ძებნის რეზულტატი:

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 %-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათვამი. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 538.1 მლნ. დოლარი იყო (24.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ. აშშ დოლარი (15.7 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა.

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. კომპანიის ცნობით, 14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა. ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა. ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

ისრაელის ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ისრაელის ელჩი, რან გიდორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები​.

იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გახსნა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გახსნა. საბჭოს სხდომას მსოფლიო ლიდერები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომა მედიისთვის დაიხურა საბჭოს შეკრების შემდეგ იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. „მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში შეგვიძლია ვუპასუხოთ უსაფრთხოების გამოწვევებს. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ბრიუსელში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტულ თარიღს დღეს არ დავასახელებთ

კელი დეგნანი: სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა

აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას, ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ელჩის თქმით, ეს არის იმის მაგალითი, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. „როგორც ვთქვით, აშშ მიესალმება დაკავებულების გათავისუფლებას. ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ასე საჭიროა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის, საქართველოს როლს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება რეგიონის სტაბილურობისთვის, როდესაც სამი ქვეყანა ერთად მუშაობს. ეს ასევე გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობას. აშშ-ის მთავრობა ამაყი იყო, რომ ნახა ასეთი წარმატებული შედეგი, რაც აგზავნის ძალიან ძლიერ მესიჯს – სტაბილურობის, დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, რომ ეს გრძელი კონფლიქტი დაასრულოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აქტიური ჩართულობით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი მოქალაქის გათავისუფლებას, საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის ქმედებებს, რომელთაც ხელი საქართველომ შეუწყო გერმანიის საელჩო: საქართველოს მიერ მედიატორის როლის წარმატებით შესრულება რეგიონითვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ან ლინდე: მივესალმები სომხეთში 15 დაკავებულის დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის ინფორმაციის გადაცემას ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება

კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში

ვფიქრობ, კომუნიკე და დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხდა. ინფორმაციას საზოგადოებრიცი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, დეკლარაციაში ჩანაწერები იქნება საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „ცოტა ხნის წინ გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი ამერიკის მთავრობიდან. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, რომელიც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პოსტკოვიდის შემდეგ შეძლეს, სწორედ აქ, საქართველოში განხორციელდა. ვფიქრობ, ეს ჩვენი მხარდაჭერის ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კომუნიკე, დეკლარაცია, რომელიც დღევანდელ სამიტზე გამოქვეყნდება და რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა მოკავშირის მიერ, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში. იქნება ჩანაწერები საქართველოს სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ასევე ბუქარესტის სამიტის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. არის ნათელი გზავნილები რუსეთისთვის, რომ შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, რომ ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებიც ხშირად გვესმის, შეწყდეს. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი NATO-სგან განგრძობითი მხარდაჭერის შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ეუთოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივანის ჰელგა მარია შმიდის ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის სოფელ ციცაგიაანთკარს სტუმრობდა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, თეა ახვლედიანი ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზის სოფლებში ომით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ციცაგიაანთკარში ახალი წყლის სისტემა მოეწყო, რომელიც 144 ოჯახს სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფს. სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპაციის თანმდევი შედეგების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების აქტუალობას საერთაშორისო დღის წესრიგში. პროექტი გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპისევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის გახსნის ცერემონიალს სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. „ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეუთო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ომით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში და ამ პროცესში ჩვენს მხარდაჭერაში. ქალბატონი ჰელგა შმიდი პირადად ეწვია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიაანთკარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და იტალიის ელჩებთან ერთად, სადაც მათი მხარდაჭერით განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი, რომელიც მოგეხსენებათ 144 ოჯახს უწყვეტად მიაწოდებს წყალს, რაც არის უმნიშვნელოვანესი ცხოვრების ხარისხის და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხარდაჭერა, ეს კონსოლიდაცია, ნიშნავს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ოკუპაციის თანმდევი შედეგები, ისევე როგორც ომით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული საჭიროებები ძალიან აქტუალურია საერთაშორისო დღის წესრიგში. თავის მხრივ საქართველოს ხელისუფლება, ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას, რათა კონფლიქტის სრულმასშტაბიან პოლიტიკურ გადაწყვეტამდე, მოხდეს ომით დაშორებული ადამიანების დაახლოება და შერიგება, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ კუთხით 2013 წლიდან მოქმედებს სამთავრობო უწყებათშორისი კომისია, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი თანათავმჯდომარეობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად და ამ კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ მოსახლეობის საჭიროებების საპასუხოდ ისეთ პროგრამებს, ისეთ სფეროებში როგორებიცაა: ინფრასტურქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, რაც აუცილებლად განხორციელდება მომავალშიც და ჩვენ გვჯერა, რომ ამგვარი კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომით აუცილებლად შევძლებთ, რომ დავძლიოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ინკლუზიური მშვიდობის მშენებლობას“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება

1-ლი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებე. მათივე ცნობით, სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. "ქ.თბილისში “თელასის” ნაცვლად მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად - “ეპ ჯორჯია მიწოდება”. “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო) და “ეპ ჯორჯია მიწოდება” წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს. ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.",- ნათქვამია სემეკის ინფორმაციაში.

საელჩო: აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდით დგომას აგრძელებს

„ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ ამის ნაწილია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები საზოგადოების მახლობელ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მხადაჭერა. „ელჩი დეგნანი ეუთოს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო. ახალი ინფრასტრუქტურა 144 ოჯახს დაეხმარება, რაც USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომელთა მეშვეობით, საქართველოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 3,600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ჰოლანდიის ტახტის მემკვიდრე ყოველწლიურ შემოსავალზე უარს ამბობს

ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, რომ ჰოლანდიის პრინცესა და ტახტის მემკვიდრე ამალია 18 წლის შესრულებისთანავე უარს ამბობს უშრომელ შემოსავალზე. როგორც გამოცემა წერს, ამ მოთხოვნით პრინცესამ უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს და უარი თქვა წლიურად 1,6 მილიონ ევროზე. „2021 წლის 7 დეკემბერს მე 18 წლის ვიქნები და კანონის თანახმად, სტიპენდიას მივიღებ. უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა სანაცვლოდ არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია, მაშინ, როცა სხვა სტუდენტებს გაცილებით მეტ სირთულესთან უწევთ გამკლავება, მით უმეტეს, კორონავირუსის პანდემიის რთულ დროში. არაკომფორტულად მიმაჩნია, ვიდრე საპასუხოდ არაფერს გავაკეთებ", - წერს ამალია ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NOS-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. ამალიამ განაცხადა, რომ აპირებს ერთი წლით დასვენებას და შემდეგ დაიწყებს ბაკალავრის ხარისხისთვის სწავლა. .

კახა კუჭავამ და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანმა მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრსსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო რეფორმებზე, რომლებიც ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროების მხარდასაჭერად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დევიდ ლის საკუთარი ხედვები და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გეგმები გააცნო. "ხაზი გაესვა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის მნიშვნელობას. ახლო მომავალში დაიგეგმა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა. ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა პარლამენტის თავმჯდომარეს წიგნი, სახელწოდებით “დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991-2021” გადასცა, რომლის გამოცემაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ნაფთალი ბენეტს: მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით

"წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის, მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენი მტკიცე პარტნიორობის პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. “ვულოცავ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის და ვუსურვებ მას წარმატებას! საქართველოსა და ისრაელს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობის 26 საუკუნე და საერთო კულტურული მემკვიდრეობა. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას თქვენთან ჩვენი მტკიცე პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების მიზნით, ჩვენი მოძმე ერების საკეთილდღეოდ”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა.

NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი

NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი არის წმინდა ვალდებულება. მინდა, იცოდეს მთელმა ევროპამ, რომ აშშ თქვენთანაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტის გახსნამდე. NATO-ს ალიანსი ძლიერია როგორც არასდროს. დღეს მე შევუერთდი ჩვენს მოკავშირეებს, რომ განვიხილოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საკითხი, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე ეგრესია, ჩინეთის გამოწვევა, კიბერ თავდასხმები, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება. „11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, NATO-მ დაუყოვნებლივ დაგვიჭირა მხარი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება. „ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა NATO-თან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში, მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატოსთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. „ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება. „მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. „ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე. გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი. ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

კელი დეგნანი: ზაზა გახელაძე არის გულსატკენი და აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება. ეს არის გულსატკენი, მაგრამ აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავისი შედეგები აქვს რეალური ადამიანებისთვის“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. „კიდევ ერთხელ მტკიცედ მსურს დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების მოთხოვნები და უნდა შეცვალოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება. სასწორზე რეალური ადამიანების სიცოცხლე დევს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდით დგომას აგრძელებს

ირაკლი ღარიბაშვილი NATO 2030-ის ფორუმზე: საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. “მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. NATO-ს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშროლობა ალიანსთან და მის პარტნიორებთან”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა NATO-თან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით

ვლადიმერ პუტინი: ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩოს ქცევის“ ნაწილი იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩო ქცევის“ ნაწილი იყო. „ჩემი ვადის განმავლობაში შევეჩვიე შეტევას ყველა კუთხიდან და ადგილიდან, ყველა სახის საბაბით და მიზეზით, სხვადასხვა კალიბრით და სისასტიკით, ეს არც მიკვირს”, - თქვა პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ასეთი დისკურსი აშშ-ს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, სადაც ის ნორმალურად ითვლება. ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. „ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება. „მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა. ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება

„ყოველთვის, როდესაც განვიხილავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს, მომავალ სტრატეგიებს, ეს არის გაფართოება. ჩემი ღრმა რწმენით, NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ NATO-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს. რა თქმა უნდა, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი მიზნები, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა საერთო ძალისხმევას, რათა NATO-ს ქვეყნებს ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში“, - განაცხადა იანეზ იანშამ. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა

პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას მთავარეპისკოპოსი სპირიდონი იკავებდა. როგორც ეპისკოპოსი ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა. მისივე თქმით, საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სთხოვა. "მოხდა ის, რომ მეუფე თავისი ნებით ეპარქიაში დაბრუნდა მთლიანად და ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება. მეუფე სპირიდონი იყო დირექტორი, ახლა ვარ მე", - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან. პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა და გაწეული შრომისთვის მადლობა გამოუცხადა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე შენობა აშენდება, სადაც ბავშვები გადანაწილდებიან. ამის შესახებ მან "ქრონიკას" განუცხადა. "2022 წლის პირველი აპრილისთვის ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ დიდი ზომის პანსიონები მოგვერგო ახალ სტანდარტებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე ზომის დაწესებულებაში 12-ბავშვამდე განთავსდებოდა, რაც უფრო მეტად კეთილმოწყობილ გარემოს გულისხმობს, რაც უფრო მეტად იქნება ოჯახურ პირობებთან დაახლოებული... გარკვეულმა ვნებათაღელვამ, კარჩაკეტილობამ გამოიწვია ის რომ, ეს საკითხი მძაფრად დადგა. გუშინდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი და ვგეგმავთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის ტერიტორიაზე ეს პროექტი განხორციელდეს. რამდენიმე მცირე ზომის პანსიონში გადანაწილდებიან ბავშვები და საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ შეძლებენ ამ პანსიონით სარგებლობას", - აღნიშნა ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ნინოწმინდის პანსიონში ვითარება განიმუხტოს. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, პანსონში სოციალური მუშაკები დღემდე მუშაობენ და ბავშვები მათი დაკვირვების ქვეშ არიან.