თეგი: მარცვლეულის ექსპორტი
უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს
უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, „გაეროს ხელმძღვანელობით საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისივე ცნობით, პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ფლოტები, რათა უსაფრთხო სავაჭრო გზა იყოს უზრუნველყოფილი. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი დაადანაშაულა „შიმშილის თამაშებში მსოფლიოსთან, რაც გამოიხატება ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტის დაბლოკვასა და მეორე ხელით უკრაინაზე გადაბრალების მცდელობაში“. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში შევიდა
გემს (Alppila), რომელსაც 18,000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ესპანეთის პორტში (Coruña) შევიდა. იტყობინება CNN. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს არის „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა
გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით. „ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გერმანიის რკინიგზა აქტიურად მუშაობს უკრაინელ პარტნიორებთან საცდელი ოპერაციების განსახორციელებლად. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევასრულებთ ასეთ ოპერაციებს ივლისში და შევძლებთ [უკრაინული] მარცვლეულის ყოველდღიურ ექსპორტს“, - თქვა ფელდჰუსენმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინიდან „მარცვლეულის დერეფანი“ სამიდან ოთხ კვირაში ამოქმედდება, უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და საგარეო საქმეთა საკითხებში მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანად ცდილობს, არ მოხსნას ნაღმების ბარიერები, რომლებიც დამონტაჟდა ოდესის პორტის დასაცავად, იმის შიშით, რომ რუსეთი მას თავს დაესხმება. ლიზ ტრასი: უკრაინული პორტები უნდა იყოს დაცული, თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ მისივე განცხადებით, „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნას სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება, მაგრამ ამ პროცესის დაწყების მთავარი ფაქტორი არის შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული უკრაინასა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, სტამბოლი მზადაა, თურქეთ-უკრაინა-რუსეთი-გაეროს ფორმატში შეხვედრას უმასპინძლოს. „მათ შესთავაზეს უსაფრთხო დერეფანი. ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრა სტამბოლში რაც შეიძლება მალე გავმართოთ“, - აღნიშნა ერდოღანის პრესსპიკერმა. უკრაინული მედია წერს, რომ რუმინეთი იღებს ზომებს, რათა გაზარდოს უკრაინული მარცვლეულის მიწოდება თავისი ტერიტორიით და შეამციროს გლობალური შიმშილის საფრთხე. გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა გარდა ამისა, 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა. ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად. „ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ. „თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება. ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად. უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტისთვის ორი მარშრუტი შეადგინა თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს. უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდის საკითხს მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
დიდი ბრიტანეთი უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის და მარცვლეულის ექსპორტის გასამარტივებლად £10 მილიონს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტის მიზნით, რათა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელი შეუწყოს. „გარდა იმისა, რომ აფერხებს მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით - მარშრუტით, რომლითაც უკრაინის მარცვლეულის 96%--ია ექსპორტირებული, რუსული თავდასხმები აფერხებს სარკინიგზო ექსპორტს. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთი თავის წვლილს შეიტანს 10 მილიონი ფუნტი სტერგლინის გამოყოფით, რაც მოხმარდება უკრაინის რკინიგზის აღჭურვილობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტს და ქვეყანას მარცვლეულის რკინიგზით გატანაში დახემარება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთვრობის ოფიციალურ პრესრელიზში. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისივე თანახმად, დიდი ბრიტანეთი მჭიდრო კონტაქტშია უკრაინის მთავრობასთან იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს თავისი სარკინიგზო სიმძლავრე და გააგრძელოს მატარებლებისა და მარცვლეულის გადატანა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთი არამხოლოდ აფერხებს უკრაინას მისი მარცვლეულის ექსპორტში, არამედ, მზარდი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთი იპარავს მარცვლეულს უკრაინიდან, კონტრაბანდულად გადააქვს საზღვარზე. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. „უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ექსპორტის ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მუშაობს გაეროსთან, რათა გაიხსნას უსაფრთხო დერეფანი, რომელიც უკრაინას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. „ახლა 22 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60 მილიონ ტონას მიაღწევს შემოდგომაზე. მაშინ ნამდვილად რთულ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიქნებით. ჩვენი მხრიდან, უკრაინის სახელმწიფო დროს არ კარგავს და ჩვენ ვმუშაობთ სარკინიგზო და საზღვაო პორტების სხვადასხვა გზაზე ჩვენი მარცვლეულის ექსპორტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პირველ ივლისს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. „უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ერდოღანის თქმით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან. „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს. ერთ კვირაში ან 10 დღეში ჩვენ გავააქტიურებთ მოლაპარაკებებს და შევეცდებით, მივაღწიოთ შედეგს“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბლინკენს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო მარშრუტების გახსნის მიზნით, G20-მა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმებას ცდილობს. კიევის მთავრობას სურს, რომ თურქეთმა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები გემებისთვის, რომლებიც მარცვლეულს შავი ზღვის გავლით ატარებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბლინკენს სურს, რომ მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო მარშრუტების გახსნის მიზნით, G20-მა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აპირებს, მიმართოს G20-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მისმა მთავრობებმა მხარი დაუჭირონ გაეროს ინიციატივას უკრაინისთვის საზღვაო ზოლების განბლოკვის შესახებ. ამასთან, კიდევ ერთხელ გააფრთხილოს ჩინეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის მხარდაჭერის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ბლოკადა გაგრძელდა, შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა, 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს „დიდი ოცეულის ქვეყნებმა უნდა დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს საკითხი განიხილება G20-ის დონეზე, თუ G20-ის ცალკეული ქვეყნების დონეზე, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც მდივანი ბლინკენი ყურადღებას გაამახვილებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, რამინ ტულოიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა
პირველი რვა უცხოური გემი უკრაინის პორტებში შევიდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის, ხოლო უკრაინის საზღვაო ძალები ჩართულია უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში. ამ ინფორმაციას საზღვაო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს „ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები შეუერთდნენ ძალისხმევას, რათა უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტრანსპორტირება სამოქალაქო გემებით, დუნაი-შავი ზღვის არხით. რვა უცხოური გემის პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა უკრაინის პორტებში“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ არხის გამოყენება რუსი ოკუპანტებისაგან გველების კუნძულის გათავისუფლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რუსული აგრესიის გამო და შავ ზღვაში ნავიგაციის დაბლოკვის გამო, უკრაინის პორტებში მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეული იყო ჩარჩენილი. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა ქვეყნის პორტების უმეტესობა დახურულია, რადგან რუსული ჯარები აგრძელებენ შავ ზღვაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმას. უკრაინული მდიის ცნობით, ახლახან ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს (Millennial Spirit) მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს, რომელიც ფაქტობრივად ჩაძირა.
გერმანია და იაპონია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებაში დაეხმარებიან
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, გერმანია და იაპონია დაიცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და დაეხმარებიან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებას. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბაერბოკმა ტოკიოში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს. „იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა მხარი დაუჭირონ მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ემუქრება“, - იუწყება იაპონური მედია მინისტრების პრესკონფერენციაზე დაყრდნობით. ჰაიაშის თქმით, ტოკიო და ბერლინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გეგმავს ორივე ქვეყანა. კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს მოხსენების თანახმად, ორივე მინისტრი ასევე შეთანხმდა, რომ „კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინეთი აძლიერებს პოზიციებს“. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თანამოაზრე ქვეყნებთან, რათა გავუმკლავდეთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რომელიც ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ჰაიაშიმ.
თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს
ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია - ანკარას. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
უკრაინა: მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის საკითხი გაეროს ეგიდით უნდა გადაწყდეს
უკრაინა ადასტურებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე თურქეთში მოლაპარაკებები დაიგეგმა. უსაფრთხოების საკითხები უკრაინული მხარის პოზიციის ძირითად ელემენტად დარჩება, ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას აანონსებს „უკრაინა მარცვლეულის განბლოკვის საკითხის გაეროს ეგიდით გადაწყვეტას უჭერს მხარს. ამ კონტექსტში, ჩვენ მადლობელი ვართ გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის აქტიური ძალისხმევისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას", ხაზგასმით აღნიშნა სპიკერმა. ოთხშაბათს, 13 ივლისს, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციები, ასევე, გაეროს დელეგაცია შეხვედრას სტამბოლში გამართვენ, რათა განიხილონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თანახმად, სასურსათო კრიზისის მოგვარების შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მოლაპარაკებები გამართა უკრაინის და რუსეთისა თავდაცვის მინისტრებთან, რის შემდეგაც სამინისტროების დონეზე მუდმივი საკომუნიკაციო არხი შეიქმნა. გარდა ამისა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოსკოვს ეწვია, ხოლო უკრაინის სამხედრო დელეგაცია - ანკარას. რვა უცხოური გემი მარცვლეულის გასატანად უკრაინის პორტებში შევიდა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომლის დროსაც განიხილეს უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის საკითხი. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი შიმშილს იარაღად იყენებს
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცინიკურად იყენებს შიმშილს, როგორც ომის ინსტრუმენტს, როცა ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან“, - ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას, კერძოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე რეაგირების საკითხში. უნგრელი ჟურნალისტის შეკითხვას, ახანგრძლივებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში ომს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიული პასუხი გასცა, რომ „არა“. ალექსანდრ შალენბერგის თქმით, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და საერთაშორისო სამართლის დარღვევა მიუღებელია. ამასთან, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სანქციებმა უნდა შეასუსტოს რუსეთი და არა ევროპული ეკონომიკა. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ბრიჯიტ ბრინკი: აშშ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე პარტნიორებთან ურთიერთობას განაგრძობს
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის გავლით სატრანსპორტო დერეფნების შექმნის საკითხი განიხილეს. „უკრაინა მზად არის, მოახდინოს მარცვლეულის ექსპორტი გაჭირვებულ ქვეყნებში; შეერთებული შტატები აგრძელებს პარტნიორებთან ურთიერთობას მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის მიზნით“, - წერს ბრინკი. როგორც ცნობილია, 13 ივლისს სტამბოლში გაიმართა შეხვედრა თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროების სამხედრო დელეგაციების, ასევე, გაეროს დელეგაციის, მონაწილეობოთ. მიღწეულია შეთანხმება უკრაინიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ტექნიკურ საკითხებზე, როგორიცაა, სტამბოლში საკოორდინაციო ცენტრის შექმნა.
ჯოზეფ ბორელი: იმედი მაქვს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მიღწევა ამ კვირაში იქნება შესაძლებელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, ამ კვირაში მოიტანს შედეგებს. მისი თქმით, ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა „იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდება ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
თურქეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია - BBC
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია, რათა უკრაინამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განაახლოს. BBC-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის დეფიციტმა მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დატოვა. შეჭრის შედეგად საკვების ფასები გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება გადამწყვეტია. დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესაშია ჩარჩენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გაეროს შუამავლობით მიღწულ შეთანხმებას, მაგრამ განაცხადა, რომ ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გაერო და თურქეთი ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად.
ერდოღანის თქმით, ანკარა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებით, თურქეთს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის მცდელობებში „არსებითი წვლილი შეაქვს“. ერდოღანის თქმით, ანკარა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სტამბოლში ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წარმატებაა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ენტონი ბლინკენი: აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები „აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე დღეს. ეს გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანის ძალისხმევას და გუშინ დასრულებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების სანდოობას ძირს უთხრის“, - წერს ბლინკენი. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ზელენსკი: უკრაინა მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, ნიშანს ველით პარტნიორებისგან
უკრაინა მზადაა, მარცვლეულის გადაზიდვისთვის და პარტნიორებისგან ნიშანს ელოდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩორნომორსკს ეწვია. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი კავშირზეა თურქულ მხარესთან და გაეროსთან. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკისთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, დიდი ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონსი, იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო, კანადის ელჩი ლარისა გალაძა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ანკა ფელდჰუსენი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე. გაეროს სისტემის კოორდინატორი ოსნატ ლუბრანი. როგორც ცნობილია, 27 ივლისს სტამბოლში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია შავი ზღვის გავლით უკრაინის ხორბლის ექსპორტის კონტროლზე. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა უახლოეს მომავალში გაემგზავრება
უკრაინის პორტებიდან უახლოეს მომავალში 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა გაემგზავრება. აფრიკაში გამგზავრებამდე, პირველი გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს შევა. ამის შესახებ CNN Türk-ი იუწყება. მისივე ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის პირველი მარშრუტი გამოყოფილია. პირველი გაჩერება სტამბოლი იქნება. გამგზავრების მომენტიდან, გემებს თვალყურს ადევნებენ უპილოტო საფრენი აპარატებითა და თანამგზავრებით. ანკარის ინიციატივით, პირველი გემები გაემგზავრებიან აფრიკის ქვეყნებისკენ, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ გემი, რომელიც ოდესის პორტს დატოვებს, სომალიში ჩავა. გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გემის ჩასვლას სომალიში შეიძლება, თვენახევარამდე დასჭირდეს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პორტები პირველმა გემმა შესაძლოა, ორშაბათს, პირველ აგვისტოს დატოვოს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მოსავალს, მაგრამ უკრაინა შეეცდება, თავიდან აიცილოს გლობალური სასურსათო კრიზისი როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა
აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემის გამგზავრებას 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მსოფლიო თვალს ადევნებს ამ შეთანხმების განხორციელებას, რათა მილიონობით ტონა უკრაინულმა მარცვლეულმა მთელი მსოფლიოს გარშემო ხალხამდე მიაღწიოს“, - აცხადებს უკრაიანში აშშ-ის საელჩო. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.
უკრაინა ლიბანს მოუწოდებს, „მოპარული“ მარცვლეულით გემის ტრანსპორტირების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია ტრიპოლის (ლიბანის) სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გათავისუფლდა გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. უკრაინა ლიბანურ მხარეს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უწყება განმარტავს, რომ მიუხედავად მოწოდებული მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების პოზიცია. ამ გადაწყვეტილებით ლიბანი ფაქტობრივად ძირს უთხრის მის სასურსათო უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს უკრაინას, როგორც ლიბანის საიმედო პარტნიორს", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლიბანის სასამართლოს გადაწყვეტილება გემს Laodecia-ს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, უფლებას აძლევს, თავისუფლად დატოვოს ტრიპოლის პორტი მოპარული უკრაინული ფქვილით და ქერით. შეგახსენებთ, ლიბანმა 31 ივლისს დააკავა სირიული გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.
გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, 8 აგვისტოს პირადად მიმართეს. პრეზიდენტის ჩართულობითა და მხარდაჭერით, გორის მე-7 საშუალო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი.
გუტერეში ოდესის პორტს ეწვია
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოდესაში ჩავიდა. გუტერეში პორტს ეწვია, საიდანაც განბლოკვის შესახებ გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება. „გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისტორიაში პირველად სტუმრობს ოდესას“, - განაცხადა რეგიონულმა ადმინისტრაციამ. 17 აგვისტოს მდგომარეობით, გემებმა 600 000 ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაზიდეს. 20 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ერდოღანის მიწვევით ოდესიდან სტამბულში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვევა. მანამდე ის ლვოლვში სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდა.
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, ომამდელ მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბოს
უკრაინის მარცვლეულისა და ზეთოვანი თესლის ექსპორტმა აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა, 4 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც ომამდელ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ამის შესახებ უკრაინული აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა განაცხადა. „საზღვაო პორტების მუშაობის პირობებში, გასულ წელს ჩვენ ყოველთვიურად ვტვირთავდით დაახლოებით 6 მილიონ ტონას. შესაბამისად, იზრდება სხვადასხვა საექსპორტო მარშრუტის გამოყენების პოტენციალი. ერთადერთი საკითხია შავ ზღვაში გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. 27 გემმა უკვე დატოვა ჩვენი საზღვაო ნავსადგურები. კიდევ 18 გემი ჩასატვირთად დგას, 40-მა კი შესვლის თხოვნით მიმართა. თუ გვინდა მივაღწიოთ ომამდელ დონეს, ყოველთვიურად, დაახლოებით 80-100 გემი უნდა დავტვირთოთ. შავი ზღვის პორტების გავლით“, - განაცხადა მარჩუკმა. როგორც ცნობილია, „მარცვლეულის დერეფნის“ განბლოკვიდან 20 დღის შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტები დატოვა 27-მა გემმა, რომლებმაც სულ 670 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაიტანა. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროს წინადადებით, უკრაინამ, თურქეთმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენიის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ
უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ 2 ნოემბრისთვის, შავი ზღვის დერეფნით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების გადაადგილება არ დაგეგმონ, - ამის შესახებ გაეროს სამდივნო იუწყება. მისივე განცხადებით, საკოორდინაციო ცენტრმა პირველ ნოემბერს ჩაატარა 36 ინსპექტირება გამავალ გემებზე. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მარცვლეულის გადაზიდვის ინიციატივა კონფლიქტის პირობებს უნდა გამოეყოს პირველ ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
რა საკითხები განიხილეს ოლაფ შოლცმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
გერმანიის კანცლერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების შესახებ თურქეთის ძალისხმევას აფასებს. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოსაზრებები გაცვალეს. სპკერის თქმით, ორმა ლიდერმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა გააკრიტიკა. ამასთან, შოლცმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
ფინეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად, 3 მილიონი ევრო გამოყო
ფინეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მხარდასაჭერად 3 მილიონი ევრო გამოყო. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. პაკეტიდან 2 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარების სახით არის გათვალისწინებული Grain From Ukraine ინიციატივისთვის, რომელსაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ახორციელებს. საერთო ჯამში, ფინეთმა ადრე ასეთი მხარდაჭერისთვის 11,5 მილიონი ევრო გამოყო. თანხის კიდევ ერთი ნაწილი გათვალისწინებულია უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების განაღმვისთვის იმ რეგიონებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ამ პროექტს ახორციელებს მსოფლიო სურსათის პროგრამა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ თანხების გამოყოფის შემდეგ ფინეთის მთლიანმა დახმარებამ უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვისთვის 8,25 მილიონ ევროს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში ფინეთის მთავრობამ შესთავაზა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები დააინიცირა - ის სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის დახმარებაზე დიდ ხარჯებს მოიცავს. ნოემბრის შუა რიცხვებში ფინეთმა უკრაინას 100 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტი გადასცა.