "ძალიან მკაფიო გახდა, რომ რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, არის მთავარი გამოწვევა" ალიანსისთვის. "ვიტყვი, რომ დღევანდელი საუბრებიდან ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი წარმოადგენს დიდ გამოწვევას", – განაცხადა გერმანიის ლიდერმა. მისი თქმით, ჩინეთიც სულ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც მთელი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, თუმაცა დაამატა, ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ "შეერთებული შტატები ასევე წყნარი ოკეანის სახელმწიფოა". როდესაც ჩინეთის გამოწვევებზე საუბრობდა, მერკელი ამტკიცებს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის კავშირი არსებობს. ”საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ძალიან კარგ და კოორდინირებულ თანამშრომლობას - მე ვფიქრობ, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ერთობლივი სამხედრო ოპერაციებზე რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვადევნებთ თვალს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის ჰიბრიდულ მოქმედებებს და ამაშიც ვხედავთ ახალ გამოწვევებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო პოლიტიკურად ვითანამშრომლოთ", - განაცხადა მერკელმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიიწვია
დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს. დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს. „ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,“- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში. 2-4 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დენის შმიგალი: მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით, სოფელ სამებასთან, დაფიქსირდა. „დღეს, თბილისის დროით 08:56 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან, მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეიდან აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება
დღეს აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება. გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან. სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თქმით, "დღეს NATO-ს ბლოკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო დონეზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში. იზრდება ალიანსის პასუხისმგებლობა, როგორც უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორი" რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ალიანსმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ყველა იმ რეგიონში, რომელსაც „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. ”ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განვიხილოთ თანამშრომლობის გზები ორმხრივი ინტერესის სფეროებში", - აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მისი პოზიცია რუსული С-400-ის შესყიდვაზე არ შეცვლილა. "თურქეთის პოზიცია S-400 მიწოდებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება - რაც იყო, იგივე რჩება. მე ჩვენი ქვეყნის პოზიცია ავუხსენი ბატონ პრეზიდენტს [ჯო ბაიდენს]. იგივე ეხება F-35 პროგრამას. ჩვენ [ბაიდენთან] შევთანხმდით, რომ პირდაპირი დიალოგის არხები ეფექტურად და რეგულარულად გამოვიყენეთ, როგორც ეს ორი მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს შეეფერება", - თქვა ერდოღანმა. ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 092 ადამიანს დაუდასტურდა, 775 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 355 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 103, გარდაიცვალა 5 083 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%. ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან 586 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 9 156, საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384. მძიმე პაციენტი: 677, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 191, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში. 5 502 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 854 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418, იმერეთში - 929.
საქსტატი: საარსებო მინიმუმი გაიზარდა
წინა წელთან შედარებით, 2020 წლის მაისში, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 16 ლარით გაიზარდა და არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 205,6 ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მაისის თვეში "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 14,2 ლარით გაიზარდა და 182,1 ლარი შეადგინა. აპრილის თვესთან შედარებით, "შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის" საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით, ხოლო "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 2.5 ლარით გაიზარდა. ცნობისთვის, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
თამარ გაბუნია: განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას
"განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაბუნიას თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კორპორაციული პასუხისმგებლობაც, რათა კომპანიებმა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის დასაქმებულები წაახალისოს. მისი განცხადებით, ასევე განიხილება სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირება, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაცია და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. „მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე, განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას, ანუ სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. რა თქმა უნდა, განიხილება, ასევე, შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ასეთი ე.წ. მწვანე საშვი. მიდის, ასევე, მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სისტემას ჰქონდა და ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.