ძებნის რეზულტატი:

რატი ბრეგაძე: არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. „რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, საქართველოში და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ამ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე პასუხი“, -  განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, ქვეყანაში  არ არსებობს მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის პრეცედენტი. „არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით და, ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად... ჩვენ ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსი სამხედროები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს დონბასში, ხარკოვის სიახლოვეს კი ისმოდა სროლის ხმა. "უკრაინულმა მხარე ბოლო დღე-ღამეში 100 საარტილერიო გასროლა განახორციელა. როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, უკრაინელი სამხედროების მიერ განადგურებულია 13 ტანკი, 27 ჯავშანმანქანა, რვა საარტილერიო დანადგარი, ასევე საბრძოლო ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმია კონცენტრირებულია დასახლება რუბეჟნოეს დაკავებაზე, ასევე რუსები შეტევას აგრძელებენ ლიმანის მიმართულებით და ცდილობენ, გამაგრდნენ ალექსანდროვკაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა. რუსეთს უბრალოდ არ აქვს გამბედაობა, რომ ეს აღიაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა და მათთვისაც, ვინც კვლავ აგრძელებს მათთან ურთიერთობას. რუსეთს უბრალოდ არ აქვს გამბედაობა, რომ ეს აღიაროს, ისინი მშიშრები არიან და ისინი ცდილობენ დამალონ სიმართლე სარაკეტო, საჰაერო და საარტილერო დარტყმების მიღმა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამ ომში ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ:   უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს  

მოსკოვი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხის განხილვაში ჩაერთო

ტაჯიკეთში, 12 მაისს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვში მომავალ კვირას კომისიის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციის საკითხი განიხილება. ამის შესახებ რუსული მედია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანზე დაყრდნობით წერს. „მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან შევთანხმდით, საზღვრის დელიმიტიზაციის კომისიის შექმნაზე. ამასთან, ვგონებ მიღწეულია შეთანხმება რუსეთის ვიცე-პრემიერთან ალექსეი ოვერჩუკთან, რომ 16-17 მაისს, მოსკოვში ამ საკითხებზე კომუნიკაციის მიზნით შეხვედრა იგეგმება. ამასთან, მოსკოვში მხარეები ზაერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტიზაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზეც ილაპარაკებენ“, - ამის შესახებ ტაშკენტში, არარატ მირზოიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა. ცნობისათვის, ბრიუსელში 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის შეხვედრისას გადაწყდა, ბაქოსა და ერევანს შორის ორმხრივი კომისიის შექმნის საკითხი, საზღვრის დელიმიტიზაციისთვის. კომისიის პირველი სხდომა აპრილის ბოლოს უნდა გამართულიყო.

ლიზ ტრასი: საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს

"საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს", - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ლიზ ტრასმა განაცხადა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა კოლეგებს, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას. ექსკლუზიური ინტერვიუ პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას „საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს. პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მიზნით, ზომებს მიიღებს

რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს.  „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული.  ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო მაღალ ფასებში მოუწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანია ცდილობს, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. 1-ელ მაისს გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა.  მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, თქვა, რომ გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს. ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, ტენიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, ახალი დროებითი გადახურვა მოეწყობა

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან, დღეისთვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი. ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორები უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი ადგილზე შეისწავლეს გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგინეს საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პოლიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები. საქართველოს კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საგანგებოდ შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე მომუშავე (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები და ა.შ.) ჯგუფი, რომელთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაძარში წყლის ჩადინება 2020 წლის ბოლოდან აღარ ხდება და ამას ადასტურებს ICOMOS-იც კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილ დასკვნაში. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციას ICOMOS-ს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიაწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოებისა და კვლევების დეტალური ანგარიში და 2022 წლის თებერვალში მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგია და ჩატარებული გადაუდებელი სამუშაოები ICOMOS-ის დადებით შეფასებას იმსახურებს.  

Reuters: ესპანეთში 15 რუსი ოლიგარქის იახტები, სახლები და სხვა აქტივები აღმოაჩინეს

  ესპანეთის ხელისუფლებამ, სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის კუთვნილი აქტივები, სახელები და იახტები გამოავლინა. Reuters-ს ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის, 24 თებერვლის შემდეგაა აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ აქტივების დამალვის მიზნით, ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის.    ფრესნოს ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 ოლიგარქის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. მისი თქმით, მათ შორისაა როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები.   ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს აძევებს „ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დაადგინეს, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს წილი ჰქონდათ სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში“, - განუცხადა  Reuters-ს მარიანო გარსია ფრესნომ.    მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს. აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში

გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო

12 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსული ჯარების მოქმედების შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა UNHRC-ში მონაწილე 33 ქვეყანამ, 12-მა თავი შეიკავა. დოკუმენტის მიღებას მხოლოდ ერიტრეა და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ. რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს რუსეთს, რომ უზრუნველყოს „უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მშვიდობიან მოსახლეობასთან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუყოვნებელი და შეუფერხებელი წვდომა“. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებიც განხორციელდა მიმდინარე წლის თებერვლისა და მარტის ბოლოს კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის რაიონებში, რომლებიც რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. რეზოლუცია გამოხატავს HRC-ის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია. "ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ 32.8 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 665.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 33.7 პროცენტით მეტია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2 077.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 ბრალდებული დააკავა

შსს-მ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 ბრალდებული დააკავა, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისთანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულშინასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსისმიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრადდაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი დანარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელადგანკუთვნილი ე.წ. კაბინა. დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებითმიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.  

ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება

ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. "უკრაინის ინფრასტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით საგანგებო ზომები გატარდება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 20 მილიონი ტონა ხორბლის ექპორტი განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რესპუბლიკელმა სენატორმა, უკრაინისთვის $40 მილიარდის დაჩქარებულად გამოყოფა დაბლოკა

რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაბლოკა სენატის კენჭისყრა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე. ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტი ამ კვირაში არ დამტკიცდება და პროცედურა უფრო დიდხანს გაჭიანურდება. სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიჩ მაკკონელი სენატში გამოვიდნენ, რათა უკრაინის დახმარების შესახებ $40 მილიარდიანი პაკეტი რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინათ. რადგან კანონპროექტის სწრაფი მიღება ერთპიროვნულად დაბლოკა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა კენტუკიდან, წესების მიხედვით, სენატი მოითხოვს ყველა სენატორის ერთსულოვან თანხმობას საბოლოო კენჭისყრის გასაგრძელებლად. მისი წინააღმდეგობის გამო, სენატმა უნდა გაიაროს ყველა ჩვეულებრივი პროცედურა. რენდ პოლმა მოითხოვა, რომ კანონპროექტს დამატებოდა მოთხოვნა გენერალური ინსპექტორის დანიშვნის შესახებ, რომელიც გააკონტროლებდა სახსრების ხარჯვას. ასეთი შესწორება მოითხოვს მეორე კენჭისყრას წარმომადგენელთა პალატაში. "სენატი ერთგულების ფიცს დებს აშშ-ს კონსტიტუციის და არა რომელიმე უცხო ერის წინაშე, რამდენადაც არ უნდა თანაუგრძნობდეს მისაღწევი შედეგის მნიშვნელობას. ჩემი ერთგულების ფიცი ურყევი რჩება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ". - აღნიშნა სენატორმა. 11 მაისს, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. დოკუმენტი ასევე გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ყაზახეთი შაქრის ექსპორტს ზღუდავს

ყაზახეთი შაქრის ექსპორტს დროებით ზღუდავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს. „6 თვიანი შეზღუდვა წესდება თეთრი შაქრის ექსპორტზე. ასევე იზღუდება ლერწმის შაქრის ქვეყნიდან გატანა“, - ნათქვამია ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში. გადაწყვეტილება 2022 წლის 23 მაისიდან ამოქმედდება. ასევე წაიკითხეთ გუტერეში:რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა 

თურქეთის მოქალაქეობის მიღება, უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირებით შესაძლებელი გახდა

თურქეთის ხელისუფლების მიერ „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შედეგად, ქვეყნის მოქალაქეობის მიღება უძრავ ქონებაში $400 ათასის ინვესტირების შედეგად შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ, თურქული მედია წერს.  მანამდე, თურქეთის მოქალაქეობის მიღება, $250 ათასის ინვესტირების ან თურქულ ბანკში განთავსების შედეგად იყო შესაძლებელი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოქალაქეს, უძრავი ქონების გაყიდვა 3 წელი ეკრძალება, ასევე ამ ვადაში ვერ შეძლებს ბანკში განთავსებული თანხის გამოყენებას. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში, გამოქვეყნებიდან ერთ თვეში შევა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13-14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "15 მაისს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა, წამოწვიმოს, ხოლო 16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია შედარებით გრილი, წვიმიანი და ქარიანი ამინდი. თბილისში 13-15 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 16 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის დანაკარგებზე მორიგ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსეთის 1205 ტანკი, 2900- ჯავშანტექნიკა, 542 - საარტილერიო სისტემა, 193-სარაკეტო სისტემა, 88 - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 200 - თვითმფრინავი, 162- ვერტმფრენი, 2042 - საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 13- გემი/კატერი, 405 - ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 41 - სპეციალური აღჭურვილობა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბოლო დღე-ღამეში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 18 შეტევის მოგერიება შეძლეს

EU: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა

ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, - განაცხადა ბორელმა. ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა. 26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები. ასევე წაიკითხეთ  ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია

ლინკოლნ მიტჩელი: ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული

როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 10 წლის შემდეგ, რა რჩევას მისცემდა დღეს, როდის შეხვდა ბოლოს ბიძინა ივანიშვილს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მრჩეველს, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს,  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლინკოლნ მიტჩელს ესაუბრა. ET: მოგესალმებით ბატონო მიტჩელ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყავით, რა გაკეთდა თქვენი  რჩევების მიხედვით, 10 წლის შემდეგ როგორ შეაფასებდით მათ და რა რჩევას მისცემდით დღეს? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მრჩეველი ვიყავი. კონკრეტული რჩევის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ მაშინ ფოკუსირება რამდენიმე საკითხზე მოვახდინე. პირველი - დასავლეთთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვისაც. იყო პრობლემები, რომლებზეც ფოკუსირებითა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შეგვეძლო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ხაზს გავუსვამდი. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ახალი იყო პოლიტიკაში და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიაც ახალი იყო მისთვის. მე ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილს და მათ, (ქართულ ოცნებას“, რედ.) რეალურად ფოკუსირება მოეხდინათ ამომრჩევლების საჭიროებაზე.  მაგალითად, არამხოლოდ პრესაში გაეკეთებინათ რაიმე სახის განცხადებები, ან უბრალოდ, ალტერნატივად წარმოჩენილიყვნენ, არამედ, რეალურად მიეტანათ თავისი სათქმელი ამომრჩევლებამდე. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ჩემი ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა და როგორი შედეგით წარიმართა არჩევნები. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ვურჩევდი ახლა? გეტყვით, რომ ათი წლის შემდეგ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუ ახლა ვიქნებოდი მათი საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, ვეტყოდი, ორ  რამეზე კონცენტრირდნენ: უნდა დაიწყოთ თქვენი მიღწევების წარმოჩენა, „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად გააკეთა, ზოგიც - არც ისე კარგად.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სწორად მიუთითა ყველა მათ შეცდომაზე, ასე რომ, მმართველმა გუნდმაც უნდა მიუთითოს, ახსნას, აიღოს პასუხისმგებლობა მათ წარუმატებლობასა და მიღწევებზეც. ამომრჩევლებს აქ, საქართველოში ან სადმე სხვაგან, ბუნებრივია, აქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მათთვის ბოლო პერიოდში, ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, ეს არის დემოკრატია - ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან. მხოლოდ პასუხი, რომ გეხმარებით სააკაშვილის მოშორებაში, საკმარისი არ არის. მათ სხვა, ამაზე უკეთესი მესიჯი უნდა გაუგზავნონ ამომრჩეველს. თუმცა ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი გამოწვევები არ არის დაკავშირებული კამპანიასთან ან პოლიტიკასთან, ისინი დაკავშირებულია მმართველობასთან. ET: თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად შეასრულა, ზოგიც - არა, კონკრეტულად რას გულისხმობდით? გვჯერა თუ არ გვჯერა, ფაქტია, საქართველომ შეინარჩუნა დასავლური კურსი, მიუხედავად მის მიმართ ზოგიერთი კრიტიკისა, ასოცირების შეთანხმება დიდი მიღწევაა. საქართველო NATO-სკენ მიმავალ გზაზეა, მისი ნაწილია. კი, ეკონომიკური წინსვლა შენელდა, თუმცა ქვეყანა ახლა აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე - ათი წლის წინ. ასევე - აქ არის პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი, რომელიც არ იყო ათი წლის წინ, არის მეტი ძირითადი თავისუფლებები -  სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე -  ადრე. მე არ ვამბობ, რომ საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატია და რომ ქართველი ხალხი სარგებლობს სიტყვისა და გამოხატვის უფლებით, როგორც მაგალითად, ზოგ სხვა ქვეყანაში, მაგრამ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე - 10 წლის წინ. მედიას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ბევრი პრობლემა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ბოლო წლებში და ვფიქრობ, რომ სიტუაცია უკეთესია ახლა და ისევ, ეს არ არის გზავნილი, რომელიც დიდი დოზით გვესმის დასავლეთში, მაგრამ ემპირიულად რომ გითხრათ, მე ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად ჩავთვლიდი.  რაც შეეხება პრობლემებს, დიდი მნიშნელობის საკითხები არ მოგვარებულა, თითქმის არანაირი წინსვლა არ ყოფილა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით. ამაზე თითქოს არავინ აღარ ლაპარაკობს. ასევე მოგხსენებათ, ეკონომიკური განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი და ყველაზე მარტივი რაც უნდა გაეკეთებინათ და არ გაუკეთებიათ, ფუნდამენტალური  დემოკრატიული  რეფორმების დაჩქარება იყო. 2012 წლის არჩევნები იყო შესაძლებლობა, ეს იყო  დემოკრატიული გარღვევა, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, რომ დემოკრატია მართლაც წინ წასულიყო. არ მგონია, რომ მათ ეს გააკეთეს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გარღვევის მაგალითებია. მათ მიაღწიეს ამ გარღვევას  2012 წელს, და აქ  ისმის კითხვა 2022 წელს,  მივდივართ თუ არა მეორე, სხვა ხელისუფლების დაშლისკენ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს.  მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ახლა უკეთესია, თუმცა მინიმალურად და არა არსებითად, თქვენ იცით, რომ იყო შესაძლებლობა რეალურად, ქვეყანა ბევრად უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და ეს შესაძლებლობა დაიკარგა. დღევანდელის მსგავსად, დომინირებდა ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ახირებებით მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბევრად უფრო რეპრესიული იყო თავისი პოლიტიკური მტრების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. საარჩევნო სისტემა ახლა არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უკეთესია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.  ET: რას გვეტყოდით ბიძინა ივანიშვილთან თქვენს ურთიერთობაზე, როგორ იღებს რჩევებს? ახლა, ივანიშვილთან არ მაქვს დიდი ურთიერთობა, ჩვენ დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ვნახე თავის რეზიდენციაში. მაშინ, რაღაცნაირად, გაბრაზებული ტონით მითხრა - ჩვენ ვიცით, რასაც წერდი და მე ვუთხარი, თუ შენ ფიქრობ, რომ რასაც მე ვწერ, ეს შენი დიდი პრობლემაა, გასაჭირში ხარ, მე ვიტყოდი, რომ ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული... ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ის არის მდიდარი და წარმატებული ადამიანი. მან მილიარდობით  დოლარი გამოიმუშავა და ამის გამო, როგორც ბევრ ადამიანს, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ ბევრი რამ იცის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მახვილი პოლიტიკური აზროვნება, ის არის სტრატეგიულად კარგად მოაზროვნე ადამიანი, თუმცა მას არ აქვს პოლიტიკური ცნობიერება იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რასაც მან ცხოვრებაში ბევრი დრო დაუთმო. როგორც მან მითხრა, ნამდვილად არ მოსწონს ეს, აშკარაა, რომ ნამდვილად არ მოსწონს, მაგრამ იძულებული გახდა, ჩართულიყო პოლიტიკაში. მრჩევლად ყოფნის დროს, როდესაც ამას აკეთებ აქ, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, ამ ყველაფრის მარტივი ნაწილი, კარგი რჩევის მიცემაა, ყოველთვის მარტივია, კანდიდატს უთხრა, რა უნდა გააკეთოს მან, რა უნდა თქვას, რა უნდა გითხრას სატელევიზიო რეკლამამ, სოციალურ მედიაში როგორ უნდა იყო წარმოდგენილი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადალახვა და მე ვიტყოდი, ჩემი გამოცდილება ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს, კომბინირებული იყო ამ ყველაფრით. მას შემდეგ, თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ მიცდია... მაგრამ ვფიქრობ, ხვალ იქ რომ ავიდე და რჩევა მივცე, გაიღიმებს და დამაიგნორებს, თუმცა ეს არის ალბათ, ერთგვარი ბუნება/ხასიათი... ET: თქვენ იცნობთ ამერიკული პოლიტიკური წრეების პოზიციებს, რა განწყობებია საქართველოს მიმართ?  „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ქვეყანა როგორმე ყოველთვის ყოფილიყო ვაშინგტონის ახალი ამბების დღის წესრიგში, ვფიქრობ რომ ეს არ არის კარგი. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება შესაბამის დონეზე, ეს არის ის, რაც მას უნდა სურდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ან ბიძინა ივანიშვილს ვაშინგტონში, და მაღალი დონის შეხვედრებს, ორმხრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია იმ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია - ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ დომინირებს ვაშინგტონში გზავნილების თვალსაზრისით, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ძირითადად გავლენას ახდენს მემარჯვენე ანალიტიკოსთა ფლანგზე და ასევე, გარკვეულწილად კონგრესზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ბალანსს იცავს და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ყველაზე გასაოცარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ვაშინგტონში, არის ის, თუ რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს ხალხი ვაშინგტონში იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აქ, ციხეშია. ეჭვი მაქვს, როდესაც დაბრუნდა სააკაშვილი 2021 წელს, უნდა სცოდნოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ და მე მჯერა, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ისეთი რამ, რაც გააბრაზებდა აშშ-ს და მის მობილიზებას მოახდენდა ამ მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყოდი რომ  ზოგჯერ, საკმაოდ და  მეტისმეტად ნეგატიური შეხედულებებია ამ მთავრობის  მიმართ, მაგრამ ვაშინგტონში, „მიშა“ (მიხეილ სააკაშვილი) მობეზრდათ. პრობლემა ისაა, რომ ვიდრე აქ ოპოზიცია ჯერ კიდევ ბრუნავს სააკაშვილის გარშემო, გარღვევა არ მოხდება არც აქ საქართველოში, ან იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზულად იყოს ეს აღქმული დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ET: რამდენად მოსალოდნელია, რომ კონკრეტული პირები გახდნენ სანქციების სამიზნეები საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური. ეს უფრო  ჭორია, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ბაიდენი, რომელიც გამოცდილი და გამჭრიახი ლიდერია, მისი ადმინისტრაცია პარტნიორ, სტრატეგიულ ქვეყანას სანქციებს არ დაუწესებს. ET: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიოში რა ფენომენია ეს და რა ბერკეტები აქვთ მათ?  მაგალითად, ტრამპიც ოლიგარქია, მან გამოიმუშავა ქონება ან მემკვიდრეობით მიიღო ის, ზოგიც რაღაც შიდა ოპერაციებით, რომლის ნაწილი უძრავი ქონებაა და ნაწილი საეჭვო წარმომავლობის, მას აქვს ოლიგარქიული ცნობიერება, მის გარშემო მყოფი ადამიანების კავშირების გამო ოლიგარქებთან რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. ეს არის კონცეფცია, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო ნაცნობი გახდა ბოლო წლებში. ეს ოლიგარქიზმი რა თქმა უნდა, შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან.  

ირაკლი ღარიბაშვილი: არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება

მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. „ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.