ძებნის რეზულტატი:
ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი, ჰემილტონ მოურანი არის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ბრაზილიაში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტუდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ერთ-ერთი პირველი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო იყო. ქვეყნის პირველი პირი ივლისში დაინფიცირდა და მალევე გამოჯანმრთელდა. ჰემილტონ მოურანის თქმით, ის იზოლაციას ჟაბურუში, თავის ოფიციალურ რეზიდენციაში გაივლის. ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 18,479 ახალი შემთხვევა და 344 გარდაცვალება დაფიქსირდა.
ჩინეთში თავმდამსხმელმა ცივი იარაღით 7 ადამიანი მოკლა
თავმდამსხმელმა ცივი იარაღის გამოყენებით, მინიმუმ შვიდი ადამიანი მოკლა ჩინეთის ჩრდილო - აღმოსავლეთით. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს. ასევე, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა ლიაონინგის პროვინციაში, ქალაქ კაიუანში. როგორც კაიუანის მუნიციპალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს განცხადებაშია ნათვქამი, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. თავდასხმის მოტივი და საქმის დეტალები უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფრომაციით, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი პოლიციელია. საქმეს პოლიცია იძიებს.
დონალდ ტრამპმა კორონავირუსის დახმარების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტს და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კანონპროექტზე ხელის მოწერაზე უარის თქმისა და რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო დამხარების პაკეტი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს 600 დოლარით დაეხმარება. კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ბიუჯეტში 900 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. ეს არის 2.3 ტრილიონი დოლარის ხარჯვითი პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 1.4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური მთავრობის ხარჯებს. მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა დახმარების პაკეტზე ხელმოწერაზე, რადგან არ სურდა მოსახლეობისთვის ნაკლები თანხა გამოეყო მთავრობას. მისი თქმით, დახმარების პაკეტი უნდა მოიცავდეს 2000 დოლარიან ფინანსურ დახმარებას, 600 დოლარის ნაცვლად.
კორონავირუსი კიდევ 538 ადაამიანს დაუდასტურდა, 2 766 გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 766 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 222 143-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 206 313-მდე.
ბოლო 24 საათში 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 766 კოვიდინფიცირებული.
376 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
376 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 13 386 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 624 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 019 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376.
ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა" საახალწლო კლიპი ჩაწერა
ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ საახალწლო კლიპი ჩაწერა. ცნობილ ჰიტს All I Want for Christmas Is You ინგლისურ ენაზე ყაზანური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ასრულებს. კლიპში „რუბინის“ თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს.
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. აშშ-ის საბიუჯეტო კანონში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია. აშშ-ის ბიუჯეტის კანონში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. კანონში წერია, რომ სახაზინო დეპარტამენტის ინსტრუქციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელმა დირექტორებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.
ჩინეთში უხანიდან ვირუსის გავრცელების გაშუქების გამო, ჟურნალისტი დააკავეს
დამოუკიდებელი ჟურნალისტს, რომელიც უხანიდან ვირუსის გავრცელების საკითხს აშუქებდა, ჩინეთის, შანხაის სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ყოფილი ადვოკატი, ჩანგ ცსანი უხანში თებერვალში ჩავიდა, პანდემიისა და მისი შემაკავებელი ზომების გასაშუქებლად. ამ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური მთავრობა, უკვე აქტიურად აკავებდა მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისთვის. ჟურნალისტი რამდენიმე თვეში უხანიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით ის შანხაიში იპოვეს, სადაც მას 27 დეკემბერს, პოლიციამ ბრალი - „ ჩხუბის დაწყებისა და პროვოკაციული საქმიანობის“ ბრალდებით წაუყენა. ამ მუხლით აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ჩინეთში ხშირად აკავებენ. ცსანი არის პირველი სამოქალაქო ჟურნალისტი, რომელიც გაასამართლეს კორონავირუსის პანდემიის შესახებ რეპორტაჟში მონაწილეობისთვის.
ამირან გამყრელიძე: თუ ასეთი შეზღუდვები არ გაგრძელდა, იანვარში დღეში 5 000-მდე ადამიანი დაინფიცირდება
თუ ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება, იანვრის ბოლოს დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 5 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს, გავაგრძელებთ თვის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ახალი შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც იჭერს, ეს იქნება, დაახლოებით, 800-900, რასაც ვერ დაიჭერს, ეს იქნება 600-700", თუ „მოვუშვით“ ის შეზღუდვები, რაც დღეს არის, შეიძლება შემთხვევები ავიდეს 5000-მდე“ - თქვა მან. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი. მისი პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდება, იანვრის ბოლოს დღიურად 728 ახალი შემთხვევა იქნება. მათგან 500-ს აღმოაჩენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტესტირების მიღმა დარჩება. ცნობისთვის, მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 583 პირს დაუდატურდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.
ამირან გამყრელიძე: პირველები ვინც აიცრებიან იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულა რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველები აიცრებიან. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პირველები ვინც აიცრებიან იქნებიან სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. მისი თქმით, უკვე სრულდება ვაქცინის დანერგვის გეგმის შემუშავება. „დღევანდელ სხდომაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით. დღეს და ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. უკვე იდენტიფიცირებულია პირველი რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში. პირველები იქნებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სუს: მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა
მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განხორციელდა - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები. "მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები." - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
შანხაის პოლიცია: ჩინელი მილიარდელი მოწამლეს და გარდაიცვალა
შანხაის პოლიციის თქმით, ჩინელი მილიარდელი, რომელიც შობას გარდაიცვალა, მოწამლეს. განცხადებაში მთავარ ეჭვმიტანილად მითითებულია ლინის ერთ-ერთი კოლეგა, რომლის სახელს პოლიცია არ ასაჯაროებს. არსებობდა ვარაუდი, რომ ლინი ჩაის საშუალებით მოწამლეს. 39 წლის ლინ ცი იყო თამაშების შემქმნელი, Yoozoo- ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც „Game of Thrones: Winter Is Coming“ სტრატეგიული თამაშით იყო ცნობილი.
საქსტატი: ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა,- აღნიშნულია “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს ასახავს. „საქსტატის“ ინფორმაციით, ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. ამასთან, ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა. ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ამასთან, ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან. „2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით”,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით
"ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით", - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა. „ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის შეკავება დრამატული შედეგების გარეშე შევძელით. დაბალი გავრცელების მიუხედავად, ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ ვემზადებოდით მეორე, ბევრად რთული ეტაპისთვის, რომელიც ჩვენი გათვლებით შემოდგომაზე დაიწყებოდა. პროგნოზი გამართლდა და სექტემბრის დასაწყისიდან შემთხვევების მკვეთრი მატების ტენდენცია დაფიქსირდა. სწორედ წინასწარ მიღებული ზომების შედეგია, რომ გავრცელების მაღალი ნიშნულის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და დღეს ყველა პაციენტს მიეწოდება მისთვის საჭირო მომსახურება“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი. როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ჯაჭვში ერთ-ერთ წამყვან რგოლს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო წარმოადგენს. მინისტრის განმარტებით, 2020 წელს საქართველოს ფარმაციის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრის თქმითვე, რეგულირების სააგენტოს მიერ გაიცა პირველი GDP სერტიფიკატი, რითაც ქვეყანა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალ საფეხურზე გადავიდა. „მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო რეგულირების სააგენტოს უდიდესი წვლილი პანდემიის მართვაში. სააგენტოს მიერ ჩატარდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სრულყოფილი აუდიტი. 2020 წელს რეგულირების სააგენტოს მიერ დამტკიცდა დაწესებულებების ინფექციის კონტროლის წესი, რომელიც გახდება არამხოლოდ COVID-19-ის, არამედ სხვა არაერთი დაავადების პრევენციის მთავარი იარაღი“,- განაცხადა მინისტრმა.
Pfizer– მა ესპანეთში კორონავირუსის ვაქცინის დამატებითი დოზების მიწოდება გადადო
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის სალვადორ ილას თქმით, ლოგისტიკური პრობლემის გამო, ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ, ახალი პარტიის მიწოდება ქვეყანაში ერთი დღით გადადო. მინისტრის თქმით, კომპანიას ტემპერატურის კონტროლის პრობლემა შეექმნა, როდესაც ვაქცინას ტვირთავდნენ. მინისტრის თქმით, პრობლემა უკვე მოგვარებულია. „ვაქცინა 29 დეკემბერს, დილიდან იქნება ხელმისაწვდომი აცრის პუნქტებში“, - განაცხადა მედიასთან ინტერვიუში, სალვადორ ილამ. მისი ვარაუდით, მოსახლების 70% -მდე ზაფხულისთვის აცრილი იქნება.
ენერგო-პრო ჯორჯია: ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია - აღნიშნულ ინფორმაციას თავას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. როგორც კომპანიის დირექტორმა მიხეილ ბორცვაძემ აღნიშნა, რადგან მოქმედი ტარიფი უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით, "სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია". "უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად. ,,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალდო ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება“ - განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ. კომპანიის დირექტორის თქმით, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა. ,,რა თქმა უნდა ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
გიორგი გახარია: საქართველოში ნივთის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტით შეძენა
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე. გახარიას თქმით, მთავრობამ და ბიზნესმა ყველაფერი უნდა გადაახალისონ და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მიღწევა უნდა იყოს. „სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა, ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი. ამიტომ, ყველაფერი უნდა გადავახალისოთ, როგორც მთავრობამ ასევე ბიზნესმა და ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას ასევე ეკონომიკურს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბელგიამ ვაქცინაცია დაიწყო
ბელგიაში COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი ბელგიელი, ვინც ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით აიცრა 96 წლის ჯო ჰერმანსია. ვაქცინაციის დასაწყებად პურსი სიმბოლურად შეარჩიეს. პურსშია ფაიზერის ევროპული ჰაბი და სწორედ პურსის ფაიზერის საწარმოდან მიიღებს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო ევროპაში პირველ ავტორიზებულ ვაქცინას. ელგიის იმუნიზაციის სტრატეგიის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ ხანდაზმულებს და ამ სახლების სამედიცინო პერსონალს აცრიან. პირველი ფაზის დასრულებას ბელგიაში თებერვლის ბოლოს გეგმავენ და მარტიდან საავადმყოფოებში მედპერსონალის იმუნიზაცია დაიწყება. დღესდღეობით ბელგიაში კორონავირუსის 600 000 აქტიური შემთხვევაა. კრიტიკულია 492 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ19-მა 19 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ელენე ხოშტარია: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა
"ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა.", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის დატოვებაზე კომენტარის გაკეთებისას. "პირველ რიგში, მადლობას ვუხდი "ევროპულ საქართველოს". ეს არის გუნდი, სადაც პრაქტიკულად დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ძალიან ბევრი რამე შევიძინე. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. როგორც მან აღნიშნა, ის არ აპირებს სხვა პოლიტიკურ პარტიაში გადასხვლას და არ განიხილავს პარლამენტში შესვლის საკითხსაც. "არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში. ასევე ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი, დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე. უბრალოდ, მე მაქვას ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექნმა, ახალი ძალის შექმნა." - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.