თეგი: ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი: კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს

კრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს. როგორც ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს, დედაქალაქის დაცვას მასობრივად უერთდებიან ქალაქის მაცხოვრებლები. მთავარსარდლის ინფორმაციით, დედაქალაქის დასაცავად ძირითადი დატვირთვა მოდის სახმელეთო ძალებზე და მათთან ერთად კიევს იცავენ სადესანტო-მოიერიშე, სპეციალური დანიშნულების და ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სხვა სამხედრო ფორმირებები.  ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიწვევ უკრაინის ყველა მეგობარს კიევში

ზალუჟნი პოლონეთს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს: დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის პირისპირ

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა. „დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს. „ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის ახალი მეთაური პოლონეთის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ. თავის მხრივ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ცერემონიის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“.  

უკრაინის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ საომარი მოქმედებები 2023 წელსაც გაგრძელდეს

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, ამჟამად, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილო ზაბროდსკიმ Ukrinform-თან გააკეთეს.  „სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს გააჩაღა, დიდი ხანია, გასცდა საშუალო ინტენსივობის ადგილობრივი კონფლიქტის კონცეფციას. ეს ეხება როგორც სივრცულ ინდიკატორებს, ასევე ჩართული სამხედრო ძალების რაოდენობას და იარაღისა და სხვა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ჩამონათვალს, რომელიც თან ახლავს ამ სამხედრო დაპირისპირებას.ცალკე საკითხია აღნიშნული კონფლიქტის ხანგრძლივობა. ომის ხანგრძლივობა უკვე თვეებით იზომება. გარდა ამისა, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს დრო 2022 წლის კალენდარულ წელს გასცდება“, - ოფიციალური პირების სტატიაში. ამავე სტატიაში ავტორებმა დაასახელეს რუსეთის ფედერაციის გლობალური პრობლემები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს მის გეგმებს. „ეს არის საერთაშორისო იზოლაცია, ნაწილობრივი ეკონომიკური ზეწოლა საერთაშორისო სანქციებით, სირთულეები საერთო მობილიზაციასთან დაკავშირებით, თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე გახდება რუსეთის ფედერაციისთვის“, - წერენ უკრაინის ოფიციალური პირები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვალერი ზალუჟნი: უკრაინის ძალები რუსეთის საზღვრიდან 50 კილომეტრში იმყოფებიან, ხარკოვის ოლქში შემდგომ წინსვლას ვაღწევთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედროები ხარკოვის ოლქის გათავისუფლებას განაგრძობენ. უკრაინის ცნობი, სექტემბრის დასაწყისიდან 3000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა.  შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.   

ზალუჟნი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციაზე: გავანადგურებთ ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე იარაღით მოვა

რუსეთის მთავრობის არც ერთ განცხადებას არ ექნება გავლენა, უკრაინელების მზაობაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინელი სამხედროები გაანადგურებენ ყველას, ვინც უკრაინასთან ომში მოხალისედ ან მობილიზაციის საფუძველზე ჩაერთო. ამის შესახებ უკრაინის ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელები 8 წლისა და 7 თვის განმავლობაში აკავებენ რუსეთის შემოჭრასა და აგრესიას თვის ქვეყანაში. „მტრის სრულმასშტაბიანმა შეტევამ არ შეგვაშინა. მეტიც, ჩვენ გავერთიანდით და ადეკვატურად შევხვდით მტერს. ამის დასტურია რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება. ასობით ათასი კაცი და ქალი იცავს ჩვენს მიწას, მათ სახლებს, ბავშვებს და უკრაინის მომავალს“,- აღნიშნა ჟალუზნიმ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ვალერი ზალუჟნიმ და მარკ მილიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილა გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარში. ამის შესახებ უკრაინული მედია ზალუჟნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება განიხილეს. „ამ საღამოს სატელეფონო საუბარი მქონდა, გენერალ მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები და რუსული შეიარაღებული აგრესიის მოგერიების საკითხი“, - წერს ზალუჟნი. დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ქალაქ ლიმანის დაკავება აჩვენებს, რომ ქვეყანას აქვს უნარი, რუსული ძალები უკან დახიოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, მარკ მილისთან განიხილა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, „სიტუაცია რთულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადი და ვითარდება უკრაინის გეგმის მიხედვით“. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ჯარების იარაღითა და მასალით მომარაგების საკითხი. „მე მქონდა საუბარი გენერალ მარკ მილისთან, გაერთიანებული შტაბის უფროსებთან, განვიხილეთ არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების ანალიზის ჩათვლით“, - დაწერა ზალუჟნიმ სოციალურ ქსელში. ზალუჟნიმ და მილიმ სატელეფონო საუბარი ორ ოქტომბერსაც გამართეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ირანული დრონები პოლონური სისტემების გამოყენებით ჩამოაგდეს

ბოლო 48 საათის განმავლობაში, საზენიტო-სარაკეტო დივიზიის ნაწილებმა რუსული არმიის მიერ გაშვებული 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. უკრაინელებს პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დაეხმარა. „ეს ჩვენი საზენიტო მსროლელების მაღალი ხარისხის წვრთნის შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს“, - წერს ზალუჟნი. 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. გაშვებული იყო 84 საკრუიზო რაკეტა და 24 დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეწყდა ელექტრომომარაგება და მობილური კომუნიკაციები.  

ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: რუსულ აგრესიას წარმატებით ვუწევთ წინააღმდეგობას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ მარკ მილისთან განიხილა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები.  „სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები რამშტეინის ფორმატში. გულწრფელად მადლობელი ვარ პარტნიორი ქვეყნების თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც, ჩვენ წარმატებით ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას. ასევე, მადლიერი ვარ გენერალ მილის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში მისი ხელმძღვანელობისთვის”, - წერს ზალუჟნი Twitter-ზე. ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა „რამშტეინის" ფორმატში, ბრიუსელში, 12 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ 50 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზალუჟნი: ჩვენი საჰაერო, სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალიზმისა და პარტნიორების სამხედრო დახმარების შედეგად. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების“,- წერს ზალუჟნი Twitter-ზე. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.  

რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს - ზალუჟნი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, ათწლიანი ომის დროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ განაცხადა. „სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს ორჯერ მეტი რუსული თვითმფრინავი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში, 10-წლიანი ომის დროს - 278 რუსული თვითმფრინავი უკრაინაში - 118 საბჭოთა თვითმფრინავის წინააღმდეგ ავღანეთში", - წერს ზალუჟნი. უკრაინული მხარის ცნობით, 24 თებერვლიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით, 74 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და 258 მტრული ვერტმფრენი გაანადგურეს.  

ზალუჟნის თქმით, რუსეთის ჯარებმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა სამჯერ გააძლიერეს, თუმცა ვითარება კონტროლირებადია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, რათა ფრონტზე არსებული ვითარება განეხილა. მისივე განმარტებით, ვითარება კონტროლირებადია. „მტერმა სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ცალკეულ რაიონებში. ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა. ჩვენი მეომრების გამბედაობისა და ოსტატობის შედეგად, ჩვენს ხაზს ვიცავთ“, - წერს ვალერი ზალუჟნი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზალუჟნი: მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. დავარწმუნე, (გენერალი მარ მილი, რედ.) რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანი რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირი პირობებით არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია - რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, - აცხადებს ზალუჟნი.

ვალერი ზალუჟნი: იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება

„იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოკუპირებული ყირიმის საზღვრებს, დღეიდან მელიტოპოლამდე 84 კმ-ის გავლა გვჭირდება. სხვათა შორის, ეს საკმარისია ჩვენთვის, რადგან მელიტოპოლი გვაძლევს სახმელეთო დერეფნის სრულ საცეცხლე კონტროლს, მელიტოპოლიდან უკვე შეგვიძლია სროლა ყირიმის ისთმუსზე, იგივე HIMARS-ებით და ა.შ.“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსმა ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში გააკეთა. გენერალმა აღნიშნა, რომ წინსვლა დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე. უკრაინული მედიის ცნობით, 10-11 დეკემბერს, უკრაინის არმიამ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლსა და მის სიახლოვეს, რუსი ოკუპანტების სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა. მისივე თანახმად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და სულ მცირე 200 დაიჭრა.  

ზალუჟნი პარტნიორებს: მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პარტნიორებს შობიხ დღესასწაული მიულოცა და მშვიდობის ფასზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის. „გულითადად ვულოცავ ჩვენს პარტნიორებს და ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მომავალ დღესასწაულს. ძვირფასო ძმებო! ჩვენ ხშირად გვახსოვს გამოთქმა: „ბნელ დროში აშკარად ჩანან ნათელი ადამიანები." გმადლობთ მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ, უსამართლო და გაუმართლებელ ომში“, - განაცხადა ზალუჟნიმ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინელი დამცველების სახელით, რომელთა ხელშიც დასავლეთის ქვეყნების იარაღი ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას უდანაშაულო სიცოცხლის გადასარჩენად. „მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია. დაიმახსოვრეთ ეს, შეხედეთ ცას და მასზე საშობაო ვარსკვლავს. ილოცეთ უკრაინელი მეომრისთვის, რომელიც ახლა სანგარშია და იცავს სამყაროს უბედურებისგან და მერწმუნეთ, უფალი მასთან არის, სინათლისა და სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ჟალუზნიმ.   

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, 2022 წლის შედეგები შეაჯამა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ 2022 წლის შედეგები შეაჯამა. ზალუჟნის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის დაახლოებით 40 000 კვადრატული კილომეტრი, 40% იმისა, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ხელში ჩაიგდო.  ამ დროისთვის ფრონტის ხაზი ხმელეთზე თითქმის ოთხი ათასი კილომეტრზეა გადაჭიმული და აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს 1500 კილომეტრზე. გარდა ამისა, მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს საბრძოლო ზონიდან 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლის ევაკუაცია, ასევე ორი მილიონი ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება და განაწილება. ზალუჟნის შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან 1300 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაასუფთავეს და ასევე გაანადგურეს 41 000 ასაფეთქებელი ნივთირება.  ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც მათ მოახერხეს რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული უზარმაზარი ტერიტორიების განთავისუფლება. კერძოდ, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონი, ნოემბერში კი უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.  

ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიონი დოლარით დაეხმარა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ჯარს შემოწირულობის სახით, ერთი მილიონი დოლარი გადასცა. The New York Times წერს, რომ ზალუჟნიმ ეს თანხა მემკვიდრეობით, უკრაინელი ამერიკელისგან, გრეგორი სტეპანეცისგან მიიღო. მისივე ცნობით, გენერალმა მთელი მიღებული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იანვარში შესწირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა ინფორმაცია დაადასტურა. უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს საწარმოებმა და კერძო პირებმა უკრაინის არმიას 500 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.