თეგი: პორტი

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის ბულგარეთის პორტით ისარგებლებს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბულგარეთის პორტ „ვარნას“ აგროპროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტისთვის გამოიყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ კირილ პეტკოვთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მიღწეულია შეთანხმება უკრაინული აგროპროდუქტებისა და ხორბლის ბულგარეთის პორტის გავლით ექსპორტზე. ამ მიმართულებით იხსნება ახალი პერსპექტივები“, - განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ პეტკოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი მზადაა უკრაინას „ვარნას“ პორტის მომსახურება შესთავაზოს, ძირითადად ხორბლის ექპორტისთვის.  ასევე წაიკითხეთ უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს

ლევან დავითაშვილი: ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და ტვირთით გემი შემოვიდა, ეს ფაქტია. საბაჟოს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია

ის, რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამის დოკუმენტებს საბაჟო სამსახური სწავლობს: „ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ“. ამასთან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. „სურვილი ერთია, რომ ვიღაცას საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანა უნდოდეს. რა არის მათი მოტივაცია თავად გაარკვიეთ. საქართველოს სახელმწიფო უწყებები, მოქმედებენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით და დღეს საბაჟო ორგანოებს არ მიუციათ თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა. მისი თქმით, საბაჟოს თანხმობის გარეშე, ტვირთი პორტს ვერ დატოვებს. „პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც და ტვირთმფლობელიც . ამიტომ კერძო სუბიექტების სურვილის მიუხედავად საბაჟოს თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერც საბაჟო სივრცეში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რაც არ უნდა თქვას რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, რომ დაპირება არ შეასრულოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ეხმაურება. გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა „რაც არ უნდა თქვას და რა დაპირებაც არ უნდა გასცეს რუსეთმა, ყოველთვის გამონახავს გზებს, არ შეასრულოს ის“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმება არ შეასრულოს.  უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. ოდესის პორტზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა,   

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშში საუბარია ანაკლიის პორტზე და აღნიშნულია, რომ ტრანზიტი და ლოჯისტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო პრიორიტეტულ სექტორებად უნდა იქცეს.  სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა“, - ნათქვამია ანგარიშში.  საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ გაზარდა საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები და მთავრობა ეძებდა გზებს ვაჭრობის გასაძლიერებლად. 2016 წელს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის აშენების ხელშეკრულება საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს, მათ შორის ამერიკულ კომპანიას გადასცა, თუმცა 2020 წელს მთავრობამ ჯგუფთან კონტრაქტი შეწყვიტა, რის შედეგადაც ინვესტორთან სამართლებრივი დავა წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ცალკე, ლოჯისტიკისა და პორტების მართვის კომპანიებმა ფოთსა და ბათუმში დაიწყეს ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარება და გაფართოება. 2020 წელს საქართველოს უდიდესი პორტის, შავი ზღვის ფოთის პორტის მფლობელმა ღრმაწყლოვანი პორტის შექმნის გეგმები გამოაცხადა. 2021 წელს ლოჯისტიკურმა კომპანიებმა დაასრულეს ორი ახალი ტერმინალის პროექტი ბათუმისა და ფოთის პორტებში“, - ნათქვამია ანგარიშში.  

კუბაზე, პორტში აფეთქების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა

კუბაზე, პორტში მდებარე ნავთობბაზეზე მომხდარი აფეთქებისას, წინასწარი მონაცემებით 77 ადამიანი დაშავდა.  კუბის ხელისუფლბის წარმომადგენლების ინოფორმაციით, ხანძარი ნავთობბაზის საცავზე მეხის დაცემამ განაპირობა. შედეგად 77 ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 მეხანძრე უგზო-უკვლოდაა დაკარგული.   კუბაზე, პორტში არსებული 8 რეზერვუარიდან 4 აფეთქდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.    

უკრაინა: მარიუპოლის პორტში სამხედრო ტვირთით, ოკუპანტების გემები პირველად შევიდნენ

ოკუპირებული მარიუპოლის პორტში, სამხედრო ტვირთით რუსული გემები პირველად შევიდნენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. BBC: მარიუპოლის მახლობლად, 1500-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს მისივე ინფორმაციით, დამპყრობლებმა პორტში სამშენებლო მასალა, მედიკამენტები სამხედრო ჰოსპიტალისთვის და რამდენიმე ასეული სამხედრო ფორმა შემოიტანეს. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი 2022 წლის მარტის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებს ბლოკირებული აქვთ. უკრაინა: ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო, რუსეთის ძალები თავდაცვის ხაზს აგებენ დამპყრობლებმა ბომბები ჩამოაგდეს მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე, დრამატულ თეატრსა და სხვა შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურის 95%-ზე მეტი განადგურებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ.  გავრცელებული ინგორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, აფეთქდება. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია. Europetime-ი ინფორმაციას შსს-ში არკვევს.  

თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა. ვიდეო

თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის პორტ სამსუნში აფეთქება მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk იტყობინება. აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გაგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, პორტის ტერიტორიაზე საწვავის ავზი აფეთქდა.  

გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება

ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ფაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. „პირველი ფაზის სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა. წინასწარი შეფასებით, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მოსალოდნელია წელიწადში 500 000 კონტეინერის გადაზიდვა“, - განაცხადა ტალეჰ ზიადოვმა ბაქოს პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა და პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონ ტონამდე და 100 000 TEU კონტეინერამდე გაიზარდა. „ამჟამად პორტს შეუძლია დააკმაყოფილოს შემომავალი ტვირთის მოცულობა, მაგრამ უახლოეს მომავალში გადაზიდვის მოცულობის გაზრდის პროგნოზები მოითხოვს მშენებლობის მეორე ფაზის ადრეულ დაწყებას“, - აცხადებს ბაქოს პორტის დირექტორი.  

ისტორიაში პირველად, უკრაინაში აუქციონზე საზღვაო პორტი გამოიტანეს

Unian-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდმა პორტ „უსტ-დუნაისკის“ (ოდესის ოლქი) კომპლექსის ქონების გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა. ოდესისა და ნიკოლაევის რეგიონებში სახელმწიფო ქონების ფონდის რეგიონალური ფილიალის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სლავსკის თქმით, სახელმწიფო საწარმოს Sea Trade Port Ust-Dunaysk-ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა საზღვაო პორტის კომპლექსის პრივატიზაცია იგეგმება.  2019 წელს მისმა ტვირთბრუნვამ მხოლოდ 71 ათასი ტონა (ქვეყნის ყველა საზღვაო პორტის ტვირთბრუნვის 0,05%) შეადგინა. „უკრაინაში პირველად გამოცხადდა პორტის პრივატიზაცია. ეს სახელმწიფოსთვის ახალი გამოცდილებაა - მთლიანი პორტის კერძო საკუთრებაში გადაცემა. მანამდე სახელმწიფოს ჰქონდა არასრული გამოცდილება კონცესიისა და სხვადასხვა ფორმატში პორტის ნაწილების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ალექსანდრ სლავსკიმ. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში Ust-Dunaysk-მა მიიღო 848 000 გრივნას წმინდა მოგება. იანვარ-ნოემბერში პორტმა ყველა დონის ბიუჯეტში გადასახადების სახით 9 მილიონი გრივნა გადაიხადა.  

იტალიამ უკრაინას, პროდუქციის ექსპორტისთვის, ვენეციისა და ტრიესტის პორტების გამოყენება შესთავაზა

მრეწველობის მინისტრმა ადოლფო ურსომ განაცხადა, რომ იტალიამ შესთავაზა უკრაინას, გამოიყენოს ვენეციისა და ტრიესტის პორტები ადრიატიკის ზღვაზე პროდუქციის ექსპორტისთვის, იტყობინება იტალიური ANSA. მისი თქმით, უკრაინას ასევე შეეძლება, ისარგებლოს ევროპის უდიდესი ლოგისტიკური პლატფორმით ვერონაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის სენატის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ შემოთავაზებულ ბრძანებულებას, რომელიც უკრაინისთვის 2023 წლისთვის იარაღის მიწოდებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დოკუმენტს მხარი 125-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, მხოლოდ 28 იყო.    

ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა 25 მილიონ ტონას მიაღწევს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი პირველივე დღეებიდან აქტიურად შეუერთდა ინიციატივას „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც მოიცავს დიდ გეოგრაფიას.  გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.  მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ინვესტიციების განხორციელება დაიწყო.  „ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ ავაშენეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ალბათ ყველაზე დიდი კომერციული პორტი კასპიის ზღვაზე. რომლის გამტარუნარიანობაც 15 მილიონ ტონას შეადგენს. ჩვენ გავაფართოვებთ ამ შესაძლებლობას 25 მილიონ ტონამდე. ვაფართოებთ გემთმშენებლობას, რათა შევძლოთ კასპიის გავლით ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა ალიევმა.   

ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები მთლიანად დახურა

სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში, ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება. აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება. ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავ გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა, რაც გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით.  

ბაიდენმა გაახანგრძლივა რუსეთთან დაკავშირებული გემების აშშ-ის პორტებში გადაადგილების აკრძალვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აკონგრესს 2022 წლის 21 აპრილს დებულების ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ აცნობა, რაც რუსეთთან დაკავშირებულ გემებს აშშ-ის პორტებში შესვლას უკრძალავს. გადაწყვეტილების თანახმად, ვერცერთი რუსული დროშის ქვეშ მცურავი, რომელიც რუსეთის საკუთრებაშია ან მართავს რუსეთთან ასოცირებული პირი, ვერ შეძლებს, შევიდეს აშშ-ის პორტში 2022 წლის აპრილში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტებმა ასევე დაუხურეს წვდომა რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებს.  

ევროკავშირი პორტებს ჩაკეტავს გემებისთვის, რომლებსაც რუსული ნავთობი სანქციების გვერდის ავლით გადააქვთ - Bloomberg

ევროკავშირი აპირებს, პორტები ჩაკეტოს გემებისთვის, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადააქვთ. ხსენებული შეზღუდვა ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სასანქციო მე-11 პაკეტისა, რომელზეც მუშაობა უკვე დასრულებულია. Bloomberg-ის ცნობით, „ევროკავშირმა „თაღლითური სქემების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაინახა.  2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდება აკრძალა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლის მიზნით, ნავთობის ერთი გემიდან მეორეზე გადატანა დაიწყო.  

უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით გადაზიდვების, 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება - მინისტრის მოადგილე

უზბეკეთი ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საკუთარი ტერმინალი გახსნას აპირებს. ამის შესახებ უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, აბდუსამატ მუმინოვმა Trend-ს განუცხადა. უზბეკეთს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო პორტში ტერმინალის გახსნა სურს მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ტერმინალი იმუშავებს როგორც უზბეკეთში შაქრის ტრანსპორტირებისთვის, ასევე, ჩვენი ექსპორტისთვის. „ჩვენი სურვილია, რომ გამოვიყენოთ საჯარო და კერძო პარტნიორობა ამისთვის, რათა უზბეკმა მეწარმეებმა ალატის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციები ჩადონ “, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  მუმინოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის წინადადებით, უზბეკეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტების გავლით, მიწოდების 1,5 მილიონ ტონამდე გაზრდა სჭირდება. „მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ალტერნატიული მიწოდების გზების მოძიება გახდა საჭირო. ახლა უზბეკეთი ტვირთების გადაადგილებას აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებს, რითაც [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის] შუა დერეფნის პოტენციალს ავითარებს. ამჟამად, ჩვენ აქტიურად ვიყენებთ აზერბაიჯანის სატრანსპორტო პოტენციალს, კერძოდ, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის შესაძლებლობებს. კერძოდ, ჩვენი შაქრის იმპორტისთვის. წელს ვგეგმავთ შაქრის მიწოდების გაორმაგებას - 300 000 ტონამდე“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ. მუმინოვმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნედლი შაქრის მიწოდებამ 130 000 ტონა შეადგინა.  

ბულგარეთის ყოფილი პრემიერის პარტია, „ლუკოილისთვის“ ბურგასის სამხრეთით მდებარე პორტზე კონტროლის ჩამორთმევას ითხოვს

მმართველმა კოალიციამ - ცენტრისტულ-ლიბერალურმა პარტიამ  -„ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (WCC-DB) დღეს დილით ეროვნულ ასამბლეას (პარლამენტს) წარუდგინა წინადადება, რომლითაც როზენეტის (Rosenets) პორტი ბულგარეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ სოფიაში დაფუძნებული გამოცემა Novinite წერს. ახლა პორტი, რომელიც ბურგასის სამხრეთით მდებარეობს, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის, ლუკოილის კონტროლის ქვეშაა. ლუკოილს ნებართვა გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტ რუმენ რადევის მიერ დანიშნულმა დროებითმა მთავრობამ კიდევ 24 წლით გაუხანგრძლივა. პროექტი მედიას დღეს სამთავრობო კოალიციაში მყოფი ორი პარტიის თანათავმჯდომარეებმა კირილ პეტკოვმა და ათანას ათანასოვმა წარუდგინეს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პორტზე კონტროლი ბულგარეთის სახელმწიფოსთვის არის საკვანძო და პრინციპში, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ბულგარეთის კონტროლის ქვეშ. განსაკუთრებით ის, რაც საზღვრის გასწვრივ არის," - ამბობენ ინიციატივის ავტორები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პორტის დაბრუნება შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას, რომელიც ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო მოქმედებს. „ამგვარად, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შენგენი არის ჩვენი ეროვნული მიზანი,“ - ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.  „ვინაიდან ბულგარეთის სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი ამ პორტზე, იქ კონტრაბანდა მიედინება. იმპორტირებული ნავთობის დიდი ნაწილი ან გარკვეული ნაწილი არ არის დეკლარირებული ბულგარეთის სახელმწიფოში და რეალიზებული შემოსავლები რუსეთის მხარდასაჭერად, ომში მიდის,“ - განაცხადა თავის მხრივ, ათანას ათანასოვმა. ცნობისთვის, კირილ პეტკოვი პეტკოვი არის ბულგარელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და მეწარმე, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე იყო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი. მისი პარტია 2023 წლის აპრილის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და პარლამენტში 64 ადგილი მოიპოვა. 2023-07-17 11:02:00 უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 საყოველთაო არჩევნები ჩატარდა.  

6 რუმინული გემი უკრაინის პორტში იყო რუსეთის თავდასხმის დროს - მედია

ექვსი რუმინული ხომალდი უკრაინის პორტ რენისში იყო ორშაბათს ღამით რუსული დარტყმების დროს. უკრაინული მედია სააგენტო Mediafax-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის დროს რუმინელმა მეზღვაურებმა გაიგეს აფეთქებების ხმა პორტში, რომელიც მდინარე დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან და არც მათი გემები დაზარალებულან. დარტყმების შემდეგ მათ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც რუმინეთის ტერიტორია იწყება. ცნობისთვის, დღეს რუმინეთის პრეზიდენტმა დაგმო რუმინეთის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა. ეს საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუმინელ კოლეგასთანაც განიხილა. 24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე დუნაიზე მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ტანკები. ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა რუსეთის ფედერაციის ბოლო დაბომბვას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხე უწოდა. მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ ასევე დაგმო მომხდარი. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის

მედიის ცნობით, თურქეთის პორტში აფეთქებამ 13 ელევატორი დააზიანა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დერინჯეს პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 13 ელევატორი, კი დაზიანდა.   ამის შესახებ კოჯაელის პროვინციის გუბერნატორმა, სედარ იავუზმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა.   „ამ დროისთვის შემოწმების შემდეგ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ არავინ არის“, - განაცხადა გუბერნატორმა. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. თურქული მედიის ცნობით, პორტის 30 სილოდან, 13 დაზიანდა.

რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე დრონებით მასიური იერიში მიიტანეს

10 აგვისტოს რუსეთის ძალებმა რივნეს ოლქზე მასიური იერიში მიიტანეს. იტყობინება ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კოვალი. უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა რივნეს ოლქში მდებარე ქალაქ დუბნოს ნავთობის საცავი. გუბერნატორის თქმით, თავდასხმა ღამით მოხდა. კოვალის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, აფეთქების ადგილზე ცეცხლი ჩანს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გუბერნატორის თქმით, ადგილზე 45 მაშველი და 14 მანქანა მუშაობდა. მისივე თქმით, ევაკუაცია საჭირო არ არის. რივნეს ოლქი დასავლეთ უკრაინაში, ბელორუსის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მდებარეობს. 2023 წლის ივლისში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რივნეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურს ეწვია, რათა რეგიონში უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეები განეხილა.  

ბაქოს პორტში საერთაშორისო გადაზიდვების ცენტრი შეიქმნება

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საერთაშორისო გადაზიდვის ცენტრისა და მისი საწყობის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არაერთ კომპანიებთან მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.“ ჰასანლიმ აღნიშნა, რომ რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება რეგიონული კონტეინერებით მესამე ქვეყნებში არ შეიძლება. „ისინი უნდა გადმოიტვირთონ და შემდეგ ხელახლა ჩაიტვირთონ გადაზიდვის ხაზის კონტეინერებში. ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო ხაზის ცენტრს, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაზიდვა შეუფერხებლად უზრუნველვყოთ. Shipping Line-ს ცენტრები და დეპოები მთელ მსოფლიოში აქვს და კონტეინერების შენახვა ამ საცავებში შეუძლია,“ - განაცხადა ჰასანლიმ. Shipping Line არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კონტეინერების ლოგისტიკაში და ტვირთის 95%-ის ტრანსპორტირებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.  

ბაქოს პორტი ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას იწყებს

ბაქოს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ სს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის (BISTP) სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ საქართველოში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალისხმევა დაკავშირებულია შუა დერეფნის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გაფართოებასთან. „შუა დერეფნის გასავითარებლად, ინფრასტრუქტურული საშუალებები უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენი კონტეინერის გადაზიდვის შესაძლებლობები გაიზრდება, რადგან თუ ინფრასტრუქტურა არასაკმარისია, მაშინ დიგიტალიზაცია და სხვა მიღწევები ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას არ შეუწყობს ხელს,“ - დასძინა ჰასანლიმ. ასევე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა იგეგმება.  

„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი გადაზიდვები შეწყვიტა - მედია

„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ (BPSPb) თებერვალში დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა შეწყვიტა. მომავალში გადაზიდვა უსტ-ლუგაში ან სხვა დასახლებულ ზონაში გადაიგზავნება, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ოპერაციები შეწყდა ხელისუფლების ბრძანებით და ქალაქგარეთ გადატანის მითითებით, განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა. ერთ-ერთი მათგანის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე იანვრის თავდასხმის შემდეგ, გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი შესაძლო დივერსიაზე შიშობს, რამაც ქალაქისთვის შეიძლება, დამანგრეველი შედეგები მოიტანოს, გამომდინარე იქედან, რომ ამონიუმის ნიტრატი პოტენციურად ფეთქებადია. „გადაზიდვის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ტონაა,“ ამბობს გაზეთის თანამოსაუბრე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორტისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ევროპასთან სავაჭრო ოპერაციების შეჩერების გამო, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმაა. 2022 წლის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო სანქციებით ყველაზე მეტად საზღვაო პორტი „სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი“ დაზარალდა, ტვირთბრუნვა 37,5%-ით შემცირდა. 2023 წლის ბოლოს ტვირთბრუნვა გაიზარდა 28%-ით, მაგრამ 2021 წლის მაჩვენებელს 20%-ით მაინც ჩამორჩება. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.  

მედია: თბილისის მშრალ პორტში ინვესტირებით, AD Ports Group-ი შუა დერეფანს აძლიერებს

AD Ports Group-მა თბილისის მშრალი პორტის 60-პროცენტიანი წილის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა ოფიციალურად დაასრულა, იტყობინება Trend. კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგიული ნაბიჯი აძლიერებს ჯგუფის გავლენას შუა დერეფანში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. AD Ports Group-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალშამსიმ განაცხადა, რომ „თბილისის მშრალი პორტის შესყიდვის დასრულება ხაზს უსვამს მათ ვალდებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებისკენ. „ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას გლობალურ ვაჭრობაში და სრულად ვართ მოწადინებული ამ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ეს ინვესტიცია აძლიერებს კავშირს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რაც AD Ports Group-ს გლობალური ვაჭრობის წინა პლანზე აყენებს. ის ემთხვევა ჩვენი ხელმძღვანელობის ხედვას ეკონომიკური ზრდის წინსვლის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ორმხრივი სარგებელის შესახებ,“ აღნიშნა ალშამსიმ. თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი მარტში გაფორმდა.  პროექტს ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტთან“ ერთად არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არ მხოლოდ საქართველოს, არამედ, უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300 მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მშრალი პორტი თბილისში ქინძმარაულის ქუჩაზე, 195 252 კვ.მ-ზე მოეწყობა. „თბილისის მშრალი პორტის დაგეგმვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლოჯისტიკური ჰაბის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი ოპერირება. კერძოდ, კონცეფცია დაფუძნებულია მსოფლიოში გავრცელებული ე.წ მშრალი პორტის პრინციპზე, რაც გულისხმობს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ძირითადად კონტეინერიზებული ტვირთის რკინიგზით ტრანსპორტირებას თბილისის მშრალ პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება (დაცლა, დატვირთვა, დასაწყობება, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა და სხვა). მშრალი პორტის მიზანია, მოსახერხებელი და ხარჯ-ეფექტიანი გადაზიდვისა და ერთ ადგილზე მრავალ-პროფილური მომსახურების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია რომ, საკონტეინერო ტვირთების ნაწილის რკინიგზაზე გადანაცვლებით განიტვირთება მაგისტრალური გზები, რაც თავის მხრივ შეამცირებს გარემოზე ავტოტრანსპორტით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.