ძებნის რეზულტატი:

ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება

დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში გარანტირებული იყოს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის მცხოვრებთა, რუსული ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომები. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ზედმეტია პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს  

საქართველოს პრეზიდენტი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ პირველად განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. ამ საკითხზე განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა გააკეთა. Reuters-ის ცნობით, უკრაინა მიიღებს 50 ცალ „გეპარდის“ თვითმავალ დანადგარს, რომლებიც აღჭურვილია საზენიტო იარაღით. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს. პარლამენტის ცნობით, სტუმარმა კომიტეტის წევრებს NATO-ს გენერალური მდივნის გზავნილები და საქართველო-NATO-ს პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხედვები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას განცხადებით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა.  „ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 2022 წლის 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ მოკავშირეების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ, უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც შემჭიდროვებულ ვადებშია გადასადგმელი, არის NATO-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას. მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები, რომ ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, კოორდინაციას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.  „NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები და საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, სათანადოდ იქნება ასახული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.  „პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემები და ასევე ის პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა განხილვაც აუცილებელია თქვენს ხელისუფლებასთან. NATO-საქართველოს ურთიერთობა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და პრაქტიკული ასპექტები ერთობ წარმატებულია და ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ჩვენი რწმენით, იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ პარლამენტის ცნობით. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.  

ეკონომიკის სამინისტრო: თურქეთი საქართველოს სატვირთო გადაზიდვებისთვის დამატებით ნებართვებს გამოუყოფს

საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების ექსპერტთა ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ. სხდომაზე განიხილეს საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მხარეთა მიერ საავტომობილო მიმოსვლის სფეროში მოქმედი მთავრობათაშორისი შეთანხმების მოთხოვნათა დაცვა და ორმხრივი საავტომობილო მიმოსვლის კვოტირებული ნებართვების დადგენა/გაცვლის, ასევე რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის საკითხი და სხვ. ორდღიანი სხდომის ფარგლებში, რომელიც თბილისის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ - ში ჩატარდა, განიხილეს საავტომობილო მიმოსვლის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი შემაფერხებელი გარემოებები და დაისახა მათი გადაჭრის კონკრეტული გზები, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციასა და საქართველოსთვის სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის საკითხზე და შედგა შეთანხმება. „ძალიან წარმატებით ჩატარდა ქართულ - თურქული შერეული კომისიის სხდომა. აღსანიშნავია, რომ ეს სხდომა გაიმართა 2021 წლის სექტემბრის შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, 6 თვეში შევძელით და კოლეგებთან ერთად შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვემსჯელა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი გადამზიდველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ოპტიმიზაციის შესახებ და მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოესი პერიოდისთვის ქართველი გადამზიდველებისთვის საჭირო სატვირთო გადაზიდვების თურქული ნებართვების დამატებით გამოყოფის თაობაზე“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა საავტომობილო მიმოსვლის სფეროს ყველა აქტუალური მიმართულება.

ევროკომისიის პრეზიდენტი: პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა, კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. "პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ „გაზპრომის“ გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა გაზს ევროკავშირს წევრი მეზობლებისგან იღებენ". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ:  „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. თბილისიდან ის აზერბაიჯანში მიემგზავრება. ანალოგიური ტურნე ჰქონდა მას 2021 წელსაც, როდესაც ოქტომბერში სტუმრობდა საქართველოს. ხავიერ კოლომინამ 27 აპრილს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ დისკუსიების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომს ეთმობა. „რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს. ერთ-ერთი პასუხია მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც ჩვენი აზრით, შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“, -  – განაცხადა ხავიერ კოლომინამ მედიასთან. მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც გაზრდება მხარდაჭერა და ის საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის სპიკერთან, შემდეგ კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ასევე, იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რის შესახებაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ. თქვენ იცით, რომ NATO-სა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს ბრწყინვალე პრაქტიკული თანამშრომლობა. ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ვფიქრობთ ჩვენი, რომ იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს, რაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვაქვს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა მოლაპარაკებები. უფრო ადრე კი, ხავიერ კოლომინას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.  

რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას აპირებდნენ. UNWTO-ს სპიკერის თქმით, რუსეთის გასვლის მიუხედავად, ასამბლეა რუსეთს სტატუსს მაინც შეუჩერებს, ხოლო გასვლის პროცესს ერთი წელი დასჭირდება. UNWTO-ს გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყნები რუსეთს წევრობას შეუჩერებენ, რაც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მაგალითს მისცემს. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება

დმიტრო კულება ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მადლობას უხდის. „ძვირფასო ზურაბ, მადლობელი ვარ თქვენი პრინციპული პოზიციის, რამაც უზრუნველყო ამ გადაწყვეტილების მიღება“, - წერს დმიტრო კულება. კიდევ ერთ პოსტში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა.„რუსეთს შეუჩერდა UNWTO-ს წევრობა. გენერალური ასამბლეის პირველ რიგგარეშე სესიაზე. მადლობა ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. რუსი სამხედრო დამნაშავეების ერთადერთი სამოგზაურო მიმართულება უნდა იყოს ჰააგა. რუსეთის იზოლაცია ყოველდღიურად ღრმავდება“, - წერს დმიტრკო კულება. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთმა საერთაშორისო სააგენტოს დატოვება სწორედ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ქვეყნები რუსეთის წევრობის შეჩერების მიზნით კენჭისყრას გეგმავდნენ. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება

Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა

Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „Starlink Ukraine დარეგისტრირებულია უკრაინაში, როგორც SpaceX-ის წარმომადგენლობის ოფისი“, - იტყობინება ფედოროვი. როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. ამავე თემაზე Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს

ბილ კლინტონი მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე: საქართველოს პრეზიდენტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ბილ კლინტონმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპებისა. „საქართველოს პრეზიდნეტი დღეს აქ არის, რისთვისაც მე ძალიან მადლიერი ვარ“, - განაცხადა ბილ კლინტონმა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, დაკრძალვის ცერემონიაზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას ესწრება, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და მადლენ ოლბრაიტის ოჯახის წევრები. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1400 მოწვეული სტუმარი ესწრება, აშშ-ის პრეზიდენტები, საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო დეპატრამენტის წარმომადგენლები, კონგრესის ორპარტიული დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტები, ნობელის პრემიის ლაურეატები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16% - IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, 31% „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 16. კითხვაზე, მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის - გიორგი გახარია“ – 4%; „დროა - ელენე ხოშტარია“ – 2 %; „სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – 2 %; „ხალხისთვის - ანა დოლიძე“-2%; „ლელო“ -2%; „პატრიოტთა ალიანსი“- 1 %; „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ ინფო“ – 1%; „გირჩი - მეტი თავისუფლება“ -1 %; „მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %; სხვა - 2%; არ ვაძლევ ხმას - 4%; ბიულეტენს გადახაზავს - 11%; არ ვიცი - 12 % ; არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული - 7 %. კვლევა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. ცნობისათვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მარტში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს.

შვეიცარიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა

შვეიცარიის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვსა და მინსკს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი შეზღუდვებით, იკრძალება რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყის, ცემენტის, ზღვის პროდუქტებისა და იკრის იმპორტი. ასევე იკრძალება იმ პროდუქტების ექსპორტი, რასაც რუსეთის წარმოებას გააძლიერებს. მათ შორის (რობოტექნიკა და ქიმიური პროდუქცია). ახალი შეზღუდვები ასევე, ეხება ფინანსურ სექტორსაც. ნებისმიერი მხარდაჭერა იკრძალება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენენ. ამასთან ბელორუსის მოქალაქეებისთვის, იურიდიული პირებისთვის და რეზიდენტებისთვის იკრძალება ფასიანი ქაღალდების მიყიდვა. ახალი შეზღუდვები ძალაში 27 აპრილს კიევის დროით 19:00 საათიდან შევა ძალაში. 1-ელ მარტს შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $8 მილიარდამდე სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები - IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ამავდროულად, რუსეთისგან მომავალი გაზრდილი საფრთხეები. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად ან მეტ-ნაკლებად გაუარესდა. რესპოდენტთა მხოლოდ 6% თვლის, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც რჩება ყველაზე მთავარ გამოწვევად. კვლევა აჩვენებს, რომ უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა. ქვეყანაში გამძაფრებულია პოლიტიკური პოლარიზაციის შეგრძნება. კითხვაზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საზოგადოების დაყოფისკენ არის მიმართული თუ გაერთიანებისკენ, გამოკითხულთა 71% ამბობს, რომ საქართველო სულ უფრო მეტად პოლარიზებულია. მზარდი პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეების 60%-ს სურს რომ მომავალ არჩევნებზე ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს. მონაცემები ცხადყოფს, რომ მოქალქეები კვლავ გრძნობენ მზარდ პოლარიზაციას ქვეყანაში, მაშინ როცა მათი მოთხოვნა პოლიტიკური შეთანხმება, კონსენსუსისკენ სვლა არის. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არჩევნებზე ახალი პარტიების ხილვა სურს, - განაცხადა სტივენ ნიქსმა. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს კვლავაც მთავარ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულთა 90% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ თვლის, ხოლო 83% - რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით  

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაშია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთიდან უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ  მან Twitter-ზე დაწერა. „მე უკრაინაში ვარ, მოსკოვის ვიზიტის შემდეგ“, - განაცხადა გუტიერეშმა. მისი თქმით, გაერო განაგრძობს საქმიანობას ჰუმანიტარული დახმარების გაფართოების კუთხით და უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას. „რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, უკეთესი იქნება უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთის“, - აცხადებს გუტიერეში. 28 აპრილს გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. გუტერეში უკრაინაში მოსკოვიდან ჩავიდა. მანამდე კი, თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ

„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში, ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“. მინისტრმა კოვიდკლინიკების პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ აპელირებენ აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები ვადებზე, თითქოს, მათ მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ ძველ სისტემაზე დასაბრუნებლად. „2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს. ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება. „თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე. შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, - განაცხადა  

საპატრიარქო: გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი

საპატრიარქო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდომასალასთან დაკავშირებით, რომელზეც, მისი ინფორმაციით, ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი, განცხადებას ავრცელებს. „ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, როგორ ბილწსიტყვაობს და იმუქრება სასულიერო პირის კაბაში შემოსილი პირი. ბუნებრივია, ამ ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. როგორც დადგინდა, აღნიშნული პიროვნება რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის მორჩილია. მისი ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ეპარქიას, რათა საეკლესიო სამართლის ფარგლებში ეპარქიაშივე მოხდეს ზემოაღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია საპატრიოარქოს განცხადებაში.  

ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს. „ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები ხელს შეუწყობს უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში.  ასევე წაიკითხეთ  დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს

მაია სანდუ: მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად

"უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია სამხედრო აღჭურვილობის, ტექნიკისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე დარჩა. ამის შედეგებს ახლა ვაცნობიერებთ", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენმა მაია სანდუმ ეროვნული არმიის გენერალური შტაბის შექმნის 30 წლის იუბილესა და სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად გაწვრთნილი არმია ქვეყანას აძლევს თავდაჯერებულობას, სტრატეგიული არჩევანის თავისუფლებას და მოლდოვამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს პროფესიონალი და თანამედროვე არმიის შესაქმნელად. "ეს არის ინვესტიცია ქვეყნის უსაფრთხოებასა და დაცვაში. ახლა, როდესაც ჩვენს საზღვრებთან ომია, ჩვენ ეს კარგად გვესმის". - თქვა სანდუმ. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

IRI: საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად გამოკითხულთა 54% ევროკავშირს მიიჩნევს, აშშ-ს - 53 %, უკრაინას -45%

IRI-ის მიერ გამოკითხულთა შორის, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად 54% ევროკავშირს მიიჩნევს, აშშ-ს - 53 %, უკრაინას -45% „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, თურქეთს-20 %, აზერბაიჯანს -20 %, სომხეთს -7 %, ჩინეთს - 4 %, რუსეთს 4 %, ირანს კი, 1 % ასახელებს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის„ კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.