ანალიტიკა

თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა

რამდენად მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და გაუმკლავდეს „თალიბანს“, ეს საკითხი ექსპერტების განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე წარიმართა. ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან აცხადებს, რომ იდეალური მზადყოფნისგან შორსაა ის მდგომარეობა, რაც დღეს ავღანეთშია, მაგრამ ოდესღაც ქვეყანამ საკუთას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „ამდენი წლის განმავლობაში, მეკავშირეებმა, ვგულისხმობ როგორც NATO-ს, ასევე ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებს, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ავღანეთს საკუთარი უსაფრთხოება თავად ემართა. როდესაც ISAF-ის მისია დასრულდა და აქტიური მხარდაჭერის მისიაში გადავიდა, ამის არსი ზუსტად ის იყო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავად ავღანურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. ამისთვის საკმაოდ აქტიური წვრთნებიც ჩატარდა და დიდი რესურსიც დაიხარჯა. რამდენად სწორად გამოიყენებს ამას ავღანეთი, ეს სერიოზული გამოწვევაა მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, ისევე როგორც, ჩვენთვის, ყველასთვის, რადგან ნამდვილად არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. თავის მხრივ, პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორს კორნელი კაკაჩიას ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებში, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს, ეჭვი ეპარება. ექსპერტს ამის თქმის საფუძველს გავრცელებული ცნობები აძლევს. „გავრცელებული ცნობები ეჭვქვეშ აყენებს ავღანეთის მთავრობის შესაძლებლობებს, რომ ის „თალიბანის“ შეტევებისგან თავს დაიცავს. „თალიბანი“ უკვე აკონტროლებს ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ტაჯიკეთის საზღვარს და როგორც ექსპერტები ამბობენ, სამთავრობო ჯარების მდგრადობაც არ არის მაღალი. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ყრიან იარაღს და „თალიბანის“ მხარეს გადადიან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და მივიღოთ ის ვითარება, რაც იყო 20 წლის წინ, როდესაც „თალიბანი“ მართავდა ქვეყანას. უამრავი შეკითხვა ისმის, რა მიზანი ჰქონდა მისიას. მიზანი გასაგებია აშშ-სთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის, რომ „ალ-ქაიდა“ არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანას შეღავათი არ ექნება, თუ იგივე რეჟიმი დაბრუნდა და ასეთ შემთხვევაში არ ვიცით, როგორი ურთიერთობა ექნება მას ისლამურ სამყაროსთან, მეზობლებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ეს სერიოზული გამოწვევაა. გუშინწინ, მოსკოვში ჩავიდნენ „თალიბანის“ ლიდერები და განაცხადეს: „ჩვენი რეჟიმის მოსვლა საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთოებას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის“. ასე ამბობენ, მაგრამ რეალურად რა იქნება, ეს არის საინტერესო“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან. ხომ არ გაიზრდება რუსული გავლენები ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ესპერტები თანხმდებიან, რომ ეს გავლენა ისედაც მაღალია, თუმცა რუსეთი ამ გავლენის გაფართოებას შეეცდება. თენგიზ ფხალაძე: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობა ევრაზიული კავშირის წევრია, აქ უფრო სხვა საფრთხეა, იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთი სათანადოდ ვერ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაზეც ვსაუბრობდით, ამან შეიძლება, სხვა ტიპის პრობლემები შექმნას, უპირველეს ყოვლისა, საუბარი მაქვს ტერორიზმის და ექსტრემიზმის გადმოდინებაზე და ეს არის სერიოზული საზრუნავი. რუსეთის გავლენები საკმაოდ დიდია ცენტრალურ აზიაში, ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გაზარდოს და გააფართოოს. მაგრამ მთავარი პრობლემა, რაც ავღანეთიდან შეიძლება, წამოვიდეს, ისაა, რომ თუ ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდება უსაფრთხოების გამოწვევებს, ამან შეიძლება გადმოდინება გამოიწვიოს რეგიონის სხვა ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, ამაზე მუშაობდა NATO-ც და ავღანეთის ხელისუფლებაც. აქ ყველაზე მთავარი, რაც ყველა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ პარტნიორები შეიძლება დაგეხმარონ შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პროცესის მართვა უნდა იყოს შენს ხელში. ამისთვის უნდა იყოს სახელმწიფო მზად. ეს არის ავღანეთის სახელმწიფოს დღევანდელი გამოცდა და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ის ამ გამოცდის ჩაბარებას. კორნელი კაკაჩია: ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსეთის გავლენა ისედაც დიდია, განსაკუთრებით ტაჯიკეთზე და ტაჯიკეთი ვერც და არც ახერხებდა, გაეკონტროლებინა საზღვარი და ამიტომაც იყო იქ რუსეთის ნაწილი. ახლა საუბარია დამატებით ძალებზე, რაც ბუნებრივია, გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რადგან თუ რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე რეალური გახდა, შეიძლება, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ავღანეთს ესაზღვრებიან, რუსეთს მიმართონ, რადგან უზბეკეთშიც იყო რადიკალური ელემენტები, რომლებიც უზბეკეთს 10-15 წლის წინ უქმნიდნენ პრობლემებს და რომლებიც ავღანეთში NATO-ს ეგიდით მისიის პირობებში განეიტრალებულები იყვნენ. ახლა კი, თუ კავშირები აღადგინეს „თალიბანთან“, რომელიც მათი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, ამან შესაძლოა, გარკვეული დესტაბილიზაციის ელემენტი შემოიტანოს რეგიონში, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას და რუსეთისგან ითხოვონ დახმარება. როგორ აისახება შექმნილი ვითარება ჩვენს რეგიონზე, მით უფრო, რომ ჩვენი სატრანზიტო დერეფნები მიბმულია ცენტრალურ აზიიდან მომავალ ტვირთზე, ექსპერტები რიგ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ავღანეთში მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე მიუთითებენ. თენგიზ ფხალაძე: ავღანეთი ჩართულია ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ პროექტში, რომელსაც ჰქვია „ლაპის ლაზული“ და რომელიც სწორედ ავღანეთიდან იწყება. თავისთავად ცხადია, რომ ამ პროექტის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ხელისუფლება იქნება ავღანეთში. თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ქვეყანა, მაშინ „ლაპის ლაზულზე“ ლაპარაკი წარმოუდგენელი იქნება. ავღანეთის მომავალი დაკავშირებულია ამ პროექტების განვითარებასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერზე აისახება. ამიტომ ვამბობ, ეს არის გამოწვევა როგორც ავღანეთისათვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ, როდესაც ვსაუბროთ ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც ჩვენთან გადის, ამის შემადგენელია ის პროექტები, რომლებშიც ავღანეთი მონაწილეობს და თუ ის იქნება იმ ტიპის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, თავისთავად ცხადია, რომ ეს ამ დერეფნის მიზიდულობას და შესაძლებლობებს გაზრდის, მაგრამ ამისთვის თავად ავღანეთში უნდა იყოს დაცული მშვიდობა, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა ვითარდებოდეს, როგორც ნორმალური სახელმწიფო. თავისთავად ცხადია, თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ „თალიბანთან“, ტერორისტულ თუ ნახევრად ტერორისტულ რეჟიმთან არავინ დაიწყებს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. (ინფორმაციისთვის: საქართველომ „ლაპის ლაზულის“ სატრანზიტო დერეფნის შეთანხმებას 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. მაშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, კერძოდ, ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგებას) „ლაპის ლაზულის“ პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი 2018 წლის დეკემბერში გადმოკვეთა კორნელი კაკაჩია: ჩვენს რეგიონზე საუბარი რთულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არც რუსეთისთვის არის კარგი იმიტომ, რომ თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში და რადიკალური პოლიტიკის გატარება დაიწყო, ამან შესაძლოა, გამოაცოცხლოს რადიკალური ელემენტები ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს არის გარკვეული გამოწვევა რუსეთისთვის. თუ „თალიბანი“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ და გარკვეული კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოხდეს ინფორმაციის გაზიარება, რადგან მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება ნარკოტრაფიკის საშიშროებას. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა, თუნდაც ინტერპოლის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით. ასევე მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა, რომლებიც ასევე იგივე გამოწვევის წინაშე არიან. ცნობისთვის, აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ავღანეთში, ოსტინ მილერმა თანამდებობა დატოვა. ქაბულში, მისი გაცილების ცერემონიალიც გაიმართა. მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით აშშ ავღანეთში 20-წლიანი ომის დასასრულს მიუახლოვდა. ეს ფაქტი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე“ მოხდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას შეცდომად მიიჩნევს. მანამდე მან Fox News-ს განუცხადა, რომ ამის გაკეთება აუცილებელი არ არის და „ღრმად შეშფოთებულია“, რადგან რეგიონში აშშ-ის ყოფნის გარეშე ვაკუუმი შეიქმნება. გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთი საკითხია ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, თუმცა შესაძლო შედეგებისგან თავი შორს არ უნდა დავიჭიროთ. „ეს რთული გადაწყვეტილებაა, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. გადაუჭრელ პრობლემას (Wicked Problem). პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს ავღანეთი და მე ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა უნდა ფოკუსირდეს ორ უზარმაზარ შესაძლო შედეგზე: პირველი, ავღანეთის მთავრობის პოტენციური კოლაფსი და თალიბანის მიერ ავღანეთის კონტროლი, ცივი ომის შესაძლო განახლებით“, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა. ის ასევე ხედავს საფრთხეს ტერორისტული დაჯგუფებების შესაძლო გააქტიურების, განსაკუთრებით კი, ალ-ქაიდას და „ისლამურ სახელმწიფოს“ (დაეში) გამოყოფს. კლინტონის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ბუშის ადმინისტაციაც ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას, ისაა, რომ „თალიბანს“ არასდროს ჰქონია სურვილი, თავისი თავი „ალ-ქაიდასგან“ განცალკევებულად წარმოედგინა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ მშვიდობის უზრუნველყოფა, რადგან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ამასთან, ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რის გაკეთებას აპირებენ და რა ტიპის სახელმწიფოდ სურთ ჩამოყალიბება. ამავე თემაზე: საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ Reuters-ი: ქაბულის აეროპორტში ჯარის დატოვებასთან დაკავშირებით, თალიბანი თურქეთს აფრთხილებს

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

Europetime-ს ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. „რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად. ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ. მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში მათი ევროკავშირის ამბიციური მიზნები სერიოზულად იყოს განხილული. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან. მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

როგორ აღიქვა ევროპამ მიმდინარე კვირის მოვლენები თბილისში

„მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის“, - განაცხადა რეგიონული ტურნეს ფარგლებში თბილისში ვიზიტისას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ. განახლებული საინვესტიციო გეგმის მიზანია, სამეზობლო ქვეყნების ეკონომიკური დახმარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება; საქართველოს დახმარება უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ. ოლივერ ვარჰეი: ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა „ევროკომისარი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის საინვესტიციო განახლებული გეგმით ჩამოვიდა, თუმცა მას დაძაბული ვითარება დახვდა ქვეყანაში და როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, ამისთვის ევროკომისარი მომზადებული ვერ იქნებოდა, თუმცა მის ტონალობაში უკმაყოფილება იგრძნობოდა. „ეს იყო დიდი ხნის წინ დაგეგმილი ტური იყო, მანამდე კი ქვეყნებთან კონსულტაციები გაიმართა, რადგან არ შეიძლება, ევროკავშირმა 3 მლრდ-ზე მეტი გრანტების თუ ფინანსური დახარების სახით, დახარჯოს, თუ ეს კონსულტაცია არ გაიარა იმ ქვეყნებთან, ვისთვისაც გაკუთვნილია ეს პაკეტი. ამასთანავე, თუ არ მიიღო დაპირებები ამ ქვეყნენისგან, თუ რომელ სფეროზე მიმართავენ ფინანსებს და რა პრიორიტეტები ექნებათ. ამის შეთანხმება არა ევროკომისიის დონეზე, არამედ უფრო დაბალ დონეზე ხდება, მაგრამ ამას პოლიტიკური სახე მიეცემა, ეს უკვე გავს პოლიტიკურ ვალდებულებებს, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის ამ დონის მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერთან შეათანხმებენ გეგმას. საქართველოს ეს გეგმა თავისთავად მიღებული აქვს და პრიორიტეტებიც გაწერილია. არსებობს 5 საფლაგმანო ინიციატივა, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა შავი ზღვის ქვეშ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირება ევროპასთან, მათ შორის შავი ზღვის გავლით და შავი ზღვის რეგიონის გამოყენებით. ასევე, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ევროკავშირი დახარჯავს ფულს, რომ თბილისში ჰაერი გაუმჯობესდეს. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაიხარჯება თანხები“. თბილისში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტის დროს, პარლამენტთან, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშა ხელახლა აღმართეს. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ დროდადრო შეიძლება გამოჩნდეს პრობლემები როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური უმცირესობების მიმართაც. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“. ოლივერ ვარჰეი: ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო „არ გაგვიკვირდეს, რომ ახლა არ არის ძალიან დიდი შეტევა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე, რადგან ისინი ამას ფართო კონტექსტში აფასებენ. შეგუებულები არიან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატია მარტივად ვერ განვითარდება. იქნება ხან ჩავარდნები და ხან აღმასვლა, ზოგი მიმართულებით - პროგრესი, ზოგი მიმართულებით - რეგრესი იქნება. ევროკომისარი ასეთი ვითარებისთვის მზად არ იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსი უნდა იყოს - როდესაც ევროკომისარი ჩამოდის, ის მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას არ ახმოვანებს, პირველ რიგში, უნდა იყოს ევროკომისიის აზრი და მეორეც, არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია. საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსკლუზიური კომპეტენცია და მათ ვერც მოასწრეს რეაგირება, საელჩოების დონეზე მოხდა, მაგრამ არა მინისტრების დონეზე. ამიტომ, ევროკომისარიც დეტალურ პოზიციას ვერ გააჟღერებდა. თუმცა ჩანდა ტონალობა და მისი დამოკიდებულება, რომ ის იყო „ცუდად გაკვირვებული“ ამ მძიმე სიტუაციით, რომელიც დახვდა საქართველოში“. ექსპერტი ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და იქ გამოთქმულ კრიტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შეგვეძლო ბევრი მიმართულებით გვეჩვენებინა პროგრესი, თუმცა რეგრესი ვაჩვენეთ. „მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გვეთვლებოდა პლუსად და ახლა გამოდის, რომ ამ კანონს თავად არ ვასრულებთ. მთავრობა ვერ იცავს დისკრიმინაციისგან სხვადასხვა ჯგუფს. დროდადრო შეიძლება, გამოჩნდეს რელიგიური უმცირესობების მიმართ პრობლემებიც; რომ მთავრობა ვერ არის ეფექტური მათი უფლებების დასაცავად, ასევე შეიძლება, ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოჩნდეს პრობლემები, რომლებიც არ არის გადაჭრილი და ასე შემდეგ. რადიკალიზმი იზრდება ქვეყანაში და ამას ყოველთვის მოჰყვება უმცირესობების დისკრიმინაცია. ასე აღიქვამს ევროპაც ამას“. ცნობისთვის, 6 ივლისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს დიალოგის რიგით მე-14 შეხვედრა. ევროკავშირის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაზე კონსტრუქციული დიალოგი შედგა. დიალოგის პროცესს ქართული მხრიდან უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელი რიჩარდ ტიბელსი. ამ დიალოგს წინ უძღოდა თბილისის ცენტრში ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად დაგმეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებების ეფექტიანი დაცვა ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ევროკავშირმა და საქართველომ ასევე განიხილეს უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების მდგომარეობა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესები საქართველოში. ევროკავშირმა ყველას შეახსენა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და მოუწოდა საქართველოს, გაზარდოს ძალისხმევა, რათა დასრულდეს დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის გენდერული და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, და ასევე ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტი პირების, დაცვისა და უკეთესი ინტეგრაციისკენ მოუწოდა. „ძალადობა რომ არაფერს შობს“, ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმაც განაცხადა, რომელიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა საქართველოს და შეხვედრებიც 7 ივლისს დაიწყო თბილისში. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და „პოლიციის უმოქმედობა“ 6 ივლისს მდუმარე აქციით პარლამენტის წინ. ოლივერ ვარჰეი: ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი - ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას

ჯეიმს აპატურაი: თბილისში მომხდარი ძალადობრივი ქმედებები ძალიან დასანანია და უკან დახევაა საქართველოსთვის

Europetime-მა თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში, ძალადობას გმობს და აღნიშნავს, რომ ეს NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. „მკაცრად ვგმობ ძალადობას, რომელიც ამ კვირაში მოხდა და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა NATO-ს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის შეკრების უფლებას, უმცირესობების უფლებებს და მედიის პატივისცემას. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობ საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესისთვის. ეს მოვლენები ძალიან დასანანია, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და უკუსვლაა საქართველოსთვის“, - აღნიშნავს აპატურაი. Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

Europetime-მა უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ჩაწერა, რომლებიც თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

უცხოელი დიპლომატები და ანალიტიკოსები თბილისის ცენტრში გუშინ განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებენ. საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საჭიროებას. მან 2013 წლის 17 მაისი, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია და ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაკავება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ძირს უთხრის მთავრობის პრეტენზიას, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. „შეკრების, სიტყვისა და პრესის თავისუფლებები ყველა მოქალაქისათვის აუცილებელ დემოკრატიის საფუძვლებს შორისაა. თავის განცხადებებსა და მოქმედებებში, მთავრობამ არაერთხელ აჩვენა, რომ თუ ლგბტქ საზოგადოება და ნებისმიერი მოკავშირე, ვინც ამ უფლებებს გამოიყენებს, ამას რისკის ფასად გააკეთებს. ახლა კი როგორც ჩანს, ეს მათაც ეხებათ, ვისაც ამ უფლებების უზრუნველყოფაზე დაკვირვების უფლებაც აქვს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა პოლ გობლმა Europetime-თან ინტერვიუში მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. „სამწუხაროდ, ეს ისეთი რამ არის, რაც დასავლეთში ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება. ქართველი მაღალჩინოსნები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ საქართველო დასავლეთის ალიანსებში ინტეგრაციას აპირებს“, - აღნიშნავს გობლი. ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, ისაა, დარწმუნოს საზოგადოება, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება დაცულია და ასეთი ქმედებებისთვის სჯიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღეს იყო ძალიან ნეგატიური მომენტი ქართული საზოგადოებისთვის, არამხოლოდ დანაშაულის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, დემოკრატიის დაზარალების კუთხით, რაც გამოიხატება გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაში. მისი თქმით, დროა, საქართველოში ამაზე უარი თქვან. მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ თუ მსგავსმა ქმედებებმა ფართო ხასიათი შეიძინა, რთული წარმოსადგენია, საქართველომ რაიმე პროგრესს მიაღწიოს ალიანსში წევრობის თვალსაზრისით. „აღშფოთებული ვარ ჟურნალისტებსა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის დაცვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. მე კარგად ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ვიცი, როგორი კონსერვატორები არიან, განსაკუთრებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. შეძრული ვიყავი იმ კადრებით, სადაც სავარაუდოდ ჩანს, სასულიერო პირების (ვიმედოვნებ, რომ სიმართლე არ არის) ქმედებები ჟურნალისტების მიმართ“, - აღნიშნა მეთიუ ბრიზამ. სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურ ლიდერებსა და სამართალდამცველებს ვახსენებთ, მათი პასუხისმგებლობის საკითხია, დაიცვან ისინი, ვინც კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობს

ევროკავშირის მხრიდან რეგიონს კონკრეტული სტრატეგია სჭირდება - ექსპერტის ხედვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა 26 ივნისს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. მანამდე ასევე რეგიონული ტურნე ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედ მოადგილეს, ფილიპ რიკერს. საქართველოში მისი სტუმრობისას, სტრატეგიული პარტნიორისგან თბილისმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიატორის როლისთვის მადლობა დაიმსახურა. ასევე მიმდინარე თვეს ეწვივნენ საქართველოს ამერიკელი სენატორები, რომლის დროსაც დაფიქსირდა, რომ საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. კონგრესის დელეგაცია მანამდე ჩავიდა უკრაინაში, და ლიეტუვაში, რომლის პრეზიდენტი მიმდინარე თვეს ასევე ვიზიტით იყო საქართველოში. უფრო ადრე, ვიდრე ზემოთ აღნიშნული ვიზიტები შედგებოდა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჩასვლა ასე შეაჯამა: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ „სამხრეთ კავკასიის ქვეყნები სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგანან. ერთი იდენტური ფენომენით - რუსეთის გავლენა რეგიონში იზრდება. რუსეთს სომხეთში დამატებითი ძალები ნებაყოფლობით შეჰყავს. ეს საშინელებაა, რადგან 1940-იან წლებს მაგონებს ლიეტუვაში. აზერბაიჯანს 44-დღიანი ომის შემდეგ საკუთარ ტერიტორიაზე „მშვიდობისმყოფელები“ ჰყავს. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არ არის, რუსეთის გავლენა იზრდება. საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ამაგრებს და ახალ ბაზებს აშენებს. მთლიან რეგიონს თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, რუსეთი ყველგან ქმნის „კალინინგრადს", მკაცრად მილიტარიზებულ ანკლავებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შემდგომ სამხედრო ჩარევას ან თუნდაც მუდმივ პოლიტიკურ გამოწვევებს. სამივე ქვეყანაში ექსპერტები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ გეოპოლიტიკური არეალიდან აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიას ქვეყნებს მეტი ევროპა სჭირდებათ. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, ნადირობა – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 10 წლის წინ. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს“, - გაბრიელიუს ლანდსბერგისის ამ განცხადებიდან დაახლოეობით ორი თვის შემდეგ, თბილისში, ლიეტუველ და რუმინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ“. კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოშია პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, საქართველო რეგიონული მასშტაბით, გარკვეულწილად იზოლაციაში მოექცა იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარა ორმა დიდმა სახელმწიფომ, არალიბერალურმა დემოკრატიებმა, თურქეთმა და რუსეთმა: „შესაბამისად, დასავლეთის როლი, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის აბსოლუტურად ნულის ტოლფასი იყო, არც კი ჩარეულან პროცესებში. მათი ინტერესი საერთოდ არ ჩანდა, რამაც გამოიწვია საქართველოს გაუცხოება იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორები ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან. ამიტომ, თურქეთის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველომ უარით უპასუხა, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საქართველომ უარი თქვა ამ ფორმატზე, ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს დასავლური აქტორების, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობას, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, საქართველო იზოლაციაში ექცეოდა რეგიონულ კონტექსტში და ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილის, ფილიპ რიკერის ვიზიტიც, რომელიც შეერთებული შტატების მხარდაჭერას გამოხატავდა, ასევე ლიეტუვის პრეზიდენტის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და ზოგადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შესრულებული როლი კრიზისის დროს, რითაც ევროკავშირმა სიგნალი მისცა ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთ, მათ შორის რუსეთსაც, რომ საქართველო მისი ინტერესების სფეროში შედის და ამ კრიზისის გადაწყვეტაში რუსეთი კი არ ჩარეულა, არამედ ევროკავშირი ცდილობს მოგვარებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, თუმცა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამით უნდა ვიყოთ კმაყოფილი. სამწუხაროდ, ეს არ არის ჯერჯერობით რაიმე სტრატეგიის მანიშნებელი, ეს არის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე რეგიონში და არა კონკრეტული ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს მიმართ, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ „ჩვენ, რეგიონს სხვა აქტორებს“ არ დავუთმობთ, პოლიტოლოგი განცხადების დონეზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მხარდაჭერად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამას სჭირდება კონკრეტული სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან და მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომელიც ჯერ არ ჩანს. „ახლა მიმდინარეობს ალბათ უფრო „გადახარშვის“ პროცესი, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში არის კიდევ სხვა ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკის გატარებას და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გერმანიაში მოახლოებული არჩევნები და ასევე, საფრანგეთის არჩევნები, რომელმაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რადგან ამ ორ დიდ სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული კონტურები მისცეს ამ პოლიტიკას, მათ შორის ჩვენი რეგიონისკენაც. უნდა დაველოდოთ, რა ძალები გაიმარჯვებენ და ამის მიხედვით ველოდოთ, რამდენად რეალისტურია ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება რეგიონისადმი და განაგრძობს თუ არა ევროკავშირი რუსეთის სანქცირების პოლიტიკას, თუ გაიმარჯვებენ „დიდი პოლიტიკის“ მომხრეები, რომლებმაც შესაძლოა, აღარ გააგრძელონ რუსეთის სანქციების პოლიტიკა, რადგან ეს ასევე გავლენას ახდენს ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებზე, რომლებსაც თავიანთი პროდუქცია ვერ გააქვთ რუსულ ბაზარზე“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები ამ პროცესების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ გახდა, ცნობილი, რომ ბელარუსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივას ტოვებს, ფორმატს, რომელიც წარმოადგენს ერთობლივ პოლიტიკურ ინიციატივას და მისი მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის, ახლა უკვე ბელარუსის გარეშე, ესენი არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი ბელარუს ხალხთან კავშირების გაძლიერებას გააგრძელებს კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატსაც ახალი მიდგომა სჭირდება. საამისოდ კი კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. „აღსანიშნავია, რომ ახლა ჩამოყალიბდა „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატი და რამდენიმე დღის წინ ბელარუსმა განაცხადა, რომ გადის ამ ფორმატიდან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ახალი მიდგომა სჭირდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატს და ამ სამი ქვეყნისადმი მხარდაჭერას, საამისოდ კონკრეტული სტრატეგია უნდა ჩამოყალიბდეს იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - მიიჩნევს პოლიტილოგი. ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა მისი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატის დატოვების გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ბელარუსის რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და თვითონაც ამისკენ მიდის და ხელს უწყობს. ამასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ბელარუსი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, რაც შეიძლება, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს, რადგან რუსეთს ყოველთვის სურდა, სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში შეეერთებინა ბელარუსი: „რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლუკაშენკო წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ახლა როგორ წავა ეს პროცესი, ჯერ უცნობია, რადგან ლუკაშენკოსაც არ აქვს ქვეყნის შიგნით ლეგიტიმურობა და რამდენად მოახერხებს, გაუძლოს რუსეთის ზეწოლას, როცა საერთაშორისო იზოლაციაშია, ჯერ კიდევ საკითხავია. ბელარუსი მანამდეც ფორმალურად იყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატში და მისი გასვლა გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერდა ოპოზიციურ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ამ კუთხით შეიზღუდა ევროკავშირის პოლიტიკა. ესეც ალბათ დროებითია, რადგან ბელარუსსაც სჭირდება ბალანსირება, რომ პირდაპირ „რუსეთს არ ჩაუვარდეს ხახაში“. დროთა განმავლობაში დარეგულირებას უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ზუსტად რეჟიმის ცვლილების შემდეგ მოხდება თუ მანამდე, ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ბელარუსს სჭირდება მეორე საპირწონე, რომ რუსეთთან საკუთარი საგარეო პოლიტიკა დააბალანსოს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება ექსკლუზივი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს ფილიპ რიკერის ვიზიტი აშშ-ის გზავნილის გაგრძელებაა, რომ ამერიკა კვლავ ყურადღებას აქცევს საქართველოს და კავკასიას - კორნელი კაკაჩია საქართველო ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში - სენატორების გზავნილი და მორიგი მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-დან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს

საქართველო-NATO ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ავღანეთში 17-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ? საექსპერტო წრეებში ეს შეკითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში დაასრულა და სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა. რიგი პოლიტოლოგები საქართველოს მხრიდან ახალ ინიციატივას ელიან და მიუთითებენ იმის საჭიროებაზე, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან. დავით ზალკალიანი: საქართველოს თავდაცვის ძალებმა წარმატებით დაასრულეს 17-წლიანი სამსახური ავღანეთში გუშინ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება. როგორია ალიანსის პოზიცია. NATO-ს აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს, და ალიანსი მზადაა, საქართველო NATO-ს მისიებში იყოს წარმოდგენილი, აცხადებს ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და აღნიშნავს, რომ საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. „ავღანეთის მისია, რომელიც ახლა დასასრულს უახლოვდება, ცხადია იყო ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც საქართველომ გვაჩვენა, რომ მას უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამავე დროს საქართველომ გააუმჯობესა შეიარაღებული ძალებისა და მათი თავსებადობა NATO-ს ძალებთან. ვეძებთ გზებს, რომ ეს კომპონენტი არ დავკარგოთ. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ ჩართულობას, რომელიც ამას თან მოსდევს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედ ოპერაციებსა და ასევე, აფრიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში შეტანილი წვლილი დაფასებულია. „ამან დიდი სარგებელი მოუტანა საერთაშორისო უსაფრთხოებას და NATO-ს. ვიცი, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ერთმანეთს იცნობს. ამიტომ, ამ მისიებში გაღებული მსხვერპლი ძალიან მტკივნეულია მთელი საქართველოსთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ამისთვის. ავღანეთის მისია სრულდება, მაგრამ NATO-ს აქვს ბევრი შესაძლებლობა, შეინარჩუნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობა. საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი. ჩვენ ერთად ვატარებთ ყოველწლიურ წვრთნებს, ასევე გაგვაჩნია ტექნიკური სტრუქტურები, რათა ერთად მუშაობა კვლავ შევძლოთ, თუმცა ოპერაციების მონაწილეობით კონტრიბუცია და თანამშრომლობა ყველაზე მეტად დასაფასებელია. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ კვლევას, თუ რა შესაძლებლობები არის ღია საქართველოსთვის. მაგალითად, ჩვენი ოპერაცია გაფართოვდა ერაყში, რომლის ფარგლებშიც ერაყელებს გავწვრთნით, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სუვერენულია. საქართველო თავად გადაწყვეტს, რისი გაკეთება სურს. NATO აფასებს საქართველოს როგორც პარტნიორს და ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ საქართველო ჩვენს მისიებში იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ, რომელიც ამ რანგში საქართველის ბოლოჯერ სტუმრობს. ის შეხვედრებს თბილისში ხვალ გამართავს და ბრიუსელში დაბრუნების შემდგე მუშაობას განაგრძობს ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილედ უფსართხოების მიმართულებით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და NATO-ს გადაწყვეტილება ავღანეთის თითქმის 20-წლიანი მისიის დასრულების შესახებ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით გამოწვევებს აჩენს, აქედან გამომდინარე კი ჩნდება ახალი გზების ძიების საჭიროებები როგორც სამხედრო წინსვლის, ისე გაწევრიანების პოლიტიკური კომპონენტის გაძლიერებისთვის. კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა საქართველოს დიდ პოლიტიკურ ქულებს სძენდა, ამიტომ საჭიროა, ეს მომენტი არ დაიკარგოს და შევინარჩუნოთ მაღალი დონის კონტაქტები. Euriopetime-თან ინტერვიუში ექსპერტი საქართველოს მხრიდან გააქტიურების აუცილებლობასა და ინიციატივების წამოჭრის საჭიროებაზე მიუთითებს. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს „საჭიროა, რაღაც ახლის შეთავაზება, რომ საქართველომ იპოვოს საკუთარი ადგილი NATO-ს სხვადასხვა ოპერაციაში და შეინარჩუნოს მაღალი დონის კავშირები NATO-ს სამხედრო ძალებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გააქტიურდეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და NATO-ს შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა, აიღეს თავის თავზე ავღანური ჯარის ტრენინგი“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია და აქვე თურქეთის მაგალითი მოჰყავს. „ასეთი სურვილი თურქეთმა დააფიქსირა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველომაც გამოიჩინოს ინიციატივა ამ კუთხით. ან რეგიონული მასშტაბით წარმოადგინოს ინიციატივა, იმის საკომპენსაციოდ, რომ არ გაქარწყლდეს ის კონტაქტები, რომლებიც წლების განმავლობაში გვქონდა და გარკვეული დივიდენდები მოჰქონდა ჩვენს ურთიერთობებში NATO-სთან“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველოს, შესაძლოა, სწორედ თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცდილების გათვალისწინებით ჰქონდეს შესაძლებლობა, ავღანეთის კონტექსტში საკუთარი წვლილის შეტანა კვლავ აქტიურად განაგრძოს. საქართველოს თავდაცვის ძალებმა 17-წლიანი სამსახური ავღანეთში წარმატებით დაასრულა. ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი 28 ივნისს დაბრუნდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. საქართველო NATO-ს არაწევრებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო. ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა. 2021 წლის აპრილში, აშშ-მა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი აშშ-მა პირველ მაისს დაიწყო და როგორ თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სექტემბრამდე დასრულდება.

ნატალია ვუტოვა: მნიშვნელოვანია, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში რაც შეიძლება სწრაფად მოვიდეს

საარჩევნო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო Europetime-თან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ნატალია ვუტოვა საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში. Europetime ნატალია ვუტოვასთან ინტერვიუს გთავაზობთ. _ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოს მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ? მაგალითად, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ბოლო ანგარიშში ზოგადად აღნიშნა, რომ დემოკრატია გასაჭირშია. ნება მომეცით ამ შეკითხვის ბოლოდან დავიწყო. დემოკრატია მართლაც გასაჭირშია, მაგრამ ეს გლობალური მოვლენაა. საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, ქართული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთოდ, ხალხთან ერთად ვდგავართ ამ გამოწვევების დასაძლევად. როცა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, კომპრომისები შესაძლებელია და დემოკრატიის გამოწვევების გადალახვა მიღწევადი. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში გამოიხატა. (საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“) 2014 წელს. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ციხეებში, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ქვეყანამ ასევე შეამცირა ციხეებში პატიმართა მაღალი რიცხვი. ამასთან, ამ მიმართულებით შემდგომი სამუშაოს ჩატარება კიდევ საჭიროა. 2015 წელს, ქვეყანამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია სისხლის სამართლის სისტემასთან და აწესებს უფრო მაღალ სტანდარტებს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვანთათვის. ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წელს ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება და 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, ასევე, საქართველოში ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეფორმა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ორი მიმართულებაა, რომლებსაც დემოკრატიის საფუძველი ემყარება - საარჩევნო და სასამართლო სისტემები. საარჩევნო რეფორმა არის სფერო, სადაც რეფორმა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. გასულ წელს, საკონსტიტუციო რეფორმამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების წილი და საარჩევნო ბარიერი 1% -მდე შეამცირა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. _ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. რა პროგრესსა და ნაკლოვანებებზე შეიძლება ვისაუბროთ ამ და სხვა რიგ დოკუმენტებზე დაყრდნობით და როგორ უყურებთ საქართველოს მიერ ამ კუთხით შესრულებულ რეკომედაციებს? მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR–მა ახალი წინადადებები შეიმუშავეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაითვალისწინოს შემდგომი რეკომენდაციები. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს, მართლაც, ვენეციის კომისიამ რამდენჯერმე განიხილა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ამ პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები შევიდა. ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წესების დადგენა მოხდა, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა გაიზარდა და გასაჩივრების შესაძლებლობა განისაზღვრა. ახლა, ვენეციის კომისიის 2021 წლის აპრილის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ”[..] არსებობს მრავალი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გადაიხედოს”, ძირითადად გასაჩივრების პროცედურისა და კანდიდატთა თანასწორობის შესახებ. _პროექტი - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ საქართველოში 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბრამდე გრძელდება. რა გამოწვევები გამოავლინა პროექტის მიმდინარეობამ და რა მთავარ პროგრესს გაუსვამდით ხაზს. ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ პარტნიორებს სისხლის სამართლის რეფორმასა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა ეფექტურად განახორციელონ სასამართლო კონტროლი განაცხადების ირგვლივ ბრალდების მხარისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულებითი ზომების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, პროექტი ეხმარება სასამართლო სექტორით დაინტერესებული მხარეების ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საქმიანობის შესაფასებლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კრიმინალური პოლიტიკის განვითარებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას. სამართლის სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერების მიუხედავად, პრევენციული ზომების გამოყენების ზოგადი სურათი უცვლელი რჩება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების პროცენტული განაწილება თითქმის იდენტურია. კერძოდ, გირაო და დაპატიმრება არის პრევენციული ზომების ის ტიპები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება, სხვა ზომები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღრიცხვის მიზნით, ევროსაბჭოს ეგიდით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებაზე წინადადებებს შეიცავდა. 2019 წელს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თუმცა პროცესში შეფერხებები შეინიშნებოდა. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არსებული სამართლებრივი ჩარჩო გამოძიების და ბრალდების მხარის არაეფექტური მოქმედებების რისკებს ქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა მალე განახლდება. _რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე? შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება.

ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მისი, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთის მხრიდან რეგიონში გზარდილი ვიზიტები პოზიტიურია და იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება ეპიზოდური.ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. _ბატონო გენერალო, უპირველესად მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესო იქნებოდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებით დაგვეწყო ინტერვიუ. წინა ინტერვიუებს, რომლებიც თქვენთან ჩავწერეთ, ლაიტმოტივად გასდევდა ერთი მთავარი რამ, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად უნდა ჩართულიყო რეგიონში მიმდინარე პროცესებში და უფრო მკაფიო ნაბიჯები გადაედგა მისი პოზიციის და პოზიციონირებისთვის რეგიონში. რამოდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია ესტუმრა, ხოლო მალევე ამ ვიზიტიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, რომელიც ტურნეს ფარგლებში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია. მალევე საქართველოს მედიატორის როლიც გამოიკვეთა და მადლობებიც მიიღო ქვეყანამ სომხეთის და აზერბაიჯანის მხრიდან. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტებს, არის თუ არა ეს ერთგვარი განაცხადი, რომ ამერიკა დაბრუნდა რეგიონში? ეს უდაოდ პოზიტიური ნაბიჯებია, იმის მანიფესტაცია, თუ როგორი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს უფრო დიდ შავი ზღვის რეგიონში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ჩვენ მოგვიწევს ყოველივე ამის შენარჩუნება და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს იყოს ეპიზოდური. მე განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკელი დიპლომატებით, რომლებიც ახლა საქართველოში მსახურობენ და რომლებიც დაუღალავად მუშაობენ; მიხარია, რომ მათ აქვთ როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და კონგრესის მხარდაჭერა. _როგორ შეაფასებდით NATO-ს ლიდერების სამიტს, რომელიც ახლახან გაიმართა და რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენიც ესწრებოდა? იყო თუ არა უფრო მეტი მოლოდინები ამ სამიტიდან, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით? ეს იყო მართლაც საინტერესო სამიტი. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ამერიკის ვალდებულების შესახებ როგორც NATO-ს მიმართ, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალი სტრატეგიული კონცეფცია - NATO 2030 - არის საკმაოდ კარგი და მიხარია, რომ ალიანსი ოფიციალურად მიიღებს მას მომავალი წლის სამიტზე, მადრიდში. თუმცა, უნდა ვაღიარო, იმედგაცრუებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ საქართველოსა და უკრაინის მომავალი წევრობის თაობაზე არ გაჟღერდა ძლიერი და მკაფიო მესიჯები, ისევე როგორც მკაფიოდ არ განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა. ასევე ვწუხვარ, რომ კონკრეტულად უკრაინას და ზოგადად შავი ზღვის რეგიონს ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულის გაძლება მოუწევთ; რადგანაც დასავლეთის მხრიდან სურვილის არქონა, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის ეს რეგიონი მნიშვნელოვანია, მხოლოდ უბიძგებს კრემლს აგრესიისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დადებითად ვუყურებ გასულ კვირას ‘ეიჩემეს დეფენდერის’ (HMS Defender) მიერ შესრულებულ მოქმედებებს; ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას კრემლის მიერ ყირიმის უკანონოდ მითვისებასთან გამოწვევაში. იმედი მაქვს, რომ ნატოს ლიდერები, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით, აჩვენებენ ისეთივე სიმტკიცეს და გამბედაობას, როგორც ‘HMS Defender-ის’ მთავარსარდალმა და ეკიპაჟმა აჩვენეს. _გაზრდილი რუსული საფრთხის ფონზე, NATO-მ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ გაზარდოს სტაბილურობა შავ ზღვასა და ბალკანეთზე? განსაზღვროს ის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი, შეიმუშავოს შემდგომი საპასუხო გეგმები და სწორად გადაანაწილოს რესურსები ამ გეგმების სისრულეში მოსაყვანად, ასევე გააუმჯობესოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ასევე უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც არის ჩვენი დიდი ხნის საიმედო მოკავშირე, თუმცა მასთან ურთიერთობა ამჟამად არ არის მოწოდების სიმაღლეზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადადგას ნაბიჯები და აღადგინოს ანკარასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა ამ საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედოთ. _სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე? ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ. _თქვენ ხშირად აღნინიშნავთ, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, პორტები, ტერმინალები, რკინიგზა და მეტი დასავლელი ინვესტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა საქართველოს ინტეგრაციისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. სულ ახლახანს ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც პირდაპირი ამერიკული ინვესტიციით აშენდა და რომლის მშენებლობასაც ძალიან აპროტესტებდნენ პრორუსული ძალები. გასაგებიც კია მათი პროტესტი, რადგან საქართველოს როლი სატრანზიტო რუკაზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ გზაზე იზრდება. რას გვეტყოდით ამ პროექტზე და იმ პროტესტზეც, რომელიც მუდმივად ახლავს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს? საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია. _და ბოლო კითხვა, როგორ უყურებთ და როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები დისტანციიდან? განსაკუთრებით მეგობრების, მოკავშირეების და გულშემატკივრების თვალით აღქმული, გზა რომლითაც მიდის ქვეყანა მიიყვანს თუ არა მიზნამდე, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციამდე? ვფიქრობ, საქართველო უბრუნდება თავის აქტიურ ფორმას, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და მის დასახმარებლად საქართველოს ყველა მეგობარი მზად ვართ. იმედი მაქვს, ამ შემოდგომაზე ვესტუმრები საქართველოს. ვფიქრობ, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ვცდილობდით ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს განვითარებაში, იმ ქვეყნის, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება.

NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-ში ოფიციალურად განუცხადეს. მისივე ცნობით, ვიზიტი ამ კვირაში შედგება. "ეს ვიზიტი მიმდინარე კვირაში გაიმართება. ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, აპატურაის ამჟამად პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაც უკავია. დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა.. ცნობისათვის, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან ექსკლუზიური ინტერვიუ Europetime-მა 27 აპრილს ჩაწერა. მან აღნიშნა, რომ NATO ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული შემდგომი ნაბიჯების შესრულებას ინტერესით დააკვირდება. ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება განახლებულ ბიძგს მისცემს შიდა რეფორმებს და საქართველოს უფრო დააახლოებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებთან, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისთვის. ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე კელი დეგნანი: ვფიქრობ, სამიტის დეკლარაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო NATO-ს დღის წესრიგში საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე NATO გაფართოებას აპირებს - კომუნიკეს ანალიზი ექსკლუზივი: სენატორი რობ პორტმანი: მივესალმები საქართველოსა და უკრაინის მიმართ NATO-ს მხარდაჭერას ექსკლუზივი: საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა

როსარია პუგლისი: საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს

„საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს“, - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლისმა ისაუბრა NATO-ს 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე. როზარია პუგლისის შეფასებით: საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: „საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის“. მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება დგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. „ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში“, - აღნიშნავს როზარია პულისი. როზარია პულისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია - კახა გოგოლაშვილი

„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გვაქვს ამბიციური განაცხადი, თანმიმდევრული ვართ საშინაო დავალების შესრულების კუთხით“, - ამ გზავნილით ჩავიდნენ „ასოცირებული ტრიოს“ საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით, სადაც რიგი შეხვედრები გამართეს, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან. ეს ვიზიტი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებიდან თვენახევრის შემდეგ შედგა. როგორც ბელგიაში გამართული შეხვედრის მონაწილეების მხრიდან წინასწარ დაანონსდა, ბრიუსელის გარდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში იგივე ფორმატით შეხვედრები მომავალშიც იგეგმება. „ევროკავშირი აღიარებს, რომ „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებთან განსხვავებული დღის წესრიგი არსებობს, ვიდრე აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან და ახლა ამის დემონსტრირება ხდება“, - მიიჩნევს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი. „რისი მომტანია ეს?“ - Europetime-თან ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდკრიზისის გადალახვა, სამივე ქვეყანასთან ევროკავშირმა ძალიან მჭიდროდ იმუშავა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. „მათ აინტერესებთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ სტაბილურები და ალბათ, პოსტკოვიდურ გეგმებზეც აინტერესებთ საუბარი, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფას, სოციალური პრობლემების დაძლევას, პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე დაახლოებას. ეს ყველაფერი და მისი ცოდნა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სტიმულის მიცემა ამ სამი ქვეყნისთვის, რომ გაგრძელდეს რეფორმები. საბოლოო ჯამში, მიზანი არის, რომ ეს სამი სახელმწიფო გადაიქცეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავსებად სახელმწიფოებად ისე, რომ მათი განვითარების დონე ევროკავშირის წევრი ქვეყნების განვითარების დონემდე ავიდეს ყველა მიმართულებით - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო, ბიზნესი და ასე შემდეგ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, აურელიო ჩოკოიმ და დმიტრო კულებამ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გამართეს ევროპარლამენტში. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც იმსჯელეს. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასოცირებულ ტრიოს ძალიან ბევრი რამ აქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა კი ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ევროკავშირი პოლიტიკურად აფიქსირებს სამივე ქვეყნების მიმართ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიცით, რომ სამივე ქვეყანას აქვს პრობლემა რუსეთთან და რუსეთი ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა სივრცის დემოკრატიზაციას, ევროპეიზაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და სწორედ ამ ქვეყნებს შეუქმნა რუსეთმა პრობლემა, პირველ რიგში ტერიტორიული, ამასთან, აწარმოებს დეზინფორმაციულ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, სხვა სახის ჰიბრიდულ ომს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ, აგენტურულ მოქმედებებსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას. თავის დროზე, ევროკავშირი არ ფიქრობდა, რომ რუსეთი გაბედავდა ჰიბრიდული ომის წარმოებას მის წინააღმდეგ, მაგრამ ასე მოხდა და 2015 წლიდან ევროკავშირმა უკვე სერიოზული ბრძოლა დაიწყო რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოწვევების წინააღმდეგ ზომების მიღება. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ასოცირების ტრიოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის გადამწყვეტია კავშირების გამყარება არამხოლოდ ევროკავშირსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის, არამედ უშუალოდ, პარტნიორებს შორის კავშირების განმტკიცება. ასე რომ, სამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი, ევროკავშირთან თანამშრომლობით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობა ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ევროკავშირს აქვს კიდევაც თავის სტრატეგიაში. 2016 წელს მიიღო ეს გლობალური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის მედეგობა ხელშეწყობილი უნდა იყოს. ეს ხაზს უსვამს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების განვითარებას, თავისთავად, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, გათვალისწინებულია ტრიოს თანამშრომლობა ერთმანეთთან ამ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ, ევროკავშირიც ალბათ ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა Europetime-თან. ინტერვიუში. ცნობისათვის, Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა, რომლის დროსაც ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა. „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რასაც მალევე მოჰყვა ამ სამი ქვეყნის მიერ მემორანდუმის გაფორმება. ცოტა ხნის წინ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები „ასოცირებული ტრიოს" პირველი ერთობლივი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს შეხვდნენ. კახა გოგოლაშვილი: აუცილებელია, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საკითხები ევროკავშირთან ერთად გაიტანონ და ევროკავშირი წევრობის განაცხადისთვის მოამზადონ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს

Europetime-მა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ექსკლუზიურად ჩაწერა. სააგენტო დაინტერესდა, „ასოცირებული ტრიოს“ ერთიანი სტრატეგიული გეგმა დაეხმარება თუ არა ამ ფორმატში შემავალ ქვეყნებს, შეამცირონ რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა და უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი სვლა ევროინტეგრაციისკენ. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან „ასოცირების ტრიოს“ ქვეყნებს შეუძლიათ, ერთიანი ძალისხმევით გაუმკლავდნენ ჰიბრიდული ომის გამოწვევებს. ეს მათი გადასაწყვეტია. სრულიად ვიზიარებ იმ გარემოებას, რომ მათ შეუძლიათ, უფრო ეფექტიანი გახადონ თავიანთი სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. სწორედ ამიტომ ვეთანხმები „ასოცირების ტრიოს“ იდეას“, - განუცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა Europetime-ს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ. მინისტრებმა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია თბილისში გამართეს. პრესკონფერენცია ონლაინ გადაიცემოდა და მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მედიასთან შეხვედრის თემა რეგიონული უსაფრთხოება იყო. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არიან ლეუტივის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კავკასიის რეგიონში არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ცხადი მისია რეგიონში. მინისტრის განცხადებით, სწორედ ევროკავშირი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს რეგიონში სტაბილურობა და მეტი დემოკრატია იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპისა და ტრანსატლანტიკურ გზაზე დაეხმარებათ. გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით,, კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე გეოპოლიტიკური რეგიონია არამხოლოდ ევროკავშირის სიახლოვეს, არამედ მსოფლიოში, სადაც ბევრი ძალაა, რომელთაც ამ რეგიონის ქვეყნებზე საკუთარი გავლენების განმტკიცება სურთ. „საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად სამივე ქვეყანას შორის არსებული განსხვავებებისა, რომლებიც მათ დამოკიდებულებებსა და ბევრ სხვა ასპექტში ვლინდება, ამ ქვეყნებს ასევე აქვთ საერთო მახასიათებლებიც და ეს არის სტაბილურობისა და განსაზღვრულობის საჭიროება რეგიონში. სამწუხაროდ, ძალები, რომლებიც ჩართულები არიან, ან ცდილობენ, რომ ჩართულები იყვნენ რეგიონში, ძალიან იშვიათად უზრუნველყოფენ ამ ქვეყნებს სტაბილურობით, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პირიქით, ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნების სურვილს, იყვნენ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ევროკავშირი უნდა იყოს წარმოდგენილი და ჰქონდეს ძალიან ცხადი მისია. ჩვენ გვწამს, რომ ევროკავშირი არის ძალა, გეოსტრატეგიული ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია სტაბილურობის, დემოკრატიისა და საჭირო რეფორმების უზრუნველყოფა, რომელიც დაეხმარება საქართველოს მსგავს ქვეყნებს ევროპულ თუ ტრანსატლანტიკური ინსტიტუტებისკენ გზაზე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ძალიან კარგ დროს განხორციელდა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. ლიეტუველი დიპლომატის თქმით, როდესაც რეგიონში ქვეყნებს შორის ნდობა განმტკიცდება, ევროკავშირი ჩაერთვება, რათა გაძლიერდეს კავშირები რეგიონში.

როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

„ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი საუბრობს NATO-ს 14 ივნისის სამიტის მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე. _როგორ აფასებთ 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს, რას ნიშნავს და რა გზავნილია NATO-სგან ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, გარედან მომდინარე საფრთხეების ფონზე? საგულისხმოა, რომ რუსეთის საკითხი კომუნიკეში ასახულია. ამ სამიტით NATO-მ ახალი თავი გახსნა. მაგიდის გარშემო შეკრებილმა ყველა ლიდერმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ერთად, მტკიცედ უნდა იდგნენ NATO-ში. ეს არის ძლიერი გზავნილი რთული პერიოდის შემდეგ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ალიანსი კვლავ რჩება ტრანსატლანტიკური პოლიტიკური დიალოგისთვის მთავარ ადგილად. ჩვენი ერთიანობა და საერთო ვალდებულებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც არიან, რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ეს ხაზს უსვამს ალიანსისა და მის პარტნიორების წინაშე არსებულ რისკებს, შედეგს მუდმივი დარღვევისა ღირებულებების და ვალდებულებების, რასაც NATO-რუსეთის ურთიერთობა ემყარება. ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ვალდებულებებს, NATO-რუსეთის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება - აღნიშნეს NATO-ს ლიდერებმა. ამ მისწრაფებასთან ერთად, NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. სამიტზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. 16 მიმდინარე ინიციატივით და ყველა მოკავშირისა და პარტნიორების (ფინეთი და შვედეთი) ჩართულობით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი (SNGP). SNGP არის უნიკალური პროგრამა, NATO-ს პარტნიორების მხარდასაჭერად. მისი საშუალებით, NATO და საქართველო ყოველდღიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობები და მოამზადონ ქვეყანა ალიანსის წევრობის მიზნის მისაღწევად. _თქვენ აღნიშნეთ, რომ NATO-სთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წამყვანი საკითხია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ გავითვალისწინებთ, გამოწვევებისა და საფრთხეების სათავეს, რას მიიჩნევთ მათზე მტკიცე პასუხად? რადგან როგორც თავადაც აღნიშნავდით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანებისადმი მუდმივად იყოს ასეთივე მდგრადი და ძლიერი. ჩემი აზრით, NATO-ს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება და NATO-სა, და საქართველოს წევრობის პერსპექტივებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამკლავება ორი სხვადასხვა რამ არის. NATO-ს მიმართ მხარდაჭერა საქართველოში ძალიან მაღალია. ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში ვარ, არასოდეს მინახავს NATO-ში გაწევრიანებისადმი 68% -იან მხარდაჭერაზე დაბალი მაჩვენებელი. რეალურად, საინტერესოა, რა იცის ხალხმა ალიანსის შესახებ და ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რასაც NATO და საქართველო ერთად ატარებენ, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომზადებისთვის. კოვიდპანდემიის დაწყებამდე, თბილისსა და რეგიონებში ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, სტუდენტს, მასწავლებელს, ბიზნესმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს. ყოველთვის გასაკვირი იყო, რამდენად ცოტა ხალხია ინფორმირებული NATO-სთან დაკავშირებით. რაც ნაკლები იცის ხალხმა, მით უფრო დიდია ალბათობა, შეიძინონ დეზინფორმაციული არგუმენტები, რომ არაფერი ხდება, რომ ალიანსი უგულვებელყოფს საქართველოს და რომ საქართველო არასოდეს გახდება NATO-ს წევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, და მე და ჩემს ქართველ კოლეგებს, როგორც საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს, საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ გადამწყვეტ პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება. დეზინფორმაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით. მე ვგულისხმობ არა პროპაგანდას, არამედ ინფორმაციას. საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის. _ვიცით, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური კრიტერიუმი არის ალიანსის წევრობისთვის დემოკრატიული ინსტიტუციების სიძლიერე. თქვენი აზრით, როგორ აფასებს NATO ამ ინსტიტუციების ხარისხს და როგორ გამოიყურება ქვეყანა? დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება მართლაც მდგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში. ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს

როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს რუსეთთან - ევროპელი ლიდერების და ამერიკელი ანალიტიკოსების ხედვები

ევროკავშირის სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ლიდერები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელძღვანელები აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ე.წ. მინსკის შეთანხმებები. „ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთის ლიდერები მოახდენენ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის დემონსტრირებას და შეწყვეტენ ქმედებებს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, ასევე მესამე ქვეყნების წინააღმდეგ. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სრულად აიღოს თავისი პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, როგორც ძირითადი პირობა ევროკავშირის პოზიციის ნებისმიერი არსებითი ცვლილებისთვის.“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის უმაღლეს წამომადგენელს, წარმოადგინონ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადება. მათ შორის ეკონომიკური სანქციები. „გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადება ევროკავშირის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე წარმოადგინეს. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი იყო, რომ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, შვედეთი და ნიდერლანდები ამ საკითხზე შეთანხმდებოდნენ“, ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ - ასე ეხმაურება საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ლუის ნავარო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებს. Europetime-თან საუბრისას ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიას ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. „მათმა წინააღმდეგობამ, პოლონეთთან და ნიდერლანდებთან ერთად, დაადასტურა სერგეი ლავროვის მცირე მოლოდინი შეხვედრის შესახებ. თუ ეს შეხვედრა გაიმართებოდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ევროკავშირს ერთხმად ესაუბრა, განსაკუთრებით რუსეთის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს და განსაკუთრებით მათ, ვინც NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ასევე, Europetime-თან საუბარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის წინადადებას მიამიტურ მიდგომად აფასებს. „მერკელის და მაკრონის მცდელობა, მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, უკვე დაიბლოკა. ევროკავშირის ლიდერების უმრავლესობამ საფრანგეთისა და გერმანიის შეცდომად აღიარა უკვე ეს წინადადება, რომლითაც ევროკავშირის დანარჩენი წევრები გააკვირვეს და რომელიც ევროკავშირის სამიტის წინა საღამოს წამოაყენეს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს როგორ უნდა მოექცეს ევროკავშირი რუსეთს. ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა რეკომენდაციები არაერთხელ წარმოადგინა და ამ საკითხზე შესაბამისი დოკუმენტიც არის შემუშავებული. „ევროპარლამენტმა ევროკავშირს გასული წლის სექტემბერში სთხოვა, მოამზადოს ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესახებ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდებოდა დემოკრატია და როგორი იქნებოდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში. რუსეთზე ევროკავშირის წინა სტრატეგიამ (2016 წელი) შეაჩერა კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ არ შეუწყვიტავს აგრესია საკუთარი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნავდა ანდრიუს კუბილიუსი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე დღის წინ. უფრო ადრე კი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა. ანდრიუს კუბილიუსი: ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. კუბილიუსმა რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. მე არ ვარ მიამიტი - მარინა კალიურანდი რუსეთთან ურთიერთობებზე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რაც რუსეთში ხდება და რაც არ მოგვწონს. 2008 წელს, როდესაც ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011) მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით, არც კიბერგამოწვევებსა და საინფორმაციო ოპერაციებზე. მე ეს პირადად წლების განმავლობაში განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. სხვათა შორის, როდესაც საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო და მე ესტონეთის ელჩი ვიყავი მოსკოვში, ჩემს საელჩოში მიგვქონდა ქართული ღვინო, ქართული ღვინო აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის პატარა დიპლომატია“ ვუწოდე. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ ამავე დროს, ის ძალიან გულწრფელი და ღიაა. ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტი და პრესკონფერენცია თვალის ახელა იყო დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის, მათთვის ვისაც რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა, ან ამის იმედი ჰქონდა. თუ გახსოვთ საშინელი პრესკონფერენცია, რომელზეც ლავროვმა ნათლად თქვა, რომ დასცინის და სერიოზულად არ უყურებს ევროკავშირს, ევროკავშირის მისწრაფებებს, ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის პრინციპებს. ეს არის რეალობა და ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს რუსეთთან თანამშრომლობის პრინციპები, მაგრამ ძირითადი საფუძველი იგივე უნდა დარჩეს. დიახ, ჩვენ რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ ზოგიერთ თემაზე, გარემოს დაცვა, ტერორიზმი, არის თემები, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მეორე, ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმ მოვლენებზე, რაც რუსეთში ხდება. ამიტომაც, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ევროკავშირი კვლავ გაერთიანებულია სანქციების ირგვლივ, რაც მოჰყვა როგორც ყირიმის საკითხს, ასევე ნავალნის დაპატიმრებას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც რუსეთში ხდება და რა არ მოგვწონს. ევროკავშირის საზოგადოებაში, ტალინში, რიგაში ან პარიზში ცხოვრება და ხედვა, როგორ ფუნქციონირებენ დემოკრატიული საზოგადოებები და რას ნიშნავს იყოს ევროკავშირის წევრი, ვფიქრობ, ეს არის ახალგაზრდა თაობის მომავალი. ჩვენ, ესტონელებს იგივე მიზნები გვაქვს, ჩვენ ვიყავით რუსეთიდან კიბეროპერაციების სამიზნეები და აქ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია საქართველოსთან. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს. 2008 წლის ომის დროს, მე ვიყავი კიბერსაკითხებში ექსპერტი და გვაქვს შემუშავებული თანამშრომლობის პროექტები, საქართველო ამ კუთხითაც ჩვენი პრიორიტეტია. ასე რომ, მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა საქართველოს კარგი მეგობარია“, - აღნიშნავს რუსეთში ესტონეთის ყოფილი ელჩი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Europetime-თან ინტერვიუში. ევროკავშირის ლიდერები ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის გამართვის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ ანდრიუს კუბილიუსი: გაუგებარია, რა შეიცვალა რუსეთის ქცევებში, რის გამოც ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მოისურვონ პუტინთან შეხვედრა

მაისტერი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს

Europetime-თან ინტერვიუში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის (სამხრეთ კავკასიის რეგიონის) ხელმძღვანელი, შტეფან მაისტერი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ რთულ ვითარებაში იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში, რათა რეგიონში კონფლიქტი არ განახლდეს „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს მოლაპარაკებას, როგორც შეთანხმების გულწრფელი მონაწილე და რომ ის იყენებს მის კავშირებს ევროკავშირსა და ვაშინგტონში ასეთ რთულ ვითარებაში, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის განახლება. ეს აჩვენებს, რომ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ წვლილის შეტანა ვითარების გაუმჯობესებაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის რეალობას შეცვლის. რუსეთი და თურქეთი ამ კონფლიქტში მთავარი აქტორები არიან და მოსკოვს სურს, აღიაროს მისი ეს როლი რეგიონში. მაგრამ ჩანს, რომ აქ არის ადგილი დასავლეთის მეტი ჩართულობისთვის და რომ საქართველოსაც შეუძლია დახმარება ზოგიერთ საკითხში“, - აცხადებს შტეფან მაისტერი Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. რეგიონში საქართველოს როლი და მნიშვნელობა იზრდება მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება - ლუის ნავარო

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა. „NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ოკუპაცია და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აშკარა პასუხი პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნაზე, (თანხმობა ან უარი გაწევრიანებაზე) როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა რეპორტიორს, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს”. ვფიქრობ, ამის კონტექსტის უკან რამდენიმე გამოწვევა ჩანს, მათ შორის უკრაინის მერყევი ძალისხმევა, აღმოფხვრას კორუფცია და NATO-ს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთისა და უნგრეთის, შიდა უკუსვლა“, - აღნიშნა ნავარომ. ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად ლუის ნავაროს თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს გაფრთხილება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო დანიშვნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილი ვითარების კუთხით, ასევე მისი ანტაგონისტური მიდგომა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული აზრისადმი და ასე შემდეგ. მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ შეიძლება იყოს ზეწოლის ქვეშ. „NATO-ში გაწევრიანება ვერ გადაჭრის ამ საკითხებს და ის ეხება პოლიტიკურ კლასს, რომ იმუშაონ დემოკრატიული პირობების მისაღწევად, რაც საუკეთესოდ ემსახურება მის მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ნავარომ. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა

მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლის გამო შექებას იმსახურებს. მისი თქმით, საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია. „ვეთანხმები სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ამბობს, რომ მადლიერია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი როლის, რომელიც მხარეებს შორის დისკუსიების დროს შეასრულა. ამგვარი ნაბიჯები კი რეგიონის მოსახლეობას უფრო მეტ მშვიდობას მოუტანს მომავალში, რასაც ისინი იმსახურებენ. იდეალური შეფასებაა. როგორც ჩანს, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის შემდგომი სერიოზული კრიზისის განმუხტვაში. საქართველომ უდიდესი სამუშაო გასწია და შექებას იმსახურებს. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტაა, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იყო მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.

საფრანგეთის ელჩი: NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციურ მიზნებზე დაფუძნებული პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა

სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ამის შესახებ დიეგო კოლასმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა. „NATO-ს სამიტზე, რომელიც ახლახან გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები შედგა. ეს იყო ძლიერი და ნაყოფიერი შეხსენება იმისა, თუ რა არის NATO და რას აკეთებს ის. სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებას და გადაწყვეტილებას შორის, სწორია, რომ NATO-სა და საქართველოს შორის ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ახლა მთავარია ამ ამბიციური პარტნიორობის ფარგლებში არსებული მრავალი შეთანხმების განხორციელება. ეს გააძლიერებს საქართველოს და NATO-ს. ასევე, უფრო დააახლოებს ევროპასა და საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი: ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია

რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე

„პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, შეხვედრაზე ეცდებიან საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრას. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატივისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იქნება. „აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში მრავალი საკითხი დაგროვდა, რომელიც საჭიროებს უმაღლესი დონის შეხვედრას და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრისას ჯო ბაიდენი რუსეთიდან მომდინარე კიბერთავდასხმებს, ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ბირთვულ საკითხებსა და კლიმატის ცვლილებების თემებს წამოჭრის. ბაიდენისა და პუტინის შეხვედრამდე, ე.წ. მოსამზადებელი შეხვედრა ისლანდიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრა 2011 წელს მოსკოვში შედგა, როდესაც ბაიდენს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ხოლო პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო. აუდიენციის შემდეგ, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს. აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს „სტაბილური და პროგნოზირებადი“ ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება. NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა „უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“. ამერიკის ადმინისტრაციაში ჯო ბაიდენი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების საკმაოდ მძიმე გაუარესების ფონზე მივიდა. აშშ უკვე პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მოსკოვი ამერიკის პოლიტიკურ პროცესებში ერეოდაა. ამასთან, ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ღიად საუბრობდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშშ-სთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რუსული და ჩინური საფრთხეები ერთ სიბრტყეში განიხილებოდა. ბაიდენმა ისიც აღნიშნა რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პუტინის ტირანიისგან რუსი ხალხის დახსნა იქნება. რუსეთის ჯერ კიდევ 2015 წლის უსაფრთხოების დოკუმენტებში, რომლებიც ახლაც ძალაშია, ამერიკა რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ გამოწვევად მოიაზრება. „რუსეთი ბოლო პერიოდში სიხისტით გამოირჩევა, რადგან თუნდაც ყარაბაღის ომით, ჯერ კიდევ ობამას ადმინისტაციის დროს, სირიაში თავისი ყოფნის დაფიქსირებით და უკრაინის მიმართულებით საკმაოდ მძიმე და კრიზისული ვითარების შექმნით ერთგვარი უპირატესობა მიიღო. შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან კომპრომისს რუსული მხარისგან არ უნდა ველოდოთ, ისევე როგორც ამერიკული მხარისგან არ უნდა ველოდოთ სერიოზულ დათმობას, რადგან ამერიკის არამხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური იმიჯი, არამედ ამერიკა როგორც ღირსეული მოკავშირეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი გიორგი გობრონიძე Europetime-თან ინტერვიუში. „საკმაოდ რთული და მძიმე მოლაპარაკებები იქნება წინ. ამას ემატება ცალკეული საკითხები, როგორიცაა, პოზიციები ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე, რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა რეგიონში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს უკრაინის კრიზისსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე. ასევე უნდა აღინიშნოს ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაძაბულობა და თვითონ რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესები და ნავალნის პატიმრობა. ასე რომ, თემები არის საკმაოდ მძიმე და რთული. ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი ამ შეხვედრიდან რაც შეიძლება იყოს - კი ბატონო შევჯერდეთ საკითხებზე, რაზეც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ და ჩვენი ინტერესები არ მოდის წინააღმდეგობაში, მაგალითად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა და გლობალური თემები, რომლებიც შეიძლებას ითქვას, რომ წარმოადგენს ზოგად საკაცობრიო მასშტაბის გამოწვევას, თუმცა იმავდროულად გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა პროგნოზირებადი იქ, სადაც გვაქვს ინტერესთა კვეთა, კონფლიქტი და ღიად დავაფიქსიროთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაში ვერ ვთანხმდებით და სად ვერ ვხედავთ ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმებს“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე. რიგი ექსპერტებისა და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნებისა, შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას არ ელის, თუმცა აუდიენციას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უძღოდა წინ. კერძოდ, გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და აშშ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ. ამასთან დაკავშირებით საუბარია აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების განცხადებით, ერთიანი პოლიტიკისა და ქმედებების კოორდინაციის მიზნით, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რუსეთის შესახებ მაღალი დონის დიალოგი დაიწყება. აშშ-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში გუშინ გაიმართა. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტში აშშ-ის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობდა. „ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე Newsweek-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებდა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, რათა გაუგზავნონ მოსკოვს მკაფიო გზავნილი, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავლის ინვესტირებას ახდენს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ პუტინთან ბაიდენის შეხვედრისას დღის წესრიგში საქართველოს საკითხი იყოს. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული „მთავრობები“ არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერდა დავით ბაქრაძე სტატიაში. დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება. „კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან“, - წერდა ბაქრაძე. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-რუსეთს შორის აზრთასხვადასხვაობის თემაა საქართველო, გიორგი გობრონიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შემადგენელი კომპონენტიც არის, ისაუბრებენ თუ არა საქართველოს საკითხზე ბაიდენი და პუტინი, ბევრი რამ კი, მისივე აზრით, ქართულ დიპლომატიაზე და ქართული სახელმწიფოს ქცევაზეა დამოკიდებული. „თუ აშშ განაგრძობს სტრატეგიულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ ევროპის თუ პოსტსაბჭოთა რეგიონის სახელმწიფოებთან, აუცილებად დადგება მომენტი, სადაც უნდა გაკეთდეს საბოლოო არჩევანი, ამ თანამშრომლობას მიჰყვება ის ბოლომდე და დაიცავს მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც, თუ უკან იხევს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ მაშინ მთელი მისი საგარეო პოლიტიკური ფილოსოფია, რომელზეც საუბრობდა საარჩევნო კამპანიის დროს, სერიოზული ეჭვის და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბაიდენი არ განეკუთვნება „სოფთ ლაინერების“ ფრთას ამერიკულ პოლიტიკაში, ის არის ერთგვარი „ჰარდ ლაინერი“, „პოლიტიკური ქორი“, რომელსაც ექნება საკმაოდ მძიმე პოზიცია რუსეთისთვის და ეს არ იქნება რუსეთისთვის სასურველი და მარტივი პარტნიორი, თუნდაც როგორიც იყო დონალდ ტრამპი, რომლის დროსაც დაიწყო აშშ-მა საქართველოსთვის და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას და რუსული ამერიკული ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას“, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძე Europetime-თან. წინასწარ დაანონსებული საკითხების გარდა, კიდევ რაზე შეიძლება ისაუბროს ბაიდენმა პუტინთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილ თანაშემწეს, მეთიუ ბრაიზა Europetime-ს რიგ ვერსიებს უზიარებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აპირებს დაუპირისპირდეს პუტინს ძირითადად რუსეთის მიერ განხორციელებულ ჰაკერულ შეტევებზე, ბირთვულ საკითხებზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე, ასევე ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. თუ იქნება იმის შესაძლებლობა, განხილული იყოს განსხვავებული დღის წესრიგი, ჯო ბაიდენს შეუძლია, ყურადღება გაამახვილოს კლიმატის ცვლილებაზე, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაზე და თუ მისი პრესკონფერენციიდან ვიმსჯელებთ, შესაძლოა, სირიის საკითხიც განიხილოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე, გუშინ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა USA TODAY-ში გამოქვეყნეულ საავტორო სტატიაში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა რუსეთმა საქართველოდან დაიწყო. წერილში სენატორი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იყოფებოდა, აღწერს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას და რუსეთის მოქმედებებს. „აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პირველი თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, საქართველოდან დაიწყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. მე ვნახე „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“, რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივ ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსული ძალები ცდილობენ, დააშინონ ქართველები, რასაც ხაზის აღმნიშვნელი ღობის დროდადრო გადაწევითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ზოლის გადაკვეთისას დაბრკოლებების შექმნით აკეთებენ, რითაც აფერხებენ მოქალაქეების წვდომას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე ნაცნობია“, - წერს ამერკელი სენატორი. ჯინ შაჰინის თქმით, სერიოზულად უნდა განისაზღვროს NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხი. „აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში - დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, - წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორო სტატიაში. ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ჯო ბაიდენი: პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი NATO-ს წესდების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენისგან ძალიან მტკიცე გზავნილს უნდა ველოდოთ - მეთიუ ბრაიზა