თეგი: იარაღი
შსს-ს ცნობით, თბილისსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ამოიღეს
თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს, რომელთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, EKOL-ის ფირმის, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე, კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.შ. -ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 2 ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი და სანადირო თოფის ორი მასრა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ხ.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ხონში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვი-პმ-ის“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. აღნიშნული დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა საომარი მოქმედებები შეიძლება „ყველაზე უარეს შემთხვევაში, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს". „ყველა წევრმა სახელმწიფომ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის ტიპს შორის სხვაობის გამო. „მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 14 აპრილს გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინულ ჯარს მოამზადებს, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინაში გაგზავნილი ჰაუბიცების საარტილერიო სისტემები, განაცხადა ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა. "ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ტრენინგის დაწყებას მომდევნო რამდენიმე დღეში", - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. წვრთნებს სავარაუდოდ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული ამერიკული ჯარები ჩაატარებენ. ამასთან, შესაძლოა, იყოს დამატებითი სასწავლო სესიები სხვა იარაღთან დაკავშირებითაც, რომელიც შედის სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტში. შეერთებულმა შტატებმა რიგი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში უკვე გაწვრთნა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. ინფორმაციისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედიან საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა, ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში, სროლის მანძილი 17 კმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ პირველად განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. ამ საკითხზე განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა გააკეთა. Reuters-ის ცნობით, უკრაინა მიიღებს 50 ცალ „გეპარდის“ თვითმავალ დანადგარს, რომლებიც აღჭურვილია საზენიტო იარაღით. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა
გერმანიამ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინისთვის მსუბუქი იარაღის მიწოდება შეამცირა, იუწყება Welt am Sonntag წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით. 30 მარტიდან 26 მაისამდე გერმანიამ უკრაინას მხოლოდ ორი იარაღი მიაწოდა. აპრილში - ტყვიამფრქვევის სათადარიგო ნაწილები, ხელყუმბარები, ნაღმები და სხვა. მაისში კი - 4 600 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. Strela-ს საზენიტო სისტემების და Panzerfaust 3 ყუმბარმტყორცნების ბოლოს უკრაინას მარტის ბოლოს მიეწოდა, თუმცა აპრილსა და მაისში უკრაინამ ეს და სხვა იარაღი, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც ითხოვა. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით 28 მაისს, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა, რომ „მძიმე იარაღი ძალიან მალე იქნება“, წერს უკრაინული გამოცემა NV. ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, საზენიტო თვითმავალ „გეპარდზე“ და საზენიტო იარაღზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.
მაკრონი მზადაა, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას უფრო მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია ელისეის სასახლის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარეს რჩება. მან პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის საჭიროებების, მათ შორის მძიმე იარაღის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მობილიზებულია. საფრანგეთმა ათი ათეული „კეისრის“ ჰაუბიცები უკრაინას უკვე მიაწოდა და საფრანგეთში უკრაინელ ჯარისკაცებს ამ იარაღის მართვა შეასწავლა. 155 მილიმეტრიანი კალიბრის „კეისრის“ ჰაუბიცებს შეუძლიათ, გაანადგურონ სამიზნეები 40 კილომეტრამდე მანძილზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კატრინ კოლონამ მაისის ბოლოს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნაზე მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ „კონკრეტული პასუხი“ იქნება. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა
უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს Spiegel-ის ცნობით, ბერლინი არ დაეთანხმა ესპანეთის მთავრობის გეგმებს, გერმანული წარმოების 40 ძველი „ლეოპარდის“ ტიპის საბრძოლო ტანკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერს, ბერლინის თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა NATO-ს წევრი უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდიდა. გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სატელეფონო საუბრებში გააფრთხილა ესპანელები, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან გადახვევა, რომელიც არ განიხილავს კიევისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს როგორც მედია წერს, ამჟამად მადრიდი უკრაინისთვის მხოლოდ 10 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავს, თუმცა ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეთრი სახლი ოთხშაბათს უკრაინისთვის დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადებს. ახალი სამხედრო დახმარება მოიცავს გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს, საარტილერიო რაკეტებსა და ჰაუბიცის ჭურვებს. გამოცემის ცნობით აშშ გეგმავს უკრაინაში გადაიტანოს გაგზავნილი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა (MLRS), ასევე M777 ჰაუბიცებისა და სათადარიგო ნაწილების საარტილერიო ჭურვები. როგორც Bloomberg იტყობინება, შეერთებული შტატები უკრაინას ასევე სახმელეთო Harpoon-ის სარაკეტო გამშვებებს, ასევე უსაფრთხო რადიოებს და ღამის ხედვის აღჭურვილობას გადასცემს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების საკითხი განიხილონ.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკას „იარაღად აქცევს“
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „უკრაინის კრიზისი არის კიდევ ერთი გამოფხიზლების ზარი მთელ მსოფლიოში“. სი ძინ პინის თქმით, არსებული კრიზისი გვახსენებს, რომ ბრმა რწმენა ე.წ. ძლიერების პოზიციის, სამხედრო ალიანსების გაფართოებისა და საკუთარი უსაფრთხოების ძიების მცდელობები, მხოლოდ სხვების ხარჯზე, უსაფრთხოების დილემის წინაშე გვაყენებს. CNN-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი ვირტუალური სამიტის წინ გამართულ ბიზნეს ფორუმზე BRICS-ის ეკონომიკური ბლოკის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებთან ერთად გამოვიდა. „წარსულის ტრაგედიები მოწმობს, რომ ჰეგემონიას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება; ის მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს”, - თქვა განაცხადა სი ძინ პინმა. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები, „რომლებიც გლობალურ ეკონომიკას იარაღად იყენებს, ზიანს მოუტანს მსოფლიოს ხალხს". CNN წერს, რომ ეს კომენტარები ფარული მინიშნება იყო შეერთებულ შტატებსა და NATO-ზე, რომლებსაც პეკინი არაერთხელ ადანაშაულებდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის პროვოცირებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის გამკაცრების კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იარაღის კონტროლის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ბაიდენის განცხადებით, ხელმოწერილი კანონი "მრავალ სიცოცხლეს გადაარჩენს“, თუმცა კომპრომისის გამო ყველაფერი არ არის გათვალისწინებული, რაც თავად სურდა. ახალი კანონმდებლობით, გამკაცრდება 18-დან 21 წლამდე იარაღის მყიდველების შემოწმება, 5 წლით აიკრძალება იარაღის მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის გამო ნასამართლევი არიან. ამასთანავე, გაამარტივებდა იარაღის ჩამორთმევა. ასევე, კანონპროექტით, გამოიყო $13 მილიონი, რომელიც ძირითადად ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებსა და მასობრივი სროლების გამოცდილების მქონე სკოლებს მოხმარდებათ. ჯო ბაიდენმა კონგრესს აშშ-ში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტის ამ მიმართვას წინ უძღოდა ოკლაჰომის შტატის ქალაქ თალსაში მომხდარი სროლა, რასაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვს Ph2000 ჰაუბიცას მიაწვდიან
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 155 მმ-იან Panzerhaubitze 2000 (Ph2000) ჰაუბიცას მიაწვდიან. ამის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების კასია ოლლონგრენმა განაცხადეს, იუწყება Sky News. გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა კერძოდ, მათი თქმით, რომ გაგზავნილი 12 ჰაუბიცის გარდა, თითოეული ქვეყანა უკრაინას კიდევ 3-ს გაუგზავნის. „ჩვენ ვავლენთ მონდომებასა და ერთგულებას უკრაინასთან მიმართებით და არ დავთმობთ რუსული აგრესიის წინაშე“, - განაცხადა ოლონგრენმა. მანამდე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რომ პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000 უკვე ფრონტზე იყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, როგორ იყენებენ იარაღს ოკუპანტების წინააღმდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნორვეგია უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, ნორვეგია უკრაინას სამ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. მისი თქმით, უკრაინისთვის ეს დონაცია გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოითხოვს მეტ იარაღს და ეს არის ძალიან საჭირო იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებდით დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე“, - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინა აშშ-სგან დამატებით $50 მილიონის იარაღსა და აღჭურვილობას მიიღებს - ბლინკენი
„უკრაინა დამატებით დახმარებას მიიღებს შეერთებული შტატებისგან. ქვეყანა ჩვენს დამცველებს $50 მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას გადასცემს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს „უკრაინელებს კვლავ უწევთ სისასტიკის პირისპირ ყოფნა, რაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამ კვირაში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმით. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატები აგრძელებს მათი და მათი ღირსეული საქმის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები ემზადება თავისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამასთან, ჩვენ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიამ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის სია გაასაჯაროვა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გადაცემულ იარაღის სისტემების, აღჭურვილობისა და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია გამოაქვეყნა. დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინამ გერმანიისგან 12 ივლისის მდგომარეობით შემდეგი შეიარაღება მიიღო: 3000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 14 000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 500 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“, 2700 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა“, 7 თვითმავალი ჰაუბიცა, 21 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 ტყვიამფრქვევი და ა.შ. ამასთან, 2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. „ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესტონეთი რუსებს და ბელორუსებს იარაღის ფლობას აუკრძალავს
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 5 თვის შემდეგ, ესტონეთმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებს იარაღის ტარება აეკრძალოთ. ამის შესახებ ERR იტყობინება. ახალი კოალიციური შეთანხმების ნაწილის მიხედვით, ესტონეთში ოკუპანტი რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელორუსის მოქალაქეებს იარაღის ქონა აეკრძალებათ და უკვე გაცემული ლიცენზიები გაუქმდება. „რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის მოქალაქეებისთვის იარაღის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდება და მათი შემდგომი გაცემა შეჩერდება“, - ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში. ვინაიდან ლიცენზიების გაუქმება კანონმდებლობაში ცვლილებებს მოითხოვს, მის განხორციელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, პროგნოზირებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელი.
ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს
ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ „მეგობარ ქვეყნებს" იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ ირანის სახმელეთო ჯარების სარდალმა კიომარს ჰაიდარმა განაცხადა, წერს Tasnim news. თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის ასობით უპილოტო საფრენი აპარატის მისაწოდებლად ემზადება „ირანი მზადაა სამხედრო ტექნიკისა და იარაღის „მეგობრულ ქვეყნებში“ ექსპორტირება მოახდინოს“, - განაცხადა კიომარს ჰაიდარმა. მან ასევე ირანის არმიაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ იარაღის მოდერნიზაციის შემდგომ, მისი სიზუსტე და მოქმედების დიაპაზონი გაუმჯობესდება. შეგახსენებთ, რომ ირანი გეგმავს რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიწოდებას. UNIAN-ის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 19 ივლისს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, თუ რუსეთის ჯარისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაუშვა
კოპენჰაგენში გამართულ კონფერენციაზე შეხვედრის შედეგად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის საჭიროებისთვის იარაღის წარმოება დაუშვა. კოპენჰაგენში კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. შვედეთს, რომელმაც უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 120 ინსტრუქტორი უზრუნველყო, უკრაინისთვის იარაღის დამზადება შეუძლია. „სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე მიუთითეს, რომ მათ შეუძლიათ, დაეხმარონ იარაღის წარმოებაში. ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოო ხაზების გამოყენებაზე სხვადასხვა ქვეყანაში იარაღის წარმოებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება, პირდაპირ მივაწოდოთ“, - ამბობს პიტერ ჰულტკვისტი. მანამდე შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში მონაწილეობენ.
სლოვაკეთმა უკრაინას ოთხი ჰაუბიცა Zuzana 2 გადასცა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაროსლავ ნადმა უკრაინისთვის ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცის Zuzana 2-ის გადაცემა დაადასტურა. სლოვაკეთის პრეზიდენტი: უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცა Zuzana-2-ს გადავცემთ „სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვაში. მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ უკრაინას ოთხი, თვითმავალი ჰაუბიცა Zuzana 2 გადავეცით. ჰაუბიცები უკვე უკრაინელი სამხედროების ხელშია და მიმდინარეობს იარაღის მომზადება რუსული აგრესიისგან თავდასაცავად“, - წერს ნადი Twitter-ზე. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა გადასცა
ნორვეგიამ უკრაინას 160-მდე Hellfire-ს რაკეტა, გამშვები ბალიშები, სახელმძღვანელო დანადგარები და ღამის ხედვის მოწყობილობები გადასცა, რომლებიც ნორვეგიის არმიას ემსახურებოდა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. უკრაინის 40-მდე მოკავშირე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე გაიმართა. „ეს არის იარაღი, რომელიც უკრაინამ მოითხოვა და ის გამოდგება რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რაკეტა ადვილი სამართავია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ. Hellfire არის ამერიკული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტა სხვადასხვა მოდიფიკაციით. გამოიყენება ძლიერი დაცვის მქონე ობიექტების წინააღმდეგ: ვერტმფრენები, თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, სახმელეთო მანქანები. მისი დიაპაზონი 8 კილომეტრამდეა. „მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკეტების გაშვება შესაძლებელია ვერტმფრენებიდანაც, უკრაინამ მიიღო რაკეტები, რომლებიც მობილური გუნდების მიერ ხმელეთიდან უნდა გაუშვან“, - განაცხადა ბიორნ არილდმა.
მედვედევის თქმით, რუსეთი „თავდაცვისთვის“ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვისთვის ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულს ან ისეთს, რომელიც „ახალი პრინციპებით“ მუშაობს“. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა. ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვაში 21 სექტემბერს გამოცხადებულ მთავარ გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა. „რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი თავდაცვისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ისეთი იარაღი, რომელიც ახალი პრინციპებით მუშაობს“, - აღნიშნა მედვედევმა.
მედია: საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას დამატებით 12-მდე CAESAR-ის ჰაუბიცა მიაწოდოს
საფრანგეთმა შესაძლოა, უკრაინას 6-დან 12-მდე ახალი CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცა გადასცეს, რომლებიც მანამდე დანიისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ Le Monde წერს. გამოცემის ინფორმაციით სამი ქვეყანა მიწოდებაზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მანამდე საფრანგეთმა უკრაინას, Nexter-ის მიერ წარმოებული Caesar-ის ტიპის 18 ჰაუბიცა გადასცა.
ლიეტუვამ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მარაგები გახსნან
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. „ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“. გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა. ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“. „ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.
გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს
გერმანია, დანიასთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით, უკრაინას 16 თვითმავალი საარტილერიო სამაგრ Zuzana-ს გადასცემს. Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო ჰაუბიცების გარდა, უკრაინამ უნდა მიიღოს 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა (ერთ-ერთი უკვე მიიღო), 4 2000 თვითმავალი ჰაუბიცა საბრძოლო მასალით და 2 MARS II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. დაგეგმილ დახმარებას შორის ასევე არის 10 + 3 ხიდის სისტემა და 40 ელექტრონული საომარი ტექნიკა, რომელიც დრონების წინააღმდეგ გამოიყენება.
ნიდერლანდები უკრაინას, საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტებს გადასცემს
უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე „რამშტეინის ფორმატში“, უკრაინამ შეიარაღების მიწოდებაზე ახალი დაპირება მიიღო. კერძოდ, ნიდერლანდები უკრაინას, 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გადასცემს. უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის შესახებ ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ნიდერლანდები დამატებით წვლილს შეიტანს მის გაძლიერებაში. ერთადერთი რასაც პუტინი თავისი იერიშებით მიაღწევს არის ის, რომ ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო მეტ იარაღს მივაწვდით“, - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.
კანადა უკრაინას, $47 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს
კანადა უკრაინას $47 მილიონის საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს. კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებს, ზამთრის აღჭურვილობასა და დრონების კამერებს გაუგზავნის. გარდა ამისა, პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინელებისთვის სატელიტური კომუნიკაციების საფასურის გადახდას. ანანდის თქმით, დახმარების ახალ პაკეტში ამ ცალკეული ნივთების ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: $15 მილიონი ზამთრის ტანსაცმლისთვის, $15 მილიონი დრონის კამერებისთვის, $2 მილიონი სატელიტური კომუნიკაციისთვის, დანარჩენი თანხა კი - 155 მმ კალიბრის ჭურვების შეძენაზე დაიხარჯება.
თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი. დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 1993 წელს დაბადებული ჯ.დ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ს.ი., ახალქალაქში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ს.ი.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 186 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1980 წელს დაბადებული ჯ.ვ. კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული. სამართალდამცველებმა სიღნაღში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება, 1989 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა რევოლვერი და 22 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ბენი განცმა ისაუბრა, რატომ არ აწვდის ისრაელი უკრაინას შეიარაღებას
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა, ამ რანგში ბოლო საჯარო გამოსვლისას რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და მათ შორის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თემაც განიხილა. ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს „ჩვენ არ გვაქვს ამისთვის საკმარისად დიდი საწარმოო ბაზა“, - აღნიშნა ბენი განცმა. საგულისხმოა, რომ ასეთი ვერსია უკრანისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პირველად გაჟღერდა. უკრაინა და ისრაელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ „ცხადია, რომც შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა [უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში], შეუძლებელია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგის დაცარიელება“, - თქვა განცმა. „ჩვენ ყოველდღე ვამოწმებთ, რა შეიძლება, გაკეთდეს და როგორ შეიძლება, გავაფართოოთ ჩვენი დახმარება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის უკან NATO დგას.“ 16 ოქტომბერს, ისრაელის ისრაელის დიასპორის მინისტრმა განაცხადა, რომ დროა, ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 19 ოქტომბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება. უკრაინა ოფიციალურად სთხოვს ისრაელს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს 24 ოქტომბერს მოუწოდა, ჩამოყალიბდეს, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. მისი განმარტებით, კიევი ისრაელს დახმარებას 2014 წლიდან სთხოვს.
მედია: უკრაინის დახმარების მიზნით იაპონიამ, შესაძლოა, იარაღის ექსპორტზე ემბარგო გააუქმოს
იაპონია, ლეტალური იარაღის ექსპორტზე დაწესებული მკაცრი წესების გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ Japan Today- წერს. ამ საკითხის განხილვა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იაპონიამ უკრაინას, რუსეთის შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარება ვერ აღმოუჩინა. იაპონიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ექსპორტზე დაწესებული ემბარგოს გამო ვერ შეძლო. 2022 წლის მარტში, იაპონიის მთავრობამ უკრაინას, თავდაცვის საშუალებები - დამცავი ჟილეტები და ჩაფხუტები გაუგზავნა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას, Brimstone 2-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ლაზერული მართვადი რაკეტები Brimstone2 იგზავნება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხდება ყუთების ჩატვირთვა სამეფო საჰაერო ძალების ტრანსპორტში, რომელიც შემდეგ უკრაინაში იგზავნება. „Brimstone არის ზუსტი მართვადი რაკეტა, რომელიც საჰაერო ხომალდიდან სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად შეიქმნა. თუმცა, უკრაინის სახმელეთო ძალებმა წარმატებით გამოიყენებენ ისეთი სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ჯავშანტექნიკა და ტანკები", - აღნიშნავს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. შეგახსენებთ, 22 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა Brimstone-ის გაუმჯობესებული მოდელი, ორმაგი დიაპაზონით. უკრაინამ პირველი Brimstone დაახლოებით ექვსი თვის წინ მიიღო.
გერმანიამ იარაღის ექსპორტი 40%-ით გაზარდა
გერმანიის ხელისუფლებამ რეკორდული 11,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს. იარაღის მიწოდების ახალმა პროგრამამ 2021 წელს დაფიქსირებული (9,35 მილიარდი) წინა რეკორდი გააუმჯობესა. გასულ წელთან შედარებით ზრდამ კი, 40 პროცენტი შეადგინა. 4,15 მილიარდი ევრო, დამტკიცებული ექსპორტის მესამედზე მეტი, უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის წავიდა. გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ე.ა. თბილისში დააკავეს.პატრულ-ინსპექტორებმა ე.ა.-ს ავტომობილით მოძრაობისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ს.მ., 1995 წელს დაბადებული რ.ი. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა ამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი -1987 წელს დაბადებული რ.ვ. და 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ამხილეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.რ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 2 პირი: 1973 წელს დაბადებული გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს.ბრალდებულების ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 73 ვაზნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული რ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ე.წ. აბრეზი და 19 ვაზნა ამოიღეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.