ძებნის რეზულტატი:

ირანი მზადაა, მსოფლიოს საჭირო მოცულობის ნავთობი მიაწოდოს

ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის (NIOC) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, საჭირო მოცულობის ნავთობის მიწოდება უზრუმველყოს მსოფლიო ბაზარზე და დაასტაბილუროს ფასები, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო IRNA. „ირანის მთავრობა ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის წილი ბაზარზე“, განუცხადა IRNA-ს NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. მისივე თქმით, სანქციების პერიოდში და მის შემდგომ, მსოფლიო ბაზარზე დასაბრუნებლად საჭირო ზომები მიიღება. „NIOC-ში ჩვენ მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ევროპული კომპანიების საჭიროებები, სხვა კომპანიებთან ერთად“, - აღნიშნა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. ირანის ნავთობის ინდუსტრია და მისი ექსპორტი 2018 წლის ზაფხულიდან, აშშ-ის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები აღადგინა.  

პოლონეთის პრემიერი: საზღვარგარეთ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

უკრაინის აღდგენის ფონდი დასავლეთში რუსეთის გაყინული აქტივების საფუძველზე უნდა შეიქმნას. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებთან დენის შმიგალთან და ინგრიდა სიმონიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, ლიეტუვასთან ერთად, პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს. „დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა დაცული იქნება და მასთან ერთად გაძლიერდება ლიეტუვის, პოლონეთის და ევროპის ყველა ქვეყნის უსაფრთხოება. რუსეთის ხელებმა შეიძლება, დიდ მანძილზე მიაღწიოს, ამიტომ, ჩვენ მტკიცედ უნდა მოვიგერიოთ მისი ბარბაროსული ქმედებები“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.  მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა ევროპული ქვეყნების ჰუმანიტარული ძალისხმევა ლვოვის რეგიონში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე სარაკეტო დარტყმით გაანადგუროს. მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, დააწესონ დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე ყველა სატვირთო მანქანა უკვე შემოწმდება, რათა დადგინდეს, იგზავნება თუ არა რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონელი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი, არამედ პოლონეთის, ლიეტუვის, ფინეთის და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. „ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რადგან ისინი ასევე იცავენ ჩვენს თავისუფლებას", - განაცხადა მორავეცკიმ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრების დონეზე ლუბლინის სამიტი გაიმართა. პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრები ვარშავაში შეხვდნენ ერთმანეთს, ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრი მათ კიევიდან ონლაინ რეჟიმში შეუერთდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი 16 მარტს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კონგრესმენებს ოთხშაბათს ვირტუალურ ფორმატში მიმართავს. ამის შესახებ პალატის სპიკერის ნენსი პელოსისა და დემოკრატების  ლიდერის ჩაკ შუმერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება Ukrіnform-ი. „რადგან უკრაინაში ომი მძვინვარებს, უკრაინელი ხალხისადმი დიდი პატივისცემის ნიშნად ვიწვევთ პალატისა და სენატის ყველა წევრს, რომ დაესწრონ პრეზიდენტ ზელენსკის ვირტუალურ მიმართვას შეერთებული შტატების კონგრესში, ოთხშაბათს, 16 მარტს, 09:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში. კონგრესის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელიან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას, რათა დააფიქსირონ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. განცხადების ავტორები უკრაინის მიმართ კონგრესის ურყევ მხარდაჭერას აფიქსირებენ. ცნობისათვის, ანალოგიურ ფორმატში ზელენსკიმ ევროპარლამენტს და თემთა პალატას მიმართა.        

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

ესპანეთს, რომელიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საცავსა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს ფლობს, შეუძლია, ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტთან კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. 3,31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22%-ით, (2,09 მილიონი); საფრანგეთი (14% და 1,35 მილიონი), ბელგია (6% და 0,56 მილიონი) და იტალია (5% და 0,54 მილიონი). გამოცემა ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ასევე ლიდერობს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს მას, გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ მიმდინარე კრიზისს უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე მისი მეზობლები, ყოველ შემთხვევაში, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა საცავებისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებისა, ქვეყნის კავშირი ალჟირთან, საიდანაც მისი გაზმომარაგების 90% მოდის, შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ცენტრალური ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის შექმნაში. თუმცა საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, რათა ესპანეთმა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს  

უკრაინის პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: რუსული ძალები ტერორისტებით იქცევიან და კლავენ ბავშვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „რუსული ძალები კლავენ ბავშვებს“. დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მსოფლიომ „საბოლოოდ გაახილა თვალები“ ვლადიმერ პუტინის რეალურ ზრახვებზე და ამბობს, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა განაცხადა, რომ რუსული ძალები „იქცევიან ტერორისტებივით“. „ისინი ბომბავენ სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს. ბავშვებს კლავენ. მძევლები აჰყავთ იღებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იტაცებენ და აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას“, - განაცხადა დენის შმიგალმა

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორშაბათს თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შენიშნეს. Reuters-ის ცნობით, სანქცირებული რუსი ოლიგარქი სტამბოლის რეისს ელოდებოდა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, ბრიტანულ საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი აეროპორტის VIP დარბაზში იმყოფება. Reuters-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, ნამდვილად ჩაჯდა თუ არა აბრამოვიჩი თვითმფრინავში. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს

ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ეს არის პირველი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნის პარლამენტმა გადადგა. „რთულია, საპასუხისმგებლოა და საპატიო, იყო პირველი“, - დაწერა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ზე. სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მაგალითი მსოფლიოს სხვა პარლამენტებისთვის. „ბოლოს და ბოლოს, პარლამენტარები ხალხის წარმომადგენლები არიან და მსოფლიოს ხალხები ითხოვენ გადამწყვეტ მოქმედებას მშვიდობის დამყარებისთვის და უკრაინის თავზე ცის დახურვის მიზნით“, - აღნიშნავს პარლამენტის სპიკერი.  

უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას იწყებს

უკრაინა მარცვლეულის საგაზაფხულო თესვას უახლოეს დღეებში დაიწყებს და მარაგში აქვს საკმარისი მარცვლეული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ტარას ვისოცკის განცხადებით, მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობას საკმარისი პური ჰქონდეს. ტარას ვისოცკი აცხადებს, რომ ქვეყანას, რომელიც წელიწადში 8 მილიონ ტონა ხორბალს მოიხმარს, 6 მილიონი ტონა მარაგი აქვს. მარაგებში ასევე შედის 15 მილიონი ტონა სიმინდი და მზესუმზირის ზეთის ხუთწლიანი მარაგი.  

თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზების პირობას დებენ

თურქეთმა და სომხეთმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ურთიერთობების ნორმალიზებას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოლაპარაკებებს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა. სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ასევე მხარს უჭერს ნორმალიზების პროცესს. სომხეთსა და თურქეთს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, დახურულია სახმელეთო საზღვარი, მაგრამ დეკემბერში, ორმა ქვეყანამ დანიშნა სპეციალური ელჩები ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ორი წლის განმავლობაში პირველი კომერციული ფრენები თებერვლის დასაწყისში განახლდა თურქეთსა და სომხეთს შორის. 13 მარტს, სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. პროფესიით ეკონომისტი ხაჩატრიანის ინაუგურაცია პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ბოიკოტი ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოუცხადა. ასევე წაიკითხეთ ანტალიაში, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთს „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსი გაუუქმდება. Reuters-ი წერს, რომ ამ ზომების დონით, რუსეთი სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გაუთანაბრდება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი. ამავე თემაზე რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა

სომხეთის ახალი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი მუშაობას შეუდგა. ეკონომისტმა და ვეტერანი პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარს ეროვნული ერთობის გაძლიერებას. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ ბოიკოტი გამოუცხადა. საინაუგურაციო გამოსვლაში ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად მუშაობას იწყებს მწვავე პერიოდში, გართულებული რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე. „მომსწრენი ვართ სწრაფად ცვლადი გეოპოლიტიკური განვითარებებისა, რომელთა შედეგადაც ტრანსფორმირდება ამჟამინდელი გლობალური უსაფრთხოების სისტემები. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვესაჭიროება სიბრძნე, თავდაჯერება, სტაბილურობა და ერთიანობა", - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ცნობით. 62 წლის ხაჩატრიანი პროფესიით ეკონომისტია, 1992-1996 წლებში, ლევონ ტერ-პეტროსიანის პრეზიდენტობის პერიოდში, ის ერევნის მერი იყო. ხაჩატრიანი ტერ-პეტროსიანის მოკავშირედ რჩებოდა, ვიდრე გასული წლის აგვისტოში დათანხმდებოდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წევრობას. ამავე თემაზე სომხეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა

ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავეს

ყაზახეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი დააკავა. კაირათ სატიბალდიული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე იმ პერიოდს ეხება, როცა სატიბალდიული ქვეყნის მთავარ სატელეკომუნიკაციო კომპანია „ყაზახტელეკომს" ხელმძღვანელობდა.  ნაზარბაევის უმცროსი ძმისშვილი Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაშია, 163 მილიონ დოლარადად შეფასებული ქონებით.

Times: რუსეთში, უსაფრთხოების სამსახურის ორ მაღალჩინოსანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს

ФСБ-ს-ის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგეი ბესედას და მის მოადგილე ანატოლი ბოლიუხს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულოს უკრაინაში შეჭრის შეჩერებაში. ასევე, წყარო კიდევ ერთ გამოცემა, Independent-თან აცხადებს, რომ რომ რუსულმა დაზვერვამ „არასწორად გათვალა“ უკრაინაში მოსალოდნელი წინააღმდეგობა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პუტინის ომი დღითიდღე უფრო სასტიკი ხდება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ. ევროკავშირი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. მათ მხარს ვუჭერთ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტითა და 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარებით“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს  

ირანმა პირველი ელექტრომობილის პრეზენტაცია გამართა

ირანულმა საავტომობილო კომპანია KSJ Motors-მა პირველი ელექტრომობილის  - Oxygen-ის პრეზენტაცია ქალაქ შირაზში გამართა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სიამაკ ჰოჯატმა განაცხადა, რომ ორადგილიანი ელექტრომობილი $10,500 ეღირება.  

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. Reuters-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა. ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა. მანამდე, Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  14 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა.

თურქეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, უკრაინაში მინდინარე ომსა და შედეგად შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის მიერ გაწეული აქტიური ძალისხმევის მნიშვნელობა ცეცხლის შეწყვეტის გზების ძიებისა და არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მიზნით. „სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. თავის მხრივ, თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა და დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არალეგიტიმური ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩატარების შესაძლებლობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინტენსიური დიალოგის გაგრძელებისა და ორმხრივი ვიზიტების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.  

უკრაინაში რუსეთის წინსვლა თითქმის ყველგან შეჩერებულია - აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინაში რუსეთის წინსვლა თითქმის ყველგან შეჩერებულია. ოფიციალური პირის თქმით, პროგრესი მეტწილად უკრაინის წინააღმდეგობის გამო შენელდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის წინსვლაში შესამჩნევი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ძალები კვლავ ჰოსტომელის აეროპორტის მიდამოებში არიან ჩარჩენილნი“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მანვე დაამატა, რომ 50-დან 60-მდე ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება იზიუმისკენ, ხარკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მაგრამ ჯერჯერობით, არ არის იმის ნიშნები, რომ რუსეთი თავის ძალებს აძლიერებს საბრძოლო მასალებით ან ჯარით. იმავდროულად, ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო პერსონალი, კონტრაქტორი ან სხვა მუშაკი არ იმყოფებოდა უკრაინის იავორივის სამხედრო ბაზაზე, პოლონეთის საზღვართან, სადაც რუსეთის თავდასხმის დროს, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. „აშშ-ის 350 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტიდან, დიდი ნაწილი უკრაინაში შაბათ-კვირას ჩავიდა, თუმცა ახალი, 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი დახმარების გაგზავნა ჯერ არ დაწყებულა“, - განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

აშშ პეკინს აფრთხილებს, რომ ჩინეთი დადგება შედეგების წინაშე, თუ ის რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ამასთან, აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამ უკანასკნელ ცნობამდე, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.  ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთი და გერმანია დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევას აძლიერებენ

თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან.  „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ. „ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.