ძებნის რეზულტატი:
პენტაგონი უკრაინას 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
პენტაგონის განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 150 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ პაკეტს გამოუყოფენ. როგორც თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს "ახალი 150 მილიონიან პაკეტი მოიცავს ტრენინგებს, აღჭურვილობასა და საკონსულტაციო ძალისხმევას, რათა დაეხმაროს უკრაინის ძალებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში, საზღვრების დაცვაში და NATO-სთან ურთიერთქმედების გაუმჯობესებაში". დახმარების პაკეტი მოიცავს კონტრსაარტილერიო რადარს, ელექტრონულ საბრძოლო მოწყობილობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, უსაფრთხო საკომუნიკაციო საშუალებებს, სამხედრო სამედიცინო ევაკუაციის აღჭურვილობას. დახმარების ამ ახალი პაკეტის გარდა პენტაგონმა მარტში განაცხადა, რომ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. რომელშიც შედიოდა Mark VI ტიპის საპატრულო კატარღები, საარტილერიო ცეცხლის წყაროების გამოსავლენად საჭირო რადარები, თანამგზავრული ფოტოების მიღების და დამუშავების აპარატურა, ტაქტიკური დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა და საველე, სამედიცინო აღჭურვილობა. პენტაგონის განმარტებით, აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს გააძლიეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა, კონტროლი და სიტუაციური ინფორმირებულობა. "2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $ 2.5 მილიარდზე მეტი დახმარება გამოუყო უსაფრთხოების სფეროში და გააგრძელებს თავდაცვის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას, მათ შორის თავდაცვითი ლეტალური დახმარების გაწევით", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-მა უკრაინას 125 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე
„მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი”, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, რომელიც საზოგადოებასა და გარკვეულ ჯგუფებს აწუხებს. მზად ვართ, ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისივე თქმით, ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დასაყრდენი იქნება. „ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველა დაინტერესებულმა მხარემ ნახოს. რაც შეეხება ხელშეკრულებას და იმ ნაწილს, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას გამართავს. „რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა. მისივე თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ყველა მინიმალური პირობა, რათა დიალოგისთვის სივრცე შეიქმნას. „დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ. დღის წესრიგით რაცაა გაწერილი, დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში. ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.
როგორია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საჯარო სკოლებში სასწავლო წლის ბოლოს
განათლების სამინისტროს განცხადებით, 2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა კვლავ იკლო. უწყებიც ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა. "სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთანავე, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების პრევენცია და მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 794 ადამიანს დაუდასტურდა, 498 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 667 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 425 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32%. ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან 452 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 56, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 47, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 10 065, საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 774, აჭარაში - 282, იმერეთში - 399. მძიმე პაციენტი: 681, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 76, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე:190, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 14, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 - თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 843 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 768, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 054.
"თბილისი - აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება" - Le Figaro-მ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10-გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტისა და ფოტოგრაფისთვის საქართველოში პრესტური გამართა. „საქართველოს მთავარი გამზირი სახელგანთქმული მწერლის სახელს ატარებს. ეს აქაური ელისეის მინდვრებია, სადაც ულამაზესი შენობებია განლაგებული. მათ შორის, რენესანსულ-კავკასიური სტილის ოპერის შენობა. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცარისტული გავლენის ქვეშ მყოფი ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. შედარებით შეძლებულმა ხალხმა აქ აიშენა მცირე სასახლეების მსგავსი ვილები, როგორიცაა მაგალითად, ამჟამინდელი სახვითი ხელოვნების სკოლა „ათასერთი ღამის“ სასახლის მსგავსი ინტერიერით, სარკეებიანი დარბაზებით, დამზადებული (ირანელი ყაჯარი ოსტატების მიერ) ყაჯარის სტილში. რაც შეეხება მწერალთა სახლს, ეს არტნუვოს სტილის ნამდვილი სამკაულია, სადაც მწერლები ბინადრობდნენ და სადაც ლიტერატურული შეხვედრები იმართებოდა, მსგავსი შეხვედრის მონაწილე ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი გახლდათ. მწერალთა სახლში, ახლო მომავალში, საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. „ძალიან ბევრი ქართველი დღემდე ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის შვილი სტალინი, გმირი იყო”, – გვიხსნის მუზეუმის ენერგიული დირექტორი ნატაშა ლომოური. „სკოლებში ცუდად ისწავლება აღნიშნული პერიოდის ისტორია, ჩვენ კი ვცდილობთ, აღვადგინოთ იმდროინდელი რეალობა“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი და თბილისის აღწერასთან ერთად სტატიაში მნიშვნელოვან დროს უთმობს ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს. „ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი. „ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. „მე ყოველთვის მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის განვითარებაში ჩემი პროფესიული გამოცდილების გამოყენებით, თუმცა, ამდენზე არც მიოცნებია“, – გაგვანდო პროევროპელმა პრეზიდენტმა. მართლაც, რა მოხდება, თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება? ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12 საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა. ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ – „თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“, თბილი წყლების მსგავსად. ასე რომ, აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“, – წერს „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, „ლე ფიგაროს“ ჟურნალი ყოველკვირეულად 370-ათასიანი ტირაჟით იბეჭდება, ხოლო ვებგვერდს ყოველთვიურად 146 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრიკაში ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფრიკის საჰელის რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს, ალ-ქაიდას ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა თავის მიმართვაში თქვა, რომ 5 ივნისს, სპეციალური ოპერაციის შედეგად, ალ-კაიდას 3 წევრთან ერთად, ასევე მოკლეს ტერორისტი ბაიე ბაკაბო, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია 2013 წელს ორი ფრანგი ჟურნალისტის მკვლელობაში.. რადიოჟურნალისტები კლოდ ვერლონი და გისლენ დუპო გაიტაცეს და დახვრიტეს MNLA Tuareg-ის სეპარატისტული ჯგუფის წევრთან გასაუბრების შემდეგ მალის ჩრდილოეთით, 2013 წლის ნოემბერში. ინციდენტი მოხდა 6 თვის შემდეგ, რაც საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალ-კაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფებს ჩრდილოეთ მალის ქალაქებიდან დაახევინეს.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები გლობალურ ანტიპანდემიურ სამოქმედო გეგმას წარადგენენ
BBC-ის ცნობით, "დიდი შვიდეულის" ლიდერები ვალდებულებას იღებენ გამოიყენონ თავიანთი რესურსები, რათა თავიდან აიცილონ კორონავირუსის მსგავსი პანდემიით გამოწვეული კატასტროფები. სწორედ ამიტომ, დღეს, სამიტის მეორე დღეს, კორნუოლში შეკრებილი "დიდი შვიდეულის" ლიდერები,სპეციალურ დეკლარაციას გამოაქვეყნებენ, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა ღონისძიება, რომელიც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. გეგმის მთავარი მიზანია, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მობილიზების უზრუნველყოფა 100 დღეზე ნაკლებ დროში. გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაცია მოიცავს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა გლობალური სამეთვალყურეო ქსელებისა და გენომური თანმიმდევრობის შესაძლებლობების გაძლიერება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაძლიერების ხელშეწყობას. ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც სამდღიან სამიტს მასპინძლობს, შეხვედრის გახსნისას თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, 2008 წლის კრიზისის მაგალითზე სწავლა და უთანასწორობის ნაიარევის დაძლევა". "დიდი შვიდეულის" სამიტი გუშინ დაიწყო. სამიტი კორნუოლში იმართება და ორი დღე გაგრძელდება. ცნობისთვის, "დიდი შვიდეული“"არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს შვიდ, ეკონომიკურად მოწინავე ქვეყანას - კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, დიდი ბრიტანეთსა აშშ-ს აერთიანებს.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
12 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 202 314-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 63 832 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 283-მა ადამიანმა გაიკეთა.
ვლადიმერ პუტინი: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. "ჩვენ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, გაუარესდა და ყველაზე დაბალ დონეზეა", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი "განსაკუთრებული და ნიჭიერია", ბაიდენი კი, როგორც პოლიტიკოსი, "რადიკალურად განსხვავდება" ტრამპისგან. "ახლაც მჯერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ტრამპი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი პიროვნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის ფერადი პიროვნებაა. ის არ ყოფილა დიდი პოლიტიკის ნაწილი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, თუმცა ეს ფაქტია.... ბაიდენი რადიკალურად განსხვავებულია ტრამპისგან, რადგან ის კარიერული პოლიტიკოსია. მან მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები", - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება
ბიძინა კულუმბეგოვი: მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება დამაზიანებელი
"მეოთხე ტალღა იქნება, მაგრამ არ იქნება ისეთი დამაზიანებელი", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება. 'მეოთხე ტალღა შემთხვევების მატების იქნება აუცილებლად. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება, მაგრამ რადგანაც იმუნური ფენა დიდია უკვე საქართველოში, ბუნებრივადაც ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ინფექცია, მეტ-ნაკლებად პირბადის ტარების კულტურა არსებობს, შენობების შიგნით მაინც, ვაქცინაციას გავლენა აქვს და კიდევ მეტად ექნება შემოდგომამდე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი დამაზიანებელი", - განაცხადა კულუმბეგობმა.
სალომე ზურაბიშვილმა Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინაარმდეგო AstraZenecas-ს ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. #აიცერი #შეაჩერეპანდემია #კოვიდპასპორტი, - წერს ზურაბიშვილი და კოვიდპასპორტის ფოტოს აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილმა AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა 18 მარტს გაიკეთა.
ENKA: კომპანია არ აპირებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას
სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანია ENKA სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ENKA არ აპირებს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. „სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა, პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. დრეს ევრკოავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას გამართავს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე ნათია თურნავა: „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს
ივანე ჩხაიძე: ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში ტარება საჭირო აღარ იყოს. მისი თქმით, პროგნოზის უკან, როდის იქნება შესაძლებელი გარე სივრცეში პირბადის მოხსნა, დგას მხოლოდ და მხოლოდ ერთი საკითხი, რამდენი ადამიანი არის ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული „30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ, სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც ქვეყანაში მიდის ვაქცინაციის პროცესი, თუ გავითვალისწინებთ ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებას, შესაძლებელია, ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ
ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლებმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. დიმიტრი და ნატალია პროტასევიჩებმა გამოხატეს ღრმა შეშფოთება მათი შვილის მდგომარეობის გამო ციხეში და მიიჩნევენ, რომ მათ შვილს აწამებენ. "ძალიან გთხოვთ, ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში დაგვეხმაროთ. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან ყოველდღიურად მათზე ძალადობენ და აწამებენ. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი დღე, ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს".- აცხადებენ პრატასევიჩის მშობლები. შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა. ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს. 24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს. 24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა უფლებადამცველი ორგანიზაცია: ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშ ჩაიწერა
"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო გადავარდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო გადავარდა. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, 8 კი დაშავდა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
The Heritage Foundation-ი: სამიტი NATO-ს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე
NATO-ს სამიტი 2021: ერთგული მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერის დროა, - ამ სათაურით ორგანიზაცია The Heritage Foundation საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ავტორი ლიუქ ქოფი წერს, რომ 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გამართული NATO-ს სამიტი ალიანსის მოკავშირეებს სთავაზობს, მტკიცედ და საბოლოოდ, განავითარონ გონივრული და რეალისტური გზა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის. მისი თქმით, საქართველო NATO-ს მტკიცე პარტნიორია. "საქართველო ალიანსისთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გალანტურნი არიან. ისინი ასევე ახორციელებენ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამას, რომელიც არის მაგალითი NATO-სთვის. სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება NATO-სთვის, გააძლიეროს თბილისთან ურთიერთობა და შეინარჩუნოს საქართველო წევრობის გზაზე", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში აღნიშნულია სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანია: 1. საქართველო შემოწმებული და საიმედო პარტნიორია; 2. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა მას მნიშვნელოვნად აქცევს NATO-ს გეოპოლიტიკური მიზნებისათვის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. 3. საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალი გზა მაგალითია ფართო ევრაზიული რეგიონისთვის. "NATO-ს ზოგიერთ წევრს აწუხებს საქართველოს NATO-ში გაწევროანება. შესაძლოა ამან ავტომატურად გამოიწვიოს რუსეთთან ომი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, თუმცა ქართველი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი მოხარული იქნებიან NATO-ს წევრობის შეთანხმებით ან კომპრომისით, რომლის მიხედვითაც, NATO-ს მე-5 მუხლის გარანტია არ გავრცელდება ოკუპირებულ ორ რეგიონზე, ვიდრე ეს შემთხვევა არ მოგვარდება რუსეთთან მშვიდობიანად. საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე შენარჩუნება ალიანსის ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ გამოიყენოს სამიტი, რომ აღიაროს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ საქართველოს ერთგულება და მსხვერპლი", - ნათქვამია ანგარიშში. "ჰერითიჯ ფაუნდეიშენი" წერს, რომ NATO-მ უნდა გამოიყენოს ბრიუსელის სამიტი შემდეგი კუთხით: "1. დარწმუნდეს, რომ ალიანსის თითოეულ წევრს მკაფიოდ აქვს გაცხადებული საქართველოს მომავალი წევრობის მხარდაჭერა - სამიტის დეკლარაციამ უნდა განმარტოს, რომ საქართველოს შემდგომი წლიური ეროვნული პროგრამების წარმატებით დასრულება, მჭიდრო ურთიერთობაNATO-საქართველოს კომისიის მეშვეობით და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი პროგრესის ნამდვილი ნიშნებია, რაც საქართველოს დაახლოებას, გაწევრიანებას მოუტანს. 2. შემოქმედებითად იფიქროს წევრობისკენ მიმავალ გზებზე - საქართველო-NATO-ს ურთიერთობაში გაურკვევლობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ალიანსმა უნდა განავითაროს დემონსტრირებული გზა საქართველოს წევრობისთვის. რუსეთის ნაწილობრივი ოკუპაციის გამო, ევროპელთა უმეტესობა, საუკეთესო შემთხვევაში, გულთბილია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. 3. შეცვალოს MAP- ის როლი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაში – ბრიუსელის სამიტზე NATO-მ უნდა გამოტოვოს ფრაზა – MAP-ი როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“, რომელიც გამოიყენებოდა სამიტის ბოლო ხუთი დეკლარაციის დროს, საქართველოს შესახებ სექციიდან ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს, რეალური დებატები გამართოს თბილისისთვის MAP- ის გამოყენებისა და როლის შესახებ. 4. დარწმუნდეს, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება სახელმწიფოთა მეთაურების ან მთავრობის დონეზე - NATO-საქართველოს კომისია უნდა ჩატარდეს სახელმწიფოთა მეთაურთა ან მთავრობათა დონეზე, იმის დემონსტრირებისთვის, თუ რა სერიოზულად განიხილავს NATO საქართველოსთან ურთიერთობას. 5. დარწმუნდეს, რომ ანგარიშის ასახვის პროცესში, რუსეთის სამხედრო ოკუპაციას აუცილებლად ეწოდოს ოკუპაცია - NATO-მ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის არასასურველი ყოფნა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. დღეისათვის ევროპის ბევრი ქვეყანა არ იყენებს ამ ტერმინოლოგიას. 6. საქართველოს, როგორც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის“ მიწვევა პოლონეთში განთავსებულ NATO-ს მრავალეროვნულ ბატალიონში. ქართველები ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად, აშშ-სა და საქართველოს კი აქვთ ერთმანეთის გვერდიგვერდ მსახურების კარგი გამოცდილება. ავღანეთში საქართველოს ყოფნის დასრულებისთანავე, აშშ-მა უნდა მიიწვიოს საქართველო, წვლილი შეიტანოს მის მულტინაციონალურ ბატალიონში პოლონეთში. დღემდე ამ ბატალიონში ალიანსის არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა მიწვეული. თუმცა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შესწევს ძალა, მსახურობდეს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის ბოლოს აღნიშნულია, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. „საქართველო აშშ-ისა და NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ის NATO-სთვის საშიშ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს. ქართველებმა დაამტკიცეს, რომ საბრძოლო მოქმედებებში გალანტური არიან. საქართველო ასევე ახორციელებს თავდაცვის გარდაქმნის პროგრამას, რომელიც მაგალითია მთელი NATO-სთვის. ბრიუსელის სამიტი ალიანსს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობა თბილისთან და შეინარჩუნოს საქართველო წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალს, ამერიკულ Trammo-სა და ბაქოს პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ბათუმის ,,სასუქების მულტიმოდალურ ტერმინალს“ ( Wondernet Express Investment Group) ამერიკულ კომპანია ,,Trammo''-სა და ბაქოს პორტს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Wondernet Express Investment Group”-ს მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა, ამერიკული საერთაშორისო კომპანია ,,Trammo''- ს პრეზიდენტმა ედვარ ვაინერმა, ხოლო ბაქოს პორტის მხრიდან მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა იუჯინ შეამ მოაწერეს ხელი. ურთიერთგაგების მემორანდუმი სს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტს“ (იგივე ბაქოს პორტი), კომპანია ”Wondernet Express Investment Group”-სა და ამერიკულ კომპანია ,,Trammo''-ს შორის ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოვებას სამივე ხელისმომწერ სუბიექტს შორის: ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, რათა დააჩქაროს კარბამიდის, გოგირდის და სხვა მინერალების ექსპორტი ცენტრალური აზიიდან, ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ე.წ. ცენტრალური დერეფანი) პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით. აგრეთვე გადაწყდა, რომ მოხდება ციფრული კავშირის დამყარება ბაქოს პორტში მშენებარე სასუქების ტერმინალსა და ბათუმის მულტიმოდალური სასუქების ტერმინალს შორის, რომელიც ახლახანს ამოქმედდა ბათუმში, ტვირთისა და ვაგონების შესახებ მონაცემების ზუსტი გადაცემის მიზნით. კომპანიებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი სრულად პასუხობს სავაჭრო და ლოგისტიკური ტენდენციების ცვალებადობას რეგიონში. ხელმოწერა, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის დღეს შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანია ,,Wondernet Express Investment Group''-ის დამფუძნებელი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ალიშერ იკრამოვი და სპეციალურად ამ დღისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული დელეგაცია. ცნობისთვის, 11 ივნისს ბათუმის ფორტში მინერალური სასუქების ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორები არიან ამერიკული კორპორაცია ,,Trammo“ და კომპანია ,,Wondernet Exspress Investment Group“. პროექტში 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
საქართველოში იტალიის ელჩი ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო სტუმრობს. მას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მასპინძლობს. ელჩმა მუზეუმში გამოფენილი უნიკალური არქეოლოგიური მასალა დაათვალიერა და ორი ქვეყნის კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ გაიმართება. საქართველოში პირველად იქნება წარმოდგენილი ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელსაც ახ. წ. 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის პომპეის ისტორია ეწოდება. მას შემდეგ, რაც 1748 წელს პომპეის ისტორიის გაცოცხლება მისი აღმოჩენით დაიწყო, ის, როგორც კარგად შემონახული ქალაქი, ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 2020 წელს, ათწლიანი სამუშაოების შემდეგ განახლებული ვანის მუზეუმში „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ პირველი დროებითი გამოფენა იქნება. მნახველს შესაძლებლობა ექნება, იხილოს მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან, მათ შორის ექსპონატები, რომლებიც პირველად ტოვებენ პომპეის. გამოფენის მხარდამჭერია „თიბისი“, BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. გამოფენის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალკე გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას ცალკე გამართავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ინფომაციას Reuters-ი ავრცელებს. თეთრი სახლის წარმომადგენელის თქმით, ისინი ელოდებიან, "შეხვედრა იქნება გულწრფელი და პირდაპირი". "ინდივიდუალური პრესკონფერენცია არის შესაფერისი ფორმატი, რომ თავისუფლად შეძლონ პრესასთან კომუნიკაცია იმ თემებზე, რომლებსაც შეხვედრაზე განიხილავენ", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება
ტეხასის შტატში სროლის შედეგად მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, სროლის შედეგად, მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ განაცხადეს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა. შემთხვევა შაბათს, გამტენიისას მოხდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ქალაქის პოლიციამ სოციალური ქსელის Twitter-ის საშუალებით, მოქალაქეებს ინციდენტის ადგილას სტუმრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.