ძებნის რეზულტატი:

უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა

უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს. ბიგვავა წარმოშობით ზუგდიდელია.  როგორც ცნობილია, ტერიტორიიდან ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა. ცნობისთვის, ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. პრეისტორია - საღამოს 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზაა ბრძოლა. მებრძოლები აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ოლექსი არესტოვიჩი: ადამიანები, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ, მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მას და ოჯახს სიკვდილით ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან. „მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა, მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ „აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. ამასთან, არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, არ იცის, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები „აზოვის“ მებრძოლთა ნათესავები არიან და ამ ფაქტს გადამოწმება სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზა ბრძოლაა. აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ  

იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი

ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მას თბილად მიესალმებიან NATO-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება NATO-ში აჩვენებს, რომ "NATO-ს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს". 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „NATO-ს მორიგი გაფართოება, ჩვენს კონტენტს უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს ქმნის. ყოველთვის განვიხილავთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ვარიანტებს“, - აღნიშნა პესკოვმა.  მან ასევე განაცხადა, რომ, რუსეთი სპეციალურ ანალიზს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ გააკეთებს, რათა უსაფრთხოების სპეციალური ზომები შეიმუშაოს.  12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში ერთდროულად განაცხადებენ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

ილია დარჩიაშვილი: ევროპელი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში. „ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს მონაწილეობა მიიღო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისას აეროპორტებსა და თვითმფრინავში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციები მიმდინარე წლის 16 მაისიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ინფორმაციას SchengenVisaInfo.com ავრცელებს. EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით.  „შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ჯამში შეესაბამება მთელი ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით“,- განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა.  შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ორი წლის წინ, 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.  

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, ჩრდილოეთ სატრანსპორტო დერეფნის რისკები გაიზარდა, მისი ალტერნატივის შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა, როგორც მანძილის, ისე ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვის კუთხით. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ შუა სატრანსპორტო დერეფანი ფარავს იმ ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ვაჭრობაში 30%-ია. „სატვირთო მატარებელი, რომელიც დღეს ჩინეთიდან ევროპისკენ მიემგზავრება, შუა დერეფნის გავლით, 7000 კმ მანძილს 12 დღეში გადალახავს. იგივე მატარებელი ჩინეთიდან ევროპას პროდიქციას 10000 კმ-ზე რუსეთის ტერიტორიის გავლით, ჩრდილოეთის მარშრუტით 12, დღეში მიაწვდის. თუ ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება სამხრეთ დერეფნის გასწვრივ სუეცის არხის გავლით, მაშინ ევროპაში მომხმარებლებს მოუწევთ 45-დან 60 დღემდე ლოდინი აზიიდან ტვირთის მისაღებად 20 000 კმ მანძილის დაფარვის შემთხვევაში“, - განაცხადა მინისტრმა. კარაისმაილოღლუს თქმით, ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს შუა დერეფნით ტვირთების გადაზიდვის მომგებიანობას. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე შუა სატრანსპორტო დერეფნით 1 მილიონ 070 ათას ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა. „ჩვენ ვგეგმავთ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის მიწოდების დრო 12-დან 10 დღემდე შევამციროთ. ფსონს დავდებთ თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობებზე, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას მთელ რეგიონში“, - განაცხადა მინისტრმა.  

ესპანეთში ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება ექნებათ

ესპანეთში, ქალებს, რომელთაც სამსახური აქვთ და მენსტრუაციის დროს, ტკივილით იტანჯებიან, ყოველთვიურად სამდღიან შვებულებას შესთავაზებენ, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც ცნობილია, რეფორმის მიღების შემდეგ ესპანეთი გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს დასაქმებულებს მენსტრუალური შვებულების უფლებას. „თუ ვინმეს აქვს დაავადება ასეთი სიმპტომებით, მას ენიჭება დროებითი ქმედუუნარობის სტატუსი, ასე რომ, იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებით – ძალიან მტკივნეული მენსტრუაციის მქონე ქალს სახლში დარჩენის უფლება უნდა მიეცეს,“ – განაცხადა ბარსელონას ყოველდღიურ გაზეთ El Periodico-სთან საუბრისას თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა ანგელა როდრიგესმა. ცნობისთვის, მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც უკვე მოქმედებს იგივე რეგულაცია. მაგალითად, ამ ქვეყნებს შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდონეზია და ზამბია.  

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება ერთი მხრივ ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. „ხატი ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ. სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა. პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ომი საშინელებაა. იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას. ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინის რადამ, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეების ქონების ჩამორთმევაზე, კანონი მიიღო

უკრაინის რადას დეპუტატებმა, რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეების ქონების კონფისკაციის საკითხს მხარი დაუჭირეს. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი კანონი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით მომზადდა.  კანონი ითვალისწინებს ახალი სახის სანქციებს, კერძოდ ვრცელდება სახელმწიფო აქტივებზე, რომლებიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკუთვნით. საქმე ეხება ქონების სრულ კონფისკაციას და არა ფლობის შეზღუდვას, როგორც ამას კლასიკური სანქციები ითვალისწინებს. ასეთი მკაცრი ზომის მიღების მიზეზი, შექმნილმა საომარმა ვითარებამ განაპირობა. ეს სანქცია ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაბლოკილი აქვთ აქტივები. აქტივების კონფისკაცია გამოყენებული იქნება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.   კანონის თანახმად, რუსი და ბელორუსი მოქალაქეების ქონების კონფისკაცია შესაძლებელია უკრაინის ფარგლებს გარეთაც. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა. პირთა წრე, ვისზეც კანონი გავრცელდება, საკმაოდ ფართოა. უკრაინის ნაციონალურმა სააგენტომ 11 141 ფიზიკური და 2 976 იურიდიული პირი იპოვა, რომელთაც კავშირი აქვთ ომთან. აქტივები ჩამოერთმევათ, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, როგორც რუსებს, ისე ბელორუსებს, ასევე მათ ვინც ფორმალურად ფლობს ამ ქვეყნების პასპორტებს.  ქონების კონფისკაცია ეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც საფრთხე შეუქმნეს უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს ან ტერიტორიულ მთლიანობას, ან ხელი შეუწყეს ასეთ ქმედებებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსი ოკუპანტების მიერ ნოვგოროდ-სევერსკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების მიერ ნოვგოროდ-სევერსკზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა 14 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭო ავრცელებს. „მტრის სამიზნე სკოლები იყო, ამავდროულად სხვადასხვა ხარისხითაა დაზიანებული კულტურის სახლი, საავადმყოფო, საერთო საცხოვრებელი, სამედიცინო კოლეჯი“,- განაცხადა ტკაჩენკომ. შეგახსენებთ, რომ ჩერნიგოვის ოლქში ქალაქ ნოვგოროდ-სევერსკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა წუხელ განხორციელდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   აშშ-ის დაზვერვა: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა

„გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პუტინის სანქციების გამო, პოლონეთის გავლით, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა. მონოპოლისტი კომპანია, ტრანზიტისთვის „იამალი-ევროპის“ გაზსადენს აღარ გამოიყენებს, ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სანქციები, რომლებიც კომპანია EuRoPol GAZ-ს დაუწესდა. ეს კომპანია „იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს ფლობს. გასულ თვეში, მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კომპანია აღარ გამოიყენებს აღნიშნულ გაზსადენს, რადგან მფლობელმა კომპანიამ კრემლის მოთხოვნა არ შეასრულა და გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადა. გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპას რუსული გაზის მცირე ნაკადები მიეწოდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა შემცირდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ლატვიის სეიმმა ქვეყანაში საბჭოთა სამხედრო ძეგლების აღების უფლება დაადგინა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთთან მემორიალური ძეგლების შენარჩუნების შესახებ შეთანხმება შეაჩერა. „საბჭოთა არმიის იმიჯი და სიმბოლიკა ახლა პირდაპირ და ცალსახად უკავშირდება რუსეთის აგრესიას და მისი შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შეცვლა ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და არ იქნება ვალდებული, შეინარჩუნოს საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჰარდს კოლსმა. ხელშეკრულების შეჩერება „რიგის განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის სამართლებრივ საფუძველს იძლევა. ვინაიდან ძეგლი რიგაში მდებარეობს, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, ძეგლის დემონტაჟი სავარაუდოდ, არ მოხდება სეიმის არჩევნებამდე, რომელიც 2022 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება. თავის მხრივ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს „განმათავისუფლებელთა“ ძეგლი რიგიდან, თუ მისი დემონტაჟი მოხდება. რიგაში, 1985 წელს დადგმული „განმათავისუფლებელთა“ ძეგლის დემონტაჟის საკითხი, ლატვიაში წლების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე დისკუსიამ ახალი სახე მიიღო.  

ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს

ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბს შექმნის. ამის შესახებ მედია მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები და დერეფნები შესწავლილია, რათა მიწოდების ჯაჭვის შეფერხება თავიდან იყოს აცილებული. ყაზახეთი ელის, რომ 2022 წლისთვის, აქტაუსა და კიურიკის პორტებიდან გადაზიდვები 10 მლნ ტონამდე გაიზრდება, საიდანაც 4 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთები იქნება. ყაზახეთის სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონტეინერო ჰაბი აქტაუს პორტის ბაზაზე ჩამოყალიბდება. მედიის ცნობით, მთავარი აქცენტი ტრასკასპიურ საერთაშორისო მარშრუტზე კეთდება.„ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და თურქეთიდან ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიის შექმნაზე. ახლა ყველა დოკუმენტის განხილვისა და მომზადების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა იერლან აბსატოვმა. საკონტეინერო ჰაბი სავარაუდოდ, პორტთან ახლოს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსდება, პროექტში სინგაპურული კომპანიების ჩართვაზე მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.  

სუს-ი: ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. სუს-ის განცხადებით, ამ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება. „მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს. საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე”,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.  

რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრალდებების გამოძიებას გაერომ მხარი დაუჭირა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბრალდებების გამოსაძიებლად რეზოლუცია დაამტკიცა. საუბარია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და დანაშაულის შემთხვევზე რუსეთის ძალების დროებითი კონტროლის ქვეშ მოქცეულ რაიონებსა და დასახლებებში. რეზოლუციას მხარი 33 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დაუჭირა.  კიევის მოთხოვნით მოწვეულ ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომაზე,რეზოლუციის წინააღმდეგ ჩინეთმა და ერითრეამ მისცეს ხმა. 12 წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ქუთაისში არგონავტების დროინდელი კოლხური ექსპონატები აღმოაჩინეს

ქუთაისში არქეოლოგიური კვლევები და აღმოჩენები ძველი კოლხური კულტურის მიმართულებით ბევრ რამეს შეცვლის არამხოლოდ ქუთაისის, არამედ მსოფლიო ისტორიაში, - აცხადებენ ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური კვლევითი ჯგუფის მეცნიერები, რომლებმაც დღეს საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში აღმოჩენილი ექსპონატები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, არქეოლოგიურ მისიაში - ქართველი და პოლონელი სპეციალისტები სამეცნიერო საქმიანობას ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ახორციელებენ. „არგონავტების დროინდელი კოლხური მასალა: ჭურჭელი, ცნობილი კოლხური ცულების ჩამოსასხმელად გამოყენებული მასალა, ანტიკური სამყაროდან იმპორტირებული ნივთები, ე.წ. ეკოლოგიური არტეფაქტები, ბერძნული ნივთები, რომლებიც ბერძნულ ცივილიზაციასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო სისტემის არსებობაზე მიუთითებს - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ პარკში და მიმდებარედ გათხრებისას აღმოაჩინეს, თხრილის უძველესი ნიმუშები ძვ.წ. 14-13-12 საუკუნეებით თარიღდება, შესაბამისად არგონავტების დროინდელია. პრეზიდენტის პატრონაჟით მომუშავე არქეოლოგიური მისია ქუთაისში სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევით ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე ფუნქციონირებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რომელსაც რეაბილიტაცია პოლონური მხარის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა. პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა რონალდ ისაკაძემ უმასპინძლა და პრეზიდენტს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან განიხილა. ზელენსკი ასევე მიესალმა ფინეთის მზადყოფნას, გაწევრიანდეს NATO-ში.  ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.   

ეკონომიკის მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ვიზიტისას, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კონგრესმენებს დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილს შეხვდა. ვიცე პრემიერმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის და კონგრესის წევრების მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რეგიონში საკმაოდ რთული ვითარების ფონზე. ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ-ს შორის.  

ირინა ვერეშჩუკი: „აზოვსტალიდან“ თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან, თურქეთის შუამავლობით, უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილების გამოყვანას. პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ ისინი 12 მაისს შეხვდნენ რუსეთის მხარეს. ასევე გაეროს წარმომადგენლებთან მოვილაპარაკეთ და მათ მანდატი გადავეცით. ჩვენი სურვილია ხელი მოეწეროს დოკუმენტს, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია“, - აღნიშნა ვერეშჩუკმა. ამასთან ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკების პროცესში, შუამავალია თურქეთი. მისი თქმით, სპეცოპერაციას ექნება რამდენიმე ეტაპი, მათ შორის პირველია მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ