ძებნის რეზულტატი:
უკრაინის სახალხო დამცველი გაეროს კომიტეტს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას შეფასებით, დღეს გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის წამება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა. მისივე შეფასებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური სასჯელაღსრულების სამსახურის არასათანადო საქციელით დაირღვა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-7 მუხლი და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის 1-ლი მუხლი. ის მოუწოდებს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტს და წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპულ კომიტეტს, რეაგირება მოახდინონ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების გამოყენებაზე, მისი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის დროს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მოპყრობა განიხილება არაადამიანურად, როდესაც სისასტიკის მინიმალური დონეც კი მიღწეულია მსხვერპლის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ღირსების შემლახავია, თუ მისი მიზანი მსხვერპლში შიშის, ტანჯვისა და არასრულფასოვნების გამოწვევა და ამით მისი დამცირებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი წამება ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი აკრძალულია საქმის გარემოებების ან მსხვერპლის ქცევის მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რატი ბრეგაძე: არასდროს მითქვამს, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის თემაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ ამ საკითხზე მისი ნათქვამი განმარტა და აღნიშნა, რომ არასდროს უთქვამს, რომ „მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა“. „მე ვთქვი და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ყველა სიტყვაზე. ეს იყო შემდეგი: ის იღებს ნატურალურ წვენებს და სხვადასხვა სახის ფაფას. აქვე ვიტყვი, საიდან მოხდა ამ ინფორმაციის გამოტანა. ჩვენ მივიღეთ სადეპუტატო კითხვა, რომელზეც ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა. კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული: ხომ არ იღებს ის რაიმე საკვებ დანამატებს, რასაც შეიძლება ჰქონდეს დადებითი შედეგი შიმშილობისა ეფექტზე? ბატონმა სარჯველაძემ მოგვმართა ამ კითხვით და ჩვენ, ბუნებრივია, გავეცით პასუხი. თუმცა, ამ პასუხში არ იყო საუბარი იმაზე, შეწყდა თუ არა შიმშილობა. ამ ტერმინზე ჩვენ არ გვქონია აპელირება. მათ სურდათ, სტრასბურგში და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმის დამტკიცება, რომ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოვუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისკენ, პირიქით - ვაიძულებთ, ვაშიმშილოთ. არადა, სწორედ ეს ოპონენტები იყვნენ, რომლებიც ღია ეთერების საშუალებით მოუწოდებდნენ პატიმარს, რომ არ გაებედა შიმშილობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ავტორიტეტი, როგორც პოლიტიკოსისა, განადგურდებოდა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში. მისივე განცხადებით, „იუსტიციის სამინისტრო სრულად იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებას და სააკაშვილის, ისევე, როგორც სხვა პატიმრების, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უწყებისთვის მნიშვნელოვანია“. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი სააკაშვილის გარდა, 9 ათასზე მეტი პატიმარი გვყავს და მათაც ვუთმობთ სათანადო ყურადღებას. ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ამავე თემაზე მამუკა მდინარაძე: შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია
ვიოლა ფონ კრამონი: „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას
ვიოლა ფონ კრამონი პატიმრობაში მყიფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტით შეშფოთებულია. „შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და „ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს. მისივე თქმით, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს მის არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. „საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკანდახევა დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.
ანა ფოტიგა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა. „მნიშვნელოვანი მისია მაქვს და კომენტარს შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.
ავსტრია არავაქცინირებულებს ლოკდაუნს დაუწესებს
"ავსტრიას რამდენიმე დღე აშორებს იქიდან, რომ მილიონობით ადამიანს, ვინც COVID19-ის წინააღმდეგ სრულად არ არის ვაქიცნირებული, „ლოკდაუნი“ დაუწესოს", - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი სამარცხვინოდ დაბალია. „რეალურად მხოლოდ რამდენიმე დღე გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანებისთვის „ლოკდაუნს“ დავაწესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ პირი ვერ შეძლებს სახლიდან გასვლას, თუ ის არ მიდის სამსახურში, პირველადი საჭიროების პროდუქტისა და ნივთების შესაძენად", - აღნიშნა კანცლერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასები ძალიანაა გაზრდილი, დროული რეაგირება უნდა მოვახდინოთ
"მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც მთავრობის მეთაურს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. საბჭოს სხდომაზე მოწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც, მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად, რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას. “უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამირან გამყრელიძე Pfizer-ის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა. „რატომ მოვედი რესპუბლიკურში. ეს არის ჩემი ალმა მატერი, სადაც გავიზარდე, როგორ ექიმი. ძალიან მიყვარს ეს შენობა. აქ ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად, ყველაფერი აქ შევიძინე, ამ საავადმყოფოში და სამივე დოზა აქ გავიკეთე. მაისში ორჯერ გავიკეთე „სინოფარმი“. იცით, რომ გუშინ წინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება ექვს თვეზე ნებისმიერი ვაქცინით, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც 60 წელს ზემოთ ასაკის არიან და აცრილი არიან „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, აცრა შეუძლიათ უკვე სამიდან ექვს თვემდე. ამ რეგულაციას ვიცავ. დღეს გავიკეთე უკვე გავიკეთე „ფაიზერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირველი და მეორე დოზით „სინოფარმის“ 2021 წლის მაისში აიცრა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში СOVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის - 10.02% ხოლო 7 დღის - 10.06%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც: 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657, მათ შორის, თბილისში - 636, აჭარაში - 127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პაციენტი, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31. 1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 - აჭარაში. 47 984 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.
ამირან გამყრელიძე: სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი ჯერჯერობით შეწყდა
"სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი ჯერჯერობით შეწყდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ ე.წ. ირიბი მანდატორიზმი - მწვანე პასპორტებია შემოღებული და „სრული მანდატორიზმი ბოლო გასროლაა ხოლმე“. კითხვაზე, რამდენი ხნის განმავლობაში დააკვირდებიან ე.წ. მწვანე პასპორტის ამოქმედების შედეგებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, გამყრელიძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი თვე. „ახლა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვაქცინაციის სტიმულირებასთან დაკავშირებით - ესაა მწვანე პასპორტი, რომელიც ირიბი მანდატორიზმის ერთ-ერთი მექანიზმია. სრული მანდატორიზმი ბოლო გასროლა არის ხოლმე ამ დროს. ამიტომ ამაზე ჯერჯერობით საუბარი შეწყდა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ზელენსკი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვა საპყრობილეში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან მისი დედა, ნათესავები და უკრაინელი ექიმები შეუშვან. ზელენსკიმ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია საკუთარი ტვიტერის ანგარიშით გაავრცელა. „სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილთან, მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება", - წერს ზელენსკი.
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ამერიკელი ადვოკატი მივიდა
გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ამერიკელი უფლებადამცველი ჯონ სენდვიგი შევიდა. ამასთან, ჯონ სენდვიჯს ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ირაკლი ღარიბაშვილი ზელენსკის: პატიმარ სააკაშვილზე ქართველი პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილზე პროფესიონალი ექიმები ზრუნავენ. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „საუბრისას ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. თავად ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გაავრცელა.
ღარიბაშვილი ზელენსკის: უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია
უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. „საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე გაავრცელა.
ზურაბ ჯაფარიძეს ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით გადაკეტა, ტერიტორია ევაკუატორის გამოყენებით დაატოვებინეს. პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს. უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია. ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ირაკლი კოვზანაძე: ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა რთულია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა რთულია და აუცილებელია ინფლაცია დაითრგუნოს. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დღეს ქვეყანაში ორი მთავარი გამოწვევაა -კოვიდინფექცია და ინფლაცია. „ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული. გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდი. ფასების ზრდის რისკზე ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, რეალობა გახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო ხისტი, მკვეთრი და დროული მონეტარული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს არის აუცილებელი. ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ეკონომიკის მომავალი,“ - განაცხადა კოვზანაძემ.
ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის ორი აპარატი ფუნქციონირებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში, კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა. ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიით აღიჭურვება. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება საჭირო იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც. „მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. ჩვენი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ხვდება
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამეტში ელენე ხოშტარიას და ბათუ ქუთელიას ხვდება. ელენე ხოშტარია მე-10 დღეა, შიმშილობს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. მანამდე ევროპარლამენტარი ასევე შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს. ანა ფოტიგა თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს. შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა, შიმშილობს.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს ექსპრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატი ექსპრეზიდენტს შეხვდა. ამერიკელი ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის. გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოვლის შემდეგ, ჯონ სენდვეგმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ადეკვატურად ვერ იქნება დაცული ვერც მისი ჯანმრთელობა და ვერც უსაფრთხოება, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, დაწესებულება არ არის საკმარისად აღჭურვილი საიმისოდ, რომ მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, პაციენტს ადეკვატური დახმარება გაუწიონ. რაც შეეხება უსაფრთხოების მხარეს. ადვოკატის თქმით, ამავე საპატიმროში არიან ის პირებიც, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაასამართლეს. სენვიდიგ თქმით, საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, საქართველო ვალდებულია, იზრუნოს პატიმარზე. ამერიკელმა ადვოკატმა ასევე შემაშფოთებელი უწოდა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებსაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანას ასახავს სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებზე: ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას. „მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად ემსახურება იმას, რაც უნდა იყოს ფოკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი.