ძებნის რეზულტატი:
ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
ინდოეთში ბრიტანეთიდან დაბრუნებულ 6 ადამიანს კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურადა. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს ექვსი ადამიანი ერთად მგზავრობდა. ახლა ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. "კარანტინში იმყოფებიან ისინიც, ვისაც ამ ექვს ადამიანთან მჭდრო კონტაქტი ჰქონდათ" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 16,432 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 10,22 მილიონამდე გაიზარდა. 148,153 ადამიანი გარდაცვლილია.
ესპანეთში იმ ადამიანებს აღრიცხავენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარს იტყვიან
ესპანეთმა უნდა აღრიცხოს ადამიანები, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე - ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ განაცხადა. აღნიშნულ ინფრომაცია BBC ავრცელებს. მინისტრის თქმით, სია არ იქნება საჯარო. ის ვერ გახდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის ან დამსაქმებლებისთვის. თუმცა, ევროკავშირის სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებს მასზე წვდომა ექნებათ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, შეცდომას უშვებენ. „ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ არ მიიღონ ვაქცინა, რაც, ვფიქრობთ, შეცდომაა, თავიანთი უფლებებით მოქმედებენ. ვაქცინაცია იხსნის ადამიანების სიცოცხლეს, ეს არის პანდემიის გადალახვის გზა,” - აღნიშნა სალვადორ ილამ.
საქართველოს საგარეო ვალი 19.7 მილიარდი დოლარია
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია. - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მილიარდი აშშ დოლარი(29.3 მილიარდი ლარი), რაც მშპ-ის 54.6%-ია: სამთავრობო სექტორის ვალი 6.8 მილიარდი აშშ დოლარი(22.2 მილიარდი ლარი); ეროვნული ბანკის ვალდებულებები 457.8 მილიონი აშშ დოლარი(1.5 მილიარდი ლარი); საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი (14.6 მილიარდი ლარი). საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგინა 11.6 მილიარდი აშშ დოლარი(38.3 მილიარდი ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 71.3%-ია.
მალიში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
სამი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა მალიში ოპერაციის დროს, როდესაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მათ ჯავშანტრანსპორტიორს შეეჯახა. ჯარისკაცები, რომლებიც მალის ჰომბორის სამხრეთ რეგიონში იმყოფებოდნენ, ისლამური მებრძოლების წინააღმდეგ საფრანგეთის სამხედრო ოპერაციების მისიას ასრულებდნენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოვლინდა
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 390 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კორონავირუსი კიდევ 2 012 ადაამიანს დაუდასტურდა, 2 638 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 224 155-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 208 951-მდე.
ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 638 კოვიდინფიცირებული.
346 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 12 735 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 480 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 001 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346
გიორგი გახარია - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ
"2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, მთავრობა ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დაასუბდისდირებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის წარმომადგენლებთანაც და მივიღეთ ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. „საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარია: არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება
"არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით."- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ. გახარიას თქმით, ინფორმაცია თითქოს 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი, ან გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება ჭორია. ,,არაფერი არ იცვლება, როგორც განვაცხადეთ მივყვებით გეგმას. არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი და შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილებით თუ ფეხით. 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და ისინი დაიხურება, სხვა შეზღუდვა ქვეყანაში არ იქნება. არანაირი შეზღუდვები ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სრული ლოქდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის მიზეზი არ არსებობს, ბოლო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს, ამიტომ არანაირი ლოქდაუნების და მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა არ არსებობს, ეს არის ჭორები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ციხით ემუქრება, თუ ის მოსკოვში 29 დეკემბრამდე არ ჩავა
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები პატიმრობით ემუქრებიან ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის,თუ ის არ შეასრულებს პირობითი მსჯავრის ვალდებულებას,რომელიც მას 2012 წელს დაეკისრა. რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ”მკურნალობის დასრულების შემდეგ” გერმანიაში დარჩენით, ნავალნი არღვევს შეჩერებული სასჯელის პირობებს. საქმე ეხება ბრალდებას, რომელიც ნავალნის და მის ძმას ოლეგს, 2008 წლიდან 2012 წლამდე 500,000 დოლარის ოდენობით თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს. სამართლებრივი ძიება ოპოზიციონერის წინააღმდეგ 2012 წელს დასრულდა და ის პირობითი შეთანხმებით გათავისუფლდა. პენიტენციური სამსახურის თქმით- ”პირობით მსჯავრდებული პირი არ ასრულებს სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებულ ვალდებულებებს და თავს არიდებს სისხლის სამართლის ინსპექტირების კონტროლს." ნავალნის დაევალა რუსეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოცხადება; წინააღმდეგ შემთხვევაში მიეცემა პასუხიგებულებაში და მისი შეჩერებული სასჯელი შეიცვლება ნამდვილით. ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა Twitter- ზე დაწერა: " სასჯელაღსრულების სამსახურმა კარგად იცის რომ ნავალნი გერმანიაში მკურნალობს, ცდილობს უკანასკნელ მატარებელზე გადასვლას (ალექსეის გამოსაცდელი ვადა 30 დეკემბერს მთავრდება!) და ითხოვს, რომ იგი შემოწმებისთვის ხვალ გამოცხადდეს. "
გიორგი გახარია: ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს
"როდესაც ჩვენ დღეს, ჰოსპიტალურ სისტემაში თავისუფალი გვაქვს დაახლოებით 2000 ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური სისტემა და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე. "ჩვენ ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ ციფრებს მივაღწიეთ ნოემბრის მეორე ნახევარში, დეკემბრის დასაწყისში, როცა დღეში 5000 ინფიცირებული გვყავდა. დღეს ეს ციფრი არის 2012. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი მიღწევაა. როდესაც ჩვენ დღეს, ჰოსპიტალურ სისტემაში, თავისუფალი გვაქვს დაახლოებით 2000 ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური სისტემა და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და დღეს შეუძლია უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს". - განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიას თქმით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. "ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. მაგალითად, ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადეების ტარება. რაც უფრო მაღალია პiრბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, მით უფრო სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა. რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრaფი იქნება ვირუსის გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. რაც უფრო სწრაფად გვექნება ქვეყანაში ვაქცინა, უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას. დღეს ქვეყანაში შესაძლებელია ყოველდღიურად გავაკეთოთ 2000 ტესტი. მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მინდა მოვუწოდო ჩვენ მოქალაქეებს, მაქსიმალურად გაიკეთონ ტესტი." - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებასთან ერთად დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშს ითხოვს
აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა კანონი მიიღო, სადაც საქართველოსთვის შეერთებული შტატების დახმარებაზეა საუბარი. კანონში, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს მოაწერა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოში "კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების" თაობაზე. კანონის განმარტებით განცხადებაში დეტალურად არის საუბარი იმაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო მდივნის ანგარიში. „საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ეს შეთანხმება [სენატსა და წარმომადგენელთა პალატას შორის] აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერების, მმართველობის და კანონის უზენაესობის კუთხით. (a)1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად, არაუგვიანეს 90 დღისა ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის 1 იანვრიდან (1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით, (2) კორუფციასთან ბრძოლის და (3) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოური საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ “, - ნათქვამია კანონის განმარტებაში. კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშს, საქართველოსთვის გაწეული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფას უკავშირებდა. კანონით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 132,025,000 დოლარია გათვალისწინებული. დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.
თამარ გაბუნია: უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა. ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ
"უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა და მიმდინარეობა და ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით სათანადო და შესაფერისი მოცვა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გაბუნიას განცხადებით, 2021 წელს გაგრძელდება თბილისში რესპუბლიკურ საავამყოფოში დამატებითი საწოლფონდის შექმნა, რაც შექმნის სტაბილურ გარანტიას ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომ მან რყევების და დარტყმების გარეშე განაგრძოს მულტიპროფილური სერვისები. "2020 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კოვიდმა გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც შექმნა და სწრაფი განვითარების შესაძლებლობა მისცა ჯანდაცვის სექტორში არაერთ მიმართულებას, მათ შორის, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საწოლების რაოდენობას. მოგეხსენებათ, რუხის და ბათუმის კლინიკები ასეთი დონით და ტემპით, ბუნებრივია, ვერ განვითარდებოდა რომ არ ყოფილიყო ამის მწვავე აუცილებლობა და დღეს ორივე კლინიკა სრული დატვირთვით იღებს პაციენტებს. ასევე გრძელდება თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებითი საწოლფონდის შექმნა და ესეც იქნება ჩვენთვის 2021 წლის დასაწყისიდან პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შექმნის სტაბილურ გარანტიას ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომ მან ასეთი რყევების და დარტყმების გარეშე განაგრძოს მულტიპროფილური სერვისები, მაშინ როცა იქნება ალტერნატიული, კიდევ დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ მზარდი ეპიდემიის პირობებში და როგორც ხედავთ უპროგნოზოა ამ ვირუსის ქცევა და მიმდინარეობა და ახალ შტამებსაც შეიძლება ველოდოთ და ტალღურ მიმდინარეობას, ვიდრე არ გვექნება ვაქცინაციით სათანადო და შესაფერისი მოცვა. ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი მომავალ წელს პირველ რიგში იქნება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ასევე მთელი რიგი საკითხები, როგორიც არის - მენტალური ჯანმრთელობა, ტუბერკულოზის სერვისი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ეს გამოწვევა დარჩა და არსად არ წავიდა, კოვიდი დაემატა უბრალოდ ამ ყველაფერს. ასე, რომ მომავალი წელი იქნება სტრატეგიულად ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
რუსეთმა მოლდოვას სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ენერგეტიკის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს პატიმრობა შეუფარდა
რუსეთმა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ენერგოკომპანიის ყოფილ წევრს მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში,დახურულ კარს მიღმა გამართულ სასამართლო პროცესზე. კარინა წურკანი, რომელმაც უარყო დანაშაული, დააკავეს 2018 წლის ივნისში. საქმის ზოგიერთი დეტალი საჯაროდ არ არის ცნობილი და კლასიფიცირებულია ჯაშუშობის ბრალდებების ხასიათის გამო
ივანე მაჭავარიანი: 2020-2021 წლებში ეკონომიკური ვარდნის შედეგად, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა
"2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო შემოსავლებზე პანდემიის გავლენის შეფასებისას, მაჭავარიანის თქმით, პანდემიის შედეგად, პირველად გეგმასთან შედარებით მიმდინარე წელს საგადასახადო შემოსავლებში ბიუჯეტს 1,2 მილიარდის დანაკლისი ექნება. „აღსანიშნავია, რომ ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად მიღებული დანაკლისი და მასში არ შედის ის 300.0 მილიონზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელიც ჩვენ საშემოსავლო და ქონების გადასახადის სახით, ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დავაწესეთ. ჯამში, 2020-2021 წლებში, მხოლოდ ეკონომიკური ვარდნის შედეგად, დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტმა 2,2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლები დაკარგა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტზე ტრამპის ვეტო დაძლია
დემოკრატების მეთაურობით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვეტოს დაძლევას, სადაც თავდაცვის ბიუჯეტისთვის 740 მილიარდი დოლარითაა გათვალისწინებული. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ვეტო კანონპროექტს 24 დეკემბერს დაადო
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტარლის (E60) შემადგენელ - ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი. "აშენებული მონაკვეთები ექსპლუატაციაში შევა ეტაპობრივად. ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს, დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე კი, დროებით გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, დღეიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალით გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევდება. 2020 წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ აშენდა 70 კმ ჩქაროსნული გზა, რომელიც რამდენიმე კვირაში სრულად შევა ექსპლუატაციაში. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახლად აშენებული მონაკვეთების ექსპლუატაციაში სრულად შესვლის შემდეგ, ამ 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება. ქუთისის შემოვლითი გზის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში სრულად დასრულდება,"- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ნათია თურნავა: მთავრობა დენის კომერციული ტარიფის ფასნამატის 50%-ს დაასუბსიდირებს
„ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება."- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. "ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“ -აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. „ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება“, - განაცხადა მინისტრმა. სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს
თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა
სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში დენი გაძვირდა. იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი ზრდა 11 თეთრზე მეტია. თბილისის მსგავსად, დენი რეგიონებშიც გაძვირდა. სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებშიც იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე. ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა" 12 მილიონი ლარით შეუმცირეს "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები. საყოფაცხოვრებო ტარიფი: 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე; 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 თეთრამდე; 301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 თეთრამდე. ფასში გათვალისწინებული დღგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი: 110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე; 10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე; 0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე; ფასში გათვალისწინებული არ არის დღგ. კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. "ეს არის უფრო ნაკლები, ვიდრე "ენერგო პრო ჯორჯიას" ეკუთვნოდა", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.