ძებნის რეზულტატი:
რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი გაიზარდა
დენის ფასის გაზრდის შემდეგ წყლის ტარიფიც იზრდება. რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი გაიზარდა. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. კერძოდ, როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე. „რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფი თითქმის უცვლელია, 3.6 ლარი იყო და 3.7 გახდა“,- აღნიშნა გიორგი ფანგანმა. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ტარიფების გადახედვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ მუშაობა. ამასთან, მისივე თქმით, კომპანიას სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი არ აკმაყოფილებთ და "ჯივიპის" მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ტარიფი კიდევ უფრო მეტად, 30-40%-ით გაიზრდებოდა. "კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით", - აღნიშნა მან. ფასთა შორის სხვაობა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა სემეკმა არ გაითვალისიწნა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარდგენილი ხარჯების ნაწილი.
გაეროს გენერალური მდივანი: ახალი წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება
ანტონიო გუტერეშიმ- განსაცდელების, ტრაგედიებისა და ცრემლების წლად მოიხსენია 2020 წელი და მოუწოდება ხალხი მშვიდობისკენ. გაეროს გენერალური მდივანი,ანტონიო გუტერეშის თქმით მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა პანდემიის სიძნელეები ყველამ ერთად დავძლიოთ. ის იმედისმომცემად უყურებს მომავალს და ამბოს,რომ- "2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება“. „შევურიგდეთ ერთმანეთს, შევურიგდეთ ბუნებას, გადავლახოთ კლიმატის კრიზისი, გავაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება და 2021 წელი განკურნების წლად ვაქციოთ. ეს მომაკვდინებელი ვირუსისგან განკურნების წელი უნდა გახდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. წელი,რომელმაც ყველაფერი შეცვალა.
დავით ნარმანია: სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო
"ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. როგორც დავით ნარმანიამ სემეკის საჯარო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანიები კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან, რადგან ტარიფის ზრდა კიდევ უფრო მეტად არ მოხდა. „საინვესტიციო მიმართულებით ტარიფში სამომავლოდ აუცილებელი ისეთი პროექტები ავსახეთ, რომელიც ითვალისწინებს მოძველებული ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე განვითარების ნაწილში დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროექტებს. კომპანიები არიან უკმაყოფილო იმიტომ, რომ არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯის და პროექტის გათვალისწინება. ყველა წარმოდგენილი ხარჯი და პროექტი რომ გაგვეთვალისწინებინა მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც მოგვიწევდა. ჩვენ ობიექტური აუცილებლობიდან გამოვედით და არ გავცდით ჩვენს მიერ დადგენილ წესებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ“,-აღნიშნა ნარმანიამ. რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ტარიფების ზრდა, დავით ნარმანია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და მათ შორის პანდემიის გავლენასაც ასახელებს. „პირველ რიგში ესაა პანდემია და მისგან გამოწვეული მოხმარების შემცირება, ასევე ბოლო 2 წელი არ იყო უხვი ნალექები და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია დააკლდა ენერგიის კალათას. იყო სხვა რამდენიმე ფაქტორი, რამაც ზეწოლა მოახდინა ტარიფზე. გაცვლით კურსს რაც შეეხება, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული კურსი ავიღეთ, რასაკვირველია, ლარის კურსი აძვირებდა შესასყიდ ელექტროენერგიას“,-აღნიშნა დავით ნარმანიამ. როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე სემეკის მიერ სამომხმარებლო ტარიფი დადგინდა 6 თვით, თუმცა მას შემდეგ, რაც „თელასისგან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გამოიყოფა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, ზაფხულში ტექნიკური ცვლილება მოხდება, რაც ტარიფებზე რაიმე გავლენას არ იქონიებს. ცნობისთვის, სემეკმა „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაამტკიცა. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.
დავით ზალკანიანი: დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში
"დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში", - განაცხადა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ზალკანიანის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებზე. „დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში. მსოფლიო თანამეგობრობა რეგულარულად ხმამაღლა საუბრობს რუსული ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევებზე. მათ შორის, რუსეთ-საქართველოს ომის 12-ე წლისთავთან დაკავშირებით, ესტონელი პარტნიორების ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ისევე როგორც ეუთოს, ევროპის საბჭოს მინისტერიალებსა და მაღალი დონის ღონისძიებებში“ - აღნიშნა მინისტრმა. ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყების ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, წლის განმავლობაში მიღებული იქნა არაერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის: - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; - გაიზარდა მხარდამჭერების და თანასპონსორების რაოდენობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის - “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდა/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მიმართ; - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული 21-ე და 22-ე ანგარიშები - „კონფლიქტი საქართველოში“; - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; - ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; - პირველად იქნა მიღებული ეუთო-ს ე.წ. ხუთეულის განცხადება (ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომდევნო სამი წლის თავმჯდომარე ქვეყნები), რომელიც გასული რამდენიმე წლისგან განსხვავებით, უფრო საფუძვლიანად ეხმიანება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკას . როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავლისათვის მთავარ ამოცანებად რჩება ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ესკალაციის პრევენცია და დე-ფაქტო ანექსიის პროცესის აღკვეთა. მისი თქმით, მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და აქტიურად იქნება გამოყენებული მოლაპარაკებების ყველა არსებული ფორმატის. ზალკანიანის განცხადებით, ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების შეუზღუდავი წვდომა. „აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში პასუხისმგებელ პირებს მოეკითხოთ პასუხი. ვმუშაობთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა .
პიერ კარდენი გარდაიცვალა
მოდის დიზაინერი პიერ კარდინი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას lefigaro.fr ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პიერ კარდენი პარიზის დასავლეთით, ნეილის ამერიკულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცნობისთვის, პიერ კარდენი იტალიაში დაიბადა. 2 წლის ასაკში ის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. 1940-იან წლებში ის ჟანა პაკენის, ელზა სკიაპარელისა და კრისტიანის დიორის მოდის სახლებში მუშაობდა. 1950 წელს კარდენმა საკუტარი მოდის სახლი შექმნა.
მევლუთ ჩავუშოღლუ: რუსულ-თურქული ურთიერთობები NATO-ს ალტერნატივა არ არის
თურქეთის ურთიერთობა რუსეთთან არ არის ნატოსა და ევროკავშირთან კავშირების ალტერნატივა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ნატოს წევრმა- აშშ-მ, დააწესა სანქციები თურქეთისთვის, რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო. ევროკავშირმა ასევე მოამზადა სადამსჯელო ზომები თურქეთის წინააღმდეგ, საბერძნეთის და კვიპროსის კუთვნილ საზღვაო ტერიტორიაზე, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით.
ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს, პეტრინიას დასახლებასთან, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები მთელი ხორვატიის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კახა კახიშვილი: თუ ბანკები შეღავათებზე არ იფიქრებენ, ეკონომიკას და ქვეყანას დაანგრევენ
"თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას", - განაცხადა პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრმა, კახა კახიშვილმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის. კახიშვილის თქმით, პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრების პირასაა. "ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რამენაირად დაეხმაროს, ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს და სასტუმროებს, გამოდის, რომ ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოს და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ? თუ დღეს ბანკები არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაც ტიპის შეღავათზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ სჯობს, დღეს ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებული და გააკოტრონ ისე ქვეყანა, რომ წლების განმავლობაში მერე ვეღარ აღდგეს", - განაცხდა კახა კახიშვილმა. კახიშვილს პარლამენტშივე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა. მისი თქმით, ბანკებმა პანდემიის პირობებში შეღავათები დაუწესეს არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ მოქალაქეებსაც. "პირველი და მეორე ტალღის პერიოდში ბანკებმა სერიოზული სოლიდარობა აჩვენეს. მე თვითონ ვარ ამის მომსწრე. გადაუვადეს ფიზიკურ პირებს და ბიზნესაც შეეხიდნენ... მე მგონი, რაც მე გამოცდილება მქონია, ამ ნაწილში ჩვენს საბანკო სისტემას საყვედური არ ეთქმით, გააზრებული აქვთ. დღეს შეიძლება არ გამოეკიდონ მოგებას, მაგრამ ფინანსური მდგრადობა და მათი კლიენტების გრძელვადიანი სიმყარე მათთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ბიზნესის დიდი ნაწილი მთავრობის მოთხოვნით დაიხურა. კომპანიას, რომელიც მუშაობას არ შეწყვეტს, 10 ათასი ლარით აჯარიმებენ. ამ პერიოდში კომპანიებს უწევთ საბანკო ვალდებულებების გადახდა და თანამშრომლების შენარჩუნება.
ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა
ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ ეკა ხოფერია სამინისტროს თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ეკა ხოფერია აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან იწყებს.
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე ასიმპტომურია და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს. გამყრელიძემ დაინფიცირების შესახებ თავადაც რამდენიმე წუთის წინ შეიტყო.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო 82 ხმით მიიღეს. 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით. ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.
მიწისძვრა ხორვატიაში: მაშველებმა ნანგრევებში ერთი გარდაცვლილი იპოვეს
სამხრეთ ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაშავაბულებს მაშველები ეძებენ. ქვეყნის პრემიერის თქმით, ნანგრევებში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. ქალაქის ნახევარი განადგურებულია და ხალხი ნანგრევებიდან ამოჰყავთ, ამბობს ქალაქის მერი. მიწისძვრა იგრძნობოდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, მეზობელ სერბეთში, ბოსნიასა და იტალიაშიც. ხორვატიაში მიწისძვრა შუადღეს 15:00-ზე მოხდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა- Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. არჩეული ვიცე-პრეზიდენტის აცრა პირდაპირი ეთერით გადაიცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო. ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს. ასევე,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა. ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ თავდაპირველად 2017 წელს დაინიშნა, თუმცა მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რის შემდეგ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნა. აღნიშნული პოსტის ასევე ვადაზე ადრე დატოვების შემდეგ ვასილ მშვენიერაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით დაინიშნა, თუმცა აღნიშნული თანამდებობაც ვადაზე ადრე დატოვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ის მეორედ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ. მანამდე კი, თავმჯდომარის მოვალეობას სერგო მეთოფიშვილი ასრულებდა.
დავით ნარმანია - ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, თან აპროტესტებენ, რატომ ძვირდება ტარიფი, ასე არ გამოვა
უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი რესურსი გამოვიყენოთ-ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. „საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებს აქვთ თავისი ექსპლუატაციის ვადა და აქვთ თავისი მაქსიმალური სიმძლავრე მასზე მეტს ვერ გამოიმუშავებენ, თუმცა იქ, სადაც რემონტები შესაძლებელია, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და როცა ჰესების ტარიფს ვადგენთ კაპიტალურ ხარჯებს ვითვალისწინებთ, რათა მოხდეს ჰესების შეკეთება და თუ რამე დანაკარგი აქვთ, მეტი გამოიმუშაონ ასეთმა ჰესებმა. მაგალითად, „ენგურჰესი“, რომელიც იანვრიდან აპრილის ბოლომდე გაჩერდება და სერიოზული რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ეს ითვალისწინებს, რომ გვირაბში არსებული დანაკარგები რაც აქვს ამ ჰესს, ეს დანაკარგები აღარ იყოს და ამის შედეგად გამომუშავება გაიზრდება, დაახლოებით, 15%-მდე დანაკარგი რაც აქვს არ იქნება ამ რეაბილიტაციის მერე, მაგრამ მასზე მეტს ხომ ვერ გამოიმუშავებს?! იმიტომ, რომ აქვს თავისი სიმძლავრე. რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა, ზოგადად ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში.რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა“ - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი საქართველო ვერ იქნება.
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მეშვეობით მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ექვსი თვით უხანგრძლივდება
პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვე ექნება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ვადა, ექვსი თვე არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება რადიკალური გადაწვეტილებების მისაღებად ემზადება ან შეზღუდვები კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში იმოქმედებს. „იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.
დიღომში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, დიღმის სასაფლაოებთან მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს. სხვა დამატებით დეტალებზე სამინისტრო ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, დიღომში სასაფლაოების ტერიტორიაზე სროლა იყო, რის შედეგადაც არიან დაშავებულები, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ადმიანი დაშავდა და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს მთავრობა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მობილიზებული საერთაშორისო დახმარებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, მობილიზდა შემდეგი საერთაშორისო დახმარებები: ევროკავშირი – 430 მლნ ევრო, ასევე სამედიცინო და ჰუმანიტარული ტვირთები; აშშ – 17 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი – 55 ათასი ტონა სამედიცინო აღჭურვილობა; იაპონია – ანტივირუსული პრეპარატი და 2.8 მლნ აშშ დოლარის დახმარება; კორეის რესპუბლიკა – 400 000 აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება; გაერო – „კოვიდ-19“-ის საპასუხო და აღდგენის ფონდიდან“ 1 მილიონი აშშ დოლარი; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) -სწრაფი სადიაგნოსტიკო აღჭურვილობები და 10,2 მილიონი ევრო და სხვა.
რუსეთმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა
სამშაბათს რუსეთის სახელმწიფო გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, ნავალნის გამოძიება ადანაშაულებს საზოგადოებისგან შეგროვებული თანხების დახარჯვაში იმ ორგანიზაციებში, სადაც მისი პირადი ინტერესები იკვეთება. აგვისტოში ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ თვითმფრინავში გონების დაკარგვის შემდეგ, რაზეც გერმანიასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში აცხადებენ, რომ ეს იყო მისი მკვლელობის მცდელობა „ნოვიჩოკის “ნერვის აგენტით. 22 აგვისტო, ნავალნის სასწრაფო დახმარებით ომსკის აეროპორტში გადაყვანის კადრები. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ციხით ემუქრება, თუ ის მოსკოვში 29 დეკემბრამდე არ ჩავა.
რუსეთი აცხადებს, რომ მას დაძაბული წელი ელის საერთაშორისო სასამართლოში მათ შორის საქართველოსთან 2008 წლის ომის გამო
ახალი წელი იქნება დატვირთული საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე განხილვებით, -ამის შესახებ განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) რუსეთის ფედერაციის რწმუნებულმა, მიხაილ გალპერინმა. „უკვე გასაგებია, რომ ჩვენ გველოდება დაძაბული წელი საერთაშორისო განხილვების თვალსაზრისით. მრავალი პროცესუალური მოვლენა გადმოვიდა განვლილი წლიდან, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების ნიშნით მიილია. ამიტომ უცხოეთის და საერთაშორისო სასმართლოები კვლავ კრეფენ სიჩქარეს“, - განაცხადა გალპერინმა. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა.