ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ; მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს“, თუმცა, ირაკლი კობახიძის აზრით,„არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც „ჯიუტად არ ცვლიან“ პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“. „ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ლობისტია, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა, დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია? ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით. საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს, მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები. მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. ამავე თემაზე: ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს
ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარირებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია განაცხადად შეაფასა. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „ღია დეკლარაცია და განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, მეტი კი არაფერი გააკეთა თავის დროზე იანუკოვიჩმა. იგივე განცხადება გაავრცელა დღეს ბატონმა კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, იქნება ეს ამერიკელი თუ ევროპელი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელითაც არ უნდა გაავრცელოს განცხადება, იტყვის რომ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არის მიკერძოებული, ის არის ჩვენი მტერი. ვინც იტყვის, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სახელმწიფოში, ის არის მეტრი, ვინც იტყვის, რომ მურუსიძის სასამართლო არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, ისიც მტერია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ეს ბრძოლა არის ცივილიზაციური - რუსეთი თუ დასავლეთი. ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება იმ ისტორიულ მისწრაფებების სასარგებლოდ, რომელსაც ჰქვია უწყვეტი სვლა დასავლეთისკენ, ბუნებრივია, ეს აქციები არ შეწყდება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერმა. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა
„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა შიმშილობა დაიწყო
„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. პარტიის ცნობით, კლდიაშვილმა, რომელიც გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს, შიმშილობის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. იმედა კლიდაშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა სხვადასხვა ქალაქში უწყების შესასვლელებთან აქცია გამართეს და მანქანებით ბლოკირება მოახდინეს. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც 200 ლარით დააჯარიმეს. გავრცელებუი ინფორმაციით, ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე გუშინ, 10 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო მწერალი ტორესა მოსი. ცნობისათვის, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, ასევე შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.
ნიკოლოზ ყიფშიძე: პირველი დღეა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მთელი დღე, ლოგინიდან ვერ ადგა
ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, გლდანის, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება დატოვა. ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, რომ პირველი დღეა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა. მისი ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს მძიმე სისუსტე. ექიმის ცნობით, ექსპრეზიდენტს საუბარიც უჭირს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ადგილზე იმყოფება მთავარი ექიმი. მიხეილ სააკაშვილი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ამავე თემაზე: რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს
პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებული ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება. ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებს კიევმა გაუზიარა ინფორმაცია რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ. ”იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად დაინახავს, ვის სურს მშვიდობა და ვინ უყრის თავს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე", - განაცხადა ზელენსკიმ.
ანა ფოტიგა: ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში
„ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მედიასთან საუბრისას. ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ კვლავ არსებობს გამოსავალი და ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. „უნდა ვაღიარო ყველა ფაქტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ჩვენი შეშფოთების საგანია. შეშფოთებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შესაძლებლობა დიპლომატების დაშინება მოხდეს, რაც დაუჯერებელია ნორმალური ურთიერთობების პირობებში. თუმცაღა, კვლავ არსებობს გამოსავალი და ჩვენ ვცდილობთ ამას ბიძგი მივცეთ. ძალიან ბევრი დიპლომატიური ქმედება ხორციელდება ძალიან რთულ დროსაც კი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. ანა ფოტიგას განცხადებით, დადგა დრო ხალხისთვის, ქვეყნებისთვის ითანამშრომლონ იმისთვის, რომ გაამყარონ მთელი რეგიონის პოზიცია. „ხშირად მსმენია ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში რეფორმების და დემოკრატიის სტანდარტებიდან უკან დახევასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ჭკუის სწავლება ჩემი როლი არ გახლავთ. მინდა, დავეხმარო მთავრობას, არსებულ ხელისუფლებას იმის აღიარებით, რომ არსებობს საჭიროება, რომ რეალურად ჩატარდეს წარმომადგენლობითი არჩევნები და ეს სავარაუდოდ, გახლავთ შემდეგი თვეების, შემდეგი წლების მიზანი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რეალისტურია „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე, როცა საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნები; ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უსმენდნენ დიპლომატებს, მათ შორის თავად ფოტიგას და აშშ-ის ელჩს. ამასთან, 5 ივლის მოხდა თავდასხმა მედიაზე, რომლის ორგანიზატორებიც დაუსჯელები არიან.
ევროპის სახალხო პარტია: სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში
EPP ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადექვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში. „ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებით, ისევე როგორც მისი, როგორც პატიმრის უფლებებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების საკითხით. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში“, - წერს მიჰაილ გალარი ევროპარლამენტარი. „საქართველოს მთავრობამ გასულ თვეში შექმნა სამედიცინო საბჭო - სპეციალური ორგანო, რომელიც აკონტროლებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა მისი რეკომენდაციები სრულად არ არის შესრულებული. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ისინი სრულად და დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა გალერმა.
უილიამ კორტნი: საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს
ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე წერს და აქვე ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს. „საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები, რომ საქართველო ერთგულ მეგობრებს კიდევ სხვაგან იპოვის?“, - წერს კორტნი Twitter-ზე. ამ პოსტით ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიუძღვნა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს,10:23 საათზე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. დაფიქსირდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 81 პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, PCR ტესტით – 19 659. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის - 10.02% ხოლო 7 დღის - 9.60%. სულ 784 091 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 716 382 გამოჯანმრთელდა, 10 975 კი, გარდაიცვალა. 13 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, გარდაიცვალა 78. თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებულია 56 708, საიდანაც 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 - თბილისში, 241 - აჭარაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 49 364 ადამიანი.
ბესიკ ხარანაული: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს
პოეტი ბესიკ ხარანაული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე წერს. პოეტმა ტექსტი Facebook-ზე განათავსა. "ვინცა ხართ: მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს! ნეტა რაზე დგახართ?!", - წერს ბესიკ ხარანაული. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის მოთხოვნით აქციას "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღე მართავს. იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.
გვანცას ბაბლი
ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე ელიტა ეფექტური რეკლამა გინდათ საკუთარი პროდუქციის გასაყიდად? - მიანიშნეთ რომ ელიტური პროდუქტია და აუცილებლად გაგეყიდებათ... კომპლიმენტი გინდათ ვინმეს მიუძღვნათ? - მოიხსენიეთ ელიტის ნაწილად... უძრავი ქონების სარფიანად გაყიდვა გინდათ? - დაარწმუნეთ მყიდველი, რომ ელიტური უბანია და ელიტური მეზობლებით... სასურველი სასიძო ან საპატარძლო გინდათ გახდეთ? - მოიწონეთ თავი ელიტური ოჯახითა და წინაპრებით... უყვართ საქართველოში ელიტურობა... რა არის მაინც ეს ელიტა? ვინ ადგენს მის საზღვრებს და შემადგენლობას? ვინ ანიჭებს ელიტურებს ელიტურობის განცდას? ყველაზე მარტივი განმარტებით, ელიტა პრივილეგირებული სტატუსის მქონე ადამიანთა ჯგუფია, პრივილეგიები კი ბევრი გზით შეიძლება მოიპოვო - განსაკუთრებული ნიჭით, დიდი ფინანსური შესაძლებლობებით, საერო ან სასულიერო თანამდებობის მოპოვებით, მმართველი პარტიის ერთგულებით, კრიმინალური საქმიანობით... პრივილეგიებთან ერთად ცნობადობაც იზრდება და პატივისცემაც - ელიტის წევრებს უსმენენ, უჯერებენ და ზებუნებრივ უნარებსაც კი მიაწერენ... ელიტებს განსაკუთრებულ პატივს კონსერვატიულ საზოგადოებებში მიაგებენ - მოსწონთ ელიტური იერარქიულობა და იერარქიული სტაბილურობა... თითქოს ქართველის სიფიცხე და ამბიციურობა არ უნდა ეთანხმებოდეს იერარქიის ჯაჭვში ჩაკარგვას, მაგრამ პატარა ერი ვართ და ყველას შეგვიძლია თითო ნაცნობ-მოკეთე გამოვძებნოთ ელიტურ წრეებში და თავი ელიტის ნაწილად თუ ელიტასთან დაახლოებულ პირად წარმოვიდგინოთ... საქართველოს მსგავს ტრადიციულ საზოგადოებებში „ელიტურობა“ მემკვიდრეობითაც კი გადადის - რა საჭიროა, ინდივიდუალურ წარმატებაზე იმტვრიო თავი, თუ მარტივად შეგიძლია ისარგებლო ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების პრივილეგირებული სტატუსით... და მიდის ცხოვრება ასე სიამტკბილობაში... უფრო სწორად, მიდიოდა ოდესღაც - ახალი სახელმწიფო ნიშნავს ძველი ელიტების დაკნინებას და ახლების შექმნას, დიდი პოლიტიკური რყევები და ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ომი ელიტებს შორის, სახელმწიფოს მშენებლობა სხვა არაფერია თუ არა ახალი ელიტების დაბადება - ელიტები ქმნიან კანონებს, ღირებულებებს, ტენდენციებს და ამ ყველაფრის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს კი არა, პროლეტარიატის დიქტატურასაც კი ვერ შექმნი... დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ყველაზე ტიპიური ქართველი ყველაზე ხშირად იმას გეტყვით, რომ ყველა სათავისოდ იბრძვის და ყველა აღმატებული პოლიტიკური მიზანი თუ იდეალი შირმაა პრივილეგიების მოსაპოვებლად. დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ყველაზე ტიპიურ ქართველს ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი - ელიტებს ჩამოყალიბებული ღირებულებები აქვთ და თუ რაიმესთვის იბრძოლებენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ეს საკუთარი ღირებულებითი სისტემის დაცვაა, რასაც ჩვენებურად „ღირსების დაცვას“ არქმევენ ხოლმე... დღეს, გუშინ და ალბათ ხვალაც, ტიპიური ობივატელი ელიტების ყველა ქმედებას ფულადი სარგებლის მოპოვების სურვილს მიაწერს, ალბათ იმიტომ, რომ თავად არასდროს ყოფილა ელიტური ჯგუფის წევრი და არ იცის რომ იქ, ჯგუფის შიგნით, გასამხედროებული მზაობაა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, რომელიც შესაძლოა თავადაც კი გამოიგონეს... იდენტობისა და იდეის გარეშე ელიტა არ იქმნება და ვერ იარსებებს... უფრო მეტიც, ელიტური ჯგუფის წევრი თვითმკვლელი ტერორისტივით ყველა ამქვეყნიურ სარგებელს დათმობს ელიტურობის მანტიის შესანარჩუნებლად... როგორც სერვანტესი ამბობდა, უკანასკნელი ლოთიც კი რაღაც ხორციელზე მეტს ეძებს უკანასკნელ მეძავში... ასეთია ადამიანის ბუნება - აღიარების პრივილეგია მისთვის პურ-ღვინოს პრივილეგიაზე უფრო მაღლა დგას... *** საქართველოში მიმდინარე ხანგრძლივი ქაოსის აღწერა თუ ორიოდე სიტყვით გვინდა გამოვხატოთ, ეს ელიტების ბრძოლაა და ბრძოლა იმ იდეებს შორის, რაც ამ ელიტების შექმნას დაედო საფუძვლად გუშინ, გუშინწინ თუ ათწლეულების წინათ... „მე რა შუაში ვარ, გლეხი კაცისთვის არავინ არ ალი“ - იკითხავს რიგითი ობივატელი. არადა, ნეტა იცოდე, როგორ შუაში ხარ... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს სოციალური წესრიგის მოშლას... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს გაორებული ღირებულებებით ცხოვრებას... ელიტების დაუსრულებელი ბრძოლა ნიშნავს ადამიანურ დეპრესიას, იმ მოქალაქის დეპრესიას, რომელმაც ვეღარ გაიგო რისი სჯეროდეს, სად არის მისი ადგილი დღეს და როგორია მისი მომავალი ხვალ... ელიტების ბრძოლაში რიგითი მოქალაქე დაინახავს თავის მიერ აღიარებული ელიტის ამორალურ მხარეებს და ეს „აღმოჩენა“ დაუკარგავს ქმედითობის უნარს და შეუსუსტებს თვითგადარჩენის ინსტინქტს... ელიტების ბრძოლაში რიგითი მოქალაქე იმ ბავშვივით დაიჩაგრება, მშობლების დაუსრულებელი ომის მსხვერპლად რომ აქციეს... *** თქვენც ხომ კარგად იცით, განქორწინების რამდენი სცენარი არსებობს და რამდენნაირი მომავალი ექნება ოჯახურ კონფლიქტში გასრესილ ბავშვს - ზოგჯერ მშობლები მეგობრებად რჩებიან და ბავშვზე თანაბრად ზრუნავენ, ზოგჯერ ერთმანეთს კლავენ და ბავშვს აობლებენ, ზოგჯერ ერთი იმძლავრებს და მთელი ცხოვრება მეორის „გაშავებას“ მიუძღვნის თავს, ზოგჯერ ბავშვი თავად გააკეთებს არჩევანს და არავინ იცის, რამდენად სწორი აღმოჩნდება მისი არჩევანი მისივე მომავლისთვის, ზოგჯერ სხვები ჩაერევიან და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ზოგჯერ კრიმინალები ისარგებლებენ ბავშვის მოწყვლადობით და დაუსახიჩრებენ სულსაც და სხეულსაც... არის საზოგადოებები, სადაც ბავშვებს დაბადებიდან ასწავლიან საკუთარი უფლებების დაცვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონს ასეთი საზოგადოებები და არასდროს დავთანხმდებით საკუთარ ბავშვებს ვასწავლოთ ჩვენივე ამბიციებისგან თავის დაცვა... *** როდესაც პოლიტიკურ მოვლენებს ისტორიულ ჭრილში აფასებ, სრულიად მარტივდება ზედხედის დანახვა... ხელოვნების ნიმუშსაც კი შორიდან უნდა ჭვრეტა - აბა სცადეთ და ცხვირი მიადეთ იმპრესიონისტულ ტილოს, ფერადი ლაქების მეტს ხომ ვერაფერს დაინახავთ... მაგრამ იმ ბავშვის პრობლემა სწორედ ის არის, რომ დღეს, მყისიერად, სრულ ქაოსში უნდა დაინახოს თავისი მომავლის საფრთხეები და შესაძლებლობები... და თქვენ რას ხედავთ იქ, წინ, საკუთარ მომავალში?
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. უცნობია მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. შეგახსენებთ, გლდანში, ამავე დაწესებულებაშია მოთავსებული საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი „ვივა-მედში“ 13 ნოემბერს ღამით გადაიყვანეს. ცნობისთვის, გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ტორესა მოსი გათავისუფლდა
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, მწერლის, ტორესა მოსის მხარდასაჭერად ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს. „სოლიდარობის აქტია ეს ჩვენი კოლეგის, ტორესა მოსის და სხვა მოქალაქეების და აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაიჭირა დანაშაულებრივად რეჟიმმა. ეს არის საერთო კონტექსტი ჩვენი პროტესტის: გაყალბებული არჩევნების, მესამე პრეზიდენტის ეგზეკუციის და საერთოდ იმ პროცესის, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს დაღმასვლასთან, რუსეთის ქვეშ“, - განაცხადა მწერალმა და დრამატურგმა, ლაშა ბუღაძემ. „ყველანი შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ ვითარება ყოველ დღე უარესდება და უარესდება. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ისედავ პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო აგრესიულად იყოს ერთმანეთის მიმართ განწყობილი“, - განაცხადა ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ. ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 ნოემბერს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, სუს-ის შენობებთან აქტივისტებმა პროტესტი დააფიქსირეს და შესასვლელების ბლოკირება მანქანებით მოახდინეს. ამავე თემაზე: „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა შიმშილობა დაიწყო
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 33.8%
14 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 046 362 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 074 602 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.8. % სრულად ვაქცინირებულია 966 143 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. 13 ნოემბერს 4 946 ადამიანი აიცრა. 12 ნოემბერს - 7 800. 11 ნოემბერს - 7 103 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში, კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი „შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გავმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტი და მას COVID19 დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. ამავე თემაზე: მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გადაიყვანეს
მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ
ექიმები საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. მათ შორის არიან პლასტიკური ქირურგი გია გვარამია და აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი. მათი თქმით, ექსპრეზიდენტის სიმპტომები სერიოზულია და შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა. „არ შეიძლება, სიკვდილის ქრონიკის თანამონაწილეები გავხდეთ, ვინც არ უნდა იყოს პაციენტი. სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერ ადამიანს აღმოუჩინოს სათანადო დახმარება და უზრუნველყოს მისი სიცოცხლის ღირსეული შენარჩუნება. აღარ არის ნიშნისმოგების დრო, ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე, ადამიანურად მოვეპყროთ პაციენტს და კიდევ ერთი მძიმე ლაქა არ დავტოვოთ ქვეყნის ისტორიაში. მივმართავ ყველა იმ ექიმს, ვისაც შეიძლება ქონდეს კონტაქტი მოშიმშილე პრეზიდენტთან, გაგვაგებინეთ რა ხდება, ვის დავუჯეროთ და რისი მოლოდინი გვქონდეს. ნუ მიიღებთ ადამიანის და ქვეყნის ტრაგედიაში მონაწილეობას“, - წერს გია გვარამია. „ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ“, - წერს თავის მხრივ, ნანა გეგეჭკორი. ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ანალოგიური მოთხოვნით, პეტიციასაც აწერს ხელს. ამერიკაში მოღვაწე ექიმებმა შესაბამისი ღია წერილი კონგრესს და სახელმწიფო დეპარტამენტსაც გაუგზავნეს. ცნობისთვის, 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. მისივე თქმით, ძლიერი სისუსტის გამო, სააკაშვილმა მოსანახულებელ ოთახში ჩასვლაც ვერ შეძლო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის მოთხოვნით აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღე მართავს. იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.
მეუფე გრიგოლი მიხეილ სააკაშვილის ზიარებაზე: ეს მადლიანი საქმეა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლის თქმით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია. მან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ზიარების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „როდესაც მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა, ეს მისი გადასაწყვეტი იყო, უშუალოდ ის წყვეტს, როდესაც ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე და აღსარებას იბარებს, აზიაროს თუ არა. არათუ ნაშიმშილარი, გააჩნია, კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის და რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება, ნაშიმშილარიც კი არა ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს. ეს მისი გადასწყვეტია. ის რომ, მან პატიმარი აზიარა, ეს მადლიანი საქმეა“, - განუცხადა მეუფე გრიგოლმა „მთავარ არხს“. მისივე თქმით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდ სათნოებაა. „მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ, არ იცნობ, ვისთანაც ხელი მიგიწვდება და ვინც ითხოვს ამას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა. ამავე თემაზე: მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით შიმშილობის გაიგივება მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა
9 პარლამენტარი შიმშილობას იწყებს
9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.