თეგი: თამარ გაბუნია

„მწვანე პასპორტის“ საკითხი გადაიხედება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია და „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე.წ. მწვანე პასპორტის საკითხი გადაიხედება. „ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიკურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა - ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში. აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის ეთერში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.

თამარ გაბუნია: მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, იყო და არის საკმაოდ ძლიერი

მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა იყო საკმაოდ ძლიერი და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად, ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარის შეფასებისას აღნიშნა. გაბუნიას თქმით, პანდემიის მართვის მოდელზე დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რათა ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ. "ყველას გვესმის, რომ პანდემიის მართვა ძალიან რთული პროცესია. ამას სჭირდებოდა მულტისექტორული და არაკომპლექსური ჩარევა. ვფიქრობ, მალე კიდევ დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რადგან მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გაკეთდეს შუალედური შეფასება, არა იმისთვის, რომ ხარვეზები მაინცდამაინც გამოვლინდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოცდილება გაზიარდეს და ქვეყნებმა დაინახონ ვინ, სად, როგორ, რას პასუხობდა. ამ შემთხვევაში მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, საკმაოდ ძლიერი იყო და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა. რა თქმა უნდა, კლინიცისტები სხვა დროსაც საუბრობენ და ზოგადად, ყველა საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია მეტი აქცენტი იმ წესების დაცვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. თუმცა, რა თქმა უნდა საფუძვლიანი ანალიზი ამისი კიდევ ჩატარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ კლინიკური მართვა არაოპტიმალური არ იყო

უნდა დაიწყოს თუ არა იზოლაციის პერიოდის ათვლა სიმპტომის გამოვლენის დღიდან

რომელი დღიდან უნდა დაიწყოს იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას დაუსვეს. „ჩვენს შემთხვევაში, ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც გვაქვს მტკიცებულება, რომ საუბარია ნამდვილად დაავადებაზე. ვიდრე არ გვაქვს დადასტურებული დიაგნოზი, რთულია, ერთიან ჩარჩოში ჩაჯდეს ამდენი ადამიანი და ზუსტად ვიცოდეთ, ვინ მეხუთე დღიდან, ვინ მეშვიდე დღიდან და ვინ მერამდენე დღიდან ექვემდებარება იზოლაციიდან გამოსვლას. აქედან გამომდინარე, პროგრამული მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუდეს ის თარიღი, როდესაც გვაქვს დადებითი პასუხი ტესტზე, ანუ, ნამდვილად ვიცით, რომ საქმე გვაქვს კოვიდინფიცირებასთან და არა რაიმე სხვა ინფექციასთან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე.  ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ საკითხი, იზოლაციის ვადებთან დაკავშირებით, კერძოდ, საიდან იწყება იზოლაციისთვის საჭირო 8 დღის ათვლა, გაუგებრობას იწვევს. სპეციალისტმა მოიშველია CDC-ის პროტოკოლი, რომელშიც წერია: აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან:(ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. „ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება. რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციები. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობიას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ე.წ. ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია

თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ახალგაზრდებში ბუსტერ-დოზების ფინანსური წახალისების გამართლება მწირია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფად კვლავ 65 წელზე უფროსი ადამიანები რჩებიან. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტულ ჯგუფებად უნდა დარჩეს მაღალი რისკის ჯგუფები, ანუ 65 წლის ზემოთ ასაკობრივი პირები. ამდენად წახალისების პროგრამებიც მეტად იქნება ფოკუსირებული მაღალი რისკის ჯგუფებზე. გამომდინარე აქედან, ახალგაზრდებში ბუსტერ დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია”,- განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვალშიც გრძელდება.

თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ „მწვანე საშვი“ „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმით ხსნის, რომ„მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გაბუნიას განმარტებით ამას გულისხმობდა პრემიერი. თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. „განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია. „ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ პირობებში, ვაქცინაციის დამცველობითი ეფექტი გადაცემაზე შედარებით სუსტია

"ვაქცინაციის დამცველობა, აღმოჩნდა, რომ შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვაქცინაციის პროგრამა მთავარ იარაღად რჩება. რა თქმა უნდა, ვაქცინების გამოყენება კვლავაც პირველი ინსტრუმენტი იქნება პანდემიის მართვაში - როგორც ჩვენთან, ისევე ბევრ სხვა ქვეყანაში. ბოლო პერიოდში, ვაქციინების ათვისება დაბალია. „ომიკრონის“ პირობებში, შეიძლება, ეს იმით აიხსნას, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გაეკეთებინათ ბუსტერ დოზა ან ვაქცინაცია დაეწყოთ, ეს გადავადდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ჩავლის შემდეგ კვლავაც იქნება ახალი, აღმავალი ეტაპი ვაქცინაციის პროგრამაში, რადგან ვაქცინაციის მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურდა „ომიკრონის“ ტალღის მიმდინარეობისას. რაც შეეხება ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს გადაცემაზე - აღმოჩნდა, რომ ეს შედარებით სუსტია „ომიკრონის“ პირობებში, მაგრამ ე.წ. ბუსტერ დოზა ამას აძლიერებს. ამდენად, რეკომენდაციები ისევ ძალაშია - ბუსტერ დოზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პირებისთვის“, - აცხადებს თამარ გაბუნია.  

თამარ გაბუნია: ვაქცინებთან დაკავშირებით ვმუშაობთ - გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე

გვქონდა კომუნიკაცია Pfizer-თან ახალ ხელშეკრულებაზე. ვაქცინების მოწოდება განახლდება უკვე პირველი კვარტლის ბოლოდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინიც გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“, - განაცხადა გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15 628 პაციენტი.

თამარ გაბუნია: დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღმასვლა შეიმჩნევა

დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.  „დღეს 15 ათასზე ოდნავ მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა

მომავალი კვირიდან გვექნება საშუალება, ვთქვათ, რამდენად გადაიარა პიკმა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო ისევ 15 000- ზე ოდნავ მაღალი, ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელზე ვრჩებით, რაც გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ კუთხით, რომ „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა. დადებითობის მაჩვენებლის მცირედი კლებაც ასევე აღინიშნება. ჩვენ კვირის ბოლომდე უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რა მიმართულებით წავა, სამშაბათი არის ის ნიშნული, როცა ჩვენ ვაფასებთ, რა მიმართულებით ვითარდება ეპიდემია და უკვე მომდევნო კვირიდან გვექნება იმის საშუალება, რომ ვთქვათ, რამდენად არის პიკი უკვე გადავლილი,“ - განაცხადა გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

თამარ გაბუნია: ეტაპობრივად გადავდივართ ინფექციის დაღმავალ ფაზაში

თტსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, არის სტაბილიზაციის ნიშნები და ეტაპობრივად გადავდივართ ინფექციის დაღმავალ ფაზაში. მისი თქმით, უახლოესი რამდენიმე დღე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად გამოჩნდეს, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი. „სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს და ეტაპობრივად გადავდივართ უკვე ინფექციის დაღმავალ ფაზაში. დღევანდელი და ასევე მომდევნო კიდევ რამდენიმე დღე არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკვე ზუსტად ვნახოთ, რა ტემპით შეიძლება გვქონდეს სიტუაციის სტაბილიზაციის მოლოდინი“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: "ომიკრონის" ტალღის პიკი გადავლილია

ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ - შემდგომი სტაბილიზაციის მოლოდინი ნამდვილად გვაქვს და ამის შესაბამისად დაიგეგმება ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წახალისებას დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „დღეს 12 000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონის“ ტალღის პიკი გადავლილია და ჩვენ მივდივართ დაღმასვლისკენ. კლინიკურ სექტორში 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა, 5164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით, 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ დროისთვის თავისუფალია საწოლფონდის 36%-მდე", - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება

თამარ გაბუნია: მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გეგმა

თამარ გაბუნიას თქმით, მომზადებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, ეპიდვითარება სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ვაქცინა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თუკი ახალი შტამი გაჩნდა, და ამის რისკებს ვერავინ გადააზღვევს დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები იმუნური თემით. ვაქცინაციის განახლებულ გეგმა მომზადებულია, დადებითი შეფასება მიიღო ექსპერტებისგან, ვაქცინაციის საკოორდინაციო ჯგუფიდან და ამ დღეებში ვფიქრობთ გეგმის წარდგენას მთავრობაში, რომელიც ჩაანაცვლებს გასული წლის ამ დროს დამტკიცებულ გეგმას“, - განაცხადა გაბუნიამ. ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 124 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 833 144 აცრა გაკთდა.

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს. როგორც გაბუნია განმარტავს, მედიკამენტი აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. „კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ უკვე ქვეყანაშია. ის პაციენტისთვის უფასოა. აფთიაქში არ გაიყიდება, მის დისტრიბუციას სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი ქვედანაყოფის საშუალებით. ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმი, რომელიც საჭიროდ ჩათვლის, რომ პაციენტმა უნდა მიიღოს მედიკამენტი, ინფორმაციას გადასცემს იმ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის მიტანას. შემდეგ ოჯახის ექიმი გააგრძელებს მეთვალყურეობას“, - აღნიშნავს გაბუნია.

თამარ გაბუნია: Pfizer-ის დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა

Pfizer-ის დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა, რომელიც ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „Pfizer-ის ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და აღდგენა, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს- 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე", - განაცხადა გაბუანიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ამასთან, 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო  

თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის. "მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა. ჯანდაცვის წლევანდელი ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. 2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

თამარ გაბუნია: 18 წელს გადაცილებულებში მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია მსოფლიოს არცერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გაუცია

„18 წლის ზევით პირებში, არც ერთ  მსოფლიოს წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრებს, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.  „COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე  ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში.  18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით,  საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე - სამედიცინო პერსონალისთვის. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამონაკლისის სახით, მეორე ბუსტერ დოზით ვაქცინაცია, ასაკის მიუხედავად, დასაშვებია მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება და დამატებითი "ბუსტერ დოზის" ადმინისტრირებას მიმღები ქვეყანა ითხოვს.  

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს

შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნია აღნისნავს, სიმპტომები რომელიც ახასიათებს „ომიკრონის“ მიმდინარეობას, არის სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა. „ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში, დამატებითი გამოკვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის გარეშე. ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების შემთხვევების მკვეთრ მატებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ახლა ვირუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები „ომიკრონის“ B.A 5 ვარიანტი ფიქსირდება. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა  

თამარ გაბუნია: 75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული - ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა

"75 ქვეყანა და 16 000-ზე მეტი ინფიცირებული, ასეთია მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების დინამიკა. საქართველოში ვითარება არ შეცვლილა, 10 საეჭვო შემთხვევიდან დაავადება მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილზე“: პანიკის საფუძველი არ გვაქვს მისივე თქმით, ვირუსი ახალი არ არის და მართვის გზები ნაცნობია. „მაიმუნის ყვავილს“ არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. როგორც იცით, ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაშიც ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. მესამე არის ის, რომ ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია და აქედან გამომდინარე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.  

თამარ გაბუნია გამყრელიძის გადადგომაზე: ნუ ეძებთ დაპირისპირებას. რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ტვ.პირველს“ დაუდასტურა, რომ ამირან გამყრელიძის გადადგომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ჯანდაცვის მინისტრი: ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს „ვიდრე სხვა მენეჯერს შეარჩევენ, მე მოვალეობას შევასრულებ“, - აღნიშნა გაბუნიამ.  „ნუ გაქვთ მუდმივად დაპირისპირების ძიების მცდელობა. მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო ბატონი ამირანის გადაწყვეტილება და მინისტრთან შეთანხმდა ამაზე“,- განაცხადა გაბუნიამ. „თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს. მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.  

თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება

ბოლო პერიოდის განმავლობაში, კორონავირუსის ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტენდენცია დადებითი და კეთილსაიმედოა, შემთხვევების რაოდენობა მცირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებს აქტიურ მეთვალყურეობას კოვიდ შემთხვევების გავრცელების დინამიკაზე. ამდენად, სხვა სუბიექტური შეფასებები საფუძველს მოკლებულია და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის შეფასებებისგან, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, თავი შევიკავოთ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: კოვიდიინფიცირების შემთხვევების პიკი დაანონსდა  

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. "სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების („სანოფი პასტერი“) ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პრეპარატებიდან ერთ-ერთია", - განაცხადა გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია - თამარ გაბუნია  

ეპიდვითარება სტაბილურია - თამარ გაბუნია

COVID19-ის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა. COVID19-ის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. გრძელდება ტესტირების პროგრამა, ასევე ვაქცინაციის. COVID19-ის სტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება“, - აღნიშნა გაბუნიამ. კორონავირუსის ეპიდემია პირველად, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა  

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია - გაბუნია

"გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა იყო შეძენილი. პროცესი დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს ყველა რეგიონში. მონაწილეობა მეტად აქტიურია ხანდაზმულებში, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, თუმცა, ძალიან დაბალია ორსულების მხრიდან მონაწილეობა, რაც ძალიან საყურადღებოა. მაქსიმალურად ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია. ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია მინიმალურია, ერთეული შემთხვევები გამოვლინდა", -აღნიშნავს გაბუნია. კორონავირუსით ინფიცირებული პირი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. კორონავირუსის ეპიდემია პირველად ჩინეთის პროვინციის ქალაქ უხანში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.  

თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება, პირველი იანვრიდან სავალდებულო იქნება

რაიმე საფუძველი, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულად შეფუთვის გადაწყვეტილების გადავადებაზე ვისაუბროთ - თამბაქოს შეფუთვაში ცვლილება პირველი იანვრიდან სავალდებულო იქნება, გადაწყვეტილების გადავადებაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს. ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. სტანდარტიზებულმა ანუ სადა შეფუთვამ პროდუქტი ისე უნდა გარდაქმნას, რომ თამბაქოს მიმზიდველობა შეამციროს და მომხმარებელმა ერთი ბრენდის ნაწარმი მეორესგან მარტივად, ერთი შეხედვით ვერ გაარჩიოს.  

სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება - გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება. მისივე თქმით, ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

თამარ გაბუნია: ვირუსები, რომლებიც ახლა ცირკულაციაშია, მანამდეც სულ ცირკულირებდა

კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის,- ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმმა მართოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად. „უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ. რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.  

შესაძლებელია, თებერვალში იყოს გრიპის გავრცელების ზრდა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა, ამიტომ შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. "გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.  

რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად - გაბუნია

პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად. „ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები. ასევე ჩატარდა მუშაობა რესურსის მობილიზების კუთხით. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს სერიოზული მომავალი ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მას შეუძლია, ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს რეგიონში საუკეთესო ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა გაბუნიამ.  

2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა - გაბუნია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ  2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა. მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს. „აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ფასების ეფექტურად სამართავად, მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები იქმნება.ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც შედის და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის, 5 200 000 ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.  

მზად ვართ, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გავესაუბროთ - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს გაუსაუბროს. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს კვლავ აგრძელებენ „რესპუბლიკური საავადმყოფო" არის მთავარი საავადმყოფო და ყველაზე მძლავრი რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც. მან სამომავლოდ უნდა აიღოს მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური საავადმყოფოს ფუნქცია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანი ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე და გარდამავალი პერიოდი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის კომპლექსური უნდა გავიაროთ თანამშრომლობის რეჟიმში. მზად ვართ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ყველა თანამშრომელს სათითაოდ გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან, საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით, მაგრამ "რესპუბლიკურმა საავადმყოფომ" უნდა შეიქმნას მომავალი და ეს მომავალი არის სწორედ მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაში,"- განაცხადა გაბუნიამ. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი  

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას - გაბუნია

სამინისტრომ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მიიღებენ ყველა სახის დახმარებას, რაც მათ სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში ადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, ამ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები. „მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მეტი საერთაშორისო მონაცემი, მტკიცებულება, ექსპერტების მოსაზრებები, გაიდლაინები, თუ რამდენად ეფექტურია მედიკამენტი, როგორ მოხდეს მისი დანერგვა უსაფრთხოდ, ბავშვებისთვის საუკეთესო ფორმატში და შემდეგ უკვე სამინისტრო მზად არის დაიწყოს შესყიდვის პროცედურები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე განმარტებით, ყველაზე დიდი შეუთანხმებლობა პაციენტების მშობლებთან, სწორედ ვადებს უკავშირდება. „მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს მოხდეს დაუყოვნებლივ, დღესვე, მაგრამ ამას სჭირდება მთელი რიგი სამუშაოები, რაც სამინისტროში დაწყებულია. იშვიათი დაავადებების მართვის საბჭო ჩამოყალიბდა და ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. ექსპერტების წინადადებაც არის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი საფუძველი, ვიდრე ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივალთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.  

შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს - გაბუნია

შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვ, შემოგვიერთდეს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. „მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ. რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.    

„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტია სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება - გაბუნია

„ვოზორიდიტი“ დღეს არის ერთადერთი ცნობილი მედიკამენტი, რომელსაც აქვს ერთადერთი ცნობილი ეფექტი და ეს არის სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება - გაბუნია მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ სიმაღლეში ზრდა შეუძლია - ჩხაიძე „ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. თუ ბავშვი სხვა ქვეყანაში იღებს იმ დადებით შედეგს, რაც „ვოზორიდიტმა“ შეიძლება, თეორიულად მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, გვერდით ეფექტებზე ვსაუბრობთ და არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები, ჩვენც გავხსენით დიალოგი ამასთან დაკავშირებით და დღემდე მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით, მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ "პირველ არხთან".  

ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა დააჩქაროს - თამარ გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა. „პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებების შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს აქონდროპლაზიის პროტოკოლში შემავალი სხვადასხვა ღონისძიების პროაქტიურ დაგეგმვისა და მოლაპარაკებების მიმართულებით. ამასთან, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანისთან, რათა პროტოკოლისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისთანავე, მოხდეს ბავშვებისათვის ყველა საჭირო პროცედურის უზრუნველყოფა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასტან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ძალაშია ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. თამარ გაბუნიას განცხადებით, "აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები, ვინაიდან ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს".  

მნიშვნელოვანია, ინვესტიციების განხორციელება ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში - გაბუნია

საყოველთაო ჯანდაცვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების განხორციელებას ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ასევე მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო 76-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ „უნივერსალური ჯანდაცვა 2023-ის“ გარშემო გაერთიანებული ქვეყნების წარმომადგენლები და პლატფორმის მთავარ მიზანზე - ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. „საქართველო, ასამბლეის ფარგლებში გამართული ამ შეხვედრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იყო. თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას, საყოველთაო პროგრამის წარმატებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დოკუმენტის საბოლოო მიზანია, ჯანდაცვის მაქსიმალურად ეფექტური სისტემის შექმნა. ასევე - ქვეყანაში, შესაბამისი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. როგორც თამარ გაბუნიამ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანის ფუნდამენტური - ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის გარეშე, ქვეყნისთვის, მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევა შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველო, ამ მიმართულებით, რეფორმებს აქტიურად ახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა საგანგაშო მატება არ არის. „ამ ეტაპზე ჩუტყვავილას შემთხვევები არის, მაგრამ არ არის მნიშვნელოვანი და უჩვეულო მატება, რაც სხვა დროს ქვეყანაში არ ყოფილა. საყურადღებოა ის, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების უდიდესი ნაწილი მცირე ასაკის ბავშვებში არის მსუბუქი მიმდინარეობის, თუმცა, თუ სიმპტომები არის მკაფიოდ გამოხატული, ოჯახის ექიმი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის რუტინული კალენდრის ფორმატში და ბევრი ქვეყანა ისე, როგორც საქართველო ამას არ მიმართავს. ჩუტყვავილას ვაქცინაცია მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, თუ ერთდროულად მოხდება მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ერთი წლის განმავლობაში, რაც ექსპერტების მოსაზრებით, პრაქტიკაში განხორციელებაში ვერ იქნება. არასრული ვაქცინაცია პირიქით, გაზრდის რისკებს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ ბავშვს ჩუტყვავილა დაემართა, დარჩეს სახლში და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მოზრდილ ადამიანებში ჩუტყვავილას მდგომარეობა არის უფრო სერიოზული და საყურადღებო. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ზრდასრულ ადამიანს ჩუტყვავილა დაემართა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს სწრაფი რეაგირებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული - გაბუნია

მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, იყოს დაცული და ევროპის ქვეყნებმა ამის რეგულირება უფრო ადრე დაიწყეს, მთელი რიგი რეგულაციები არსებობს ევროპის სივრცეში ამ საკითხზე. საქართველოს ეს ვალდებულება განესაზღვრა ევროასაცირების შეთანხმების დროს. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულირება და მთავრობის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც სრულად აწესრიგებს ამ მიმართულებას. ეს არის არამხოლოდ იმ წრის განსაზღვრა ვისაც შეიძლება შეეხოს რეპროდუქციული სერვისების გამოყენება, არამედ კიდევ ძალიან ბევრი ეთიკური სამედიცინო ასპექტი და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, რაც უკავშირდება ამ მეტად სერიოზულ მაღალტექნოლოგიურ ჩარევას. მნიშვნელოვანია ის, რომ სუროგაციის, ასევე დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს უანგაროდ და ეს არის მთავარი საფუძველი ამ სფეროში ევროდირექტივებისა და ევრორეგულაციების. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ევროპის ბევრ ქვეყანაში დანერგილია, საფრანგეთი მაგალითად და მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავს იმდენად რთულია ბოლომდე ეთიკური მხარის მოგვარება. ჩვენ შემთხვევაში არ იკრძალება, მაგრამ,. გადაწყვეტა არის იმგვარი, რომ სადაც შესაძლებელია, მეტად მკაფიოდ და გასაგებად იყოს ჩამოყალიბებული მოტივაცია, ასევე გვქონდეს მეტი გარანტია იმის, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს, რომელიც გაჩნდება მედიცინის დახმარებით. ახალი კანონპროექტი ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე და რომ ამ გზით გაჩენილი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა კუთხით“, - განაცხადა გაბუნიამ „ქრონიკასთან“.  

თამარ გაბუნია: სუროგაცია, დონაცია უნდა იყოს მხოლოდ უანგარო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სწრაფი განვითარების ფონზე, ამ დარგს შესაბამისი რეგულაციები არ მოჰყოლია, რაც თამარ გაბუნიას შეფასებით, გარკვეული რისკებს მოიცავს. მისივე თანახმად, ეს სერვისი დანერგვის ადრეული ეტაპებიდან, მედიცინაში, ყველაზე კომერციალიზებულ მიმართულებად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენისა და სხვა რისკებს შეიცავს. თამარ გაბუნია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში, მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად, რეგულაციების არარსებობის გამო აღმოჩნდა მიმზიდველი ქვეყანა, მაშინ, როდესაც, ევროპის ბევრი ქვეყანა სუროგაციას საერთოდ კრძალავს. „ზოგ ქვეყანას აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, უანგარო, ალტრუისტული დონაცია, ალტრუისტული სუროგაცია. ამასთან, ევროდირექტივა ითვალისწინებს მხოლოდ უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. ჩვენ, ევროასოცირების შეთანხმებით, პირდაპირ გვაქვს ვალდებულება, რომ დარგი იყოს რეგულირებული. რეგულაციების არ არსებობის შემთხვევაში, ძალიან დიდი რისკები ჩნდება, როგორც ეთიკური, ისე - სამართლებრივი და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ, რომლის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციით დაბადებული ბავშვი საქართველოს ტოვებს, ქვეყანა მასზე პასუხისმგებლობას ვეღარ იღებს, რაც საერთაშორისო დონეზე, შესაძლოა, გარკვეულ რეპუტაციულ რისკებსაც აჩენდეს. თამარ გაბუნიამ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რასაც ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. „დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავ პოსტს ვნახავთ, რომ სუროგატის მომსახურებაში გადაიხდიან, მაგალითად, 25 000$-ს. არც დონაცია და არც სუროგაცია არ შეიძლება, ანაზღაურებადი იყოს. გარდა ამისა, დაწესებულებები დაექვემდებარება ლიცენზირებას, შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის. მოწესრიგდება კლინიკური საკითხებიც. ცალსახად აიკრძალება რეკლამა, სამინისტრო იღებს ცენტრალური მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქციას, რომ ინფორმაცია მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისების შესახებ გავრცელდება სამინისტროს მიერ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც მოთხოვნა არის, სფერო ვითარდება, შესაბამისად არ გაქრება, მისი შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკს კი სჭირდება კონტროლი, როგორც ამას ევროპის ქვეყნები ახორციელებენ. „სწორედ ამიტომ არის მკაცრი სასჯელი გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ ეს არალეგალურ სახეს მიიღებს. სახელმწიფო, რეგულირების გაუმჯობესებით, ხარისხის უზრუნველყოფით და მთელი რიგი, მეტად ეთიკურად გამართული პრაქტიკის განვითარებით, საქართველოს მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული სერვისი უსაფრთხოდ მიიღოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. პრემიერ-მინისტრმა 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურეობის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. კანონპროექტის მიხედვით, კანონით დარეგულირდება სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ასოციაციის განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისის მიღებასთან დაკავშირებით, საფრთხის შემცველია როგორც დარგის, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის არსებობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სფეროში მომუშავე 20-მდე კლინიკის წარმომადგენლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას ხელისუფლებასთან, რათა აკრძალვის ნაცვლად შემუშავდეს რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში დონაცია-სიროგაციის საკითხებს დაარეგულირებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოში, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება და ამ ბრძანებით ცვლილება შევიდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების თანახმად, ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. სუროგაციას საქართველოში 1997 წლიდან არეგულირებს კანონმდებლობა. ის რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება. მაგალითად, კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“, ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის პროცედურებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება. თუკი ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.