ძებნის რეზულტატი:
სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აიცრნენ, მთავრობა შეღავათების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ქაბულში, 2 ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში, 2 ავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. აფეთქება ჰაზარელებით დასახლებულ რაიონში მოხდა, სადაც გასულ კვირას ავტობუსებზე განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქაბულის პოლიციის სპიკერმა ბასირ მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ შაბათს მომხდარი აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
დასავლეთ თურქეთში 1 800 წლის წინ დამზადებული ქანდაკება აღმოაჩინეს
თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 1800 წლის წინ დამზადებული ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს თურქეთში, დასავლეთ იზმირის პროვინციაში. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გათხრების დეპარტამენტის განცხადებით, ქანდაკება იპოვეს უძველეს ქალაქ მეტროპოლისში. მათივე თქმით, გათხრები 2021 წელსაც გაგრძელდება.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში პომპეის ექსპონატები გამოიფინება
ივლისსა და აგვისტოში, ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, პომპეის საგანძური გამოიფინება. „სიცოცხლე და სიკვდილი-დიდებული პომპეი,”-ასე ჰქვია გამოფენას, რომლის ფარგლებში, საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის ქალაქის-პომპეის ისტორია. დღეს, საქართველოში იტალიის ელჩი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველო თავიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება. დღევანდელი ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ
„მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის ტექსტი მისივე Facebook-ზე გამოქვეყნდა. „ჩვენი აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. პირადად ვიმყოფებოდი მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. მივესალმები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ პარტნიორებს და აქტიურად ჩავერთოთ პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
ლიეტუვის ელჩი: გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
„ლიეტუვის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრდა პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს. „ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ვიზიტი საქართველოში დასრულდა. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლიეტუვისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“, - წერს ელჩი Twitter-ზე. ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად
მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის ტექსტი მისივე Facebook-ზე გამოქვეყნდა. „ჩვენი აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. პირადად ვიმყოფებოდი მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. მივესალმები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ პარტნიორებს და აქტიურად ჩავერთოთ პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა
„აშშ მიესალმება აზერბაიჯანული მხარის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. „მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მან მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის ტექსტში. მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
„აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას და მათ ოჯახებში დაბრუნებას“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას. ჩვენ მადლიერნი ვართ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა ამ ნაბიჯების ხელშესაწყობად, რაც რეგიონის მოსახლეობას უფრო დაახლოებს იმ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს, რომელსაც ის იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ
„საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. „ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, - წერს პრეზიდენტი. ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი თქმით, ორი დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ენტონი ბლინკენის მითითებით, ჰქონდა დავალება, მომდევნო დღეებში მიეღწია გარღვევისთვის ტყვეებთან დაკავშირებით“. „ჩვენ თუ მზად ვიქნებოდით თანამშრომლობისთვის, ისინი საკითხში ჩასართავად მზად იყვნენ. მე ვუთხარი, რომ მზად ვიყავით. შესაბამისად, დღეს განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროკავშირელი პარტნიორების წყალობით, 15 დატყვევებული სომხეთში ბრუნდება. ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან „წითელი ხიდის“ გავლით შევიდნენ, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე უკვე „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტით შემოვიდნენ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რუკებს ტყვეებში არ ვცვლით, მაგრამ ჩვენ ნაბიჯს ნაბიჯითვე ვუპასუხეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 12 ივნისს მიღწეული შეთანხმების თანახმად, აღდამის რეგიონში 97 000 ანტისატანკო და ანტისანაღმო რუკების აზერბაიჯანისადმი გადაცემის სანაცვლოდ, 15 დაკავებული სომეხი მოქალაქე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გადაეცა სომხეთს, საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობით. „ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში. აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავთ შუამავლის როლს და პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) შვედეთის თავმჯდომარეობას. ნაღმების რუკების მიღება ათი ათასობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის განაღმვით სამუშაოებზე მომუშავე პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გადაარჩენს, და იმავდროულად დააჩქარებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ აღდამში ინიცირებულ სარეკონსტრუქციო პროექტებს და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნებას”, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ ენტონი ბლინკენი: მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის იმ როლისთვის, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფასილიტაციის დროს შეასრულა სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია: ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ურბანო-რურალური ძილ-ღვიძილი დედაქალაქი: ჰაერის დაბინძურება, გაუვალი საცობები გზებზე, სადღეღამისო ხმაური... ხელგამოწვდილი მათხოვრები, ურნაში საჭმლის მაძიებელი ბავშვები და მოხუცები... ნაგავი, სიბინძურე და კანალიზაციის სუნი... ურბანული ქაოსი - „ბეტონის ჯუნგლები“, ჩახერგილი ქუჩები, სტილის აღრევა... ურბანული ვანდალიზმი - უწმაწური ფრაზები კედლებზე და დაზიანებული საჯარო სივრცეები... ურბანული ფაშიზმი - „აღდგომას ვრჩებით ქალაქელები“... ურბანული სნობიზმი - „ჩამოთრეულები“... ურბანული რომანტიზმი - „თბილისი იყო ურთიერთობა“... ურბანული ნეკროფილია - ძველი სივრცეების გაფეტიშება... ურბანული ექსტრემიზმი - ახალი სივრცეების შიში... ურბანული სლენგი - „სვეტსკები“, „გოიმები“ და „დეგრადიულები“... ურბანული „ტიპობა“ – „რა უბნელი ხარ, ბიჭო?“ ურბანო-გენდერული ტიპობა - „რა უბნელები ხართ გოგოებო?“ - ეს უცნაური შეკითხვა ევროპის ქალაქში დაგვისვა იქაურმა ქართველმა... ამ გენდერს ვის არ ასწავლის ეს უცნაური ევროპა... დედაქალაქური საცხოვრებელი: საშუალო თბილისური სახლი 9 სართულიანია. საშუალო თბილისელი სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობს. საშუალო სამ ოთახიანი ბინა 70 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. საშუალო ქართული ოჯახი ოთხ სულიანია. საშუალოდ თბილისელი სადღეღამისოდ გამოკეტილია რომელიღაცა სართულის მცირე ბინაში, სადაც არასდროს აქვს ოჯახის წევრებისგან განცალკევებული პრივატული სივრცე. ნუკლეარულ ოჯახებს არ აქვთ განცალკევებული სივრცე გაფართოებული ოჯახისგან. გაფართოებულ ოჯახებს არასდროს აქვთ განცალკევებული სივრცე სამეზობლოსგან. „კედლებს რომ ყურები“ აქვთ ვერა და ვერ იქცა ქართულ ენაში მეტაფორად - დედაქალაქურ თხელ კედლებში მარტოობას არავინ ვუჩივით... ამ ურბანულ ჯოჯოხეთში რურალურ სამოთხეზე ოცნებობენ... სიზმარი რურალურ სამოთხეზე: სუფთა ჰაერი, ნატურალური საკვები, კამკამა წყალი.... ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრელი ადამიანები - ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, ციბრუტივით მოფუსფუსე დიასახლისები, ჭარმაგი მოხუცები... ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია - მტკიცე ოჯახები, კეთილი მეზობლები, ბრძენი მოხუცები... ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება - ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა ტანტალი და ბასარებთან და ფაქიზოებთან მეგობრობა... საცხოვრისი: დიდი, სუფთა და ყველასთვის სამყოფი... ლანდშაფტი: ანკარა მდინარეები, მობიბინე მოსავალი, ტყეებით დაჩრდილული გორაკები... ურბანული სამოთხე გამოღვიძების შემდეგ: „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“, სოფლები დაცლილი, ხალხი გაბოროტებული, კაცნი მსმელნი და ქალნი სნეულნი... მდინარეები ნაგვით სავსე, მინდვრები გავერანებული, ტყეები გაჩეხილი... ოჯახები მიფიცხებული ერთადერთ მბჟუტავ გამათბობელს... ბავშვები მოკლებულნი განათლების და განვითარების შესაძლებლობას... ხუმრობა იქით იყოს, და ქართველებს სისხლის ანალიზით გვცნობენ ყველა ქვეყანაში - ტყვია გვაქვს სისხლში... კი, ჯერ ცოცხლები ვართ... სიზმრები რურალურ გმირობაზე: იდეალების ერთგულებით უნდა ავიტანოთ „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“, უნდა ვიცხოვროთ: გაზის გარეშე, კანალიზაციის გარეშე, ინტერნეტის გარეშე, ფულის გარეშე... ასე ცხოვრობდა ჩვენი მამა-პაპა... ასე გაზრდილი შვილები გამოადგებიან სამშობლოს.... სოფელი ქვეყნის ბეღელია... რურალური გმირობა გამოღვიძების შემდეგ: თოხით შეიარაღებული ვერასდროს გაეჯიბრება ნანოტექნოლოგიებით შეიარაღებულს; სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ხუთ პროცენტზე ნაკლებია ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებულს ვუწოდებთ... ცივილიზაციის მიღმა დარჩენილი ბავშვები ვერასდროს შედგებიან მოქალაქეებად... სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესი არ ემთხვევა ჩვენს სიზმრებს რურალურ გმირობაზე... ურბანულ და რურალურ ჯოჯოხეთში გაზრდილებისთვის „გაუცხოვება“ იქნება კომუნიკაციის ერთადერთი რელევანტური ფორმა. ურბანულ ჯოჯოხეთში გაზრდილები იწუწუნებენ რურალურ „სიბნელეზე“; რურალურ ჯოჯოხეთში გამოწრთობილები იწუწუნებენ ურბანულ „სნობიზმზე“... *** ონლაინ მუშაობის რეჟიმი პანდემიამ გვასწავლა და დაგვაძალა. არადა, კარგა ხანია ამ რეჟიმით ცხოვრობს განვითარებული სამყარო. პანდემია ოდესმე დასრულდება, მაგრამ აუცილებლად დარჩება ონლაინ ცხოვრების ზოგიერთი ელემენტი, რაც კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორია დავასრულოთ ურბანო-რურალური დიქოტომია. ურბანიზაცია არ ნიშნავს ერთ ქალაქში ყველას ცხოვრებას, ურბანიზაცია ნიშნავს ქალაქების გამრავლებას და სოფლების მოდერნიზაციას. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ურბანიზებულია იმ ქვეყნებში, რომლებსაც განვითარებულებს ვუწოდებთ... ამერიკული ოცნება მშვიდ სიბერეზე - გახდე ჰოლივუდის ვარსკვლავი, იშოვო ფული და იყიდო ვენახები კალიფორნიაში... ქართული ოცნება მშვიდ სიბერეზე - გაყიდო ვენახი, გააღწიო ქალაქში, მოიპოვო ათი კვადრატული პრივატული სივრცე, რომელსაც ექნება კ ა ნ ა ლ ი ზ ა ც ი ა... *** „ჩემი ქალაქი მკლავს“ - ახალი სოციალური მოძრაობაა დედაქალაქში... დედაქალაქი გვკლავს, მაგრამ ადამიანები მაინც აქ ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ადამიანები სხვაგან ვერსად ვერ ცხოვრობენ. ჩვენ არ გვჭირდება რურალური გმირები, ჩვენ ბიზნესის და ტექნოლოგიების გმირები გვჭირდება, გმირები სწავლასა და შრომაში, რომლებსაც ექნებათ შრომის პირობები რურალურ ადგილებში.
13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა
13 ივნისის სტიქიიდან ექვსი წელი გავიდა, ამ დღეს 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. 13 ივნისის სტიქიისა და დედაქალაქში მოულოდნელად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
საფრანგეთში კოვიდვაქცინის პირველი დოზით უკვე 30 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა
საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე 30.14 მილიონმა ადამიანმა გაიკეთეა. ამის შესახებ France 24 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ბოლო მონაცემებით, დღე-ღამეში საფრანგეთში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ვირუსს 84 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახუსის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 6 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი თანამებრძოლი, ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 13 ივნისის ტრაგედიის დროს ერთ-ერთი პირველი მორეაგირე იყო. მეხანძრე-მაშველები იმ პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე. 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა
საპარაშუტო მომზადების სკოლაში სასწავლო პროგრამა პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის დასრულება პარაშუტით ხტომის საჩვენებელი ელემენტებით აღინიშნა. უწყების ცნობით, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომა შეასრულეს და ჰაერში საქართველოს სახელმწიფო და ბოლნისის ჯვრის დროშები გაშალეს. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც მარნეულის შერეული ესკადრილიიდან აფრინდა. საჩვენებელი კომპონენტის შემდეგ საპარაშუტო მომზადების სკოლაში იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამის სპეციალისტთა გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. იძულებითი გახსნის პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამას სპეციალური ოპერაციების ძალების 27 რეინჯერი ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში გადიოდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთით და იარაღით. მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლა 2000 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს საპარაშუტო მომზადების სკოლა პირადი შემადგენლობისთვის ექვსი სახეობის საპარაშუტო კურსს ატარებს. სკოლა მუდმივად თანამშრომლობს ნატოს წევრი ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, მათ შორის აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და ესტონეთის საპარაშუტო მომზადების სკოლებთან.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 522 ადამიანს დაუდასტურდა, 1 074 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 922 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 016 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 906 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 522 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 965-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.29%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 339 392-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 048 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 522 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 276 შემთხვევა, აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 499 საიდანაც: 3 155 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 771, აჭარაში - 284, იმერეთში - 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 845 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 198 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 377, პირი, აჭარაში - 1 621, იმერეთში - 1 054.
დავით ზალკალიანი: ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ყველა დედაქალაქში, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად აისახოს ალიანსის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში
საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, NATO-ს მომავალი სამიტიდან პოზიტიური მოლოდინები აქვთ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ სამიტზე NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აღინიშნება არამხოლოდ საქართველოს პროგრესი ალიანსში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციის პროცესებიდან მომდინარე საკითხებზეც, რომლებსაც პარტნიორები NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში ასახავენ. ,,უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს NATO-ს უახლოესი სამიტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობა არის გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან იმისათვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით იყოს შესაბამისად ასახული ალიანსის დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში. აქტიური კომუნიკაციის შედეგად, უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოს საკითხი უკვე არის NATO-ს სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ სამიტი განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არ არის სრულმასშტაბიანი სამიტი, არამედ არის ხანმოკლე სამიტი, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი არის 2022 წლის დიდი სამიტის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს თემატიკა აქტიურად განიხილება და ის არის შეტანილი დღის წესრიგში, რომლის სათაურიც გახლავთ ,,წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი". ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო განიხილება იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რაც არის საერთო ჩვენს NATO-ელ პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ის პროგრესი, რომელიც NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, არამედ შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან დაკავშირებით და ოკუპაციის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იქნება ასევე ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან აქტიურად ასახული NATO-ს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება NATO-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი - კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადექვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში. NATO-ს სამიტის დღის წესრიგი გამოქვეყნდა NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს
NATO-ს სამიტის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“ - პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ „ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები. ცნობისთვის, 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება NATO-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.