ძებნის რეზულტატი:

რა შემთხვევაშია აიკრძალა ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა

პარლამენტმა განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპრექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს დაემატა ტერმინი - „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება, არ დაუშვას იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება. ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა

ევროკავშირის და NATO-ს სიმბოლოების შებღალვისთვის სანქცია დაწესდა

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სანქცია წესდება ოფიციალური სიმბოლოების შებღალვისთვის, 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1000 ლარით დაჯარიმდება. ევროკავშირის, NATO-ს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარით ან - ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბადრი ჯაფარიძე. ამ ინიციატივას 6 ივლისს, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა უძღოდა წინ. დროშა, იმჟამინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ 7 ივლისს, პარლამენტთან დროშა თავად აღმართა.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ის ცნობით, ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“  ორგანულ კანონში ცვლილებები განხორციელდა

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 81 ხმით მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებები. უსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება - ამიერიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღება. ასევე მცირდება და ყველა ეტაპზე ნახევრდება დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ვადები. გარდა ამისა, იზრდება მოსამართლეთა სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა. როგორც მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, ისე მისი თანხმობის გარეშე მივლინება ერთის ნაცვლად, ორ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი. “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით უქმდება აკრძალვა, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. კანონპროექტი განხილვის პროცესში დაკორექტირდა და ინიცირებული ვარიანტი სამ საკითხთან დაკავშირებით ჩასწორდა. კერძოდ, კანონს აღარ დაემატა მოსამართლეთა მიმართ შემდეგი ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ სასამართლოში, არაუმეტეს ხუთი წლის განმავლობაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ინიცირებული პროექტიდან ამოიღეს, საქმეებისგან მოსამართლის ჩამოცილებას ეხება, თუკი მოსამართლის მიმართ ორი ან მეტ გადაცდომაზე დისციპლინური დევნა იყო დაწყებული. პროექტიდან ასევე ამოღებულია ჩანაწერი, რომლითაც მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის დარღვევა, თუმცა შენარჩუნდა და კანონში აისახება, საჯაროდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის კრიტერიუმი. ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამართლეთა მიმართ ისეთი სახის სადისციპლინო სახდელის შემოღება მოხდა, როგორიცაა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მისი შესაბამის სასწავლებელში გაგზავნა. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა

კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენთა სიას საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაემატება პარლამენტმა 79 ხმით მიიღო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. მომხსენებლის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი. თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N31-ში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა შენდება. კანონში ცვლილების განხორციელებამდე ეს ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაცემული. განხორციელებული ცვლილებით კი შესაძლებელი გახდება ეს ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა მოხდება.

სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ მისი უწყების გაუქმების კანონის დამტკიცების შემდეგ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს; დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც პირველი გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას და თქვა რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩენილიყო რეაგირების გარეშე; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები; თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე დასჯილიყვნენ დანაშაულის ჩამდენი მოძალადე მოხელეები; თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ბედავდა და ხმამაღლა ამბობდა რომ მას უქმნიდნენ პრობლემებს და დაბრკოლებებს მტკიცებულებების მოპოვების პროცესში და არ აწვდიდნენ მტკიცებულებებს - დოკუმენტებს, ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოძალადე მოხელეთა დასასჯელად; თქვენ დღეს ამ ქვეყანას გაუუქმეთ უწყება, რომელიც ნამდვილად ადგა ევროპულ გზას და ამკვიდრებდა ახალ, ევროპულ სტანდარტებს; თქვენ დღეს გააუქმეთ უწყება, რომელმაც 2 წელში შეძლო საზოგადოების უპრეცედენტო ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება და თქვენ ეს ბოლო 3 დღეში თვალნათლივ დაინახეთ; დღეს თქვენ გააუქმეთ უწყება, რომელიც მომზადებულ საკანონდებლო ცვლილებებზე ბედავდა და თამამად გამოხატავდა მის კრიტიკულ მოსაზრებას, მაშინ როცა ეს რეფორმები იყო ფასადური; თქვენ დღეს გადადგით ნაბიჯი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეფორმასთან; თქვენ დღეს გადადგით ნაჯიბი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან; თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა შეძლეს შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოების წევრებს, სტუდენტებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ამ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ბოლო 3 დღეა ვუყურებთ.მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს კეთილსინდისიერი და ღირსეული მუშაობისთვის.მე მინდა მადლობა გადავუხადო მოადგილეებს გიორგი გამეზარდაშვილს, სოფიო ჯიაძეს და სალომე ბახსოლიანს ამ სამსახურის შექმნისთვის და ღირსეული და გაბედული გადაწყვეტილებებისთვის.ეხლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.ეს სამართლებრივი ბრძოლა არ დასრულებულა!მინდა გისურვოთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ქვეყანაში ცხოვრება“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ დოლარით გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 21.0 მლრდ აშშ დოლარი (65.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 120.1 პროცენტია. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 234.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი 28.3 მლნ აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 44.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 542.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.9 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 73.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1 პროცენტია. 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება

გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები. სცენაზე საზოგადოების წინაშე წარდგება 5 წამყვანი - ნიკა წულუკიძე, ნანიკო ხაზარაძე, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ჯოლოგუა და ლიზა წიკლაური; გალაკონცერტის მთავარი დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი, ორკესტრი, 4 ბენდის მუსიკოსი, მოწვეული სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, 30-მდე სოლისტი, 15-მდე ანსამბლი და საგუნდო კოლექტივი. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენელი, რაც საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი. პროექტში მონაწილეობენ სამების საკათედრო გუნდი, ანსამბლი „ბასიანი“, ანსამბლი „ქართული ხმები“, ანსამბლი „ჰერიო“, ანსამბლი „ალილო“, „თეატრალურის კვარტეტი“, ანსამბლი „ფორტე“, მომღერალ გოგონათა ჯგუფი, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლები, The Quintessence, Georgian Six, ახალგაზრდული კაპელა, ბიჭუნათა გუნდი, ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი მეფისაშვილი, „რანინას“ მომღერლები, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, არჩილ ნიჟარაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, თიკა მახალდიანი, დათუნა სირბილაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ნათია დუმბაძე, მიხეილ სულუხია, ნინო ძოწენიძე, სოფო გელოვანი, ნათია პერანიძე, მიშო ჯავახიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა, ანი კეკუა, მანანა თოდაძე, აჩი მეფარიძე და ნატო გელაშვილი. კონცერტის მონაწილეები სპეციალურად ამ დღისთვის ქართველი დიზაინერების სამოსით იქნებიან წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს ქართული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას. პროექტის ხელმძღვანელია ნინო ნოდია, კონცეფციის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ქეთი გაბისიანი, ხოლო სცენის დეკორაციის ესკიზი ეკუთვნის მხატვარ თამარ ფოცხიშვილს.

კიბერუსაფრთხოების ბიურო ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელის EU-HYBNET პროექტის წევრი გახდა

პროექტი მიზნად ისახავს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპული ქსელების გაძლიერებას და ამ კუთხით გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფას. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის პან-ევროპული ქსელი EU-HYBNET აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, პრაქტიკოსებს, აკადემიებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს როგორც ევროკავშირის, ასევე მისი პარტნიორების მასშტაბით. პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას კვლევის, ინოვაციებისა და საკითხის ირგვლივ ცნობიერების პერმანენტული გაზიარების გზით. ჰიბრიდული საფრთხეების კონტექსტში საყურადღებოა კიბერუსაფრთხოების ელემენტის მნიშვნელობა, შესაბამისად პროექტის ოთხი ძირითადი თემატიკიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოდგენილია კიბერი და მომავლის ტექნოლოგიები. სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარების გზით ხელს შეუწყობენ კიბერელემენტის სათანადო ინტეგრირებას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.

თინა ბოკუჩავა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ფიზიკურად არის სუსტად, მაგრამ ის არის ძალიან მხნედ. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული. „ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობენ. სულ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება წერილი, რომლითაც ის მიმართავს მოშიმშილეებს და პარტიას და წარმოადგენს საკუთარ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არის ძალიან მხნედ, ის ამბობს, ამ ბრძოლას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე, გამარჯვებამდე და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა ამ დაწესებულებიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მედიის ცნობით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და პირველ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს: ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებულები; პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი; ამ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. მთავრობის ადმინისტაცრიის ცნობით, რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ. ასევე წაიკითხეთ შრომის ინსპექციის გაფრთხილების მიუხედავად, კლუბი "ბასიანი" ღონისძიებას მართავს

რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი მიმართვა გაავრცელა

რუსთავის ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა. „რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე განთავსებულ წერილში. „ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!"- წერს ექსპრეზიდენტი. თინა ბოკუჩავა ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და ციხიდან გამოვა მხოლოდ გამარჯვებული სპეციალური პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა 31 დეკემბერს, თბილისის დროით 00:04 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57კმ.ში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან იყო.

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს

პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტს ჰქონდა წუხილი უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებით, რაც უკვე გადაწყვეტილია, რომ ისინი ორ ახალ უწყებაში გადანაწილდებიან, ხოლო ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც არ აქვს კითხვის ნიშანი და აქედან გამომდინარე, ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს. „უბრალოდ, პრეზიდენტს აქვს ფუნქცია, რომ პროცესებს ზეპარტიულად, გვერდიდან, ასე ვთქვათ, განყენებულად შეხედოს და შეეცადოს, ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას საკუთარი შეფასებები შესთავაზოს. ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტიც ამას ცდილობს. რაც შეეხება ურთიერთობას, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, შევეცდები, რომ პრეზიდენტთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს და ზოგადად, პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ვინაიდან ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტი გახლავთ ის ინსტიტუცია, რომელიც ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და თავისთავად, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მჭიდრო ურთიერთობა და კომუნიკაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პირველ არხთან“. ასევე წაიკითხეთ: სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკის ელჩის კრიტიკა, რომელიც 27 დეკემბერს შეხვდა სახელმწიფო ინსპექტორს. ამასთან, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საუბარია ინსტიტუციურ რეფორმაზე და „ლონდა თოლორაიას მიმართ გუნდში არანაირი პრობლემა არ აქვთ“. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა შეწყვეტილიყო ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა.

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლiს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლიდერების საუბარი 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესება “კოლოსალური შეცდომა იქნება” და აშშ-რუსეთის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. თავის მხრივ ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-სა და მისი მოკავშირეების სერიოზული ნაბიჯები მოჰყვება. “პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაიცავენ. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს 3+3 ფორმატში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ

დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა გვეუბნება, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს 3+3 ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „დასავლეთის ზოგი ერთი ქვეყანა არის წინააღმდეგი, რომ საქართველომ მიიღოს მონაწილეობა 3+3 ფორმატში. ისინი გვეუბნებიან ჩვენც, რომ არ მოვახდინოთ ზედმეტი ზეწოლა საქართველოზე, რადგან მას არ სურს ამ ფორმატში მონაწილეობა რუსეთის გამო. ეს არ შეიძლება ზეწოლით მოხდეს. თუმცა ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ამ ფორმატში მონაწილეობისკენ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის რეალური დიალოგი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ამასთან, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული.

მსოფლიოში ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება

მსოფლიოში ახალი შტამის,`„ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, წესების მკაცრი დაცვით გაიმართება. ასე იქნება ნიუ იორკში, სადაც ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან და ღონისძიებაზე მოსახვედრად მათ კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ. ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ლონდონშიც, სადაც მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ბიგ-ბენი ამცნობს. საათის განახლებული მექანიზმი წინასწარ შეამოწმეს, თუმცა ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ. საახალწლო ფოირვერკები და მასობრივი ღონისძიებები აკრძალეს ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, ვარშავასა და რომში. ამასთან, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ წელს გაიმართება ფოიერვერკების შოუ. საახალწლო ღონისძიებები, პანდემიის მიუხედავად, ბრაზილიაშიც გაიმართება. საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ინდოეთში, სადაც ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს და რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ. მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1 მილიონს მიაღწია. აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ინფიცირებულების დღიური რაოდენობა რეკორდულად გაიზრდა.

31 დეკემბერსა და 6 იანვარს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“), N12, N14, N17, N18, N20, N22, N25, N27, N28, N30, N31, N36, N39, N40, N41, N42, N43, N45, N46, N47, N49, N52, N53, N56, N60, N62, N68, N70, N71, N72, N73, N77, N78, N79, N80, N84, N87, N90, N91, N95, N99, N106, N108, N110, N121, N122 (გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრამდე“), N150, N321, N330, N332, N334, N339, N343, N344, N346, N363, N377 და N383. რაც შეეხება 6 იანვარს, შობის ღამეს, მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე მოემსახურება. მოქალაქეები ამ შემთხვევაშიც, უფასოდ იმგზავრებე

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2251 ადამიანი. გუშინ საქართველოში 38802 166 ტესტი ჩატარდა.

კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენთან საუბარში მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, კრემლი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების სრულად გაწყვეტას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც პუტინს უთხრა, რომ უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მასშტაბური სანქციების დაწესებას აპირებს. „ამ განცხადებაზე პუტინის რეაქცია იყო განცხადება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა სრულად გაწყდეს. ზოგადად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებს სერიოზული ზიანი მიადგება“, – განაცხდა უშაკოვმა. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 30 დეკემბერს შედგა. ლიდერებმა უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის საკითხი განიხილეს.