თეგი: ავღანეთი
Reuters: თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ
თალიბანმა ავღანეთში, ავიაკომპანიებს განუცხადა, რომ ქალებს თანმხლები კაცის გარეშე მგზავრობა აღარ შეეძლებათ, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ზნეობის გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ ავიაკომპანიებს, ახალი შეზღუდვების შესახებ, წერილი შაბათს გაუგზავნა.
ქაბულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა
"დღეს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა" ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „სამი აფეთქება მოხდა საჯარო სკოლაში, არის მსხვერპლი ჩვენს შიიტ მოსახლეობაში“, – აღნიშნა ქაბულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი და დაიჭრა 14.
ავღანეთში, თალიბანმა ქალებს ბურკის ტარება უბრძანა
ავღანეთში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „თალიბანი“ ქალებზე კონტროლს ამკაცრებს. ბრძანება, რომელიც 7 მაისს, ქაბულში გამოცხადდა, ქალებს მოუწოდებს გამოაჩინონ მარტო თვალები, და შეიმოსონ სხეულის თავიდან ფეხამდე დამფარავი ბურკით. თუ ქალი სახის დაუფარავად პირველად გამოჩნდება ქუჩაში „თალიბანის“ წარმომადგენლები მის სახლში მივლენ და ქალის ქმარს, მამას ან ძმას გაესაუბრებიან. მეორეჯერ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ქალის ქცევაზე, სამინისტროში დაიბარებენ, მესამედ განმეორების შემთხვევაში კი მეურვე კაცი სასამართლოს წინაშე წარდგება და ციხეში 3 დღეს გაატარებს. „აუცილებელია კანონის დამრღვევების იდენტიფიცირება და მათი მეურვეების ან ოჯახის უფროსების ინფორმირება, თავად ქალები კი უნდა დაისაჯონ. წესების გამეორებით დარღვევის შემთხვევაში მეურვეები ქალს ახსნა-განმარტებებს მისცემენ. მეურვეებს კი გააფრთხილებს შესაბამისი უწყება. მესამე დარღვევისთვის მეურვე კაცს 3 დღით დააკავებენ, მეოთხე დარღვევის შემთხვევეაში კი კანონის მთელი სიმკაცრით გაასამართლებენ“, - განაცხადა კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს პრესმდივანმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ავღანეთში, მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ქალთა უფლებების საკითხში. ავღანელებს შეეძლოთ სწავლა და მუშაობა ნებისმიერ სფეროში, მაგრამ ფუნდამენტალისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და მათი პროტესტის მცდელობა თალიბანმა სასტიკად ჩაახშო. ცნობისთვის, 2021 წლის 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. 30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ ავღანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ბიჭებსითვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა
ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „სამწუხაროდ, წუხელ ძლიერი მიწისძვრა მოხდა პაქტიკას პროვინციის ოთხ რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ჩვენი ასობით თანამემამულე და დაინგრა ათობით სახლი“, - წერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ბილალ კარიმი სოციალურ ქსელში. ამასთან, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ხოსტიდან 44 კილომეტრში მოხდა, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარეობს.
BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენელი, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვის მინისტრის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს, აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა 900-სს აღემატება. ცნობისთვის, 6,1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ასევე მეზობელ პაკისტანსა და ინდოეთში. ასვე წაიკითხეთ: ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 255 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი
ავღანეთში, ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსვერპლი ისევ გაიზრდება. ასევე წაიკითხეთ: BBC: ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აღემატება
უზბეკეთმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთების გადაზიდვა დაიწყო
უზბეკმა მძღოლებმა ავღანეთის გავლით პაკისტანში, ტვირთები პირველად გადაზიდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. „პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების მიმდინარე პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში, რომელიც ახალი ტემპით ვითარდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების შემდგომი დივერსიფიკაცია, რაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. წინაპირობა კერძოდ, მიმდინარე წლის 26-27 მარტს ქალაქ ტერმეზში გაიმართა სატრანსპორტო საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანისა და უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გადამზიდველთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე სატრანსპორტო და საბაჟო უწყებები. შეხვედრაზე უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის საკითხებზე კონკრეტული ღონისძიებების გეგმა განისაზღვრა. „სამმხრივი ძალისხმევის შედეგად დღეს უზრუნველყოფილია ამ სატრანსპორტო დერეფნის სრული ფუნქციონირება, საქონლის უმოკლეს დროში მიწოდება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხო ჩასვლა“, - აცხადებენ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში. შედეგად, უზბეკმა მძღოლებმა პირველად წარმატებით დაასრულეს ტვირთის გადაზიდვა უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მარშრუტზე. უზბეკმა მძღოლებმა, დაფარეს 2760 კმ მარშრუტი "ტაშკენტი - თერმეზი - მაზარი-შარიფი - ქაბული - ფეშავარი - ყარაჩი". მათ ყარაჩის პორტიდან ტაშკენტში ტვირთი ერთ კვირაში ჩაიტანეს.
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ტრანსავღანური რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს
ყაზახეთი მზადაა „მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში ჩაერთოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალურ აზიაში რეგიონის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ცენტრალური აზიის რეგიონის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის სეგმენტში მიზანმიმართულად იზრდება“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. თოყაევის თქმით, ყაზახეთი აქტიურად ავითარებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო მარშრუტს. ამსთან, ქვეყანა მზადაა მონაწილეობა მიიღოს მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობაში. „ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ საშენი მასალების უწყვეტი მიწოდება“ - დააზუსტა თოყაევმა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტაშკენტში დაამტკიცეს საგზაო რუკა, რომელიც მაზარი-შარიფი-ქაბული-პეშავარის“ რკინიგზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება $5 მილიარდია.
ჯო ბაიდენი: ტერორისტული დაჯგუფების „ალ ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია
"ავღანეთში ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. ვიდეომიმართვისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს და სამართალი აღსრულდა. "ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელი ვარ, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ. ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვამდე, სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ალ-ყაიდას" მეთაური მოკლულია უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად.
ავღანეთში, წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება. ამ ეტაოზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თალიბანის“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი. ისინი მომხდარს თავდასხმად აფასებენ. ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.
ავღანეთში, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში, ქაბულის დაშთე ბარჩის რაიონში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, აფეთქება საგანმანათლებლო ცენტრთან მოხდა.დაშავებულია ათეულობით ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავღანეთში, „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს
ავღანეთში, საფეხბურთო მოედანზე „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს. დაზარალებულთა შორის სამი ქალია. როგორც ცნობილია, მათ ბრალად ედებოდათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენაში, როგორიცაა ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.
ავღანეთში ავტობუსში აფეთქება მოხდა
ავღანეთის პროვინცია ბალხში აფეთქების შედეგად ავტობუსის 7 მგზავრი დაიღუპა, იტყობინება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მოხდა. სამსახურებრივმა ავტობუსმა უზბეკეთის საზღვარზე ჰაირათანის გამშვები პუნქტის თანამშრომლები გადაიყვანა. ბალხის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მუჰამედ ასიფ ვაზირიმ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. დადგენილია, რომ ბომბი ქუჩის მოვაჭრეების დახლის ქვეშ იყო ჩადებული. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
ავღანეთში, „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს
ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნებიდან პირველად „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც ცნობილია, სასიკვდილო განაჩენი მოკლულის მამამ აღასრულა, რომელმაც შვილს სამჯერ ესროლა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პირმა სასიკვდილო განაჩენი მიიღო, რადგან თავადაც ადამიანი მოკლა და იქურდა. სიკვდილით დასჯა ფარაჰის პროვინციაში, სტადიონზე, ათასობით ადამიანის თანდასწრებით გაიმართა.
ჩინური კომპანია ავღანეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციას იწყებს
ავღანეთის „თალიბანის მოძრაობის“ სამთო და ნავთობის მინისტრმა შაჰაბუდინ დელავარმა და ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნის ჩრდილოეთში ნავთობის საბადოების ექსპლუატაციის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ჩინურ კომპანიას კონტრაქტით გადაცემული საბადოების ფართობი 4,5 ათასი კვადრატული კილომეტრია და ისინი ქვეყნის სამ პროვინციაში - სირპულში, ჯავზჯანსა და ფარიაბშია განლაგებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში. კონტრაქტის სხვა დეტალები ამ დრომდე არ გახმაურებულა.
ქაბულში აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცობილია, ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ეს ყველაზე ცივი ზამთარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, გათბობასა და თბილ ტანსაცმელზე წვდომა არ აქვს. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერ ყინვას ქვეყანაში 70 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვიც ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში მინუს 30 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა.
ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“, სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს
ირანმა და ავღანეთმა მარშრუტზე „ჰაფი - ჰერატი“, სარკინიგზო გადაზიდვები ერთობლივად შეასრულეს. მარშრუტის სიგრძე შეადგენს 225 მკ-ს, რომლიდანაც 140 კმ ავღანეთში, ხოლო 85 კმ - ირანში გადის. პროექტის წარმოადგენს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების „ხუთი ერის სარკინიგზო დერეფნის (Five Nations Railway Corridor - FNRC) ნაწილს, რომელიც გაივლის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის ტერიტორიებს. დერეფნის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 2000 კმ-ს შეადგენს. ინფორმაციისთვის, ჰაფი არის ქალაქი ირანის ხორასან-რეზავის ოსტანში; ჰერათი კი, ქალაქი ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ორივე სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ქვეშაა, ამ ახალი რგოლის ფუნქციონირება უქმნის მათ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ დანარჩენ ლოგისტიკურ სამყაროს, როგორიცაა, ხუთი ერის სარკინიგზო დერეფანი.
თალიბანი საქორწინო დარბაზებში მუსიკის აკრძალვის გამკაცრებას ითხოვს
თალიბანის რელიგიური პოლიცია კიდევ ერთხელ გამოვიდა მოთხოვნით, რომ ქაბულის საქორწინო დარბაზების მფლობელებმა ქორწილებზე და სხვა თავყრილობებზე, მუსიკის დაკვრისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამისტურ მმართველობას, თავი შეიკავონ. თალიბანი მუსიკას ისლამისტურ სწავლებებთან შეუთავსებლად განიხილავს. მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნდა, ბევრმა მუსიკოსმა ავღანეთი დატოვა და თავშესაფრისთვის დასავლეთის ქვეყნებში წავიდა. დარბაზების მფლობელები გააფრთხილეს, რომ მთავრობის მიერ შემოღებული აკრძალვები სრულად უნდა დანერგონ, იუწყება ავღანეთში თალიბანის ხელისუფლება.
„თალიბანმა“ ავღანეთში პოლიტიკური პარტიები აკრძალა - ამერიკის ხმა
ავღანეთში „თალიბანმა“ შარიათის კანონის დარღვევის მიტივით, ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა. შესაბამის ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. გადაწყვეტილების შესახებ ავღანეთის ფაქტობრივმა მმართველებმა ხელისუფლებაში დაბრუნების ორი წლისთავის აღნიშვნის მომდევნო დღეს გამოაცხადეს. „თალიბანის“ მთავრობის იუსტიციის მინისტრმა აბდულ ხასიმ ისხაკზაიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგებიან და ხალხის ინტერესებს არ ემსახურებიან. „გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა,“ - აცხადებს მინისტრი. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
თალიბანმა ქალებს პოპულარული ეროვნული პარკის მონახულება აუკრძალა - BBC
ავღანეთის თალიბანის მთავრობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალები ქალებს არ მისცემენ უფლებას, მოინახულონ ავღანეთის ეროვნული პარკი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ განაცხადა, რომ ქალები პარკში ჰიჯაბის ტარების წესს არ იცავენ. ჰანაფიმ უსაფრთხოების ძალებსა და სასულიერო პირებს მოუწოდა, ქალებს პარკში შესვლა გამოსავლის პოვნამდე აუკრძალონ. მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთზე კონტროლი 2021 წლის აგვისტოში დაიბრუნა. ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
ავღანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 2053-მდე გაიზარდა
ავღანეთში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 9000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ „თალიბანის“ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა. 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
ავღანეთში რუსული თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon 10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიამდე პილოტმა დისპეტჩერს ტექნიკური პრობლემების შესახებ აცნობა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი გაია - ტაშკენტი - ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
სი ძინპინმა თალიბანის მთავრობის ელჩი მიიღო - პეკინი „დიპლომატიურ შეთანხმებაზე“ საუბრობს
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რამდენიმე ქვეყნიდან ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო. მათ შორის „თალიბანის“ მთავრობის ელჩი, რაც “დიდი ქვეყნის მიერ თალიბანის მთავრობის პირველ ოფიციალურ აღიარებას ნიშნავს.“ ამის შესახებ ამერიკის ხმა წერს. სი ძინპინი ბილალ კარიმს, თალიბების მიერ დანიშნულ ელჩს, კუბის, პაკისტანის, ირანის და 38 სხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად, ოფიციალურ ცერემონიაზე მიესალმა. „ჩინეთისთვის გასაგებია ის, რაც დანარჩენმა მსოფლიომ ვერ გაიგო,“ - აღნიშნა თალიბანის მთავარმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. „ჩვენ არ ვართ ერთპოლარულ სამყაროში,“ განაცხად მუჯაჰიდმა და მსგავსი ნაბიჯების გადადგმისა და ქაბულთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებსაც მოუწეოდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობოთ, სი ძნპინმა ახალ ელჩებს განუცხადა, რომ ჩინეთი ამ ქვეყნებთან ღრმა მეგობრულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ეძებს. ავღანეთის ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯავიდ აჰმედმა, ჩინეთის ნაბიჯს აღიარების აქტი უწოდა. ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ქვეყნებმა თალიბანის ლიდერებს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესეს და ისინი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, თალიბების ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება ჩინეთის ნაბიჯს, მილერის თქმით, ამაზე განმარტება თავად პეკინის საქმეა, თუმცა „მან საპირისპირო კომენტარები მოისმინა ჩინური მხარისგან.“ აღიარებს თუ არა ჩინეთი თალიბანს და ნიშნავს თუ არა ეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, ამ შეკითხვას ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა შემდეგნაირად უპასუხა: „თქვენ იკითხეთ, აღიარებს თუ არა ჩინეთი ოფიციალურად ავღანეთის დროებით მთავრობას, მე მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი თვლის, რომ ავღანეთი არ უნდა გამოირიცხოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან. ვიმედოვნებთ, რომ ავღანეთი შემდგომში უპასუხებს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს, ააშენებს ღია და ინკლუზიურ პოლიტიკურ სტრუქტურას, მიიღებს ზომიერ და წინდახედულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მტკიცედ შეებრძოლება ყველა სახის ტერორისტულ ძალებს, განავითარებს მეგობრულ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობლებთან, ინტეგრირდება მსოფლიო საზოგადოებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობის დიპლომატიური აღიარება ბუნებრივად მოხდება, როცა სხვადასხვა მხარის შეშფოთება ეფექტიანად გადაიჭრება. ჩინეთის პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით, თანმიმდევრული და მკაფიოა. როგორც ავღანეთის ტრადიციულად მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი ერთგულია მეგობრული საგარეო პოლიტიკისა ყველა ავღანელი ხალხის მიმართ და ინარჩუნებს დიპლომატიურ კავშირებს და თანამშრომლობს ავღანეთთან სხვადასხვა სფეროში.ნორმალური დიპლომატიური შეთანხმებაა, რომ ჩინეთმა მიიღოს ახალი ელჩი, რომელიც გამოგზავნილია ავღანეთის დროებითი მთავრობის მიერ და მან თავისი რწმუნებათა სიგელები გადასცეს ჩინეთის ლიდერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააძლიერებს ჩართულობას ავღანეთის დროებით მთავრობასთან, წაახალისებს მას, აქტიურად უპასუხოს საერთაშორისო შეშფოთებას, ერთობლივად დაეხმაროს ავღანეთის აღდგენას, განვითარებას და მხარი დაუჭიროს ავღანეთის ძალისხმევას ძალადობრივი ტერორისტული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას,“ - აღნიშნა სპიკერმა. როგორ ჩამოყალიბდა თალიბანი? 1990-იან წლებში, ავღანეთიდან საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ, თალიბანი ერთ-ერთი იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომში იბრძოდნენ. დაჯგუფება 1994 წელს ავღანეთის ქალაქ ყანდაარში შეიქმნა. დამფუძნებელი ადგილობრივი იმამი, მულა მუჰამედ ომარი იყო. ის მებრძოლებს 2013 წლამდე, გარდაცვალებამდე მეთაურობდა. რა აკავშირებდათ აშშ-სთან? თავდაპირველად, თალიბანმა საკუთარ რიგებში ავღანური წინააღმდეგობის წევრები, მოჯაჰედები მიიღო. 1980-იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები მათ საბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერდა მხარს. როგორ მოიპოვა თალიბანმა ძალაუფლება? 1989 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთიდან გასვლისა და ავღანეთის მთავრობის დაშლის შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო. წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით, თალიბანმა მხარდაჭერა მიიღო. 1994 წელს, დაჯგუფებამ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე, ქალაქი ყანდაარი აიღო. 1996 წელს, მათ ქვეყნის დედაქალაქი, ქაბული დაიკავეს. თალიბების მმართველობის პრინციპები, ისლამური შარიათის კანონების მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დაფუძნებული. მათი მმარტველობისას საჯაროდ სიკვდილით დასჯა ხშირად ხდებოდა. ქალებს განათლების მიღება და მუშაობა ეკრძალებოდათ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ეტარებინათ ბურქა, რომელიც სრულად ფარავს მათ სხეულს. მმართველობის დროს, თალიბანმა აკრძალა დასავლური ფილმები და წიგნები, გაანადგურა განსხვაბებული ტარდიციისა და კულტურის ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები და სხვადასხვა ნიმუშები. მათ შორის ბუდას 1 500 წლის, გიგანტური ქანდაკება, ბამიანის პროვინციაში. რა კავშირია თალიბანსა და ალ-ქაიდას შორის? თალიბანმა უზრუნველყო დაჯგუფება ალ-ქაიდას მებრძოლთა ჯგუფის უსაფრთხო თავშესაფარი, რომელსაც მაშინ ოსამა ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. ალ-ქაიდამ ტერაქტებისთვის მოსამზადებლად, ავღანეთში სასწავლო ბანაკები შექმნა. სწორედ ამ ბანაკებში ამზადებდნენ ტერორისტებს, რომლებიც შემდეგ ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში აწყობდნენ, მათ შორის აშშ-ში - 2001 წელს 11 სექტემბერს. ამერიკული მხარე თალიბანს ამ თავდასმის ორგანიზების უმთავრესი ეჭვმიტანილების, ოსამა ბინ ლადენისა და მისი გარემოცვისთვის თავშესაფრის მიცემაში ადანაშაულებდა. როგორ დაკარგეს ძალაუფლება? 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ავღანეთში შევიდნენ. დეკემბრის დასაწყისში, თალიბანის მთავრობა დაეცა და ამერიკამ ავღანელებთან ერთად, დემოკრატიული მთავრობის შესაქმნელად დაიწყო მუშაობა. რა მოხდა შემდეგ? დამარცხების შემდეგ, თალიბანის ლიდერები ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონებში გაიქცნენ და გამაგრდნენ. შეიარაღებული დაჯგუფება აშშ-ის მხარდაჭერილი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ არაერთ თავდასხმას აწყობდა. მათ შორის, ხელნაკეთი ბომბებითა და თვითმკვლელი თავდამსხმელების გამოყენებით. 2020 წელს, აშშ-ის მთავრობამ, თალიბანთან მოლაპარაკება გამართა. მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, დადგინდა ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის ვადები - თალიბანის მიერ ამერიკელებზე თავდასხმების დასრულებისა და ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების სანაცვლოდ. თუმცა თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, წარუმატებლად დასრულდა. რომელი ქვეყნები აღიარებენ თალიბანს? 1996-2001 წლებში, თალიბანის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის - პაკისტანმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა. წყარო - ამერიკის ხმა
პაკისტანმა ავღანეთის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა
ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც ქვეყანას მართავს, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. 18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის - „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“ ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის, სამი ბავშვი. ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა ფაქთიკის და ხოსტის პროვინციებში. პაკისტანის მთავრობა ამ იერიშის შესახებ დუმს, მაგრამ პაკისტანელი მოხელეები, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, იტყობინებიან, რომ იერიშის სამიზნე იყო სახლი „თეჰრიქ-ე თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაურის, აბდულა შაჰისა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, ავღანეთს აფარებს თავს. პაკისტანმა მეზობელ ირანზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა