ძებნის რეზულტატი:

„ომიკრონით“ ინფიცირებული 144 ადამიანიდან, 4-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადება აქვს და ჰოსპიტალიზაცია კოვიდის სიმძიმით არ იყო გამოწვეული. „ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“​ ცირკულაცია თანდათანობით იმატებს და დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით სამჯერ მეტია. „144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორში ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ცირკულაცია 144 შემთხვევაზე სამჯერ მეტია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“. „ომიკრონის“ გავრცელების გამო, რიგმა ქვეყნებმა გაიდლაინები განაახლეს. შეცვლის თუ არა რეკომენდაციებს საქართველო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ 2022 წელს პანდემია დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია დამარცხდება 2022 წელს, იმ პირობით, თუ ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ მისი გავრცელების შესაკავებლად. ტედროს გებრეიესუმა საახალწლო განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ვიწრო ნაციონალიზმმა და ვაქცინების შეგროვებამ ძირი გამოუთხარა თანასწორობას და შექმნა იდეალური პირობები „ომიკრონის“ ვარიანტის გასავრცელებლად და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უთანასწორობა, მით უფრო მაღალია ვირუსის განვითარების რისკები. 2022 წლისთვის ჯანმოს მიზანია, ივლისისთვის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 70% იყოს ვაქცინირებული, რათა პანდემია დასრულდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის მარტში გამოაცხადა.

კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა მთლიანად დააზიანა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა დააზიანა. პრეზიდენტი კირილ რამაფოსა ეწვია შემთხვევის ადგილს და მას „საშინელი და დამანგრეველი მოვლენა“ უწოდა. მისი თქმით, შენობის სახანძრო სისტემა არ ფუნქციონირებდა გამართულად. პრეზიდენტმა შეაქო მეხანძრეები და განაცხადა, რომ მათი ჩარევის გარეშე ეროვნული ასამბლეა „ფერფლად“ გადაიქცეოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია 51 წლის კაცი, რომელიც დაკითხვაზე გადაიყვანეს. ცეცხლს ათობით მეხანძრე ებრძოდა. მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო კომპლექსი მთლიანად დაზიანდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძრის სრულად ჩაქრობას შესაძლოა კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდეს შენობაში ხალიჩებისა და ხის იატაკის გამო.

მაკრონის ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ტრიუმფალური თაღიდან ეკროკავშირის დროშა ჩამოხსნა

ევროკავშირის გიგანტური დროშა, რომელიც გამოფენილი იყო პარიზის ტრიუმფალურ თაღზე, ევროკავშირის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, მას შემდეგ მოხსნეს, რაც ფაქტი მემარჯვენე პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს. ულტრამემარჯვენე ლიდერმა მარინ ლე პენმა განაცხადა, საფრანგეთის დროშის „ჩანაცვლება“ ქვეყნის იდენტობაზე თავდასხმაა. მთავრობამ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ დროებითი იყო. საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე იქნება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. ლე პენმა, რომელიც აპრილში საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს, პირობა დადო, რომ საჩივარს შეიტანს სახელმწიფო საბჭოში, საფრანგეთის უმაღლეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საკითხებზე. მან ევროკავშირის დროშის მოხსნას მთავრობაზე ზეწოლის შედეგი უწოდა. ულტრამემარჯვენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ერიკ ზემურმა, რომელიც ასევე იბრძვის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ, მომხდარს „აღმაშფოთებელი“ უწოდა.

ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი. რაც შეეხება რეგიონებს, როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი. ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.

ჯო ბაიდენმა უზარმაზარი მოცულობის სამხედრო ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის $777.7-მილიარდიანი ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა. კანონის კონგრესმა მხარი რამდენიმე კვირის წინ, უმრავლესობით დაუჭირა. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA), და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მოიცავს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ანაზღაურების გაზრდას. რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი, $740 მილიარდის მოცულობით, ტრამპის მმართველობის ბოლო წელს დამტკიცდა.

ისრაელის ჯანდაცვის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ ისრაელი შესაძლოა, ჯოგურ იმუნიტეტამდე მიიყვანოს

ისრაელს შეუძლია, რომ ჯოგურ იმუნიტეტს მიაღწიოს კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ მზარდი ინფექციების ფონზე, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა კვირას, 2 იანვარს მას შემდეგ, რადგან ქვეყანამ Merck & Co-ს (MRK.N)-ს მიერ წარმოებული ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ უკვე დაამტკიცა. „ომიკრონის“ შემთხვევების ტალღამ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. მსოფლიოში ინფექციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, საშუალოდ მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში, 24-დან 30 დეკემბრამდე, თუმცა, სიკვდილიანობა არ გაზრდილა, რაც სპეციალისტებს იმედს აძლევს, რომ ახალი ვარიანტი ნაკლებად იწვევს ლეტალობას. „დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა ახერხებდა „ომიკრონის“ გარკვეულწილად შეკავებას, მაგრამ ინფექციის მაჩვენებლების მატებასთან ერთად, ყოველდღიური შემთხვევები, სავარაუდოდ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს უახლოეს სამ კვირაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჯოგური იმუნიტეტი“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნაჩმან ეშმა. ჯოგური იმუნიტეტი არის ის ეტაპი, როდესაც მოსახლეობა დაცულია ვირუსისგან, ვაქცინაციის გზით, ან დაავადების გადატანით გამომუშავებული ანტისხეულებით. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის 9,4 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტია სრულად ვაქცინირებული - თითქმის ყველა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით, რაც ნიშნავს, რომ მათ ან სამი დოზა გაიკეტეს, ან ახლახან აიცრნენ მეორე დოზით. მაგრამ ასიათასობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი მესამე დოზით. ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია

NCDC: სასურველია, სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. NCDC სადღესასწაულო დღეებში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს. „ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად წელს, როგორც არასდროს საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. როდესაც ქვეყანაში COVID19-ის შემთხვევების რაოდენობა და ახალი შტამი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია დავიცვათ ყველა ის რჩევა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიზიარებენ: მობილობა ზრდის COVID19-ით ინფიცირების და გავრცელების რისკს. შესაბამისად, სასურველია სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად შეამციროთ გადაადგილება და სოციალური აქტივობა. სადღესასწაულო უქმეების დროს მოერიდეთ ფართომასშტაბიან სოციალურ ღონისძიებებს. ერთმანეთთან დაიცავით სულ მცირე 1 მეტრის დისტანცია. ატარეთ პირბადე და დაიცავით ხელის ჰიგიენა. შეამცირეთ დახურულ შენობაში გატარებული დრო და ხშირად გაანიავეთ საერთო სივრცე. არ გადადოთ ვაქცინაცია. ორჯერ აცრის შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბუსტერ დოზის აუცილებლობა“, - ნათქვამია NCDC-ის რეკომენდაციაში.

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ეჭვმიტანილი 50 წლამდე კაცია. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პატრიცია დე ლილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირი პარლამენტის შენობაში დააკავეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შემთხვევა კვირას მოხდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა პარლამენტის სახურავი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კეიპტაუნში ძლიერმა ხანძარმა პარლამენტის შენობა მთლიანად დააზიანა

ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს

"რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს", – თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ პსაკის განცხადებით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ისა და რუსეთს შორის ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით დაიწყება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენს გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

სუდანის პრემიერ-მინისტრმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა

სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა მასობრივი პროტესტის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. 25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გადატრიალების დროს აბდალა ჰამდოკი დროებით დააკავეს. ქვეყნის სამხედრო უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა, ნოემბერში ჰამდოკი პოზიციაზე აღადგინა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების ნაწილი. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის - 5.50% ხოლო 7 დღის - 5.77%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 789 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 902 948. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 942 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 039, აჭარაში - 487, იმერეთში - 822. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 137 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 543, აჭარაში - 118, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 ადამიანი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 34, იმერეთში - 29 833 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 537 - თბილისში, 199 - აჭარაში. 16 388 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 45, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 087 ადამიანი.

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაო ყველა მიმართულებით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. მათივე ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს. „ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დაწესებული რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე: ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებულებისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ 60 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებისა და სამედიცინო პერსონალისთვის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის კაცს ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელი: მუტაცია, რომელიც COVID19-მა განიცადა, კარგია, მაგრამ დასკვნის გაკეთება ნაადრევია

"ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა, კარგია, მაგრამ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია",- ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა. პაატა ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალ შტამზე „ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის საშიში და მარტივად მიმდინარეობს. „დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის იმდენად საშიში, უფრო მეტს გაუძლო ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ ამასაც გავუძლებთ. გავრცელებადია ეს შტამი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ქვეყანამ უფრო მეტ პანდემიას გაუძლო. ჩვენ ამის შიში არ უნდა გვქონდეს. რა მოხდება მომავალში რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა კარგია, მაგრამ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა. ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული .

საქსტატი: 2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა

2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ამასთან, ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანს COVID19 დაუდასტურდა

ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს. სამინისტროს ვებსაიტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოსტინი წერს, რომ ვირუსის ნიშნები სახლში, შვებულების დროს გამოუვლინდა. თავდაცვის მინისტრის თანახმად, მსუბუქი სიმპტომები აქვს და ექიმის მითითებებს ასრულებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. უწყებაში წოწკოლაურის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობენ. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკატერინე ტიკარაძემ გასული წლის დეკემბერში დატოვა.