ძებნის რეზულტატი:
საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნის" ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანი კაპიტანი ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს შეხვდა
ბათუმში აშშ-ის საზღვაო ხომალდ „მაუნთ უიტნის" ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანი კაპიტანი ბრაიან ვეიგელტი ადგილობრივ რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, რათა შეერთებული შტატებისა და საქართველოს საერთო ძლიერი რელიგიური ტრადიციები და რელიგიური შემწყნარებლობა განეხილათ. ამერიკის საელჩოს ცნობით, კაპიტანი ვეიგელტი დეკანოზ შიოსა და საქართველოს სანაპირო დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს კაპელანებს შეხვდა. „ის, ასევე, შეხვდა სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთს ადამ შანთაძეს. სამშაბათს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპელანმა ბრაიან ვეიგელტმა ფოთის ისტორიული ღვთისმშობლის ტაძარი დაათვალიერა, შთამბეჭდავი ახალი ქართული უნივერსიტეტი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პროფესორი გრიგოლი მოინახულა. კაპიტანი ვეიგელტი და მიტროპოლიტი გრიგოლი ჩაერთნენ ფართო და გააზრებულ დისკუსიაში იმ საერთო ღირებულებებისა და ტრადიციების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, კაპელანების როლზე ჯარში და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. კაპელან ვეიგელტს ვიზიტებზე ახლდა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ჯ. ანდერსონი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. კელი დეგნანი: ამერიკული ხომალდების ვიზიტი რეგიონისადმი ჩვენი ერთგულების ნიშანია
ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: პატიმრებზე საუბარი დავასრულე
"პატიმრებზე საუბარი უკვე დავასრულე, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და მე მხოლოდ ამ თემებზე მაქვს კონცენტრირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იუსტიციის მინისტრი გააკეთებს კომენტარს. „მე არ მსურს, ამ საკითხზ ვრცელი კომენტარი გავაკეთო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი უახლოეს რამდენიმე საათში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებას. მე გითხარით, რომ პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მარია ზახაროვა: დროა, 3+3 ფორმატი პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე გადავიდეს
რუსეთი 3+3 ფორმატის ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა მხარი დაუჭირა იდეას, რომელიც საკონსულტაციო, რეგიონული მექანიზმის 3+3 შექმნას გულისხმობს. „გვჯერა, რომ დადგა დრო, ეს ფორმატი პრაქტიკულ დონეზე გადავიყვანოთ იქედან გამომდინარე, რომ 3+3 ფორმატი აკმაყოფილებს რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს“, - დაამატა ზახაროვამ. საქართველოს პოზიციის კომენტირებისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ თბილისი ამ პლატფორმაში მონაწილეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და აღნიშნა, რომ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს უფლება აქვს, ფორმატთან დაკავშირებით თავისი პოზიციის ერთგული დარჩეს. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. ამავე თემაზე: რასა იუკნევიჩიენე 3+3 ფორმატზე: მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი, როცა რუსეთი არის ამა თუ იმ ალიანსის მხარეს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდებიან. შეხვედრა კუჭავას სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული იმ განცხადების თაობაზე ხვდებიან, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, პარტია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.
BioNTech-ის დამფუძნებლები: MRna ვაქცინით სიმსივნეებს და აივ ინფექციასაც დავამარცხებთ
BioNTech-ის ხელმძღბანელები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინა პირველებმა შექმნეს, აცხადებენ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ვერსია მზად იქნება. ამასთან, 2022 წელს მალარიისა და ტუბერკულოზის ვაქცინაზე კლინიკური კვლევები დაიწყება. „ჩვენ წინ წავალთ ასევე „აივ ვაქცინის პროგრამის" მიმართულებით“, - აცხადებს უგურ შაჰინი. გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში, უგურ შაჰინმა და ოზლემ ტურეჩმა კიბოს ვაქცინების კვლევასთან დაკავშირებით ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლინიკურ ცდაშია კიბოს საწინააღმდეგო 15 ვაქცინა, ყველაზე მოწინავე კი მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინაა. „მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ ზოგიერთი მათგანის ბაზარზე გამოტანას და სხვა ახალი ვაქცინების გამოტანას კლინიკური განვითარების მოწინავე ეტაპზე. mRna საშუალებას გვაძლევს, განვაახლოთ იმუნური სისტემა არამხოლოდ მისი სტიმულირებისთვის, არამედ დასამშვიდებლადაც: და ეს საუკეთესო გზა იქნება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ“, - აცხადებენ სპეციალისტები. რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია, გამოიწვიოს კოვიდინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება. კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელი და ჰუმანურია, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. „საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა, უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ცალ-ცალკე შეხვდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, რომლებიც პარიზში იმყოფებიან იუნესკოს გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე დასასწრებად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივი მოლაპარაკებების დასასრულს, ლე დრიანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გახსნა. ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით იმართება და მხარეებს მუწოდებს, განაგრძონ დისკუსიები, რომლებიც ნიუ-იორკში, 23 სექტემბერს დაიწყო. ამ შეხვედრებზე ჟან-ივ ლე დრიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სურვილი, წვლილი შეიტანოს ორ მხარეს შორის დიალოგის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას რეგიონის ხალხების საკეთილდღეოდ. მან ხაზი გაუსვა პარიზის გადაწყვეტილებას, განაგრძოს აქტიური მონაწილეობა ეუთოს მინსკის ჯგუფში ამ მიზნის მისაღწევად და დაადასტურა მზადყოფნა, ასევე განაგრძოს პოლიტიკური კონტაქტები ორივე მხარესთან.
საფრანგეთის ელჩი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა
„ყველა პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის საქმის შემთხვევაში, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მისი მეგობრების წუხილები ლეგიტიმურია“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ამის სრულად დაცვა. საფრანგეთის ელჩი ხელისუფლებას ურჩევს, ფართო კონსულტაციები გამართოს, ყველა ვარიანტი მუდმივი განხილვის ქვეშ იყოს, რათა პასუხი გაეცეს ყველა შეშფოთებას. „ხელისუფლებას აღელვებს პენიტენციური სისტემის მთლიანობა და ესეც ლეგიტიმურია. ბატონი სააკაშვილის მეგობრებსა და მომხრეებს აწუხებთ მისი ღირსება. ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება ყველა დაკავებულისთვის და განსაკუთრებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა. ამასთან, ელჩმა კომენტარი არ გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ მეც ახლა წავიკითხე და ვერაფერს დავამატებ, ყველაფერი ნათლად წერია“, - აღიშნა დიეგო კოლასმა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში გაიმართება.
კარლ ჰარცელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დაბალანსებული მიდგომა და დამაიმედებელი ნაბიჯია
ევროკავშირის ელჩი მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩაერთოს საქმეში. კარლ ჰარცელის თქმით, ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი. ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაბალანსებული მიდგომა. „როგორც იცით, შუალედურ ღონისძიებაში საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე. პირველი, ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომ დაასრულოს შიმშილობა და ამის პარალელურად მთავრობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველაფერ ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს. ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც, იმედია, გამოიწვევს სიტუაციას როდესაც გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ყველაზე მწვავე საკითხთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეილება სწრაფად მის განსახორციელებლად“, - ევროკავშირის ელჩმა.
ხატია დეკანოიძე: გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობიან
"დღევანდელი კადრების გავრცელებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად სადისტური მიდრეკილებისაა ეს ხელისუფლება", - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ მას არაადამიანურად ეპყრობიან. „ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მოუწოდა, გაასაჯაროვეთ და მოგვწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ასეთი კადრებით უპასუხეს მათ ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით
„ვადასტურებ აპლიკაციის მიღებას, რომლითაც მოითხოვეთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, მიუთითოს საქართველოს მთავრობას, რომ განმცხადებელი (მიხეილ სააკაშვილი) დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში“, - ასე იწყება სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლის მიერ მიღებული დოკუმენტის ტექსტი, რომელიც მხარეებს 10 ნოემბერს გაეგზავნა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და აქვე მითითებულია, რომ მხარეებს 39-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით, 24 ნოემბრამდე აქვთ ვადა, სტრასბურგისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად. გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების შესახებ 2021 წლის 10 ნოემბერს, სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და საქმის სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, განმცხადებელს (მიხეილ სააკაშვილს) შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვოს. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს მას განმცხადებლის (სააკაშვილი) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) შესახებ და რომ უნდა უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება ზოგადად ციხეში, და შესაბამისი სამედიცინო დახმარებით შიმშილობის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში. დოკუმენტს ხელს აწერს კლაუდიუშ რინგელევიჩი იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა.
ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრებზე: ესაა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება
"ესაა ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა. „დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროვება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება", - განაცხადა მელიამ.
გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა გენდერული და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან
გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. კანონდარღვევის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოსაზრებებში, ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW) გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მსხვერპლი ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, რომლებმაც ის უგონო მდგომარეობამდე სცემეს და ასევე მისი ნათესავებთან დაბრუნების გადაწყვეტილების გამო, რის შემდეგაც ქალი გარდაცვლილი იპოვეს. კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნები ჯეირანოვას ორი შვილის საჩივრის განხილვის შემდეგ, რომლებიც 11 და 7 წლის იყვნენ, როდესაც მათი დედა გარდაიცვალა. კომიტეტმა დასკვნით: ჯეირანოვას, ეთნიკურად აზერბაიჯანელსა და საქართველოს მოქალაქეს, ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხა ქმრის სამი ნათესავი, რომლებმაც ის მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რომ ქალმა რამდენჯერმე დაკარგა გონება. იმ ღამეს, სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ დახვდა ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. არც ნათესავები დააკავეს და არც ქალი გადაიყვანეს საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით დედას დაუბრუნა. მეორე დღეს, ჯეირანოვას დედამ ის გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში. მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი ნახეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო. თუმცა, პოლიციას არ ჩაუტარებია ადგილზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, მას შემდეგ რაც ოჯახმა აღნიშნულზე უარი განაცხადა. გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, მათი თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო. ქალბატონი ჯეირანოვა გახდა ეთნიკურ კუთვნილებასთან და პოლიციისა და სასამართლო სისტემის სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან დაკავშირებული ჯვარედინი დისკრიმინაციის მსხვერპლი “, - განაცხადა კომიტეტის წევრმა გენოვევა ტიშევამ. „საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ რომ დაეცვა ქალბატონი ჯეირანოვა გენდერული ძალადობისგან, იგი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, - აღნიშნა განაცხადა კომიტეტის წევრმა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. მან საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ქალბატონი ჯეირანოვას შვილებისთვის. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს, რომ ყველა კანონმდებლობა, პოლიტიკა და ღონისძიება, რომელიც ეხება ოჯახურ ძალადობას, ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობას. გარდა ამისა, კომიტეტმა მოსთხოვა მონაწილე სახელმწიფოს გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2 ადამიანი დაშავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ქვები ისროლეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, ერთ-ერთ მოქალაქეს თავი გაუტყდა.
იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით არ გადაუყვანიათ, არამედ მან იცოდა, რომ სამკურანლო დაწესებულებაში გადადიოდა. „ამას აცხადებს თავად პატიმარი, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ის გამოდის, მიდის თავისი ნებით. და საერთოდ, გადაწყვეტილებას, თუ სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა თავად პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური საჭიროებიდან გამომდინარე. ვისაც მსგავსი კითხვები უჩნდება, კარგად გაეცნოს კანონმდებლობას და მიიღებს ყველა პასუხს. ჩვენ არავის ვატყუებთ. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მოვალეობას ამ ქვეყნისა და კანონის წინაშე. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურანლო დაწესებულებაში. იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო დაწესებულებაში და გადაწყვეტილებას, სად იქნება პატიმარი გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ კადრებში ნაჩვენებია „შესახლების ფაქტი და ეს კადრები. „კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი, თუ როგორ მოხდა შესახლება. აგრეთვე, სწორედ ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, თუ როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოს რეანიმობილი გაჩერდა დაწესებულებიდან 30 მეტრის მოშორებით. ეს კადრები აჩვენებს იმ ფაქტს, რომ პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომელს და როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ამავე თემაზე რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
თეა წულუკიანი: პატიმართან მოპყრობის საბაზისო წესებს ვიცავთ
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. თეა წულუკიანის თქმით, როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი. „საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის, რასაც ჩვენ ყოველთვის, ყველა პატიმართან მიმართებით ვიცავდით და მომავალშიც პენიტენციური სამსახური დაიცავს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
გიორგი გახარია მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრებზე: როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ
“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება. “ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახარია. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს.
იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და ჰუმანური, რომელიც მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები „ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას. ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბერისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე, ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, განაცხადა რატი ბრეგაძემ. ამავე თემაზე: რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
გიგი უგულავა მესამე პრეზიდენტის ვიდეოკადრებზე: ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს
"გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ხელისუფლება კანონს შეგნებულად არღვევს. „გვეუბნებიან, ჩვენ კანონს აღარ ვიცავთ. პირველი კურსის იურისტმაც იცის, რომ ამ კადრების გამოქვეყნება პირდაპირ დანაშაულია. მეორე, ლოგიკას ნუ ვეძებთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებში. რატომ გამოაქვეყნეს, რაში დასჭირდათ, გუშინ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ? გუშინ ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ თავის ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან და ამის კადრები გვანახეს?! თუ თავისი ნებით წამოვიდა რუსთავის ციხიდან, მაშინ გლდანში რატომ „გაჭედა“, - განაცხადა უგულავამ.