ძებნის რეზულტატი:

შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს

გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებები 75 წუთს გაგრძელდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზარი იყო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასასრულებლად. მისი თქმით, სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ არ გაამჟღავნონ დამატებითი დეტალები საუბრის შესახებ. მისივე თქმით, მაკრონი და შოლცი მოითხოვენ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ძალისხმევის წამოწყებას. სპიკერმა დაამატა, რომ შოლცი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვლადიმერ პუტინმა აცნობა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინაში "რეალური სიტუაციის" შესახებ. პუტინმა უკრაინული ძალები დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა ნორმების დარღვევაში და მოუწოდა მაკრონს და შოლცს, აიძულონ კიევი შეაჩეროს მსგავსი ქმედებები“. პუტინმა ასევე ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში ვიდეოფორმატში გამართული მოლაპარაკებების სერიაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 10 მარტსაც მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.

უკრაინა: ქალაქი ვოლნოვახა აღარ არსებობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია

„ვოლნოვახამ არსებობა შეწყვიტა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია“, ამის შესახებ დონეცკის რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო აცხადებს. „ვოლნოვახის რაიონში 100 000-ზე მეტი მოსახლე იყო, რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა უკვე ევაკუირებულია... ამიტომ, ვიტყოდი, რომ ვოლნოვახა თავისი ინფრასტრუქტურით აღარ არსებობს. აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ტერიტორიისთვის...მტერს არ უნდა მივცეთ ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმის მიღწევის საშუალება“, - განაცხადა კირილენკომ. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.

საქართველოში კოვიდინფიცირების 823 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა დადასტურდ, გამოჯანმრთელდა 1 445 პაციენტი, გარდაიცვალა 24 კოვიდინფიცირებული. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 365 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 509-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 585 885-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით 16 554 ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის  - 15.64% ხოლო 7 დღის  - 12.69%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა - 33 044, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 643, აჭარაში - 104, იმერეთში - 280. რეანიმაციულ განყოფილებაშია 403 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 55, იმერეთში - 78. 31 601 კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.

ძლიერი თოვის გამო, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაო ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე კვლავ ნარჩუნდება გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საჩხერე-ონის გზაზე, სადაც გუშინ, დიდი რაოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა და გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ასევე მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთსა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ოლეკსი დანილოვი: რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება ყველა ქვეყანას, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი სახელმწიფო, რომელსაც რუსული არმია დაესხმება თავს, შესაძლოა ლიეტუვა იყოს. ამის შემდეგ, NSDC-ის მდივნის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, ასევე პოლონეთში. დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იცავს ევროპას რუსი დამპყრობლებისგან, რომლებიც „მოდიან“ მთელი ევროპის კონტინენტისკენ. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას იარაღის მიწოდებით, რათა აგრესორი შეაჩერონ. „რაც შეეხებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ოდესღაც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ, ისინი მართლაც რუსული საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა დანილოვმა. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს.  მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ბაიდენს მოუწოდა, საქართველოს და უკრაინას NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს

ჰელსინკის კომისია საქართველოსთვის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ. აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე, არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს. „აშშ-მ გაცილებით პროაქტიული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევროატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგიკული შედეგები. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად, თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები“, - ნათქვამია წერილში. კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. განცხადების ავტორების თქმით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს. ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის ცხრა და წარმომადგენელთა პალატის ცხრა წევრს, ასევე, თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან. ცნობისთვის, NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს

ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი

„დაახლოებით, ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი”, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. „ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელსაც დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში ხარისხის კონტროლის მკაცრი რეგულაციები მოქმედებს და აკმაყოფილებს როგორც GMP, ისე ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნას. „სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი, საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უკრაინა: პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა კვირას, რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს, დაადგინოს, იყო თუ არა რომელიმე უცხოელი ინსტრუქტორი ადგილზე, თავდასხმის დროს. ტრადიციულად, NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ადგილი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.  რეგიონის გუბერნატორმა მაკსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ობიექტს 30-მდე რაკეტა ესროლეს, ზოგიერთი მათგანი კი, დარტყმამდე მოიგერიეს. „პოლონეთი გმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის, იავორივის ბაზის დაბომბვას”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან. „რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან. უნდა იყოს მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დახურეთ ცა“, - წერს თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი.  ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

თეთრი სახლი უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით $200 მილიონს გამოუყოფს

თეთრმა სახლმა ოფიციალურ კიევს თავდაცვისთვის დამატებით სახსრები გამოუყო, მანამდე, შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დახმარება დაამტკიცა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. თეთრი სახლის ცნობით, დაფინანსება, რომელიც ბაიდენმა საგარეო დახმარების აქტის მეშვეობით გამოყო, შეიძლება, გამოიყენონ იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან. ასევე, ეს დახმარება უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობას იძლევა. პაკეტი მოიცავს დაუყოვნებელ დახმარებას, ისეთი სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა, ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები.  

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს

უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება, აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. დუდამ აქვე დაამატა, რომ ყველას იმედი აქვს, პუტინი ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. „თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია, ახლა ყველაფერი გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით კი, ის ვერ მოიგებს მას“. „მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში“... „რა თქმა უნდა, [Nato]... უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში [ქიუმიური იარაღის გამოყენების] საშიში ვითარება იქმნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

გავრცელებული ცნობებით, ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რაკეტები დაეცა

ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რაკეტები ჩამოვარდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, 12 ბალისტიკური რაკეტა ერბილის მიმართულებით, მათგან რამდენიმე საკონსულოსთან დაეცა. აშშ-ისა და ერაყის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ირანიდან განხორციელდა. აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ არცერთი სამთავრობო ობიექტი არ დაზიანებულა და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ სამიზნე იყო საკონსულოს შენობა. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ არ არის გარკვეული, ზუსტად რამდენი რაკეტა გაისროლეს და სად ჩავარდა ის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მომხდარს ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ „აღმაშფოთებელი თავდასხმა“ და ძალადობის გამოვლინება უწოდა.   

ლვოვის ოლქში, სამხედრო ბაზაზე დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა - BBC

დასავლეთ უკრაინაში სამხედრო სასწავლო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა, ამის შესახებ ლვოვის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ცნობებით: სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა კვირას, რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, ლვოვის ოლქში, პოლონეთის საზღვართან მდებარე უკრაინის სამხედრო ბაზაზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ სამინისტრო ჯერ კიდევ ცდილობს, დაადგინოს, იყო თუ არა რომელიმე უცხოელი ინსტრუქტორი ადგილზე, თავდასხმის დროს. ტრადიციულად, NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ადგილი, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში (15 მილზე) მდებარეობს.  რეგიონის გუბერნატორმა მაკსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ობიექტს 30-მდე რაკეტა ესროლეს, ზოგიერთი მათგანი დარტყმამდე მოიგერიეს. „პოლონეთი გმობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ელემენტს, მათ შორის იავორივის ბაზის დაბომბვას”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-თან. „რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ მუშაობენ უცხოელი ინსტრუქტორები. მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან. უნდა იყოს მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დახურეთ ცა“, - წერს თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი.  ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ლვოვი ოკუპანტებმა პირველად დაბომბეს. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმიდან დღემდე, 579 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაშავებულია 1002 ადამიანი. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი.  

დმიტრო კულება: დნეპროუდნის მერი ომის დამნაშავეებმა გაიტაცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა სამხრეთ ქალაქ დნეპროუდნის მერი გაიტაცეს. BBC წერს, რომ ევგენი მატვეევი მეორე უკრაინელი მერია, რომელიც სავარაუდოდ, გაიტაცეს რუსული ჯარების წინსვლის შედეგად ბოლო სამი დღის განმავლობაში. მანამდე, გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს, ახლომდებარე მელიტოპოლის მერი დააკავეს. კულება აცხადებს, რომ მატვეევი რუსმა ომის დამნაშავეებმა გაიტაცეს. „ადგილობრივი მხარდაჭერის გარეშე დამპყრობლები გადავიდნენ ტერორზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შეწყვიტონ რუსული ტერორი უკრაინისა და დემოკრატიის წინააღმდეგ", - აცხადებს დმიტრო კულება BBC-ის ცნობით.   ასევე წაიკითხეთ რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლში ახალი „მერი“ დანიშნეს

NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ ასეთი ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული, Reuters-ის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ამ თემაზე გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ისაუბრა. „ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, - ციტირებს სტოლტენბერგს Welt am Sonntag-ი. სტოლტენბერგის თქმით, კრემლი ცრუ საბაბებს ქმნის. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მანვე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შეჭრას, უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს

ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ვერ მიუთითებენ კონკრეტულ ბრენდს

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. „პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.  

საუდის არაბეთში ტერორიზმისა და სხვა დანაშაულისთვის ერთ დღეში 81 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

საუდის არაბეთში, 24 საათის განმავლობაში, სიკვდილით 81 კაცი დასაჯეს, მათ შორის, შვიდი იემენელი და ერთი სირიის მოქალაქეა. იტყობინება Reuters-ი. ეს სამეფოში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მასობრივი სიკვდილით დასჯაა. „ეს პირები გასამართლდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების მკვლელობისთვის. ამასთან, მათ დანაშაულთა შორისაა ისეთი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებისადმი ერთგულების აღთქმა, როგორებიცაა ISIS-ი, „ალ-ქაიდა“ და სხვა. ბრალდებულებს ჰქონდათ ადვოკატის აყვანის უფლება და გარანტირებული იყო ყველა უფლება სასამართლო პროცესის დროს”, - ნათქვამია საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო მოლაპარაკებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება მოვახდინოთ. ამას ომის დაწყებამდეც ვცდილობდით. ჩვენს პრეზიდენტთან სატელეფონო მოლაპარაკებების დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ არის. როგორც ვიცი, უკრაინული მხარეც მზად არის“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ინტერფაქსთან კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე, რომლის თანახმად, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო.  კრემლში აცხადებენ, რომ არასოდეს უარყვიათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ პირველ რიგში სურთ გაიგონ, რა იქნება შეხვედრის დღის წესრიგში და რა შედეგია მოსალოდნელი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს და უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ზელენსკი არ მოაწერს ხელს არანაირ სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც უკრაინისთვის წამგებიანია.   ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემთხვევაში, ზელენსკი მზადაა, პუტინს ისრაელში შეხვდეს

უკრაინა: ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს. ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინის პოლიციამ აშშ-ის მოქალაქე ამოიცნო.  „ორი ამერიკელი ჟურნალისტი მიდიოდა ლტოლვილების გადასაღებად, ტოვებდნენ ირპენს, როდესაც მათ ესროლეს საგუშაგოს გადაკვეთის შემდეგ. NYT-ის ჟურნალისტს კისერში ესროლეს და მოკლეს. მის კოლეგასაც ესროლეს, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს JerusalemPost-ის ჟურნალისტი Twitter-ზე. განახლება: ინფორმაცია დაადასტურა New York Times-მა. ამერიკელი ჟურნალისტი და კინოდოკუმენტალისტი, 50 წლის ბრენტ რენო წარსულში მუშაობდა რამდენიმე ამერიკულ საინფორმაციო და მედია ორგანიზაციაში, მათ შორის HBO-ში, NBC-სა და The New York Times-ში.  

პესკარაში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, გზატკეცილზე ამობრუნდა

იტალიის მეხანძრე-მაშველების განცხადებით, ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა, ჩრდილოეთ იტალიის მთავარ გზატკეცილზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. იტალიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაშავდა ხუთი ადამიანი, მაგრამ არცერთი დაშავებულის  მდგომარეობა არ არის მძიმე.  იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. რა გახდა ავტობუსის გადატრიალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს შესაძლოა, ჩაეძინა.  ომის დაწყების შემდეგ, უკრაინიდან იტალიაში დაახლოებით, 35,000 ლტოლვილი წავიდა.