ძებნის რეზულტატი:
გიგი უგულავა ელენე ხოშტარიაზე: ჩვენ შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა
"ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ელენე ხოშტარიას პარიიდან წასვლის საკითხს. "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ელენეს თანამშრომლობისთვის და წარმატება ვუსურვო. დიდი ხანია ეს გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, უბრალოდ ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს მომენტი ერთობლივად შეგვერჩია. ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება არ ყოფილა. ადამიანს უნდა, რომ იბრძოლოს მარტო, რისი უფლებაც მას აქვს. ყველა ადამიანი ღირებულია, როდესაც გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები და ელენე ერთ-ერთი წინა ხაზის მებრძოლად დარჩება. სხვა არავის წასვლას არ უნდა ველოდებოდეთ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
საუდის არაბეთის სასამართლომ ქალთა უფლებადამცველს ხუთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საუდის არაბეთის სასამართლომ გამოჩენილ ქალთა უფლებადამცველ ლუჟაინ ალ-ხათლულს, ხუთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას Reuters- ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალ-ხათლულს ბრალად ედება საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლასა და ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებაში. 31 წლის ხათული და მასთან ერთად, ათამდე ქალთა უფლებადამცველი, 2018 წლიდან არიან დაკავებულნი. გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებმა ამ ბრალდებას ყალბი უწოდეს. გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკეს აშშ-სა და ევროპაში.
დავით ბაქრაძე ელენე ხოშტარიაზე: წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ელენე ხოშტარიას წასვლა სიურპრიზი არ ყოფილა და მათ იცოდნენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ელენე დამოუკიდებელ პოილიტიკურ საქმიანობას გეგმავდა. „ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ვიცოდით, რომ მას მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ამ პოლიტიკური ციკლის, ანუ ამ არჩევნების დასრულების შემდეგ იგი ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე. მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ამიტომ, როგორც არ უნდა დასრულებულიყო, რა შედეგითაც ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა და სიურპრიზი არ ყოფილა. ეს არის ის, რაც წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მის ახალ გზაზე და ვფიქრობ, რომ მიზანი გვაქვს საერთო“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ბევრი „ბინძური ჭორი“ მოჰყვა და არც ერთი არ არის დასაჯერებელი. „ყველა ბინძურ ჭორს, რომ თითქოს ეს არის უთანხმოების შედეგი, ან თითქოს ელენე აპირებს პარლამენტში შესვლას, ან თითქოს არის რაღაც განხეთქილება, ყველა ასეთ ბინძურ ჭორს მინდა ახლავე ვუპასუხო, რომ ეს არაფერი ასე არ არის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
ელენე ხოშტარია: განსხვავებული შეხედულებები რომ არ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი
"რა თქმა უნდა, პოლიტიკის კეთების გარკვეულ ფორმებზე, ტაქტიკაზე განსხვავებული შედხედულებები, რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი", - განაცხადა ელენე ხოშატარიამ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში ბევრჯერ უკამათიათ გარკვეულ თემებზე, ეს არ არის პარტიის დატოვების მიზეზი. მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი ბრძოლით უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია. "მესმის, რომ წასვლასთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა. ეს არ არის პარტიის კონფლიქტი ან გახლეჩვა.არ ყოფილა უთანხომოება. ჩვენ ყველას საერთო ამოცანა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც ძლიერი იარაღია. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ერთი პოლიტიკური ციკლის დასრულება, იმ გუნდთან ერთად, რომელ გუნდთან ერთადაც მე მოვედი პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკის კეთების გარკვეულ ფორმებზე, ტაქტიკაზე განსხვავებული შედხედულებები, რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი დამოუკიდებელი ბრძოლით და სითამამით დამატებითი სიკეთის მოტანა შემიძლია ოპოზიციისთვის. ბევრჯერ გვიკამათია, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი. ახლა გადაჯგუფებისა და გაძლიერების დროა. ახლა კონფლიქტის დრო არ არის. " - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. როგორც ხოშტარია აცხადებს, გადაწყვეტილება მიიღო, დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება და ქმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. ამასთან, ხოშტარიას თქმით, რჩება ოპოზიციურ ერთობაში და პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის პრესმდივანმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა. წერს The Guardian-ი. ბრიუსელში ელჩების შეხვედრაზე, 27 წევრმა ქვეყანამ მოიწონა 1,246 გვერდიანი ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე მოქმედებს. გადაწყვეტილება ოფიციალურად სამშაბათს დასრულდება წერილობითი პროცედურის საფუძველზე. გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. Brexit-ის გარდამავალი პერიოდი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. „ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 2021 წლის 1-ლი იანვრიდან დროებით გამოყენებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. შემდეგი ეტაპი ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას მოიცავს, რაც ხვალ 15:00 საათისთვის უნდა დასრულდეს“, - დაწერა სებასტიან ფიშერმა Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სხდომა 30 დეკემბერისთვისაა ჩანიშნული, რომელიც განიხილავს და ხმას მისცემს კანონპროექტს.
საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხება
საგადასახადო შეღავათების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს. სხდომაზე ითქვა, რომ საკანომდებლო ინიციატივის განხილვა კომიტეტებში დღეიდან დაიწყება, უახლოეს პლენარულ სხდომაზე კი დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამასთან, პროექტის თანახმად, კიდევ ექვსი თვით - 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. როგორც ინიციატორები განმარტავენ, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 ათასზე მეტ პირს შეეხება. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 270 მილიონ ლარს შეადგენს.
6 თვის განმავლობაში, დამსაქმებლებს უფლება ექნებათ, 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში არ გადაიხადონ
საგადასახადო ინიციატივების საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან, 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, დასაქმებულისთვის 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას აქვს, დაუკავოს დასაქმებულს, თუმცა, უფლება ექნება, რომ ეს თანხა ბიუჯეტში არ გადაიხადოს. ეს ვრცელდება იმ დასაქმებულებზეც, რომელთა ხელფასიც, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენს 1 500 ლარს ან ნაკლებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. „ეს პროგრამა ძალიან ნაცნობია ჩვენი კერძო სექტორისთვის, ვაგრძელებთ ამ პროგრამას იმისთვის, რომ კერძო სექტორს ტვირთი შევუმსუბუქოთ და შესაბამისად, სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ეს კონკრეტული ღონისძიება 42 ათასამდე კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი და მათ შეუმსუბუქებს ამ ტვირთს. პროგრამა 550 ათასი დასაქმებულისთვის იქნება დამატებითი გარანტი, რომ სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდებათ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ტურიზმის სექტორი 2021 წლის ქონებისა და გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება
პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას, რამეთუ, ამ დარგში ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მან პარლამენტში წარდგენილ საგადასახადო შეღავათების საკანონმდებლო ინიციატივაზე ილაპარაკა. „2021 წელს ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება ტურიზმის სექტორი. ასევე ეს სექტორი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმის სექტორს გადაუდებელი საშეღავათო ღონისძიებების ფარგლებში შევთავაზეთ“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, ორივე ღონისძიებით ისარგებლებს 1 000-მდე კომპანია და 30 000-ზე მეტი დასაქმებული.
ბაკურიანში, გუდაურში, კურორტ გოდერძისა და მესტიაში მოქმედი ტურისტული ოპერატორები და ამ სფეროში ჩართულები ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან
დაბა ბაკურიანში, გუდაურში, კურორტ გოდერძისა და დაბა მესტიაში მოქმედი ტურისტული ოპერატორები და ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი პირები თავისუფლდებიან ნოემბერსა და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადისგან, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში, შეუძლებელია ზამთრის სეზონი მათთვის შემოსავლის წყარო იყოს. საგადასახადო ინიციატივების საკანონმდებლო ინიციატივა მზადაა. ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დღეს ინიცირდება. საგადასახადო შეღავათების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.
თეა წულუკიანი: მგონი, არ გვყავს სახალხო დამცველი, მე არ უნდა მიწევდეს პატიმრებზე საუბარი
პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი, მისი სამუშაო სფეროდან გამომდინარე, მის ინტერესებში უნდა შედიოდეს და წარმომადგენელი განხილვებს უნდა ესწრებოდეს. „არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თუ არის... მგონი, არ არის იმიტომ, რომ მგონი, ჩვენ სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის მერე არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხებათ პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, დღეს რომ უარი თქვეს მობრძანებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს მათი საქმეა, პირველ რიგში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ამნისტიის კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით არ გათავისუფლდებიან ის პირები, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
რუსეთმა ბულგარეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკმა მიტკო ბორისოვმა ქვეყანა 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. „რუსულმა მხარემ ეს ნაბიჯი ბულგარეთის უსაფუძვლო გადაწყვეტილების საპასუხოდ მიიღო. ბულგარეთმა, 18 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ატაშე, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან გააძევა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინამ „რუსულ სამყაროსთან“ კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა
„უკრაინა ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის“, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს გასცდება ორ ფუნდამენტურ პრინციპს - განაგრძობს თავის გზას, როგორც ევროპული ქვეყანა, როგორც დასავლეთის ნაწილი, ვინაიდან უკრაინამ „რუსულ სამყაროსთან“ კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა საჭირო. „უკრაინის სვლა ევროატლანტიკური დასავლეთისკენ შეუქცევადია“, - აღნიშნა მინისტრმა.
გერმანელმა მფრინავმა ვაქცინაციის დაწყება ცაზე შპრიცის სილუეტის გამოსახვით აღნიშნა
ევროპის მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დაწყების აღსანიშნავად გერმანელმა მფრინავმა, სემი კრამერმა ცაზე გიგანტური შპრიცის სილუეტი გამოსახა. „ვაქცინაციის წინააღმდეგი ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია და ჩემი მოქმედება მათთვის შეხსენებაა, რომ იფიქრონ ამ თემაზე“, - განუცხადა კრამერმა Reuters-ს. გერმანიამ გაქცინაცია გუშინ დაიწყო. ფედერალური მთავრობა 1.3 მილიონზე მეტო დოზის დისტრიბუციას გეგმავს.
ბრიტანეთი და თურქეთი 29 დეკემბერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ
ბრიტანეთი და თურქეთი 29 დეკემბერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებენ, ამის შესახებ ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, ლიზ ტრუსმა განაცხადა. „ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ამ კვირაში უნდა მოვაწეროთ, უტარიფო საგადასახადო შეთანხმებას ითვალისწინებს. ეს უზრუნველყოფს გარკვეულწილად ათასობით სამუშაო ადგილს დიდ ბრიტანეთში წარმოების, საავტომობილო და ფოლადის ინდუსტრიებში“, - აღნიშნა ტრუსმა. ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს.
ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა
ფინეთში ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანამ ფინეთმა ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის შეზღუდვები დეკემბრის დასაწყისში გაამკაცრა. კორონავირუსის იგივე სახეობა დღეს სამხრეთ კორეაშიც გამოვლინდა. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს თქმით, ვირუსის ახალი შტამი სამ ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის ახალი შტამის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ჯანმო აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის
რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე ახანგრძლივებს
რუსეთი ბრიტანეთთან ფრენების აკრძალვას 12 იანვრამდე ახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, შეზღუდვები 2021 წლის 12 იანვრის 23 საათსა და 59 წუთამდე გახანგრძლივდება“, - ნათქვამია ოპერატიული შტაბის ოფიციალურ განცხადებაში. რუსეთმა ბრიტანეთთან ფრენები პირველად 21 დეკემბერს შეაჩერა. კორონავირუსის ახალი შტამის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ჯანმო აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის
მედია: სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ
სირიის აინ-ისას რაიონში რუსეთის სამხედრო პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამ რაიონში ბოლო პერიოდში ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა. რუსული მედია წერს, რომ თურქეთთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აინ-ისას რაიონში რუსეთ-სირიის ერთობლივი პუნქტები განთავსდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, იდლიბის დეესკალაციის ზონაში ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯებხატ ალ-ნუსრამ“ 20-ზე მეტი თავდასხმა მოაწყო. რუსული მედია აღნიშნავს, რომ სირიაში თურქეთის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან, დღის განმავლობაში დაბომბვა არ განხორციელებულა.
საქართველომ COVAX ფონდთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც კოვიდვაქცინის შესაძენად დახმარებას ითვალისწინებს
„საქართველომ COVID19-ის ვაქცინისთვის უკვე 16 000 000 ლარი გადარიცხა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. „სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ, მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
„შეიძლება არ აქვს ინფორმაცია ადამიანის უფლებების სტანდარტებზე“: სახალხო დამცველი თეა წულუკიანს პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პასუხობს. „იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე", - აღნიშნავს ლომჯარია. მისივე თქმით, ამნისტია პოლიტიკური აქტია. „ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი! ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი" მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ომბუდსმენი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის ნაცვლად, მოიძიონ სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. „მგონი, არ გვყავს სახალხო დამცველი, მე არ უნდა მიწევდეს პატიმრებზე საუბარი“, - ეს განცხადება დღეს თეა წულუკიანმა გააკეთა.
ირანი Pfizer-ის ვაქცინის 150,000-ს დოზას ამერიკელი ფილანტროპებისგან მიიღებს
ირანის წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა სამ კვირაში მიიღებს Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შემუშავებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პარტიას. „აშშ-ის ფილანტროპებთან შეთანხმების შედეგად შექმნილი მოლოდინით, ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 150,000 დოზა", - აცხადებს წითელი ჯვრის საზოგადოების დირექტორი, კარიმ ჰემათი ადგილობრივ სააგენტოსთან საუბარში. ის აცხადებს, რომ ვაქცინები დარიგდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად. ჰემათი მანამდე აცხადებდა, რომ მისი ორგანიზაცია ჩინეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ვაქცინის 1 მილიონი დოზის შესყიდვაზე.